შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული და ტყუილი (2 თავი)


7-04-2018, 01:14
ავტორი Mariani
ნანახია 1 482

გიორგი პალატაში შევიდა
- როგორ ხარ მელანო? - ჰკითხა მზრუნველი ტონით
- უკეთესად ცოტა თავი მტკივა მელანომ ხელი ტავისკენ წაიღო და სახე დამანჭა
- არაუშავს, ახლა წამლებს მოგიტანენ და მალე გაგივლის- ჩაიღიმა
- მადლობა როგორ წუხდები ჩემთვის მადლიერი თვალები გაუშტერა გიორგის მუქ და ვნებიან თვალებს
- კარგი რა, ეგ რა სათქმელია, პირიქით მე მსიამოვნებს რო გივლი
- კარგი,კარგი
- ხო მართლა რამდენი წლის ხარ მელ - მელ? 19წლის ვარ შენ?
-ხო, მომწონს ესე რო მოგმართავ, მე 27 წლისვარ,შენ რა პატარა ყოფილხარ - გაოცებულმა უპასუხა
- რატო პატარა? 19 არაა ცოტა შეეცვალა ტონი
-კარგი ნუ ბრაზობ გაეცინა გიორგის
-არ ვბრაზობ საერთოდაც - მობუსხული ტუჩებით საპირისპირო მხარეს გაიხედა
***
მელანო, ეს გოგო ისეთი ლამაზი, მხიარული, თბილი, კეთილი და მოსიყვარულეა. რაღაც ძალიან განსაკუთრებულია მასში სწორედ ამით მოიხიბლა გიორგი, მასში სწორედ ეს თვისებები მოეწონა არცერთ გოგოსთან არ ყოფილა ისე როგორც მელანოსთან და მელანოს უკვე ისე ძალიან მოსწონს რომ სულ მის გვერდით უნდა, რომ იყოს და ერთი წამითაც არ შორდებოდეს პირველად არის ასე მელანო, პირველად არის ბედნიერი 2წლის შემდეგ, თვითონ მელანოსაც უკვირს, თუ როგორ შეიცვალა ამ ბიჭის გამოჩენის შემდეგ, მართალია რომ ბედნიერია გიორგის სიახლოვით, მაგრამ ლექსო მაინც ახსენებს თავს, ინსტიქტურად ეფიქრება, განა უნდა რომ ფიქრობდეს, მაგრამ რაღაც მაინც არ ასვენებს და მაინც ეფიქრება მასზე. ვერ იგდებს თავიდან, უკვე ორი წელია არ ასვენებს მასზე ფიქრები და აი მხოლოდ გიორგი თუ უნელებს მასზე ფიქრებს, გიორგი, მთელი სამი დღის განმავლობაში მის გვერდით იყო, ღამეც კი არ ტოვებდა მარტო, ესმოდა როგორ ლაპარაკობდა ძილში როგორ ეძახდა ლექსოს, უყურებდა მას ხანდახან მივიდოდა და სახეზე და თმაზე ეფერებოდა, თან ეშინოდა არ გაღვიძებოდა.
***
-წასვლის დროც მოვიდა -სიხარულით ახარა გიორგიმ მელანოს
- ხო, რა კარგია, ეს სამი დღე აქ, სამ წელიწადად მეჩვენებოდა თქვა ბედნიერმა და გიორგის თვალი გაუშტერა
-ხოდა დღეს დაბრუნდები შენს სახლში - გიორგიმ მზერაა აარიდა და კარისკენ წავიდა
-ჰოო წავიდეთ მალე რა - ხტუნვა ხტუნვით გავიდა დერეფანში თან ვერ ხვდებოდა ასე ძაან, რატომ უხაროდა აქედან წასვლა, რადგან უმცირესი შანსი იყო იმის, რომ გიორგი კვლავ ენახა.
გიორგიმ მელანოს ნივთები აიღო და დაცვასთან ერთად გავიდა საავადმყოფოდან, გარეთ კი ვინ დახვდათ? ჟურნალისტების და კამერების მთელი არმია, მოაყარეს ათასი კითხვები, ეგონათ, რომ მელანო გიორგის საცოლე იყო, ხომ იცით ჟურნალისტებს არაფერი გამოეპარებათ.
-ბატონო გიორგი, მართალია რომ საცოლე გყავთ? ბატონო გიორგი, იქნებ გვიპასუხოთ? გთხოვთ ბატონო გიორგი...
ამ დროს კი შეშინებული მელანო გიორგის მკლავს ამოფარებული იყო, ოხ ეს ჟურნალისტები ჩაილაპარაკა გიორგიმ და მანქანაში ჩაჯდნენ.
-ნუ ღელავ, ისინი ხომ ჟურნალისტები არიან - გორგიმ დამშვიდების მიზნად, მელანოს ფეხზე ხელის დადება გადაწყვიტა-მელანო შეკრთა
-რატო ვგონივარ შენი საცოლე ყველას? გაკვირვებული მზერა მიაპყრო მას და ხან გიორგის ხელს უყურებდა, ხან მის მზერას
- მათი პროფესია არიცი? ჭორების მოგონება უყვართ- მობეზრებულად გადაატრიალა თვალები
-აა გასაგებია
-ხო მართლა, სად ცხოვრობ?
-საბურთალოზე
-მარტო ხო? -ინტერესიანად შეხედა გოგონას
-კი მარტო, ხანდახან ელენე მოდის და რჩება ხოლმე- თქვა მხიარულად
-ელენე?
-ჩემი დაქალია
-გასაგებიაა- თავი დაუქნია
სახლში მიიყვანა, ერთმანეთს დაემშვიდობნენ და გიორგიმ უთხრა, რომ კიდევ შეხვდებოდა აუცილებლად. მელანო სახლში ავიდა ისეთი დაღლილი იყო, სავადმყოფოს ბავშვობიდან ვერ იტანს, განსაკუთრებით მის საშინელ სუნს, მისვლისთანავე ტანსაცმელი გაიხადა და ცხელი წყლით აბაზანა აავსო, ჩაწვა, მოითენთა და ისევ ფიქრები შემოაწვა, მაგრამ მარტო ლექსოზე კიარა, ეხლა უკვე გიორგიზეც რაღაც არეული ფიქრები ქონდა, ნახევარი საათი ასე იწვა, შემდეგ მობეზრდა ამოვიდა ხალათი მოიცვა და სამზარეულოში შევიდა.
***
გიორგი თავის კომპანიაში, კაბინეტში იჯდა და საბუთებს გულდასმით ათვალიერებდა, თან მელანოზე ფიქრობდა, ამ დროს კი მის ოთახში, მისი ბავშვობის მეგობარი, ლაშა შევიდა, ისე რომ გიორგიმ ვერც გაიგო
- აეეე ბიჭო კიდე იმგოგოზე ფიქრობ? წამოარტყა თავში ძმაკაცს და მის წინ დივანზე დაეშვა
-კიი ლაშა, არშემიძლია მასზე არ ვიფიქრო -გახედა სერიოზული მზერით
-იცი რო შეცდომას უშვებ - თავი გაიქნია და ანიშნა არაფერი გეშველებაო
-არ მინდა შენი გაუგებარი ლექციები, მას მაინც ვერ დავივიწყებ- წამოხტა ფეხზე და კარებში გავარდა
-გიორგი ასე არშეიძლება- დაიძახა ლაშამ
გიორგი ასახლში წავიდა იმ დროს, ნამდვილად არ ჰქონდა ლაშას თავი.
სახლში სამზარეულოში იჯდა და ვისკს სვამდა, თან მელანოზე ფიქრობდა, ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამოიყვანა.
-გისმენ ნუცა - უპასუხა მობეზრებულად
- შეგიძლია ჩემთან მოხვიდე? ძალიან გთხოვ -მუდარის ტონმა გაიჟღერა ტელეფონში
- რაგინდა, არმცალია ეხლა, აქ მითხარი - აგდებულად უპასუხა გიორგიმ
-ცუდად ვარ, გთხოვ მოდი
-ჯანდაბა, მოვალ - გახეხცლებულმა დაუკიდა ყურმილიდა შეიკურთხა- ყველა მე მიშლის ნერვებსო
***
ნუცა? ნუცა ვინ არის?
ნუცა და გიორგი რამდენიმე თვის წინ ერთად იყვნენ, ნუ გიორგის არ უყვარდა, უბრალოდ ერთობოდა მისით, ნაშად ყავდა აი ნუცას კი თავდავიწყებით შეუყვარდა და ეხლაც უყვარს, ნუცა ორსულადაა, მისგან ბავშვს ელოდება, უკვე ერთი თვისაა, ეს ამბავი ერთ ღამეს მოხდა, იმ ღამეს ორივე გათხლეშილი მთვრალები იყვნენ, ბავშვი სწორედ ამ ვითარებაში ჩაისახა, ეს ორივეს ბრალია, აქ მარტო ნუცაა არაა დამნაშავე, გიორგის მარტო ბავშვის გამო თუ აინტერესებს ნუცა, სიყვარულზე ზედმეტია ლაპარაკი, შეპირდა რომ ბავშვს მიხედავდა და ყველაფრით უზრუნველყოფდა, ნუცა კი სარგებლობს მისი ასეთი მოქცევით და ცდილობს თავი შეაყვაროს მაგრამ გამოუვა?
***
- ნუცა რა გჭირს? რატო დამირეკე- სანამ სახლში შევიდოდა, კარებშივე კითხა
-გიორგი მენატრები
-გოგო შენ ნორმალური ხარრ ამისთვის მომიყვანე? მე ხომ გაგაფრთხილე, რომ ასეთი სისულელეების გამო არ უნდა შემაწუხო-გაგიჟებულმა დაარტყა ხელი კედელს
-გიორგი რავქნა, ჩემიც გაიგე ძალიან გთხოვ-ნუცა კი ჩაეხუტა
-ნუცაა - დაუყვირა გიორგიმ, ნუცა იმ წამსვე ჩამოშორდა
-კარგი ასე აღარ გავაკეთებ, მაპატიე- თვალცრემლიანმა ნუცამ თავი დახარა
-კარგი მე წავედი, საქმეები მაქვს, გჭირდება რამე? გიყიდი თუ გინდა უცებ
-არა მადლობა, ყველაფერი მაქვს
***
არ არის ნუცა ცუდი გოგო, რაქნას უყვარს გიორგი და ცდილობს, რომ თავი შეაყვაროს, მაგრამ არ გამოსდის, მისი საქციელებით გიორგის უფრო აზიზღებს თავს და ვერ ხვდება, მეცოდება, არავინ ყავს გვერდით, ოჯახმაც კი ზურგი აქცია, რამდნეჯერ უთენებია ღამეები ტირილში, სულ გიორგიზე ფიქრობს, უნდა რომ მის გვერდით იყოს, მაგრამ გიორგის ეს არასოდეს მოუნდება.
________
ხვალ დავდებ შემდეგ თავს




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent