შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსიყვარულოდ? არ არსებობს თავი 8


6-04-2018, 20:43
ავტორი Viktoria
ნანახია 1 443

დილით ადრე ავდექი და მისაღებში ჩავედი სადაც ანასტასია მიირთმევდა, მეც მას შევუერთდი და შემდეგ სკოლისაკენ წავყევი. სახლში მალევე დავბრუნდი და სკაიპით ალექსანდრეს დავურეკე, ცოტა ვიცადე შემდეგ კი მიპასუხა.
- კაი რა ამ დილა უთენია, რამ დაგარეკია, შენ თუ არ გეძინება მე მაინც მაცადე ძილი.
-კარგი რა ალექსანდრე ნუ წუწუნებ რა. როცა არ გირეკავ მეჩხუბები და როცა გირეკავ მაშინაც ერთ ამბავში ხარ.
- კარგი, რა ხდება ამ დილა უთენია რატო დამირეკე?
- მომენატრეთ ყველანი და ვიფიქრე დავურეკავ და მოვიკითხავ მეთქი ასე, რომ დაგირეკე.
- გეტყობა, როგორც მოგენატრე. რამდენი ხანია, რაც აქ გელოდები შენ კი საერთოდ აღარ ბრუნდები მგონია.
- არა ყველაფერი იმაზე მარტივადაა ვიდრე წარმოიდგენ, ასე ორ კვირაში ჩამოვალ, მაგრამ საქართველოში მალევე ვგეგმავ დაბრუნებას.
- ორი კვირა რა ამბავია ანდა რა ვეღარ მონათლეს ის ბავშვი.
- ნათლობა ზეგ იქნება, დღეს საყიდლებზე მივდივართ მე და კატერინა, ორივენი ნათლიები ვართ.
- კარგია, უთხარი თუ არა იმ გოგოს?
- ჯერ არ მითქვამს მაგრამ მალე ვეტყვი.
- ვიცი მე შენი მალე, მისმინე ძმაო თუ მოგწონს უთხარი. რაღას უცდი .
-ნათლობის დღეს ვეტყვი. ისედა შენ და კატერინა რაღაცით მაინც გავხართ ერთმანეთს ხო იცი.
- კაი ერთი და რითი ვგავართ ერთმანეთს? მე ისეთი სიმპატიური ვარ ის კიდევ... ნუ არის რა, არაუშავს.
- არის რა კი არა ძაან მაგარი ადამიანია. ხოლო იმით გავხართ ჩემო კარგო, რომ ისიც შენსავით სულსწრაფია... შენი არ იყოს ისიც მაჩქარებს ჩემი გრძნობების გამხელას.
- ძალიანაც კარგი ხედავ მე შენი ძმაკაცი და ის მისი დაქალი ორივე ერთ აზრზე ვართ ასე, რომ დაგვიჯერე ძმაო და უთხარი იმ გოგოს სიმართლე.
- ხოდა გისმენთ და ნათლობის დღეს გავუმხელ ჩემს გრძნობებს.
- კარგია. მალე მორჩი რა საქმეებს და ჩამოეთრიე, რა არის ასე უნდა მახვერწნინო.
- მალე დავბრუნდები გპირდები ალექსანდრე.
- იცოდე პირობა არ დაარღვიო, გელოდები. ნუ რაღაცით მაინც მესმის შენი, მანდ შენ ისეთ ნაშებთან ხარ, რომ კეთილი შურითაც კი მშურს შენი...
- კარგი, კარგი არ გვინდა შენეული ვერსიის მოსმენა ქალებზე.
-არა მართლა სერიოზულად გეუბნები.
- მომიკითხე სუყველა, კატერინა მეძახის და უნდა წავიდე.
- მოიცა არ გათიშო, არაფერი არ უჭირს გიცადოს ცოტა.
- არა უნდა წავიდე მართლა აბა ჰე.
- ოხ მე შენი...
სკაიპი გავთიშე და მისაღებში ჩავედი იქიდან ქალაქში წავედით, ჯვრები ვიყიდეთ, ასევე საჩუქარი ვიყიდე ანასტასიასთვის და სახლში დავბრუნდით. მთელი დღე სახლში გავატარეთ, ფილმებს ვუყურებდით და დროს კარგად ვატარებდით.

................................................................

ბევრი ხვერწნის მიუხედავად დიმიტრიმ მაინც მიმატოვა და ჩემს უცნობთან გაიქცა. არა რა ვგრძნობ, რომ ძმას ნელ-ნელა ვკარგავ. სასწრაფოდ რამე უნდა მოვიფიქრო, აქეთ უნდა დავაბრუნო რა.
ავდექი თავი მოვიწესრიგე და მისაღებში ჩავედი, სადაც ბაბუა ვიღაც მოხუც ქალბატონს აცილებდა, მათი შეწუხება არ მინდოდა და უკანვე დავბრუნდი საძინებელში. ფილმი ჩავრთე საწოლზე წამოვწექი და ყურებას შევუდექი თუმცა ფიქრებით სხვაგან ვიყავი საწოლიდან წამოვდექი და კომპიუტერთან დავჯექი.
ფეისბუქზე შევედი, საინტერესო არაფერი არ იყო, სკაიპით დიმიტრისთან დარეკვა გადავწყვიტე, ცოტა ხნის შემდეგ მიპასუხეს.
- შენ?
- დიახ, მე...
- დიმიტრი სად არის? მისი ლეპტოპი შენ რატომ გაქვს?
- დიმიტრი ანასტასიასთან ერთად წავიდა.
- და ლეპტოპი?
- მათხოვეს.
- გასაგებია.
- იცით მე საქმეები მაქვს ასე, რომ თუ შეიძლება ცოტა ხნის შემდეგ დარეკეთ. ანდა მოვიფიქრე, შენ ნუ შეწუხდები დიმიტრის ვეტყვი და გადმოგირეკავს.
- კარგი, ცოტა ხნის შემდეგ დავრეკავ.
სკაიპი გავთიშე და სამზარეულოში ჩავედი, მივირთვი და საძინებელში დავბრუნდი, ფოტოების დათვალიერება დავიწყე და ვერც კი გავიგე, როდის შემოვიდა ბაბუა ჩემს ოთახში.
- ვა, ვა, ვა...
- და ვინ იყო შენი იდუმალი სტუმარი?
- შენი საცოლის ბებია.
- ჰოო. კიდევ კარგი რომ არ გაგეჩხირეთ თვალში.
- საკმაოდ სიმპატიური ქალბატონია ისე, რომ იცოდე.
- ჰო შეიძლება არც კი დამინახია ნორმალურად, რომ აცილებდი მაშინ მოგკარით თვალი.
- შენს სანახავად ამოვედი, მაინტერესებს დღეს რა გეგმები გაქვს ?
- ჰოო? ჯერ არ ვიცი.
- დიახ, მოიცა ეს გოგო ვინ არის?
-რომელი?
-შავგრემანი ძალიან გავს ერთ ჩემს ნაცნობს.
- შენს ნაცნობს?
- ჰოო. ვაიმე ეხლა გამახსენა საიდან მეცნობა და მერე მომკალი თუ გინდა ღმერთო.
- არ ვიცი ვინ არის, მე მას ჩემს უცნობს ვეძახი.
- შენს უცნობს?
-დიახ ჩემს უცნობს...
- სინტერესოა შეიძლება, რომ ვნახო?
- როგორ არა, მოდი.
ფოტოებს გადაყვა და ჩაიღიმა.
- უცნობის კვალობაზე ძალიან ბევრი ფოტო გაქვს.
- მე არცერთი არ გადამიღია, დიმიტრიმ გადაიღო და გამომიგზავნა.
-დიმიტრიმ?
- ხო, დიმიტრის,რომ გოგო უყვარს იმის დაქალია რა.
- საინტერესოა ეს ქერაც რა ლამაზია.
- ანასტასია მართლაც რომ მშვენიერია, ხო იცი ქონია გემოვნება ჩემს ძმას.
- იცი რა აინტერესებს ყველაზე ძალიან ბაბუაშენს თუ სად გაიცნო მისმა შვილიშვილმა მისი უცნობი.
- გრძელი ისტორიაა ბაბუ.
- დიდი ყურადღებით გისმენ.
- რა ხდება? მგონი შენ უფრო ხარ დაინტერესბული მისით ვიდრე მე.
- მე მისით კი არ დავინტერესბულვარ, არამედ იმან ჩამაფიქრა, რომ შენ არ გაიცანი ის უკეთესად. მე ამ ასაკში ვარ და მისით ძალიან მოვიხიბლე და მერწმუნე ახალგაზრდა, რომ ვიყო ბარეურს გავეჯიბრებოდი მისი გულის მოგებისათვის.
- და ვინ თქვა, რომ მე ფარ-ხმალი დავყარე, ხომ ვამბობ გრძელი ისტორიაა მეთქი.
- სად გაიცანი?
- აეროპორტში, სადღაც მიფრინავდა და შენ წარმიდგინე ერთადერთი იყო იმ გოგონებიდან ვისაც შენი შვილიშვილი საერთოდ არ აინტერესებდა.
- და შენ რათქმა უნდა გეგმა შეიმუშავე.
- დიახ და ამ გეგმამ პირიქით შეაძულა ჩემი თავი.
- ჰოო? ისტორია იმაზე საინტერესოა ვიდრე ვფიქრობდი, ანუ სძულხარ?
- თავს ეგრე მაჩვენებს, მაგრამ...
- და რომ არ გაჩვენებდეს? იქნებ მართლაც არ აინტერესებ.
- შანსი არაა. ეს ხომ მე ვარ.
- შენ რას ფიქრობ მასზე?
- არ ვიცი. ფაქტია, რომ მომწონს. ის უფრო მომწონს, რომ მას თითქოს და არ ვაინტერესებ, არადა ვიცი, რომ თუ მოვინდომებ ხელში ჩავიგდებ.
- შენს ხმაში ეჭვის ნოტები შევამჩნიე, თითქოს და საკუთარ თავში არ ხარ დარწმუნებული.
- გინდა დავნიზლავდეთ, რომ ის ჩემი გახდება.
- როგორ ფიქრობ, ბაბუაშენი ოდესმე აგებს?
- შენ წარმოიდგინე და არც შენი შვილიშვილი აგებს, ის ყოველთვის გმარჯვებულია.
- და რას მთავაზობ?
- თუ მე მას შევაბამ...
- მოგების შემთხვევაში რას ითხოვ?
- ამ სულელურ ქორწილს ჩაშლი.
- და თუ წააგე?
- ეს შეუძლებელია.
- ყველაფერი შესაძლებელია.
- კარგი თქვი რას ითხოვ მოგების შემთხვევაში?
- თუ მოვიგებ შენი უაზრო ქორწილი შედგება.
- თანახმა ვარ.
- შენს ადგილზე დავფიქრდებოდი, ფოტოებიდან ჩანს, რომ დიდი ბრძოლა მოგიწევს, ღამით მიპასუხე.
- პასუხი არ შეიცვლება.
- ვნახოთ, შენ მაინც იფიქრე, ხომ ხვდები რასაც აწერ ხელს. თუ წააგებ ქორწილი შედგება.
- ვიცი და ისევ იგივეს გიპასუხებ, პასუხი არ შეიცვლება. ასე, რომ მოემზადე წაგებისთვის.
- მე ყოველთვის მზად ვარ, მოგებისთვის.
საძინებლიდან გავიდა მე კი ისევ ფოტოების დათვალიერებას შევუდექი. ცოტა ხნის შემდეგ კი დიმიტრის დავურეკე. ისევ მან მიპასუხა, რასაც მოველოდი.
- ისევ შენ?
- დიახ, ისევ მე.
- დიმიტრი?
- ჯერ არ მოსულა, ხომ გითხარით არ შეწუხდეთ მეთქი.
- არც ვწუხდები.
- კარგი. მაშინ მე წავალ და თქვენ შეგიძლიათ რეკოთ რამდენიც გინდათ, იქნებ დიმიტრიმაც გიპასუხოთ.
- სადმე გეჩქარება?
- დიახ, საქმეები მაქვს.
- არ გათიშო ცოტა ხნით ვისაუბროთ.
- და რაზე უნდა ვისაუბროთ?
- ჩვენს შეხვედრაზე.
- რომელ შეხვედრაზე? ა, დიახ გამახსენდა. იმაზე სადაც ბავშვივით იქცეოდით.
- დიახ სწორედ იმ შეხვედრაზე.
- სასაუბრო აქ არაფერი არა.
- ცდებით.
- ნითუ?
- დიახ ცდებით, მე მსურს საუბარი.
-მე კი არა.
-მაგრამ მაინც მინდა იცოდეთ, რომ ვწუხვარ რაც მოხდა იმის გამო, მე მართლაც, რომ...
- უნამუსოდ მოიქეცით.
- დიახ. ვისთვის, როგორ.
- გასაგებია.
- მაგრამ თუკი ღილებს არ შეიკრავთ საროჩკაზე ვერ დაგპირდებით, რომ იგივეს არ გავიმეორებ ან გავიფიქრებ.
- ღილებს?
- დიახ.
საროჩკაზე დავიხედე და სასირცხვილო მდგომარეობაშიც აღმოვჩნდი, ჩემდა საუბედუროდ მკერდი საკმაოდ გამოკვეთილად მომიჩანდა, სკამიდან წამოვხტი და ღილები სასწრაფოდ შევიკარი.
- ლოყები გაგიწითლდათ, იცით რატომღაც მე მომწონს თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობა.
- უკაცრავად.
-ლამაზი ხარ იცი? ძალიან ლამაზი.
- ამ საუბარს რა აზრი აქვს. ორივემ ვიცით, რომ ერთმანეთთან საერთო არაფერი არ გვაქვს და არც გვექნება, ასე, რომ კარგად იყავით.
სკაიპი გათიშა და ჩემს ფიქრებთან მარტო დამტოვა.
-ცდები საერთო გვაქვს...
- ვგრძნობ, რომ ნიზლავს მოვიგებ.
-სულაც არა ბაბუ.
- დაინახე? არ შემცდარხარ, მართლაც ვერ გიტანს.
- ყველაფერი წინაა და მშობლების დარწმუნება მოგიწევს ქორწილის ჩაშლის თაობაზე.
- ან კიდევ მათი გახარება.
- შეეგუე ბედს ბაბუ. აღიარე, რომ წაგებულ პარტიას ემხრობი.
- ამას დრო გვიჩვენებს.
გამიღიმა და მარტო დამტოვა ჩემს ოთახში. საძინებელში დავდიოდი და თავში მხოლოდ მისი სიტყვები მიტრიალებდა, ის ცდებოდა. ჩვენ საერთო გვქონდა და ეს კი ის კოცნა იყო რომელმაც ასე ამაფორიაქა და მოსვენება დამაკარგვია. ნუთუ ასე მალე დაივიწყა, არარსებობს უბრალოდ თავს მაჩვენებს.
საწოლზე წამოვწექი, გეგმებს ვაწყობდი და ფიქრების კორიანტელში გადავეშვი.

ესეც ასე მომდევნო თავი <3 იმედია მოგეწონებათ. <3 <3



№1  offline წევრი blondeangel631

როდის გაიგებს რომ კატო უნდა მოეყვანა ცოლად ?? ძალიან კარგი იყო შემდეგს ველოდები მალე დადე რა heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent