შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნიღაბი (დასასრული)


4-04-2018, 16:53
ავტორი Melancholic
ნანახია 2 133

დილით გაღვიძებულს ნიაკო სახლში არ დახვდა. სამზარეულოში შევიდა იმ იმედით რომ სადმე მარწყვის იოგურტს იპოვიდა, ვერსად რომ ვერ იპოვა გადაწყვიტა თვითონ წასულიყო საყიდლად, ტყავის ელასტიკა, ბოტასები და უზარმაზარი გრძელი ლურჯი ჯებრი გადაიცვა.
გარეთ რომ გავიდა თბილოდა ამიტომ გასეირნება გადაწყვიტა, პარკებში დადიოდა და ბავშვებს ეთამაშებოდა, შემდეგ ერთ კაფეში შევიდა, ფანჯარასთან მდგომ მაგიდასთან ჩამოჯდა და მიმტანს დაელოდა. მიმტანისთვის შეკვეთა უკვე მიცემული ჰქონდა, როცა მისი მობილური ამღერდა.
- გისმენთ?
-.....
- გისმენთ. - რომ არავინ გააგონა მობილური გათიშა და ჩანთაში ჩააგდო. მიმტანმა შეკვეთა მალევე მიუტანა, უცებ ნიაკო და გიორგი გაახსენდა და დაურეკა.
- ნიაკო. სად ხარ?
- რენე...
- რენე კი არა ჩვენი სახლის წინ კაფე როა იქ მოდი. - უთხრა და გაუთიშა.
- გიოოო, სადხარ?
- მე.... ისა....
- კაი არაფერი არმითხრა, ჩემი სახლის წინ კაფე როა იქ მოდი. - სანამ ნია და გიორგი მივიდოდნენ რენემ ყველაფერი შესანსლა.
. . . . .
- 40 წუთია გელოდებით სად ხართ ამდენ ხანს? - გაბუტულმა რენემ ხელები გადაიჯვარედინა.
- ჩვენ...
- კაი ჰო.... აუ გავისეირნოთ რაა. - რენემ მაგიდაზე ფული დადო და ფეხზე წამოდგა, კაფიდან სწრაფი ნაბიჯებით გავიდა, ნია და გიო კი ფეხდაფეხ მიყვებოდნენ.
- აჰ. - წამოიკივლა რენემ და მუცელზე მიიდო ხელები.
- რენე რა გჭირს? ჯერ ადრეა.
- დამეწყო. - წამოიკივლა რენემ და მეგობრებს ჩაეჭიდა. გიომ მანქანაში ჩასვა და საავადმყოფოში წაიყვანა.
. . . . .
- ღმერთო ჩემო... ჯერ ადრეა. ნეტავ არაფერი მოხვდეს. - წინ და უკან დადიოდა ნია დერეფანში და ექიმს ელოდა.
- დაწყნარდი ყველაფერი კარგად იქნება.
- ვუთხრათ რო ჩამოვიდა?
- არა და არც დიტოს ეტყვი, ჯობია წავიდეს, ისევ რენეს გამო -
ექიმიც გამოვიდა და წყვილს გაუღიმა.
- ყველაფერი რიგზეა, არაჩვეულებრივი გოგონა და ბიჭი შეეძინა. - თქვა ღიმილით და წავიდა. ნიაკომ და გიორგიმ შეჰკივლეს და ერთმანეთს ჩაეხუტნენ.
. . . .
ორივეს ღია ცისფერი თვალები ჰქონდა რენესავით, გარეგნობით კი მამას გავდნენ.
იმ წამს რენეზე ბედნიერი არავინ იყო.

* * *
5 წლის შემდეგ.
- რისი თქმა გინდათ ჰა ამოღერღეთ. - შესჩივლა რენემ გიოს და ნიაკოს.
- ჩვენ... ვქორწინდებით.
- კააააი!? - გაწელა სიტყვა რენემ და მეგობრებს შეახტა. - აუუ რამაგარია, მაღირსეთ როგორციქნა.

* * *
ქორწილის დღეც დადგა, რენე ისეთი ლამაზი იყო ცოტაც და ნიაკოს დაჩრდილავდა. ულამაზესი თეთრი კაბა ეცვა, ყვავილებით მოხატული, ზურგზე ამოღებული, აბრეშუმის, ფრიალა. ლილეს ულამაზესი ფერიის კაბა ეცვა ანდრეს კი სმოკინგი. დას გვერდიდან არასდროს შორდებოდა, სულ ერთად იყვნენ ყველგან. ქორწილი უკვე დასასრულს უახლოვდებოდა, რენე კი ბავშვებს ვერსად პოულობდა.
. . . . . .
- ლილე. - დას ექაჩემოდა ანდრე რომ წაეყვანა. ამ დროს მაგიდას მაღალი მამაკაცი მიუახლოვდა და ბავშვებთან ჩაიმუხლა. ბიჭს თავზე ხელი გადაუსვა და გრძელი თმა აუჩეჩა.
- რა გქვია? - თბილად გაუღიმა ბავშვს.
- ანდრე. - უხეშად მიუგო ბიჭმა და დას მიუბრუნდა. - ლილეე წამო, დედა გაბრაზდება.
- რამდენი წლის ხარ?
- 6 ვხდები
- ეს პრინცესა ჩენი და?
- კი, და დედამ მითხრაა გაუფრთხილდიო, ის კი არმიჯერებს. - გაბრაზებით ჩაიბურდღუნა ანდრემ.
- შენი დედიკოს სად არის?
- ნათლიასთან.
- ვინაა შენი ნათლია, - დარბაზი მოათვალიერა კაცმა და ბავშვები ხელში აიყვანა.
- ნიაკო.... აი დედიკოოო. - თითი გაიშვირა ბიჭმა რენეზე რომელიც ანერვიულებული დაეძებდა მათ. კაცს სახეზე ფერები გადაუვიდა, ბავშვები ძირს დასვა, ისინიც დედასთან გაიქცნენ, რენემ გულზე ხელი მიიდო და ამოიოხრა თითქოს გულიდან დიდი ლოდი მოიხსნაო. ბავშვები გულში ჩაიკრა და მაგიდასთან წაიყვანა.
მამაკაცი კი გაქვავებული იდგა და ულამაზეს რენეს შეჰყურებდა რომელსაც ლილე გულზე მიეხუტებინა და თავზე ეფერებოდა.
. . . . .
ლილე დედას მიეხუტა და ჩაეძინა, რენე ფრთხილა წამოდგა, ერთი ხელი ანდრეს მოკიდა და ნიასთან მივიდა.
- ნიაკო უნდა წავიდეთ ჩვენ, ცოდოები არიან.
- კაი რენე. - ნიაკომ ბავშვები ჩაკოცნა და გაუშვა.
- ანდრე დე არდამეკარგო რა. - დახედა პატარა ბიჭს, მანაც თავი გაუქნია და დედას მიყვა, ნელი ნაბიჯებით მიიწევდნენ გასასვლელისკენ, როცა ანდრე შეჩერდა.
- დეე.
- ხო დე.
- 'ტუალეტში' მინდა.
- მოთმენა შეგიძლია?
- არაა. - აწუწუნდა ბიჭი.
- კაი დე წამო. - ცდილობდა რომ ლილე არ გაეღვიძებინა.
- შენთვითონ გაართმევ თავს პატარ პრინცო? - ჰკითხა და შვილს ცხვირზე დაჰკრა თითი, ბიჭმაც თავი დაუქნია და საპირფარეშოში შევიდა. ლილე შეიშმუშნა დედა კისერზე მოჰხვია ხელები და თავი ყელში ჩაურგო. რენე ჩუმად ღიღინებდა რომ ლილეს არ გაღვიძებოდა. საპირფარეშოში ვიღაც შემოვიდა მაგრამ რენე, უკან არც კი მიბრუნებულა, ცოტა ხმას აუწია რომ ხმაური დაეფარა, და ლილეს არწევდა, ანდრეც გამოვიდა საპირფარეშოდან, მაგრამ ხელ საბანს ვერ სწვდებოდა.
- მოიცა დე სველ საფეტკს მოგცემ. - იქვე მდგარი სასალფეტკიდან ამოაძვრინა სველი სალფეტკი და ბავშვს გაუწოდა. ანდრეამ სალფეტკი სანაგვეში მოისროლა და დედას ხელი ჩასჭიდა. ისე მობრუნდ რენე რომ გვერდზე მდგომი მამაკაცისთვის არც კი შეუხედავს რომელიც, ადგილზე გაქვავებული იდგა და რენეს გაფართოებული თვალებით უყურებდა.
. . . .
მანქანაში საბავშვო სავარძლებში მოათავსა ორივე და საჭეს მიუჯდა. ის ის იყო უნდა გასულიყო რომ წინ მანქანა გადაეღობა და ძლივს მოასწრო გაჩერება.
- კარგად ხართ? - ჰკითხა შეშინებულმა ბავშვებს.
- დე ლილე დავიჭირე.- უთხრა ანდრეამ. შეშინებულმა რენემ გულზე ხელი მიიბჯინა და ამოიხვნეშა.
- მოვალ ახლავე. - უთხრა ბავშვებს და მანქანიდან გადავიდა, წინ მდგომი მანქანიდანაც გადმოვიდა ვიღაც მთვრალი ბიჭი.
- წინ არ იყურებით? როგორ შეიძლება ასეთი უყურადღებო იყო ადამიანი.
- შენ მოგყავდა მანქანა სწრაფად და მე მეჩხუბები?
- ღმერთო ჩემო მანქანა შემს წინ გააჩერეთ. რომ ვერ მომეწრო გაჩერება მერე რასფიქრობდით?.
- მოკეტე და წაეთრიე აქედან თორემ არ ვიცი რასგიზამ. - დაუღრიალა ბიჭმა, შეშინებული რენე ადგილზე შეხტა. ამდროს მანქანის კარის ხმა გაიგო და უკან მიიხედა, მანქანიდან ანდრე გადმოვიდა და დედამისისკენ გაიქცა.
- არავის აქ უფლება დედაჩემს უყვიროს. - წინ გადაეღობა პატარა ანდრე კაცს.
- ანდრე მოდი ჩემთან, შენი და მარტო როგორ დატოვე? - ხელში აიყვანა ბიჭი და გაუბრაზდა.
- მთვრალი საჭესთან არ უნდა იჯდეთ. - ისე უთხრა არც კი შეუხედავს და მანქანისკენ დაიძრა.
- მე... მაპატიეთ.

* * * *
დილით ადრე კარზე ზარის ხმა ესმის, სწრაფად მირბის კარისნენ რომ ბავშვები არ გააღვიძოს.
კარებს აღებს და ვერ ინძრევა, თვალებს რამდენჯერმე ახამხამებს მაგრამ ფონი იგივეა, ვერ იჯერებს ან არ უნდა დაჯერება.
- რენე. - "ის არის" სრულიად შეცვლილი.
- შენ... ? შენ დაბრუნდი.- თვალები აუწყლიანდა და ცრემლები გადმოსცვივდა. იქვე კარებთან ჩაიკეცა და აქვითინდა. ბიჭიც მასთან ერთად ჩაიკეცა მაგრამ ხელის შეხებას ვერ ბედავდა.
- დე..
- დედაა.. - კიბეებზე ჩამორბოდნენ ბავშვები. ორივე დედასთან მივიდა და ცრემლები მოსწმინდეს.
- ნუ ტირი დეე
- რატო ტირი დე? - ეხუტებოდნენ დედას.
- ეს კაცი ვინარის.
- ეს ის კაცია გუშინ ქორწილში რომ იყო. - თქვა ანდრეამ და კაცს მიუბრუნდა.
- დედაჩემი შენ ატირე?- წარბები შეკრა და კაცს შეუბღვირა. რენე ფეხზე წამოდგა და ლილე ხელში აიყვანა. გოგონა დედას მოეხვია და ლოყაზე მოეფერა.
- აღარ იტირო დე. - რენემ თავი გაუქნია არაო და სახლში შეიყვანა. ანდრე და დიტოც უკან მიყვნენ.
- რენე უნდა ვილაპარაკოთ. - რენემ დიტო ცალკე ოთახში გაიყვანა.
- ლილე და ანდრე... ისინი ჩემი შვილები არიან!?. - უხმოდ დაუქნია რენემ თავი და ისევ ცრემლები გადმოსცვივდა. დიტომ თავი ჩახარა და კედელს მიეყრდნო.
- არ მაქვს იმედი რომ ოდესმე მაპატიებ მაგრამ უნდა წავსულიყავი. შენს გამო, არმინდოდა შენთვის რაიმე დაეშავებინათ. ვალი მქონდა რენე... ძალიან ბევრი. მათ იცოდნენ შენს შესახებ და დამემუქრნენ. თუ მე არწავიდოდი შენ დაგიშავებდნენ რამეს...
მაპატიე გთხოვ.
- მომენატრე... ძალიან მომენატრე. - აქვითინდა და ბიჭს ხელები მოხვია.
ბიჭი შეკრთა და პულსი აუჩქარდა, ხელები მოხვია და გულში ჩაიკრა.

* * *
10 წლის
- ლილეე გააჩერე გოგო თავი. - შეუღრინა ანდრემ დას.
- გაჩერებული მაქვს.
- იცოდე დაგაწიწკნი.
- კაი ჰოო. - ანდრემ დას თმა ლამაზად დაუწნა.
ანდრე ძალიან სერიოზული და ჩხუბის თავი იყო. მაგრამ დედასთან ყოველთვის წყნარად იქცეოდა და ლილეს ყოველთვის უვლიდა.
- დე ბარბარეს სკოლიდან მე გამოვიყვან. - წამოდგა ანდრე ტყავის ქურთუკი მოიცვა და სახლიდან გავიდა.
რენე სამზარეულოდან გამოვიდა და მდივანზე ჩამოჯდა, ისეთი დაღლილი იყო რომ იქვე ჩაეძინა.
- მოვედიი. - შესძახა დიტომ და მისაღებში შემოვიდა.
- ჩშშუ სძინავს. - მძინარე დედაზე ანიშნა ლილემ. დიტოს გაეღიმა და რენეს მიუახლოვდა, სახეზე უკითხავად ჩამოყრილი თმა გადაუწია და შუბლზე აკოცა. ფრთხილად აიყვანა ხელში და კიბეებს აუყვა, საძინებელში შეიყვანა საწოლში ჩააწვინა და პლედი მოახურა.

......

სხვა რამ მინდოდა მაგრამ ასე გამოვიდა. დრო არ მქონდა და უცებ "მივაფუჩეჩე" იმედია მოგეწონ
ათ



№1  offline წევრი goddess

მომწონს კარგი ისტორია იყო ❤

 


№2  offline წევრი Melancholic

Madloba ❤❤❤❤
goddess
მომწონს კარგი ისტორია იყო ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent