შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენამდე (თავი-4)


6-04-2018, 01:53
ნანახია 1 767

ჩემი მშობლები გამახსენდა...ორივე შემთხვევა ერთმანეთს ემთხვევა მხოლოდ დროა განსხვავებული...მან ის განიცადა რაც მე შიგნიდან მღრღნის,მანადგურებს თითოეული წუთი,წამი გარდაუვალია ოჯახის გარეშე...არვიცი რატომ მაგრამ მინდა დამიანეს დავეხმარო მკვლელის ძებნაში.თუ მე ვერ მივაღწიე ჩემს მიზანს მაშინ მინდა რომ ეს დამიანემ გააკეთოს და მისი ოჯახის გამნადგურებელს აზღვევინოს!არვიცი ამას როგორ გავაკეთებთ მაგრამ ალბათ უკეთესი იქნება დამიანესთან კარგ ურთიერთობას თუ დავიჭერ რათქმაუმდა მეგობრულს ვგულისხმობ მას თანაგრძნობა სჭირდება
დიდი დრო გავიდა კატსტროფიდან მაგრამ არიქნება ცუდი თუ ვიღაცას გაუმხელს თავის გრძნობებს იმას ვისაც ეს პროცესი განვლილი აქვს...
არვიცი ასე უცაბედად როგორ ან რატომ გადავწყვიტე ეს ყველაფერი...მგონია რომ ჩვენ ერთმანეთის დახმარებას შევძლებთ.ფიქრებს თავი დავაღწიე და როგორც ჩანს თიკას მობილური გაუთიშია.
ნიკასთან მივედი,საჭმელი უკვე მოუტანიათ თუმცა ჭამის მადა აღარ მქონდა...მუცლის 'ბუყბუყი'დავაინგნორე და მაშინვე საწოლზე მივესვენე...ნიკაც წამში მოვიდა ჩემთან.ისიც არანაკლებ სახე წაშლილი იყო.
-ევა კარგად ხარ?რაგჭირს გოგო ნუ მანერვიულებ!ევა ხმა გამეცი!
-ნიკა...
მას ყველაფერი მოვუყევი და თვალები ლამის შუბლთან აუვიდა.
-ნუთუ მის დახმარებას აპირებ?
-არვიცი მაგრამ ურიგო არ იქნება ერთმანეთს თუ დავეხმარებით.
-და რას ეტყვი შენი მშობლების საქმე ერთად გამოვიძიოთ შენ მე დამეხმარე და მე შენ დაგეხმარებიო?
-არა მასეც არვეტყვი!
-კარგი მაგრამ იცოდე სისულელე არ ჩაიდინო!რაც არ უნდა გააკეთო სულ შენს გვერდით ვიქნები.
ლოყებზე ხელი მომიჭირა და შუბლზე მისი თბილი ბაგეები შემომაგება.
-ჩემი პატარა გოგო!ძამიკოს სიყვარული!
-მიყვარხარ!
-მეც ძალიან...
ნიკამ ხელები მომაშორა და ისეთი გამომეტყველებით შემომხედა მაშინვე მივხვდი რომ რაიმე საშინელი გეგმა ჰქონდა განზრახული.
-ევა.
-არა არა და არა!
-კარგი რააა წამოდი კლუბში გავერთოდ არიქნება ურიგო თუ შენც გაერთობი!სულ დასტოინის როლს ნუ ითამაშებ.
-პირველ რიგში დასტოინის როლს არ ვთამაშობ ისედაც დასტოინი გახლავართ და მერე მეორე მაგ გამომეტყველებას ვიცნობ.ვინმე რომ მოვიდეს ჩემთან გამოსალაპარაკებლად მაშინე მიგვებავ!დაალურჯებ ტიპს და შენსგამო შინაბერა დავრჩები ასერომ არა!
-რასისულელეს იძახი ახლა?ანუ ვიღაც სირ* გინდა მოვუშვა და დავინახო როგორ გაბავს,ცეკვისას კი როგორ გიფათურებს ხელებს?თუ მასეთის ცოლობა გინდა კიბატონო!
-სერიოზულად მთანხმხები?
-სერიოზულად მეკითხები?რათქმაუნდა არა!
-ჰოკაი ნიკა მაგდენი მეც ვიცი!
ვიკამათეთ...ერთმანეთი გავამწარეთ...საბოლოოდ ვერც კი გავიაზრე კლუბის შესასვლელთან როგორ ან რანაირად მოვხვდი...ჩემს კაბას შევხედე:შავი,ტანზე მომდგარი,წელს ზემოთ ამოღებული და მოკლე იყო.თითქოს კაბის მორგებისას გათიშული ვიყავი.თმა უკან გადავიყარე და კლუბისკენ მივაბიჯებდი ნიკა კი უკან მომყვებოდა.
შესვლისთანავე მეცა ალკოჰოლისა და სიგარეტის კვამლის შეზავებული სურნელი.ცხვირი დამეწვა...ჩელებრივ როგორც კლუბებს სჩვევიათ მუსიკის ხმა დამაყრუებლად ისმოდა...ბრბო ერთმანეთს ზედ ეფსკვნებოდა,ზოგი ზასაობდა,ზოგიც მუსიკის რითმს ტანსა და თეძოებს აყოლებდა...ბრბოს ყურადღება შესვლისთანავე მივიბყარი,მზერით მწვავდნენ რაც არც თუ ისე სასიამოვნო იყო..ვიგრძენი წელზე როგორ შემომეხვია ვიღაცის ხელი.ბრბომ თვალი მოგვარიდა მე კი შეშინებულმა შევხდე თუმცა როდესაც სახეზე დავინახე დავმშვიდდი.
-ნიკა შემაშინე!
-ევა გინდა დავლიოთ?
-აუ ჯერ არმინდა მუღამზე ვერ მოვედი.ბართან დავჯდები შენ გაერთე.
-კარგი ოღონდ ერთმა მზერამ მაინც თუ შეგაწუხა მოდიხარ და მეუბნები!
-კარგი.
ბართან მივდივარ,ვჯდები და კოქტეილს ვუკვეთავ.
ბარმენი საკმაოდ სასიამოვნო ბიჭი ჩანს.მაღალი შავი თმით,ცისფერი თვალებით.შავი მოკლე მკლავიანი მაისური აცვია რაც სხეულზე აქვს მოტკეცილი.მაისურზევე ეტყობა ნავარჯიშევი სხეული,კუნთები და კუბიკები.
მიხვდა რომ ვაკვირდებოდი და გაეღიმა.შემრცხვა.
-ახლა ჩამოხვედი?
მეუბნება ქართულად რაც საკმაოდ მიკვირს.
-რომელი უნდა გამიკვირდეს რომ მიხვდი ახალი ჩამოსული რო ვარ თუ ქართულად რომ მესაუბრები?
-ჰმმ ალბათ ორივე.
-ანუ ახალი ჩამოსულიხარ.
აგრძელებს საუბარს მე კი საწრუპი მოვირგე ტუჩებს შორის და სითხეს უფლება მივეცი ჩემს ორგანიზმში მოთავსებულიყო.
-აჰამ
-დამღლელი დღე?
-დამღლელი დღე!
ვიმეორებ მის სიტყვას და თვალებს ვაბრიალებ.
-მიდი იცეკვე გიშველის!
-არა არვარ ხასიათზე.
-ეს დაგეხმარება
მითხრა და ხელში მძაფრ სურნელიანი სითხე მომაჩეჩა
-რაარის?
-უბრალოდ გასინჯე არ ინანებ!
-მოვკვდები?
-არამგონია
თვალი ჩამიკრა მე კი გადავკარი და სასმელი მთლიანად გამოვცალე.
ბარმენს თვალები შუბლთან აუვიდა,გაკვირვებული მიყურებდა.
-აააარა...ეგ...მასე სწრაფად არ უნდა დაგელია!
თავბრუ დამეხვა.ვიგრძენი როგორ მომემატა ენერგია.კიდევ ერთი დავლიე და საცეკვაოდ გავემართე...ბრბოს შევუერთდი,ხელები მაღლა ავღმართე და მუსიკის რითმს ჩემს სხეულს ვაყოლებდი.
ამასთანავე ვგრძნბდი მწვავე მზერას,მაგრამ ახლა ეს ნაკლებად მაინტერესებდა ვაიგნორებდი. დავიღალე იმაზე ფიქით რომ ვინმეს რაიმე არ ვატკინო...ვინმეს არ ვაწყენინო,არ გავაბრაზო.ჩემს ცხოვრებაში ხშირად მიდიოდნენ და მოდიოდნენ ადამიანები...მე კი ამ ყოველივეს მიუხედავად ხალხს მაინც ამაყად ვაგრძნობინებდი თავს მიუხედავად იმისა რომ შინაგანად განადგურებული ვიყავი დავიღალე...ბრძოლის ძალა აღარ შემწევს.თითქმის მივაღწიე იმას რაც მინდოდა...მაგრამ იქნებ ესეც ტყუილი იყო,იქნებ ესეც არ მინდოდა?ახლა ყველაფერი გეუგებარია.21საუკუნეში ბრბომ სწორად განსჯისა,სიკეთისა და თავშეკავების უნარი დაკარგა...ახლა აღარავის აინტერესებს ვინ ვის რას ატკენს,ვინ ვის აწყენინებს ან შეარცხვენს.მე ამ დრომდე ბევრ დაბრკოლებას გადავეყარე.და ვიცი რომ მომავალში გაორმაგებული დაბრკოლებები მელის.ყველაფრის მოუხედავად მე მაიმც ღირსეულად და ამაყად მივაბიჯებ ცხოვრების გზაზე.

....
უკნიდან ვიღაცამ წელზე ისევ ხელი შემომხვია.ნიკა იქნება..გავიფიქრე და ცეკვა გავაგრძელე.
-ამ დროს ბავშვებს უნდა ეძინოთ!
სახე ჩემს ყურთან მოიტანა და ჩამჩურჩულა.მისი ხმის გაგონებისას ტანში ჟრუანტელმა დამიარა.გული ამიჩქარდა.
-არ ფიქრობ რომ ისეთი ბავშვების კატეგორიაც არსებობს ვისაც გვიანობამდე ღვიძავს და ერთობა?
მეც შევტრიალდი და ყურთან ჩავჩურჩულე.
ჩემს ხმაში აღელვებისა და თავდაჯერებულობის ნაზავი იგრძნობოდა.ახლა უფრო გათამამებული ვიყავი.არვიცი ხვალ რას ვინანებ და რას არა მაგრამ მინდა რომ გავერთო.აქამდე იმას ვაკეთები რაც სხვებს მოსწონდათ.არასდროს ვითვალისწინებდი ჩემს სურვილს...მაგრამ ახლა მინდა ის გავაკეთო რაც მე მსურს.
-ხვალ ამას ინანებ.
-რას?ჩემს მომავლ ბოსს რომ გავესაუბრე?თუ ნასვამი რომ ვარ მაგას?
-ორივეს
-ზოგჯერ ისეთი რაღაც უნდა გავაკეთო რასაც ვინანებ წინააღმდეგ შემთხვევაში ცხოვრება უაზრო იქნება.
გასასვლელიკენ წავედი და ფილტვბი სუბთა ჰაერით გამოვკვებე.დამიანეც გამომყვა მოაჯირს დავეყრდენი და ხედს გავყურებდი.
-ფსიქოლოგობა რატომ გადაწყვიტე?
მოულოდნლად სუბარი წამოიწყო.
-ჰმმ არვიცი
-არიცი?!ნუთუ ამას რაიმე მიზეზი არ აქვს ფსიქოლოგობა საკმაოდ რთულია.
-რამოდენიმე წლის წინ მშობლები ავტოავარიაში დავკარგე.დეპრესიაში ჩავვარდი,საკმაოდ რთულია როცა შენთვის საყვარელ ადამიანებს კარგავ.
ცრემლებს ძლივს ვიკავებდი თუმა მაინც ვაგრძელებდი საუბარს.
-შემდეგ..ისეთ სიტუაციაში ვიყავი რომ ფსიქოლოგების დახმარება დამჭირდა.არვიცი ზუსტად რამდენ ხანს ვმკურნალობდი მაგრამ...როგორღაც თავი დავაღწიე ჭაობს.მომწონდა ის რასაც ფსიქოლოგები აკეთებდნენ,მომწონდა როცა ვიღაცას ეხმარებოდნენ.სურვილი გამიჩნდა რომ მეც იგივე გამეკეთებინა.მინდოდა ხალხს დავხმარებოდი იმათ ვისაც მკურნალობა სჭირდებოდათ.ავიწყე კარიერა და ასე ვცხოვრობ ეს ჩემი ცხოვრებაა.არ მყავს ბევრი მეგობრები.მხოლოდ თიკა და ნიკა მყავს..თიკა და ნიკა ჩემს ცხოვრებას უფრო მრავალფეროვანს ხდიან ისინი რომ არა არვიცი რამოხდებოდა...
ჩემს სახეზე გზა ცრემლებმა გაიკვალეს.ვიდექი და სივრცეს გავყურებდი.ალბათ საჭირო იყო ეს ყველაფერი დამიანეს რომ სცოდნოდა.
-მეც გარდამეცვალა მშობლები.
დამიანეს შევხედე და მის თვალებში უდიდესი ტკივილი დავინახე.
-მაშინ ჯერ კიდევ პატარა ვიყავი.ვერაფერს ვიაზრებდი,თუმცა ადრე თუ გვიან როცა ყცელაფერი გავაანალიზე მაშინ დაიწყო ჩემი შავ ბნელი ცხოვრება...ცხოვრება რომლისგანაც დღესაც არ დამიღწევია თავი.ბავშვობიდანვე ვისწავლე საკუთარი თავის აღზრდვა.მაშინ როცა ირაკლიმ ქუჩაში სასოწარკვეთილი,დაღლილი და განადგურებული მიპოვნა მას შემდეგ სცდილობს არაფერი მომაკლოს..მაგრამ მე გავიზარდე ზრდასრული ვარ და არმინდა ირაკლიზე ვიყო დამოკიდებული,ეს არასდროს მომხდარა მაგრამ მაინც...ირაკლის არ ყავდა ცოლი და არც შვილები,არავინ და არაფერი გააჩნდა ბიზნესისა და წარმატებული კარიერის გარდა.მანდედან დაიწყო ყველაფერი.

ორივე გავჩუმდით და ახლა უკვე ვარსკვლავებს მივშტერებოდით.
ხანგრძლივი პაუზი შემდეგ ისევ მე წამოვიწყე საუბარი:
-რალამაზია არა?!
-შენსავით!
ერთმანეთს შევხედეთ და თვალებში ჩავაშტერდით.თითქოს თვალებიდან ვაპირებდით გრძნობების ამოკითხვას
თავზე ხელი მოისვა,თმა აიჩეჩა და უხერხულად გაიღიმა.
მეც გამეღიმა.
-რატომ ხარ მასეთი?
-როგორი?
-როგორი და:ზიგჯერ ბოროტი,უხეში და უზომოდ სერიოზული.ზოგჯერ კიდე სრულიად სხვანაირი ხდები,კეთილი,თბილი,საყვარელი.
-არვიცი ალბათ ასეა საჭირო.
-იცი არ მინდა შენთან კარგი ურთიერთობა დავიჭირო შემდეგ კი მოულოდნელად გაქრე.
-რაიცი რომ გავქრები?
ინტერესიანი მზერა შემომაგება და თვალები მოჭუტა.
-ჩემს ცხოვრებაში საკმაოდ ბევრი ადამიანი იყო.ასე უბრალოდ ვუახლოვდებოდი და შემდეგ ყველა მტოვებდა.თავის საწადელს მიაღწევდნენ და მემშვუდობებოდნენ.არ მინდა გესმის?ვეღარ გავუძლებ კიდევ ვინმე რომ დავკარგო.ამას იმიტომ არ გეუბნები თავი რომ შეგაცოდო ან არ გეგონოს რომ შენთან სხვანაირი ურთიერთობის დაჭერა მინდოდეს.
-მე არსად წავალ!
-რა?
-მე არსად წავალ!არ მიგატოვებ ნუთუ შეიძლება შენნაირი ადამიანი ვინმემ ოდესმე მიატოვის?
-თავიდან ყელა მაგას ამბობს.
-მე ყველა არვარ.მე და შენ განსხვავებულები ვართ ორივეს თითქმის ერთნაირი ცხვრება გვაქვს.ორივეს მშობლები მიგვიკლეს!
-რაა?ვინ გითხრა?მე ეგ არ მიხსენებია!
-მეც მაქვს ჩემი სტრატეგია!იმ ადიანებთან არ ვურთიერთობ ვის შესახებაც არაფერი ვიცი.ანუ შენზე გავარკვიე რაღაცეები და არ თქვა რომ ჩემი მშობლების შესახებ არ იცოდი!ვიცი რომ ყველაფერი თიკამ გითხრა.
-საიდან იცი?
-ადვილი მისახვედრია.
სიომ დაუბერა,ხელები ერთმანეთს მივაბჯინა და ახლაღა მივხვდი თუ როგორ შემცივდა.
-გცივა?
ხმა არ ამომიღია დამიანემ ქურთუკი გაიხადა და მხრებზე მომხვია,მისი ხელები შემეხო არვიცი ეს სიოს ბრალი იყო თუ რისი მაგრამ ტანში უჩვეულო ჟრუანტელმა დამიარა.
-მადლობა.
-ევა ხვალ რადიკალურად სხვა ადამიანები ვიქნებით.რომელიმე ჩვენთაგანი ინანებს ამ საქციელს,მაგრამ არმინდა ამ ყველაფერმა ჩვენი ურთიერთობა დაძაბოს.
ხვალ პირველი დღე გაქვს...არ ინერიულო უბრალოდ იცოდე რომ იქ ბევრი ჭორიკანა გოგოა.გაგჭორავენ,გეჩხუბებიან მხოლოდ იმიტომ რომ შენი შეშურდებათ.
-მადლობა ბოსს დამეხმარა თქვენთან საუბარი.
გავიღიმე.
-გინდა წავიდეთ?
-ჰომმ მე სასტუმროში წავალ.
-მე წაგიყვან.
-არ არის საჭირო ტაქსის გავაჩერებ.
-კიდევ ერთი რამ.სასტიკად წინააღმდეგი ვარ რომ შენ ღამე დამოუკიდებლად იარო!

მოიცა ეს ჩემს უფლებებს ზღუდავს?მაგრამ ნუუ თითქოს ეს სასიამოვნოა.ნიკას წერილი მივწერე რომ სასტუმროში ვბრუებოდი და დამიანეს მანქანაში ჩავჯექი.
-ნასვამი ხარ და ავტომობილი უნდა მართო?
-გეშინია?
ხმა არ ამოვიღე თავი დავხარე დამნაშავე ბავშვივით.
-ნუ გეშინია ბევრი არ დამილევია ისეთს არაფერს გავაკეთებ რაც ზიანს მოგაყენებს.

მთელი გზა ხმა არც ერთს არ ამოგვიღია ალბათ იმიტომ რომ მე ძილ ბურანში ვიყავი.ვგრძნობდი როგორ მიყურება ხოლმე მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი მალევე დამეძინა.
მაშინ ვჭყიტე თვალები როცა ჰაერში ვიყავი.დამიანე დავინახე და დავმშვიდდი,მან ხელები შემომხვია და სასტუმროსკენ მივყავდი.ვენდობოდი ვიცოდი არაფერს დამიშავებდა.



....
დილით საშინელი თავის ტკივილი მაღვიძებს...საათს შევყურებ და ვმშვიდდები როცა ვხვდები სამსახურში როარმაგვიანდება.მაცივრისკენ ძლივს მივიზლაზნე მინერალური წყალი გამივიღე დავისხი და დავლიე.
შავი კლასიკური შარვალი,თეთრი საროჩკა და შავი მაღალ ქუსლიანი ფეხსამელი მოვირგე.მაკიაჟი გავიკეთე,ტყავის ქურთუკი ჩავიცვი,ტელეფონს ხელი დავავლე და სასტუმროდან გავედი.
ერთ-ერთი ავტომიბილიდან შავებში გამოწყობილი ბიჭი გადმოვიდა და ავტომობილის კარი გამიღო.
-გამარჯობა ქალბატონო
-გამარჯობა
ჩავჯექი და კომპანიისკენ გავემართეთ.პირველი დღისთვის საკმაოდ ბევრი ვინერვიულე.
..
შესვლისთანავე მივიქციე თითქმის ყველას ყურადღება...
არ მესიამოვნა.ან ვის ესიამოვნებოდა?მთელი კომპანია რომ გაშტერდება დამეთანხმები რომ არ არის სასიამოვნო პროცესი ჰომ?!
ლიფტში შევედი და ირაკლის მითითებული კაბინეტისკენ გავეშურე.კარი გავაღე და დამიანე დავინახე.ბოსების ჩვეულ პოზაში იყო "ხელები ჯიბეში ჩაეწყო და გამჭირვალ ფანჯარაში იყურებოდა"
შესვლისთანავე გამახსენდა გუშინდელი...დამიანე,საუბარი,ხელში აყვანა,მისი ქურთუკი.
ოოარა.
-გამარჯობა ქალბაონო ევა.
-გამარჯობათ ბატონო დამიანე.
არ გამკირვებია და არც მწყენია გუშინდელის მერე ქალბატონოთი რომ მომმართა პირიქით...
-სამუშაო გრაფიკი უკვე იცით.ახლა საბუთებს მოგცემთ მოაწესრიგეთ და ყავა მომიტანეთ.
ზედაც არ მიყურედაისე მეუბნებოდა. ახლა კი მართლა შეურაცჰყოფილად ვიგრძენი თავი...
'მასე ჰო?მე შენ გიჩვენებ'
სიბრაზე გადავმალე და ბოსის მოთხოვნა დავაკმაყოფილე.
კაბინეტიდან გამოვედი,ყავას ვაკეთებდი მაგრამ გოგონების მოუსვენრობა და ჩემს გვერდით ჩემი გაჭორვა ნერვებს მიშლიდა.
-იცი რაა ვფიქრობ რო ეს გოგო დამიანეს ეპრანჭება.
-აუჰოო გოგო,მაგრამ დამიანე მისნაირს ყურადღებას არ მიაქცევს.
-ამგოგოს უეჭველი უყვარს.
ერთ-ერთი დიალოგი ასეთი იყო მაქსიმალურად შევეცადე წყობილებიდან არ გამოვსულიყავი.თუმცა 'ჯერსკი'გოგონების თავი ახლა ნაღდად არ მქონდა. დამიანეს კაბინეტში შევედი იქ შესულს კი ის დავინახე რასაც ან ვისაც მთელი წელი გავურბოდი.

გამარჯობათ...მინდა უდიდესი,უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის რომ ჩემს ისტორიას კითხულობთ და აქტიურობთ.ვერც კი წარმოიდგენთ როგრ მეხმარებით.სტიმულს მაძლევთ,ეს ისტორია პირველია და იმედია უკანასკნელი არ იქნება...არ გეგონოთ რომ ხარბი ვარ ან რამე მაგდაგვარიბმაგრამ გთხოვთ ძალიან გთხოვთ თქვენი აზრი კომენტარების ველში გამოსახეთ.რათა გავიგო ღირს თუ არაა გაგრძელება.კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.'წინასწარ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!'




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent