შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაზაფხულის წვიმა (ნაწილი 6)


3-04-2018, 16:18
ნანახია 1 700

დიდხანს ვითმინე უცნაური, სუსტი ხმები რომ ჩამესმოდა ყურში და ძილს რომ მიფრთხობდა, მაგრამ მალე გოგოების ოვაციებმაც ამოაღწია ოთახამდე და ბოლოს გამომაღვიძეს არც ისე ნაყოფიერი ძილიდან.
დერეფნიდან გამოსულმა ხმაურმა რომ შემაწუხა, საწოლიდან ზოზინით წამოვდექი, თხელი ხალათი მოვიცვი მოკლე პიჟამაზე და თავი კარში გავყავი.
დერეფანში ჩახუტებული ნინი და ლაშა რომ დავინახე, გული ისე გამითბა, მათ მაგივრად მე ავტირდებოდი მალე. დემეტრე და ანდრიაც იქვე იდგნენ და წყვილს უყურებდნენ, კიბეზე კი ალექსი და თეა შევნიშნე, მხარზე ხელგადახვეულები რომ ჩადიოდნენ. გულში გავიფიქრე-ხომ ვთქვითქო და ჩემი თავით კმაყოფილს ჩამეღიმა.
ლაშამ მალევე შემამჩნია, გვერდით რომ ვედექი და მხარზე ხელი კარგი ძმაკაცივით დამარტყა.
-შემახსენე, სტრელკებზე თან წაგიყვანო ხოლმე, სულ რომ არაფერი, ენით დაახრჩობ ვინმეს-გამიცინა და ანდრიას გადახედა სამკაოდ აშკარად. რათქმაუნდა, ლაშამ იხუმრა, მაგრამ როცა ხუმრობის შინაარსს მივხვდი, გავღიზიანდი. ანდრომ მე გადმომხედა თბილი მზერით. ვერ მივხვდი, მისი ეს მზერა რას ნიშნავდა.
-გრძელი ენა თუ უშველის, თორემ ლაპარაკის მეტი რა შეუძლია?-მაინც დამცინა და ჩემს ხალათს დააკვირდა.
-და შენ?-ვეცადე, რაცშემეძლო ნიშნისმომგებიანი მზერით გამეჩუმებინა, მაგრამ როცა ჩემი სიტყვებით გახალისებულმა ირონიულად გამომხედა, დაბღვერილი და გაღიზიანებული შევბრუნდი ოთახში და ძლივსდალაგებული ტანსაცმელი კარადიდან ისევ ძირს მოვისროლე. ნეტავ რა იყო ჩემს ხალათში ასეთი გასაოცარი, თვალი რომ არ მოუშორებია?
მთელი დღე სასტუმროში გავატარეთ ყველამ ერთად, რადგან გარეთ გადაუღებლად წვიმდა და გაზაფხულიც თავის პრინციპებს არ ღალატობდა-არეული ამინდები გველოდა წინ. ისეთი, რომ ეს წყნარი წვიმა მოსაგონი დაგვრჩებოდა.
ღამის თორმეტი რომ დაიწყო, ყველა მისაღების დიდ და მყუდრო ოთახში შევიკრიბეთ და ყავები მოვიმარაგეთ, რომ უძილობის გარანტია გვქონოდა (თუმცაღა, მე პირიქით ვარ-ყავის დალევისას მერევა ძილი).
-აბა, გადაწყვიტეთ, რას ვთამაშობთ?-მხიარულად იკითხა დემეტრემ-თუ ვერ გადაწყვიტეთ, მე უკვე მაქვს ვარიანტები.
ხელში დაცლილი ლუდის შუშის ბოთლი რომ შეათამაშა, უკვე მივხვდი, რასაც გულისხმობდა. მიუხედავად იმისა, რომ "სიმართლე თუ მოქმედება" ბავშვების თამაშჯ იყო, გადავწყვიტეთ, თავი რამით გაგვერთო, მოთუმეტეს, დიდებს არც ვგავდით ამდენად აჟიტირებულები.
წრეზე დავსხედით იატაკზე და ბოთლი ჩვენ შუაში ჩავდეთ დასატრიალებლად.
-მე დავატრიალებ-თეა ფეხზე წამოხტა და მწვანე მინის ბოთლთან ჩაიმუხლა.
ბოთლი ორჯერ დატრიალდა, ყველა ყურადღებით და ღელვით ველოდით მის გაჩერებას, ბოლოს კი ნინისა და დემეტრეს გასწვრივ გაჩერდა. ნინის უდარდელი და დემეტრეს ეშმაკური მზერით მივხვდი, რომ რაიმე გასართობს იტყოდა.
-აბა...-ბიჭმა ჩაიცინა-სიმართლე თუ მოქმედება ნინიკო?
-სიმართლე-ნინიმ დარწმუნებით მიუგო.
დემეტრე ცოტა ხნით ჩაფიქრდა, მერე კი თავი ეშმაკური მზერით ასწია:
-პირველ შვილს რას არქმევთ?
დაინტრიგებულმა, ყველას რეაქციას დავაკვირდი და მგონი, განსაკუთრებული ვერაფერი შევნიშნე, რადგან ანდრიას საკმაოდ მშვიდი და უემოციო მზერა ჰქონდა, თეა კი, როგორც ველოდი, კითხვამ გაამხიარულა და ისიც პასუხს ელოდა.
ლაშამ ჩაიცინა და ნინის მაგივრად თავად უპასუხა კითხვას:
-დემეტრეს.
-ტყუილებს და მერე გადაფიქრებებს არ ვართ-დემემ თითი დაუქნია გამაფრთხილებლად და პასუხით გაბადრულმა ბოთლი დაატრიალა.
ამჯერად ნაკლებად ველოდი, ვინ ამოვიდოდა და ჩემს ფეხებთან რომ გაჩერდა, მაშინ გამოვცოცხლდი. სასწრაფოდ ბოთლის მეორე მხარეს ჰორიზონტალური მზერა გავაყოლე და თეა რომ ამოვიცანი, "გადარჩენილმა" ამოვისუნთქე, მაგრამ როგორც ჩანს, ჯერ შვება ადრე იყო.
-მიდი აირჩიე და მერე მე ვიფიქრებ, დაგინდო თუ არა-თეამ ტუჩი მოიკვნიტა მზაკვრულ გეგმაზე ფიქრი. მაწყობდა გარისკვა? არა, თეასთან ნამდვილად არ მაწყობდა, მე თვითონ ხომ არ დავეკიდებოდი სახრჩობელაზე, ჰოდა ვუპასუხე:
-მოქმედებას ვირჩევ.
გოგომ ცალი წარბი ასწია და დაუფიქრებლად მაჯახა თავისი წვეტიანი აზრი:
-ანდროს აკოცე.
სიტყვები დამთავრებული არ ჰქონდა, როგორც კი სახელი "ანდრო" გავიგე, მუცელი დამეჭიმა და უცნაურად ამტკივდა. არც ვიცი, ეს სასიამოვნო შეგრძნება იყო, თუ მოახლოებულ საფრთხეს ჩემი ორგანიძმიც გრძნობდა. მაგრამ აშკარა იყო, მეშინოდა. ჩემი თავის თუ ანდროსი? არც ეს ვიცი. თეას სიტყვების სრულიად გაგონებისას კი ნამდვილად დაუფარავმა ნერვიულობამ შემომიტია. რას ნიშნავს ვაკოცო?
გაწითლებულ და ოფლისგან დაცვარულ შუბლზე ხელი ნერვიულად გავისვი და ანდროს გავხედე. საზიზღარ ბიჭს ტუჩის კუთხე ჩაეტეხა და მე მიყურებდა. გულში უსულგულოდ ვლანძღავდი და არც ვიცოდი, რას ვერჩოდი, ალბათ ეს უხერხულ სიტყუაციაში თავდაცვითი რექცია იყო.
ფეხზე წამოვდექი და ანდროსკენ გავემართე. მუხლები ისე მიკანკალებდა, ლამის გზაში ჩავიკეცე, მაგრამ არ ვიმჩნევდი, რადგან იმ წამში ყველაზე მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი ჩემთვის ანდროს კოცნა იყო. ვგრძნობდი, როგორ მეჟღინთებოდა მთელი ტანი შეგრძნებით, რომ პარალელურ სამყაროში ვიყავი და მინდოდა, წამი, როდესაც ვაკოცებდი, სამუდამოდ გაშეშებულიყო, ან ყველაფერი იმ რეალობას დაბრუნებოდა, სადაც მე არ მომიწევდა ბიჭთან ასე მიახლოვება.
ვერც გავიაზრე, ფიზიკურად როგორ მივუახლოვდი და როგორ აღმოვჩნდი მის წინ. მან კი ღრმა, შავი თვალებით ამომხედა გრძელი წამწამების ქვემოდან და დამაბნია. ისე დამაბნია, რლგპრც პირველი შეხვედრისას, როგორც ნებისმიერი შემოხედვისას. ნელა დავიხარე და ლოყაზე ტუჩები მივაკარი. ამ დროს რაღაც გამიხურდა. მერე გამეყინა. და ვიგრძენი, რომ ჩემი ტუჩებიც და ანდროს ლოყაზე რბილი კანიც უცნაურად გაშეშებულიყო. თითქოს ჩემი კოცნა სამუდამოდ იქ რჩებოდა, თითქოს ანდროს რაღაც მნიშვნელოვანი ჩავაბარე და ისიც სამუდამოდ შემინახავდა ამ შეგრძნებას. მისი წვიმისმსგავსი სურნელი ცხვირზე მომელამუნა,ცივი და არომატული. თვალები თავისით დამეხუჭა-მომეჩვენა, რომ ერთი საათი ასე ვიდექი.
თავაწეული ბიჭის დამაბნეველ მზერას შევეჩეხე, მაგრამ როგორღაც მოვახერხე ადგილიდან დაძვრა და ჩემს ადგილზე დავჯექი.
გაწითლებულ კანს ცხელი ჰაერი უფრო მეტად მიწვავდა და ცივი ხელებით ვიგრილებდჯ. მერე სველ ყელზე მკლავი მოვისვი და ვერ გავიაზრე, როგორ გაგრძელდა თამაში. ხუთ წუთში ისეთოვე დაბნეული წამოვდექი და ყველას დავემშვიდობე. დასაძინებლად ასვლა მხოლოდ მიზეზი იყო, რომ გავქცეოდა იმ შეგრძნებებს რომლებიც წესით უკან უნდა ჩამომეტოვა, მაგრამ თვალწინ ისევ ანდროს თვალები მედგნენ.
კიბე გონებაგაფანტულმა ავიარე და ოთახის კარიც უემოციოდ შევაღე. ხუთი წუთის განმავლობაში კართან ზურგით ვიდექი და ჯერ კიდევ აჩქარებული გულის დამშვიდებას ვცდილობდი. ზურგსუკან კარის ხმა გაისმა, მაგრამ არ შევბრუნებულვარ, რადგან ვიფიქრე, თეა იქნებოდა.
-თეა, დღეს ჩემთან ერთად დაიძინე რა-ვცადე, ხმაზწ არაფერი შემტყობოდა, ჟაკეტი, რომელიც დიდი ხანი მკლავებს მიწვავდა, გავიხადე და ტოპის ზმეიკაც ჩავიხსენი სიცხისგან შეწუხებულმა
-თეას უკვე სძინავს ალექსისთან ერთად-ბოხი ხმა როგორც კი გავიგე, მაშინვე უკან შევტრიალდი და თვალები გაოცებულს გამიფართოვდა.
ანდრიას დანახვაზე დამცველობითი რეჟიმი ჩამერთო და გაოგნებას სირცხვილის გრძნობამ სძლია, ამიტომ თითქმის მოშიშვლებულ მკერდზე ორივე ხელი ავიფარე და ჩემმა ძლივს დაწყნარებულმა გულმაც ორმაგი სისწრაფით დაიწყო ცემა.
-ანდრო-ამოვიჩურჩულე და ტუჩი ნერვიულად მოვიკვნიტე. გული საგულედან მიხტებოდა.
მომიახლოვდა. იმდენად, რომ მისი სუნთქვა, თბილი ჰაერი ყელზე მეცემოდა და მთელი ტანი მიკანკალებდა. მთვრალივით ვბარბაცებდი და მეგონა, თუ გავინძრეოდი, უკან გადავვარდებოდი.
ბიჭმა თითები ყბის ძვალზე გადამატარა და ყელზე გაჩერდა. მფეთქავი არტერიისკენ დაიხარა და ტუჩები მიაკრო. ერთდროულად შემაცია და გამახურა. თბილმა ჟრუანტელმა დამიარა. ხელი ანდროს ყელს მოვხვიე.
ბიჭმა თავი ასწია და თვალებში ჩამაშტერდა. მისი თვალების დანახვაზე გამეღიმა, ალბათ იმიტომ რომ დავინახე, რამხელა ვნება იყო შიგ ჩამალული. ამ ვნებამ კი მეც გამახელა.
უცებ, ტუჩებზე დამაცხრა და ინერციით უკან დავიხიე. ორივე ფეხის წვივები საწოლზე წამომედო და ზედ დავვარდი, ის კი დაუფიქრებლად ზემოდან დამაწვა. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ვერ ვსუნთქავდი, ხელი წამოზრდილ შავ თმაში სევუცურე დაჩემკენ მოვქაჩე მთელი ძალით. ალბათ ეტკინა, მაგრამ არც მე ვფიქრობდი ამაზე და არც ის. ვიგრძენი, როგრ გაეღიმა და წელზე მოხვეული ხელი მომიჭირა. ვგრძნობდი, მის ხელებში როგორ ვიყავი მოქცეული და ჩემს კანს როგორ ეხვეოდნენ მისი მხრები, როგორ უფეთქავდა გული ჩემზე მოყრდნობილს და ეს ყველაფერი უსაზღვროდ მაღელვებდა.
ტუჩები მომაშორა, რომ ჰაერი ჩაესუნთქა და მკერდზე მომაბყრო მზერა.
-ნუ მიყურებ-სიწითლეშეპარულმა "ვუბრძანი" არამყარი ხმით, რომ ჩემთვის თვალებში ამოეხედა. გაეცინა და ტუჩი მოიკვნიტა. ლოყაჩაჩუტული მიყურებდა თბილი მზერით, სანამ ხელი არ გადავატარე მის ლოყაზე გლუვ კანზე.
მზერა შეეცვალა, ამღვრეული თვალებით გამომხედა და ვიგრძენი, როგორ დაუარა ჟრუანტელმა. ამჯერად მე ჩამეღიმა.
წამოდგა და ხელი გამომიწოდა, რომ მეც ავეყენებინე. ხელი მაგრად ჩავჭიდე და წამომაყენა.
-გაიხედე, ჩავიცვამ-დარცხვენილმა თვალი ავარიდე, მაგრამ ვიცოდი, გვიანი იყო. ნეტავ რატომ მემართებოდა ასე, რომ მხოლოდ სამარცხვინო საქციელის მერე მოვიკრებდი ხოლმე გონებას, მანამდე კი ჭკუა არ მომეკითხებოდა თავში?
-არ გინდა-ჩაიცინა და შეტრიალდა. მივხვდი რომ წასვლას აპირებდა და ამოვისუნთქე. კარისკენ წასული უეცრად შემოტრიალდა და გახევებული ვნებიანი მზერით შემათვალიერა-ეგრე ნუ დაიძინებ, რამე ჩაიცვი.
გავიდა თუ არა,საწოლზე გადავწექი და ტუჩებზე თითი გადავიტარე. სულაც არ მიფიქრია, რომ იმ დღეს გამოცდილი ემოციები ზედმეტად ბევრი იყო ჩემთვის. ასე მარტო იმ დროს ვფიქრობდი, როცა ანდროს ვეხებოდი ან ის მეხებოდა. ამჯერად ყველაფერი სხვაგბარად იყო- უფრო კარგად და უზრუნველად. არ ვღელავდი ჩემს მომავალზე და მომდევნო დღეზე ისე, როგორც მანამდე, რადგან ანდრიამ ბევრი ემოცია შემოიტანა ჩემში, მე კი გადავეჩვიე უემოციოდ ცხოვრებას.
მის სუნს ისევ ვგრძნობდი, ყელზე შემრჩენოდა და ახლა, მეც წვიმის სურნელი მომდებოდა მთელ სხეულზე, ანდროს ტუჩების კვალი კი-ყელზე.


არ ვაპირებდი ამ ისტორიის გაგრძელებას მაგრამ რაღაც ძალამ მაიძულა, არ მიმეტოვებინა ჰოდა, ისევ დავუბრუნდი და იმედი მაქვს ეს თავი დაგაინტერესებთ მკითხველებს



meocnebe avadmyopi
იმ ძალას ვენაცვალე მე რომელმაც გაგრძელება გაიძულა
ძალიან კარგი იყო
და დააგვიანე!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!მერე თუ არ დააგვიანებ აღარ გეგბუტები blush blush

მიხარია რომ შენნაირი მკითხველი მყავს heart_eyes ვეცდები, მალე დავდო ხოლმე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent