გულს ვერ უბრძანებ (6)
ლიკამ, როდესაც სახლის კარი შეაღო, საათი უკვე თორმეტს უჩვენებდა. ფრთხილად გაიარა შემოსასვლელი და კიბისკენ დაიძრა, მაგრამ ცოტნეს ხმამ შეაჩერა: -იცი რომელი საათია?- მკაცრი ხმით მიმართა დას. გოგომ ერთი ამოისუნთქა, მაჯის საათს დახედა და ძმას მიუტრიალდა -თორმეტი- ისეთი სახით უყურებდა თითქოს ვერ გაეგო რა ხდებოდა. -საათის ცნობა მეც ვიცი ლიკა- კიბისკენ დაიძრა ბიჭი და როდესაც გოგოს გაუსწორდა სახე მოჭმუხნა- შენ რა, დალიე? -ყოჩაღ, გამოიცანი- გადაიკისკისა გოგომ -ლიკა, არ მეცინება- მკაცრი სახის შენარჩუნება უნდოდა, მაგრამ ღიმილს ძლივს იკავებდა, როდესაც ნასვამ დას უყურებდა. -მითხარი სად იყავი?- დაკითხვას განაგრძობდა. -აღარ მახსოვს- ისევ ახითხითდა გოგო და ცოტნეს სიცილის მიზეზიც გახდა. ლიკამ, როდესაც ძმის სახე დაინახა, დასევდიანდა -აღარც კი მახსოვს, ბოლოს მოცინარი როდის გნახე- თქვა და ცრემლები წამოუვიდა. მის ამ სიტყვებზე გამოერკვა ცოტნე დასახე დაისერიოზულა -ოთახში ადი, დაიძინე. -პატარა ბავშვი აღარ ვარ ცოტნე- შეუბღვირა გოგომ და არეული ნაბიჯით საძინებლისაკენ წავიდა. ბიჭი მისაღებში აფორიაქებული დაბრუნდა, ეტყობოდა მასზე დის სიტყვებმა იმოქმედა. ტელეფონს ხელში ატრიალებდა და ბუხარში აგიზგიზებულ ცეცხლს თვალს არ აშორებდა. ბოლოს ძლივს გამოერკვა და მეგობრის ნომერი აკრიბა -რა მოხდა?- მობეზრებული ხმა ქონდა ბიჭს. -მისმინე- დაიწყო ლაპარაკი, საქმიანი ტონით- ბარნოვას კომპანიის წარმომადგენელს უნდა დაურეკო და უთხრა, რომ ხვალ საღამოს ჩვენი თანამშრომლობის აღსანიშნავად წვეულებას ვაწყობ. -შენ ხოარ გააფრინე?- აყვირდა მეორე მხრიდან ბიჭი- ისედაც დაძაბული სიტუაციაა, მათი სახლი მთლად დაცხრილე, კინაღამ პატარა ბავშვი შეიწირე და ახლა წვეულებას აწყობ? -რას მიედმოედები, იქ რომ ბავშვი ყოფილიყო ჩემი კაცი მეტყოდა- აფორიაქებული ხმით ჩაილაპარაკა ბენდელიანმა -კი, როგორ არა, გეტყოდა, მაგრამ შენ ვის უსმენ? პირდაპირ ბრძანება გაეცი და მორჩა. -ლაშა, იქ ბავშვს რა უნდოდა, ნუ მასულელებ.-აღშფოთებული იყო ბიჭი -ანასტასია ბარნოვას, იგივე ნუცა დადეშქელიანს, შვილი ყავს, დამიანე ბარნოვა.- ზარივით ჩაესმა ცოტნეს, ლაშას სიტყვები. -მოიცა რა?-მობილურს ძლივს იჭერდა. -ჰო, ჰო, შვილი ყავს- ამოიყვირა ბიჭმა, მერე კი ხმას დაუწია- მისმინე ძმაო, ვიცი, გინდა შური იძიო, მაგრამ ისეთ რამეს ნუ ჩაიდენ, რასაც შემდეგ ინანებ. იმ ბავშვს, არაფერი დაუშავებია, როგორც... როგორც შენს შვილს, რომელიც ამ ქვეყანას ვერც კი მოევლინა. ვიცი, ვიცი, რომ შენ არც კი იცოდი, იქ რომ ბავშვი იყო, მაგრამ უნდა დაფიქრდე და ისე იმოქმედო.- თქვა და ტელეფონში მაშინვე ყრუ დაცემის ხმა გაისმა. ცოტნეს მობილური ხელიდან გაუვარდა, ის ჭრილობა გაეხსნა, რომელსაც ამდენი ხნის მანძილზე გულმოდგინედ კერავდა. გაახსენდა, იმ დღეს როგორ მიიჩქაროდა საავადმყოფოსკენ, რადგან ნატას მშობიარობა ეწყებოდა, მაგრამ ყველაფერი ბუნების ძალამ შეცვალა. წვიმდა, თითქოს ცა ჩამოიქცაო, მალე კი წვიმის ხმას, საზარელი ხმა შეერია, მანქანა მოცურდა და ხიდიდან გადავარდა, იქედან კი ქალის განწირილი კივილი ისმოდა. ცოტნე, როდესაც გონს მოვიდა ყველაფერი ტკიოდა, მაგრამ ეს არაფერი იყო იმასთან შედარებით რაც დასისხლიანებული გოგოს დანახვისას განიცადა. ამ შემთხვევიდან უკვე ხუთი წელი გავიდა, მაგრამ ბენდელიანი შვილისა და საცოლის სიკვდილში ყოველთვის, საკუთარ თავს ადანაშაულებდა. ყოველთვის ფიქრობდა, იმ დღეს რომ არ გადაეჭარბებინა სიჩქარეს, ეხლა ბედნიერი იქნებოდა ცოლ-შვილთან ერთად. მოგონებებიდან, ტელეფონის ხმამ გამოიყვანა, თვალზე მომდგარი ცრემლი უკუაგდო და და ლაშას უპასუხა. -გისმენ- გამტყდარი ხმა ქონდა. -მისმინე, ბოდიში, ეომ ეს ყველაფერი გაგახსენე- სევდიანი იყო ბიჭი- უბრალოდ, უნდა მიხვდე, რა შეიძლება მოყვეს შენს დაუდევარ საქციელს. -ვიცი, მართალი ხარ, ყველაფერი უნდა გამერკვია,- ამოისუნთქა ბენდელიანმა- ეხლა კი, მათ დაურეკე. -კი მაგრამ.. იცი მაინც რომელი საათია?- აღშფოთდა ბიჭი. -ის გააკეთე რაც გითხარი- ხმა გაიმკაცრა ცოტნემ. -ჰო, კარგი- ამოიზმუვლა ბიჭმა და ტელეფონი გათიშა. *** ნუცა და მარია ოთახში ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ, დროდადრო კი მძინარე დამიანეს ღიმილით უყურებდნენ. -აქ როდემდე დარჩები?- სიჩუმე დაარღვია მარიამ. -არვიცი, ჯერ ყველაფერი უნდა მოგვარდეს- სუნთქვას ამოაყოლა სიტყვები გოგომ. -და ამსახლში ყოფნას შეძლებ? -იმედია გავუძლებ, იმედია- ჩაიცინა მტკივნეულად, შემდეგ კი განაგრძო-დამიანესთვის ბაღი მოძებნე რა, არმინდა ამ პრობლემების გამო მოწყდეს გარემოს. -არაა პრობლემა, თან ძიძასაც ავუყვან. -ძიძა აღარ დაგვჭირდება, კომპანიაში ვეღარ ვივლი, ამიტომ ბავშვს მე მივხედავ, ისე კარგიცაა არა? სამსახურის გამო შვილისთვის დრო აღარ მრჩებოდა ეხლა კი სულ მასთან ვიქნები- ჩაიცინა ნუცამ. -ვიცი, რომ არ გინდა კომპანიის დაკარგვა, მაგრამ კონტრაქტი რომ არ გააუქმო, რამდენიმე წელი მოგიწევს მასთან თანამშრომლობა. მითხარი აიტან ყოველდღე დედის მკვლელის დანახვას? არგინდა გთხოვ, აი ნახავ, ყველაფერს თავიდან დავიწყებთ დამიჯერე. ნუცას საუბრის გაგრძელება უნდოდა, მაგრა.სიტყვის თქმა მარიას მობილურის ხმამ შეაწყვეტინა. -ისაა- წამოიკივლა გოგომ, როდესაც ნომერს დახედა -ბენდელიანი?- ფეხზე წამოიჭრა ნუცა. -არა, არა, მისი წარმომადგენელია, მან მომიტანა საბუთები ხელის მოსაწერად. -კარგი უპასუხე და თან სპიკერი ჩართე-სავარძელში დაბრუნდა გოგო. -ქალბატონ მარიას ვესაუბრები?- გაისმა მამაკაცის ხმა -დიახ- გოჰოს ხმა უფრო კითხვას წააგავდა, ვიდრე პასუხს. -ბოდიშს გიხდით ასე გვიან, რომ გაწუხებთ, მაგრამ ძალიან მკაცრი უფროსი მყავს-ჩაიცინა ბიჭმა, ნუცამ და მარიამ კი ერთმანეთს გაკვირვებური სახით გადახედეს. -მოკლედ-ხმა დაისერიოზულა- ბატონმა ცოტნემ, გადაწყვიტა კონტრაქტის გაფორმების აღსანიშნავად, წვეულება მოაწყოს, მთელი კომპანიონებით დაპატიჟებული ხართ. უცებ სიჩუმე ჩამოწვა, რომელიც ისევ ბიჭმა დაარღვია -გესმით ჩემი? -დიახ, დიახ, აუცილებლად მოვალთ- დაბნეულად ამოილაპარაკა გოგომ და ტელეფონი გათიშა. -რას ნიშნავს წვეულებას აწყობს?- აღშფოთებული იყო ნუცა- სახლში რომ კინაღამ ჩამცხრილა ეგ არ იკმარა? ახლა უნდა წვეულებაზე მივიდე და საქვეყნოდ დამამციროს, როდესაც აქციებს წამართმევს?-ძლივს იკავებდა თავს, რომ არ აყვირებულიყო. -რას ამბობ, შენ არსადაც არ წახვალ- წამოიჭრა მარია- იქ მარტო მივალ, როგორც შენი წარმომადგემელი და უარს ვიტყვი შეთანხმებაზე. არაა საჭირო მის წინაშე ქედი მოიხარო.-მტკიცე იყო მისი ხმა. -უკვე ღარ ვიცი როგორ მოვიქცე- თავი ხელებში ჩარგო გოგომ. -უკვე გითხარი რაც უნდა ვქნათ ნუცა- მკაცრად მიმართა მარიამ. მერე კი თბილად დაამატა- დროა დავიძინოთ. დილით, ნუცა ხმაურმა გააღვიძა, მისაღებიდან ჩხუბის ხმა მის ოთახშიც აღწევდა. ფეხზე წამოვარდა, ვერ გაეგო რა ხდებოდა, მისაღებში ჩასულს კი მოჩხუბარი თორნიკე და ნუგზარი დახვდა. -რახდება?- მხოლოდ ამის კითხვა მოახერხა. -თორნიკე წვეულებაზე მოდის.- ამოილაპარაკა იქვე მჯდომმა მარიამ -რა?- აღშფოთებული მიუტრიალდა ძმას -კარგო რა ნუცა, ახლა შენც არ დაიწყო-მობეზრებულად ჩაილაპარაკა თორნიკემ. -რა დავიწყე, რა- აყვირდა ის- იქ რა დაგრჩენია? ის ნაძირალა რამეს გეტყვის და ატეხავ მერე.ერთ ამბავს, შენს ფეთქებად ხასიათს ვერავინ მასწავლის. გინდა გული გამიხეთქო? ყველაფერი ხელიდან მეცლება და შენც რომ დაგკარგო მერე მე რა ვქნა? მითხარი, რა უნდა ვქნა?- ყვირილი ტორილში გადაეზარდა და ძმირს მკერდზე მუშტების რტყმევა დაიწყო. -ნუ ტირი,- დას ხელები გაუკავა და გულში ჩაიკრა- გპირდები არაფერს გავაკეთებ, გპირდები. უბრალოდ მას უნდა დავანახო, რომ ასე უბრალოდ უკან არ დავიხევთ- ცოტა ხნით გაჩუმდა, მერე კი სიცილით გააგრძელა- უკვე28წლის ხარ, მაგრამ ისეთივე სულელი, როგორც ადრე-სიყვარულით ჩაილაპარაკა და ნუცას უფრო ძლიერად მოხვია ხელები- ჩემზე ნუ დარდობ, კარგი? მე არაფერი მომივა.-უთხრა და შუბლზე აკოცა დას. -თორნიკე- გაბრაზებულმა ამოილაპარაკა და შუბლი მოიწმინდა, თითქოს რამის მოშორებას ცდილობსო. -ხომ გითხარი ისევ ისეთი ხარ.-ჩაიცინა ბიჭმა. ნუგზარი უყურებდა შვილებს და გული სიხარულით ევსებოდა, მის თვალებში კი ცრემლები კიაფობდა. - ოჰ, ერთი ამათ უყურეთ- მისაღებში გამოჩნდა დიტო- თქვენ აქ ერთმანეთს ეხვეოდეთ და მე ასე დასჯილი ბავშვივით ვიყო?- სიცილით ჩაილაპარაკა და ნუცასკენ ხელებ გაშლილი წავიდა. -დედას საფლავზე მინდა წასვლა-მტკივნეულად ამოილაპარაკა, საუზმის დროს ნუცამ. ყველას თვალი გაუშეშდა და ხმას არავინ იღებდა. -მე წაგიყვან პატარავ- სიჩუმე დაარღვია დიტომ. -არა, მარტო მინდა წასვლა- მტკიცედ ჟღერდა გოგოს ხმა. -შვილო დაცვის გარეშე ვერსად გაგიშვებ-თბილად მიმართა ნუგზარმა.ნუცამ კი თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავი დააქნია და შვილს თეფშზე საჭმელი დაუმატა. -დედაა- ამოიბუზღუნა ბავშვმა და თეფში განზე გასწია. -დამიანე,- თვალები დაუბრიალა გოგომ -კარგი რა ნუცა, შეეშვი- თქვა და ბიჭი მუხლებზე დაისვა თორნიკემ. დამიანეს კი თვალები გაუბრწყინდა და გახარებულმა მოხვია ბიძას ხელები. ნუცა ცრემლმორეული შეყურებდა ძმას და შვილს, რატომღაც ყოველთვის ეგონა, რომ მისი ოჯახი დამიანეს არ მიიღებდა. მაგრამ საბედნიეროდ ცდებოდა. საღამოს დაცვასთან ერთად სასაფლაოსკენ გაემართა, უნდოდა მარტო ყოფილიყო, მაგრამ არც ის უნდოდა ვინმეს მსხვერპლი გამხდარიყო. მთელი გზა ჩაფიქრებული ქუჩებს გაყურებდა. ბოლოს კი დაცვის ხმამ გამოაფხიზლა -ქალბატონო მოვედით. -კარგი, თქვენ აქ დამელოდეთ, მალე დავბრუნდები.- თქვა და მანქანიდან გადმოვიდა. -მაგრამ ჩვენ... -გეუბნებით, რომ აქ უნდა დამელოდოთ- ხმა აიმაღლა და დაცვას ზურგი აქცია. გზას მიიკვლევდა საფლავებს შორის და გულზე სევდა აწვებოდა. ფეხები უკან რჩებოდა, მაგრამ მაინც წინ მიიწევდა. მალე გაჩერდა და საფლავის ქვაზე გამოსახულ ქალს დააჩერდა, ჩაიმუხლა, ხელი კი მიწას დაადო. ემოციები აეშალა ყველაფერს გრძნობდა ტკივილს, ტანჯვას, სიყვარულს, მონატრებას, წუხილს. -ნუთუ ყველას დასასრული, ეს ცივი მიწაა?- დახშული ხმა ქონდა ნუცას- დედა, გესმის ჩემი? ნუცა ვარ, შენი ნუციკო- კანკალებდა და მიწას ხელს უსვავდა თოთქოს ვინმეს ეფერებაო.-გახსოვს, პირველად რომ ფეხი მოვიტეხე?- მოგონებები ეძალებოდა გოგოს- ჩემზე მეტად შენ ტიროდი, მგონი შენ უფრო გტკიოდა,- უკვე ცრემლის დამალვას აღარ ცდილობდა და ქვითინებდა- გახსოვს, თორნიკეს , რომ ეჩხუბებოდი? ნუჩას ბლინებს ნუ უჭამო? ის კი მაინც არ გიჯერებდა. მე კი, როცა ბლინები აღარ მხვდებოდა სულ ვტიროდი, მხოლოდ მაშინ ვწყნარდებოდი, როცა გულში ჩამიკრავდი და შენი ტკბილი ხმით მიმღერებდი. გახსოვს?- უკვე ხმას იმაღლებდა- გახსოვს, ჩემს ზეიმზე, რომ დააგვიანე? მე კიდევ გაბრაზებული ვიყავი და ხმას არ გცევდი. მინდა დრო უკან დაბრუნდეს დედა- განწირული გაიძახოდა- გეფიცები, გეფიცები გაპატიებდი, ჩემს გაგდებასაც კი გაპატიებდი- ამოიქვითინა ნუცამ- მხოლოდ ერთხელ დამანახა, შენი მომღიმარი სახე და გეფიცები, ყველაზე წმინდას გეფიცები, გაპატიებდი, მოგეხვეოდი და არსად გაგიშვებდი. რატომ დედა? მითხარი, რატომ წახვედი? რატომ დამტოვე? ხომ იცოდი, რომ ერთ დღესაც, შენი ნუციკო უკან დაბრუნდებოდა? მართალია, იკივლებდა, იყვირებდა, მაგრამ ბოლოს მაინც ჩაგეხუტებოდა და დედას დაგიძახებდა. რატომ არ დამელოდე? მითხარი რატომ?- მუშტების ცემა დაიწყო მიწაზე- რატომ გაახარე ის დამპალი ბენდელიანი შენი სიკვდილით? იცი? ყველაფერს მართმევს, რაც კი 10წლის განმავლობაში ვიშრომე ყველაფერს მართმევს. მითხარი ახლა რა ვქნა?- ბალახს ხელი ჩასჭიდა,თითქოს დედას მხარზე კიდებდა ხელს.-რამე მითხარი- ჩაჩურჩულდა ბოლოს და მიწაზე დაემხო- რამე მითხარი, გულში ჩამიხუტე და დამამშვიდე, მითხარი, რომ ყველაფერი კარგად იწნება. მითხარი, ახლა რა უნდა ვქნა- გულამოსკვნილი ტიროდა და დედის საფლავს ცრემლებით რწყავდა. უცებ ქარმა დაუბერა,ყველაფერი აშრიალდა, ნუცაც გამოერკვა და თავი აწია. ცივი ქარი პირდაპირ სველ სახეზე მოეფინა, ცოტა შეაჟრჟოლა, ფეხზე წამოდგადა მხრებში გაიმართა, ხელით ცრემლები მოიწმინდა და ღომილით შეხედა ქალის გამოსახულებას -ყველაფერს მივხვდი დედა- ჩაილაპარაკა და ჩანთაში მობილურს დაუწყო ძებნა, როდესაც იპოვა ნომერი აკრიბა და მოუთფენლად დაიწყო ლოდინი. -რა მოხდა ნუცა?- შეშფოთებული ხმა ქონდა მარიას, ნუცამ კი უდარდელად ჩაილაპარაკა: -არაფერი, სად ხარ? -უკვე რესტორანს ვუახლოვდები-აფორიაქებული ჩანდა გოგო, ეტყობოდა მოსალოდნელი შეხვედრის ეშინოდა. -არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება- თავდაჯერებული ხმა ქონდა ნუცას- ჰო, მართლა, თორნიკეს მისამართი დაავიწყდა, შენი ნომერიც არ იცოდა და იქნებ მითხრა, სადაა რესტორანი? -რუსთაველზე როგორც კი შემოუხვევს იქვეა- დაუფიქრებლად ამოილაპარაკა გოგომ, მერე კი თითქოს რაღაც გაახსენდაო, წამოიძახა- კი მაგრამ თორნიკემ ორი წუთის წინ ჩამიარა გვერდი მანქანით. ნუცა, ჰეი, ნუცა გესმის?- გაიძახდა გოგო, მაგრამ ნუცას უკვე დიდი ხანია რაც მობილური გაეთიშა. მადლობთ რომ კითხულობთ. კომენტარებში ველოდები შეფასებებს. იმედია პატარა თავი არაა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.