შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვინუჟდენში დაქორწინებულები 3


6-04-2018, 14:13
ავტორი ubraloooo tipi
ნანახია 4 231

ალექსს ბრაზისგან სახე მოეღრიცა და თვალებში ნაპერწკლები გაუკრთა. ხელები მომუშტა და ცისფერი თვალებით მტრულად შემომხედა. გაბრაზებულიც კი ძალიან სიმპატიური იყო. ალექსმა მზერა მამამისზე გადაიტანა. როცა მის მკაცრ სახეს გადააწყდა, ისევ მე გადმომხედა. ,,ამას ინანებ''-მეუბნებოდა თვალებით. შემდეგ შებრუნდა და კარისკენ წავიდა.
-ალექს!-შეაჩერა გეგამ. ბიჭი ადგილზე გაიყინა. მივხვდი, გეგა ის ადამიანი იყო, ვისაც მისი მოთოკვა შეეძლო.-შენს საცოლეს სადმე არ დაპატიჟებ?
ალექსმა მტრულად გადმომხედა, მერე კი თითქოს რაღაც მოაფიქრდა, ავისმომასწავლებლად გაიღიმა:-რა თქმა უნდა.
სხეულში უსიამოვნოდ გამცრა. ვხვდებოდი, რომ რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული და ეს რაღაც კარგი ნამდვილად არ იყო.
-გარეთ დაველოდები... საცოლევ. -სარკასტულად დაამატა და კაბინეტიდან გავიდა.
გეგას და დენიელს გადავხედე. გეგას მიწისფერი დასდებოდა და თვალს ვერ მისწორებდა, დენიელი კი ოდნავ იღიმოდა.
-ის ჩემზე თავისივე ნების წინააღმდეგ ქორწინდება?-მომთხოვნად ვიკითხე.
გეგამ თავი ხმის ამოუღებლად, ოდნავ შესამჩნევად დამიქნია.
-კი მაგრამ ეს ხომ უსამართლობაა?! არ შეგიძლიათ აიძულოთ ის გააკეთოს რაც არ უნდა!
-აქამდე მეც იგივეს ვამბობდი- ჩაიცინა დენიელმა. ვერ მივუხვდი.
გეგამ ამოიოხრა:
-ანა აქ ბევრი ისეთი დეტალი არსებობს, რომლებზეც ახლა შენთან ლაპარაკი არ შემიძლია.-ამ სიტყვების წარმოთქმისას ისეთი თვალებით მიყურებდა, უბრალოდ შეუძლებელი იყო მის სიტყვებში ეჭვის შეტანა.
წამოვდექი. გეგაც წამოდგა. ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით და დავემშვიდობეთ. ვაპირებდი დენიელთანაც იგივე გამემეორებინა, მაგრამ მოულოდნელად ის გადამეხვია.
-ის არც ისე ცუდია, როგორც გვერდიდან ჩანს.-ჩამჩურჩულა ყურში და ნაზად მაკოცა ლოყაზე.
ამჯერად ყველანაირი ძალდატანების გარეშე გავიღიმე. დენიელს დავემშვიდობე და ოთახიდან გამოვედი. მისაღებში ქალის გულისშემაწუხებელი კისკისი ისმოდა. მიმღებისკენ გავიხედე. ალექსი მიმღების დახლზე გადახრილიყო და გოგონას ყურში რაღაცეებს ეჩურჩულებოდა. გოგოც თავშეუკავებლად კისკისებდა. ალექსი ოდნავ კიდე გადაიხარა და გოგოს ყურის ბიბილოზე ნაზად უკბინა. გოგო უფრო აკისკისდა. ეს სანახაობა იმდენად მირევდა გულს, ლამის ფეხსაცმელი გავიხადე და მათი მიმართულებით ვისროლე. თავი შევიკავე და უბრალოდ ხმამაღლა ჩავახველე. ალექსმა თავმობეზრებულმა გამომხედა, გოგო კი შეხტა და უკან გაიწია.
-წავედით?-ვკითხე მკაცრად
თითქოს ჩემს ასეთ ტონს არ ელოდაო, ცალი წარბი ასწია და ერთ წამს უხმოდ დამაკვირდა, შემდეგ კი მიპასუხა:
-წავედით.
გოგოსთვის ყურადღება არცერთს აღარ მიგვიქცევია, ისე წავედით ლიფტისკენ. ლიფტში ისევ მარტო აღმოვჩნდით.
-შეგეძლო ცოტახანი დაგეცადა-მისაყვედურასავით.
-შენზე ექვსი წლით უფროსი მაინც იქნება!-მოჩვენებით შევიცხადე.
-სიყვარულმა ასაკი არ იცის-სარკასტულად მომიგო.
-ერთი ჩემი ნაცნობი ქალი უნდა გაგაცნო. მართალია უკვე პენსიონერია, მაგრამ დარწმუნებული ვარ შენს გემოვნებაში ჩაჯდება-არ შევარჩინე.
-ჩემს გემოვნებაში ყველა ჩაჯდება, შენს გარდა.-ირონიულად შემათვალიერა.
-არც მე ვგიჟდები შენზე!
-არ არსებობს მდედრობითი სქესის ჰეტეროსექსუალი არსება, რომელიც ჩემზე არ გიჟდება.-ისე თქვა, თითქოს ეს ისედაც უტყუარი ფაქტი იყო.
-გილოცავ, შენ მე აღმოვაჩინე!
დაჟინებით ჩამაჩერდა თვალებში.
-თუ არ მოგწონვარ, აბა რატომ დათანხმდი ამ წინადადებას?
თვალი უტიფრად გავუსწორე.
-გარკვეული მიზეზები მაქვს, მაგრამ სიტყვაზე მენდე, შენ მათთან არანაირი კავშირი არ გაქვს.
კბილები გააკრაჭუნა. ცისფერ თვალებში ცეცხლი აენთო.
-მიწვევ პატარა და ეს კარგად არ დასრულდება-მითხრა და ლიფტის ღია კარიდან ფოიეში გავიდა.
ყველა ალექსს მისჩერებოდა და ეს ისეთი აშკარა იყო, თავი უხერხულად ვიგრძენი. ეს უხერხულობა უფრო გაძლიერდა, როცა ალექსმა ხელი წელზე მომხვია. ახლა უკვე მეც ვინაწილებდი მისკენ მომართულ ყურადღებას.
-მომშორდი!-ჩუმად ვუთხარი და უშედეგოდ ვცადე მისი ხელი მომეშორებინა.
-რატომ? - აშკარად დამცინოდა.
-ვერ ვიტან ყურადღების ცენტრში ყოფნას.-გამოვუცხადე ღრენით.
-მეგონა შენნაირი გოგოები გიჟდებოდნენ ამაზე-მითხრა დაცინვით.
-მე კი მგონია, შენნაირ ბიჭს არ არ მოეწონებოდა,ამდენ ხალხში ჩემნაირ გოგოს ნოკაუტში რომ ჩაეგდო.
ალექსს სახეზე ათასმა ემოციამ გადაურბინა.
-ძალიან მიწვევ პატარა-ცალმხრივად გამიღიმა და ოდნავ მომშორდა-ხო მართლა, რა გქვია?
-დღეიდან შეგიძლია ,,შცგ''-ი დამიძახო.-შენობიდან გავედით. ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე.
-ეგ რას ნიშნავს?
-,,შენი ცხოვრების გამანადგურებელი''.
ალექსმა რაღაც ჩაიბურტყუნა თავისთვის, შემდეგ კი ხმამაღლა დაამატა:
-სერიოზულად რა გქვია?
-ანა.
-გვარი?
-მეტრეველი.
-სადღაც გამიგია-ჩაფიქრდა.
-შენ რა ცოლს ისე ირთავ, რომ მასზე მცირეოდენ ინფორმაციასაც არ იძიებ?- ისე შევხედე, როგორც უკანასკნელ იდიოტს.
-ვირთავ თუ არა ეგეც საკითხავია-ავტოსადგომზე გავედით.
-ჩემი მანქანით წავიდეთ-შევთავაზე მაშინვე.
-შენი მანქანა უკვე წავაყვანინე, სახლში დაგხვდება.
-კარგი... შენი მანქანა სადაა?
ეშმაკურად, ცალმხრივად ჩაიღიმა. მივხვდი, რაღაც ისე ვერ იყო.
-აი იქ!-მის მზერას თვალი გავაყოლე და უზარმაზარი შავი სატვირთო შემრჩა.
-ამმ... უნდა ვაღიარო ამის გარდა ყველაფერს მოველოდი.-სიცილს ძლივს ვიკავებდი-ქალაქში ამით გადაადგილდები?
ალექსმა თვალები გადაატრიალა.
-სულელო! მის უკან დგას.
მის მიერ ნათქვამი ,,სულელო'' იმდენად საყვარლად ჟღერდა, კომპლიმენტად მივიღე. სატვირთოს ნელა შემოვუარეთ და ნანახით გაოცებული დავრჩი. ეს მანქანა არ იყო. არა, ნამდვილად არ იყო მანქანა. მანქანას ოთხი ბორბალი აქვს და გაცილებით უსაფრთხოდ გამოიყურება, ვიდრე ეს ორ ბორბლიანი ,,რაღაც''.
როგორც ჩანს ემოციებს ვერ ვფარავდი, რადგან ალექსმა დაცინვით მკითხა:
-რა იყო, ხომ არ შეგეშინდა?
სულ აღარ მადარდებდა მისი დაცინვა და ცინიზმი. უკან შევბრუნდი და ნაბიჯის გადადგმა დავაპირე, როცა მაჯაზე ძლიერი ხელის შეხება ვიგრძენი. ალექსმა მკვეთრად შემაბრუნა და თვალებში ჩამხედა.
-მართლა ასეთი მშიშარა ხარ?
-არ დავჯექი მაგ რაღაცაზე!-გამოვაცხადე პანიკის ზღვარზე მყოფმა.
გაეღიმა. შავ თმაში ხელი შეიცურა და უკან გადაიყარა.
-ნუ ღელავ ანა. როცა მე შენთან ვარ, არაფერი არ მოგივა.
მისმა სიტყვებმა გამაკვირვა. ვცადე მის თვალებში ირონია, სარკაზმი, დაცინვა ან ცინიზმი ამომეკითხა, მაგრამ იქ არაფერი დამხვდა მათი მსგავსი. ალექსის ამ სახის დანახვამ გამაკვირვა. არ ველოდი, მისგან არა.
-კარგი...-ყოყმანით დავთანხმდი.
ალექსმა გამარჯვებულის ღიმილით ჩაიღიმა და რამდენიმე წამში უკვე ჩაფხუტს მიმაგრებდა. როცა ამას მორჩა, მოტოციკლეტზე მოხერხებულად მოთავსდა და მოთმინებით დამელოდა. უზარმაზარ, ლურჯ შტრიხებიან მოტოციკლზე უხერხულად დავჯექი. ჩემი კაბა ძალიან მიშლიდა ხელს.
-სხვა დროს ასე აღარ ჩაიცვა-სიცილით გამაბრთხილა.
-სხვა დრო აღარ იქნება.-საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულმა მუვუგე და ხელები წელზე მოვხვიე. უკნიდანაც კი ვიგრძენი მისი ირონიული ღიმილი.
მალე ადგილს მოვწყდით. ვერ ვიტანდი სიჩქარეს, მაგრამ ალექსს ამას არ ვეტყოდი, რადგან დარწმუნებული ვიყავი, სამაგიერეროს ამ გზით გადამიხდიდა.
მთავარ გზატკეცილზე გავედით თუ არა, სიჩქარეს მოუმატა. შეშინებულმა ხელები ისე მაგრად მოვხვიე, ლამის შიგნეულობა ამოვუყარე. მთელი სხეულით მივეკარი და სახე მის ზურგში ჩავმალე. ალექსს გაეცინა და სვლა შეანელა, თუმცა მე თვალები აღარ გამიხელია.
დარწმუნებული ვიყავი სადმე მდიდრულ რესტორანში წამიყვანდა როგორც ნებისმიერი მისი ფენის წარმომადგენელი. ის უბრალო განებივრებული, მილიონერის შვილი იყო და ლოგიკურია მუდამ ასეთ ადგილებში დადიოდა. მე კი საშინლად მაღიზიანებდა ასეთი ,, დახვეწილი'' ადგილები. არაუშავს, როგორღაც ცოტახანს გავძლებ.
რამდენიმე წუთში მოტოციკლეტი გაჩერდა. ნელა მოვშორდი ალექსის ზურგს და გარემო შევათვალიერე. გაოგნებული დავრჩი. ეს ნამდვილად არ იყო ქალაქის ცენტრი. არც მდიდრული, მაღალი შენობები იდგა გარშემო. სადღაც გარეუბანში, ძველ ქუზაში ვიყავით. აქაურობა ერთი შეხედვით შიშის მომგვრელი და მიტოვებული ჩანდა, მხოლოდ ერთი შენობიდან გამოდიოდა ხმაური. შენობაზე წითელი ასოები ციმციმებდა, მაგრამ რამდენიმე მათგანი ან გაფუჭებული, ან ჩამოვარდნილი იყო და შეუძლებელი იყო გაგერჩია რა ეწერა.
-მოდიხარ?-მკითხა კმაყოფილმა ალექსმა და შენობისკენ წავიდა.
უკან ავედევნე.
-არ მეგონა ასეთ ადგილას თუ მომიყვანდი.
-შენნაირი გოგოები ასეთ ადგილებში არ დადიან არა?-მკითხა ცინიზმით.
-როგორი ჩემნაირი?
-მდიდარი მამიკოს განებივრებული გოგონები.-დაცინვით ჩაიცინა.
გული მეტკინა. იმდენად მეტკინა, რომ აღარ მეგონა ასეთი ტკივილის მოყენება თუ შეეძლო კიდევ რამეს, ან ვინმეს. ადგილზე გავიყინე. გავშეშდი. მზერაც გამიშეშდა. ალექსის ბრალდება ყოვლად უსაფუძვლო იყო. მამაჩემი არასდროს მანებივრებდა ზედმეტად, პირიქით, ყოველთვის მასწავლიდა, რომ ყველაფერს დამსახურება და შრომა სჭირდება. არც მე ვიყავი ისეთი გოგო, როგორადაც ის მახასიათებდა. იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ მდიდარ ოჯახში გავიზარდე, ჩემი სოციალური ფენის წარმომადგენლებთან მაინც ვერ ვმეგობრობდი და ვერც ვეგუებოდი ჩემს ასეთ ყოფას. არ მომწონდა მუდამ ყურადღების ცენტრში ყოფნა. არ მომწონდა ყალბი მეგობრები ჩემს გარშემო. არ მომწონდა, რომ არ არსებობდა მთელს ქვეყანაში ისეთი რამ, რაც ჩვენი ოჯახისთვის მიუწვდომელი იყო. საბედნიეროდ მამა ხშირად მაძლევდა იმის საშუალებას, რომ დამევიწყებინა ჩემი წარმომავლობა და თავი უბრალო, საშუალო ფენის წარმომადგენლად მეგრძნო. ასეთი დღეები საუკეთესო მოგონებებად მექცეოდა ხოლმე. ბავშვობაში ერთხელ ჩვეულებრივ, საჯარო ბაღში წამიყვანა, სადაც მთელი დღე გავატარე. ჩემდა გასაკვირად იქაურობა ძალიან მომეწონა. ერთ დღეში უამრავი მეგობარი შევიძინე. მამას იმ საღამოსვე ვთხოვე, რომ იქ შევეყვანე, თუმცა ისედაც ვიცოდი ეს შეუძლებლობას წარმოადგენდა ჩემნაირი ადამიანისთვის. მამამ დანანებით ამიხსნა, რომ ჩემი საჯარო ბაღში სიარული ბევრ პრობლემასთან იყო დაკავშირებული. გული დამწყდა, მაგრამ აღარ შევეწინააღმდეგე. მახსოვს დედა როგორ ისტერიკებში ჩავარდა, მამას ბოლო ხმაზე უყვიროდა, რომ არასწორად მზრდიდა და რომ ასე მაღალ საზოგადოებაში თავს ვერ დავიმკვიდრებდი.
-შეხედე ერთი, მოუნდა საჯარო ბაღში სიარული! მერე იცი, რომ იქ ძალიან ცუდი საჭმელი აქვთ და ტკბილეულობასაც კი არ გაჭმევენ?! არც ბევრი სათამაშოები აქვთ. მასწავლებლები კი სულ ცუდად მოგექცევიან.
-მე ვიყავი ბაღში და იქ კარგი მასწავლებლები არიან. საჭმელიც მომეწონა და სათამაშოებიც.-ბავშურად ვუმტკიცებდი.
-ანა შენ ცნობილი ბიზნესმენის შვილი ხარ! შენი ადგილი მაღალ საზოგადოებაშია და არა იმ ხალხს შორის!-თითქმის მიყვირა დედამ. თვალები ამიწყლიანდა.
-თეა თავი დაანებე ბავშვს-მამა იმ წამს შემოვიდა ოთახში. მისკენ გავიქეცი. მან ხელში ამიყვანა და მაგრად ჩამიხუტა.- ჩემო საყვარელო... ყველაზე განსაკუთრებული მყავხარ-მითხრა ჩურჩულით და შუბლზე მაკოცა.
მოგონებების გახსენებაზე თვალები ცრემლებით ამევსო. ისევ იქ ვიდექი, იმ მიტოვებულ ქუჩაზე. ალექსის ზურგს მივშტერებოდი და თავს ძლივს ვიკავებდი, რომ არ მეტირა. გონებაში განუწყვეტლივ მიტრიალებდა მისი სიტყვები- ,,მდიდარი მამიკოს განებივრებული გოგო'', თითქოს თვითონ ჩემზე უფრო მდიდარ ოჯახში დაბადებული არ იყოს.
უცებ ალექსი გაჩერდა და ჩემსკენ შემობრუნდა. როცა ერთ ადგილას გაშენებული დამინახა, მიხვდა, რომ რაღაც ზედმეტი წამოსცდა, მაგრამ ვერ იაზრებდა-რა. ჩვენს შორის არსებული მანძილი რამდენიმე მეტრში დაფარა და წინ ამესვეტა.
-რა მოხდა?-მომეჩვენა, რომ ტონში მზრუნველობა გამოერია.
მისმა კითხვამ გონზე მომიყვანა. სწრაფად გამოვერკვიე და ყალბი ღიმილით გავუღიმე.
-უბრალოდ გამიკვირდა, რომ შენნაირი ბიჭები ასეთ ადგილებში დადიან.
-როგორი ჩემნაირი?
-მილიონერი მამიკოს, განებივრებული ბიჭები.-საპასუხო დარტყმა მივაყენე. დავინახე როგორ გაფითრდა, რის გამოც ავადმყოფური სიამოვნება მივიღე. ალექსს მხარი უხეშად გავკარი და ბარისკენ წავედი. კარის გაღებისთანავე მოგუდული, სასმელისა და სიგარეტის სუნით გაჟღენთილი ჰაერი მეცა. იქაურობა ხალხით იყო სავსე. გამიკვირდა, რომ ასეთ დაწესებულებას ამდენი კლიენტი ჰყავდა. ერთ მხარეს პატარა სცენა მოეთავსებინათ. კარებთან ახლოს იყო ბარიც .
სანამ მე ახალ გარემოს ვათვალიერებდი, გვერდით ალექსი ამომიდგა. სახეზე ისევ ის ირონიული ცალმხრივი ღიმილი აეკრა და დაცინვით მიცქერდა. ჩვენმა წყვილმა მარტივად მიიქცია ყურადღება. პრინციპში ჩვენმა წყვილმა კი არა, ალექსმა. ბიჭი ბართან მივიდა და ორი მარტინი შეუკვეთა, შემდეგ კი კუთხეში, განცალკევებით მყოფი მაგიდისკენ გამიძღვა. სკამზე საკმაოდ უკულტუროდ გადაწვა და ფეხები მაგიდაზე შემოაწყო. გაღიზიანებულმა გავხედე, მაგრამ არაფერი არ მითქვამს, მეც ჩამოვჯექი. მიმტანმა გოგონამ მარტინი ისე დაგვიდგა მაგიდაზე, ალექსისთვის თვალი არ მოუცილებია. ალექსმა გოგონას თვალისმომჭრელად გაუღიმა:
-გმადლობ.
-თუ რამე დაგჭირდეს დამიძახე ალექსს.-მომეჩვენა, რომ წაეფლირტავა. აშკარად არ ადარდებდა, რომ მარტო არ იყო. ალბათ ალექსს ხშირად მოჰყავდა აქ გოგოები და უკვე მიჩვეული იყო.
ალექსმა ეშმაკურად ჩაიღიმა:
-ვფიქრობ მალე დამჭირდება შენი მომსახურება.-ვერ მივხვდი რა სახის მომსახურებას გულისხმობდა. თავი გავაქნიე არასასიამოვნო ფიქრების მოსაშორებლად.
როგორც კი გოგო გაგვეცალა, ალექსმა მაშინვე ლაპარაკი დაიწყო:
-ისე დავფიქრდი და... რადგან ჩემს ცოლობაზე თანახმა ხარ, ალბათ პირველი ღამისაც არ გეშინია არა?
-არანაირი პირველი ღამე არ გვექნება!-შევუბღვირე გაწითლებულმა.
-აუ, კარგი რა... ამ სპექტაკლს ერთადერთი დადებითი მხარე ეგ აქვს და ეგაც არ შეიძლება?-ვითომ ნაწყენმა ჩაილაპარაკა.
-თუ ასე ძაან არ გინდა ეს ქორწილი, მაშინ მამაშენს რატომ არ ეწინააღმდეგები? -ვკითხე ინტერესით.
ალექსმა ამოიოხრა:
-დაახლოებით ერთი თვის წინ რაღაც დავაშავე. განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ ციხე მემუქრებოდა. გეგამ საკუთარი კონტაქტები და ფული გამოიყენა ჩემი კანონისგან გამოსახსნელად და ციხეს გადამარჩინა. სამაგიეროდ კი შენზე დაქორწინება მიწევს.
-რა დააშავე?-მოსმენილით გაკვირვებული დავრჩი.
-სიჩქარის გადაჭარბება, მცირე ვანდალიზმი, სერიოზული არაფერი.-ხელში ჭიქა შეათამაშა და ერთი ამოსუნთქვით დალია სასმელი.
-საკუთარი მამა ციხიდან გამოხსნის სანაცვლოდ არასასურველ ქორწინებას გაიძულებს?-ხმაში აღშფოთება ვერ დავმალე.
- არავინ არაფერს არ მაიძულებს!-წამოენთო ბიჭი-ეს მეთვითონ შევთავაზე. შემდეგ კი ვინანე, თუმცა დავპირდი და პირობას მე ვერ გადავუხვევ.
-რას ნიშნავს ,,მე''?-უნდობლად ვკითხე.
-ზედმეტად ბევრ კითხვას სვამ პატარავ-ცისფერი თვალები ჩემს ჯერ კიდევ სავსე მარტინის ჭიქას შეანათა-დალევას არ აპირებ?
-ალკოჰოლურ სასმელს არ ვეტანები.-ვუთხარი კატეგორიული ტონით.
ჩაეღიმა.
-მოდი ასე ვქნათ-შენ ეს ჭიქა დალიე და მე ნებისმიერ ერთ კითხვაზე გაგცემ პასუხს.- ეშმაკურად მიღიმოდა.
დავფიქრდი. სასმელი ჩემზე ძალიან მარტივად მოქმედებდა და ადვილად მათრობდა. მაგრამ ეს ხომ მარტინი იყო, ერთი ჭიქა ვერაფერს ვერ დამაკლებდა.
-კარგი.- ჭიქა ტუჩებთან მივიტანე და დაუყნოსავად, ერთიანად გადავუშვი ხახაში. სასმელმა მაშინვე მთელი ყელი ჩამწვა. სახე დავმანჭე. სულელიც კი მიხვდებოდა იმას, რომ ეს მარტინი არ იყო.-ეს რა ჯანდაბა იყო? -იმხელა ხმაზე დავუყვირე, ყველამ ჩვენ გამოგვხედა.
-ტეკილა-ჩურჩულით, ვნებიანად წარმოთქვა ალექსმა და ტუჩზე იკბინა. არ ვიცი ამით რის მიღწევა უნდოდა, მაგრამ მისმა ხრიკმა აშკარად არ გაჭრა-არანაირი რეაქცია არ მქონია. ბრაზი მახრჩობდა. ვიცოდი ასეთი ძლიერი სასმელი, ჩემნაირ სუსტ ადამიანზე, საშინლად იმოქმედებდა.
-ვერ გიტან ალექს!- მივახალე
-სიძულვილიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯია-დამცინა.
-ამ შემხვევაში მთელი უბსკრულ...-სიტყვა გავწყვიტე, რადგან თავზე ვიღაც საკმაოდ სიმპატიური ბიჭი წამოგვადგა. ასე 19 წლის იქნებოდა. მწვანე, სანდომიანი თვალები, და სწორი ცხვირი ჰქონდა, რომელზეც ხისჩარჩოიანი სათვალე წამოესკუპებინა. მოზრდილი ყავისფერი თმა უკან პატარა კოსად შეეკრა. მარჯვენა ყური გახვრეტილი ჰქონდა. საყურე ძალიან უხდებოდა მის სტილს. მაღალი იყო, გამხდარი. თინეიჯერული, გემოვნებიანი ჩაცმის სტილი ჰქონდა. კისერზე დიდი წითელი ყურსასმენები, ზურგზე კი ჩანთა ეკიდა. მეგობრულად მიღიმოდა.
-მეგონა მარტო მოდიოდი-ბიჭი მე მიყურებდა, მაგრამ სამივემ ვიცოდით, რომ ალექსს მიმართავდა. -ბოლო წამს მომიწია მისი წამოყვანა.- ალექსმა მტრულად შემომხედა.
-ძალიანაც კარგი!-ბიჭმა ალექსის გვერდით სკამი გამოსწია და ჩამოჯდა. შემდეგ თბილი ღიმილით მითხრა- მე ლუკა ვარ. შენ რა გქვია?
-ანა-ვუპასუხე.
-სასიამოვნოა. ისე, რომ იცოდე, შენ პირველი გოგო ხარ, რომელიც ალექსმა აქ მოიყვანა.
გაკვირვებულმა ალექსს გადავხედე. მას სახე აელეწა.
-ხომ გითხარი, სხვა გზა არ მქონდა...-თავის მართლება დაიწყო.
-ხო, აბა რა!-გაეცინა ლუკას.
-ლუკა, ეს ისაა! -მრავალმნიშვნელოვნად ანიშნა ჩემზე.
ლუკა ახლა უფრო ყურადღებით დამაკვირდა:
-ესეიგი შენ ხარ ალექსის საცოლე?!
-ხო ეგაა!-ჩემს მაგივრად უპასუხა აგრესიულად.
-მერე რა გინდა ძმა, რას წუწუნებ?-გადაიხარხარა ლუკამ.
-უნდა ნახო, სულ მეწინააღმდეგება...
-რა სისულელეა-წამოვიძახე აღფოთებულმა.
-აი კიდევ-ალექსმა ფაქტზე გამომიჭირა.
-ეგ იმიტომ, რომ შენ ხარ ასეთი...-შესაფერისი სიტყვის გახსენება ვცადე.
-შენნაირი?-სიტყვა შემაშველა ლუკამ.
-რა?
-რა?-ერდროულად წამოვიძახეთ მე და ალექსმა და გაოცებულები მივაშტერდით ბიჭს.
-ხო, ზუსტად ერთნაირები ხართ. ერთნაირი ჯიუტები. ამიტომაც კამათობთ უკვე.
-მე მისნაირი არ ვარ!
-მე მისნაირი არ ვარ!-ერთდროულად წამოვიყვირეთ. ლუკამ სიცილი ვეღარ შეიკავა და ბოლო ხმაზე ახარხარდა. მე და ალექსს სახეები მოგვექუფრა.
-მართლა ერთნაირები ხართ-სიცილით აღმოთქვა ლუკამ.-ანა რამდენიმე წლის ხარ?-მკითხა, როცა სიცილს მორჩა.
-რამდენიმე დღეში 18-ის ვხდები.
-რა თქმა უნდა დაპატიჟებულთა სიაში ვართ, არა?-მხიარულად მკითხა ლუკამ და თვალი ჩამიკრა. ვიგრძენი, რომ სასმელი უკვე ახდენდა ჩემზე ზემოქმედებას.
-დარწმუბებული ვარ, მაშტაბურ წვეულებას გეგმავ.-დაამატა ალექსმა ირონიულად და ხელის აწევით მიმტანს ანიშნა აქ მოდიო.
-სიმართლე გითხრა აღნიშვნას საერთოდ არ ვაპირებ-ალექსის რეპლიკა არ შევიმჩნიე, ისე ვუპასუხე ლუკას.
ალექსის თვალებში გაკვირვება გაკრთა, რაც ძალიან მესიამოვნა.
-სულ რომ არაფერი, მე და ალექსი მაინც მოვალთ-არ შემეპუა ლუკა.
მხრები ავიჩეჩე და მხოლოდ იმედი დავიტოვე, რომ დაავიწყდებოდა. საერთოდ ჩემი დაბადებისდღის ძილში გატარებას ვგეგმავდი. ჩემი წინა იუბილეები მართლაც გრანდიოზული წვეულებებით გამოირჩეოდა, მაგრამ ახლა მაგის თავი აღარ მქონდა.
-შენ რამდენი წლის ხარ?-ვკითხე თემის გადასატანად.
-ცხრამეტის, ისევე როგორც ალექსი.-მიპასუხა ღიმილით. ერთ წამს გავიფიქრე, საინტერესოა რომელი ცნობილი ადამიანის შვილია-მეთქი, აბა ალექსისნაირი ბიჭი, ჩვეულებრივ ტიპთან არ იმეგობრებდა. გული დამწყდა. ლუკა სულ არ ჰგავდა ,,მდიდარი მამიკოს შვილს''. ძალიან მეგობრული იყო და არც ქედმაღლობის ეტყობოდა რამე.
ამ დროს მიმტანი გოგონა წამოგვადგა თავზე.
-რას ინებებთ?-მრავლოვითში გვკითხა, მაგრამ მხოლოდ ალექსს შესციცინებდა. ნერვები მომეშალა.
-ერთი კოკა-კოლა-შეუკვეთა ლუკამ.
ალექსმა გოგოს საჩვენებელი თითით ანიშნა, ახლოს მოდიო. გოგოც მიუახლოვდა და მისკენ გადაიხარა. დავფიქრდი, ნეტავ რა ურთიერთობა ჰქონდათ მათ, მაგრამ ეს რა ჩემი საქმე იყო?! ბიჭმა მიმტანს ტურში რაღაც ჩასჩურჩულა. გოგონას გაეცინა, თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ჩვენს მაგიდას გაეცალა. მალე ლუკას კოკა-კოლით დაბრუნდა, ალექსის შეკვეთა კი არსად ჩანდა.
ტეკილამ საბოლოოდ გამოიღო შედეგი და გულის რევის შეგრძნება მომერია.
-ერთი წუთით დაგტოვებთ-მხოლოდ ლუკას გავუღიმე და მათ ზურგს უკან გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი. მოულოდნელად გამახსენდა, რომ მაგიდაზე ჩემი ტელეფონი დამრჩა. უკან გაბრუნება დავაპირე, როცა ბიჭების საუბარი მომესმა.
-აბა?-გარკვევით გავიგონე ლუკას ხმა.
-რა აბა?
-მაგარი გოგოა არა?
იქვე კედელს ამოვეფარე და უფრო ყურადღებით მივუგდე ყური.
-ჩემს გემოვნებაში არანაირად არ ჯდება-იყო ალექსის პასუხი.
-საკუთარ თავზე უკეთ მაინც არ გიცნობდე. ვინ არის, ვისი შვილია?
-მე რა ვიცი! გეგამ მხოლოდ ის მითხრა, რომ მამამისის კომპანიასთან დაკავშირება, ორივე მხარისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მორიგი, მდიდარ ოჯახში დაბადებული, გათამამებული გოგოა.-მის ამ სიტყვებზე თავი ძლივს შევიკავე, რომ თავი არ მემხილებინა და იქვე არ ვცემოდი.
-არადა სრულიად განსხვავებული შთაბეჭდილება დამიტოვა. მაგის რა შეატყვე?
-რავიცი...-ალექს შეყოვნდა.
-აი თურმე რა! ის ერთადერთი გოგოა რომელიც შენზე არ გიჟდება, არა? ამიტომ ბრაზობ. ეს შენთვის რაღაც ახალია. გოგო რომელზეც ვერანაირ ზემოქმედებას ვერ ახდენ. მასთან სიტუაციას ვეღარ აკონტროლებ და ყველაფერი შენს ჭკუაზე ვერ მიდის, ამიტომაც ხარ ასეთი აგრესიული მის მიმართ.
-რა სისულელეა...-ალექსმა თავის გამართლება სცადა.
-ზუსტადაც, რომ ასეა!-წამოიძახა თავისი აღმოჩენით კმაყოფილმა ლუკამ.
-ყველა შემთხვევაში, ქორწილამდე საქმე არ მივა.
-რას გულისხმობ?-დაიბნა ლუკა.
-მე ჩემს პირობას შევასრულებ და ქორწილზე უარს არ ვიტყვი, მაგრამ პირობის დარღვევად არ ჩამეთვლება, თუ მე კი არა, ანა გადაიფიქრებს დაქორწინებას.
-კი მაგრამ, ანამ რატომ უნდა გადაიფიქროს?-ლუკას ხმაში გაოცებამ გაიჟღერა. მართალია ალექსის სახეს ვერ ვხედავდი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეშმაკურად იღიმოდა. ამაში ლუკას შემდეგმა სიტყვებმაც დამარწმუნა:-ალექს არა! სულ გააგიჟებ ამა გოგოს! რაღაც სისულელე არ გააკეთო იცოდე!
-ნუ ღელავ, უბრალოდ ცოტა შევაშინებ და დავანახებ, რომ ჩემთან ცხოვრება არც ისე მარტივი იქნება. დღესვე ვაპირებდი მის დაშინებას მოტოციკლეტით, მაგრამ...
-მაგრამ...?
-ისეთი შეშინებული იყო, რომ... არაადამიანი ხომ არ ვარ!
-რავიცი, რავიცი... ამ გოგოს შეშინება ასეთი მარტივი არ ჩანს.
-ვნახოთ. ხო მართლა...-ამის შემდეგ ჩემთვის სრულიად არასაინტერესო თემებზე დაიწყეს საუბარი.
ბრაზი მახრჩობდა. ესეიგი ჩემს ძვირფას საქმროს ჩემი გზიდან ჩამოშორება უნდა არა? თანაც როგორი ბინძური წესებით თამაშობდა. არა, ასე მარტივად არ შევარჩენდი. ომი უნდოდა არა? ხოდა მიიღებდა. ჩვენი ქორწილი მაინც შედგებოდა.
ჩემი სამალავიდან გამოვედი და ბიჭებთან მივედი. მათი ლაპარაკის მოსმენის შემდეგ ლუკა ორმაგად მომწონდა, ალექსი კი ათმაგად მეზიზღებოდა.
-ანა მე უნდა წავიდე-ლუკა წამოდგა-ვერც კი წარმოიდგენ ჩემთვის რამდენად სასიამოვნო იყო შენი გაცნობა.-მითხრა და ლაღად, მთელი გულწრფელობით გამიღიმა. საპასუხოდ მეც გავუღიმე. მიკვირდა, როგორ შეიძლებოდა, ამდენი კარგი ადამიანი ჰყოლოდა გარშემო ალექსისნაირ ბიჭს.
-იგივე შემიძლია გითხრა.
-კარგი რა?! სად გეჩქარება? ამასთან მარტო უნდა დამტოვო?-მოიქუფრა ალექსი.
-სოფი უნდა ვნახო, უკვე ტვინი შეჭამა.-თვალები გადაატრიალა ლუკამ.
-დაშორდი რა... ძაან არასასიამოვნო და წიკვინა გოგოა, თან არც მოგწონს.-გაბუტული ბავშვივით ბურტყუნებდა.
-ჯერჯერობით იმედი მაქვს თვითონ მიხვდება და დამშორდება, თუ არადა მე მომიწევს ამ არასასიამოვნო მოვალეობის გადაბარება.-ამოიხვნეშა ბიჭმა და სათვალე შეისწორა.
-ის უფრო არასასიამოვნო იქნება, სოფი რომ მიგატოვებს. დამიჯერე სჯობია შენ დაასწრო.-არწმუნებდა ალექსი.
როგორც კი ლუკა წავიდა, მიმტანმა სასმლით სავსე ბოთლები და ორი ჭიქა მოგვიტანა.
-ეს რა არის?-შიშით გადავხედე ალექსს.
-თამაში არ გინდა?
-ხო მართლა, ერთი ნებისმიერი კითხვის დასმის უფლება მაქვს!-გამახსენდა-იცოდე ამას ვიმახსოვრებ და აუცილებლად ამოვიყენებ.
-პრობლემა არაა პატარა-გამიღიმა.
-და კიდევ, პატარას ნუ მეძახი, მაღიზიანებს.-თვალები დავუბრიალე.
-მე მეგონა შენ ზოგადად ჩემი არსებობა გაღიზიანებდა.
-ეგ, რა თქმა უნდა.-ისე ვთქვი, თითქოს ეს ისედაც ცხადი იყო.- კარგი, აბა რა თამაშს გულისხმობდი?
-ცოტა ხანში აქ ბენდი დაუკრავს-თავით პატარა სცენისკენ მანიშნა-ვინც პირველი დანებდება სასმელს, ის სცენაზე ავა და მომავალ მეუღლეს რამეს უმღერებს. აუცილებელია ეს სიმღერა სიყვარულს გამოხატავდეს.-ისეთი დაცინვით მიცქერდა, თითქოს უკვე წავაგე და სცენაზე ვმღეროდი.
-არ შემიძლია.-ვუთხარი დაუფიქრებლად. ან ამას ფიქრი რად უნდოდა, სასმელი და მე მოსისხლე მტრები ვიყავით, სანაძლეოს უდაოდ წავაგებდი.
-ასეც ვიცოდი!-სახეზე კმაყოფილმა ღიმილმა გადაურბინა.
იმდენად გავღიზიანდი, რომ თავი ვეღარ მოვთოკე და ის სიტყვები წამოვაყრანტალე, რომელსაც ზუსტად ვიცოდი ვინანებდი:
-ანაც კარგი. რატომაც არა?! იმედია კარგად მღერი და არ შემარცხვენ ამდენ ხალხში.
ალექსს ბოროტულად გაეცინა.
-ძალიან მიწვევ და ეს...
-...ცუდად დამთავრდება. ვიცი, ვიცი! მერამდენედ მეუბნები?! აბა, წაგებისთვის მზად ხარ?



№1  offline წევრი Firefly

კარგიაა ძალიან მალე დადეე
--------------------
M.T

 


№2  offline წევრი ubraloooo tipi

Firefly
კარგიაა ძალიან მალე დადეე

მადლობა შევეცდები ❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი ბუბუ

აუძალიაან ლამაზი ისტორიაა მალე დადე სრულად რა heart_eyes

 


№4 სტუმარი ana

ველოდები შემდეგ თავს <3 <3

 


№5  offline წევრი In ga

მომეწონა ძალიან საინტერესოა და საყვარლობაა ????????????????

 


№6 სტუმარი gggg

Me vifikre kide ar ahrdzelwbs im istoriastko

 


№7  offline წევრი ubraloooo tipi

gggg
Me vifikre kide ar ahrdzelwbs im istoriastko

ხვალ ან ზეგ დავდებ ნუ ღელავ :DDDD უკვე დაწერილ მაქვს შემდეგი, უბრალოდ რაღაცეები უნდა ჩავამატო <3 <3 <3

 


№8 სტუმარი gggg

ubraloooo tipi
gggg
Me vifikre kide ar ahrdzelwbs im istoriastko

ხვალ ან ზეგ დავდებ ნუ ღელავ :DDDD უკვე დაწერილ მაქვს შემდეგი, უბრალოდ რაღაცეები უნდა ჩავამატო <3 <3 <3

აუ რა კაია ხვალ რა მონასვენებს მე ყოველ ხუთ წუთში შემოვალ

 


№9  offline წევრი ubraloooo tipi

gggg
ubraloooo tipi
gggg
Me vifikre kide ar ahrdzelwbs im istoriastko

ხვალ ან ზეგ დავდებ ნუ ღელავ :DDDD უკვე დაწერილ მაქვს შემდეგი, უბრალოდ რაღაცეები უნდა ჩავამატო <3 <3 <3

აუ რა კაია ხვალ რა მონასვენებს მე ყოველ ხუთ წუთში შემოვალ

ვერც კი წარმოიდგენ რამხელა სიხარული მომანიჭე მაგ სიტყვებით ❤️❤️❤️

 


№10  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

აღარ აგრძელებ?

 


№11  offline წევრი teengirllove

miyvars ukve es wyvili

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent