შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაბრუნება (თავი11)დასასრული


5-04-2018, 11:42
ავტორი ენჯი
ნანახია 1 842

გადავიდა ისე რომ ვერაფრის თქმა ვერ მოვასწარი.
არ ვაპირებდი გადასვლას.
კარები გამომიღო და ხელი გამომიწოდა.
-აქ რა გვინდა გიგი?
-გაიგებ.
ჩემს საყვარელ კაფესთან ვიყავით მთაწმინდის აღმართზე
გადავედი მანქანიდან გიგი ხელ გამოშვერილი დავტოვე. კაფეში შესვლა დამასწრო არც კარები გამიღო ისე შევარდა.სულ გამომაშტერა.მენეჯერს ელაპარაკებოდა,ქერა გოგოს რომელიც ადრე ჩემი საყვარელი მიმტანი იყო და დააწინაურეს.არვიცი რასთან დაკავშირებით მაგრამ მასზე ვიეჭვიანე.
-იქ დაჯექი. ხელით ჩემს უკან მდგომ მაგიდაზე მანიშნა და მეც უხმოდ დავჯექი სკამზე.მალევე მომიჯდა გვერდით.მგონი ენა მექავებოდა...
-არვიცი რატომ წამოვედი.
მე ვბლუყუნებდი, გიგი ფანჯარაში იყურებოდა.
-ხო ხვდები რომ არ შევრიგებულვართ? ისევ არ ვჩუმდებოდი და თან კაფეს ვათვალიერებდი .
ჩაეცინა და ჩემთვის არც შემოუხედავს ისე მითხრა
-გახსოვს იმ დღეს დილით სანამ ვიჩხუბებდით რომ მოგწერე საღამოს სადმე წავიდეთ თქო?
-მახსოვს
თავი დავუქნიე მაგრამ მე ზედაც არ მიყურებდა.
-კარგია,აქ მომყავდი.
-ხო აქ ჩვენ ხშირად დავდიოდით გიგი.
თვალებს ვატრიალებ და მაგიდაზე თითების თამაშს ვიწყებ.
-არა იმ დღეს სიურპრიზი მქონდა მომზადებული.
თქვა და ძლივს მაღირსა, გამომხედა.
სიცილი დავიწყე,თან გარშემო ვიყურებოდი,რომ მივხვდი გიგი არ იცინოდა და მე მიყურებდა გავჩერდი.
-რა სიურპრიზი
საფულედან თვითმფრინავის ბილეთები ამოაცურა,მაგიდაზე დამიდო თითებთან.
-ესენი.
-ეს რაარის?
-კესო იცი რაც არის. გამიღიმა და ნიკაპით ხელის გულს დაეყრდნო.
-ნორმალურად ამიხსენი ყველაფერი ნუ მამკითხავებ რა.
-მოკლედ,ნაყიდი მქონდა ეს „ტუდა აბრატნა“ ბილეთები როცა შევძლებდით მაშინ წავიდოდით,ქალაქის დასათვალიერებლად.იმ დღეს უნდა მეთქვა გუნდის ამბავზე და იმ დღეს უნდა მომეცა ეს.ხელი ქურთუკის ჯიბეში ჩაიყო, შიგნიდან წითელი პატარა ყუთი ამოიღო და ზედ ბილეთებზე დამიდო.
ნერწყვი ხმაურიანად გადავყლაპე და თვალები ცრემლებით ამევსო.
-ცოლობა მინდოდა მეთხოვა.
ტირილი დავიწყე,მომიჩოჩდა და გულში ჩამიკრა.
-არ იტირო რა,ახლაც იგივე ნაირად მინდოდა გამეხარებინე მაგრამ გაჯიუტდი,თან როგორმე ხო უნდა ამეხსნა რეალურად რატომ მოვიქეცი ასე უაზროდ.მიყვარხარ კეს იმაზე მეტად ვიდრე შენ შეგიძლია ამის წარმოდგენა.
-მაპატიე .ჩავიბუტბუტე და გავიტრუნე.
-აუ კესო,პირიქით სულელურად მოვიქეცი,ნეტავ მეთქვა ყველაფერი...შენ ხო გაწყენინე,გაბრაზებულმა სულელური გადაწყვტილებებიც მივიღე,ვიფიქრე ადრე იყო ეს ყველაფერი ჩვენთვის და ჩვენი ურთიერთბისთვის,ისიც ვიფიქრე რომ ჯერ პატარები ვართ და აჯობებდა თუ გავერკვეოდი,მივხვდებოდი რა იქნებოდა უკეთესი, გასული ხუთი თვე კიდევ საკმარისი აღმოჩნდა რომ ჩემი შეცდომა კარგად გამეაზრებინა.
გამიღიმა და მიმტანს დაუძახა
-ერთი შოკოლადის ნამცხვარი და ორი ფორთოხლის წვენი.
იცით რას მივხვდი?ადამიანები მართლა უაზროები ვართ,ჩვენი ჰობია დროის უაზროდ ფლანგვა და საყვარელი ადამიანების დაკარგვა.მიმტანმა ნამცხვარი და წვენი მოიტანა. არც ჭამას ვაპირებდი და არც წვენის დალევას,წითელ ყუთს მივშტერებოდი,გიგი კიდევ მე.
-ახლა?
-ახლა ჭამე ეგ ნამცხვარი თორემ მე შევჭამ.
თმა ყურს უკან გადამიწია და ტუჩები შუბლზე მომაკრო.გიგის ვუყურებდი,ხმას ვერ ვიღებდი ან რა უნდა მეთქვა მისთვის. ჭამა ტყუილად არ დაუძალებია,საერთოდ არ მქონდა მადა,ნამცხვარი კი კარგი იყო, მაგრამ ჩანგლის ჩარჭობისას ბრილიანტის ბეჭდის აღმოჩენა შოკი იყო. არადა როგორი აღარ წარმოვიდგინე,ყუთის გახსნა ისე მინდოდა,მეგონა შიგნით იდო,გიგიმ რომ არ გახსნა და არ მომცა არც მე გავკარებივარ. სიცილი დავიწყე და ისევ ტირილში გადამეზარდა,გიგი ჩემზე იცინოდა და თან სალფეტკით ბეჭედს წმენდდა.
-მეგონა ყუთში იდო.თვალებით მასზე ვანიშნე.
-ხო ვიცი,უცნაურად მინდოდა მეთხოვა ცოლობა,საერთოდ დღეს არ ვგეგმავდი,მინდოდა შენებიც აქ ყოფილიყვნენ,ცოტათი ბანლური გამოვიდა მაგრამ ხო გამომყვები ?
მგონი ხმა ჩამივარდა,მაგრამ თავს გიჟივით ვუქნევდი.

-მიყვარხარ ძალიან გიგი.
სახლში მივყავდი,საჭესთან რომ იჯდა ხოლმე მზერას ვერ ვაშორებდი,ვერც ახლა ვეშვები.
-ვერ გავუძლებ ერთხელაც შენს თვალებს.არ შემოუხედავს ისე მითხრა.
ვხითხითებდი,ვერ გავძელი გადავიწიე მისკენ და ლოყაზე ვაკოცე ხმაურიანად,აღარც მოვშორებივარ,მის მხარზე მედო თავი და ხელზე ვეხუტებოდი. ჩემს სახლთან რომ მივედით,სანდროს მანქანა დავინახე.
-ეს აქ რატოა?
მანქანა გააჩერა და გადმომხედა.
-გველოდება
-იცის?
-რა უნდა იცოდეს?
მიცინის და ხელში გასაღებს ათამაშებს.
-ოოოო გიგი,რა და რომ შევრიგდით
-მოიცა ეს შერიგებაა?
თითით ჩემს ხელზე მანიშნა რომელზეც ნიშნობის ბეჭედი მქონდა წამოცმული.
-ხო კარგი,იცის რომ დავინიშნეთ? თუ რაცაა,დაბნეული ვბლუყუნებდი.
- ცოლობა რომ უნდა მეთხოვა იცის,ის არ იცის რომ დამთანხმდი. გადმოიწია ყელში მაკოცა და მერე სწრაფად გადავიდა მანქანიდან.სადარბაზოსთან გაჩერდა,ჯერ კიდევ მანქანაში ვიჯექი,ხან ბეჭედს ვაშტერდებოდი ხან გიგის, დამიძახა წამოდიო და მეც გადავედი.
ლიფტში სხეულიდან არ მოვშორებივარ,გიგიზე ვიყავი აკრული,კარები გაიღო თუ არა ერთხმად იყვირეს
-გილოცავთ!!!
ნინა და ზურა ჩამოვიდნენ,ეკა და გიორიც აქ იყვნენ ელენიკოსთან ერთად,სანდრო, მარიშკა და ნიკა.ხელში ბუშტები ეჭირათ ეკას და ნინას,სანდროს კიდევ ტორტი ზედ ბეჭდების გამოსახულებით,ზუსტად ვიცი ეს მისი იდეა რომ იქნებოდა.
სირცხვილის და სიხარულის გამო გიგის მკლავებში ვყოფ თავს ,მერე ვაცნობიერებ ბავშურად რომ ვიქცევი და ისე რომ გიგის ხელს არ ვუშვებ პირველად დედაჩემისკენ მივდივარ და ძალიან ძალიან მაგრად ვეხუტები,მის უკან ზურას ვუყურებ,რომელსაც თვალები აქვს აცრელიანებული,ნინას უკან წევს და გიგის ხელსაც მაშორებს. გულში მიხუტებს
-ჩემი კესუნა უკვე დიდი გოგოა.
-მენტრებოდი მაა.
-მეც ჩემო პატარაა.
სახლში ვინაცვლებთ სადაც მოლოცვებს იწყებენ,ნინა ჩემს გალანძღვას.
-შვილო რას ჭამდი,როგორ გახდი,მაცივარი რატომაა ცარიელი,გიგი ეს პატარაა ჯერ არ გინდათ დაქორწინება,შეხედე საჭმლის კეთებაც არ იცის.მაინც და მაინც მამაშენს რატო დაემსგავსე კესო?
ქოთ-ქოთებდა,თან აკვეხებდა რომ გიგიზე უკეთეს სიძეს ვერც ინატრებდა.
ზურამ,მამის სტატუსი კარგად შეისისხლხორცა და სასიძოსთან ერთად აივანზე გავიდა სალაპარაკოდ,არ ვიცი ჩემო ორი უსაყვარლესი მამაკაცი რაზე საუბრობდა მაგრამ ორივე მე მიყურებდა და ბედნიერები იყვნენ.
მერე იყო სადღეგრძელოები,ქართული სიმღერები,გაყრუებული მე,მთვრალი მამაჩემი და ბიძაჩემი,არანაკლებ მთვრალი ბიჭები და გიგი.
გვერდით მეჯდა,ხელი ჰქონდა გადახვეული და შიგადაშინ თავზე მკოცნიდა ხოლმე,ან ყურში უკვე კარგად შემთვრალი სიდებილეებს მეუბნებოდა ქორწილის ღამესთან დაკავშირებით,რაზეც მაგრად ვწითლდებოდი,ვაჟბატონი კიდევ ბჟირდებოდა.
მარიშკა ნიკა და გიგი ჩემთან დარჩნენ მილაგებაში მეხმარებოდნენ.კარგი ვის ვატყუებ,მარიშკა და მე ვალაგებდით გიგი და ნიკა დივანზე ისხდნენ და ბჭობდნენ.
-იცი როგორ მიხარია?
ჭურჭლის გამშრალებას რომ მოვრჩით მომიბრუნდა მარიშკა და მაგრად ჩამეხუტა.
-მიყვარხარ ძაან მარიშ.
-ის ხუთი თვე ვეღარ გიყურებდით,ვერც შენ და ვერც იმ ვაჟბატონს.
-ვიცი ხო და გვაპატიე რა .
თავში წამომარტყა და მისაღებში ძმასთან და ბიძაშვილთან გავიდა.
მარიშკა ყოველთვის ესეთი იყო,ბაღიდან მოყოლებული ვიცნობ მას და არ იცვლება.საოცრებაა მისნაირი მეგობრის ყოლა დამიჯერეთ.
ნიკას ეძინებოდა და მარიშკამ ძლივს გაიყვანა სახლიდან. დავრჩით მე და გიგი,კარები რომ მივხურე და მოვტრიალდი,კედელზე მიყუდებული იდგა და მე მიყურებდა.
-იმიტომ არ ვამბობ რომ მალე ჩემი ცოლი იქნები .უზომოდ სექსუალური ბრძანდებით ქალბატონო კესარია.
მეცინება,მერე სტატუსს-ცოლს ვუკვირდები და გიგის ვუახლოვდები.
-შენ კიდევ ყველაზე სიმპატიური, ასე შენი ყურებით ვერ გავძლებ ქორწილამდე .
ტუჩებში ვკოცნი,მალე ვშორდები და მისაღებში შევდივარ.
-გავძლებთ.მკაცრი ხმით იძახის და იჭყანება,მათვალიერებს და სავარძელში ჯდება.
-გამოვიცვლი მე რა. ხელს ყელზე ვიკიდებ და მუდარით ვაკვირდები.
-მიდი,რას მეკითხები,გადაირიეე?
-არ წახვიდე ორ წუთში გამოვალ.
შუბლზე ვკოცნი და საძინებლისკენ უკანალის ქიცინით მივდივარ.იცინის,ხმა მესმის მისი.კარების დახურვას ვაპირებ,მაგრამ ვერ ვახერხებ ,შუაში დგას.
-გიგი...თვალებს ვუბრიალებ,ეცინება ისევ.
-აქ ვიქნები უბრალოდ რა.
-არა.უნდა გამოვიცალო
კატეგორიული ვკივი უცბად.
-ეეე კესო. საცურაო კოსტუმში ხო მყავხარ ნანახი?
თავს ვუქნევ
-მერე?იგივეა რა,ხოდა,გამოიცვალე,შენი ყურება მინდა უბრალოდ,რას ვაშავებ?
საწოლისკენ მიდის და ზედ ჯდება.
-არაფერს.თავს ჩემთვის ვაქიცინებ. და კარადას ვუახლოვდები. შიგნიდან სპორტულებს ვიღებ და საწოლზე ვისვრი.
არ ვტრიალდები ისე ვიხდი კაბას,თეთრეულის ამარა ვრჩები და დაბნეულობის მიუხედავად, საწოლიდან მშვიდი გამომეტყველებით ვიღებ სპორტულ შარვალს,მიყურებს,იღიმის,ბედნიერია.
-ულამაზესი ხარ.
ფეხზე დგება თითქმის შიშველს სხეულზე მეკრობა,ტუჩებში მკოცნის, მერე შუბლზე და ოთახიდან გადის.
აუღელვებლად ვიცვამ და მეც მასთან გავდივარ,ფანჯარასთან დგას.
-არ დაიღალე?
-არა. თავს აქნევს და ჩემკსენ ტრიალდება.
-ყავა ან ჩაი ხო არ გინდა .
მერე მახსენდება რომ დალეული აქვს.
-უი შენ ნაბეღლავი გინდა.
-გვააქვს?
-კი გვაქვს.მრავლობით ფორმას ხაზ გასმით ვიძახი და ვუცინი.
ისიც ისევ იცინის. ღმერთო უსიმპატიურესია.
-დარჩი დღეს აქ.
-არვიცი მოვიფიქრებ. ლოყაზე მკოცნის და სავარძელში ჯდება.
ნაბეღლავს მაგიდაზე ვდებ და კალთაში ვუჯდები.თმებზე მეფერება და იმ ქართული სიმღერის ღიღინს იწყებს, სავარაუდოდ რომ არ არსებობს.
-ძალიან ძალიან მალე.
-რა?
-ჩვენ.



№1  offline წევრი ენჯი

ესეც ბოლო თავი... მადლობა ყველას ვინც კითხულობდით და მოგწონთ ეს ისტორია.ნასიამოვნები და გახარებული ვარ თქვენს გამო. მიყვარხართ, მალე დავბრუნდები.

 


№2  offline წევრი mariam m.k

CHEMO ARVICI CHEMO ai (ITOKSHI es sityva rom at metqva movkvdebodi) xo anu zan M A g A r I iyo mowona nu eiforidan ar var gamosuli amitom met karg komentars ver vwer p.s male da rundowns

 


№3  offline მოდერი zia-maria

კარგი იყო,ძალიან ვისიამოვნე. kissing_heart kissing_heart kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent