უსიყვარულოდ? არ არსებობს თავი 7
დილით ავდექი თავი მოვიწესრიგე და საძინებელი დავალაგე. ანასტასია, როგორც ყოველთვის სკოლაში იყო წასული. სახლში მარტო ვიყავი დათა ნინის ახლდა ბავშვი ექიმთან ყავდათ წაყვანილი, დიმიტრი კი სავარაუდოდ ანასტასიას ახლდა. სამზარეულოში ჩავედი და მალევე მისაღებში დავბრუნდი. -უკვე გაიღვიძე? - დიმიტრი? მე მეგონა, რომ... - სკოლამდე მივაცილე. -და ბოლოს და ბოლოს უთხარი თუ არა? -არა ჯერ-ჯერობით არაფერი არ მითქვამს მისთვის. - და რაღას უცდი კი მაგრამ? -ალექსანდრესი არ იყოს შენც მაჩქარებ მე კი შესაფერის მომენტს ველი. - სხვა რას შვები შენები, როგორ არიან ? -მშვენივრად, ყველას ძალიან ვენატრები, ალექსანდრეს კი განსაკუთრებით. - არაუშავს მიეჩვევა გადაიტანს უშენობას როგორმე. -თუ მალე არ დავბრუნდი არ ვიცი რას მოიმოქმედებს, მისგან ყველაფერია მოსალოდნელი. -გასაგებია. საუბარი დათას და ნინის მოსვლამ შეგვაწყვეტინა, ნინის პატარა გამოვართვი და ხელში ვათამაშე. - კარგია, რომ ორივენი აქ ხართ, თქვენთან საქმე მაქვს. - რა ხდება დათა? -მოკლედ ბავშვის მონთვლისათვის შესაფერისი დღე ავარჩიეთ, მას 2 დღეში მოვნათლავთ. - რა კარგია. - აღნიშვნით მოკლე წრეში ავღნიშნავთ ასე, რომ ოც კაცამდე ვიქნებით. - გასაგებია. -და კიდევ, როგორც იცით დიმიტრი ერთ-ერთი ნათლია ანამარიასი ასევე მინდა გთხოვო კატერინა მართალია ერთმანეთი ახლახანს გავიცანით მე როგორც ჩემს დას ისე გიყურებ, იქნები ჩვენი პატარას მეორე ნათლია? - რათქმა უნდა დათა, დედას ვფიცავარ მეც ისე გიყურებ როგორც ჩემს ძმას. ძმას, რომელიც არ მყოლია, მაგრამ როცა შენთან ვარ მე მარტოობას არ განვიცდი, დიდი სიამოვნებით ვიქნები პატარა ანგელოზის ნათლია. - ძალიან კარგია, ესეიგი ორივენი ნათლიები ვართ. -მართალი ხარ დიმ ორივენი ამ პატარას ნათლიები ვართ. - კარგით პატარას გავიყვან, დავაძინებ. - მეც მოგყვები ძვირფასო, მალევე დავბრუნდები. - კარგი დათა, მაგრამ ჩვენ შეიძლება ანასტასიას მივაკითხოთ სკოლაში და იქიდან ქალაქში გავიდეთ. - კარგი აბა თქვენ იცით კარგად გაერთეთ, გოგონებს თვალი არ მოაშორო იცოდე. - არის სერ, ამათ თვალს როგორ მოვაცილებ. ვისაუბრეთ, ვიცინეთ დათა კი ნინისთან გავიდა ოთახში. - რა ვქნათ აბა გავიდეთ სკოლისაკენ? - გამოვიცვლი და გავიდეთ. ოთახში ავედი თავი მოვიწესრიგე, საფულე ავიღე და მისაღებში ჩავედი. - ვაჰ მშვენივრად გამოიყურები. - მადლობა. სახლიდან გამოვედით და სკოლისაკენ წავედით თან ვსაუბრობდით. - ჯვრების რა ვქნათ? როდის გავიდეთ საყიდლად? - ხვალისათვის ვიყიდოთ. -კარგი. ანასტასიაც გამოვიდა, ქალაქში წავედით ერთ-ერთ კაფეში შევედით, მივირთმევდით შემდეგ კი პარკისაკენ წავედით, დიმიტრი ფოტოებს იღებდა და ყველა წუთს, წამს აფიქსირებდა. - რათ გინდა ამდენი ფოტო კი მაგრამ? - ალექსანდრეს უნდა გავუგზავნო დედას უნდა ანასტასიას ფოტოების ნახვა, თავადი ივანეც კი დაინტერესდა მისით. - და შენ, როდისთვის გეგმავ მისთვის სიმართლის თქმას? - არ ვიცი, ჯერ ვერ გადამიწყვეტია კატერინა. არადა ვგრძნობ, რომ ისიც არ არის გულგრილი ჩემს მიმართ. - ხო და რაღას უცდი ადამიანო? -შესაფერის მომენტს, აი რას ვუცდი. - რაზე საუბრობთ ჩემო კარგებო? - შენზე ვსაუბრობდით. - ჩემზე? საინტერესოა... - ხო შენზე, იმაზე ვსაუბრობდით თუ როგორი ლამაზი და მშვენიერი გვყავხარ. - ჰო კატერინას მეც ვეთანხმები. ანასტასია ოდნავ გაწითლდა, მაგრამ დიმიტრის მზერას მაინც გაუსწორა თვალები. ბევრი ხეტიალის შემდეგ სახლისაკენ წავედით. მისვლისთანავე დავტრიალდით,სუფრა გავშალეთ, ყველანი მაგიდას მივუჯექით, მივირთვით, შემდეგ სუფრა ავალაგეთ, ჭურჭელი დავრეცხეთ, ვისაუბრეთ და საძინებელ ოთახში ავედით. - რაზე საუბრობდით კატერინა შენ და დიმიტრი? - ხომ გითხარით, შენზე საყვარელო. - და ჩემზე რა გითხრა? - ის მითხრა, რომ მოწონხარ და ისიც მითხრა, რომ შენც მოგწონს. თითქოს და არ ვიცოდე ყველაფერი სახეზე გაწერია შენც და მასაც. - ასე ძალიან მეტყობა? - აბა რა. ისე საღოლ დღეს მის მზერას არ გაექეცი აქამდე კიდევ თავს, რომ ჩახრიდი აღარც იხედებოდი მაღლა. - კარგი რა კატერინა ნუ მაწვალებ გთხოვ შენ მაინც. - მოიცა კიდევ ვინმე გაწვალებს ჩემს გარდა? -თითქმის ყველა, შენც მათ უერთდები? - მოიცა არ მითხრა, რომ დათაც და ნინიც ჩემს გუნდში არიან. - ხო ასეა, არადა მე არც არაფერი არ მითქვამს მათთვის. - რაღა თქმა უნდოდა კი მაგრამ ამას, ისედაც სახეზე გაწერია ყველაფერი და ისიც ეგრეა. - კარგი დავიძინოთ ახლა და სხვა დროს გავაგრძელოთ ეს საუბარი. - okay sweety. ....................... საძინებელში ავედი თუ არა სკაიპით ჩემებს ვესაუბრე, ფოტოებიც გადავუგზავნე ჩემი და ანასტასიასი, ღამით კი ალექსანდრესათვის მთელი კვირის ფოტოები მოვამზადე და გავგზავნე სადაც კატერინა იღიმებოდა, იწყენდა, იპრანჭებოდა და ასე შემდეგ. .................................................................................. დიმიტრისთან სკაიპით საუბარს მივეჩვიე, უკვე ეს მოსული ამბავი იყო. დედა და მამაც გახარებულები იყვნენ არადა ჯერ მისი შეყვარებულიც კი არ იყო ის საბრალო გოგონა, ჩვენები კი უკვე ქორწილზეც საუბრობდნენ. დიმიტრის ბედნიერება ისე ახარებდათ, რომ მე საერთოდ დამივიწყეს, აღარც ჩემს ჩაშლილ ქორწილზე საუბრობდნენ და აღარც ჩემს გაქცეულ საცოლეზე. ეს სასიხარულოც კი იყო, მაგრამ ოდნავ მეწყინა, რომ ჩემი ცხოვრება მათი განხილვის საგანი აღარ გახლდათ. ნატალის ვხვდებოდი და დროს კარგად ვატარებდით, არა რა მართლაც რომ ძალაინ სექსუალურია ჩემი ნატალი. სექსუალური, მიმზიდველი, ლამაზი და უსაყვარლესი. მასთან თავს ისე ვგრძნობ, როგორც თევზი წყალში. ყოველდღიურად ვხვდებოდით ერთმანეთს და კარგად ვატარებდით დროს. სახლი, დისკოტეკები, კლუბები, ნატალი და ისევ სახლი. ჩვენ ერთმანეთს გასართობად ვხვდებოდით, ასე ხდებოდა კარგა ხანს. ხშირად საწოლზე წამოწოლილი ფიქრებს მივეცემოდი ხოლმე. ნატალი ძალიან მომწონდა, მაგრამ ის იმ კატეგორიის ქალებში არ შედიოდა ვისთან ერთადაც ვიცხოვრებდი, მისი ცოლად მოყვანაზე ფიქრიც ზედმეტი იყო მიუხედავად იმისა, რომ როცა მასთან ვიყავი სხვა გოგონებს არ ვხედავდი, არც სხვებზე ვფიქრობდი ნუ თუ ჩემს უცნობს არ ჩვთვლით. ისეთი იყო, რომ ძნელად თუ დაივიწყებდა ვინმე. მე კიდევ მეგონა,რომ დავივიწყე, მაგრამ მწარედ შევცდი ან კიდევ შეიძლება ტკბილი შეცდომაც კი ყოფილიყო. როდესაც მის ტუჩებს ვიხსენებ ტანში ჟრუანტელი მივლის რასაც შეძლებისდაგვარად ვაიგნორებ. ყველაფერი კარგად მიდიოდა მაგრამ ეს ფოტოები მოსვენებას არ მაძლევდნენ და მის დავიწყებას ვერანაირად ვერ ვახერხებდი. დიდი სიამოვნებით წავშლიდი, მაგრამ აზრი... დიმიტრი ისევ გამომიგზავნის. როგორ არ მინდოდა, რომ დიმას რამე შეემჩნია ბვერი ვეცადე, რომ საკუთარი ემოციები და თავი გამეკონტროლებია, მაგრამ რას ვიზამთ, დიმიტრი საკმაოდ კარგად მიცნობს და ეგრევე მიხვდა, რომ ამ გოგონათი დაინტერესებული ვიყავი. ასე გრძელდებოდა დღეები, კვირეები დიმიტრი კი არადა არ ჩანდა. ნატალი მივაცილე როგორც ყოველთვის და სახლისაკენ წამოვედი. ჩვენები სკაიპით დიმიტრის ესაუბრებოდნენ, მეც მათ შევუერთდი, მაგრამ მალევე დაგვემშვიდობა. ჩემებს გავხედე რაღაცაზე ბჭობდნენ. - რა ხდება მშვიდობაა? - კი მშვიდობაა შვილო უბრალოდ ასე ადრე არ გელოდით. - ხო რას ვიზამთ დავიღალე, წავალ დავისვენებ. - კარგი შვილო. - მარიამ საყვარელო თუ მზად ხარ წავედით. - ახლავეს ივან უბრალოდ რამეც მოვიცმევ. დედა ოთახიდან გავიდა მე კი ბაბუას და მამას გავხედე და საუბარიც გავუბი. - კი მაგრამ სად მიდიხართ? - ჩემი მეგობრის სანახავად მივდივართ. - დიდად დაინტერესებული არ ვარ, მაგრამ მაინც გკითხავთ. არ დაბრუნებულა ის გოგონა სახლში, რა ჰქვიაო რა მითხარით? - არა არ დაბრუნებულა კატ... - მე მზად ვარ ივანე შეგვიძლია წავიდეთ. - კარგი მარიამ წავიდეთ. - მე წავალ დავისვენებ, თქვენ ალბათ გვიან დაბრუნდებით. - არ ვიცი შვილო ისე შენც, რომ წამოსულიყავი კარგი იქნებოდა. - სხვა დროს იყოს დედა, დაღლილი ვარ და დავისვენებ. - კარგი შვილო. ჩემები წავიდნენ მუსიკები ჩვართე, საწოლზე წამოვწექი და მორფეოსის სამეფოში გადავეშვი. ესეც ასე მომდევნო თავი, იმედია მოგეწონებათ. <3 <3 <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.