ნიღაბი თავი 3
- ნია სულ გაგიჟდი ხო!? - აი რენე რა ჩემი ბრალია. ძალით ხო არ მინდოდა არა!? თან არც ჩემი ბრალი არაა. მე რავიცოდი ახლა ის ხე რომ იმ მოსახვევში იდგა!? თვითონ შემომასკდა თვი-თონ! - ნია ისეთი სერიოზული სახით ყვება ამ ამბავს რენე სიცილს ვერ იკავებს და უკვე ხმამაღლა იწყებს ხარხარხს. - დამცინე ხო დამცინე.-გაბუტული ნია ხელებს იჯვარედინებს და ტუჩემს ბრიაცავს. - ნია! ხომ იცი შენ რომ რამე დაგმართნოდა ვერ გადავიტანდი. ხომ შეგეძლო ტაქსით წასულიყავი, მთვრალს საჭესთან რა გინდოდა! - შენი ბრალია, შენ რომ დიტოსთან არ გაქცეულიყავი. ახლა აქ არ ვიქნებოდი. - ნია!? ეჭვიანობ? - ეჭვის თვალით გახედა დაქალს. - მე? - გაწელა სიტყვა ნიამ. - რასაა რომ ამბობ? როდისიყო ვეჭვიანობდი? უბრალოდ ნერვები მეშლება, საერთოდ აღარ მაქცევ ყურადღებას. - გაიბუტა ნია და რენეს თვალი მოარიდა. - ნიაკო - მასე ნუ მეძახი. - ჯუჯღუნებს ნია. - ხო იცი რო ძალიან მიყვარხარ?! - ჩემზე მეტად რატი გიყვარს. - ღმერთო ჩემო ნია ნუ ბავშვობ. - გაბრაზდა რენე და დაქალს შეუბღვირა, ნიამ ამღვრეული თვალებით გამოხედა და ტუჩები დაბრიცა. - ოღონდ ეს არა ნიაკო, არ იტირო, რა ვთქვი საწყენი? მაპატიე, მართლა ძალიან მიყვარხარ მაგრამ სისულელეებს ლაპარაკობ ვერ ხვდები? - მაპატიე. - ამოიბუტბუტა ნიამ და დაქალს ჩაეხუტა. * * * ღამის 02:00 საათზე ისმის მობილურის გამაყრუებელი ზარის ხმა, - გისმენთ - პასუხობს ნამძინარევი ხმით რენე. - რენე. მჭირდები - ისმის დიტოს გამტყდარი ხმა. - დიტო?! რა გჭირს? - უცებ დგება საწოლიდან და ტანსაცმელს იცვამს. - მეტი არშემიძლია. - ღრიალებს და რაღაცის მტვრევის ხმაც ისმის. - რატი გაუძელი მოვდივარ გესმის? შენთვის სასიამოვნო რამეზე იფიქრე, არ დანებდე გთხოვ. - ტაქსს აჩერებს და მისამართს კარნახობს. - მიყვარხარ რენე. - ისმის რატის ტირილ ნარევი ხმა. - მეც მიყვარხარ რატი უნდა გაუძლო. - მოვედით. - ტაქსის მძღოლს ფულს აძლევს და მანქანიდან გადადის. კიბეზე არბის და სახლში შედის, აივნის კარი ღია ხვდება, ყველაფერი ძირს ყრია, დიტო კი ოთახის კუთხეში ზის და აქეთიქით ირწევა. - დიტო. - ფრთხილად უახლოვდება ბიჭს და მხარზე ხელს ადებს. ბიჭი უცებ რეაგირებს, რენეს ყელში სწვდება და კედელზე ახეთქებს, ისე უჭერს ხელებს რომ სუნთქვის საშუალებაც აღარ აქვს. "ფსიქოპათიზება" უცებ ახსენდება რენეს. - დიტო. - ძლივს ამოთქვა ერთი სიტყვა, მაგრამ ბიჭი არ ჩერდებოდა. რენემ მისი სახისკენ წაიღო ხელი და ლოყაზე მოეფერა. ცრემლებმა დაუსველეს ღაწვები. - მიყვარხარ. - უკვე გონება ებინდებოდა, ბიჭმა დენდარტყმულივით შეუშვა ხელები და უკან დაიხია. - რენე - შენ ამას შეძლებ. გაუმკლავდები. - ჩურჩულით უთხრა რენემ და სახეზე მოეფერა. ბიჭი ცხოველივით დაეწაფა. მის ბაგეებეს, რენეს შეწინააღმდეგება არც უცდია, ეს იყო "ფსიქიკური დამოკიდებულება". უცებ აიტაცა გოგო ხელში და საძინებელში შეიყვანა. საწოლზე უხეშად მიაგდო, კაბა ერთი ხელის მოსმით შემოახია და ზემოდან მოექცა. ყველაფერს ისე უხეშად აკეთებდა რომ რენეს მთელს ტანზე მხოლოდ სილურჯეები და სისხლ ჩაქცევები უჩნდებოდა, ცრემლები გაუჩერებლად სდიოდა თვალებიდან, დიტო კი არ ჩერდებოდა და უარეს ტკივილს აყენებდა. დილით ტკივილმა გააღვიძა, დიტოს ისევ ეძინა, საწოლიდან ფრთხილად წამოიწია, მაგრამ საშინლად ასტკივდა მუცელი, შემდეგ როგორც იქნა წამოდგა ფეხზე, სიმწრისგან ცრემლები სცვიოდა. * * * სარკეში საკუთარი სხეული შეათვალიერა, ყელზე ჯერ კიდევ ეტყობოდა ხელების კვალი. სილურჯეები მენჯებზე, ფეხებზე, მაჯებზე და ლავიწებზე. მარჯვნივ, ზურგზე სისხლ ჩაქცევა. საშინლად გამოიყურებოდა. - რენე მანდ ხარ? - სააბაზანოს კარზე მიუკაკუნა დიტომ. - გამოვდივარ. - წარმოთქვა ძლივს გასაგონად და ტანზე ხალათი მოიცვა. დიტო გაფართოებული თვალებით ათვალიერებდა რენეს ტანს და თვალები ემღვრეოდა, თავი ჩახარა დასჯილი ბავშვივით და გოგოს ჩაეხუტა. - მაპატიე. * * * - რენეეე! - ძილბურანში ჩაესმოდა ნიას წიკვინა ხმა. - მთელი დღეა გძინავს ადექი რაა. - გთხოვ ნია მაცადე ძილი. - აბა საავადმყოფოდან დაერეკათ ხო წამოხტებოდი ეგრევე. - კაი ჰო, ვდგები. ზლაზვნით წამოდგა საწოლიდან და სააბაზანოში შევიდა მოსაწესრიგებლად, იქიდან გამოსულს, ნია, დიტო და გიორგი დახვდნენ მისაღებში. - გამობრძანდა ჩვენი მძინარე მზეთუნახავი. - შეჰკივლა ნიამ. - ჰო მზეთუნახავი. - გააჯავრა ირონიით. - რა არა? - არა! ყავა დამისხი, იმედია გახსოვს რომ მხოლოდ რძიან ყავას ვსვამ. - კაი... - რენეს მობილური ამღერდა და ის-ის იყო უნდა ეპასუხა რომ ნიამ სტაცა ხელი. - გთხოვ დღეს არა. - როგორთუ დღეს არა, იქნებ სულ რახდება?. - გისმენთ. - უპასუხა ნიამ. - დიახ... ახლავე.-მოიღუშა ნია და მობილური დაქალს გაუწოდა. - გისმენთ... კი მევარ... ახლავე... ყველაფერი მზად დამხვდეს. - უცებ წამოხტა და ფეხსაცმელები ამოიცვა, დუტს ხელი დაავლო და სახლიდან გავიდა. - რენე დამელოდე წაგიყვან. - კარგი. - დიტომ მანქანის კარი გაუღო და შემდეგ თვითონ ჩაჯდა. მალევე მივიდნენ საავადმყოფოში. მაშინვე გაემზადა და საოპერაციოში შევიდა. - შუშის ნამსხვრევები ამოვუღეთ, მაგრამ ეს რკინა... ავარია მოხვდა, ის ერთადერთი გადარჩენილია. - უცებ მიაყარა ექთანმა. რენეს გულის რევის შეგრძნება დაეუფლა ამ ყველაფრის შემხედვარეს. მთელი დღე ოპერაციაზე გაატარა. ეს იყო ყველაზე რთული ოპერაცია რაც კი ჰქონია ამ 1 წლის მანძილზე რაც ამ საავადმყოფოში დაიწყო მუშაობა. პალატიდან ღამის 02:15 საათზე გამოვიდა. დერეფანი სავსე იყო ხალხით, ექიმს ყველა მუდარის თვალებით უყურებდა. - გადარჩა. - ძლივს გასაგონად თქვა. შემდეგ თვალთ დაუბნელდა და ჩაიკეცა. - რენე!? რენე! გონს მოდი. - დდ...იტო. - ძლივს გასაგონად ჩურჩულებს და თავს ძალას ატანს რომ გაიღვიძოს. თვალებს ახელს, დიტოს და რამდენიმე ექიმს ხედავს და ისევ ითიშება. - არაფერია, მთელი დღე ოპერაციაზე იყო, გადაღლილია. - ძილბურანში ჩაესმის ერთერთი ექთნის ხმა. * * * დილით ხმაური აღვიძებს. - რენე გაიღვიძე? როგორ მანერვიულე. - შესჩივლა ნიამ დაქალს. - დიდი არაფერი. - უთხრა და საწოლიდან წამოდგა. - რომელი საათია? პაციენტები მყავს შესამოწმებელი. - 9 საათია ჯერ. - ხოდა წავედი. - თავის კაბინეტში შევიდა, პაციენტების ანკეტები აიღო და ჩამოვლა დაიწყო. რამდენიმე საათში სამუშაოც დაასრულა და შენობა დატოვა. კიბეებთან დიტო შენიშნა და მასთან მივიდა. - დაიღალე? - საშინლად. - ბიჭს კისერზე ჩამოეკიდა და ლოყაზე აკოცა. - მშია. - გშია? - სიცილით ჰკითხა ბიჭმა. - აჰამ. - ღმერთო ჩემო რა გასაკვირია, 2 დღეა არაფერი გიჭამია. წამო დავსხდეთ სადმე. * * * - ოფიციანტებსაც ხომ არ მიაყოლებდი. - ჰკითხა მომღიმარმა დიტომ პირ გამოტენილ გოგონას. - ნუ დამცინი, მშია და რავქნა, რამდენიხანია ნორმალურად არმიჭამია. - კაი ჰო. - დანებების ნიშნად ბიჭმა ხელები აწია. * * * - რენე რაღაც მინდა გითხრა. - კარგი მოვიდე შენთან? - არა მობილურით... ისე ვერ გეტყვი. - კარგი გისმენ. - მე... მაპატიე რენე. უნდა წავიდე. - როგორთუ უნდა წახვიდე? - მაპატიე რენე. - დიტო ვერაფერი გავიგე, ნორმალურად ამიხსენი, სად მიდიხარ?! ან რატო? ნუ მანერვიულებ. - უკრაინაში... არ მინდა რამე დაგიშავდეს... იმედია ოდესმე მაპატიებ რენე... მიყვარხარ. - დიტო?! დიტო?! -.... * * * ვერ აგიღწერთ იმ ტკივილს რასაც იმ წამს გრძნობდა რენე. გული ნაეფლეთებად ექცა, ყველა ადამიანში მხოლოდ დიტოს ეძებდა, ყველგან მისი ხმა ესმოდა, მონატრება ყელში უჭერდა და ახრჩობდა. აღარ დაურეკია მას მერე. იმ ღამეს აეროპორტშიც მივიდა მაგრამ, წასული დახვდა. დღეები დღეებს მისდევდა ის კი არ ბრუნდებოდა. - რენე რამდენ ხანს უნდა იყო ასე? მხოლოდ სამსახური და სახლი, იმ სამსახურიდანაც მხოლოდ 2 საათით თუ მოხვალ სახლში. საკუთარი თავი მაინც არ გეცოდება? რამ შეგცვალა ასე? ხომ იცი რომ ვერ დაგკარგავ გონს მოდი. - ლექციებს უკითხავდა ნია უკვე მერამდენედ. - საავადმყოფოში მეჩქარება ნია, მერე გნახავ. - და მერამდენედ ერთი და იგივე პასუხი. ნიღაბს ისევ ატარებდა, ყოველთვის ეკეთა, არსად იხსნიდა როგორც ადრე. - რენე?! დღეს არ ისვენებ? ახალი წლის ღამეა. - ჰკითხა გაკვირვებულმა მორიგემ. - ვმუშ... - სიტყვა ვერ დაამთავრა... თვალთ დაუბნელდა და ძირს დაეცა. - რენე? რენე რაგჭირს? ღმერთო ჩემო... დაუძახეთ ვინმეს. - შეჰკივლა შეშინებულმა ქალმა. * * * - რა მოხდა? - ძლივს გასაგონად იკითხა რენემ. - გილოცავ სიხარულო. ჩვენთვის არ უნდა გეთქვა. - უთხრა ქალმა. - რა? რას გულისხმობთ!? - რას და უკვე 1 თვის ფეხმძიმეხარ რენე. როგორ არ იცოდი?! - რა? - გიჟივით წამოხტა საწოლიდან * * * - დეიდა გავხდები. - შეჰკივლა ნიამ და რენეს შეახტა. - ჰო დეიდა გახდები. * * * რენე რადიკალურად შეიცვალა, მხოლოდ იმ არსებებზე ფიქრობდა რომლებიც მუცელში ჰყავდა. ნიაკოს მთელი დღე აქეთ იქით დაარბენინებდა, ნიაც ისეთი სიხარულით თანხმდებოდახოლმე გეგონებოდათ თვითონ უნდა გაეჩინა. - რენე იცოდე ნათლია მე ვარ.... კარს გავაღებ. - ნიაკო კარის გასაღებად გავიდა და მალევე დაბრუნდა გიორგისთან ერთად. - გიო? როგორ ხარ? სად დაიკარგე? - შესჩივლა რენემ გიორგის. - რავიი... საქმეები მქონდარა მოკლედ. როგორ ხართ? - როგორ უნდა ვიყოთ ბიჭო თვალები სად გაქ? შეხედე ამ ბურთს. ნათლია ვხდები გიიუუუუშ.- გამაღიზიანებლად გაწელა ნიაკომ სიტყვა, შემდეგ კი რენეს დაავლო ხელი და სამზარეულოდან გამოათრია. გიორგის რენეს გაბერილი მუცლის დანახვისას სახეზე ფერები გადაუვიდა. - გაიცანი ლილე და ანდრეა - გაუღიმა რენემ ბიჭს, გიო გონს მოეგო და გოგოს მიაჩერდა. - ტყუპები... ეს... შენ?!... დიტოსია??. - ლუღლუღებდა გიორგი. რენემ უხმოდ დაუქნია თავი და სევდიანად გაუღიმა. გიორგიც მივიდა და მაგრად ჩაეხუტა. - რა ხნის ხარ? - 5 თვის. - სახე გაუბრწყინდა, რენეს. - აუ რამაგარია. - ახალ სახლში გადავდივართ, მე და ნია ერთად. ბავშვისთვის უკეთესი გარემოც იქნება. სამსახურში 2-3 წლის შემდეგ დავბრუნდები. - ღიმილით ყვებოდა რენე და თან მუცელს ხელს არ აშორებდა. - ძალიანაც კარგი. უნდა წავიდე, მალე მოვალ... აუ იცი როგორ გამახრე? * * * - აუ ძაან მაგარი ბინაა რენეე. - შეჰკივლა ნიაკომ და ხტუნაობა დაიწყო. მალე გადაბარგდნენ ახალ სახლში. რენე თავისი უზარმაზარი მუცლით, უზარმაზარ კომბინიზონში ჩაცმული, ვარდისფერი საღებავებით დათხვრილი, ნია კი მოკლე შორტით და უზარმაზარი მაისურით და ისიც ვარდისფერი საღებავებით, მოთხვრილი, ბავშვის ოთახს ღებავდნენ. - რენე დაიღლები. - ოო არააა, არდავღლილვარ, მოვრჩებით თან მალე. - კაი ჰო. ოთახის ღებვას მალევე მორჩნენ, უკვე სამზარეულოში იყვნენ როცა კარზე ზარის ხმა გაისმა. ამჯერად რენე წავიდა კარის გასაღებად. - გიოოო, სად დაიკარგე იცი როგორ მომენატრე? - თვალები აუწყლიანდა რენეს და ბიჭს გადაეხვია. - რენე? ამაზე უნდა იტირო გოგო? არ გამაგიჟო. - სად ვტირივარ აბა. - გაიბუტა რენე და ტუჩები დაპრანჭა. - ნეტა ახლა შენი თავისთვის შეგახედა... იცი რა მოგიტანე? - რაა? - თვალები გაუბტწყინდა რენეს. - ნიაკომ მითხრა მარწყვი, ალუჩა, ბანანი, ვაშლი, თეთრი შოკოლადი და მწარე ტორტი უნდოდაო. - გადაიხარხარა ბიჭმა. - ბოდიში მაგრამ მწარე ტორგი ვერა მაგრამ პიტნის არომაპით თუ რაღაც მასეთია. - მადლობააა. - კიდევ ერთხელ გადაეხვია ბიჭს. . . . . . . - რენეეეე, რას აკეთებ, ვაიმეეეე მარწყვს კიტრის პიკულს როგორ ატან, ღმერთოოო გადააშენეთ. - გემრიელია მართლა. - გაუწოდა ხელით მარწყვი და პიკული. - ვერ ხარ გოგო შეენ მოაშორე. - შეჰკივლეს ერთ ხმაში გიომ და ნიაკომ. რენეს კი ეწყინა მათი დაცინვა და გული აუჩუყდა. - კაი ახლა არ იტირო რა... 8 თვის ხარ ხო უკვე? - ჰკითხა გიორგიმ. - აჰაამ. - თვალები გაუბრწყინდა რენეს. . . . . . ვცდილობ შეცდომები გამოვასწორო, მაგრამ რამდენად გამომდის არ ვიცი. იმედია მოგეწონებათ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.