თუ ვერ გადავრჩები...1
წვიმს...საშინელი ამინდია...გზაზე სადღაც 16-17 წლის გოგონა მირბის და ვიღაცას ეჯახება...ერთი თავით მაღალ სილუეტს ხედავს მაგრამ სახეს ვერ არჩევს,ბოდიშს იხდის და წამში ქრება ადგილიდან... გოგონა საავადმყოფოს დერეფანში გზას იკვლევს და ექთანთან მიდის, რომ თავისი ექიმის ადგილსამყოფელი გაიგოს... ექიმმა კაბინეტში შეიყვანა...ცოტა ხანში გოგონა თვალ-ცრემლიანი გარეთ გადის და აქეთ-იქეთ იყურება თითქოს უნდა რომ ვიღაც მასთან მივიდეს და უთხრას: -არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება,შენ ამას შეძლებ,ძლიერი გოგო ხარ, ამას მოერევი...ერთად მოერევით... მაგრამ არა,ვერავინ ნახა... 2დღის შემდეგ ტელეფონზე ზარი შემოდის უცხო ნომრიდან: -გისმენთ -ტასი დათო ვარ..რატომ არ პასუხობ ჩემს ზარებს და სმსებს? -.... -ტასი გესმის ჩემი? -კი..კი..მესმის -ყველაფერი კარგადაა? -დათთ...უნდა დავშორდეთ -სად ხარ? -სახლში.. -მოვდივარ არსად წახვიდე იცოდე...- ზედმეტად მკაცრი მოეჩვენა გოგონას შეყვარებულის ხმა... ნახევარ საათში კარზე გაბმული ზარი ისმის ტასო წამებში მისაღებში გაჩნდა და ფრთხილად გააღო კარი...მაგრამ ნადვილად სჯობდა არ გაეღო: -შენ გოგო ნორმალური ხარ?რას ნიშნავს უნდა დავშორდეთ გამაგებინე!- ასეთი გამწარებული დათო მგონი ჯერ არავის უნახავს..ჯერ კიდევ კარებში მდგარი ღრიალებდა და გაგიჟებული შეჰყურებდა შეშინებულ გოგონას, რომელიც სადაც იყო ცხარე ცრემლებით ატირდებოდა... -დათ ძალიან გთხოვ...-ვეღარ გააგრძელა ცრემლები წასკდა და სახეზე ხელები აიფარა... -ჯანდაბა..პატარავ მაპატიე არ მინდოდა უბრალოდ თავი ვეღარ შევიკავე, ძალიან გავბრაზდი..გთხოვ დშვიდდი და წყნარად ვისაუბროთ,კარგი?.. ძალიან გთხოვ....-თან ეფერებოდა და თან ჩუმად და თბილად ესაუბრებოდა...მისაღებ ოთახში დივანზე დასხდნენ..ცოტახანი ასე ჩახუტებულები იყვნენ. შემდეგ გიჟივით წამოხტა ტასო,თითქოს დანაშაულზე წაასწრეს და ორი ნაბიჯით უკან დაიხია... -ტასი რა გჭირს გამაგებინე..როგორ იქცევი... -უნდა დავშორდეთ! -რას ნიშნავს უნდა დავშორდეთ?! -აღარ მიყვარხარ! -სხვა გიყვარს? -ჰო, სხვა მიყვარს! -არ მჯერა ტას... -უნდა დაიჯერო! -ვერ დავიჯერებ -დაიჯერებ -არამეთქი-ტონს საგრძნობლად აუწია დათომ- საერათოდ გესმის რას ბოდავ?! -მესმის- და ისედაც ძლივს შეკავებულმა ცრემლებმა გოგონას ღაწვებზე გზა გაიკვლიეს... -ტასი მითხარი რა ხდება... -სხვა მიყვარს დათო სხვა!აღარ მიყვარხარ გაიგე! თავი დამანებე! აღარ დამირეკო და აღარც მომწერო გესმის?! -ტასი...- სხვა რაღაცის თქმას აპირებდა მაგრამ სულ სხვა რაღაც თქვა...- აღარ გიყვარვარ არა?! კარგი არ დაგირეკავ, არ მოგწერ და საერთოდ არ დაგეკონტაქტები,დაგივიწყებ მაგრამ ასე მალე ვერა,შენ როგორ შეძელი ჩემი ასე მალე დავიწყება?ორ დღეში როგორ შეძელი სიყვარულის დავიწყებ...-აღარ გააგრძელებინა პირზე ხელი აიფარა გოგონამ და ჩუმად უთხრა.. -წადი და აქ აღარ მოხვიდე..ძალიან გთხოვ...-გოგონამ ხელი გაუშვა და მის მოქმედებას დაელოდა... -კარგი...-ღრმად ამოიხვნეშა ბიჭმა და გოგონას მომლოდინე თვალებით შეხედა...-ოღონდ ერთი პირობით... -გისმენ,რა პირობით...-გოგონა ცრემლებს ძლივს იკავებდა... -თვალებში შემომხედე და მითხარი რომ არ გიყვარვარ! -დათო, გთხოვ... -მითხარი ტასი, მითხარი რომ არ გიყვარვარ,თვალებში შემომხედე და ისე მითხარი... -დათო ძალიან გთხოვ წადი რაა...-ისევ ვერ შეიკავა თავი და ისევ ატირდა მის წინაშე, ბიჭმა ხმისამოუღებლად გავიდა სახლიდან და დატოვა პატარა უმწეო ბავშვივით ცივ კედელზე მიყუდებული გოგონა, რომელიც საკუთარ თავს წყევლიდა ასეთი ბედის გამო.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.