შეცდენილი (თავი I)
ანო დეე ადექი სკოლაში დაგაგვიანდება. ასე იწყება ჩემი ყოველი დღე... რით ვერ შევაგნებინე ამ ხალხს რომ არ მაინტერესებს საერთოდ ეს სკოლა? რა მნიშვნელობა აქვს სახლში დავრჩები თუ შატალოზე წავალ? მაგრამ არა მათთვის ხომ განათლება უპირველესია? ხომ არავის აზრი არ აინტერესებთ? აი მე კი სულ არ მჭირდება ჩემი საყვარელი საქმიანობის გასაგრძელებლად სკოლაში სიარული. ალბათ გაგიჩნდათ კითხვა მე ვინ ვარ ხომ ? ანო თავაძე 16 წლის. მშობლები? დავით თავაძე ეკატერინე მაკარიძე ჩემი საუკეთესო დაქალი?? ელენე ბერიძე შეყვარებული ? არ მყავს ! აი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილაკები... მეგობრებს რომ ჩემზე კითხოთ როგორი ბავშვიაო უეჭველი იტყვიან გიჟიო.. ყველას გამწარება მიყვარს ^^ ზოგჯერ სიყვარულითაც მომდის ზედმეტები. ვერ ვიტან სითბოს გამოხატვას. ხშირად ვუფიქრდები ჩემს საყვარელ ადამიანებს როგორ ვტკენ გულს მაგრამ ძალით ხომ არ მინდა არა? რა ჩემი ბრალია ჯიუტი ვირი რომ ვარ, და არავისი რომ არ მესმის? მირჩევნია ჩემით გადავწყვიტო ყველაფერი და შემდეგ ვინანო, ვიდრე სხვას დავუჯერო და შემდეგ სხვას დავაბრალო და ვინანო რატომ დავუჯერეთქო. რომ ვთქვა სკოლაში სიარული მიყვარსთქო მოვიტყუები, არც სწავლაზე არ ვირევი თუმცა მოუმზადებელი არასდროს არ დავდივარ რადგან მრცხვენია, რავქნა ვერ წამოვიჭრები ფეხზე და ამდენი ბავშვის გასაგოონად ვერ ვიტყვი რომ გაკვეთილი არ ვიცი. რაც შეეხება საკუთარი თავის დახასიათებას არ შემიძლია.. ზაფხულიც მოდიოდა ^^ მიხარია წელს გამოცდები რომ არ მიწევს, მაგრამ ერთი სული მაქვს როდის მოვრჩები საერთოდ სკოლას... ზემოთ საყვარელი საქმიანობა ვახსენეხომ ? მოცეკვავე ვარ უკვე 9 წელია ყველაფერს მირჩევნია ცეკვა. მამშვიდებს, მაწყნარებს, ბედნიერს მხდის ^^ პარასკევი: სკოლიდან მოვდიოდი ნაცნობი და მომაბეზრებელი ხმა რომ მომესმა - აი ჩემი ანოოც მოოდიის - აი შენამდე ცოტა მიკლია რაა და გამოვიარე ეს ნიკოა თითქმის ერთი წელია რაც ვუყვარვარ და თან დამდევს ნეტა თუ არ მობეზრდა ამ ბიჭს ამდენი უარის მოსმენა. ელეს დაბადების დღეზე მნახა და იმ დღის მერე გადამდგა.. თავიდან მეც მომწონდა მაგრამ თავისი პათოლოგობის შესახებ რაც გავიგე ვსო! იმის შემდეგ ავუხსენი რომ მხოლოდ მეგობრები ვიქნოდით და მეტი არაფერი. ასე დამთავრდა ჩვენი არდაწყებული ურთიერთობა.... სახლში ზლოზინით ამოვიქოშინე, აბა როგორია 7 სართულის ფეხით არბენა ? ! ვაუ სახლში ეკატერინე ტკბილი სიტყვებით შემეჩეხა არა კი ვიფიქრე ხომ არ ვკვდები რამ გადარია ეს ქალითქო მაგრამ ყურადღება აღარ მიმიქცევია ჩემი ოთახისკენ ავიღე გეზი თუმცა შემოვტრიალდი დაღონებულ დედას გავხედე და მიიივვარდი გიჟივით ჩავკოცნე.. მიუხედავად იმისა რომ ეკა ჩემთვის დედაზე მეტი იყო ასეთ მომენტს ძალიან იშვიათად თუ ნახავდით, გახარებულმა მომხვია ხელები და ჩემი სურნელი შეიგრძნო - ეჰჰ ანოო დეე რა ტკბილი მყავხარ, როგორ მომნატრებია შენი ჩახუტება აი თურმე რა მაკლდაო შემომხედა აცრემლიანებული თვალებით და მიღიმოდა - კაი რა დე ხო იცი რო მაგრად მიყვარხარ? ამ დროს დიდებული ბატონი დავითი მოგვიახლოვდა - ჩემი ცხოვრების ნათელო წერტილებოვო და ორივე გულში ჩაგვიკრა. შემდეგ მამას მუხლებში გადავინაცვლე და ჩავეხუტე.. -რა გინდა უცებ თქვი აბა (დავითი) -ესეიგი ცოტა ფული და ელენესთან დარჩენა -აი ფულს კი მოგცემ მაგრამ ელენესთან დარჩენის რა მოგახსენო. - მაა ჩემთავს გაფიცებ რა ხო იცი რა წყნარი გოგო ვარ ? საცოდავი თვალებით შევხედე რამაც გაჭრა - კარგი კარგი .. მაგრამ ელენეს დედას დაალააპარაკებ დედაშენს. - ოთახში ღიღინ-ღიღინით წავედი გამოვიცალე სასწრაფოდ და სამზარეულოში გავედი - დეეეე მშიააა - ამხელა გოგო ხარ უკვე და შენით ვერ უნდა გაიმზადო საჭმელი ? - აუ კაი რა დეე - არაფერს აღარ მოგიმზადებ შეგიძლია ადგე და მიხედო საკუთარ თავს შენით. - უიმეე კაი ხო ავდექი და მაცივრიდან საჭმელი გამოვალაგე, ჭამა როო დავამთავრე დედა ღიმილით მიყურებდა, გაბრაზებულმა გავხეედე და თეფში ნიჟარაში ჩავდე. წამოსვლას ვაპირებდი დედამ მკაცრად რო მითხრა - მაგას გარეცხვა უნდაო. - ქალოოო რააა გჭირსს? - ჯერერთი ქალო კი არა დედა, და მერე მეორეც ამხელა გოგო ხარ უკვე და სხვაზე აღარ უნდა დამოკიდებული, მე არ უნდა შემომჩერებოდე თვალებში როდის რას გაგიკეთებ, როდესაც შეგიძლია საკუთარ თავს თავადაც მიხედო. ადგა და გავიდა. მიკვირდა დედას ასეთი საქციელი მაგრამ რას ვიზავდი გასვლისას გავდივართქო ვუთხარი და წამოვედი.. ელენესთან მისვლისთანავე დედა დავალაპარაკე ქალბატონ ლელას. არადა მეორე დედა იყო არაბიოლოგიური დედა. ელენეს 4 წლიდან ვიცნობ და იმის მერე ერთად მოვდივართ. აი გადაბმული დაქალები არიანო ჩვენზე არის ნათქვამი გარეთ გადავწყვიტეთ გასეირნება, საკმაოდ ბევრი ვიბოდიალეთ და შემოგვაღამდა კიდეც. სახლში ვაპირებდით წასვლას რამოდენიმე ბიჭი რომ შეგხვდა ერთმა განსაკუთრებით მიიქცია ჩემი ყურადღება რაღაც არანორმალურად მომეწონა. არ ვიცი ჩემმა ასე დაჟინებულმა მიშტერებამ გააღიმა თუ რამ მაგრამ ჯანდაბა ! უსიმპათიურესია. -გოოგო ნახე რა ბიჭია -გოგო ჩემი მეზობელი რომ არის თამილა დეიდა ხო იცი? - მერე ? - აი მაგასთან არის ეგ ბიჭი რა - ჯანდაბა ;დდ რაღა მაინც დამიანც მაგ მოყბედესთან - სხვათაშორის დეიდაჩემი მოყბედე არ არის, და ჩემი გაცნობა თუ გინდათ გულს არ დაგწყვეტთ მაგაზე მათე მქვია.. ოპაც ფააქქ გაიგო რა გამიტყდა, სახელიც რა კარგი აქვს ამ მისტერ უსიმპათიურობას - და დეიდაშენი ვინ ახსენა ? პირდაპირ მივახალე, და საერთოთ რატომ გგონია რომ შენი გაცნობა გვინდა? - რავი ჩემზე არ ლაპარაკობდით? - და შენზე რატომ უნდა ვილაპარაკოთ? - სხვა თამილაც არსებობს აქ? ვისთანაც ბიჭია მოსული? - ოო სად მაქ შენი ნერვები უტაქტოვ კარგად იყავი! - სახელები მაინც გეთქვათ - ზეგ ! - ჰა ? - ჩაააოო აი ასე ღიმილით დავტოვე იქაურობა :დდ რა ენა მაქვს ვინც არ მიცნობს მოკლედ რა სახლში ასვლისთანავე მოგვახალა ლელა დაიდამ თამილასთან გადით და ერთი თავი ხახვი გამოართვითო ეგრევე უარი მივახალე შანსი არაა ელენე მე არ გამოგყვებითქო - დეეედააა არ მომყვება ანო - ანო მაალეეეო და ზოზინით წამოვდექი ვერ გიტან ელენეთქო.. აი კარებზე ვაკაკუნებთ იმ იმედით რომ მისტერ უსიმპატიურესობა სახლში არ იქნება, როოგორ ვთხოვო 1 თავი ხახვი აბა მაგის წინაშე? მაგრამ ვინ გაცდის ოცნებას მაინც ? პირდაპირ ეგ აღებს კარებს - ვაუ გოგოებო აქ რამ მოგიყვანათ? - ხახვი მინდა მიახალა ელენემ - ხახვი ? :დდდ მასე ძაან თუ გინდათ ტირილი შემიძლია დაგეხმაროთო - თაამილაა დეიდაააა ბოლო ხმაზე დავიკივლე - ხო შვილო რა ხდება მშვიდოობაა ? - კი უბრალოდ თქვენი ახლობელი არ გვიშვებს თქვენთან, არადა ლელა დეიდამ გამოგვაგზავნა ხახვი უნდოდა. სახე აელეწა, დედას გეფიცებით ყველაფერს მივცემდი იმისთვის რომ ეს წამი სადმე სამახსოვროდ დარჩენილიყო და ხშირად მეყურებინა. - მათიკო დეიდა შემოუშვი ჩემი გოგოები არიან ესენი. - ეს ელენეა ეს კიდე ანოო. გოგოებო მათე ჩემი დიშვილია. ეხლავე მოგცემთ ხახვს შემოდით. ქალმა ამოუსუნთქავად მოგვაყარა და ოთახის მიმართულებით გაუჩინარდა. - ენას ამოგაძრობ ტარტაროზო! დამიბღვირა - ნელა ქენი არ დაეცე ტაკო არ გეტკინოს - ეხლა მე ვიცი შენ რასაც გატკენ შე თავხედო ლაწირაკო ბავშვო თამილაც გამოჩნდა - ააი დედი ხახვი. - მადლობა თამილა დეიდა, კარგად მათიიკოოო.. - შენ თუ არ განანო ბო*იშვილი ვიყოვო და კარები მიაჯახუნა რასაც ჩემი და ელენეს სადარბაზოში გაწოლა მოყვა :დდ -ოხ ანო რა წამპალი ენა გაქ.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.