შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არაფერი,უბრალოდ ყველაფერი (25 თავი)


3-04-2018, 23:28
ავტორი Stranger things
ნანახია 1 708

************
ალექსი
************
ერთი კვირა სწრაფად გავიდა. სახლი,სამსახური. სახლი, მერი, სამსახური, სახლი.რამდენიმე დღე რჩებოდა ელენესა და დემეტრეს ქორწილამდე,ცოტა ვნერვიულობდი რადგან მერის ყოფილ ქმართან მომიწევდა შეხვედრა,მერის კი აღელვება მხოლოდ სამსახურთან დაკავშირებულ საკითხებში ეტყობოდა, კომპანიის საქმე უკეთესობისაკენ წავიდა,ამიტომაც ახლა მთლიანი შემადგენლობით ვემზადებიდით ახალი კოლექციის წარმოდგენისათვის.
-დილა მშვიდობისა.-მიკა შემოვიდა ჩემს კაბინეტში და ყავა შემომიტანა.
-გამარჯობა.მერი მოვიდა?
-კი,კაბინეტშია და გელოდება.
მერისთან გავედი.
-გამარჯობა.
-გამარჯობა.
-მზად ხარ?!
-კი.-საბუთებს თავი დაანება და მე შემომხედა.-აეროპორტში უნდა ვიყოთ ნახევარ საათში.აქ ყველაფერი მოვაწესრიგე,შენ მზად ხარ?
-კი,წავიდეთ.
აეროპორტში წასვლამდე მიკას გამოვემშვიდობეთ.
-მალე დაბრუნდით.
-მომენატრები.-მერი გადაეხვია.
-თუ გინდა დარჩი.-შესთავაზა მიკამ.-შოკოლადის ნამცხვარს გამოგიცხობ!
-ვერა...შენ წამოდი.
-ვერც მე წამოვალ...ოჰ,მერი!ასე ვეღარ გაგიშვებ.-სწრაფად მოსცილდა, მე გადამეხვია და ისევ კაბინეტში შევიდა.-მიყვარხართ,მალე დაბრუნდით!
აეროპორტში ზუსტად ორ საათზე მივედით,გვაგვიანდებიდა და რეგისტრაციის შემდეგ პირდაპირ თვითმფრინავში ჩავსხედით.
-ნერვიულობ?-მერი ვერ ისვენებდა.
-ცოტა.დიდი ხანია საქართველოში არ ვყოფილვარ.
-მე მეგონა...
-რა?
-არაფერი.
-მითხარი...
-მე მეგონა ანდრესთან შეხვედრის გამო ნერვიულობდი.
-არა.-თავი ჩახარა.-იქ არ იქნება.
-არ იქნება?!-გამიკვირდა.
-არ იქნება.
-დის ქორწილს გამოტოვებს?
-ასე გამოდის.-მწარედ ჩაიცინა.
-კარგად არ ვიცნობდი,მაგრამ ერთი კი ვიცი...არა მგონია ელენეს ქორწილი გამოტოვოს.
-არ გვინდა რაა...
-ისევ გენატრება?
-სიკვდილამდე.-ცრემლები წამოუვიდა.
-მაპატიე.-ვუთხარი და ხელი მოვკიდე,მან კი თავი მხარზე დამადო.-სხვა რამეზე ვილაპარაკოთ.
-კარგი.
-და ან ძმა გყავს?-სწრაფად შევცვალე თემა.
-კი,ორივე.
-გამაცნობ?
-კი.-ჩაიკისკისა.-შეიძლება გაგაგიჟონ...ტყუპები არიან...ახლა ხუთი წლის იქნებიან.
-მშობლები?
-მათაც გაგაცნობ.-მათ ხსენებაზე გაეღიმა,როგორც ჩანს ძალიან უყვარდა მშობლები.
-უთხარი რომ მიდიხარ?
-ნწ. -თავი გააქნია.
-მეგობრებს?
-არც მათთვის მითქვამს.
-ანუ სიურპრიზია?
-კი.-გულწრფელად გაეღიმა მეგობრების ხსენებაზე.- გაგიჟდებიან.
-პირველად სად მიხვალ?
-სახლში.
-დედ-მამასთან?
-არა,ჩემს სახლში.ყველა იქ იქნება...ნუ,ადრე ყოველთვის ასე იყო.-დააყოლა ბოლოს.
-გიხარია დაბრუნება?
-არ ვიცი.-ისევ დარდი შემოერია.-ვფიქრობ ელენე რომ არა არც დავბრუნდებოდი.
-გეძინება?
მან თავი დამიქნია და თვალები დახუჭა.თვითმფრინავში რამდენიმე საათი გავატარეთ,ძირითადად გვეძინა ან მერიზე ვლაპარაკობდით,მიყვებოდა როგორი ბავშვი იყო,შემდეგ მის მეგობრებზე მომიყვა.
-მე,ელენე,ანდრე,რატი,თაზო და ცოტნე განუყრელი მეგობრები ვიყავით.ყველგან ერთად დავდიოდით,ნინი და ლიზა კი ჩემი მეგობრები იყვნენ,თავიდან ერთმანეთზე ცოტა ეჭვიანეობდნენ, მაგრამ ბოლოს შეეჩვივნენ... არავის დავემშვიდობე,ყველას წერილი დავუტოვე,რომ მივდიოდი და არ ვიცოდი როდის დავბრუნდებოდი.ლონდონში ზუსტად ოთხი წელი არ მიცხოვრია დაახლოებით სამ -ნახევარი...დიდი დროა,იმდენი რამე მოხდა...
-გენატრება ისინი?
-კი,ძალიან.
ბოლოს თვითმფრინავი მიწაზე დაეშვა.
-მზად ხარ?
-კი.
როგორც კი ფეხი დადგა მიწაზე,მაშინვე სახეზე რამდენიმე გრძნობამ გადაურბინა,ბოლოს გაიღიმა და ღრმად ჩაისუნთქა საქართველოს ჰაერი.აეროპორტიდან გამოვედით,ტაქსში ჩავსხედით.მერიმ სწრაფად უკარნახა მისამართი და ჩანთიდან ტელეფონი ამოიღო.დახედა და მძიმედ ამოიოხრა.
-ეს ჩემი ძველი ტელეფონია...საქართველოდან რომ წავედი მაშინ გამოვრთე და აღარც ჩამირთავს...ისინი ნერვიულობდნენ.- ამიხსნა ჩუმად,შემდეგ კი ეშმაკურად ჩაიღიმა და სწრაფად დარეკა.-გამარჯობა დავით...არ გეჩვენება,მე ვარ მარიამი...ხო ამ წამს ჩამოვედი...მაპატიე,ვიცი უნდა დამერეკა...რაღაც უნდა გთხოვო...არა...ერთი სატვირთო მინდა...სავსე...არა მხოლოდ ჩემთვის არ მინდა.-გაეცინა.-კარგი,რამდენ ხანში იქნება?...კარგი,მადლობა...კარგი,კარგად...მეც მომენატრე... აუცილებლად...ნახვამდის.-დამაინტერესა რა სატვირთოზე ლაპარაკობდა.
-ყველაფერი კარგადაა?
-კი.-ფანჯარაში გაიხედა.-არა..მანქანა გააჩერეთ...-სთხოვა ტაქსის მძღოლს.
მანქანიდან გადახტა და მეც მაშინვე უკან მივყევი.
-ჯანდაბა!-ხიდის მოაჯირებს დაეყრდნო.-არ შემიძლია...მეგონა შევძლებდი...არ შემიძლია.
-კარგად ხარ?-ვკითხე რამდენიმე წუთის შემდეგ.
-არა.-თავი გააქნია და ცრემლები წამოუვიდა.-გამახსენდა... აქედან რომ მივდიოდი...
-მოდი ჩემთან.-შემოვაბრუნე და ხელები მაგრად მოვხვიე.- მაშინ მარტო იყავი,ახლა კი აღარ ხარ,გესმის?!მარტო აღარ ხარ...მითხარი რომ ყველაფერს შეძლებ.-გაიწია და თვალებში შემომხედა.-გაიმეორე.
-მე ყველაფერს შევძლებ.
-უბრალოდ მინდა რომ ბედნიერი იყო.
-ვიცი.
-ახლა შენ შენს მეგობრებს შეხვდები და ყველა უბედურებას სადმე ჩაკეტავ..კარგი?!
-კარგი.-გაეღიმა.
-წავიდეთ?
-კი...ბედნიერების დროა.
ერთ საათში ტაქსი დიდ სამსართულიან სახლთან გაჩერდა.
-ლამაზი სახლია.-ვუთხარი,როდესაც ტაქსი წავიდა.
-მმმ....-სახლს ცოტა ხანი დაბნეული უყურებდა.- მადლობა...ერთი წუთით.-სახლთან სატვირთო მანქანა გაჩერდა.მერიმ მძღოლთან მიირბინა და რაღაც სთხოვა.მუშებმა კარი გააღეს და ლუდის ქილების გადმოტვირთვას შეუდგნენ.
-ეს რა არის?
-ბოლოს,როდესაც მეგობრებთან ერთად ვიყავი, მითხრეს რომ ლუდი ჩემზე იყო.-ჩაიცინა.
სახლში შევედით,შორიდანვე გვესმოდა ხმები.
-არა...-ბიჭი ბოლო ხმაზე იცინოდა.-სულაც არა!კარგი რაა...
-რატი!-ახლა გოგოს ხმა იყო.
მერი დერეფანში გაჩერდა და თვალებდახუჭული უსმენდა მათ ლაპარაკს.
-მისმინეთ!მოდი ვითამაშოთ!
-რა?-ელენეს ხმა იყო.
-რამე.
-ოჰჰ...თქვი რა გინდა!
-წაგებული ლუდს ყიდულობს!-წამოიძახა ბიჭმა.მერის გაეცინა და ოთახში შევიდა.
-სხვა რამის მოფიქრება მოგიწევთ,ლუდი უკვე ვიყიდე.



№1  offline წევრი blondeangel631

ცუდი არ მოხდეს რა არაფერი ანდრეაც თუ იქნება ალექსი და მერი კარგად იყვნენ და კარგადაც გაერთონ მეგობრებმა კარგად მიიღონ ცოდოა შემდეგს ველოდები მალე დადე????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent