შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი დემონი (7თავი)


6-04-2018, 15:44
ავტორი რუსაა
ნანახია 1 321

7თავი
თეთრ ოთახში ვიღვიძებ, მგონი სავაადმყოფოა, შეშინებული ვიყურები აქეთ-იქით, გარშემო არავინაა, თავი მისკდება და სისუსტეს ვგრძნობ, წამოდგომას ვცდილობ, მაგრამ არ გამომდის, ბოლოს ვნებდები უუნარობას და მძიმედ ვწვები ჩემს ადგილას, თვალებს ვხუჭავ, ტვინში ყველაფერი არეული მაქვს, რა მოხდა? თავიდან ბუნდოვნად მახსოვს, მერე გონებას ვძაბავ და ყველაფერი მახსენდება, თვითმკვლელობა, მერე კი ის უცნაური ჰალუცინაცია. ნუთუ ისევ ცოცხალი ვარ, არაფერი მესმის. ამ დროს ოთახში ექთანი შემოდის, ალბათ ჩემს სახეზე შიში ამოიკითხა და მკითხა:
- რამე გტკივათ?
მე უარყოფის ნიშნად თავი გავიქნიე
- კარგია, თავბრუ ჰომ არ გეხვევათ?
ისევ თავი გავიქნიე
- თავს სუსტად ხო არ გრძნობთ
- მშვენივრად ვარ, მხოლოდ ის მითხარით რა მჭირს
- გონება დაკარგეთ, შიშის გამო
- და რის შემეშინდა
- ეგ თქვენ უნდა მითხრათ
- ანუ არანაირი ჰალუცინაცია?
- არა, რამე მოხდა?
მე კვლავ თავი გავაქნიე და ჩავფიქრდი. ექთანი მოვიდა, რაღაც წამალი დამალევინა, წნევა და სიცხე გამიზომა და მითხრა
- დღეს საღამოს გაგწერთ, გინდათ ვინმეს შევატყობინოთ?
- არა, მარტო წავალ
ექთანი გავიდა, მე კი კვლავ ფიქრი განვაგრძე, მაგრამ მაინც არაფერი მესმოდა, ყველაფერი მოლანდებითი თუ იყო, ავად ვიყავი, მაგრამ თუ ცხადად ვნახე ეს მაშინ საქმე უფრო ცუდად იყო, ბოლოს გადავწყვიტე რომ უნდა დამეცადა, არ ვიცოდი რისთვის, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა.
დადგა ნანატრი საღამოც, აქ გაძლება აღარ შემეშლო, ყველაფერი ისეთი აუტენელი იყო, ვერ ავღწერ, ეს ძალდატანებული მზრუნველობა, გულს მირევდა. ბოლოს როგორც იქნა გამოვაღწიე, მზე უკვე ჩასული იყო და ნელნელა ბნელდებოდა, შემოდგომაც იყო უკვე, დღე თბილოდა, მაგრამ ღამე ცივი იყო, მაშინაც ციოდა, სახლში მისვლა აღარ მინდოდა, დაღლილი ვიყავი ამ რუტინულობით, ამიტომ მდუმარედ გავუყევი ქუჩას, რა მინდოდა არ მესმოდა, გარშემო ყველა მძულდა ვერ ვიტანდი მათი პიროვნულობის გამო, არ ვიცი ადრე როგორ იყო, მაგრამ ახლა ადამიანი ადამიანს არ გავს, რობოტად იქცა და მასვე დაემორჩილა, მაგრამ შეიძლება წინა საუკუნეებში სხვა პრობლემები ყოფილიყო, ამიტომ ჯობია არ განვსაჯოთ ის რაც არ გვესმის.
ვიცოდი სადაც უნდა წავსულიყავი, ოღონდ დღეს არა, მე კვლავ მქონდა სურვილი ამ სამყაროს დატოვების, არ გეგონოთ რომ ეს გადაწყვეტილება ცხელ გულზე მივიღე, მაგრამ ჯერ ისაა გასარკვევი საერთოდ მოხდა თუ არა ეს და საერთოდ არ მესმოდა ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, გადავწყვიტე სახლში დავბრუნებულიყავი, ასეც მოვიქეცი და სანამ სახლამდე მივაღწევდი ქუჩაში ვიღაცის მწვავე მზერა ვიგრძენი, მივიხედე და ის ქალი დავინახე რომ მითხრა: "ამას ჩემზე ცუდი მომავაკი აქვსო" ეს ფრაზა რომ გამახსენდა გამეცინა, ქალი კი იდგა და შორიდან ნერვიულად მიყურებდა,თვალები მეტად გაფართოებოდა და ხელებს ვერ აჩერებდა, მასთან ახლოს მეც შევანელე სვლა და დავაკვირდი, ისიც ჩემსკენ წამოვიდა, ნაბიჯებს ძლივს ადგამდა, ალბათ სიბერემ ადრე მოუკაკუნა კარზე, უცებ შევამჩნია თითქოს ქალს თვალიდან ცრემლი გადმოვარდა, მაგრამ მალევე შეაჩერა, ჩემთან ახლოს სკამზე ჩამოჯდა და მეც მითხრა
- მოდი ჩემთან დაჯექი
მეც მივედი და გვერდზე მივუჯექი, მისი ჯერ კიდევ მეშინოდა ამიტომ დისტანციას ვიცავდი და მოშორებით ვიჯექი, მაგრამ მაინც მეცოდებოდა ის, ეს ჩემს თვალებშიც ამოიკითხებოდა, მაგრამ არ უნდა შემცოდებოდა
ადამიანს შეცოდება არ სჭირდება, ყველას თრგუნავს ფაქტი რომ მის მიმართ ვიღაც ასეთ გრძნობას განიცდის.
- ნუ მოიკლავ თავს
- თქვენ საიდან გაიგეთ?
კითხვაზე პასუხი არ გამცა
- ნუ მოიკლავ თავს
- თქვენ არ გესმით
- მე ყველაზე კარგად მესმის, - თვალები ველურივით აენთო - მე ამ ხალხზე მეტი ვიცი, ვინც მე გიჟად მთვლის, მართალია გიჟი ვარ, მაგრამ სწორედ ამან გამაგიჟა რამაც შენ, შენ ცუდი ბედი გექნება, მისი ბოლო კი მხოლოდ შენზეა დამოკიდებული
- მისი ბოლო თვითმკვლელობა იქნება
- ასე არ უნდა მოხდეს, დაიმახსოვრე რომ სიკვდილი არც საშიშია არც სამწუხარო, არც სიცოცხლეა ბედნიერება და სიმშვიდე, ორივე ერთიანად ფასეულია და ამავე დროს უფასური, დაიმახსოვრე რომ სიცოცხლეც ღირს და სიკვდილიც, მაგრამ ასევე დროს არც სიცოცხლე და არც სიკვდილი ღირს
- თქვენი არ მესმის
- სტყუით, უბრალოდ არ გინდა რომ გაიგოთ, თორემ კარგად გესმით,
პირველად გავუსწორე თვალი მას უშიშრად, მისი თვალები საშიში იყო, ველური, ჟინიანი და გიჟური გამოხედვა ქონდა, შემაშინა კიდეც და თვალი მალევე მოვარიდე
- ჩემს ცხოვრებაში არაფერს აქვს ფასი
- ფასეული მხოლოდ სიყვარულია, შენ ჰომ გიყვარს ვიღაც - ლილე მაგახსენდა და გამეღიმა, მერე ისევ დავმწუხრდი, ვაიდა ლილეც ისეთ გახდეს როგორიც არიან სხვები, გაზრდით მხოლოდ ვმდაბლდებით. ანგელოზებიდან არარაობებად ვიქცევით, მათ შორის მგონი მეც,
- მიყვარს
- ეცადე გაუძლო მომავალს, ჩემნაირი არ გახდე, ბევრად მეტი შეგიძლია იყო ვიდრე მეზობლებისთვის საჭორაო ფიგურა, რა სამწუხაროა, ზოგჯერ მიხარია გიჟი რომ ვარ, მე თავისუფალი ვარ
- ძალა არ მაქვს, რომ გავუძლო
სკამიდან ადგა, მერე ჩემსკენ შემოტრიალდა და მითხრა
- უფრო მეტი ადამიანი შეიყვარე, ოღონდ არ გაიცნო, - ჩემი სიტყვები დააიგნორა, ან სწორედაც რომ ეს უნდა ეთქვა, ზუსტად ვერ ვიტყვი,
ის წავიდა, მე დიდხანს ვიჯექი და ვფიქრობდი, რომ არ შემეძლო შემეყვაებინა ეს ხალხი რადგან მათდამი სიძულვილი სისხლში მქონდა გამჯდარი, მესმოდა რომ აჯობებდა ასე არ ვყოფილიყავი, მაგრამ რაც უფრო ვცდილობდი შემეცვალა მათდამი ჩემი დამოკიდებულება უფრო მძულდენოდნენ, ბოლოს ერთ რამეს მივხვდი, რომ ჩვენ, მხოლოდ ცუდი თვისებების დანახვა შეგვიძლია სხვებში, ადამიანები ასეთები ვართ, ეს თვისება გვაქვს დასაძლევი და კიდევ ბევრი მაგგვარი, მაგრამ არ გვინდა " ასეთი ვარ რა ვქნა" ვერ ვიტან ამ ფრაზას, რადგან შეგვიძლია ბევრი რაღაც ვქნათ, ჩემი აზრით ადამიანი ყოველთვის უნდა ისწრაფოდეს უკეთესობისკენ, მაგრამ რას შვრებიან?
- ისეთი უნდა შემიყვარონ როგორიც ვარ - ასე ამბობენ და გულს მირევს ეს სიტყვები, ყველაზე სასაცილოდ კი ის მიმაჩნია, მერე რაღაცაზე რომ წაგეკიდებიან და გიმტკიცებენ " შეუძლებელი არაფერიაო" არის, ბევრი რაღაცაა შეუძლებელი, მაგრამ ეს არა, შეუძლებელი 2იდან ფესვის ამოღებაა, შეუძლებელი თმების დათვლა და ასეთი რაღაცეებია, მაგრამ შეცვლა ყოველთვის შესაძლებელია.
ცოტა ხანში სკამიდან მეც ვდგები და მივდივარ სახლში, ვაქრობ შუქს და ისევ რომ არც გამომიცვლია საწოლზე ვეგდები და ვიძინებ.



№1  offline წევრი talia

მაგარი გოგო ხარ რუსა ძალიან საინტერესოდ წერ.მალე დადე შემდეგი თავი და უფრო დიდი. heart_eyes

 


№2  offline წევრი რუსაა

talia
მაგარი გოგო ხარ რუსა ძალიან საინტერესოდ წერ.მალე დადე შემდეგი თავი და უფრო დიდი. heart_eyes

მადლობა ????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent