შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გთხოვ არ წახვიდე, უშენოდ ვერ ვიცოცხლებ (თავი17)


19-06-2017, 15:52
ავტორი ♥love love♥
ნანახია 1 995

-მელანო როგორ ხარ ხმა გამეცი გთხოვ.
-იკა მოვიდა სასწრაფო. წამოდი ჩავიყვანოთ.
-კარგი ახლავე. ღმერთო ჩემო ნეტა რის გამო გააკეთა ეს?
-არვიცი ირაკლი. თამუნას უნდა ვკითხოთ, ყველაფერი ეცოდინება.
-კარგი ეხლავე მივწერ.... თამუნა გეხვეწები საავადმყოფოში მოდი რა საქმე მაქვს.
-რა მოხდა იკა ხომ მშვიდობაა?
-მელანომ ვენები გადაიჭრა.
-რაა? მაგ ბავშვმა მემგონი საერთოდ გაუბერა. ღმერთო ჩემო ახლავე მოვალ.
-რაო თამუნამ რა გითხრა?
-არაფერი აქ მოვა და დავილაპარაკებთ.
-სადაა მელანო? როგორაა იკა?
-უი თამუ მოდი? არვიცი შეიყვანილი ჰყავთ ჯერ. იმედი მაქვს გადარჩება.
-იმედია. არ მეგონა მელანო ასე თუ განიცდიდა ყველაფერს.
-რა მოხდა გამაგებინე ბოლოს და ბოლოს.
-იკა რაღა უნდა გაგაგებინოთ? ვერ გაიგე რა ხდება? მელანოს ლაშა არ დავიწყებია. შოთიკოსთვის გულის ტკენა არ უნდა იმიტომ რომ უყვარს. ვუთხარი რომ ლაშასთვის თავი დაენებებინა, მაგრამ მაინც სიმართლის გაგება მინდაო. ძალიან დაბნეულია. ალბათ უნდოდა ამდენი ტვირთი თავიდან მოეშორებინა და იფიქრა თავს მოვიკლავო, მაგრამ მადლობა ღმერთს რომ მალე მიუსწარით და ამის საშუალება არ მიეცით. იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება.
-ღმერთო ჩემო რა მოვუხერხო ამ ბავშვს აღარ ვიცი. ოხ მელანო, მელანო.... ექიმო ყველაფერი კარგადააა?
-არც ისე კარგად. დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა, მაგრამ თუ ორგანიზმი იბრძოლებს ძალებს აღიდგენს. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ რაც შეგვეძლო ეხლა მასზეა დამოკიდებული. ჯერ ნარკოზის ზემოქმედების ქვეშაა და იმედი მაქვს მალე გაიღვიძებს.
-შოთიკო კარგად ხარ?
-ირაკლი შენი აზრით კარგად ვიქნები ასეთი ამბის შემდეგ? აღარ ვიცი რით დავუმტკიცო მელანოს, რომ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს ამას ოდესმე მიხვდება. თუ ვერ მიხვდება არც ეგ იქნება პრობლემა. ჩემს გულში ყოველთვის იცოცხლებს.....
-შოთიკო გეყოს ეგეთი ლაპარაკი. ვიცი რომ მელანოს უყვარხარ, უბრალოდ ლაშას ვერ ივიწყებს. ჩემზე კარგად მაგას არავინ იცნობს. მთავარია ლაშა როგორმე მოვაშოროთ. არ გინდათ რომ შეხვდეთ ორივე და დაელაპარაკოთ თავი დაანებოს. ტელეფონით მოგვარებული საქმე მე ჯერ არ გამიგია.
-რა მოხდა ასეთი ლაშას და მელანოს შორის რომ ვერ ივიწყებს მელანო მას თამუნა?
-რა მოხდა და ის მისი პირველი სიყვარული იყო და არარის ადვილი დაივიწყო ის ადამიანი ვინც სიყვარული გასწავლა.თუკი დაელაპარაკებით გაიგებს ალბათ რომ უნდა შეეშვას.
-მელანოს ნათესავები თქვენ ხართ ხომ? (ექიმი)
-დიახ ჩვენ ვართ რა ხდება?
-გონს მოვიდა. დაახლოებით ხუთ წუთში შეგიძლია ნახოთ, მაგრამ ცალ-ცალკე შედით და დიდი ხნით ნუ გაჩერდებით.
-კარგი დიდი მადლობა. იკა პირველი მე შევალ კარგი?
-კარგი შოთიკო ძმა რა პრობლემაა.
-მელანო როგორ ხარ?
-თავი მტკივა საშინლად შენ როგორ ხარ?
-მეც ცუდად ვარ. ძალიან ვღელავ შენზე, რატომ გააკეთე ეს?
-სხვა გზა მქონდა შენი აზრით შოთა?
-მელანო მაგას ნუ ამბობ. გამოსავალი ყოველთვის არსებობს. მთავარია შენ ლაშა დაივიწყო. მას ფეხებზე კიდიხარ ვერ ხვდები? ყველაფერს გატყუებს. მეკი ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ. ჩემი გული და სული ხარ. რაც არ უნდა მოხდეს სულ ჩემს გულში იქნები. ლაშას კი დარწმუნებული ვარ შენთან მხოლოდ გართობა უნდა.
-შოთიკო მადლობა რომ ასე ძალიან გიყვარვარ. მეც მიყვარხარ და გპირდები რომ დავივიწყებ ლაშას რაც არ უნდა რთული იყოს ეს.
-მელანო მისმინე. სულ ჩემი იქნები. მეყვარები და არასოდეს დაგივიწყებ. ეხლა კი უნდა წავიდე. არ შეიძლება დიდი ხანი გაჩერება.
-კარგი შოთიკო ძალიან მიყვარხარ.
-მეც და დაიმახსოვრე. არასოდეს დაგივიწყებ..... იკა წავედი მე.
-სად მიდიხარ შოთა.
-ლაშასთან.
-კი მაგრამ მარტო?
-ხო მარტო. ვიცი რომ ერთადერთი გზა არსებობს იმის რომ მელანომ ლაშა დაივიწყოს.
-შენ რა გადაირიე?
-სხვა გზა მაქვს?
-შოთიკო ხომ იციი რომ დაგიჭერენ?
-მელანოს გამო ყველაფერს გავაკეთებ. მასთან არაფერი თქვათ. როცა გამოვალ ციხიდან მეთვითონ ვეტყვი ყველაფერს. მანამდე კი ეს ამბავი ჩვენში მოკვდეს.
-კარგი და შევეცდები რომ მელანომ არ დაგივიწყოს.
-წერილებს მოვწერ იქედან. ოღონდ იმედი მაქვს ვერ მიხვდება რომ დაჭერილი ვარ.
-მაგაში მე დაგეხმარები.
-კარგი მადლობა ირაკლი და აბა დროებით.



იმედი მაქვს მოგეწონათ ეს თავი. შევეცდები მალე დავდო შემდეგი.



№1 სტუმარი natuka

auu ase cudad rato daamtavre es tavii...magram maincc dzalian magariaa....gtxoov male dade ra shemdegii ramdenixani velodebodi amasac....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent