შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იქ სადაც 14


2-04-2018, 03:31
ავტორი Frigga
ნანახია 1 304

ახლა თვალებს ძლივს ვახელ, სიცივეს ვგრძნობ, თითქოს ისევ ტყეში ვარ, თვალწინ მიდგება ნაწყვეტ-ნაწყვეტ სახლის ფაქტები და გული ადგილს ვეღარ პოულობს, ხეების შემაძრწუნებელი შრიალი ცოტაც და გულს საბოლოოდ შემიღონებს, თითებით ფოთლებს ვგრძნობ, ახლა უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ტყეში ვარ, მგლების შორეული ყმუილი ისმის,ძლიერი ქარი თმებს მიწეწავს და მიწის სუნს ავრცელებს მთელს ტყეში, თვალებს ვახელ, სრული სიბნელეა, ჯიბეში ტელეფონს ვეძებ "იქნებ მათ გამომართვეს და აღარ მახსოვს?" შეშინებული ძლივსღა ვფიქრობ, ასეთი შიში კი ნამდვილად არასდროს მიგრძვნია ამ შიშში თითქოს მარტო შიში კი არა ყველა შემაძრწუნებელი გრძნობა იყო გაერთიანებული...
ჯიბეებს ვიჩხრეკ, იმის იმედით, რომ რამეს ვნახავ, რამეს რაც ანათებს, უეცრად ტელეფონის რეკვის ხმა მესმის, ფოთლებს ქვეშაა, სწრაფად ვაშორებ ფოთლებს ეკრანიდან, ალექსის ტელეფონია...
- გისმენთ..
აკანკალებული ხმით ვპასუხობ ტელეფონს.
- რომელი ხარ?
- მე.. მე ლინდა ვარ..
- აა.. ის სახელგანთქმული ლინდა ჩემს ძმაკაცს მისი სახელი რომ აკერია პირზე?
უცნობმა გადაიხარხარა.
-არ ვიცი რაზე საუბრიბთ, ტყეში ვარ გაჭედილი და თუ იმით ვიმსჯელებთ, რომ ალექსის ტელეფონი ვიპოვე ისიც აქაა..
-რაზე საუბრობ? სად ხართ კონკრერულად რაიმე ნიშანს ვერ მეტყვი?
ძმაკაცი მთრლი ხმით ყვიროდა,მე ტელეფონი ძლივსღა მეჭირა, ხელების კანკალისა და შიშისგან.
- არ ვიცი.. აქვე რაღაც დანგრეული სახლია, იქიდან ცოტა მოშორებით ვართ.
ტელეფონი გათიშა, შიშის გრძნობით დაღლილს ფიქრი აღარ შემეძლო, ტელეფონს სინათლე ჩავურთე და ხელში დაჭრილი ალექსი შემრჩა, იჯდა და იცინოდა.
- ნორმალური ხარ? მე აქ შიშისგანა ლამის ცუდად გავხდე, შენ ამ ყველაფერს უყურებ და იცინი?
- მომწონს შენი აკანკალებული ხმა.
გადაიხარხარა ალექსმა..
შენი აზრით ისეთი სუსტი ვარ, რომ მათ ვერ დავამარცხებდი?
- ჭრილობა?
- ეს შენ გააკეთე...
მთელი სერიოზილობით მეუბნება ალექსი.
- მართლა?
- შენი ბრალია ასეთ დღეში, რომ ვარ, იცი როგორ მტკივაა?
ერთი ამოიოხრა ალექსანდერმა და ტელეფონი ხელიდან გამომგლიჯა.
- მომეცი ტელეფონი, ან ნორმალურად გაანათე, ხომ იცი მეშინია სიბნელის?
- შენს გამო ვარ ამ დღეში.
დაინათა ჭრილობაზე, რაღაც ძალიან ღრმა ჩანდა, თითქოს ძვლანდე აცასულიც კი იყო საგანი, რომლითაც ჭრილობა იყო მიყენებული.
- ალექს არ ვიცი რა გითხრა, ნუთუ ეს მართლა მე გავაკეთე?
ხელებს ვისმევ ტანზე, მინდა რამე ვიპოვო, რომ შეხვევა შევძლო, მერე მახსებდება, რომ ჩემი ჰელოუქითის ცხვირსახოცი უნდა ნედოს ჯიბეში, ჯიბისკენ ხელი წავიღე და დიდი, დაჭმუჭნული ცხვირსახოცი ვიგრძენი, ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ასე გამახარებდა, ცხვირსახოცის არსბობა.
- მომისმინე, მორჩი თვალთნაქცოობას ვიცი, რომ არ გტკივა.
ქარი თითებს მიყინავდა, თმევს მიწეწდა და თვალებში სილას მაყრიდა, შემაძრწუნებელი ტურების ყმუილის ხმა, ტანში ჟრუანტელს მივლიდა, ალექსი უხმოდ იჯდა და ელოდა თავისი ძმაკაცის გამოჩენას, ტელეფონის სინათლე მის თვალებს უფრო მომხიბვლელს ხდიდა, თითქოს არც კი ვვარსებიბდი მაშინ, როცა მის თვალებში ვიხედებოდი.
- ალექს..
ვჩურჩულებ და თან ვფიქრობ ვითხრა თუ არა, თან თითქოს ცოტა მრცხვენია.
- გისმენ.
ისიც ჩურჩუკითბმპასუხობს და ტელეფონზე თამაშს აგრძელებს.
- ჩაგეხუტები?
ძლივს ამოვილუღლუღე.
- მაგას კიდევ ერთხელ მკითხავ და მოგკლავ, სულელო...
თავისკენ მთელი ძალით მიმქაჩა და ხელები მომხვია, მუცელზე ზურგით მივეყრდენი, მან კი ისევ თამაში გააგრძელა, მის ტეტუებს ამშვენებდა ჩემი ჰელოუქითის ცხვირსახოცი..
- ალექსს სიკვდილზე გიფიქრია?
უეცარი კითხვით გაოგნებული, რამოდენიმე წამით ტელეფონს აშტერდება, მერე თავს ხრის და თავზე მკოცნის..
- კი, მე ვფიქრობ სიკვდილი იმაზე დიდი თავგადასავალი იქნება, ვიდრე სიცოცხლეა..
- არ გეშინია?
მის მკლავებს ჩაჭიდებული ძლივს ვიღებ შიშით ხმას.
- კი, მეშინია, მაგრამ ჩემი სიკვდილის არა...
ტელეფონი ჩააქრო და მისი ძლიერი, თბილი, ხელები ჩემს სხეულს მოეხვივნენ, უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე.
- ნუ გეშინია, მალე მოვა იაკობი და აქედან წავალთ.
ყურში მეუვნება და კურტკას იხდის, რომელიც ისეთი თხელია, რომ მასაც ძლივს ათბობს.
- არ მინდა...
- მოიფარე..
- არ მინდა შენც შეგცივდება.
- მოიფარე მეთქი.
უეცრად ყვირილზე გადადის.
- არ მინდა და არ მოვიფარებ.
- შარზე ხარ?
ნახევრად გახდილი კურტკა ახლა მხრებამდე აიტანა.
- არა, უბრალოდ არ მინდა, რომ ჩემსგამო გაცივდე, თან მეც თბილად მაცვია.
- კი ძალან თბილად გაცვია, ახლავე მოუფარე.
სწრაფად გაიხადა კურტკა და როგორც კომბოსტო, ისე გამახვია მის შავ კურტკაში.
- ძალიან გიხდება ეს მზრუნველი ბიჭის როლი.
გაბუსხული, დუდღუნით ვეუბნები და თავის დახსნას ვცდილობ მისი მკლავებიდან.
- მომსისმინე, დამპირდი, რომ თუ რამე მომივა, შენ ბედნიერი იქნები.
ამ სიტყვებმა გამყინა, თვალები ამიცრემლიანა და დამაფიქრა.
- ამას რატომ მეუბნები?
- ნუთი ამ კითხვის დასმა ამ ყველაფრის შემდეგ კიდევ შეგიძლია?
მანქანის ხმამ მთელი ტყე მოიცვა და მალევე ჩვენს წინ ფარებანთებული მანქანა იდგა, ალექსმა წამომაყენა და მანქანაში ჩამსვა, თავად და იაკობი კი გარეთ იდგნენ და საუბრობდნენ, საუბარი სულ რამოდენიმე წუთით გაგრძელდა, მერე იაკობი შემობრუნდა, მანქანაში ჩაჯდა და სწრაფად დაქოქა.
- კი მაგრამ ალექსი?
წამოვიკივლე.
- ალექსს საქმეწბი აქვს.
მშვუდი ხმით მიპასუხა იაკობმა და სიჩქარეს მოუმატა, მე მხოლოდ ალექსის სილუეტსღა ვხედავდი.
- გთხოვ გამიშვი, ალექსს მარტო ვერ დავტოვებ.
ისტერიული ტირილი ამივარდა, ისე ვევედრებოდი იაკობს თითქოს არ ვიცოდი, რომ მაინც არ გამიშვებდა, ბოლოს სხვა გზა, რომ არ დამრჩა, კარები გავაღე და მანქანისან გადავხტი, გამიმართლა, რომ ფეხებზე დავეცი, ინერციით ერთი კოტრიალა გავაკეთე და მალევე შევძელი წამოდგომა, სანამ იაკობი მანქანის მობრუნებას ცდილობდა, მე მთელი ძალით გავრბოდი, უღრანი ტყის სიღრმე შიშს მგვრიდა, მაგრამ ამ შიშს მისი ნახვის და გადარჩენის სურვილი ფარავდა, მეშინოდა მისი დაკარგვის და არ მინდოდა წამით მაინც დამეგვიანა, ვიცოდი, რომ ამას მთელი ცხოვრება ვინანებდი, ის იყო ალექსი დავინახე, რომ მის მოპირდაპირე მდგომმა სილუეტმა ცეცხლი გახსნა, მე მაინც მივრბოდი, სამი ტყვია ააცილა, როგორც ჩანს საკმაოდ შორიდან ისროდნენ, ალექსიც მოძრაობდა, მისი საძმაკაცო დაეხოცათ, მათი გვამები ალექსის წინ მიმოფანტულიყვნენ, ერთ-ერთ მტერს სანათიანი ჩაფხუტი ეხურა, სწორედ ეს დამეხმარა ამ ყველაფრის დანახვაში, ალექსი ძალაგამოლეული მუხკებზე იდგა, მე ძალიან ახლის ვიყავი, ერთი ტყვიაც, იყვირა ხმამაღლა ალექსმა, ერთი ტყვიაც და დავასვენებ ლინდას...
უკვე მის წინ ვიდექი, რაც შემეძლო სწრაფად გადავდგი ნაბიჯი და ნთეკი ძალით ჩავეხუტე..
- მოდი ერთად დავისვენოთ.
ერთი ღრმად ჩაისუნთქა ჩემს თმაში ჩაყოფილი თავით, მერე მაკოცა და ის სიტყვები მითხრა, რომელიც არასდროს დამავიწყდება ( მე რომ აღარ ვიქნები, შავები არ ჩაიცვა, ვინმე გაიცანი და ჩემი წილიც შენ იყავი ბედნიერი, გახსოვდეს, მე შენი ბედნიერებით იქაც ბედნიერი ვიქნები) თითქოს დრო გაჩერდა, აბა ვერ ვხვდები ამდენი რამის თქმა როგორ მოასწრო, ამის თქმა იყო და მას ზურგიდან დანა გაუყარეს, ხელებში ჩამაკვდა გესმით? მისი სისხლი ახლაც მელანდება, მისი არაამქვეყნიური, ელვისფრად ლურჯი თვაკების კვდომა და მისი მოკანკალე ხელები, მე ვეღარ მოვითნინე და ზურგისკენ მიტრიალებულ მტერს დანა ვესროლე, ის დანა, რომელიც ალექსის ძმაკაცის გვამს ეჭირა, ახლა გისმენთ მოსამართლევ..



№1  offline წევრი marikuna18

ვაიმე ეს რა სასწაული იყო ყოჩაღ უმაგრესი ხარ

 


№2 სტუმარი მარი. ელ❤

აუუ ეს რაიყოო ალექსს ასე არ უნდა დაესრულებინაა ბოლო ეპიზოდს ცრემლების გარეშე ვერ წავიკითხავდი და ასეც მოხდაა ასეთი მოულოდნელი სიყვარულის ასეთი მოულოდნელი დასასრული საშინელებაა ძაან ცუდად ვაარ:( არვიცი რა იქნება შემდეგ მაგრამ იმედია ყველაფერი დალაგდებაა❤❤❤

 


№3  offline წევრი Frigga

მარი. ელ❤
აუუ ეს რაიყოო ალექსს ასე არ უნდა დაესრულებინაა ბოლო ეპიზოდს ცრემლების გარეშე ვერ წავიკითხავდი და ასეც მოხდაა ასეთი მოულოდნელი სიყვარულის ასეთი მოულოდნელი დასასრული საშინელებაა ძაან ცუდად ვაარ:( არვიცი რა იქნება შემდეგ მაგრამ იმედია ყველაფერი დალაგდებაა❤❤❤

ეს დასასრული იყო =დდ ძალიან დიდი მადლობა heart_eyes kissing_heart

marikuna18
ვაიმე ეს რა სასწაული იყო ყოჩაღ უმაგრესი ხარ

ძლიან დიდი მადლობაა heart_eyes

 


№4  offline წევრი mariam m.k

Ar wamikitxavs da ar vici saertod ar miyvars cudad dasrulebuli istoriebi pirad incidentis gamo p.s gagrzele ra aii magalitad 1 an 2 wlis shemdeg gamochnda aleqsi p.s mashin wavikitxav

 


№5  offline წევრი Frigga

mariam m.k
Ar wamikitxavs da ar vici saertod ar miyvars cudad dasrulebuli istoriebi pirad incidentis gamo p.s gagrzele ra aii magalitad 1 an 2 wlis shemdeg gamochnda aleqsi p.s mashin wavikitxav

ალექსის მკვლელი მოკლა ამ გოგ.. ალექსი ვეღარ გაცოცხლდება

 


№6 სტუმარი Ani gafrindashvili

Auu es daasrule? Au ara da aleqsi seriozulad momwonda tavidan modzalade iyo nu aset shtabechdilebas tovebda magram mtavaria rom rogorc shen gindoda ise daasrulee warmatebebi magram aleqsis sityvebi momewona dzalian

 


№7  offline წევრი Frigga

Ani gafrindashvili
Auu es daasrule? Au ara da aleqsi seriozulad momwonda tavidan modzalade iyo nu aset shtabechdilebas tovebda magram mtavaria rom rogorc shen gindoda ise daasrulee warmatebebi magram aleqsis sityvebi momewona dzalian

ძალიან დიდი მადლობაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent