ოსლოში (მესამე თავი)
იმ დღის მერე,სულ უფრო და უფრო მინდებოდა მეტი გამეგო კრისტოფერის შესახებ.სოციალურ ქსელში არ იყო,ამიტომ მიწერას ვერ ვახერხებდი.შაბათ-კვირა იყო,რა უნდა მეკეთებინა?ვიფიქრე ცოტახნით გავისეირნებდი კამილასთან ერთად.მგონი ტელეფონიც იპოვა.ვურეკავდი,მაგრამ არ იღებდა,არც მესიჯებს პასუხობდა.ისევ მარტო უნდა გავსულიყავი გარეთ.ჩემი ფოტოაპარატი ავიღე,კიბეებზე სწრაფად ჩავირბინე და გარეთ გავედი. დავდიოდი და თან ვფქირობდი.ვფიქრობდი ყველაფერზე,როგორ გავიცანი კრისტოფერი,კამილა და როგორ შევიცვალე სულ რაღაც ერთ კვირაში. თავში ათასი რამ მიტრიალებდა.ვის ვატყუებ?მე თვითონაც ვიცი,რომ წლის ბოლოს ისევ გადავალთ სხვა ქვეყანაში და ყველაფერი დამთავრდება.არ მინდა ღრმად შევტოპო,ვიცი თუ ჩვენი ურთიერთობა ასე გაგრძელდება,კრისტოფერსაც და კამილასაც გულს ვატკენ ადრე თუ გვიან.როგორ მენანება აქაურობა,მენანება დასატოვებლად.მომწონს ვიწრო და გრძელი ქუჩები,ხმაურიანი კაფეები და ახალგაზრდები,რომლებიც რაღაცისკენ მიისწრაფვიან. უკვე სამ ქვეყანაში ვიყავი და ეს მეოთხეა.ყველგან სადაც არ უნდა გაგეხედა,ადამიანები რობოტებივით დადიოდნენ,თითქოს გული გაყინული ჰქონდათ.ოსლოში ასე არ იყო... ფიქრი ტელეფონის ზარმა შემაწყვეტინა: -აუ,ვერ გიპასუხე,ლექციაზე ვიყავი. -არაუშავს.შენ სახლთან ახლოს ვარ და გამოხვალ? -კი,15 წუთში მანდ ვარ. -კარგი,გელოდები. იქვე სკამზე დავჯექი და ფოტოაპარატში ფოტოებს ვათვალიერებდი.კამილაც მალე მოვიდა.მარკეტში შევედით,ჩემთვის ლუდი,კამილასთვის კი,წვენი ვიყიდეთ და გზა გავაგრძელეთ.წინ დიდი,მოხატული კედელი დავინახე და კამილას ვთხოვე შეეხედა.ამ დროს ფოტოაპარატი მოვიმარჯვე და უცბად ფოტო გადავუღე.კამილამ ბუზღუნი დაიწო და თან ჩაიბუტბუტა: -ასე არ შეიძლება. -კაი დაწყნარდი,არსად დავდებ. -ჰო მჯერა. ფოტოაპარატი ხელიდან გამომგლიჯა და გაიქცა.გავეკიდე და თან ყვირილი დავიწყე: -იცოდე არ წაშალო,არსად დავდებ გპირდები! კამილა ხმას არ იღებდა,მირბოდა და ღილაკებს ორი წლის ბავშვივით აჭერდა.ბოლოს ძლივს დავიჭირე და ფოტოაპარატი გამოვართვი.იმ დღეს ბევრი ვიარეთ,სახლში მიმკვდარებული მივედი და მალევე დამეძინა. დილით დედამ გამაღვიძა. -ლილე,ადექი.ხელოვნების მასწავლებელმა დამირეკა,გამოფენაზე მიდიხართ მთელი კლასი. -დედა,არ მინდა!დამანებე თავი,მეძინება. -ლილე! -ხო,კაი.ვდგები ნუ ყვირიხარ. სასწრაფოდ ტელეფონი ავიღე და კამილას დავურეკე. -ხელოვნების მასწავლებელმა დედაჩემს დაურეკა,კლასი გამოფენაზე მიდიხართო,დედაჩემმა ლოგინიდან გიჟივით წამომაგდო! -ხო წამოხვალ?ალბათ კრისტოფერიც იქ იქნება და ცოტას გავერთობით. -აუ რა ჩავიცვა? -ამოვალ და აგარჩევინებ თუ გინდა ოღონდ,ნუ წუწუნებ ლილე! ცოტახანში კამილა ჩემთან მოვიდა.მთელი კარადა გამოვალაგეთ,ათასი კაბა ჩამაცვა და ბოლოს მხოლოდ ერთი მოეწონა.კაბას აღარც ვუყურებდი,ერთი სული მქონდა როდის გავიდოდი სახლიდან.გრძელი,შავი კაბა ჩამაცვა,წელამდე მოტკეცილი და წელის ქვემოთ გაშვებული. -უბრალო გამოფენისთვის შეუფერებელი კაბა ხომ არაა?-კამილას გავხედე და ძალით გავუღიმე. -მენდე. ხელი მომკიდა და ოთახიდან გამათრია. მისის ჯონსი (ჩვენი ხელოვნების მასწავლებელი) ავტობუსიდან ჩამოვიდა და ხმამაღლა დაიძახა. -ჩემო კურდღლებო,როგორი საყვარლები ხართ!ავტობუსში ადით და წავიდეთ. არ გაგიკვირდეთ მისი საქციელი.ზედმეტად თბილი ქალბატონია. რადგან ბევრნი ვიყავით,ორი ავტობუსით მოგვიწია წასვლა.მე და კრისტოფერი სხვადახვა ავტობუსებში მოვხვდით. სულ უკან დავსხედით.სკამების უკან დიდი ფანჯარა იყო,თავი შევატრიალე და უკან კრისტოფერი და მისი მეგობრები დავინახე.წინ ისხდნენ და ხელებს იქნევდნენ.კრისტოფერმა ქვედა ტუჩი წინ გამოწია და შემომხედა.გავუცინე და წინ შემოვტრიალდი. მალე გამოფენაზე მივედით.ბავშვები ავტობუსიდან ჩამოვიდნენ და ყველა ერთ ადგილას მოვგრვდით.კრისტოფერი სწრაფი ნაბიჯებით მოდიოდა ჩემსკენ,თან რაღაცას ბურტყუნებდა. -გამარჯობა ლილე. -გამარჯობა.რა გჭირს? -იმ პატარა ლაწირაკმა ფეხებზე გადამიარა და ბოდიშიც კი არ მომიხადა.-ხელი ვიღაც ბიჭისკენ გაიშვირა. -ხედავ?!მარტო მე არ გირღვევ უფლებებს. გაეცინა და მკლავზე ჩამებღაუჭა. მისის ჯონსი სიტყვით გამოვიდა: -ჩემო საყვარლებო,ახლა გამოფენაზე შევალთ,ეცადეთ არ იხმაუროთ და ზრდილობიანები იყოთ. ზოგს გაეცინა,ზოგმა სერიოზულად მიიღო და გაჩუმდნენ.კრისტოფერი გვერდით მედგა და ჩემთან ერთად მოდიოდა. -იცოდე,ნახატებს რომ დაინახავ,სიცილით არ გაიგუდო. -ისე,ასეთ გამოფენაზე არასდროს ვყოფილვარ.სერიოზულად არ მიმაჩნია. -ნაწილობრივ გეთანხმები. კამილა მურმანის ეკალს გავდა,ხმა არ ამოუღია.თავის დიდ თვალებს აქეთ-იქით ატრიალებდა და მისის ჯონსთან ერთად დადიოდა. პირველი ნახატი,რაც შეგვხდა ვან გოგის იყო,მერე ვიღაც ახალბედა მხატვარის.ნახატზე გოგო და ბიჭი ხიდთან იდგნენ და ვარსკვლავებს უყურებდნენ. -ამ ნახატზე მე ვარ და ჩემი მომავალი შეყვარებული. -სიცილით თქვა კრისტოფერმა. -ხო არა? -ხო.დარწმუნებული ვარ მე და ჩემი შეყვარებული ან თუნდაც ჩემი საუკეთესო მეგობარი ბევრს ვიმოგზაურებთ.უარმავ ადგილს ვანახებ და შორიდან ვიღაც დაგვხაყავს. -ასეთი მეოცნებე ნუ ხარ კრისტოფერ,ეცადე სამყაროს რეალურად შეხედო. -დაგიმტიკიცებ,რომ მე უფრო რეალურად ვუყურებ,ვიდრე შენ. ამის შემდეგ მისის ჯონსმა ბავშვები ჯგუფებად დაყო და ისე გაგვანაწილა.კრისტოფერთან ვერ მოვხვდი,ვერც კამილასთან.უცხოებთან აღმოვჩნდი და დაბნეული აქეთ-იქით ვიყურებოდი. გამოფენიდან რომ წამოვედით,კრისტოფერმა მასწავლებელს სთხოვა,ჩვენს ავტობუსში ამოსულიყო. გვერდით მომიჯდა,ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო,ყურსასმენები გაიკეთა და ფანჯარას გახედა.ტელეფონზე სიმღერის სახელი დაეწერა-ARCTIC MONKEYS-DO I WANNA KNOW? ისეთი შეგრძნება მქონდა,თითქოს ყველგან პატარა მინიშნებები იმალებოდა.ცალი ყურიდან ყურსასმენი მოვხსენი და მე გავიკეთე.გაკვირვებულმა შემომხედა და მუსიკის ხმას აუწია. მთელი გზა ფანჯარაში იყურებოდა და ჩემსკენ არც ერთხელ გამოუხედია.ავტობუსიდან რომ ჩავედით,კამილა და მე ერთად წავედით.კრისტოფერი გზაში დაგვეწია. -ეს კაბა ძალიან გიხდება.-გამიღიმა და თავი პატარა,მორცხვი ბავშვივით დახარა. -მადლობა კრისტოფერ.-მეც გავუღიმე და გზა გავაგრძელეთ. იმ დღეს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა,მაგრამ მერე... კრისტოფერი აღარ გამოჩენილა.არც კვირას,არც ორშაბათს იყო სკოლაში.ვნერვიულობდი და არ ვიცოდი რა გამეკეთებინა,ამის გამო ვერც სწავლაზე ვფიქრობდი. სამშაბათს ღამის 2 საათზე მესიჯი მოვიდა,გავხსენი და კრისტოფერი იყო... -მოდი წავიდეთ. -კარგად ხარ? -არა.წავიდეთ,გთხოვ! -სად უნდა წავიდეთ კრისტოფერ?! -სადაც გინდა.ჩემი ფურგუნით წავიდეთ.ფოტოაპარატი წამოიღე და უბრალოდ ცოტახნით გავქრეთ აქედან. ვერ ვხვდებოდი ამას რატომ ამბობდა,საერთოდ რატომ გადაწყვიტა ეს ყველაფერი ასე მალე.იმ მომენტში არ მინდოდა წასვლა.არც მოგზაურობა და არც გასეირნება. -4 საათი დაგვჭირდება გზაში. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს,დავთანხმდი. ეს იყო დასაწყისი იმ ამბის,რომელიც არასდროს წაიშლება ჩემი გონებიდან. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.