შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემს წერილებს გიტოვებ სამახსოვროდ (1)


6-04-2018, 20:35
ავტორი Vakhelsmn
ნანახია 1 452

„(გაურკვეველი), 2 წელი მეგობრები ვიყავით და 3 თვეა გამოვუტყდით ერთმანეთს, რომ გვიყვარს, საოცარი ადამიანია, მასთან ისე ვგრძნობ თავს თითქოს სხვა სამყაროში ვარ, ძალიან გავუგეთ ერთმანეთს როგორც „მეგობრებმა“ მაგრამ „შეყვარებული“ უკეთესი ყოფილა. დედამ და მამამ იციან და არ მიშლიან, რადგან იციან, როგორი ბიჭია, ოჯახიც კარგი ჰყავს (გაურკვეველი) და ამიტომ როგორც „ჩემი შეყვარებული“ მიღებული ჰყავთ. დედა იცნობს კიდეც და ძალიან მოსწონს... უი სახელი არ მითქვამს :D გიორგი ჰქვია და 11 ნოემბრის მერე ერთად ვართ. ძალიან მიყვარს და ვგრძნობ, რომ მასაც ვუყვარვარ, ის არ ჰგავს სხვა ახლანდელ ბიჭებს, რომლებიც 1000 გოგოს სწერენ, ის ძალიან ერთგულია, რასაც ვაფასებ (გაურკვეველი)...“

მე ნინა ვარ და მე ვთამაშობ. ვიღლები, მაგრამ თამაში პროფესიად მექცა. სცენაზე რომ დამაყენო, ყველასგან მიტოვებულების როლს ისე შევასრულებ, ალბათ თვალსაც არ დავახამხამებ. რა ირონიულია ეს ყველაფერი. ჩემი აღსარებაც და ცხოვრებაც რა ირონიულია.
ჩვეულებრივი ახალგაზრდა გოგოს ცხოვრებით ვცხოვრობ. იმას ვაკეთებ და იმით ვერთობი, რითაც ჩემი თანატოლები იქცევენ თავს, მაგრამ ღამე იმდენს ვტირი, მგონია მდინარეს დავაყენებ და კედლებზე სიარული ისე მინდება, როგორც კედლის კუთხეში გაბმულ ქსელში გახვეული ობობა დადის ხოლმე. ახლო მეგობარი მყავს. მეგობრებიც, მაგრამ ამ ადამიანთან თავს უფრო კარგად ვგრძნობ. უბრალოდ, ბოლო დროა ისეთი განცდა მრჩება, რომ ვერ მიგებს. არადა ისიც რომ დავკარგო, როგორც დავკარგე ადამიანები წინათ, ალბათ ბოლო იმედსაც დავკარგავ, რომ ვინმე თავის მხარზე მომიხუტებს დასნებოვნებულს. ალბათ ბავშვობაში მეც მყვარებია. ბაღის სიმპათია ყველა გოგოს მოგვდევს ხოლმე, მგონი, მაგრამ არ მახსოვს, მის გარდა ოდესმე ვინმესთვის ისე შემეხედა, როგორც ბიჭს ვუყურებთ ხოლმე ჩვენ, გოგონები. ანუ, უფრო სხვანაირად. თითქოს ვაშინაარსებთ, სულში ხელებს ვუფათურებთ რომ ამოვიცნოთ...
შემთხვევით გავიცანი „ის“ მას ასე იმიტომ მივმართავ, რომ მისი სახელის გაგონებაზე, ისევ მინდა ტყეში გავიქცე და იმდენი ვიღრიალო, ავი სულები აქეთ-იქით გარბოდნენ.
კლასელის დაბადების დღეზე ვიყავი. ის ტრადიცია, რომ რატომღაც სუფრაზე ბიჭები ერთ მხარეს სხდებიან და გოგონები მეორე მხარეს, არცერთს გაგვითვალისწინებია და ჩემს გვერდით დაჯდა. ახლაც კი ვერ ვიშორებ იმ ხმას, რა ხმითაც ჭამდა პიცის მიმწვარ, ხრაშუნა ნაწილს. ის ხმა ახლა ყელს მიღადრავს. მგონია ის ხმელი ნამცეცები ნელნელა შიგნით ყველაფერს გამიხვრეტს. ყველას უღიმოდა, თვალებს აცეცებდა ირგვლივ, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, თითქოს ჩემკენ გამოხედვაც არ უნდოდა და ცოტა ხნით, ამ ჩემივე აღმოჩენილი ფაქტის გამო ეგ ბიჭი ერთი ნახვით შევიძულე. არავინ არ საუბრობს იმაზე, რომ ერთი ნახვით შეყვარება კი არა, შეძულებაც შეიძლება. მზად ვარ ამაზე გესაუბროთ, მაგრამ ახლა არა. ეგ სხვა დროს. ერთ ჭიქა ყავასა და კრუასანზე, თუნდაც.
გვიანი იყო, კანტიკუნტად დარჩენილი სტუმრებიც ვიშლებოდით. ყველა თავის გზას გაუდგა. ისიც ბოლომდე დარჩა. გამომემშვიდობა და გამიღიმა. ამ წამიდან უკვე აღარ მძულდა ის. მეორე დღეს ისეთმა გავიღვიძე, არც სკოლაში წავსულვარ. თავი ძლივს ავწიე. სამზე გასასვლელი ვიყავი. დასაბანად მოვემზადე. უნდა ითქვას, რომ იმ დღეს საერთოდაც აღარ გამახსენდებოდა გუშინ ნანახი ბიჭი, მერე რომ არ მენახა.
უაზროდ ვიდექი შხაპის ქვეშ. ისეთი განცდა მქონდა, ადამიანს რომ ნახავ, მოგეწონება, გულში დაგრჩება მაგრამ იცი, რომ მეორე დღეს მას ვეღარსად იხილავ. რატომ, რის გამო მქონდა ეს შეგრძნება ჯერ ვერ ვხვდებოდი.
თბილ წყალში ერთნაირად დავდნი. ფეხები მეკვეთებოდა. ბოლო ხმაზე ვმღეროდი.
“If I
Was to walk away
From you my love
Could I laugh again?”
Archive-ს ეს სიმღერა აკვიატებად მექცა. დღემდე ვუსმენ.
ხანდახან ერთი ჭიქა ყავა, ყველაფერს გგონია რომ შველის. კაცებივით კიტრის მწნილს ნაბახუსევზე არ გადავკიდებივარ. მგონი ამდენი პირველად დავლიე.
***
- დარწმუნებული ხარ? იმას ვგულისხმობ, რომ კარგი იდეაა, იქ რომ მივდივართ? - ვეკითხები ლინას.
- თუ არ გინდა წამოსვლა, ჩემ გამო მაინც წამოდი დღეს და მერე, თავში ქვა გიხლია.
თავი დავუქნიე. საუკეთესო მეგობართან ერთად, ჯოჯოხეთშიც წავალ და ერთი ორგანიზაციის შეხვედრაზე წასვლა რა გამიხდებოდა.
ბევრი ხალხი იყო, გამიკვირდა. ასეთ შეხვედრებზე იშვიათად დადიან ხოლმე თანატოლები.
ამ დღეს მკითხველთა კლუბის დღე იყო. ჩაწერაზე არც მიფიქრია. მხოლოდ მათ ვუსმენდი და მოთმინებით სავსე მზერას ვაკვესებდი ლინას.
წასაკითხად „ყველაზე ლამაზი გოგო“ მოგვცეს. პატარაა და ყველგან რომ მოიპოვებ, ისეთი. ერთ კვირაში, ამ მოთხრობის გარშემო უნდა გვემსჯელა.
- მამაო, რამე ისეთი წიგნი მოგვეცით წასაკითხად. სროლებზე, - უკნიდან ხმა გაისმა. მისკენ მივტრიალდი. ვინ საუბრობდა მაინტერესებდა, მაგრამ ვერ მივაგენი.
- გიორგი, შენთვის იყავი მანდ, ჩუმად, - უპასუხა მამაომ სიცილით და იმ ბიჭსაც გაეცინა.
ტანში ჟრუანტელმა დამიარა. მეცნო ეს სიცილი. სახეც თვალწინ დამიდგა, ოღონდ მაშინ მთლად ვერ აღვიდგინე ყველა ის მიმიკა, რითაც ათას ადამიანში გამოვარჩევდი. არადა სახეები მარტივად არ მამახსოვრდება ხოლმე. საშინლად დამცხა და სუნთქვა შემეზღუდა. ლინას მუჯლუგუნს ვკრავ, ადექი, გავიდეთ-მეთქი და მაჩუმებს. ცოტა ხანს კიდევ რომ გაგრძელებულიყო შეხვედრა, მგონი აქედან მკვდარს გამიყვანდნენ.
გარეთ გამოსულს სახეზე ცივი ნიავი ისე მესიამოვნა, როგორც წყურვილისგან მომაკვდავს წყლის თუნდაც უკანასკნელი, ტუჩის გასასველებელი წვეთები ესიამოვნებოდა იმ წუთს. ჰაერი. აი რა მჭირდებოდა.
- იცნობ მაგ ბიჭს? - ვეკითხები ლინას მას მერე რაც გარეთ გამოვდივართ.
- ვინ მაგ ბიჭს? - ინტერესით მაკვირდება.
- აი, შეხვედრაზე მამაოს რაღაც რომ უთხრა, - ვუზუსტებ.
- ააა, გიორგი? გუშინ ლიკას დაბადების დღეზეც იყო. არ გახსოვს?
საბოლოოდ დავრწმუნდი რომ არ შევმცდარვარ.
- ჩემს გვერდით იჯდა... - ჩაფიქრებული ვეუბნები
- მერე? გაგაცნო, გინდა? - იცინის.
- არა. ფეისბუქზე როგორ ვნახო?
სიცილისგან ლამის გული წაუვიდა.
- წამოდი, ნინა, წამოდი. - პასუხს თავი აარიდა და წინ გაიქცა. დავედევნე.
სახლში მისულმა მაშინვე ყავა გავიკეთე, კომპიუტერთან დავჯექი და ბუკოვსკის „ყველაზე ლამაზი გოგო“. აუდიო ვერსიას ლამის ბოლო ხმაზე ვუსმენდი:
„კასი, თავის ოთხ დასთან შედარებით, ყველაზე უმცროსი და ყველაზე ლამაზი იყო.“...
ყავა ბოლომდე ვერ დავლიე. გაცივდა და კინაღამ გული ამირია.
ფეისბუქზე მას ისეთ ადამიანებთან ვეძებდი, ვისზეც ვეჭვობდი რომ კავშირი ექნებოდა. ვერ მივაგენი და ბოლოს, საღამოს თვითონ გამომიგზავნა დამატება. ისე ნერვიულად ვაწკაპებდი თანხმობას, კურსორი ორჯერ ამიცდა ღილაკიდან. ოღონდ არაფერი მოუწერია. არადა იმდენ ხანს ველოდი.
თვალი ძლივს მოვხუჭე. რომ აღარ ვიცოდი რა მეკეთებინა, თერთმეტი იყო დაწყებული თავი რომ ვაიძულე დამძინებოდა. შუაღამეს წყურვილმა გამომაღვიძა. გასანათებლად ტელეფონი რომ ავიღე, ვნახე რომ მისი შეტყობინება მქონდა მოსული:
“ras shvrebi?”
სამი წუთის გასული იყო. წყურვილი სულ გადამავიწყდა. მაინც დავუბრუნე პასუხი, იქნებ ნახოს-მეთქი.
“ravi exla gamegvidza shenrasshvebi?”
მწვანედ აინთო.
“me axla vapirebdi dadzinebas. Mara davrchebi”
“rato darchebi?”
“imitom rom mogwero.”
“kargi magram tu agar mogwere eseigi damedzina.”
“gedzineba? Wadi mashin.”
“ara ar waval”
“ratom ar waxval?”
“imitom rom mogwero :D”
მეღიმებოდა როცა ეს მივწერე. მისი სიტყვები რომ გავიმეორე, თვითონაც მიმიხვდა და ბევრი იცინა. საუბარი ცოტა ხანს კიდევ გავაგრძელეთ და მერე მართლა ჩამეძინა. დილას თვალი გავახილე თუ არა, ისევ მას მივწერე. მერე სკოლაში წასასვლელად ვემზადებოდი და ტელეფონი აღარც მინახავს. ლინასთვის არაფერი მითქვამს. სხვა ბევრ რამეზე კი ვილაპარაკეთ, მაგრამ ის რომ მას ვწერდი, არ ვუთხარი, არ ვიცი რატომ. კარტაზე ინტერნეტი არ მქონდა. სახლში მისულმა ვნახე, რომ მოუწერია, შენი ნახვა მინდა და თუ შეიძლება ჩამოგაკითხავ დღეს სკოლაშიო. ალბათ რამეს დავლეწავდი ჩემ ნებაზე რომ მივეშვი ვინმეს. ხვალ-მეთქი. ერთი სული მქონდა მენახა.
დიდი დასვენება იწყებოდა, ზარამდე ხუთი წუთით ადრე მომწერა ეზოში ჩავსულიყავი. მასწავლებელს ლამის ვუჩოქე, დამითხოვეთ-მეთქი და ჩემი ძლივს გავიტანე.
- როგორ ხარ? - მკითხა რკინის მოაჯირს მიყუდებულმა და ჩემკენ ოდნავ წამოიწია. ალბათ იმ წამების განმავლობაში ფიქრობდა, უნდა გადავეკოცნე თუ არა. ლოყაზე ნაზად მაკოცა და რაღაცნაირად, უხერხულობა ვიგრძენი.
- კარგად შენ როგორ ხარ? - კითხვა დავუბრუნე. ოდნავ წამოზრდილი თმები ყურთან ასჩეჩვოდა. მისკენ გადავიხარე და თითით გავუსწორე.
- კარგად, - მითხრა და მადლობა მომიხადა ჩემი საქციელისთვის
თავი დავხარე. სალაპარაკო არ გვქონია.
- წამოხვალ? ვჭამოთ რამე.
- სად? - ვკითხე დაბნეულმა.
- რა ვიცი, სადმე...
- სკოლის გარეთ? - ისევ დავიბენი.
- ხო, მერე რა მოხდა.
წავედით და ბევრი ტკბილეული ვჭამეთ. იმ დღეს პირი აღარაფერზე დამიკარებია. ყველაფერზე მაზიდებდა შოკოლადებზე ისეთი ცუდად გავხდი.
ორი თვის განმავლობაში ვხვდებოდით, ვწერდით, ველაპარაკებოდით ერთმანეთს. ნელ-ნელა იმასაც მივხვდი რომ მგონი მიყვარდა. ვიცი ბევრს შეიძლება ეუცხოვოს და არ მოეწონოს ის რაც მე გავაკეთე, მაგრამ ზუსტად ორი თვის თავზე, მეთვითონ გამოვუტყდი მის მიმართ რა გრძნობაც მქონდა.



№1  offline წევრი nqv

ვაიმეევაიმეე ძაანკარგი დაასაწყისიაა ველოდები განვითარებასს..ალბად იმ ბიჭსაც უყვარს თორე ნახვას არ მოისსურვებდა
წარმაატებებიი

 


№2  offline წევრი Vakhelsmn

nqv
ვაიმეევაიმეე ძაანკარგი დაასაწყისიაა ველოდები განვითარებასს..ალბად იმ ბიჭსაც უყვარს თორე ნახვას არ მოისსურვებდა
წარმაატებებიი

მადლობა. ყველაფერს შემდეგი თავები გვიჩვენებს. ;)

 


№3 სტუმარი Jsbaja

Velit tavebs

 


№4  offline მოდერი N1penguin

დიდი ინტერესი აღმიძრა, სათაურიც რაღაც ინტრიგული აქვს. ველი შემდეგ თავს kissing_closed_eyes kissing_closed_eyes

 


№5 სტუმარი სტუმარი ლინდა

ეს ის მოთხრობაა სადაც საკუთარი თავი ვიცანი სადღაც, რომელიღაც მონაკვეთში. ძალიან სწრაფად ნუ განავითარებ მოვლენებს. წარმატებები????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent