შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არაფერი,უბრალოდ ყველაფერი (24 თავი)


2-04-2018, 12:06
ავტორი Stranger things
ნანახია 1 774

-არა!არა გთხოვ...არა!-მერის ყვირილმა გამაღვიძა,თვალები დახუჭული ჰქონდა,მაგრამ სახეზე ტკივილი ეწერა,ფართხალებდა და ცრემლები სცვიოდა.
-მერი...მერი,გაიღვიძე...
-ალექს!-უეცრად თვალები გაახილა,ჯერ დაბნეულმა შემომხედა,შემდეგ კი ძალიან მაგრად მომეხუტა და ტირილი დაიწყო.
-დამშვიდდი,აქ ვარ...შენთან ვარ...
-არ წახვიდე,გთხოვ!არ წახვიდე...არ მიმატოვო.-მეხუტებოდა და ჩურჩულით მოთქვამდა.
-არ მივდივარ,შენთან ვარ,გპირდები...-გულში ვიკრავდი და ვეფერებოდი.-შენთან ვარ...დაიძინე.
ცოტა ხანში კანკალმა გაუარა და სუნთქვაც თანაბარი გაუხდა,ჩაეძინა.
დიდლით მზის სხივებმა გამომაღვიძეს,მერის თავი ჩემს გულზე ედო და მშვიდად ეძინა.ვუყურებდი და ვტკბებოდი,იმ წამს ის იმდენად ლამაზი იყო,რომ შემეძლო მთელი ცხოვრება ასე ვყოფილიყავი და მეყურებინა.
-დილა მშვიდობის.-თვალები ნელ-ნელა გაახილა.
-გამარჯობა.
-რომელი საათია?
-რვა ხდება.-ტელეფონს დავხედე.
-სამსახურში გვაგვიანდება.-წამოდგა და სააბაზანოში შევიდა.
-მე საუზმეს მოვამზადებ!-შევძახე და სამზარეულოში გავედი.
ოცი წუთის შემდეგ პირსახოცით გამოვიდა და ფრთხილად ჩაეშვა დივანში.
-ააააჰ...-წამოიკვნესა და ხელები უღონოდ დაუშვა.
-რა მოხდა?
-კუნთები მტკივა...-თქვა და უღონოდ ჩამოყრილ ხელებს დააცქერდა.
-მოგეხმარები.-გვერდით ჩამოვუჯექი პირსახოცი ავიღე,თმა გავუმშრალე,კისერზე შემოვახვიე და ნაზად ვაკოცე ლოყაზე.
-აი ასე...ახლა მშრალი ხარ.საუზმე გინდა?
-არა,არ მშია.შეგიძლია სახლში წამიყვანო,რომ გამოვიცვალო?
-კი, რა თქმა უნდა.
გარეთ გამოვედით, მანქანაში ჩავსხედით და ოც წუთში მის სახლთან გავაჩერე მანქანა.
—დაგელოდები,გამოიცვალე და მე წაგიყვან.-ვუთხარი და სარკეში ჩავიხედე,რათა უკანა სავარძელზე მჯდომი კარგად დამენახა
-მადლობა.
ცოტა ხნის შემდეგ უკვე მანქანაში იჯდა.
-მაპატიე დავაგვიანე,ცოტა გამიჭირდა.-თქვა დარცხვენილმა.
-არაუშავს.წავედით?
თავი დამიქნია, მანქანა დავძარი და მალე კომპანიაშიც მივედით.
-იმუშავე და თუ რამე დაგჭირდება დამიძახე.-ვუთხარი და ჩემს კაბინეტში შევედი.

*********
მერი
*********
კაბინეტში შევედი,კარი არც იყო დახურული მიკა რომ შემოვარდა.
-რას გიზამ!-მაგრად მომეხვია.-არ ხარ შენ ნორმალური....როგორ მანერვიულე...ხომ კარგად ხარ?!
-მიკა...მიკა არ გამგუდო....
-გაგგუდო კი არა...სად იყავი გუშინ?
-ალექსთან მივედი.-ჩავილაპარაკე მორცხვად.
-მოიცა...ღამეც მასთან გაატარე?
-კი.
-რა?!-ისე წამოიყვირა მთელი კომპანია გაიგებდა.
-არაფერი,უბრალოდ მივედი, ჭრილობები დამიმუშავა და შემდეგ დავიძინე.
-არა რაა...მაგ ბიჭს აშკარად მოსწონხარ,უნდა გენახა გუშინ რა დღეში იყო.
-ხო,რა ვიცი...
-რა?!შენც მოგწონს!-მიკა აშკარად გამხიარულდა.
-ოჰ...მიკა!
-მერის ალექსი მოსწონს!მერის ალექსი მოსწონს!-სიმღერა დაიწყო.
-მიკა!ნუ ბავშვობ!
-აუ გოგო რა მაგარია!ქალაქში საუკეთესო წყვილი იქნებით!
-გეყო!არაფერს ვაპირებ.
-რა?!
-აუუუ დაჯექი რაა....
-დაიწყე.
-მოკლედ,გუშინ რომ მივედი,ჩამეხუტა და მითხრა მიყვარხარო.
-რა?!
-აუ რას გაიძახი...რა?!რა?!...
-არა,არა,არა.რა აჭამე ასეთი?!
-არ გინდა შენც გაჭამო და ჩვენს დამლაგებელსაც?!
-არა ღმერთმა დამიფაროს რეებს ბოდავ!
-მაშინ მოეშვი სისულელეებს და მითხარი რა გავაკეთო.
-გიყვარს?
-არა...არ ვიცი.
-კარგი.სახეზე გეტყობა.
-შენ როდიდან გახდი სახის წაკითხვის ოსტატი?
-რაც შენ გაგიცანი.
-ნუ მა-ი-მუ-ნობ!
-კარგი...არ ვიცი იქნებ გეცადა?
-არა.
-მაშინ დარჩი შინაბერა!
-დიახაც დავრჩები!
-ქორეილი არ გინდა?!
-არა, მქონდა უკვე.
-მეორე ქორწილი...ლამაზი ყვავილებით...
-აი ახლა შენ გექნება ქორწილი და მურმანის ეკალივით ჩაგიხტებით შუაში შენ და შენს საქმროს!
-აუუ წარმოვიდგინე...მოგკლავ!
-ოჰჰჰ...საერთოდ არ უნდა მეთქვა.
-მე გითხარი...კარგი ბიჭია,მთელი ქვეყნის გოგოები მაგაზე არიან გადარეულები,შენ კიდე გაიძახი „არა!არ მინდაო!“.
-მორჩა წადი,უნდა ვიმუშაო.
-ოჰჰჰ კარგი,მაგრამ თემას მივუბრუნდებით.-გადამკოცნა და წავიდა.
მე მუშაობას შევუდექი და ახლი ესკიზების ხატვა დავიწყე.
მეორე დღეს ჯეიკობმა პაემანზე წამიყვანა,სისულელეებს მიყვებოდა წყლის კუებზე,ამიტომაც მთელი საღამო მაინც ყურადღება მქონდა გაფანტული,ბოლოს რესტორანში ალექსი და კელი შემოვიდნენ, ამან უფრო გამიფანტა ყურადღება.ის გოგო მთელი საღამო ალექსის მხრებზე დააცურებდა ხელებს.
-...კუნთები კარგად აქვთ განვითარებული, ტანისა კი თითქმის გამქრალია. ზურგის ტვინი უკეთესად არის განვითარებული, ვიდრე თავისა. გრძნობის ორგანოებიდან ყველაზე კარგადაა განვითარებული ყნოსვის, გემოვნებისა და შეხების ორგანო...-ჯეიკობი მონოლოგს განაგრძობდა.ალექსს ვანიშნე გარეთ გასულიყო.
-მაპატიე,ორი წუთით გავალ.კარგი?!-ჯეიკობმა თავი დამიქნია.
ბართან მივედი და ორივე მაგიდის ანგარიში გადავიხადე. ჯერ ალექსი გავიდა,შემდე კი მე გავყევი.
-გამარჯობა.-მითხრა და ლოყაზე ნაზად მომეფერა.
-წამიყვან აქედან?-ხელები მოვხვიე კისერზე.
-პაემნებიდან გაპარვას მთავაზობ?-გაეცინა.
-კი...
-მოიცა...ანგარიშს გადავიხდი და წავიდეთ.
-არა,არა უკვე გადავიხადე და ოფიციანტსაც ვუთხარი,ორივეს ეტყვის,რომ კომპანიაში გადაუდებელი საქმე გამოგვიჩნდა.
-ნწ,ნწ,ნწ ეს თქვენ ხართ ქალბატონო მერი?-თავი გააქნია.
-აბა შენ მოგესმინა ამბავი წყლის კუებზე...
-მე უარსს ვისმენდი...ერთი წუთით,ანუ მთხოვ რომ პაემანზე წაგიყვანო?
-არა.
-მაშინ დავბრუნდეთ.-მიბრუნდა და რესტორნისაკენ სვლა დაიწყო.
-გთხოვ!
-რას?!-სწრაფად შემობრუნდა.
-ოჰ ალექს...გთხოვ პაემანზე წამიყვანე.
-კარგი.-ხელი მომკიდა და მანქანისკენ წამიყვანა.
-სად მივდივართ?
-სიურპრიზია.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent