შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საყვარელი ვენები. II ნაწილი. XIV დღე. დილა.


2-04-2018, 02:47
ავტორი ლურჯი ანა
ნანახია 1 726

. . .
დილის სიჩუმეში სიგარეტს მოვუკიდე და დღიური გადავშალე. ფანჯრიდან გრილი ნიავი იჭრება და ბაყაყების ყიყინი ჩიტების ჟრურტულს ერწყმის. თამამად შემიძლია განვაცხადო რომ სოფელი ჩემი სტიქიაა. მიყვარს სოფელი. ფეხაკრეფით ჩავედი პირველ სართულზე, ყავა მოვიხარშე და ლოგინში დავბრუნდი. ჯერ ექვსი საათიც არაა, ასე დილაუთენია ვერ დავადგები გოგოებს. არადა, ერთი სული მაქვს როდის ვნახავ. ლოგინში მოწეულ სიგარეტს და დაყოლებულ ცხელ ყავას არაფერი შეედრება, ამ სამყაროში ყველაზე დიდი ნეტარებაა. ჩომახაშვილების სახლში ამის ფუფუნება მაქვს, თბილისში ეს რომ გავაკეთო, დედაჩემი ტაფით გამიხეთქავს თავს და დიდსულოვნად დასძენს, „არ მოგცემ უფლებას ჯანმრთელობა გაინადგურო“. რა უცნაური ხალხია მშობლები, არა? ალბათ მართალია, მაგრამ ჩემი აზრით, უმჯობესია, რამდენიმე წლით ადრე მოკვდე და ყველაფერი მიიღო რაც გინდა, ვიდრე... ჯანდაბა! მე უკვე ლიზასნაირად ვაზროვნებ. ეს გოგო გონებას მიმღვრევს, ჩემზე ცუდ გავლენას ახდენს. არ ვარ მისნაირი. მე არასოდეს გავქურდავ სხვას, თუნდაც შურისძიების მიზნით. არ ვუყვარვარ და ჯანდაბის იქით წასულა... არც ახლა ვარ მართალი. თუ არ ვუყვარვარ, გზას დავულოცავ და სხვას შევიყვარებ. საყაროში რამდენი მილიონი კაცი ცხოვრობს? ვიღაც მაინც გამოჩნდება, რომელიც სიამოვნებით გამიწევს რომეობას. არ ვეთანხმები ლიზას, მწარედ შეცდა. შურისძიება მხოლოდ და მხოლოდ შურისმაძიებელს ანადგურებს და ანგრევს. თავი დავანებოთ რელიგიას. ათეისტი შემომიბრუნდება და მეტყვის, „მე არ მეშინია ღმერთის, რომელიც პასუხს მომთხოვს ცოდვებზე. იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ის ჩემთვის არ არსებობს, არც ზეცაში მოღვაწე წვერებიანი მოხუცის მწამს და არც მრავალხელა ქმნილების. ლიზასნაირად იმიტომ არ მოვიქცეოდი რომ თავს უარესად ვიგრძნობდი. ათასი წურბელა შემოესეოდა გულს და დამტანჯვადა. იმაზე ფიქრი რომ იმდენად დავეცი, საყვარელი მამაკაცის ღალატი ვერ გადავიტანე და მოძალადე ქალად ვიქეცი, საერთოდ წამართმევს თავდაჯერებულობას. საკუთარ თავში დაურწმუნებელი ქალი კი ყველამ ვიცით რომ განწირულია“. თავისი არანორმალური იდეის განსახორციელებლად, შვიდი მეგობარი გამოიყენა და რამხელა საფრთხეში ჩააგდო ყოველი მათგანი... (მეგობრები კიდევ ცალკე თემაა. წესით, მე მათ უნდა ვიცნობდე, რადგან ოთხივე ქალი ანონიმურ შეკრებებზე გაიცნო ლიზამ) საკუთარი თავი? და რის გამო? ის გულღრძო ლევანი ასი წელი ვერ წარმოიდგენს რომ მაღაზიის გაქურდვაში ლიზას ხელი ურევია. მესმის, მტერს თვალებში ჩახედო, უთხრა, ეს ჩემგან ძვირფასო და ერთი ლაზათიანი მოსცხო ყბაში (მაგალითი მომყავს, სასტიკი წინააღმდეგი ვარ ძალადობის!) მაგრამ ის რაც მან გააკეთა, არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. სრული იდიოტობაა, რომ აღარაფერი ვთქვათ ჯგუფურ ძარცვაზე, რომელიც არც კი მინდა ვიცოდე, რამდენი წლით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. ვიღაცას ავნო და ადრესატმა არ იცოდეს, ვინ ჩასცა ზურგში მახვილი, ეს უკვე წმინდა წყლის ბოროტებაა და არა შურისძიება. ან, ლევანს რა დიდი ზიანი მიადგა? არც არაფერი, სიმამრი გაუქურდეს, რომელსაც მაღაზიების ქსელი აქვს და მეეჭვება 70000 ლარს გაეკოტრებინა. იმ აბსურდულ ძარცვაზე აღარაფერს ვამბობ... ეს იყო ერთი „ფანტაზიორშას“ ქმედება, რომელიც ბევრ ფილმს უყურებს და ჰგონია რომ სინამდვილეშიც ხდება მსგავსი ამბები. ის ხალხი რაღამ გამოაშტერა რომ მაგხელა რისკზე წავიდა? ამდენი გიჟი ერთად როგორ შეიკრიბა? დავიჯერო, ნარკოტიკების ბრალია ტოტალური სიგიჟე? რა ვიცი, დიდი ამბით გაჰყვირიან, ეს მთვრალი ერჩის ყველას, დაბოლილი სიყვარულს აფრქვევსო. მე ჯერ არ გამიგია, მთვრალთა ჯგუფს მაღაზია გაეძარცვა. თუ ერთ-ორი შემთხვევას არ ჩავთვლით, როდესაც ჩემმა ალკოჰოლიკმა მეზობელმა მაღაზიის ფანჯრები ჩალეწა არყის გამოსატანად. მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს რომ შივას კლუბის წევრები ფხიზლები იყვნენ, როდესაც დანაშაული ჩაიდინეს. ჩემთვისაც უღალატია შეყვარებულს, მეც ვყოფილვარ გამწარებული და საშინელი გეგმები დამისახავს, თუ როგორ გადავუხდიდი სამაგიეროს. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ფიქრების გაკონტრულება რთულია, მაგრამ მგონი, დიდი სხვაობაა სურვილის ქონასა და სურვილის ასრულებას შორის. მახსოვს, 16 წლის ვიყავი, როდესაც პირველად მიღალატეს და მაშინ გააფთრებულმა დავიწყე მეცადინეობა. მინდოდა დიდი წარმატებისთვის მიმეღწია რომ იმ ლოკოკინას ენანა ჩემი დაკარგვა. შეიძლება, ვიღაცას სასაცილოდ მოეჩვენოს ჩემი სიტყვები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჯანსაღი და ამავდროულად დამანგრეველია შურისძიება, როდესაც გულის მტკენელს აჩვენებ, თუ რა დიდებული ქალი გაუშვა ხელიდან. ცემა-ტყეპა, გინება... ამას მხოლოდ და მხოლოდ იმ წამს აქვს ძალა და დროთა განმავლობაში ისევე იცრიცება, როგორც მაკიაჟი დღის ბოლოს. მე მინდა რომ სარკეში ჩავიხედო და საკუთარ თავს ვუთხრა, „იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა“. იქნებ, არც არასოდეს მოვიდეს, მაგრამ უფლება არ მაქვს დავნებდე, უფლება არ მაქვს ღალატის გამო თავი დავიმცირო. თუ ვიღაც გარბის, ეს იმას არ ნიშნავს რომ მე არ ვარ სასურველი... ოპერის ქალღმერთი, მარია კალასი მიატოვა ონასისმა... ყველა დროის ულამაზესი ქალი, ანჯელინა ჯოლი მიატოვა პიტმა... თავს არ ვიმშვიდებ, უბრალოდ ფაქტებს ავღნიშნავ.
ეკუნას ტყუილად არ უკითხავს, „თქვენ ვაბშე, რა კამანდა ხართ?“, რა და მეოცნებე, ტვინნაღრძობი, ილუზიებში დაკარგული საზოგადოება. ლევანის სახლში შევიჭრებით, თქვენ ფულს მიხედეთ, მე საძინებელს გადავწვავ, არაფერი უჭირს, ახალს იყიდიანო. აბა, რა ვთქვა, ასეთი სურვილი რომ გაუჩნდება კაცს, ის უკვე საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებისთვის და საშიშია. არმენა რომ ჯამბაზის კარიკატურას დაამსგავსეს და კამერები გაანადგურეს, არაფერს ნიშნავს. როგორ დავიჯერო რომ იმ მაღაზიასთან ერთი ადამიანი მაინც არ გაივლიდა და საეჭვოს ვერაფერს შეამჩნევდა? გამორიცხულია. მაშინ, ზედმეტად იღბლიანები ყოფილან. მარშუტკას აღარ იკითხავ? თუ ერთმა ადამიანმა მაინც მოჰკრა თვალი, წასული იქნებოდა მათი საქმე. ლამპიონებთან დამონტაჟებული კამერები, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე: რესტორნების, ბანკების, მაღაზიების კმერები, თავისუფლად შეძლებდა პოლიცია ტრანსპორტის გადაადგილებისთვის მიედევნებინა თვალი. ის სულელური ვერსია, ნომრების შეცვლასთან დაკავშირებით ხომ საერთოდ პიკი იყო. ნომერს უცვლი, მაგრამ ხომ ვერ გააქრობ. სადმე ხომ უნდა წასულიყო, ჰაერში ხომ ვერ აორთქლდებოდა რკინა. გასაგებია რომ გაუფორმებელი იყო მანქანა, მაგრამ ოდესღაც ვიღაცამ ხომ იყიდა, არა? მაგის გარკვევა რთული არ იქნებოდა და გამომძიებელი ძველ მეპატრონეს მიადგებოდა. ასეთი მარტივი რომ იყოს ძარცვა, მაშინ ყოველ დღე უბედურება მოხდებოდა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ლიზას ფული უნდოდა და ლევანს დააბრალა თავისი უმსგავსობა. ოპერაცია „ქათმის ბარკლები“, ეს სახელწოდება რაღა შუაშია... ღმერთო ჩემო, მან მინიშნება დაუტოვა ლევანს... ქათმის კი არა, სადიას ბარკლები... ახლა ვხვდები, რას ნიშნავდა მოლარის მაგიდასთან დაყრილი გაყინული ხორცი. იმ დილით, როდესაც ლუსის მანქანა გააჩერეს და ლევანმა ხელების ფათური დაუწყო, მაშინ შეადარა ლიზას ფეხები სადიას ბარკლებს. ისე მიცემს გული, თითქოს ლიზას ცხედრის დაპატიმრება შეუძლიათ. ახლა უკვე მესმის რომ ლიზამ თვალი-თვალში გაუყარა და ისე ჩასცა ლახვარი. ახლა უკვე გასაგებია თუ რატომ უწოდა ოპერაციას „შურისმაძიებელი სადია“. მაგრამ... ჩემო საყვარელო, როგორ მინდა, დრო უკან დავაბრუნო, გაგაცოცხლო და გითხრა, მასეთ პატარა ნიუანსებს კაცები არასოდეს აქცევენ ყურადღებას. ეს ჩვენ, ქალები ვართ უსაზღვროდ მგრძნობიარენი, რომლებიც შეყვარებულის სიგარეტის ნამწვს ვინახავთ დღიურში. მათი გამოგზავნილი, „გაქცეულზე დაწერილი“ მესიჯები გადაგვაქვს ფურცელზე და არ გვეზარება. ეს ჩვენ ვიმახსოვრებთ როგორი ამინდი იყო, როდესაც პირველად გვაკოცეს და რა ფილმი გადიოდა როდესაც მან დაგვირეკა. ეს ჩვენ არ ვხსნით მის გამოგზავნილ მესიჯს მაშინვე რომ ცოტა ხნით კიდევ გავიხანგრძლივოთ წერილის მიღებით გამოწვეული ბედნიერება. ეს ჩვენ გვიკანკალებს ხელები, როდესაც ტელეფონზე მისი ნომერი ციმციმებს და მხოლოდ იმიტომ არ ვპასუხობთ რომ გვინდა კიდევ რამდენიმე წამს გაგრძელდეს ვულკანივით ამოხეთქილი ვნება... ღმერთო ჩემო, ლიზა... რა კატასრტოფულად ვგავართ ერთმანეთს და როგორ საშინლად განვსხვავდებით ერთმანეთისგან...
ინტერესი მკლავს, გაიხსნა თუ არა ეგ საქმე, როგორცვე კამის ვნახავ, მაშინვე დავიძინებ.
. . .
გულმა არ მომითმინა და 6:30-ზე დავადექი გოგოებს. არ ვიცი რაზე ვფიქრობდი, რატომ მეგონა რომ ეღვიძებოდათ, მაგრამ გამიმართლა. ჩუმად გავაღე ეზოს კარები და ფეხაკრეფით წავედი იმ მიმართულებით, სადაც კამის საძინებლის ფანჯარა მეგულებოდა. ფანჯარა ღია დაეტოვებინათ და ვუგოს ლეპტოპში შემძვრალიყვნენ. ჩუმად დავუძახე, მაგრამ მოულოდნელობისგან ელდა ეცათ. სიცილს ძლივს ვიკავებდი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ორივე ჩამეჭიდა და ფანჯრიდან გადავედი საძინებელში. ფეხი დავდგი თუ არა იატაკზე, ორივე ჩაირთო. ერთმანეთს აღარ აცდიდნენ, თან ჩურჩულებდნენ გვერდითა საძინებელში რომ არ გასულიყო ხმა და არაფერი მესმოდა, ტუჩებზე ვაკვირდებოდი ხან ერთს, ხან მეორეს რომ ამომეცნო რას ამბობდნენ.
- ღამის ორ საათამდე ვიყავით დაკითხვაზე, ეს საშინელება იყო... - შემომჩივლა ნათიამ.
- შენ სულ სხვა გოგო გესიზმრება. - მითხრა კამალიამ და თანაგრძნობით მომხვია ხელი - ანი, მესმის რა მდგომარეობაში ხარ, მაგრამ მინდა იცოდე რომ...
- რანაირად აჯახე, ქალო, რა უკულტურო ხარ. - გაუწყრა ნათია.
- შეუძლეველია... - ჩავილაპარაკე უხმოდ და მოწყვეტით დავჯექი ლოგინზე - რანაირად? მე ხომ ლიზას ვხედავ იმ ოთახში... - და უცებ ავფეთქდი - თქვენ გგონიათ რომ მე ვარ ლიზა?
- არა, გაგიჟდი? - თვალები გაუფართოვდა ნათიას, მაგრამ ვიცოდი რომ ჩემს დამშვიდებას ცდილობდა.
- ეგ როგორ იფიქრე?!
- ...მხოლოდ იმიტომ რომ ორივეს გვიყვარს კითხვა, ორივე ვაგროვებთ წიგნების კოლექციას, ორივე ვეწეოდით, ორივე წიგნში ვინახავდით მარიხ.ანას, მე... ვხვდები რომ „ბეჭდების მბრძანებელში“ რაღაც ცუდი ჩავდე, ანუ... შემიძლია დაგიმტკიცოთ რომ ლიზა არ ვარ, რადგან მე პაციენტი ნომერი 13 ვარ და მას წარსულში ვიცნობდი.
- რა? - აღმოხდა დაბნეულ კამალიას, ეგონა, მომესმაო.
- რა ვარო? - იკითხა ნათიამ და გაოგნებული მიაჩერდა ნათესავს - რა ჭირი გეტაკა დღეს, რა ვქნა, რა უცნაურად გველაპარაკები?
- ვაიმე! - აღმოხდა ისევ კამალიას, ოღონდ ამჯერად შვებით ამოისუნთქა - სიზმრები, იმდენი რამ მოხდა გუშინ რომ ეგ საერთოდ აღარ გამხსენებია. ჯერ მოგვიყევი და მერე გამოგლანძღავ, როგორ მითხარი ეგ სისულელე? ანუ, გინდაც ლიზა ყოფილიყავი და ეგ მეფიქრა, არ გაგანდობდი? - შემრცვხა, მაგრამ უფრო მეტად, გამიხარდა - ყავა გააკეთე, გთხოვ. თავი მიბჟუის.
- შენი მონა კი არა ვარ, წადი და გააკეთე. - იუკადრისა ნათიამ და მომლოდინე მზერა მომაპყრო - რა თქვი წეღან, პაციენტი ახსენე თუ მომესმა?
- ხო, ავადმყოფი ვარო და წადი დაადგი ჩაიდანი და მერე მე გავალ. - ნათიამ მკვლელი მზერა სტყორნცა და კარებისკენ წავიდა, ფეხები უკან რჩებოდა. სანამ გავიდოდა მოტრიალდა და პირობა ჩამოგვართვა.
- სანამ არ მოვალ, არ ილაპარაკოთ.
- არ ვილაპარაკებთ. - შევპირდი, მაგრამ თვითონაც არ დავუჯერე საკუთარ სიტყვებს.
- დაიფიცე.
- წადი! - კბილების კრაჭუნით უთხრა კამალიამ და როგორცვე გავიდა, მომიტრიალდა - ორჯერ რომ არ მოგიწიოს მოყოლა, ჯერ მე გეტყვი. შენ კიდევ რა გიშავს გოგო, ჩემგან მაინც გაიგე. წარმოიდგინე, მე რა დღეში ჩავვარდებოდი, როდესაც გამომძიებელმა მითხრა, გარდაცვლილი ევგენის გერიაო და მივხვდი რომ საერთოდ სხვა ადამიანზე გვქონდა საუბარი. ემოცია რომ ვერ გამოვხატე, კინაღამ გულმა დამარტყა და ეტყობა სახე ამერია, მეორე დეტექტივი მეკითხება, ცუდად ხომ არ ხარ, გენაცვალე, ფერი არ გადევსო. - გული მომეწურა. ჩემი საწყალი კამი, ისეთი დაღლილი სახე ჰქონდა, დაბერებულს გავდა.
- ელზა ჰქვია? - კამის გაოცებულ სახეს ღიმილით ვუპასუხე - გუშინ მანანა ბიცოლა გავიცანი, მეგონა, ეშლებოდა.
- ცოტა ურიკინებს, შეატყობდი, მაგრამ ეგ არ შეშლია. როგორც უკვე იცი, ელზას მამა არ ჰყავდა, დედამისი კი ევგენის ცოლია. რას წარმოვიდგენდი, ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ... არადა, როგორი დარწმუნებული ვიყავი რომ... მოკლედ. - ისე საწყლად ამოისუნთქა, მეგონა ტირილს დაიწყებდა. - ახლა უკვე მესმის თუ რატომ არავინ დაუწყო ძებნა. მარტო ცხოვრობდა, გათხოვილი არ იყო, არ მუშაობდა და ვინ მოიკითხავდა? მანანა ამტკიცებს რომ მეზობლის სახლის წინ ლიზას მანქანა... უჰ, ელზას მანქანა დაინახა, გარდაცვლილი სადაც იწვა, იმ ლოგინის ქვეშ იპოვეს საფულე, სადაც სხვა და სხვა ბარათებთან ერთად იდო მართვის მოწმობა. ფაქტია რომ ელზა მანქანით მივიდა კორახაშვილების სახლში და საოცრება ისაა რომ მანქანა გაქრა, გოგო. ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვერ იგებენ. არსებობს კიდევ ერთი მოწმე, რომელმაც უკანასკნელად დაინახა...
- აკი არ ვილაპარაკებთო? - თავი შემოყო ნათიამ და გააფთრებულმა გადახედა კამალიას, რომელსაც ყურადღება არ მიუქცევია.
- ბავშვებო, ნეტავ, დიდი ხნის წინ გამეცნო მანანა. მაშინვე მივხვდებოდით რომ ის გოგო სხვა იყო. ლიზას მანქანა არ ჰყავდა, ტარებაც არ იცოდა. თუმცა, მანანას ან დავუჯერებდით...
- რა თქვი? - ერთდროულად იკითხეს გოგოებმა. ნათიამ გულზე მიიდო ხელი.
- ლიზამ მანქანის მართვა არ იცოდა-მეთქი, რა მოხდა?
- დარწმუნებული ხარ? - ჩამეძია ნათია.
- სავსებით. ვერ გავიგე, რა დიდი მნიშვნელობა აქვს ამას?
- ანი, საიდან იცნობდი ლიზას? - ჩემთვის ყველაზე მძიმე ამბის მოსაყოლად, ღრმად ჩავისუნთქე და დავიწყე.
- ლიზა გამოსწორების პირას იყო... - გამახსენდა წუხანდელი სიზმარი და ჩემი სიტყვები სასაცილოდ მომეჩვენა. ქურდს კი მირჩევნია ნარკომანი, რაღაც გაგებით. ქურდი პირდაპირ აზარალებს სხვა ადამიანს, ნარკომანი ირიბად. - და ანონიმურ ნარკომანთა შეხვედრებზე დადიოდა...
- რა? - თვალები კეფაზე აუციდა კამალიას.
- რაღაც არა მგონია, მოგატყუებდა. - დაასკვნა ნათიამ.
- ხალხო, ლიზა კი არა, მეც იქ დავდიოდი, მგონი. - დუმილი ნათიას ფხუკუნმა დაარღვია.
- რა გაცინებს, შენ სულ დაგაკლდა, უბედურო. - გადაირია კამალია.
- ანი, მაპატიე... კი არა, ძალიან მაგარია. რამდენიმე ფილმი მაქვს ნანახი, ლოთები რომ იკრიბებიან და ერთმანეთს უყვებიან თავის ცხოვრებას... - ნათიას სიტყვებზე მეც სიცილი ამიტყდა და ბალიში ავიფარე სახეზე კამალიას მშობლები რომ არ გამეღვიძებინა - მასეთ კინოებში ერთი ბრიგადირი გამოდის ხოლმე, რომელმაც გადალახა უკვე ლოთობა და სხვებს არიგებს...
- ბრიგადირი არა ნათი, სოფლის მეურნეობის მინისტრი. - შეუსწორა კამალიამ და კინაღამ გავიგუდე სიცილისგან. - და მიხედე იმ ჩაიდანს, სანამ სახლი გადაგიწვავს. - გადაწვაზე ისევ წუხანდელი ამბავი გამახსენდა და დავსერიოზულდი. - აუ, ანი... აღარ ვიცი უკვე რომელ ერთზე ვიფიქრო. და... რა თქვი იმ კრებაზე?
- ნეტავ, ვიცოდე. უფრო სწორედ, ნეტავ არასოდეს გამახსენდეს... ის მაინც გამაგებინა, ს აქვს თუ არა ლომკა, ანუ...
- მესმის საყვარელო. - სევდიანად გამიღიმა კამალიამ - როგორც ვიცი, ბიჭები გადარეულები ეძებენ ხოლმე და... ექნება დამოკიდებულება, აბა მაშ რა იქნება. ნარკოტიკია მაინც... მსუბუქი ოღონდ. - მზერა მოვარიდეთ ერთმანეთს, ესეიგი ორივე იმაზე ვფიქრობდით. გარემო იმდენად დამძიმდა და ისე ჩაიხუთა რომ შვებით ამოვისუნთქე, როდესაც ნათია შემოვიდა.
- არ ინერვიულო, ჩემო სიცოცხლე. ქერა და ჭორფლიანი, ყველა შეიძლება იყოს. - მითხრა ნათიამ და ყავა მომაწოდა. ჩემი დაბნეული სახის დანახვამ ადგილზე გააშეშა და უხერხულად ჩაილაპარაკა - მეგონა, უკვე უთხარი. - დუმილი ავისმომასწავებლად ჩამოწვა. ჭიქა დამიმძიმდა ხელში და ვიგრძენი როგორ დამასხა ოფლმა. მივხვდი რომ გუშინდელი ამბის ყველაზე საშინელი ნაწილი უნდა მომესმინა.
- ანკა... ჩვენ ისედაც ვეჭვობდით, და თითქმის შევეგუეთ კიდეც, ხომ ასეა? - დაიწყო კამალიამ - , აქ მაინც არავინ შემოვა. - მითხრა და საქმიანად გააგრძელა - არსებობს მოწმე, რომელმაც მანანამდე უკანასკნელად დაინახა ელზა და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენებაა ამ საქმეში, ჯერჯერობით. ა... აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ ორთაჭალაში დაინახა, გესმის? ანუ ეჭვია რომ იქიდან უკვე სოფელში წამოვიდნენ. იმიტომ რომ ხომ იცი, ორთაჭალა უნდა გამოარო სხვანაირად როგორ მოხვდები თბილისიდან ამ სოფელში... - კამალიამ პაუზა გააკეთა და მივხვდი, რაც უნდა ეთქვა. „ქერა ყველა შეიძლება იყოს“, ჩამესმა ნათიას ხმა, მაგრამ ზედმეტად ბევრი „თუ“ და „შეიძლება“ დაგროვდა ამ ამბავში. - ელზა მაღაზიიდან გამოვიდა ქერა, მაღალ გოგოსთან ერთად, ა...
- აუ, ჯანდაბა, მითხარი პირდაპირ, მე ვარ, არა? - მართალი იყო, გულის სიღრმეში ჩვენ უკვე ვიცოდით, მაგრამ...
- დამახასიათებელი ნიშნები, ჭორფლი და დიდი ტუჩები. მეც მასე ვფიქრობ, ანი. უეჭველი შენ ხარ... მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაა უარესი. – „უარესი რაღა უნდა იყოს, ადამიანის სიკვდილის მოწმე ვყოფილვარ“, გავეპასუხე გულში და ვცადე არ მეკივლა - არ გიკვირს რომ არ გეკითხები, ლიზა ვინღაა-მეთქი?
- ფიქრობ რომ ლიზას სახით ვხედავ ჩემს ცხოვრებას? - ამოვთქვი და თავბრუ დამეხვა.
- რას ჩაიხვიე ეგ სისულელე, რა ვქნა? რამ გამოგაბენტერა, რაც არ გვინახიხარ, ქალო? გუშინ მშვენიერი ბალღი იყავი, ერიჰაა...
- დაოკდი. - შეაწყვეტინა კამალიამ და მომიბრუნდა - ანი, მესმის რაც გიტრიალებს თავში, მე ეგ ყველაფერი გუშინ გამოვიარე, ჩემო კარგო. საქმე იმაშია რომ მანქანაში მესამე გოგოც იყო.
- ლიზა? - აღმომხდა რატომღაც სიხარულით და მაშინვე შემრცხვა ჩემი რეაქციის.
- მეც ეგ ვიფიქრე. ეს მოწმე, ვინმე გვანცა მამალაძეა, რომელიც ამბობს რომ მესამე კარგად ვერ დაინახა, მანქანაში იჯდა და მხოლოდ ის მახსოვს რომ მუქი ფერის თმა ჰქონდაო. რა ვიცი, აბა სხვა... ანი, მანქანის მართვა იცი?
- არა! - ისეთი ბედნიერი ხმით ვუპასუხე, არა მგონია სამყაროში არსებობდეს ადამიანი, რომელსაც ასე გაუხარდებოდა თავისი უცოდინრობა, რადგან მივხვდი რასაც გულისხმობდა.
- არც ლიზამ იცოდა. ესეიგი, კიდევ მეოთხე იყო იმ დღეს თქვენთან ერთად. - ჩაილაპარაკა კამიმ.
- კაი ერთი, დაასკვნა ვითომ დიდი რამე, აბა მანქანა თავისით ხომ არ აიდგამდა ფეხს? უიმე, თქვენ მე გამაგიჟებთ, ეს ამბავი შემიწირავს, თორე ნახავთ. აგერ თქვენ და აგერ ალაჰი. ჯერ ერთი მკვდრის მეშინოდა, ახლა ორი ვიცი და მამალი მგლისაც...
- რა თქვი? - შეაწყვეტინა შეძრწუნებულმა კამიმ და ისევ თავბრუსხვევა ვიგრძენი.
- უი... რა დაბდურის ერთი ხარ შენ, ვინც არ გიცნობს ნწ, ნწ, ნწ... - ჩაილაპარაკა ნათიამ და ლეპტოპში პასიანსი გაშალა - კულინარია შენ არ გესმის, ქინძს ნიახურისგან ვერ ანსხვავებ. დეტექტივობა მინდაო, საქმეს შენ ვერ იძიებ. არაფერში შენ არ უქნიხარ ალაჰს. ლიზა ეუბნება მკვდარი ვარო და... მანქანაც გაქრა, ესეიგი... რა ვიცი მე. - ისევ დუმილი ჩამოვარდა. ათასი აზრი მიტრიალებდა თავში. იმაზე უფრო შორს ვიყავი ფარდის ასაწევად, ვიდრე გუშინ. ფეხსაცმელები გავიძრე, ბალიში ავაფუმფულავე, ლოგინზე წამოვწექი და დავფიქრდი. ნუთუ ორი ადამიანი გარდაიცვალა და მე ამ ყველაფერს შევესწარი? ან რა მინდოდა ლიზასთან და ელზასთან ერთად? შივას კლუბის წევრი არც მე ვყოფილვარ, არც ელზა... რა იცი? ჩამესმა მეორე ხმა და უსიამოვნოდ მომეწურა გული. იქნებ, ცოცხალია ლიზა? მეწვია ისევ მეორე ხმა, მაგრამ მაშინვე უკუვაგდე ეგ აზრი. ცოცხალი ადამიანი თავის ცხოვრებას არ ყვება, ანუ... და მაშინ, სადაა ცხედარი? მანქანა სადაა? ან ნამდვილად ნარკ.ტიკებმა... ღმერთო, ჩემო!
- კამი!
- ანი! - ერთდროულად შევძახეთ ორივემ, ნათია ლოგინში შეხტა შიშისგან და ისე მოგვაწყევლა, გამიკვირდა მაშინვე რომ არ დავიხოცეთ.
- რისგან მოკვდა ელზა? - ვკითხე ღიმილით და მაშინვე მოვისხიპე სახიდან შეუსაბამო გამომეტყველება. მეგონა, კამისაც ეგ უნდა ეთქვა და მაგიტომ გამეღიმა, შევცდი.
- დღეს იქნება ექსპერტიზის პასუხები. გოგო, გახსოვს ზოიამ რა გითხრა? - ასე იმ დროსაც კი არ შევძრულვარ, როდესაც „ქერათმიანი“ გავიგე.
- ახლა დამუნჯდით როცა უკვე გამიხეთქეთ გული? - გაცხარდა დაინტრიგებული ნათია - ნუ დაგიმიწდა ეგ ენა, ამოიღე ხმა!
- ალაჰი არ გიჯავრდება მაგდენს რომ იწყევლები? - კბილებში გამოსცრა კამალიამ და რომ შემომხედა, თვალები კეფისკენ აატრიალა. - სამი ვალეტი გეძებსო, რამე კავშირი ხომ არ აქვს ამ ყველაფერთან? ანი, მოდი...
- ისიც კარგია რომ პოლიცია არ გეძებსო... - ძლივს ამოვიხავლე.
- მოდი, სერიოზულად მოვეკიდოთ ამ საკითხს და ვუგოს პოლიციელი მეგობარი ჩავრთოთ. - ალბათ ჩემს სახეზე წაიკითხა რასაც ვფიქრობდი, რადგან მაშინვე დააყოლა - მხოლოდ იმას ვეტყვით, რაც საჭიროა.
- ტაში... სანახევროდ თქმულზე, სანახევროდ გაგიკეთებს საქმეს. განა კამალიაა ვერ ენდო. მეგობარი მეგობარია და არ გაგყიდის. ვუგომ მოუნათლა შვილი და რაც არ უნდა იყოს, ჩაშვებას როგორ იკადრებს...
- ვუგოს დავურეკოთ. - ვთქვი მტკიცედ და ნათიაც ეცა მობილურს.
. . .
კაბინეტში რვანი ვსხედვართ. მდუმარედ ვეწევით სიგარეტს და ერთმანეთს თვალს ვარიდებთ. რამდენიმე წუთია „სუნამო. ამბავი ერთი მკვლელისა“ ამეკვიატა და ვერაფრით ვიშორებ თავიდან. არა, მასე შორსაც არ წავსულვართ რომ ადამიანი შეგვეჭამა და გვიან გამოღვიძებულ სირცხვილს გამოეწვია გაუცხოება. სირცხვილი იქით იყოს და არ გვინდა ერთმანეთის თვალებშიც ამოვიკითხოთ შიში, რომელსაც ყოველი ჩვენგანი დაუპყრია. წრეზე ვსხედვართ და შეთქმულებივით, თუ მოჯადოებულებივით ყველას სხვა და სხვა მხარეს გაშტერებია მზერა. შუაში იცოცხლე, ფულის მთა წამომართულა. ხუთას ლარიანი დასტების ფონზე, სასაცილოდ მოჩანს ეკუნას ჩანთიდან წამოყრილი, სალაროდან აღებული ქაღალდები და რკინები, რომელიც არც კი დაგვითვლია. ბეწვის ხიდზე ასკინკილით გადავედით, მაღაზია გავძარცვეთ, ფული მოვიპარეთ და არც კი დაგვითვლია. ჰმ, ვინმე წარმოიდგენს რომ არც კი ვიცით, რამდენია მთლიანობაში. ერთი საქმე მოვაგვარეთ, დათუნამ სამხილი გაანადგურა. ტაბახმელაში წაიღო ის ჯართი, ბენზინი მიასხა და ააფეთქა. თბილისში ავტობუსით დაბრუნდა, ის მაინც გავთვალეთ რომ შემთხვევის ადგილას ჩვენი რომელიმე მანქანა არ დაეფიქსირებინა კამერებს. საწყალი არმენა... ჩვენ შორის ყველაზე დათრგუნული ჩანს. უკვე ათი წუთი მაინც იქნება, რაც ერთ პოზაში ზის და ყველაზე დიდი მოძრაობა, რაც კი შეიძლება გააკეთოს, ჯიბიდან იღებს სიგარეტს და თავს ხრის ცეცხლის მოსაკიდებლად. დაარტყამს ნაპასს და ისეთ სახეს იღებს, გეგონება, ქვეყნის ბედი მასზეა დამოკიდებული... პრინციპში, ქვეყნის არა, მაგრამ სერიოზულ შარში რომ არის, მაგას თქმაც არ უნდა. არასოდეს დამავიწყდება მისი სახე, როდესაც ვუთხარი, თუ ვისი თვა-ყბის გაერთიანებაზე ტრაბახობდა. რამდენიმე წამი დასჭირდა, სანამ გააანალიზებდა დანაშაულის სიმძიმეს, ერთი თქვა, „რა პროკურორი, ჩემი კაი, ხო არ ღადაობთ, გოგოჯან“, ეს იყო და ეს. მაგის შემდეგ ხმა აღარ ამოუღია. ბებიაჩემი როგორც იტყოდა, პირკატა ეცა და დამუნჯდა. ეკუნა მშვიდად ეწევა სიგარეტს, ვიცი რომ რაღაცაზე ფიქრობს, და იმედი მაქვს, ალაპარაკდება. უკვე სულს მიხუთავს ეს სიჩუმე და დანაშაულის შეგრძნება ნელ-ნელა მიახლოვდება. დათუნას თავი ჩაურგავს... ჰმ, სძინავს. მიდი და ნუ შეგშურდება ასეთი „არხეინა“ ადამიანის, როგორ შეუძლია ძილი იმის შემდეგ, რაც პროკურორი გაქურდა და თან თურმე ცხვირიც ჩაუმტვრია. თუ გასკდა ეს ამბავი, რა თქმა უნდა, საკუთარ თავზე ავიღებ, მეტი გზა არ მაქვს და ზოგადად, სხვანაირად არც მოვიქცევი, მაგრამ მე როგორ დავიბრალო იმ კაცის ცემა? მაგას რომელი ჭკუათმყოფელი მენტი დაიჯერებს? მითუმეტეს რომ იმ პედოფილმა ღორმა არმენა დაინახა. ხმა მოისმინა... საქმეს კიდევ ის ართულებს რომ ჩვენი „წიწვა“ არაერთხელ მჯდარა ციხეში. დავღუპე ეს უბედური და ეგაა. არა, არც მანამდე იყო ჩაქცეულ-აშენებული, მაგრამ მე საერთოდ, მიწასთან გავასწორე. ჯერ კიდევ არ მითქვამს ბარკლები რომ დავტოვე... არც დათუნას გახსენებია ეგ ამბავი. იმედი მაქვს რომ მაგას არავინ მიაქცევს ყურადღებას, მაგრამ როგორ გინდა ყურადღება არ მიაქციო კლავიატურაზე დემონსტრაციულად დაწყბილ ბარკლებს? დავიჯერო, ისეთი დებილი იქნება ვინმე რომ ვერ მიხვდეს, უმი, გაყინული ბარკლის ჭამას არ დაიწყებდა მძარცველი. მთავარია, ლევანი არ მივიდეს შემთხვევის ადგილას და სხვა ნამდვილად ვერაფერს მიხვდება. ყოველიშემთხვევისთვის, მე არავინ დამიკავშირებს. გამომძიებელი იფიქრებს რომ... რა იფიქრებს? მაცივრიდან ამოხტა პარკში გამოკრული ბარკალი და ოთხი მეტრის მოშორებით, მოლარის მაგიდაზე დახტა? უჰაერობა მახრჩობს, მაგრამ ვერც ვდგები... თვალებს ვაპარებ აქეთ-იქით. ნუკი ფრჩხილებს ითვალიერებს, ახლა რომ ქლიბი გააძროს, შეიძლება არმენას ლუკმა გახდეს. სახეზე საამო ღიმილი დასთამაშებს, ნეტავ, რაზე ფიქრობს ჩამახედა მის გულში. თავიდანვე შევატყე რომ დიდად არ შეშფოთებულა პროკურორის ხსენებაზე. ჩუმად ზის იმიტომ რომ ყველა ასეა, მაგრამ ნერვიულობის არაფერი ეტყობა. კიდევ ერთი არხეინა, ნასტიაა, რომელიც წამოდგა და უკვე ვიცი რომ ყავის გასაკეთებლად მიდის.
- გიღვიძე, შ.ჩემა! - მოთმინების ფიალა აევსო წიწვას და მოულოდნელობისგან ყველა ადგილზე შეხტა - ჩემი კაი, მე პაჟიზნი გამიჩალიჩა და თვითონ ხვრინავს ტო... ე... მასე არაა ძმაო.
- შენ ხო არ გძმარავს, ძმაო? - შეშინებული, ნამძინარევი თვალებით ახედა დათუნამ და გაიზმორა - ქალები არ იყვნენ ეხლა, რაღაცას გეტყოდი...
- რას მეტყოდი, კიდე შენ უნდა მითხრა...
- ...გული გამიხეთქე, არმენ, მოთოკე რა ცოტა.
- ...ე, მაგარი არასწორი ხარ ძმაო, ბო.იშვილი ვიყო...
- მოკეტეთ! - დაიყვირა ეკუნამ და ორივე გაჩუმდა - ქალები არა წუწუნებენ, თქვენ რაღა მოგივიდათ, თქვე ჩ.მისებო, კაცები ხართ თუ ქათმები? მაშინ რატომ არა ფიქრობდი პაჟიზნიზე, ბოროტი მწყემსივით რომ ურახუნებდი იმ საქონელს, ა? ვსო, მოკვდა ბაზარი. საქმეს მივხედოთ. გადაწყვიტე, როგორ გინდა, დავურეკო ჩემს ახლობელს და რამდენიმე წლით აორთქლდე ქვეყნიდან, თუ აქ დარჩე და შინაური თაგვივით სახლიდან არ გამოდიოდე?
- აუ ჩემი... - აღმოხდა ისევ წიწვას და თავი ხელებში ჩარგო - მაიცა, ეხლა ვითომ რა ისე დავარტყი ტო, ერთი-ორი შემოვკარი. ამან ჩაუმსხვრია ცხვირი, მე პრიჩომ...
- შენ, ძმაო, ხო არ უბერავ?
- დურაკი ხარ შ.ჩემა, მაშ არ უნდა გცოდნოდა, რა საქმეზე მივდიოდით, ბლ.ად...
- ორივე გაჩუმდით და მომისმინეთ. არ გამომიყვანოთ მდგომარეობიდან, თორე ის თქვენი ნაბეგვი პროკურორი მოსატანიც არ იქნება, ისეთ დღეში ჩაგყრით. - დავიძაბე. მართლა იყო მაგის გამკეთებელი. ვიცოდი რომ მუდამ ედო შარვლის ჯიბეში საკეცი დანა. - თქვენ სცემეთ, ჩვენ ფული ავიღეთ და მაღაზია ყირაზე დავუყენეთ. თუ ჩვენამდე მოვიდნენ, არც ერთს არ გადაგვისვამენ თავზე ხელს, რა კარგად მოქცეულხართო. ბოლოს და ბოლოს, ჯგუფურ დანაშაულს ეხება საქმე. ასე რომ დაოკდით და ნუ გაჟიმეთ ტვინი. ნუკი, გოგონი, გადი და შავი საღებავი იყიდე. თმა გადაუღებე ამ უბედურს. - ნუკის ყურებამდე გაეხსნა პირი და წამოხტა. - აიღე ფული, და კარგად დაიმახსოვრე... - ნუკი ელეგანტურად მოიხარა ეკუნას თავთან და ვინატრე ფოტო აპარატი მქონოდა, ისეთი უცნაური და ამავდროულად, ამაღელვებელი სურათი იყო... ეკუნა უფრო მამაკაცური ჩანდა, ვიდრე ნუკი. ეკუნა ისე იჯდა პუფზე, როგორც ბელადი ტყავგადაკრულ ქვაზე. ნუკი ნაზად, მოწიწებით მისჩერებოდა და ქვის ხანიდან გადმოსულ, უხეშ ნაკვთებიან ქალიშვილს გავდა. ვინატრე რომ რამე უხეშად არ ეთქვა ეკუნას. გული ჩამეთუთქა ნუკის სახის დანახვაზე, ერთგული ძაღლის თვალები გამახსენდა, რომელიც ნებისმიერ ბრძანებას უსრულებს პატრონს. - დღეიდან დასრულდეს შენი პროსტი.უციური კარიერა. ჩვენ უკვე გვაქვს ფული, ასე რომ მშიერი არ მოკვდები. ბარი რომ ამუშავდება, მერე შეაგროვე ფული იმ შენი... ბუნების საწინააღმდეგო ოპერაციისთვის. წადი, დროზე, ცრემლების ღვარღვარისა და სენტიმენტების დრო არ მაქვს. ლუკა, შეგიძლია საჭმელზე გახვიდე? მგონი, ყველას გვშია და ამიტომაც ვართ უხასიათოდ. - ლუკამ სიხარულით დაუქნია თავი და წამოდგა.
- ხინკალი ხომ არ შევუკვეთოთ? - სისხლმა დამიძახა და ნერწყვიც მომადგა.
- მეც მინდა. - აიტაცა გამხიარულებულმა ლუსიმ და როგორც იქნა, გამოცოცხლდა მდუმარე ხეობა. - ოღონდ კარტოფილის, ვეგეტარიანელი ვარ...
- მე და ლიზა წინაპრებს ვცემთ თაყვანს. ხორციანი, უეჭველი - ხმა ამოიღო თამუნამ და ღიმილით შემომხედა. ორივეს ერთი კვირის წინანდელი ამბავი გაგვახსენდა, მცხეთაში ხინკლის გამო რომ წავედით. „რა უჩვეულოა, არა? აღარც კი მახსოვს, ბოლოს როდის წავედი საჭმელად. ქალაქგარეთ მივდივარ და ფაქტზე არ უნდა ვიჩალიჩო, მშვიდად უნდა დავჯდე რესტორანში და მუცელი ამოვიყორო, ასწორებს“. მითხრა ფიქრიანად და თავის სიტყვებზე თვითონვე გადაიკისკისა.
- რომელი გამომყვება? - იკითხა ლუკამ და ლუსის მიაჩერდა, მეორედ დავიჭირე მისი მზერა. ასეთი თვალებით მაშინ უყურებენ ქალს, როდესაც გადაწყვეტილი აქვთ რომ რამდენიმე დღეში გაესაუბრონ ურთიერთობაზე. ეჰ, ჩემნაირად რომ სცოდნოდა ლუსი, არც კი გაიფიქრებდა. ლუსი არასოდეს შეხედავდა ლუკასნაირ ტრადიციულ ბიჭს. ზედმეტად ვაჟკაცი იყო მისთვის. თავი დაუქნია და წამოდგა. სანამ ზურგს შემაქცევდა და უკან გაჰყვებოდა, მოვასწარი დამენახა, ისიც ჩემნაირად ფიქრობდა. ის-ის იყო ლუკამ ხელი აწია კარების გასაღებად, რომ ცხვირში მოხვდა და სიმწრისგან ჩაიკეცა. ნასტიას არც კი შეუმჩნევია დაზარალებული, ერთიანად ცახცახებდა და ხელს ბარისკენ იშვერდა.
- მგონი, დაგვადგნენ...



№1  offline წევრი moodchanger

what ? ბოლოს რა გამიკეთე?ეს რა ინტირგა ჩააგდე ? smile smile თითქოს კვანძს ხსნი და ამ დროს, უაიმე უარესად ვიხლართები laughing <3 ველოდები ახალ თავს kissing_heart kissing_heart
--------------------
mood

 


№2  offline წევრი Timea25

დიდი მადლობა მოლოცვისათვის ❤
ასე გულიანად მთიულეთის ხევისბერიც ვერ დამლოცავდა ????
რაც შეეხება საჩუქარს-ის პატარაა ,მაგრამ არაჩვეულებრივი.❤
ვგიჟდები მე შენს წერის მანერაზე, ამბიდან-მეორე ამბავზე გადასვლაზე..
ეს ისტორია ჩემთვის განსაკუთრებულია,რა არ წამიკითხავს ბავშობიდან მოყოლებული ქაღალდს არ ვუდვებ წაუკითხავს, მაგრამ ასე არ დავფიქრებულვარ 35 წლის მანძილზე. არასდროს მიფიქრია წამალდამოკიდებული ადამიანის შინაგან მეზე,განცდებზე... ბევრი რამის თქმა და დაწერა მინდა ყოველთვის და ვერ ვახერხრბ. ეხლა ყველაფერი მიტრიალებს თავში,უნდა კარგად დავფიქრდე,თორემ ამ იურისტის დიპლომს სანაგვეში მოვისვრი ????))))))

 


№3  offline წევრი NniNna

ოო..კაი რააა..რა მომენტში მიდიხარ :// და შენს გახარებას კამის,ნათიას და ანის საუბრები განმივრცე ცოტა კიდევ რააა))) ვიტანჯები ხოლმე))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent