შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაზაფხულის წვიმა (ნაწილი 3)


27-02-2018, 16:55
ნანახია 1 816

ორ ჩემოდანში ძლივს ჩავატიე ლოგინზე უწესრიგოდ მიყრილ-მოყრილი ტანსაცმელი (ვინ დაყრიდა თუ არა მე?!), მაგრამ ფეხსაცმლისთვის რაღა მექნა? ხელით ხომ ვერ ვატარებდი ორ წყვილ კეტს და ბოტასებს? (ჰო, არ გაგიკვირდეთ, მაგრამ როგორღაც მივხვდი რომ ყაზბეგშ ქუსლიანებს ვერ წავიღებდი და დავაშოშმინე საკუთარი თავი).
ბოლოს, რომ გამახსენდა, ზევით ერთგული მეზობელი მეგულებოდა, ნინის იმედად მერვე სართულზე ავირბინე და კარი პირდაპირ შევაღე.
-ნინიკო, მე ვარ, შენი ძვირფასი მეგობარი, ჩემოდანს ვერ მესესხები? ფეხსაცმელი არმეტევა ხომ იცი როგორი ცოდო ვიქნები, თუ ერთი წყვილი კეტით წამოვალ?-შესვლისთანავე შევძახე ოთახშ, მაგრამ ხმა რომ არავინ გამცა, კარში შევედი და ორი საწოლიდან ერთ-ერთში უდარდელად წამოწოლილ ანდროს მივაპყარი მზერა.
სპორტული შარვალი ეცვა და თმააბურდული, სერიოზული სახით ჩაჰყურებდა ლეპტოპს, თავი რომ ამოსწია და მე მომანათაგაოცებული მზერა:
-აქ რას აკეთებ?-ფეხზე წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა. ერთ ადგილზე გავშეშდი და თავს შემოვუძახე, რომ გამოვფიხლებულიყავი, მაგრამ მაინც უნებურად გამექცა თვალი პრესისკენ და თვალები გამიფართოვდა. ორი, ოთხი, ექვსი.. ექვსი კუბიკი? სერიოზულად?
როცა გამახსენდა, რომ პასუხი არ დამიბრუნებია, ანდრო უკვე წინ მედგა და თვალებში მომშტერებოდა. მისმა დაჟინებულმა მზერამ მაიძულა, თვალებში შემეხედა.
-მე.. ნინი არგინახავს? მეგონა აქ იყო და... არ ვიცოდი-ენაც დამება და ახლა სრულიად ვამაყობდი საკუთარი თავით "სხვა დროს ხომ კარგად წაიტლიკავდი ენას, ახლა რომ ბლუყუნებ?"ბოლოს, გამოსავალი რომ ვერ მოვნახე, სირცხვილის თავის ასარიდებლად თავად შევუბრუნე კითხვა-რა გინდა შენ აქ/
-მე მეკითხები?-თითი მკერდზე მიიდო და წარბები დაჭნა. პასუხის მოლოდინში დავიძაბე და გულისცემა გამიხშირდა, როცა მისი ჩაცინება მომესმა და უცნაურად ანთებული თვალებით შემომოხედა-მე მაქვს ჩემოდანი, გინდა?
გამიკვირდა, მაგრამ დაბნევის დრო აღარ იყო, ამიტომ სულელივით დგომის ნაცვლად თავი დავუქნიე.
კარადა გამოაღო და მუქი შინდისფერი ჩემოდანი ხელში გამომიწოდა. თმა უწესრიგოდ ეყარა შუბლზე, რამოდენიმე ღერი ყურზე გადეწია. მის თმას რომ მივაშტერდი, ჩაეღიმა.
ჩემოდნის გამორთმევისას ხელზე თითით შემეხო და მთელ სხეულში მისი ხელის სითბო გადმომედო. გამაკანკალა. უცნაურია-თქო გავიფიქრე, რადგან მართლაც უცნაური შეგრძნება დამეუფლა და უსიტყვოდ გამოვედი ოთახიდან.

ექვსი საათი ხდებოდა, მანქანაშ რომ ჩავსხედით. მე და ნინ უკანა სავარძელზე ვისხედით წყნარი ბავშვებივით, საჭეს ანდრო მისჯდომოდა, მის გვერდით კი ქალბატონი თეა აცეცებდა აქეთ-იქით თვალებს დარეტიანებულივით., ჭკუამხიარულივით.
ბიჭმა მანქანა დაძრა და ცოტა ხანში მაღალ, თორმეტსართულიან კორპუსთან გააჩერა. მალე, მე და ნინის დემეტრე და ალექსი მოგვისხდნენ გვერდით-ანდროს ძმაკაცები.
გზაში ენა არც ერთს გაუჩერებია, ჩემსა და ანდროს გარდა. ის წყნარად იჯდა წინა სავარძელზე , გზას უყურებდა და ზოჯერ ჩუმად (მაგრამ ჩემთვის შესამჩნევად) გადმოგვხედავდაა უკან მსხდომთ. მე (რომელიც მგზავრობასთან არც ისე კარგი ურთიერთობა მქონდა), ფანჯრიდან შორიახლო მდგარ სწორ, ზოგჯერ მოდრეკილ ხეებს გავყურებდი, რომლებსაც ტოტები ცისკენ გაეშვირათ, ვუყურებდი მოშორებით მოხნულ ვენახს, მუხის ქვეშ ჩაყუჟულ ციყვებს, სიმინდის და ჩაის პლანტაციებს, ხორბლისა და ქერის მაღალ ღეროებს და მიხაროდა ბუნების სილამაზე. ამ წუთში ბუნებას ყველაფრის თქმა შეეძლო ჩემთვის და წყნარად, გრილი სიოს ენით მესაუბრებოდა უცხო, მაგრამ საუცხოო ენაზე. და ესეც საკმარისი იყო რომ გონებაგაფანტული ჩემს სამყაროში გადავშვებულიყავი. ესეც საკმარისი იყო, რომ ფიქრი შემეწყვიტა.
ნელ-ნელა ვიგრძენი, როგორ მოვდუნდი მთელი ტანით და ნინის თბილ კალთაზე გადავწექი. მერე ვიღაცამ ჟაკეტი მომაფარა ისედაც თბილ მხრებზე და მთელი გზა კომფორტულად მწოლიარეს მეძინა.
როცა გამაღვიძეს, მანქანა უკვე გაჩერებული იყო და ყველა გადასულიყო, ჩემს გარდა.
ბიჭებმა ჩანთები (ჩემოდნებიც) მოიკიდეს და ტყეში მდგარ, ორსართულიანი ხისგან ნაშენები სახლიკენ წავედით
ნინიმ კიდევ ერთხელ შემაფხიზლა, სანამ ჩემი გონება კიდევ მოინდომებდა გამოძინებას და ერთად გავუდექით გზას სახლისკენ.
ნამძინარევმა, ორჯერ წამოვკარი ფეხი გზაზე უადგილოდ დაყრილ ხის ხმელ ტოტებს და ორჯერვე გამომხედეს, კატომ-სიცილით, ანდრომ-ბრაზით.
საასტუმროში შესვლისას საოცარი სიმყუდროვე და სიმშვიდე ვიგრძენი. კომფორტულად მოწყობილი მისაღებიდან საოცარი სისუფთავე გამოდიოდა, მივხვდი, რომ ნამდვილად მშვიდი და ჰარმონიული დასვენების დღეები მექნებოდა.
სასტუმროს მეორე სართულზე ორი ოთახი ვიქირავეთ-გოგოებისთვის და ბიჭებისთვის და დავბინავდით.
ტანსაცმელების ამოლაგება არც დამიწყია, ისე გავწექი რბილ ლოგინზე და ისევ ძილმა მძლია.
გაღვიძებულს არავინ დამხვდა ოთახში, მაგრამ თავთან ახლოს ხელი ფირცელზე მომიხვდა და წერილი გადავიკითხე:
"როცა გაიღვიძებ, რამე ჩაიცვი და პირველ სართულზე ჩამოდი, კაფეტერიაში ვართ ყველა შენ გარდა ძილისგუდავ".
მოკლემკლავიანშ შეციებულმა, გრძელმკლავიანი ტოპი ამოვქექე ჩანთიდან და მაღალწელიან ჯინსს შევუხამე.
კიბეზე ჩავირბინე და სავხშმოდ დამსხდარი საზოგადოება შევათვალიერე. ჩემები რომ შევამჩნიე არც ისე ბევრ ხალხში, მათკენ წავედი სწრაფი ნაბიჯით.
-გაიღვიძე მძნარე მძეთუნახავო?-ანდრომ წარბი ამიწია და სკამზე მანიშნა. თავი შევიკავე დაჯღანვისგან და წყნარად, კულტურულად დავჯექი სკამზე.
-რატომ დამტოვეთ მარტო?-გოგოებს გადავულაპარაკე უკმაყოფილოდ და მათზე გადავიტანე ყურადღება.
-ანდრომ თქვა, დიდი გოგოა უკვე და მძინარეს დარაჯი არ სჭირდებაო, ჩვენ რა გვექნა, ხომ არ დავრჩებოდით. აბა წარმოიდგინე თავი ჩვენს ადგილას-თეამ უცოდველი კრავის მზერით გაიშვირა ხელი ბიჭისკენ.
-ხო, რათქმაუნდა, მაგრამ რახან დიდი გოგო ვარ, მაშინ შევთანხმდეთ, რომ არც არასასიამოვნო ადამიანის რეპლიკები მჭირდება, მგონი ძნელი გასაგები არ უნდა იყოს, არა?-წარბქვეშ ავხედე ბიჭს და ჩაი მოვწრუპე, მაგრამ ვაი ამ მოწრუპვას. ენა ისე დავიწვი, ტკივილისგან ხმა ჩამიწყდა-რა ცხელია-ძლივს ამოვილაპარაკე და პირი გავაღე ენის "გასანიავებლად".
-რას აკეთებ?-ნინიმ ჩაიფხუკუნა, როცა დაინახა, როგორ ვინიავებდი ხელებს ენასთან. ნეტავ მას რაღა დაემართა? ვითომ ვერ მიხვდა, რა მოხდა.
-ენა მეწვის-ძლივს ამოვილაპარაკე და ღრმად ჩავისუნთქე
-ვა, როგორ მოხდა, დადგა ეს სანატრელი მომენტიც?-ანდროს ბაგე გაეხსნა და თავმომწონედ გაიცინა. სახე თავისით დამემანჭა.
-მგონი ხელებბიც მექავება და ფრთხილად იყავი, შენი ლოყა არ მემსხვერპლოს-კბილებშ გამოვცერი და წამოვდექი
-მგონი დროა, დუელზე გეფიქრათ-დემეტრემ ორივეს გაგვიცინა-კანიბალებს ეჯიბრებით ერთმანეთის ჭამაში? კარგად გამოგდით.
-არა დემე , ნამდვილად გეშლეება-ანდრიამ თავი დარწმუნებით გააქნია და მწველი მზერა მტყორცნა-ამას ისეთი შხამიანი ენა აქვს, რა გამასინჯებს.
-ნინი, ამას უპატრონო ძაღლმა ხოარ უკბინა ბავშვობაში?-თით ბიჭისკენ გავიშვირე-მგონი აცრილი არ გყავთ და ახლა ამიტომ ყრის ცოფებს.
-ჰაჰაჰ-ბიჭმა ირონიულად ჩაიღიმა და მერე მზერა ჩემს მაიკაზე გადაიტანა. მეც ინსტიქტურად დავიხედე და შევამჩნიე, ტოპი ოდნავ ამწეოდა და წელი მომიჩანდა.
ეშმაკურად ჩამეღიმა და თავი რომ ავწიე, ანდროს თვალებს წავაწყდი, სულ სხვანაირს-ამჯერად ისეთი ევლური და ღრმა მზერა ჰქონდა,. თვალი მოვარიდე.
ბართან მდგარ გოგონას მივუახლოვდი და ღიმილით შევუკვეთე "მთვრალი ალუბალი".
-აი, ინებეთ-ნამცხვარი გამომიწოდა. მაგიდასთან ისე მივედი, ტოპის გასწორებაზე არც მიფიქრია, მაგრამ საუბარში გართულ ანდრიას ყურადღება აღარ მოუქცევია.
ნამცხვარი რომ დავაგემოვნე, ტკბილმა გემომ და შოკოლადის შეგრძნებამ ჭკუიდან გადამიყვანა. ტკბილეული ხომ ჩემი სუსტი წერტილია, მაგრამ "მთვრალი ალუბალი" მაინც სულ სხვაა. ჭამაძე გადართულს, ირგვლივ მყოფთათვის ყურადღება აღარ მიმიქცევია. ბოლოს თავი რომ ავწიე, ბიჭის დაჟნებულ მზერას შევეჩეხე, რომელიც აშკარად ჩემს ტუჩებზე გადაეტანა.
-რა?-ინსტიქტურად ვიკითხე და მივაჩერდი.
-შოკოლადით ხარ მოსვრილი-ანდრომ ჩაიღიმა და თავი გააქნია.
ტუჩი გავილოკე და გავხედე-კიდევ მაქვს?
-აღარ-დაიჩურჩულა, მაგრამ მაინც შევატყე ხმაში ცვლილება და ჩავიცინე.
-ანუკი-თეამ გადმომხედა-შენც წამოხვალ საეირნოდ ხო?
-რათქმაუნდა, მთავარია...
-მთავარია გზაში არ ჩაეძინოს,-მოკლედ მომიჭრა ანდრომ და თვალი ჩამიკრა-ფეხით მივდივართ და იმედია რამეს არ მოიწევ.
შევუბღვირე, მაგრამ ყურადღება აღარ მოუქცევია.
ოთახში ასულებმა ტანსაცმელი მოვიძიეთ და სანამ გოგოები ემზადებოდნენ, ჩემოდნებიან ტანსაცმელები ერთმანეთის მიყოლებით ამოვყარე.
-ანა, შენს მეტი ამას არავინ რომ არ დაალაგებს ხომ იცი?-ნინის ხმამ გამაფრთხილებლად გაიჟღერა და სარკის წინ დატრიალდა.
-რაჩავიცვა?-წუწუნით დავევი საწოლზე და თავი ბალიშში ჩავრგე.
-რამე თბილი ჩაიცვი. ისეთი, რომ მერე შენს გასათბობად ანდროს არ მოუხდეს გახდა-თეამ სიცილით მომაძახა და სანამ დარტყმას მიიღებდა, გამეცალა-კაი ხო, მე აგირჩევ რამეს, აბა შენ მთლად კუპალნიკებით წამოხვალ, არც ჭკუა დაგიშლის, და არც გონება.
-ჭკუა და გონება ერთი და იგივეა!-ტუჩაბზუებულმა მივაძახე და თვალი ანთებულ ნათურას გავუშტერე, სანამ ყვითელმა რგოლებმა არ დაიწყეს ჰაერში ლივლივი.
თეამ ჩემოდნიდან ნაქსოვი ძედა და თბილი ქუდი ამოიღო.
-მივაგენი!-თვალებგაბრწყინებულმა წამოიძახა და საწოლიდან ამაგდო-ჩაიცვი, მიდი.
-გოგოებო-კარს უკან ალექსის ხმა შემოგვესმა-მალე მორჩებით/?
-ჰო, ძალიან მალე, -თეამ აუღელვებლად გასძახა, მაგრამ მის განაზებულ ხმაზე მაინც გამეცინა-ჩვენც გარეშე არ წახვიდეთ იცოდე!


იმედია მოგეწონებათ <3



№1 სტუმარი სტუმარი Dako

Au rodis dadeb momwons momwons da gtxov tavebic gazarde raa!!

 


სტუმარი Dako
Au rodis dadeb momwons momwons da gtxov tavebic gazarde raa!!

ვეცდები რაც შეიძლება მალე დავდო, მიხარია რომ კითხულობ და მოგწონს <3

 


№3 სტუმარი სტუმარი ლიკა

მაგარია. და საინტერესოც

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent