შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუ გიყვარს იბრძოლე!


29-05-2016, 09:44
ავტორი mimimimo
ნანახია 2 406

რატომაა ასეთი უსამართლო ეს სამყარომ?
რატომ არ შეიძლება იყო მასთან, ვინც გიყვარს?
ცრემლიანი თვალებით კითხულობდა თავის ჩანაწერებს, რომლებიც ადრე ჩაწერა...
უბრალოდ... უსაქმურობამ ჩააწერინა...
ახლა კი ცრემლებს აღვრევინებს...
"და სიყვარული როდისაა იცი ნამდვილი?
როცა არ უნდა გიყვარდეს და შენ მაინც გიყვარს..." - ცრემლები გზას იკვლევენ და ეს ორი წინადადება უტრიალებს თავში.
„თვალები გეტყვის (თუ ჩახედავ) რა ჰქვია ტკივილს
და შენს გარეშე ცხოვრებაზე ატირდებიან.
თუ შეიძლება გამოძებნო რამესთან წილი
ეს პირველ რიგში უღიმღამო ამინდებია...“
და ახლაც წვიმს... წვიმს და თითქოს ამინდიც მასთან ერთად ტირის.
ნელ-ნელა აუჩქარებლად თვალს სწყდება ცრემლები და ბალიშს ასველებს.
აღარ იცის რით უშველოს საკუთარ თავს...
თავს წევს და ფანჯარაში იხედება...
ხედავს წყვილს, რომელიც ხელჩაკიდებული მიდის...
ცრემლებს იწმენდს და კარადასთან დგება.
ის კაბა, რომელიც მათ სიყვარულთან ასოცირდება...
იცვამს, თმას ივარცხნის, დაბალძირიან ფეხსაცმელს ირგებს და სახლიდან გადის.
მიდის....
მიდის... არ უკვირდება სად მიჰყავს გზას...
ცრემლები მაინც მოსდის...
ჩერდება და აქეთ-იქით იხედება.
ხედავს მის სახლს და ნელა მიდის.
კართან დგას და ცდილობს არ დასუსტდეს.
ნელა აკაკუნებს კარზე და ელოდება როდის გაუღებენ კარს.
ფიქრებში გართულს მოულოდნელად ჩხაკუნის ხმა აფხიზლებს და წამის მეასედშიც მამაკაცის სილუეტიც ჩნდება.
ორივეს გული რაღაცნაირად შეტოკდა...
თითქოს ერთ ხანს გაჩერდა..
შეწყვიტა ძგერა...
შემდეგ კი ორმაგად , სამმაგად აძგერდა და აინაზღაურა ის წამით გაჩერებული...
გოგონას სახეზე მაინც არ წყდება ცრემლის ნაკადი.
ერთ ცრემლს სხვა ბევრი მოჰყვება და ასე დაუკითხავად გადმოდის მისი თვალებიდან.
ბიჭის თვალებში იმედი იკითხება...
გოგონას თვალებს დაჰყურებს და უნდა რაღაცის თქმა მაგრამ ვერ ბედავს.
-ერთხელ დედამ მითხრა, თუ გიყვარს იბრძოლე-ო. - ჩუმად თქვა გოგონამ. -მე მოვედი. მე ისევ მიყვარხარ!
-ლი, - ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა, რომ გოგონა მის წინ იდგა. ცრემლები წამოუვიდა...
ატირდა... გოგონასკენ გაიწია და ძალიან მაგრად შემოჰხვია ხელები.
ორივე ტიროდა...
მაგრამ..
მზემ გამოანათა...
თითქოს გაუხარდა მათი ჩახუტება.
-წამო წავიდეთ მარტო... - ჩუმად თქვა მან.
-სადაც მარტო ჩვენ ვიქნებით... - დაუჩურჩულა გოგონამაც.
-ერთმანეთს ვჭირდებით ...
და ასე.. ნელა გაუყვნენ ქუჩას....
ერთად...
-ახლა რა იქნება?
-მე და შენ... და ჩვენი პატარა.
-და ხალხი?
-ნუ უსმენ ხალხს!
-მიყვარხარ ... დაუსრულებლად...
-ჩემი ხარ სამუდამოდ!



№1  offline წევრი kakulia

ძალიან,ძალიან მომეწონა heart_eyes

 


№2  offline წევრი mimimimo

kakulia
ძალიან,ძალიან მომეწონა heart_eyes

გმადლობ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent