შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბატონი შრეკი {სრულად}


7-04-2018, 17:50
ავტორი elena gavasheli
ნანახია 8 739

როგორ ვერ ვიტან ამ ხმას. ხმას რომელიც მიმანიშნებს რომ ძილის დრო ამოიწურა და მომიწევს ჩემს თბილ საწოლთან გამომშვიდობება შემდებ კი სკოლაში წასვლა. სწორედ მიხვდით დილის 07:30-ია და ჩემი მაღვიძრა შეუჩერებდად წკრიალებს. ხელის ერთი მოძრაობით ჩავაგდებინე მაღვიძარას ხმა და ძილი განვაგრძე.
-ანი ადექი აგვიანებ-მესმის დედაჩემის ხმა და დენდარტყმულივით ვხტები საწოლიდან
-აუ დედა ადრე რატომ არ გამაღვიძე-ვსაყვედურებ დედას
-ეს ფუნქცია მაღვიძარამ შეითავსა და მაგიტომ-არც დედა ჩამომრჩა
-კარგი ხო-ვეუბნები და სააბაზანოში შევდივარ დილის პროცედურებს მალევე ვითავებ ტანზე მოკლე შოლტს შავი ფერის ბრეტელებიან მაისურს ვირგებ ჩანთას ხელს ვკიდებ და გარეთ გავდივარ
-დედიკო მამიკო ორივე მიყვარხართ აბა წარმატებული დღე-ვეუბნები და ორივეს ვკოცნი
-შენც ასევე შვილო-მეუბნება დედა და იღიმის მე კიდევ სახლიდან მთელი სისწრაფით გავრბივარ
მე ანა მაისურაძე ვარ 17 წლის. დამამთავრებელ კლასში ვარ და იცით ალბად ეს რას ნიშნავს, ვინც არიცით გეტყვით ნამდვილ ჯოჯოხეთს. დედა-მაკა მაისურაძე ვგიჟდები ამ ქალზე ჩემი იდეალია ადვოკატი გახლავთ, მამა-ლაშა მაისურაძე ჩემი მეფეა ძალიან მიყვარს ისიც ადვოკატია, დედისერთა ვარ ამიტომ ხშირად გათამამებულ ბავშვს მეძახიან. როგორ მინდა გაიგონ რომ არც ბავშვი ვარ და მითუმეტეს არც გათამამებული. მეგობრები- ლანა ამზოევი, მარიამ სიხარულიძე და ჩემი არაბიოლოგიური ძმა ნიკა არველაძე.
სახლიდან გამოსული ჩემს პატარა სკუტერზე მოვთავსდი ყურსასმენები გავიკეთე მუსიკა ჩავრთე ჩაფხუტი გავიკეთე და სკოლისაკენ დავიძარი. მუსიკა დამრთავრა ამიტომ მობილური ამოვიღე შემდეგზე უნდა გადამერთო რედესაც ვიღაცის მანქანას დავეჯახე
-აუჩ ხელი-წამოვიყვირე როცა შეჯახების შემდეგ აღმოვაჩინე რომ გადავრჩი მაგრამ ხელი მტკიოდა
-პატარა ქალბატონო კარგად ხართ?-მესმის არაამქვეყნიური ბარიტონი და თავს ჩემი ნების საწინააღმდეგოდ მაღლა ვწევ მაგრამ მზე მანათებს თვალები მეწვება მე კიდევ მის სახეს ვერ ვხედავ
-პატარა არ ვარ და არც ქალბატონი დამიძახო ასე რომ მომმართავენ თავი დედაჩემის ასაკის მგონია -ვეუბნები გაბრაზებული
-დიდხანს აპირებთ მანდ წოლას და ასფალტის მოსუფთავებას?
-თქვენი უკანალით არ ვასუფთავებ ამიტომ დამშვიდდით-ვეუბნები და წამოდგომას ვცდილობ ისიც მეხმარება
-კარგით თუ კარგად ხართ მე უნდა წავიდე შეხვედრაზე მაგვიანდება-ამბობს და მანქანისაკენ მიდის
-უკაცრავად და ჩემს სკუტერს ვინ შეაკეთებს? და მეორეც მეც მაგვიანდება სკოლაში
-შენ დამეჯახე და სკუტერის შეკეთებას მე მთხოვ?-ტრიალდება და ჩემსკენ მოდის ახლა კარგად ვხედავ მის სახეს კითხვა მაქვს ადამიან შეიძლება ასეთი ლამაზი სახის ნაკვთები ქონდეს გამოყვანილი ყვრიმალები სწორი ცხვირი კუპრივით შავი თვალ-წარბი შავი ხვეული თმები და მადისაღმძვრელი ტუჩები ანი ოღონდ ახლა არ გაითიშო
-შემიძლია პოლიციას გამოვუძახო-ვეუბნები და ნიშნისმოგებით ვიღიმი
-მაშანტაჟებ?-მეკითხება და წარბებს კრავს გაბრაზებაც როგორ უხდება არიცის ალბად
-გემუქრები-ვამბობ და ხელებს ვაჯვარედინებ-ან სკოლაში წამიყვან ან კიდევ პოლიციას გამოვუძახებ მოვუყვები როგორ დამეჯახე 17 წლის გოგონას და როგორ დამემუქრე პოლიციაში თუ დავრეკავდი მომკლავდი და ვნახოთ ვის დაუჯერებენ აი მერე კი მართლა დააგვიანებ შეხვედრაზე-ვამბობ და წარბებს ვათამაშებ არვიცი რას ვამტკიცებ ჩემი საქციელთ მაგრამ არ მინდა რომ ეს ადამიან ასე წავიდეს
-გამოუძახე-მეუბნება და თავის მობილურს მაწვდის მე როგორც წინდახედული ადამიანი ჯერ ჩემს ნომერზე ვრეკავ შემდეგ კი პოლიციაში და ტელეფონს სპიკერზე ვრთავ გონებაში კი ვლოცულობ რომ სანამ მიპასუხებს იქამდე დათანხმდეს ჩემს წინადადებას
-გამარჯობათ რით შემიძლია დაგეხმაროთ?-მესმის მამაკაცის ხმა და ვხვდები რომ ჩემი საქმე ცუდათაა სულაც არ მინდა ჩემი სისულელის გამო პილიციის განყოფილებაში მოხვედრა
-იცით რახდება-ვიწყებ საუბარს სასწაულის მოლოდინში
-კარგი ჯანდაბას წაგიყვან სკოლაში- მესმის უცნობის ხმა გონებაში მემგონი ათასი სახის ფეივერკი აფეტქდა იმდენად გამიხარდა
-იცით რა ხდება ბატონო პოლიციელო ჩემი ნათლული თამაშობდა ტელეფონზე შემთხვევით თქვენთან დარეკა სულ ესაა ბოდიში შეწუხებისთვი-ვპოულობ გამოსავალს ტყუილების პრინცესა ვარ
-კარგით არაუშავს-ამბობს და თიშავს მარტივად გამოვძვერი
-დამიბრუნე მობილური და ხმა არ ამოიღო-მუბნება გაბრაზებული სიამოვნებით დავუკოცნიდი გაბრაზებულ სახეს ანი რა აზრებით მოძრაობ თავი შეიკავე
-რაიმე ფარული ნიჭი გაქვთ?-ვცდილობ მასთან საუბრის შანსი გამოვიყენო
-არა-ლაპარაკი ეზარებოდეს კაცს ეს ვნახე რა
-აბა საიდან გაიგებ რომელ სკოლაში ვსწავლობ ხმა თუ არ ამოვიღე
-რომელ სკოლაში სწავლობ?
- თბილისის 35-ე სკოლა
-გასაგებია ჩაჯექი მანქანაში-მეუბნება და მანქანის კარებს მიღებს ჯენტლმენი ყოფილა მანქანაში ჩავჯექი და ფეხები ფანჯარაზე ავაწყე-ფეხები ჩამოიღე და ნორმალურად დაჯექი-მეუბნება როგორც კი მძღოლის ადგილს იკავებს
-მანქანა შენია ამიტომ გემორჩილები-ფეხებს დაბლა ვწევ შემდეგ კი ჩანთიდან ჩემს წიგნაკს ვიღებ და წერას ვიწყებ
-რას წერ?-მეკითხება დ ჩემსკენ იხედება
-ჩემს ყურებას ჯობია გზას უყურო ისევ არ დაეჯახო ვინმეს. ხოლო რაც შეეხება შენს კითხვას კარგი დაგიგმაყოფილებ ცნობისმოყვარეობას-ვეუბნები და წიგნაკის წინა ყდას ვაჩვენებ
-ცხოვრბაში პირველად? ეს რას ნიშნავს?
-იმას ნიშნავს რომ ამ წიგნაკში ვწერ იმას რაც პირველად ხდება ჩემს ცხოვრებაში-ვეუბნბი და ვაგრძელებ წერას
-ანუ ცხვრებაში პირველად დაეჯახე ადამიანს?
-შეგისწორებ, ცხოვრებაში პირველად დავეჯახე მოხუცს
-ხოდა ახლა ცხოვრებაში პირველად გადაგაგდებენ მანქანიდან ესეც ჩაწერე მერე არამგონია მაგის შესაძლებლობა გქონდეს
-კარგი ხო რა გქვია ?-ვსვამ ბოლოს და ბოლოს საჭირო კითხვას
-ანდრეა ავალიანი შენ?
-ანი მაისურაძე სასიამოვნოა. ვიცი შენთვის არაა მაგრამ ეგ ნაკლებად მადარდებს.
უნდა ვაღიარო რომ მთელი გზა ისე გავიარეთ ხმა არ ამოუღია იცით შრეკს გავს რაღაცით
-მადლობა რომ მომიყვანე შრეკ-ვეუბნები და მანქანიდან ვაპირებ გადასვლას როცა ჩემი სკოლელების მზერას ვამჩნევ რომელიც ჩვენსკენ არის მომართული
-დიდი სურვილი არ მქონია მაგრამ რასვიზამთ
-შეგიძლია ჩემსკენ გადმოიწიო?-ვეკითხები და ტუჩებზე ვაკვირდები
-ასე რატომ მიყურებ უნდა მაკოცო-მეუბნება და მის თვალებში აცეკვებულ ჭინკებს ვხედას არ იცი რა სიამოვნებით გაკოცებდი მაგრამ არ მინდა ცუდი გოგოს შთაბეჭდილება დავტოვო ასეთი არ ვარ
-არა კომბლე ვარ და უნდა შევამოწმო კბილებში ჩიჩია გაქვს თუ არა.-ვეუბნები და მანქანის კარებს ვაღებ გადასვლას ვაპირებ უცებ ხელს რომ მკიდებს და უკან მაბრუნებს
-გასაგებია რომ გინდა შენს სკოლელებს გული გაუსკდეთ შურით- ამბობს და ოდნავ ჩემსკენ იხრება ტუჩებზე ხელს მადებს მერე კი ისეთ იმიტაციას აკეთებს თითქოს თავის ხელს კი არა მართლა მე მკოცნიდეს-გაკოცებდი მაგრამ ჯერ მაგისთვის პატარა ხარ- მეუბნება და ისევ საწყის პოზას უბრუნდება
-მეც გაკოცებდი მაგრამ მაგისთვის ძალიან მოხუცი ხარ და პედოფილობას დაგაბრალებენ-ვეუბნები და მის გაბრაზებულ თვალებს არაფრად ვაგდებ სწრაფად გადავდივარ მანქანიდან. სკოლის ეზოში შესული ყველას მზერას ვაიგნორებ და ისე განვაგრძობ გზას სკოლამდე
-ვინიყო ის კაცი?-მეკითხება გუგა
-ვის გულისხმობ?-ვითომ ვერ მივხვდი თავი გავისულელე
-მანქანით რომ მოგიყვანა?-განმანათლა გუგამ
-არაა შენი საქმე-ვუჭრი მოკლედ
-რატომ კოცნიდი?-განაგრძობს ჩემს დაკითხვას
-არც ეგაა შენი საქმე-ყურადღებას არ ვაქცევ და ისე ვაგრძელებ გზას
-შენ ჩემი შეყვარებული ხარ!
-ყოფილი შეყვარებული. კარგად მაგვიანდება
-მე საუბარი არ დამისრულებია-მეუნება და მკლავზე მიჭერს ხელს
-სამაგიეროდ მე დავასრულე. შეიგნე ერთხელდა სამუდამოდ რომ არ მჭირდები არაფერს ნიშნავ ჩემთვის გასაგებია-მოთმინება დაკარგულმა ვერც გავიგე საუბრიდან ყვირილზე როგორ გადავედი
-მე ხომ მიყვარხარ?
-მე არ მიყვარხარ სამაგიეროდ, მოღალატე ხალსხ ვერ ვიტან ეგ სიტყვები წადი და ნინას უთხარი გაუხარდება- ვეუბნები ხელს ვითავისუფლებ და კლასში შევდივარ.
გოგონებს ყველაფერი მოვუყევი ჯერ გაკვირვებულები მიყურებდნენ არ სჯეროდათ რომ მე მართლა ვიღაცას დავეჯახე მერე კი ვაიძულე სკოლაში მოვეყვანე
-კრიმინალი გაუზრდიათ მაკას და ლაშას-(ლანა)
-ჩვენ ახლა შენი თანამძრახველენი გამოვდივართ ხომ?-(მარიამი)
-კი და თუ იჩივლა ბატონმა ანდრეამ ციხეში მოვხვდებით ყველა-ვეუბნები და ვიცინი
-სადაც შენ იქაც ჩვენ ერთად ვიყოთ ჰეეე -წაიმღერა ლანამ
-წამოდი წავიდეთ თორემ მოგვკლავს ლია-ვამბობ და მერხიდან ვდგები
-წამოდი მომენდე ერთად ვიაროთ ხელები ჩამკიდე ცა შემოვიაროთ იმდენი ვიაროთ რომ გავიხაროთ, წამოდი ქვეყანა შემოვიაროთ-წაიმღერა ლანამ
-მეზარება მეოთხეზე ასვლა ან ეს პრეტესტი რა საჭიროა რა-წუწუნებს მარიამი
-საწიროა ალბად ატესტატი ხომ გინდა ხოდა პრეტესტზეც მოგიწევს ყოფნა-(ლანა)
-სწორი პასუხები დავწერო თუ აზრი არაქვს?-(მარიამი)
-არ აქვს მნიშვნელობა რამე შემოხაზე-(მე)
-გოგო შარშან რაც გააკეთე იგივე გაიმეორე რა განმეორებითი ჩვენება მოაწყე-(ლანა)
-კაით მორჩით და ავიდეთ თორემ ლია მართლა გადაირევა-(მე) ლია ჩვენი კლასის დამრიგებელია ცოტა ნერვიული ქალია ისე რაც ჩვენ გვიძლებს კიდევ კარგ დღეში აქვს ნერვები
პრეტესტი რომ დავასრულე და სკოლის ეზოში გამოვედი გენიალური აზრი მომივიდა თავში მობილური ამოვიღე და დავრეკე
-გისმენთ?-მესმის ანდრეას ბოხი ბარიტონი
-გამარჯობა ბატონო შრეკ ანი ვარ
-ვინ ანი?-ვერ მიცნო მეწყინა იდიოტი სკლეროზი მის ასაკში ცუდია
-აი დღეს მანქანით რომ დაეჯახეთ-ვამბობ და სულ აღარ მეცინება
-შესწორებას შევიტან ეს შენ დამეჯახე და.......
-ვიცი ხო. რისთვის გირეკავთ არ გაინტერესებთ?-ვეკითხები და გულში ვიცინი მისი გაბრაზებული სახის წარმოდგენაზე
-არა -მიჭრის მოკლედ
-ზრდილობის გულისთვის გკითხე თორემ შენი აზრი ნაკლებად მაინტერესებს ხო რისთვის დაგირეკე როგორც იცი ჩემი სკუტერი ხელოსანთან არის მისაყვანი მე კი სახლში ვარ წასასვლელი ხოდა ნახევარ საათში სკოლის ეზოში გელოდები
-არ მოვალ შეგიძლია ტაქსით ან სულაც ავტობუსით იმგზავრო-აშკარად გაბრაზებულია რადგან ხმის ტემბრი შეეცვალა
-გელოდები აბა შეხვედრამდე -ვეუბნები და მობილურს ვთიშავ მის ნომერეს კონტაქტებში ვწერ „ბატონი შრეკი“ და ჯიბეში ვაბრუნებ
ნახევარი საათი სკოლის ეზოში დავბოდიალობდი მაგრამ ანდრეა არ ჩანდა გოგონებიც გამოვიდნენ პრეტესტიდან და ერთად გადავწყვიტეთ სახლში დაბრუნება საშინლად გაბრაზებული ვიყავი ჩემმა გეგმამ სრული კრახი განიცადა ეზოდან არც კი გავსულვართ რომ დავინახე სკოლის ჭიშართან როგორ გაჩერდა ანდრეას მანქანა. გოგონები გადავკოცნე ბოდიში მოვუხადე რომ მათთან რთად ვერ წავიდოდი და ანდრეას მანქანისაკენ გავიქეცი
-დააგვიანე-ვუთხარი როგორც კი მანქანაში ჩავჯექი არადა კინაღამ ჩავეხუტე იმდენად გამიხარდა მისი დანახვა
-სჯობს გვიან ვიდრე არასდროს-ამბობს გაბრაზებული ხმით
-არ გშია?-ვცვლი თემას თორემ ნამდვილი კატასტროფა დატრიალდება ასე თუ გავაგრძელეთ
-კი ძალიან
-ერთი კარგი პიცერია ვიცი ოღონდ ნუცუბიძეზე მოგვიწევს გასვლა- სურვილს მისრულებს და მანქანას ადგილიდან წყვეტს-აქ გააჩერე რა აქედან ფეხით წავიდეთ-ვეუბნები როგორც კი ნაცნობ ადგილს ვუახლოვდები ისიც აჩერებს და მანქანიდან გადადის მეც მას ვბაძავ
-ანი აქ გაჩერება არ შეიძლება-ამბობს და მანქანისკენ ბრუნდება ამ ბიჭის კანონიერება შემიწირავს
-პიცის ფულს ის იხდის ვინც ბოლო მივა პიცერიასთან-ვამბობ და გავრბივარ ხუთი წუთის შემდეგ ისიც მეწევა და მასწრებს კიდეც ეს უკვე არასწორია რამე უნდა მოვიფიქრო მობილურს ვიღებ და მის ნომერზე ვრეკავ. ჩერდება მობილურს იღებს ჯიბიდან როდესაც ჩემს ნომერს ხედავს გაბრაზებული მიყურებს უკვე პიცერიასთან მდგონს და ნელი სვლით მიახლოვდება
-ეს არასწორია შენ ითაღლითე-მეუბნება და პიცის ფულს იხდის
-სამართლიან თამაშზე შევთანხმდით და არ მახსოვს თანაც რატომ დამიმალე რომ ოლიმპიური ჩემპიონი იყავი სირბილში-ვეუბნრბი და პიცის ჭამას ვიწყებ ხელში პიცის ყუთი მიჭირავს და ისე ვაგრძელებ სიარულს მანქნისაკენ
-სულ შენ უნდა შეჭამო?-მეკითხება და გვერდით მიდგება
-რათქმაუნდა შენ თუ გინდა შეგიძლია უკან დაბრუნდე და იყიდო-ვეუბნები დაა უკვე მეორე ნაჭრის ჭამას ვიწყებ
-არაფერიც- ამბობს და მიახლოვდება პიცის წართმევას ცდილობს მე კიდევ ხელიდან მივარდება და ძირში ეცემა
-იდიოტო ნამდვილი შრეკი ხარ იმედია ახლა მე არ შემჭამ-ვლანძღავ ანდრეას ძირს დავარდნილ პიცას ვიღებ იქვე სანაგვე ყუთში ვაგდებ და გზას განვარგძობ-შრეკ შენი მანქანა სად არის?-ვეკითხები როდესაც მის მანქანას ვერსად ვხედავ
- ჯერესერთი მე სახელი მაქვს და მეორეც ხომ გითხარი გაჩერება არ შეიძლებათქო დამიჯერე-მითხრა გაბრაზებულმა და წინდაუკან სიარულს მოყვა
- გაჩერდი რა თავბუ დამესხა ხომ შეგეძლო მანქანა სხვაგან დაგეყენებინა-აშკარად ცეცხლზე ნავთს ვასხამ
-შენს გამო ჯერ შეხვედრაზე დავაგვიანე მერე მშიერი დავრჩი და ახლა მანქანაც წაიყვანეს მოსიარულე კატასტროფა ხარ -კარგი სახელია რასერჩი ფანტაზიას არუჩივის
-მადლობა- ვუთხარი და ჩემი წიგნაკი ამოვიღე ჩანთიდან -ცხოვრებაში პირვეად გამლანძღა მოხუცმა ასე საყვარლად-ჩავწერე და ისევ ჩანთაში დავაბრუნე
-კარგი წამოდი მანქანა გამოვიყვანოთ-მეუბნება და ტაქსის აჩერებს
მანქანა გამოვიყვანეთ. ბატონმა ანდრეამ სახლამდე მიმაცილა შემდეგ კი იმ იმედით წავიდა რომ აღარასოდეს აღარ შევაწუხებდი ჩემდა საბედნიეროდ ყველაფერი ისე არ ხდება როგორც გვინდა.
სახლსი შესულმა ჩემს ოთახში ავირბინე ტანისამოსი გამოვიცვალე ინტერნეტით პიცა სევუკვეთე და ანდრეა ავალიანი დავგუგლე. თითქმის ყველაფერი გავიგე მის შესახებ სამსენებლო კომპანიას ფლობს ჰყავს დედა და უმცროსი და. მისი ოფისის მისამართი ამოვიწერე და გეგმის შესასრულებლად მოვემზადე. იმის ნაცვლად რომ ვიმეცადინო ხვალ ხომ ქართულის გამოცდა მაქვს იმაზე ვფიქრობ როგორ გავაბრაზო ანდრეა. კარებზე ზარის ხმა მაუწყებს რომ პიცა მოიტანეს მეც ქვევით ჩავდივარ და კარებს ვაღებ
-პიცა თქვენ შეუკვეთეთ?-მეკითხება პიცის დამტარებელი
-კი მე შევუკვეთე გამომართვით ეს ფული-ფულს ვაწვდი პიცას ვართმევ კარს ვხურავ და სამზარეულოში შევდივარ მაცივრიდან მწარე წიწაკას ვიღებ და მთლიანად ვაყრი პიცას
გარეთ გავდივარ ტაქსის ვაჩრებ და ანდრეას ოფოსისაკენ მივდივარ ნახევარ საათში უკვე დანიშნულების ადგილას ვარ მძღოლს ფულს ვუხდი ტაქსიდან გადმოვდივარ და ოფისში შევდივარ
-უკაცრავად ანდრეა ავალიანის ნახვა სად შეიძლება-ვეკითხები მიმღებში მომუშავე გოგონას
-სულ ბოლო სართულზე. შევატყობინო რომ მოხვედით?-მეკითხება ჩემზე ალბად სამი წლით უფროსი გოგონა და მიღიმის
-არა იცით მე მისი შეყვარებული ვარ და მინდა სურპრიზი გავუკეთო-ამ სიტყვების გაგონებაზე გამომეტყველება ეცვლება და ნაძალადევად მიღიმის შეყვარებული საიდან მოვიტანე არვიცი მაგრამ იმწამს მინდოდა ასე ყოფილიყო
-კარგით-მპასუხობს აგდებულად და ნაძალადევად მიღიმის მეც აღარაფერ ვეუბნები ლიფტში შევდივარ და მე-12 სართულის ღილაკს ვაწვები მემგონი ხუთი წუთი გავიდა სანამ ბოლო სართულამდე ავიდოდი. როგორ იქნა ლიფტის კარი გაიღო და გარეთ გავედი პირველივე შემხვედრი გავაჩერე ვკითხე სად იყო ანდრეას კაბინეტი მანაც სიამოვნებოთ მიმასწავლა პირდაპირ წავედი გამიხარდა მდივანი რომ არ დამხვდა თავის ადგილას თორემ მთელ გეგმას ჩამიშლიდა დაკაკუნების გარეშე შევაღე კარები და ხმამაღლა დავიძახე
-კეთილი იყოს ჩემი მობრძანება-ეს რომ ვთქვი და ანდრეასკენ გავიხედე თვალები გამიფართოვდა ენა ჩამივარდა მერე თვალებზე ხელი ავიფარე და უკან შევტრიალდი-ისე მაგისთვის სასტუმრო არსებობს ან კარი მაინც ჩაგეკეტათ ხიხია მასეთები ჩემთვის რას მაყურებინებთ-სწორად მიხვდით ანდრეას და ვიღაც ქალს შუა სექსის დროს შევუსწარი
-დღეიდან გეცოდინება რომ დაკაკუნების გარეშე არავის უნდა შეუვარდე კაბინეტში-მპასუხობს ანდრეა გაღიზიანებული ტონით ამ სიტვებს კი მეუბნება მაგრამ ალბად გულში ამბობს ოდესმე ამისთვის მოგკლავო-ლიზა შენ კიდევ დაგვტოვე
-კი მაგრამ-(ლიზა)
-არანაირი მაგრამ გადი- ლიზა გადის ანდრეაც წესრიგდება და მშვიდდება ნუ რამდენადაც ეს მის მდგომარეობაშია შესაძლებელი -შეგიძლია შემოტრიალდე
-კარგი ისე ერთი კითხვა მაქვს-ვეუბნბი სერიოზული სახით
-გისმენ
-შენთან კომპანიაში მარტო შენს საყვარლებსა და იმ ქალებს ასაქმებ ვისაც უყვარხარ თუ სხვასაც შეუძლია აქ მუშაობის დაწყება-ვამბობ და ძლივს ვახერხებ თავის შეკავებას რომ არ გამეცინოს
-რისთვის მოხვედი?-პასუხს თავს არიდებს
-დღეს ჩემს გამო მემგონი ბევრის გადატანა მოგიწია მშიერი დარჩი სინდისმა შემაწუხა და პიცა მოგიტანე ერთად ვჭამოთ- ვეუბნები და ვიღიმი
-ანუ შენს სინდისს უნდა გადავუხადო ჩემი კუჭის ამოვსებისთვის მადლობა-ამბობს და იცინის რაააა? ის იცინის ღმერთო როგორ უხდება სიცილი დაჰიპნოზებულივით ვუყურებ ანი გეგმაზე იფიქრე შევუძახე საკუთარ თავს
-სიცილს თუ მორჩი ვჭამოთ სანამ არ გადამიფიქრებია და სულ მე არ შემიჭმია ეს პიცა და მეორეც გაცივდება-ვეუბნები და პიცის ყუთს ვხსნი
-არაფერიც სულ მე ვჭამ შენ კი მიყურებ-ამბობს და ყუთს მაცლის პიცას იღებს ისე რომ არც კი უყურებ და იმხელა ნაჭერს კბეჩს რომ უეჭველი მოკვდება ეს
-შეგერგოს საყვარელო- ვეუბნები და ვიცინი ანდრეას გამომეტყველებაზე მეცინება სახე თურაშაურის ვაშლივით გაუწითლდა თვალები აუსისხლიანდა რასაც ხველება მოყვა
-გოგო შენ გადაირიე-ძლივს აბამდა სიტყვებს ერთმანეთს
-ძალიან ბევრი ტკბილი მიიღე რაოდენიმე წუთის წინ და ვიფიქრე გავანეიტრალებ დიაბეტი რომ არ აიკიდოსთქო. არა რა ეს დაუნახავი ხალხი შემიწირავთ-ვამბობ და ვიცინი
-ლიზა დოქით წყალი შემომიტანე-ტელეფონით ატყობინებს როგორც მივხვდი თავის მდივანს და ჩემსკენ მოდის მიახლოვდება წელში იხრება ხელებს სკამის ორივე მხარეს აწყობს შუაში მააქცევს და თვალებში მიყურებს-კმაყოფილი ხარ - მესმის მისი ჩახრეწილი ხმა და ვხვდები რომ ზედმეტი მომივიდა
-ბოდიში რა-ვეუბნები და თვალები მიცრემლიანდება-არ მეგონა ასეთი მწარეც თუ იქნებოდა უბრალოდ ხუმრობა მინდოდა-თავი ვეღარ შევიკავე და მაინც ავტირდი
-არაუშავს დამშვიდდი მალე გამივლის ნუ ტირი სულ არ გიხდება-ცრემლებს მწმენდს და შუბლზე მკოცნის სწორედ ამდროს ჩნდება ლიზა წყლით სავსე დოქით ხელში არა რა რა ცუდ დროს შემოდის ხოლმე-ლიზა მაგიდაზე დადგი ეგ და გადი გარეთ-ამბობს ანდრეა ლიზაც ასრულებს ბრძანებას და მალევე გადის მე კიდევ ჩანთიდან ჩემს წიგნაკს ვიღებ და წერას ვიწყებ
-ცხოვრებაში პირველად ვუყურე პორნოს და ცხოვრებაში პირველად ვიტირე ბიჭის გამო -ვწერს წიგნაკს ვხურავ
-დაამატე ცხოვრებაში პირველად მოგიწევს ექთნის როლის შესრულება და უცხო კაცთან დარჩენა-ამბობდს და წყალს სვამს
-ეს რას ნიშნავს?-ვეკითხები და თვალები მიფართოვდება
-ცუდს არაფერს უბრალოდ შენი ხუმრობისათვის სამაგიეროს იმკი-ამბობს და უკვე მეორე ჭიქა წყალს სვამს
-რა იცი რომ უარესს არ მოვიფიქრებ-ვეკითხები და ახლა მე ვიცინი მზაკვრულად
-ჩემს ტერიტორიაზე თანაც იქ ხალხი არ იქნება და ვერ გარისკავ-იდიოტი ასე მარტივად როგორ გაიგო ჩემი ხასიათი
-კარგი წამოდი თორემ ამდენი ხველისაგან თავი ამტკივდა-ვეუბნებ და კარებისაკან მივდივარ ისიც მომყვება დოქით ხელში უკან ვტრიალდები და ფოტოს ვუღებ-საყვარელო ამ ფოტოს ინსტაგრამზე ატვირთავ წარწერით ანდრეა ავალიანი წიწაკას ებრძვის
-არც კი გაბედო მე გაგაფრთხილე-ამბობს და ლიფტში შედის
-ერთი სურპრიზი კიდევ გელოდება-ვეუბნები და სიცილს ვწყვეტ
-იმედია პიცის მსგავსი არიქნება-ამბობს და აშკარად კრავს წარბს
-არა მაგრამ არც უკეთესია
-ასეთი რა არის?-მეკითხება ინტერესით
-თუ გითხარი ეგ რაღა სურპრიზი გამოვა საყვარელო-ვუთხარი და თმები ავიჩეჩე ლიფტიდან კაბის სწორებით გავედი მიმღებში მომუშავე გოგოს კი ამის დანახვაზე თვალები გაუფართოვდა წაარმომიდგენია რა იფიქრა მე კიდევ ხელი დავუქნიე და შენობა დავტოვე
-თათას რას ერჩოდი ?-მკითხა ანდრეამ როგორ კი მანქანაში ჩავჯექით
-ვინაა თათა?-მართლა ვერ მივხვდი რას მეკითხებოდა
-გოგონა რომელიც მიმღებში მუშაობს-ახლა გასაგებია ვისზეც მეკითხება
-დედას უნდა დავურეკო და გავაფრთხილო-ვეუბნები და ტელეფონს ვიღებ აბა ხომ არ ვეტყოდი ბატონ ანდრეას რომ ვიეჭვიანე და ასე იმიტომ მოვიქეცითქო. დარეკვას ვერ ვასწრებ თვითონ მირეკავს ჩემი საყვარელი დედიკო
-გისმენ დედა
-ანი სად ხარ გოგო ხვალე გამოცდა გაქვს ახლა არ უნდა მეცადინეობდე შენ-მესმის დედაჩემის ანერვიულებული ხმა
-დედა არ ინერვიულო დღეს გოგოები მარიამთან ვრჩებით და ერთად ვიმეცადინებთ კარგი-მოვიფიქრე ახალი ტყუილი
-კარგი შვილო კარგად იმეცადინე მიყვარხარ
-მეც დე ძალია-ვეუბნები და ტელეფონს ვთიშავ ანდრეას სახლში დარჩენაზე რომ დავთანხმდი ვიმედოვნებდი რომ დედამისის და მისი დის ერთად იცხოვრებდა მაგრამ სახლში რომ მივედით და იქ არავინ დამხვდა მივხვდი რომ შევცდი
-შეგიძლია რამე მოამზადო მართა ძალიან მშია-მესმის ანდრეა ხმა
-შემწვარ კარტოფილს ინებებთ?
-მეფისთვის შესაფერისი კერძი არ არის მაგრამ რასვიზამთ
-ისე არც შენხარ მეფე- ვეუბნები და სამზარეულოში გავდივარ კარტოფილს ვიღებ ვთლი ვრეცხავ ვჭრი მერე ტაფაში ვათავსებ და ვწვავ ნახევარი საათის შემდე სუფარას ვშლი-შრეკ შეგიძლია მოხვიდე საჭმელი მზადაა
-მეორედ გეუბნები რომ სახელი მაქვს მე. ეს შენ მოამზადე-კარტოფილს უყურბს და იცინის
-კი- ვეუბნები და ჩნთიდან წიგნაკს ვირებ -ცხოვრებაში პირველად მოვამზადე შემწვარი კარტოფილი
-შესწორება დამწვარი და უმარილო კარტოფილი-ამბობს ანდრეა და იცინის
-დაუნახავი-ნერვები მეშლება მე
-კარგი რა მე მშია ამას კი ნამდვილად ვერ შევჭამ ოლადე მაინც მოვამზადოთ კარგი-მეუბნება და ისეთი თვალებით მიყურებს უარს ძალიანაც რომ მინდოდეს ვერ ვეტყვი
-კარგი მე არ ვიცი მომზადება ამიტომ შენ მოგიწევს
-კარგი-ამბობს და საჭირო პროდუქტებს იღებს მაცივრიდან-ანი ფქვილი მომაწოდე
-ეხლავე-ვეუბნები მუჭით ფქვისლს ვიღებ და პირდაპირ სახეში ვაყრი-ინებე ისეც ფქვილი
-გამასწარი-მეუბნება და ფქვილით სავსე ჯამს კიდებს ხელს სამზარეულოს მაგიდის ირგვლივ ვიწყებ სირბილს მაგრამ ფქვილი მაინც მეყრება
-ბატონო შრეკ მთლად ფქვილით ვარ მოსვრლი შემეშვი-ვეუბნები მაგრამ სულ ტყუილად ბოლოს მაგიდაზე დადებული კვერცხი ავიღე ვესროლე და გოოლ პირდაპირ შუბლში მოვარტყი- ცოტა შაქარიც დავამატოთ-ვამბობ და შაქარსაც ვაყრი-მემგონი ზეთიც მოუხდება-ზეთის ბოთლს ორივე ხელს ძლიერად ვუჭერ იქედან გამოსული სითხე კი ანდრეას ესხმება ტანსაცმელზე-ახლა შეწვაღა დარჩა და მზად ხარ სუფრაზე გასატანად-სირბილს ვაგრძელებ უცებ ანდრეას ვეჯახები
-ახლა ჩემი ჯერია მოიცა ხო საყვარელო ასე არ მეძახი?-ამბობს და იატაკზე მაწვენს შოკირებული ვუყურებ რასაც აკეთებს და ხელის გაქანებასაც კი ვერ ვახერხებ. ჩემს მუცელზე ჯდება აი ხელში კეჩუპის და მაიონეზის შეკვრას რომ იღებს მერე ვხვდები ყველაფერს-ძვირფასო მემგონი წითელი ფერი შენს მკერდს მოუხდება-ამბობს და კეჩუპს მასხამს მაისურზე შემდეგ ყელთანაც ადის-გამიგია მაიონეზი სახისთვის კარგი ყოფილაო-ამბობს და ახლა სახეზე მასხამს მაიონეზს
-ანდრეა ავალიანო თუ გადავრჩი ისეთ რამეს დაგმართებ ცხოვრებაში რომ არ დაგავიწყდება-ვეუბნები და გათავისუფლებას ვცდილობ
-ცოტა მარიცლიც დავამატოთ-აგრძელებ ანდრეა-ახლა ძეხვიც, შეწვაღა გაკლია და ადამიანი პიცა იქნები -ამბობს და გულიანად იცინის ფეხზე დგება და მეც მეხმარება წამოდგომაში
-საყვარელო ახლა ამ სამზარეულოს სენ დაალაგენ მე სტუმარი ვარ და აბა როგორ-ვეუბნები და სამზარეულოდან გასვალას ვცდილობ
-თუ გინდა სააბაზანოში შეხვიდე და მერე ჩემი ტანისამოსიც გათხოვო მოგიწევს აქაურობის მოწესრიგება-ამბობს და იცინის
-კარგი შენ გაიმარჯვე მაგრამ ტყუილად გიხარია ბრძოლა წავაგე ომი კი წინარის, პირსახოცი და საღამური მინდა ასევე მაინტერესებს საით არის სააბაზანო-ანდრეამ ყველაფერი მომიტანა მე სააბაზანოში შევედი და მოვწესრიგდი იქედან გამოსულს ანდრეა დაძინებული დამხვდა სამზარეულო მივალაგე ყველაფერი დავასუფთავე და შურისძიება გადავწყვიტე წებო ავიღე რომელიც სამზარეულოს კარადაში ვიპოვე და ანდრეას ოთახში შევედი ოთახის ჩუსტებს წებო წავუსვი და იატაკზე მივაწებე შემდებ იგივე გავუკეთე მის მობილურს და საათსაც იქედან გამოსულმა კი სასტუმრო ოთახში ტკბილად დავიძინე.
დილით რაღაცის დავარდნის უფრო სწორად დაცემის, შემდეგ კი საშინელი ყვირილის ხმა მაღვიძებს და ვხვდები რომ ჩემმა ჩანაფიქრმა გაამართლა ორი საქმე ერთად მოვითავე ანდრეას სამაგიერო გადავუხადე და გამოცდაზეც აღარ დავაგვიანებ. საწოლიდან ვდგები და ანდრეას ოთახში შევდივარ იატაკზე გაშხლართულს რომ ვხედავ გულში ვხარხარებ და მალე მგონი თავს ვერ შევიკავებ ხმამაღლაც ავხარხარდები
-უი საყვარელო რა დაგემართა?-ვეკითხები და ტელეფონს ვიღებ შემდეგ კი ფოტოს ვუღებ
-ანი გირჩევნია ჩემი ტელეფონი და საათი საწყის მდგომარეობაში დააბრუნო თორემ უარესი დაგემართება-გამოცრა კბილებს შორის გაბრაზებულმა
-გამოცდა მაქვს უნდა წავიდე და მოვემზადო-ვამბობ და ოთახიდან გავდივარ
-გიხდება ჩემი მაისური-ოთახიდან გასულს მაინც მემსმის მისი ხმა და ძალიან მსიამოვნებს ოთახში შესულს მახსენდება რომ ჩემი ტანისამოსი გუშინ არ გამირცხავს დამავიწყდა. აი ახლა კი მართლა ცუდად მაქვს საქმე
-ანდრეა შეგიძლია ტანსცმლის მაღაზიაში წამიყვანო ასე ვერ წავალ სკოლაში -ვეუბნბი როგორც კი მის ოთახში შევდივარ
-შენ ხომ გაგვიანდება და აბა როგორ, შეგიძლია ეგრე წახვიდე სკოლაში-მეუბნება და კმაყოფილი იცინის
-იდიოტო- ვამბობ და მაგიდაზე დადებულ წიგნაკს ვიღებ-ცხოვრებაში პირვალად მაცვია მამაკაცის მაისური
-მოემზადე და გაგიყვან სკოლაში-ვიცი რატომაც იჩენს ინიციატივას და ნერვები მეშლება აუცილებლად გადაგიხდი სამაგიეროს ბატონო შრეკ
-კარგი-ვეუბნები და სააბაზანოში შევდივარ დილის პროცედურებ ვასრულებ ჩემს ტანისამოს სარეცხი მანქანაში ვათავსებ ანდრეას მაისურს ვიცმევ რომელიც მუხლებამდე მწვდება კაბად მაქვს ჩანთავს ხელს ვკიდებ და გარეთ გავდივარ მეცინება იმის წარმოდგენაზე რა სახე ექნებათ გოგონებს ასე რომ დამინახავენ
-მშვენივრად გამოყურები-მეუბნება როგორც კი მანქანაში ვჯდებით
-გაქრი-ვამგოგ და თვალებს ვხუჭავ
სკოლამდა მანძილი ისე დავფარეთ რომ ხმა არცერთს ამოგვიღია. კიდევ კარგი დღეს შაბათია და სკოლაში მხოლოდ ჩემი კლასელები იქნებიან.
-წარმატებებს გისურვებ-მითხრა და მანქანა სკოლის ჭიშკართან გააჩერა
-მადლობა-ვეუბნები და მანქანიდან გადავდივარ
სკოლაში შესულს უამრავი თვალი მაშტერდება. ვიცი ეს რამაც გამოიწვია მაგრამ არაფერს ვიმჩნევ მათ მზერას ვაიგნორებ და ჩემი გოგონებისაკენ მივდივარ
-ანი ეს რა გაცვია-(ლანა)
-კაცის მაისური-(მე)
-ვხედავთ მაგრამ რამოხდა გუშინ დედაშენმა დარეკა ანის უთხარი წიგნების წამოღება დაავაწყდაო ანუ სახლში არ ყოფილხარ-(მარიამი)
-გოგონებო ყველაფერს მოგიყვებით ახლა კი უნდა შევიდე ხომიცით, ლანა შენ ჩემთან ერთად სემოდიხარ ხომ-(მე)
-კი. წამოდი შევიდეთ-(ლანა)
თავი რომ არ მოგაბეზროთ გამოცების აღწერით გეტყვით რომ ქართული იყო და სულ არ გამჭირვებია მალევე დავასრულე წარმატებით გადავლახე ბარიერი და გარეთ გამოვედი ლანაც მალევე მომყვა უკან გაბადრული სახით და მივხვდი რომ მანაც ჩააბარა ახლა მხოლოდ მარიამი დარჩა ოთახის კარებთან ველოდებოდით როდის გამოვიდოდა კარები იღება და იქედან ატირებული მარი გამოდის
-გოგონებო ვერ ჩავაბარე- ამბობს და გვეხუთება ორივეს ძალიან მწყინს
-სიხარულიძე თუ ხუმრობ ჯობია გამასწრო აქედან-(ლანა)
-ვიხუმრე- ამბობს მარიამი ხელს მიშვებს და სწრაფად გარბის
-მარიამ თუ დაგიჭირე ნახე რას გიზამ- ემუქრება ლანა და მისდევს მე კიდე სირბილისა და სიცილისაგან დაღლილი მათ ვუყურებ
-გოგოებო მიშველეთ რა ასე სახლში ვერ მივალ-(მე)
-წამო ჩემთან თან მოგვიყვები რა მოხდა-(ლანა)
-კარგით-ვეუბნები და გართ გავდივართ მიკვირს ანდრეას მანქანას რომ ვხედავ გოგონებიც ამჩნევენ და თვალები უფართოვდებათ მე კიდევ მიხარია ძალიან მიხარია სულ მავიწყდება დაღლილი რომ ვარ და ჩქარი ნაბიჯებით ვუახლოვდები მის მანქანას-ჰეი ბატონო შრეკ აქ რასაკეთებ? სამსახურში არ უნდა იყო ახლა?
-რაქენი? ჩააბარე?-მეკითხება და მინას დაბლა სწევს
-კი-ვეუბნები და ვიღიმი
-მოდი დაჯექი გაგიყვან სახლში-ამას უნდა დედაჩემმა მომკლას ხომ მემგონი ესაა მისი მიზანი ასე აქვს გადაწვეტილი ჩემი თავიდან მოშორება
-გოგონებთან მივდივარ ასე სახლში ვერ წავალ-ვეუბნები და ხელებს ვაჯვარედინებ
-კარგი დაუძახე გოგონებს და გაგიყვან მათთან-მე თვალები მიბრწყინდება ჩემს გოგონებს ვეძახი და მანქანაში ვჯდები ისინიც მალე გვიახლოვდებიან და უკანა სავარძელზე იკავებენ ადგილს-აბა საით გოგონებო?
-ნუცუბიძეზე- ყველა ერთხმაში ვპასუხობთ და მერე ვიცინით
-ესაა ის ანდრეა -(ლანა) უნდა ავღნიშნო რომ ლანა ნამდვილი გიჟია და სირცხვილი რა ხილია არ იცის
-კი ესაა-(მე) ვეუბნები და თვალებს ვუბრიალედ
-ეგ გავიგე ახლა ის მოყევი ვისია ეს მაისური-არ წყვეტს საუბარს ლანა
-ჩემია-პასუხობს ანდრეა ლანას თვალები უფართოვდება
-ხო მისი მერე მოგიყვებით დანარჩენს- ვეუბნები გოგონებს და ვანიშნებ რომ საუბარი დასრულებულია
ანდრეას მალევე მივყავართ ლანას სახლამდე მანქანიდან გადმოვდივართ და ბინაში ავდივართ მოკლედ ვუყვები გოგონებს მთელი დღის ამბებს
-გოგო შუა სექსის დროს შეუსწარი და კაბინეტიდან არ გაგაგდო-(ლანა)
-მე არა ლიზა გააგდო-ვიცინი მე
-კარგი და თათას ისტორია რას ნიშნავდა მე კი ვიცი რასაც მაგრამ ჯობია თვითონ თქვა-(მარიამი)
-არაფერს-ვამბობ მე
-ანი გელოდებით-წარბაწევით მიყურებს მარიამი
-ვიეჭვიანე ლიზაზეც ვიეჭვიანე მეწყინა ძალიან მეწყინა მაგრამ რავქნა? არვიცი ამას რა ქვია უბრალოდ ვიცი რომ მომწონს-ვამბობ და ახლა ვაანალიზებ რავ ვთქვი
-ვიღაცა შეყვარებულია ნუ მთლად ერთი ნახვით არა მაგრამ 5 ნახვასაც არაუშავს-გამოიტანა განაჩენი მარიამმა
-კარგით შეწყვიტეთ ტანსაცმელი მომეცით რომ გამოვიცვალო და სახლში წავიდე-ვამბობ ამ აღმოჩენით ნერვებმოშლილი ტანისამოსს ვიცვლი ანდრეას მაისურს ჩანთაში ვდებ და სახლში მივდივარ
-ანი შვილო რა ქენი გამოცდა - მეკითხება სამზარეულოში მყოფი დედაჩემი
-ჩავაბარე დე-ვეუბნები და ლოყაზე ვკოცნია-აუ დე ძალიან მშია
-დაჯექი შენი საყვარელი ხაჭაპურები გამოვაცხე-მეუბნება და ერთ დიდ ხაჭაპურს მიდებს თეფშით მაგიდაზე
-დეე იცი როგორ მიყვარხარ უსაზღვროდ-ვუებნები და ახლა თავიდან ვეხუტები
-ანი დავიხრჩე, ხაჭაპური გაგიცივდება მიდი ჭამე-ხაჭაპურის ჭამას მალევე ვასრულებ სააბაზანოში შევდივარ და ანდრეას მაისურს ვრეცხვა უკან ხომ უნდა დავუბრუნო.
გამოსაშვები საღამო ეს არის ის რის გამოც ვერ ვიტან სკოლის დამთავრებას სამდღეში ბანკეტი მაქვს მაგრამ მეწყვილე არ მყავს რატომაც არა ნიკას ვთხოვ ახლა გამახსენდა ჩემი დარტყმული მეგობაარი რომელიც ბათუმშია მობილური ავიღე და მასთან დავრეკე
-რატომ მირეკავ?-გამარჯობის ნაცვლდ ეს სიტყვები მესმის
-გაგიმარჯოს მე კარგად ვარ იმედია შენც არაფერი გიჭირს ხო რატომ დაგირეკე და ბანკეტი ახლოვდება მე კიდევ მეწყვილე არ მყავს და იქნები ჩემი კავალერი-გამარჯობის თქმა ვერ ისწავლა ამან
-ვიფიქრე მოვენეტრეთქო-ამბობს ნიკა
-ბევრი ფიქრი შენთვის ცუდია ნიკუშ აბა დამეხმარები-ვეუბნები და ვიცინი
-როდისაა ბანკეტიი?-როგორ იქნა საჭირო კითხვა დასვა
-ოთხშაბათს სულ რაღაც სამ დღეში
-არვიცი თუ მოვახერხებ ჩამოვალ მაგრამ მთლად ჩემს იმედად არ დარცჩე-ამბობს და მობილურს თიშავს დამშვიდობება ვერ ვასწავლე მოკლედ რა
რადგან ხვალე მათემატიკის გამოცდა მაქვს მე კიდევ მატემატიკის აზრზე არ ვარ რაღაცეების სწაცლა და მეცადინეოდა დავიწყე. საღამომდე ვისწავლე მერე კი მშობლებს ვუთხარი მარიამს თავისი ნივთები უნდა დავუბრუნოთქო ანდრეას მაისურს დავავლე ხელი და სახლიდან გავედი. ტაქსი გავაჩერე ჩავჯექი და ანდრეას ბინის მისამართი ვუკარნახე. თუ გავითვალისწინებთ რომ ნახევარი საათი გზაში გავლიე როგორც იქნა მივაღწიე მის ბინამდეც ზარი დავრეკე და დაველოდე როდის ინებებდა ავალიან კარის გაღებას
-ისევ შენ ახლა რაღა მოხდა-როგოც კი კარებს აღებს ამ სიტყვებს მეუბნება
-მაისური უნდა დაგიბრუნო საყვარელო თანაც ჩემი ტანისამოსიც უნდა წავიღო- ვეუბნები და ისე შევდივარ ბინაში მიპატიჟებაას არც ველოდები მის მაისურს სავარძელზე ვდებ აბაზანიდან ჩემი ნივთეი გამომაქვს.-ავალიანო სადმე მიდიხარ?-ვეკითხები როდესაც ზურგჩანთას ვამჩნევ
-კი მეგობრები კალათბურთს ვთამაშობთ თუ გცალია წამოდი შენც-ძალიან მესიამოვნა რომ დამპატიჟა
-მცალია წამოვალ-ვეუბნები და გონებაში შესანიშნავ გეგმებს ვაწყობ
-ხო სააბაზანოსთან ახლოს ხარ და პირსახოცი გამოიყოლე-მწვანე ფერის პირსახოც ვიღებ აფტიაქის ყუთიდან მზვანე ზელიონკასაც ვიპარავ და გარეთ გავდივარ
დარბაზში მალევე მივედით სულ ორი კვარტლის დაშორებით ყოფილა მისი ბინიდან როგორც ჩანს მარტო მისი მეგობრები არ იყვნენ დარბაზში
-რახდება აქ?-ვეკითხები გაკვირვებული
-ორი უბნის გუნდი ერთმანეთს ვეჯიბრებით ესენი კი საგულშემატკივროდ არიან მოსულები-მიხსნის ანდრეა
-მაგარია მე რომელ მხარეს დავჯდე-ვეუბნები პირსახოცს ვაცლი და დარბაზს თვალს ვავლებ მოხუცები და ახლგაზრდები ყველანი არიან შეკრებილები
-მარჯვენა მხარეს-მეუბნება დაა დასახდელში მიდის მეც ახალგაზრდა გოგოსა და ცოტა ასაკოვანი ქალის შუაში დავჯექი
პირველი ნახევარი ამოიწურა მე კიდევ ზელიონკას თავი მოვხსენი და პირსახოცზე დავასხი ბოლომდე ახალგაზრდა გოგო გაკვირვებული მიყურებდა ვხედავდი მაგრამ არ ვიმჩნევდი ანდრეამ პირსახოვის ძებნა რომ დაიწყო მაშინ ვიკადრე ხმის ამოღება
-ბატონო შრეკ ამას ხომ არ ეძებ?-ვკითხე და პირსახოცზე ვანიშნე
-კი- მეუბნება და ჩემკენ მოდის პირსახოცს მართმევს და სახეს იმშრალებს მე გულიანად მეცინება მისი მწვანე სახის დანახვაზე
-საყვარელო ძალინ მესიმპათიურები და ფოტოს გადაგიღებ რა-ვეუბნები მობილურს ვიღებ-გაიღიმე-ვეუბნები და ფოტოს ვუღებ
-დაიჭირე-პირსახოცს მაწვდის და მიდის
-ახლა კი ნამდვილად ჩემი შრეკი ხარ საყვარელო-მივაძახე მოედანზე დაბრუნებულს მერე რა მოხდა
ბიჭები სიცილისაგან იატაკზე ხოხავდნენ ანდრეა კი გაბრაზებული გამომეტყველებით მოდიოდა ჩემსკენ
-რას ნიშნავს ეს -მეკითხება გაბრაზებული და სახეზე მანიშნებს
-ქალბატონო დამეხმარეთ რა მომკლავს-ვთხოვ გვერდით მჯდომ ასაკოვან ქალს
-დედა შენ არ ჩერიო-ეუბნება ანდრეა რააოო ? დედაო? მომესმა ხომ დედამისის გვერდით ვიყავი და ასეთ სისულელეებს ვაკეთებდი ღმერთო რატომ მიწა არ გასკდება და ჩამიტანს შიგ
-ანდრეა შეეშვი გოგოს წადი და თამაში გააგრძელეთ ხალხი აქ თამაშის საყურებლად მოვიდა თქვენი ჩხუბის კი არა-ეუბნება დედამისი ანდრეაც მიდის მე კიდევ დარბაზიდან გააქცევს ვეძებ თანაც ძალიან მინდა გაცინება და ვერ ვახერხებ ჩემდა საბედნიეროდ ანდრეას დედას არაფერი უთქვამს
ბევრი რომ არ გავარძელო თამაში 21 :15 დასრულდა ჩვენების სასარგებლოდ ყველა წავიდა დარბზში მხოლოდ მე ანდრეას დედას და სავარაუდოდ მისი და დავრჩით ყველა ანდრეას ველოდებოდით რომელიც საშხაპეში იყო შესული
-გოგონა რაგქვია?-მეკითხება ანდრეას დედა
-ანი მაისურაძე-ვეუბნები და თავს ვხრი აშკარად მრცხვენია და რატომ არ ვიცი-უკაცრავდ შეიძლება გავიდე?ვეკითხები და როგორც კი თანხმობას ვიღებ ჩემი ჩანთიდან მოკლე ქვედაბოლოს ვიღებ მერე კი სააბაზანოში მივდივარ ანდრეა ნივთებს ვიპარავ და იქ მხოლოდ კაბას ვტოვებ შემდეგ კი უკან ვბრუნდები და საუბარს განვაგრძობ-მიხარია თქვენი გაცნობა ქალბატონო...
-ნინელი მქვია შვილო-მეუბნება და თბილად მიღიმის
-ახლა გასაგებია ანდრეას რატომ აქვს საოცარი ღიმილი, არ მინდა უზრდელობაში ჩამომართვათ ის რაც რამოდენიმე წუთის წინ გავაკეთე მაგრამ რომ არ წავულიყავი გეგმა ჩამეშლებოდა-ვამბობ და იმის წარმოდგენაზეც კი მეცინება რაც მოხდებოდა
-რა გეგ....-საუბარს ანდრეას ხმა გვაწყვეტინებს
-ანი მოგკლავ იცოდე სადმე არ შემხვდე-მესმის აშკარად გაცოფებული შრეკის ხმა
-ქალბატონო ნინელი უნდა გავიქცე კარგად ბრძანდებოდეთ-ვემშვიდობები და გასასვლელისკენ მივდივარ
-ანი ნივთები დამიბრუნე -უკვე ახლოდან მესმის ანდრეას ხმა მეც ვტრიალდები და კაბაში გამოწყობილი ანდრეას დანახვაზე სიცილს ძლივს ვიკავებ დედამისი და მისი დაც ჩემს მდგომარეობაში არიან ტელეფონით ფოტოს ვუღებ ანდრეას
-იცოდე თუ ჩემს მოკვლას დააპირებ ამ ფოტოებს ინსტაგრამზე ავტვირთავ-ვეუბნები და ვიცინი
-მაშანტაჟებ?
-გემუქრები საყვარელო -ვეუბნები და თავის ნივთებს ვაწვდი
ანდრეა იცვლის ჯერ მე მტოვებს სახლში მერე კი გზას აგრძელებს უკვე ძალიან გვიანი იყო ამიტომ სამზარეულოში შევედი საჭმელ ვჭამე მერე შხაპი მივიღე საღამურები ჩავიცვი და საოცარ ხასიათზე მყოფს ტკბილად ჩამეძინა
დილით ისევ მაღვიძარას ხმა მაღვიძებს საწოლიდან ვდგები აბაზანაში შევდივარ შხაპს ვიღებ იქედან გამოსული ჯინსის შარვალს შარვალსა და შავი ფერის მაისურს ვიცმევ შემდეგ კი კისრისტეხით გავრბივარ სახლიდან
ანდრეას არ ვურეკავ დროა ჩემგან დაისვენოს რაც გუშინ მოვუწყვე ეს ბოლო წვეთი აღმოჩნდა ჩემთვის აღარ მინდა თავი მოვაბეზრო და ცხოვრება ჯოჯოხეთად ვუქციო. რომ დავუფიქრდე ანდრეა მარტო მე მომწონს მე ვეჭვიანობ მასზე მე ვურეკავ მე ვუშლი ნერვებს მე ვინტერესდები მისი ცხოვრებით ის კი ინიციატივასაც არ იჩენს ერთხელაც არ დაურეკავს დროა თავის დაფასება ვისწავლო და მართლა გავიზარდო
ბევრი რომ არ ვისაუბრო მოკლედ გეტყვით მათემატიკის გამოცდაც ჩავაბარე უცხო ენისაც და ისტორიისაც ჩემი სკუტერიც შეაკეთეს. ამ სამი დღის განმავლობაში მისთვის არ დამირეკავს არ მინახავს სამაგიეროდ არც მას შეუწუხებია ჩემი მოკითხვით თავი. ვაღიარებ მომენატრა მისი გაბრაზება, მისი ღიმილი. მისი შავი თვალები, ამბობენ ადამიანს რომ კარგავ მაშინ ხვდბი რამდნად ძვირფასი ყოფილა იგი შენთვისსო მეც ასე დამემართა
ხვალ ბანკეტია და მე მეწყვილე ისევ არ მყავს. ნიკა ჩამოსვლას ვერ ახერხებს სხვას კი ვის ვთხოვო არ ვიცი. არა ანდრეას არ დავურეკავ ამას არ გავაკეთებ. თავს არ შევახსენებ საკმარისია. რა უნდა მექნა გოგონები გავაფრთხილე რომ ხვალ არ მივდიოდი და მემგონი 10 წუთიც არ გასულა ჩემთან რომ გაჩნდნენ
-რას ქვია გოგო არ მოდიხარ-(ლანა)
-იმას რომ არ მოვდივარ არ მინდა მეწყვილის გარეშე დებილივით ვიდგე და ყველა მე დამცინოდეს-ვამბობ და საწოლზე ვეცემი
-ანი შენი ტელეფონი მათხოვე რა დედას დავურეკავ მე ანგარიში გამითავდა-(მარიამი)
-მანდაა და აიღე-(მე)
-ანი წამოდი რა-უშედეგოდ ცდილობს ლანა ჩემს დარწმუნებას
-ლანა არ წამოვალ და მორჩა წადით თქვენ მოემზადეთ მე კიდევ დაძინება მაცალეთ-ვეუბნები და საბან თავზე ვიფარებ გოგოები მიდიან მე კი მშვიდად ვიძინებ.
დილით მობილურის ხმა მაღვიძებს ტელეფონს ვიღებ და არც კი ვაკვირდები ნომერს ისე ვპასუხო
-გისმენთ
-ანი სად ხარ?-მომესმა ხომ ეს ანდრეას ხმაა თუ მეჩვენება არა აშკარად ჰალუცინაციები დამეწყო
-სახლში
-გამოსაშვენი საღამოსთვის არ ემზადები?
-მეწყვილე არ მყავს და დებილივით მარტო წასვლას არ ვაპირებ-ვამბობ მობეზრებული
-მე რომ ვიყო შენი მეწყვილე?-აი ეს მესმის შრეკი აღარ ხუმრობს
-არვიცი-ვამბობ შემოთავაზებით გაკვირვებული
-ნახევარ საათში მზად იყავი გამოგივლი და სალონში წავიდეთ-მეუბნება და ტელეფონს თიშავს ეს რა მთელი თავისი დროის ჩემზე დახარჯვას აპირებს
ვერ ვიჯერებდი, ანდრეამ თვითონ დარეკა და ასევე თვითონ თქვა რომ ჩემი მეწყვილე იქნებოდა პროგრესი შეინიშნება. ანდრეა ჩემს მეწყვილეობაზე რომ თანხმდებოდა არ იცოდა წინ რა ელოდებოდა. მართლაც ნახევარ საათში მოვიდა მეც უკვე მომზადებულმა ჩავხტი მის მანქანაში
-აბა საით-მეკითხება როგორც კი მანქანაში ვჯდები
-ჯერ კაბის ასარჩევად უნდა წავიდეთ, თეხსაცმელებიც არ უნდა დაგვავიწყდეს მერე რაიმე სამკაული კაბას რომ მოუხდეს ასევე ჩანთაც.სპასალონში უნდა გავიაროთ კანის მოვლის პროცედურებიც მჭირდება მერე სალონშიც და ვსო სულ ესაა-ვასრულებ ჩამოთვლას და თვალებ გაფართოებულ ანდრეას ვუყურებ ვერცკი ავღწერ როგორ მომენატრა მინდა ჩავეხუტო ძალიან მინდა მაგრამ თავს ვიკავებ
-დარწმუნებული ხარ რომ ბანკეტი დღეს გაქვს და არა ერთი კვირის შემდეგ-მეკითხება გაკვირვებული ანდრეა
-ნამდვილად დღეს მაქვს და თუ არ წავალთ დავაგვიანებთ ნამდვილად-ვეუბნები და ვანიშნებ რომ დროა წავიდეთ ისიც აღარაფერს ამბობს და მანქანას ძრავს
ბევრი რომ არ გავაგრძელო მოკლედ გეტყვით რომ ანდრეამ ჩემთან ერთად საყიდლებზე წამოსვლა ინანა და დამპირდა კიდეც რომ ამას აღარასოდეს გააკეთებდა. ჩემი მოსაწონი კაბა ვერსად ვერ ვიპოვე ბოლოს ისევ ანდრეას გემოვნებას მივენდე დანარჩემი აქსესუარები კი მალევე ავარჩია.
მიუხედავად იმისა რომ გამოსაშვებ საღამოზე დავაგვიანეთ ეს ყველაფერი დაგვიანებად ღირდა დარბაზში მყოფი ყველა ადამიანი ჩვენ გვიცქეროდა. თეთრი გიპიური კაბა მეცვა ზურგზე ჩახსნილი ამავე ფერის მაღლები მეცვა თმები კი კოსად მქონდა ატანილი მაღლა ანდრეას ჩვეულებრივად შავი ფერის შარვალ-ლოსტუმი ეცვა მიუხედავად იმისა რომ მთელი გზა წუწუნებდა ამ ფერში პინგვინინით გამოვიყურებიო მაინც ძალიან სიმპათიური იყო აკვდებოდა ეს ფერი
დარბაზში ვალსის ხმა რომ გაისმა და ანდრეამ ცეკვა შემომთავაზა მაშინ მივხვდი რომ დედაჩემს ჩემთვის კარგი უნდოდა ბავშვობაში სამეჯლისო ცეკვებზე რომ მთხოვდა ისწავლეო
-ბატონო შრეკ ვიცი დამცინებ მაგრამ ცეკვა არ ვიცი-ვეუბნები და ყურებზე ხელს ვიფარებ მისი სიცილი რომ ვერ გავიგო
-გასწავლი უბრალოდ მენდე- მეუბნება და მომაჯადოებლად იღიმის მეც სხვა გზა არ მაქვს ვთანხმდები და საცეკვაო მოედნისკენ მივდივართ ცალ ხელს ჩემს წელზე ათავსებს მეორე ხელში ჩემს ხელის მტევანს და ცეკვას იწყებს მევ ვცდილობ მის მორაობას ავყვე და გამომდის შეიძლება ცუდად მაგრამ მთლად არაფერს ჯობია
-ულამაზესი რომ ხარ ეს უკვე გითხარი ხომ-შუა მუსიკის დროს ჩამესმის ანდრეას ხმა
-არა,-ვუჭრი მოკლედ მისი შეხებით გაბრუელილი
-ახლა გეტყვი მაშინ ულამაზესი ხარ-ამბობს და ჩემს ზურგზე თითების თამაშს აგრძელებს მადლობის თქმას ვაპირებდი არსაიდან გუგა რომ გამოჩნდა და უცებ მომაშორა ანდრეას სხეულს
-რას აკეთებ-ვკითხე გაბრაზებულმა როგორც კი მომხდარი გავიაზრე
-შენ ჩემი შეყვარებული ხარ და მხოლოდ ჩემთან უნდა იცეკვო-აგრძელებს გუგა ჩემი ნერვების მოშლას
-ყოფილი შეყვარებული გაიგე ეს ერთხელ და სამუდამოდ დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს შენთან შეხვედრას არასდროს არ დავთანხმდებოდი ერთი უსუსური ადამიანი ხარ არარაობა რომელსაც ქალის ერთგულება არ შეუძლია დრეს ერთთან ხარ და ხვალ მეორესთან შემეშვი გესმის არმინდა ჩემს სიახლოვეს გხედავდე და მითუეტეს მეხებოდე ჩემთვის არავინ ხარ აღარ არსებობ გაქრი ჩემი ცხოვრებიდან და სხვათაშორის ანდრეა სხვა არ არის-ვეღარ მოვითმინე და ვუთხარი ის რასაც ნამდვილად ვფიქრობდი
-ვინ არის მაშინ თქვი ბოლოს და ბოლოს და დაასრულე-ღერთო ჩემო ახლა მიკვირს ამ ადამიანის შეყვარებული როგორ ვიყავი ჩემი საუბრიდან მხოლოდ ბოლო სიტყვები გაიგო
-მისი შეყვარებული ვარ-გუგას შეკითხვას ანდრეამ გასცა პასუხი რამაც ჩემი პარალიზება გამოიწვია ერთა ადგილს მივეყინე ურეაქციოდ ვერაფერი ვთქვი მესიამოვნა გამიკვირდა და მეწყინა მისი სიტყვები რადგან ვიცოდი რომ ეს მხოლოდ იმიტომ თქვა გუგა რომ ჩამომცილებოდა-ანის სიახლოვეს თუ დაგინახავ მეორედ გპირდები ვიზრუნებ რომ მისი სახელის წარმოთქმა ვეღარასოდეს შეძლო-იმდენად კატეგორიული იყო მისი ხმა მეც შემეშინდა. გუგა ყველაფერთან ერთად ლაჩარიც აღმოჩნდა ხმის ამოუღებლად დაგვტოვა
-შეგიძლია სახლში წამიყვანო-ვუთხარი ანდრეას როგორც კი გუგა წავიდა
-წასვლა გინდა, კარგი მაშინ წავიდეთ-მითხრა და ხელი ჩამკიდა არვიცი ისევ ვიგრძენი ჭიანჭველები ჩემს სხეულზე უნდა ვაღიარო რომ ამაზე სასიამოვნო შეგრძნება არ არსებობს დარბაზი ხელჩაკიდებულებმა დავტოვეთ უამრავი ადამიანის მზერაც თან გავიყოლეთ
-მადლობა იმისთვის რაც გააკეთე-ვუთხარი ნირ წამხდარმა
-არაფერი პირადული მხოლოდ სამაგიერო გადაგიხადე-მეუბნება და იცინის
-რა თქვი?
-მოდი რაღაცას მოგიყვები. ერთი გოგო ჩემთან მოვიდა ოფისში მიმღებში მომუშავე გოგონას ისე გაეცნო როგორც ჩემი შეყვარებული. მერე რა მოხდა და მთელ ოფოსში გავრცელდა ინფორმაცია თითქოსდა მე შეყვარებული მყავდა ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი და ეს ამბავი დედაჩემმა ჩემმა დამ და საძმაკაცომაც გაიგო. ადრეც მთხოვდნენ გამეცნო სენი თავი მიუხედავად იმისა რომ ვეუბნებოდი არ იყავი ჩემი შეყვარებული. თამაშზე შენი გამოხტომის შემდეგ კი უკვე დაჟინებით მოითხოვენ ამას ხოდა ამისთვის გადაგიხადე სამაგიერო-დაამთავრა მონოლიგი
-იდიოტო , კრეტინო, ჭკუა სუსტო, დებილო, სულელო, გლუვტვინიანი ხარ ნამდვილი, ვიფიქრე ეს იმიტომ თქვა რომ დამხმარებოდა თურმე სამაგიეროს მიხდიდა-ვაგრელებდი მის ლანძღვას ნერვებ მოშლილი
-დეგენერატო გამოგრჩა-უარესად მიშლის ნერვებს ანდრეა
- დეგენერატიც ხარ-არ გავიტეხე იხტიბარი და გაბუტული ბავშვის სახე მივიღე
-ეგრე ნუ აკეთებ-მესმის ანდრეას ხმა
-რას ვაკეთებ-ვერ მივხვდი რას გულისხმობდა
-ტუჩებს ეგრე ნუ წევ-ამბობს და ტუჩემზე მიყურებს
-ეგრე რატომ მიყურებ უნდა მაკოცო-გამახსენდა მისი ნათქვამი სიტყვები და წავკბინე მაინც
-მგონი უკვე გაიზარდე-მეუბნება და არაფრის გააზრების საშუალებას არ მაძლევს ისე მკოცნის ჟრუანტელზე სასიამოვნო შეგრძნებებიც არსებობს ნამდვილად არსებობს ვინმემ მიჩხვლიტეთ რომ დავრწმუნდე ნამდვილად არ ვარ სიზმარში-წინადადება მაქვს შენთან-მეუბნება როგორც კი ჩემს ბაგეებს შორდება
-წინადადებას გააჩნია-ვეუბნები წარბაწევით
-მინდა მართლა იყო ჩემი შეყვარებული-ამბობს და თვალებში მიცქერის თავისი მზერით მათბობს მაშეშებს თავბრუს მახვევს მისი სიტყვების გაგონებისას კი მემგონი საკუთარი სახელიც კი დამავიწყდა
-უკეთესადაც შეიძლებოდა სიყვარულის ახსნა ნამდვილი შრეკი ხარ რა-ვეუბნები და ვიცინი
-ანუ?
-ანუ ის რომ თუ გინდა შენი შეყვარებული ვიყო სიყვარულის ახსნა მოგიწევს
-თანხმობის უკეთესი ვერსიაც გამიგია მაგრამ ესეც წავა-მეუბნება და მანქაბას ადგილიდან წყვეტს
გზას გავცქერი და სიტყვის თქმას ვერ ვბედავ ჯერ კიდევ გონს ვერ მოვსულვარ მხოლოდ მაშინ მიბრუნდება აზროვნება როცა ვხვდები რომ ჩემი სახლისკენ სულაც არ მივდივართ
-ბატონო შრეკ არ მითხრათ გიტაცებო-ვამბობ სიცილით
-კი მთაწმინდას დაგათვალიერებინებ და დაგაბრუნებ ისევ-ისიც მყვება სიცილში მალევე ავდივართ მთაწმინდაზე მანქანას აჩერებს და ჩემსკენ ტრიალდება-მიყვარხარ ვიცი შეიძლება ამას არ გამოვხატავ მაგრამ დამიჯერე საკუთარ თავზე მეტად მიყვარხარ შენი ოინებით იმდენი მოახერხე რომ ჩემს სხეუში ჩასახლდი კერძოდ კი გულში რომლის კარი ქურდივით გატეხე შენს იქედან გამოსახლებას ვცდილობდი მაგრამ არაფერი გამოგიმივიდა შენ იმდენად ღრმად გაიდგი ჩემში ფესვები რომ შენი ბოლომდე დავიწყება შეუძლებელია. არვიმჩნევდი მაგრამ შენს მიერ მოწყობლი ყველა ოინის შემდეგ თავს ძლივს ვიკავებდი რომ კოცნით არ დამეხრჩე. სამი დღით რომ გაუჩინარდი ყველაზე ცუდი დღეები მაშინ დაიწყო ჩემს ცხოვრებაში დარეკვა მინდოდა შენი ნახვაც მაგრამ მიზეზი ვერანაირად ვერ მოვიფიქრე ბოლოს ისევ მარიამმა გადამარჩინა ხო შენმა მეგობარმა მითხრა რომ გამოსაშვებ საღამოზე არ მიდიოდი მე კი ეს შანსი გამოვიყენე. ხო შენს ყოფილს რაც ვუთხარი სამაგიეროს გადახდის მიზნით არ მითქვამს მხოლოდ მოვლენებს წინ გავასწარი და ის ვუთხარი რაც მინდოდა რომ ყოფილიყო ასე და ამგვარად მართლა შრეკი ვარ 17 წლის ლაწირაკმა თავი შემაყვარა ახლა კი სიყვარულიც ავუხსენი-ამბობს და ისე მიღიმის როგორც არასდროს არავის.მე ბედნიერებით და დადებითი ემოციებით ავივსე
-ხო რამოდენიმე დღის წინ ერთ ზესიმპატიურ მამაკაცს დავეჯახე უნდა ვაღიარო რომ ეს ფაქტი არ გამხარებია მაგრამ მაინც, მერე სკოლაში წავაყვანინე თავი, ჩემთან ერთად პიცის ჭამაც კი ვაიძულე
-შესწორება შენ ჭამდი მარტო-ამობობს და იცინის
-ხო როგორც იყო,მერე თავი მის შეყვარებულად გავასაღე. მერე შუა სექსის დროს შევუსწარი კაბინეტში, მერე ისეთი ცხარე პიცა ვაჭამე რომ ერთი დღით ჩემი მოსავლელი გახდა, ამის მერე რაიყო
-ჩუსტები რომ მიაწებე იატაკზე-მახსენებს ანდრეა
-ხო და არამარტო ჩუსტები ტელეფონიც და საათიც მივაყოლე, მერე ზელიონკა დავასხი მის პირსახოცს, და ბოლოს ჩემი ქვედაბოლსამარა დავტოვე სააბაზანში. ბატონო შრეკ ის ძესიმპატიური მამაკაცი რომელსაც ეს ყველაფერი მოვუწყვე შენ ხარ და იცი ეს რატომ გავაკეთე? გეტყვი იმიტომ რომ მომეწონე როგორც კი ხმა ამოიღე იმწამიდან ხო კიდევ იმიტომ რომ ეგოისტი ვარ იმიტომაც რომ ყველაფერი რაც კარგია ყოველთვის ჩემთვის მინდოდა, ამ ყველაფერს იმიტომ ვაკეთებდი რომ შენთან მეტი დრო გამეტარებინა, შენი გაბრაზება მიყვარდა ღიმილი საოცრად მოკლედ შემიყვარდი აი ეს იყო ჩემი ალქაჯობის მიზეზი თორემ ისე ნამდვილი პრინცესა ვარ -ვამბობ და ახლა მეც ვიცინი უსაზღვროდ ბედნიერი ვარ თითქოს ვიღაცამ დიდი დოზით შეიყვანა ნარკოტიკი ჩემს ორგანიზმში ამ მომენტში არაფერი არ მადარდებს მხოლოდ ანდრეა არსებობს ჩემს გონებაშიც გულშიც სულშიც და ყველგან
კიდევ დიდხანს ვიქნებოდით ასე ალბად დედაჩემს რომ არ დაერეკა
-ანი სად ხარ?-მესმის დედაჩემის ანერვიულებული ხმა როგორც კი ტელეფონს ვპასუხობ
-გზაში ვარ დედა მოვდივარ-ისევ ვიტყუები ძალიან მცხვენია მარამ ხომ გაგიგონიათ სიყვარულსა მალვა უნდაო
-კარგი უბრალოდ ლანამ დარეკა გუგას ეჩხუბაო და ვინერვიულე შენზე
-დე სახლში რომ მოვალ ყველაფერს მოგიყვები არ ინერვიულო კარგად ვარ-ვამშციდებ დედაჩემს და მობილურს ვთიშავ მერე კი ანდრეას ვუყურებ
-კარგი ვიცი წავიდეთ-უსიტყვოდ ძრავს მანქანას მთელი გზის განმავლობაში ხმა არცერთს ამოგვიღია
სახლში მალევე დავბრუნდით ნუ თბილისის საცობებიდან გამომდინარე ნახევარი საათი ნამდვილად მალე მისვლაა დამშვიდობებისას მხოლოდ ლოყაზე ვაკოცე და მანქანიდან გადმოსვლა დავაპირე
-ხომ გითხარი უკვე დიდი გოგო ხართქო-მეუბნება და ტუჩებში მკოცნის ვერაფერს ვამბობ უბრალოდ ვწითლდები და ახლა ნამდვილად გადავდივარ მანქანიდან კორპუსში შესვლამდე დავინახე მობილურში რაგაცას აკეთებდა მაგრამ ვერმივხვდი რას.
დედაჩემი დავამშვიდე ყველაფერი მოვუყევი ჩემიდა გუგას ურთიერთობაზე ანდრეაც არ დამვიწყებია სხვათაშორის ასეთ საკითხებში დედაჩემი ისე იქცევა როგორც მეგობარი უბრალოდ ჩემს აზრს ითვალისწინებს რჩევას მაძლევს და ჩემს სასიყვარულო ურთიერთობაში არ ერევე. ეს ძალიან მომწონს ამით მარძნობინებს რომ უკვე დიდი ვარ დამოუკიდებლობას მასწავლის შეცდომების დაშვების უფლებას მაძლევს და ამ დროს მხშიც მიდგას.
გოგონებს მხოლოდ ტელეფონით მოვუყევი მომხდარი
-რაა? კი გავიგეთ რომ თქვა ანის შეყვარებული ვარო მარამ ვიფიქრე გუგა რომ გაეჩუმებინა იმიტომ თქვა-(ლანა)
-პროსტა მადლობა უნდა გადამიხადო რა მე რომ არა ვერც ბანკეტზე მოხვიდოდი და მითუმეტეს არც შეყვარებული გეყოლებოდა-(მარიამი)
-გპირდები თბილისის მერი რომ გავხვდები შენს ძეგლს დავდგამ ჩემი კორპუსის წინ თაყვანი რომ გცე ყოველ დრე-(მე)
-მარტო მადლობაც საკმარისი იქნებოდა მაგრამ ეგვარიანტი დამიჯდა გონებაში-(მარიამი)
-ნიკა სადაა ამდენი ხანი რომ არ ჩანს-(ლანა)
-რაო თინათინ მოგენატრა შენი ავთანდილი შენ არ უთხარი შენი დანახვა არ მინდა უახლოესი 10 წლის განმავლობაშიო ხოდა ისიც წავიდა -(მე)
-ამან იპოვა მისი პრინცი და ამოიდგა ენა-(ლანა)-მარიამ შენ რატომ ხარ ჩუმად სდაა შენი ტარიელი არ მითხრა ახლა ლომებს და ვეფხვებს ებრძვისო ან ხატაელებს
-უეჭველი წყლისპირას ზის და ტირის-(მე)
-თქვენი სამასხარაო რომ გავხდები რა-(მარიამი)-დაიკარგა და კომპასი სახლში დარჩა
-მარტო კომპასი რომ დარჩენოდა როგორმე გამოძვრებოდა მაგრამ შენც დარჩი-(ლანა)
-შენ ხომ ხარ ნიკას მკლავებში და ისე მელაპარაკები-(მარიამი)
-გავთიშავ სანამ მეც გადმომწვდებით-ვეუბნები სიცილით და მობილურს ვთიშავ სააბაზანოში შევდივარ შხაპს ვიღებ იქედან გამოსული სარამურებს ვირგებ საწოლში ვწვები და 17 წლის განმავლობაში მემგონი პირველად ვიძინებ ასე ტკბილად
შუაღამისას მეღვიძება მერე კი დაძინებას ვერაფრით ვახერხებ არვიცი ალბად ზედმეტი ემოციების ბრალია რადგანაც მე ვერ ვიძინებ ერთ სულიერსაც უნდა დავურღვიო მშვიდი ძილი მობილურ ვიღებ და ანდრეას ვურეკავ
-ანი რახდება კარგად ხარ?-მესმის ანდრეას ანერვიულებილი ხმა
-არ ვარ კარგად?-ვეუბნები ტირილნარევი ხმით
-მითხარი რა მოხდა
-ცუდი სიზმარი ვნახე და ვერ ვიძინებ-ვამბობ და სიცილს ძლივს ვიკავებ
-და მაგის გამო დამირეკე შუა ღამით ასეთი რასიზმარი იყო-მიმიხვდა ჩემს ეშმაკობას
-დამესიმრა თითქოს ავღანეთში მიდიოდი-ახალ ტყუილს ვიფიქრებ უცებ
-მართლა სიზმარი ყოფილა დამშვიდდი არსად არ ვაპირებ წასვლას ახლა კი დაიძინე- მეუბნება და მობილურს მითიშავს
როგორღაც ისევ მოვახერხე დაძინება დილიტ საოცარ ხასითზე გავიღვიძე არვიცოდი რა გამეკეთებინა იდეებიც ამომეწურა ისევ ოფოსში გადავწყვიტე მისვლა თანაც ლიზას და თათასაც მოვინახულებ მოვწესრიგდი და ოფისში წავედი მიმღემში მისულმა თათას თბილად გავუღიმე და ლიფტში შევედი მეტორმეტე სართულის ღილაკს დავაირე და ფლის ვეითის რეჟიმი ჩავრთე როგორც იქნა გაიღო ლიფტის კარი მე როგორც ყოველთვის პირდაპირ ანდრეას კაბინეტისაკენ წავედი ლიზა არ დამხვდა თავის ადგილას იმედი ის არ ხდება რაც წინაზე გავიფიქრე და სწრაფადვე სევაღე კაბინეტის კარი
-ოჰო ბატონო ტარიელ ბატონო ავთანდილ თქვენ აქ რას აკეთებთ-ვეკითხები გიორგის და ნიკას მიკვირს მათი ანდრეასთან ნახვა
-ანი გაიცანი ესენი ჩემი მეგობრები არიან ნიკა.....
-ნიკა არველაძე და გიორგი გორგილაძე ვიცნობ ამ ორს
-საიდან?-აშკარად უკვირს შრეკს
-ნიკა ჩემი არაბიოლოგიური ძმაა გიორგი კი მარიამის შეყვარებული-ვამბობ და ვიცინი-ნიკა ასეთ სიმპატიურ ძმაკაცს მიმალავდი-ნიკასაც გადავწვდი
-შენ აქ რასაკეთებ?-(ნიკა)
-შეყვარებულის სანახავად მოვედი-ვამბობ და ვიცინი მერე კი ანდრეას ვუდგები გვერდით
-ანდრეა ეს შენი შეყვარებულია-(გიორგი)-ვიზიარებთ ძმაო შენს მწუხარებას
-ბატონო ტარიელ მარიამს გონია რომ ტელეფონი ვეფხვებთან და ლობებთან ბრძოლის დროს დაკარგე და იმიტომ არ ურეკავ რასაა რომ დაიკარგებიი-ბოლო ბებიაჩემივით გამომივიდა-ან შენ ბატონო ავთანდილ მე ბათუმში მეგონე ბოლოსდაბოლოს ეტყვი ლანას რომ გიყვარს თუ გაყვეს ლაშას-არა ეს ლაშა საიდანღა მომაფიქრდა
-წავალთ ჩვენ სანამ ცოცხლები ვართ და სიარული შეგვიძლია-მოკლედ ნიკაც და გიორგიც წავიდნენ და მე დავრჩი ანდრეასთან
-ასეთი რა გაუკეთე ამათ შენი რომ ეშინიათ-იცინის ანდრეა
-არაფერი მხოლოდ კოკაკოლის ბოთლში ორივედ დამაძინებელი ჩავუტარე მერე კი თმები შევჭარი მაშინ სტილისტობაზე მინდოდა ჩაბარება და პრაქტიკა მჭირდებოდა
-მერე გამოგივიდა
-არ ეტყობოდათ სახეზე რაც გამომივიდა ორი კვირა სკოლაში ქუდებით დადიოდნენ
-აბა რამ შეგაწუხა ოფისში რომ შემომივარდი-დასვა კითხვა რომელზეც პასუხი არ მქონდა
-დილით გავიღვიძე და აღმოვაჩინე რომ მშიოდა პროდუქტები კი არ მქონდა ამიტომ მარკეტში უნდა გამომყვე მარტო მეზარება-დავფრქვი ახალი ტყუილი
-ანი დღეს მძინე დღე მაქვს შეხვედრებია დაგეგმილი და ვერ მოვახერხებ-ნახა გამოსავალი
-კარგი მაშინ ისევ რეზის ვთხოვ
-ვინაა გოგო რეზი-უპსვიღაცამ იეჭვიანა
-ჩემი სკოლელი იყო უფროსწორად პარალელური კლასელი შენ თუ არ გცალია არაუშავს მას ვთხოვ-ვამბობ და გარეთ გავდივარ
-დამელოდე მე გამოგყვები-მეუბნება პიჯაკს იღებს და გვერდზე მიდგეა-ლიზა ყველა შეხვედრა გადადე ხვალისთვის დღეს არ მცალია-ეუბნება თავის მდივანს და ჩემთანერთად მოდის
-ლიზა ისევ შენთან მუშაობს-ნერვები მომეშალა უცებ
-კი რამოხდა მერე-მეკითხება უდარდელი ბავშვივით
-რა რამოხდა დაგავიწყდა-თავის შეკავებას ვცდილობ
-ანი მომისმინე იმის გამო რომ წარსულში მე და ლიზას რაღაც გვქონდა სამსახურიდან ვერ გავაგდებ გასაგებია კარგი თანამშრომელია და გეტყვი რომ გუშინდელი დღიდან ჩემს ცხოვრებაში შენსდარგა არცერთი ქქალი არ არსებობს ამიტომ დამშვიდდი-მეუბნება და ბაგეებს მიკოცნის
ოფისიდან გამოსული მანქანაში მოვთავსდით და მარკეტისაკენ ავიღეთ გეზი. ბევრი არაფერი მიყიდია მხოლოდ მხოლოდ შეკოლადები და ხილი
-ესაა პროდუქტი?-მეკითხება წარბებ აწეული
-კი ესაა უბრალოდ ის მომენტი გამომჩა რაც მე მინდა ის პროდუქტი არაათქო რომ უნდა მეთქვა -ვეუბნები და კალათაში ვჯდები
გავაბრაზე მაგრამ ეგ არაფერი მე ხომ ვიხალისე სახლში მიმიყვანა და დამტოვა თვითონ კი ისევ ოფისში დაბრუნდა ნუ მე ასე მეგონა. არაფერი გამიკეთებია მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ ფილმებს ვუყურებდი და ვჭამდი მერე კი დასაძინებლად წავედი.
დილით რომ გავიღვიძე ნუ დილა აღარ იყო საათის ისრები პირველს აჩვენებდა. ჩემი ძილისგუდობით კმაყოფილმა ვიკადრე საწოლიდან წამოდგმა სააბაზანოში ზლოზინით შევედი იქედან გამოსულმა ტავი მოვიწესრიგე და სამზარეულოში ჩავედი დედაჩემს საჭმელი გაუმზადებია ჩემთვის და წასულა. მაკა ვგიჟდები შენზე . ჭამაც რომ დავასრულე მხოლოდ მაშინ ვიკადრე ტელეფონის მოძებნა მთელი სახლი შემოვიარე და ბოლოს ისევ ჩემს ოთახში ვიპოვე. 29 გამოტოვებული ზარი ბატონი შრეკისგან მწვანე ღილაკს ვაწვები და ველოდები
-გამარჯობა ბატონო შრეკ სანამ გამლანძღავ იმის გამო თუ რატომ არ გპასუხობდი გეტყვი რომ მეძინა და აბა სიზმარს ხომ არ ვნახავდი შენ რომ მირეკავდი,-არ ვაცლი ხმის ამოღებას ისე ვეუბნები
-რძალო ანდრეა გასულია ტელეფონი სახლში დარჩა მე გიორგი ვარ მისი მეგობარი-განაგრძობდა მისი თავის აცნობას ამდროს ზარის ხმა რომ გაისმა
-უკაცრავად ბატონო გიორგი ერთი წუთით დამელოდეთ კარზე ზარია-ვამბობ და მის სიცილს ყურადღევას არ ვაქცევ კარებს ვაღებ და ჩემს წინ გაბრაზებულ ანდრეას რომ ვხედავ ვხვდები გიორგის სიცილის მიზეზს-ბატონო შრეკ იმდენად მოგენატრეთ რომ ვეღარ გაძელით და პირდაპირ სახლში შემომეჭერით
-მხოლოდ ერთ ნაწილში შეგედავებით არ შემოვჭრილვარ თვითონ შემომიშვი-ამბობს მიახლოვდება და მკოცნის
-რძალო ფიონა აქ ვარ მეც და რეებს მასმენინებთ-მესმის გიორგის ხმა რაო ფიონაო
-ხოდა ძმაო მურმანის ეკალივით ნუ შეგვიშლი ხელს აბა კარგად -ტელეფონს მართმევს და თიშავს
-რაო რა გიწერია ჩემს ნომერზე-ვეკითხები და ხელებს ვიჯვარედინებ
-სიცოცხლე, ცხოვრება, სიხარული, სიყვარული, ჩემი ერთადერთი და ასეთი სისულელეები არ მიწერია დამშვიდდი -ამბობს და სავარძელში ჯდება
-მეტისმეტად რომანტიკულია შენ კიდევ რომანტიკოსი რომ არ ხარ დამავიწყდა-ვამბობ და მის გვერდით ვჯდები თავს მკერდზე ვადებ მისი აჩქარებული გულისცემა მესმის იმდენად სასიამოვნოა ეს რომ შემიძლია მთელი ცხოვრება ვუსმინო ყველა მელოდიას თუ მუსიკას სჯობია
-ტელეფონის დანიშნულება იცი თუ როცა გიყიდეს ძალიან პატარა იყავი კითხვა არ იცოდი და მომიწევს თავიდან აგიხსნა-ამბობს და შუბლზე მკოცნის
-ვიცი უბრალოდ მეძინა და მაგიტომ ვერ გიპასუხე ბოდიში. გინდა ყავას მოგიმზადებ -ვეუბნები და ფეხზე ვდგები
-უშაქრო
-კარგი- ვეუბნები და სამზარეულოში შევდივარ რადგანაც მითხრა უშაქრო ანუ მარილიანი ეყვარება ვამბობ და ვიცინი ყავას ვამზადებ და გარეთ გავდივარ-აი შენი ყავაც
-მარილიანს რომ არ ვსვამ ეგ არ მითქვამ ხომ- ამბობს და ჩემი ყავის ფინჯანს იღებს ხელში ჩემდა საბედნიეროდ ესეც მოვიფიქრე და ჩემს ფინჯანში ჩავყარე მარილი ხოლო ფინჯანში, რომელიც ანდრეას მივაწოდე ჩვეულებრივი უშაქრო ყავა იყო , ბატონმა ანდრეამ ყავა როგორც კი მოსვა მაშინვე სიცილი დავიწყე
-გაგიჩალიჩე ბატონო შრეკ-ვეუბნები და სიცილს ვაგრძელებ
-ანი მე მივდივარ-ამბობს და ფინჯანს მაგიდაზე დებს
-ხო რათქმაუნდა აბა აქ ხომ არ დარჩები
-ანი ქვეყნიდან მივდივარ-ფეხზე დგება და ჩემსკენ მოდის
-სად? ან რატომ?-მივხვდი რომ არ ხუმრობდა
-ავღანეთში-ეს სიტყვები რომ გავიგონე ასე მეგონა ვიღცამ თითქოს ურო ჩამარტყა თავში-ექვსი თვის წინ ჩამოვედი ახლა კი ისევ უნდა დავბრუნდე მეორედ ეს ბოლოა
-როდის მიდიხარ?-ვკითხე და ცრემლების შეკავება ვცადე მაგრამ ამაოდ არაფერი გამომივიდა. ვიაზრებდი რას ნიშნავდა მისი ავღანეთში წასვლა მისი დაკარგვის შიშმა მოიცვა ჩემი არსება არ ვიცოდი როგორ შემეჩერებინა. ისიც ვიცოდი რომ წასვლას ვერ გადავაფიქრებინებდი რადგან რასაც იტყვის იმას ყოველთვის ასრულებს კიდეც
-დღეს საღამოს-ამბობს და მეხუტება მთელი ძლით- არ ვიცოდი მხოლოდ ახლა მივიღე შეტყობინება ნუ ტირი გთხოვ არმინდა ასეთ მდგომარეობაში ატოვო და წავიდე
-უბრალოდ დამპირდი რომ ყველაფერს გააკეთებ უკან რომ დაბრუნდე-ვეუბნები და მთელი ძალით ვეხვევი მისი სურნელით ვივსებ ფილტვებს რომ დიდხანს გამყვეს
-გპირდები-ამბოდს და ჯერ კისერში შემდეგ კი ტუჩებში მკოცნის
-გაგაცილებ კარგი-ვეუბნები და ოთახში ასვლას ვაპირებ რომ ჩანთა ავიღო
-არა ხომიცი იქ რომ დაგინახო ცრემლიანი თვალებით ყველაფერს ფეხზე დავიკიდებ და შენთან დავრჩები
-კარგი მაგრამ როგორც კი ჩახვალ დამირეკავ ყოველდღე დამირეკავ გესმის-ვეუბნები და ვცდილობ ცრემლები შევიკავო ვიცი მასაც უჭირს წასვლა მაგრამ ქვეყნის წინაშე ვალდებულია. ვცდილობ ტკივილი დავმალო რომ რამენაირად მაინც გავამხნეო
-ხომიცი რომ მაგ ყოველივეს შენი თქმის გარეშეც გავაკეთებდი- მეუბნება შუბლზე მკოცნის და მიდის მე კიდევ ისტერიკული ტირილი მივარდება ჯერ კიდევ გუშინ რა კარგად იყო ყველაფერი არაფრის მეშინოდა დღეს კიდევ მარტო დავრჩი.
*************************************************************
ერთი კვირის შემდეგ
*******************************
დილით ადრე გავიღვიძე დღეს ჩემი დაბადებისდღეა და რატომღაც საერთოდ არ მიხარია უკვე ერთი კვირაა რაც ანდრეა აქედან წავიდა ერთი კვირაა რაც მასთან კონტაქტს მხოლოდ ტელეფონით ვახერხებ. მასთან სიშორე მტკივა ძალიან მარამ არაფერს ვიმჩნევ არ მინდა სულიერად გავტეხო არ მინდა ვარძნობინო რომ ცუდად ვარ არ მინდა ცემი ცრემლების გამო სიტუაცია გავართულო მაგრამ ძნელია ძალიან ძნელია გესმოდეს მისი ხმა და ვერ ეხებოდე,მის სურნელს ვერ შეიგრძნობდე ვერ ხედავდე მხოლოდ მისი ხმით და სუნთქვით კმაყოფილდებოდე ძალიან რთულია
-რა ლამაზი დღეა რა ნათელი მზეა იმიტომ რომ დღეს ანის დაბადების დღეა-ოთახში გიჟებივით შემოვარდნენ მარიამი და ლანა რომლებიც არვიცი რატომ მაგრამ წინა დღით ჩემთან დარჩნენ ძალიან კი გამიხარდა
-მაცადეთ გაღვიძება-ვეუბნები და ვიღიმი
-შენ რადგან გაიღიმე გაცლით აბა რას ვიზამ ადექი მოემზადე გუშინ რას დამპირდი დაგავიწყდა-(ლანა) გამახსენდა რომ გუშინ ლანას დავპირდი ეკლესიაში გავყვებოდი რაღაც ცუდი სიზმარი ვნახე ძალიან მეშინია და უნდა ვილოცოო ძალიან კი გამაკვირვა სიზმრების არასოდეს სჯეროდა. ალბად მართლა საშინელება ნახა ასე ძალიან რომ შეეშინდა
-კი მახსოვს ვჭამოთ და წავიდეთ- ვეუბნები და საწოლიდან ვდგები- მარიამ არ მითხრა ჩემმა დაკარგულმა ტარიელმა კომპასი კი არადა ტელეფონი იპოვა და მას ვემესიჯებიო
-კარგი არ გეტყვი შენი დაბადებისდღეა და რაცგინდა იმას ვაკეთებთ დღეს-ამბობო მარიამი
სააბაზანოში შევდივარ შხაპს ვიღებ და ოთახში ვბრუნდები
-ანი საჩუქარი მოიტანეს შენთვის-მესმის ლანას ხმა
-ვისგანაა-ვეკითხები უინტერესოდ
-მხოლოდ ერთი სითყვა აწერია და ეს სიტყვაა შრეკი-ამბობს და იცინის ლანა მე კიდევ ისეთი სისწრაფით გავვარდი გარეთ ჩემი ოთახიდან რომ მგონია მართლა უნდა შევიდე ვარჯიშზე
ლანას საჩუქარს ვართმევ და მაშინვე ვხსნი ყუთს იქედან კი თეთრ კაბას ვიღებ ზუსტად ისეთია როგორსაც სიამოვნებით ჩავიცვამდი ჩემი და ანდრეას ქორწილში მაგრამ ეს ჯერ შეუძლებელია
-მიდი რა ჩაიცვი-მთხოვს მარიამი
-კარგი ვიცმევ-ვამბობ ბედნიერი სახით მიხარია რომ ანდრეას ჩემი დაბადებისდღე არ დავიწყებია იმასაც ვხვდები რომ ეს კაბა წინასწარ იყიდა ავღანეთიდან ამას ვერ მოახერხებდა კაბას ვიცმევ და გარეთ გავდივარ.
-აბა როგორია-ვეკითხები და ვტრიალდები
-საოცარია შენს შრეკს აქვს გემოვნება-მეუბნება მარიამი
-აუ წამოდით რა დავაგვიანებთ ჩემზე საერთოდ არ ფიქრობთ ხომ-წუწუნებს ლანა
-კარგი ხო მოვდივარ- ვეუბნები და ჩანთას ვიღებ
-ამ კაბით-(მარიამი)
-წავალ გამოვიცვლი-(მე)
-კარგით რა წამოდით ბოლოს და ბოლოს-(ლანა)
-მემგონი არაფერი დაშავდება ასე რომ წამოვიდე-ვამბობ მე და გოგონებს მივყვები ჯვრის მონასტერში მოინდომა ჩემმა დაქალმა ასვლა რითაც ძალიან გამაკვირვა კი ვეჩხუბე და ვუთხარი რომ უფრო ახლოსაც თან ქალაქშივე იყო ეკლესიები მაგრამ აბა ვინ დამიჯერა
რამოდენიმე საათიანი მგზავრობის შემდეგ როგორც იქნა ავდივართ ჯვრის მონასტერში ეკლესიაში ვაპირებდით შესვლას ჩვენს უკან ჩხუბის ხმა რომ გავიგე
-არ მინდა გესმის არავინ ხარ ჩემთვის არ მიყვარხარ ადამიანო რატომ არ მანებებ თავს-ყვიროდა ვირაც გოგო მერე კი ბიჭს ზურგი აქცია და წავიდა
-გამომართვით თქვენი იყოს მე აღარ დამჭირდება-მეუბნება უცნობი და ყვავილების თაიგულს მაწვდის მერე კი ეკლესიაში შედის ჩვენც გზას ვაგრძელებთ მონასტერში უნდა შევსულიყავი ახლა ლანა რომ მაჩერებს
-მეგობარო ბოლო შტრიხიც და შეგიძლია შეხვიდე-მეუბნება და თმაზე ფატას მამაგრებს შემდეგ კი კარეგს აღებს და მანიშნებს წადიო მეც ინსტიქტურად მივდივარ და ვერ ვიაზრებ რა ხდება ეკლესიაში შესული ჩემს მშობლებს ვხედავ მიღიმიან და თბილად მიყურებენ არვიცი რახდება ანდრეას დედას და დასაც ვამჩნევ და მხოლოდ ახლა ვიყურები საკურთხევლისაკენ სადაც მომღიმარ ანდრეას ვხედავ ახლა უკვე სწრაფი ნაბიჯებით მივდივარ ისკენ და ვეხუტები მონატრებულ სხეულს მისი სურნელით ვივსებ ფილტვებს და ვგრძნობ რომ თავიდან დავიბადე
-ცოტაც კიდევ და ტიპიური ქართველი პატარძალი იქნებოდი რომელიც საკუთარ ჯვრისწერაზე აგვიანებს-მეუბნება და მიღიმის
-რაა?ანუ რა გამო.....
-გაგიჩალიჩე საყვარლო, ხო შენს მშობლებს ვთხოვე ხელი და თანახმა არიან დედაჩემსაც ვუთხარი რომ ცოლი მომყავდა და დამთანხმდა შენისთანა ალქაჯის დედამთილი გამხდარიყო-ამბობს და იცინის
-მე დაგავიწყდი ხო
-უარს მეტყოდი? არა ასაგებია ახლა კი მოდი მამაოს მოვუსმინოთ ჩხუბისთვის მთელი ცხოვრება გვაქვს-ამბობს და ხელს მკიდეს ისევ ჟრუანტელი მივლის მიყვარს ეს შეგრძნება
ჯვრისწერამ შესანიშნავად ჩაიარა არასდროს დამავიწყდება ანდრეას გაბრწყინებული თვალები როგორი სითბო და სიყვარული მოდიოდა მათგან. ვიცი რომ ამ გადაწყვეტილებას არასდროს ვინანებ
***************************************
-ანდრეა მითხარი რა?- უკვე ორი საათია უშედეგოდ ვცდილობ ანდრეა დავითანხმო მაჩვენოს რა უწერია ჩემს ნომერზე
-არა-მპასუხობს და იცინის
-იდიოტო , კრეტინო, ჭკუა სუსტო, დებილო, სულელო, გლუვტვინიანი ხარ ნამდვილი,
-დეგენერატი ისევ გამომრჩა
-დეგენერატიც ხარ-ვამბობ დაგ ტუჩებს წინ ვწევ გაბუტული ბავშვივით
-რამდენჯერ გითხარი ეგრე ნუ აკეთებთქო -მეუბნება და ჩვენს შორის არსებულ მანძილს რამოდენიმე წამში ფარავს
-როგორც ჩემს თხოვნას ითვალისწინებ ისე გავითვალისწინებ მეც- ვამბობ და ტუჩეს იგივე მდგომარეობაში ვაბრუნებ საკოცნელად იწევს მაგრამ თავს ვარიდებ-ნურას უკაცრავად ბატონო შრეკ მე გაბრაზებული ვარ-ვამბობ და სამზარეულოსკენ მივდივარ
სამზარეულოში შესული მაცივრიდან ფორთოხალს ვიღებ ვთლი და თან ვილანძღები
-ორსული ცოლის გაბრაზება რომ არ შეიძლება არ იცის ამ იდიოტმა არა როგორ მახვეწნინა ასეთი რა სახელი უწერია მოვკვდი ცნობისმოყვარეობისაგავ შენც გაინტერესებს ხო რა უწერია მამიკოს-ვამბობ და მუცელზე ვისვამ ხელს-მეც მაინტერესებს პატარავ მოდი მე და შენ ახლა ფორთოხალი ვჭამოთ და მერე მოვიფიქროთ რამე
-არ არის საჭირო-საუბარში გართულმა ვერც კი შევამჩნიე როგორ მომიახლოვდა ანდრეა მობილური მაგიდაზე დადო ჩაიმუხლა ხელებით ჩემს მუცელს ეფერებოდა-პატარავ ძალიან ცნობისმოყვარე დედიკო გყავს იმედია მას დაემსგავსები და მასსავით ძალიან გეყვარები სამაგიეროდ არ მე ვიქნები ცუდი მამაიკო და მეც ძალიან მეყვარები
-ანდრეა....
-დედიკო გვაცალე საუბარი-მეუბნება და ისევ აგრძელებს-იმედია მთლად დედიკოს არ დაემსგავსები და არ გამაბრაზებ ხასიათით დაემსგავსე მას გარეგნობით კი მე უნდა დამემსგავსო დედაშენისნაირი გოგონებს რომ მოაწონო თავი-უცებ დაასკვნა რომ ბიჭი იქნებოდა
-ანდრეა......
-რომ გაიზრდები ბაღში შეგიყვან მერე სკოლაში იქ კარგად ისწავლი რომ მერე ჩემს ბიზნესს გაუძღვე- ვერ წარმოიდგენთ რახდებოდა ამ დროს ჩემს გულში ემოციებმა პიკს მიაღწია ეს მომენტი სამუდამოდ აღვიბეჭდე გონებაში -კარგი ახლა დედიკოსაც მივაქციოთ ყურადღება თორემ ნახე უკვე ტირის-ამბობს და ფეხზე დგება-ვიცი რომ ხვალ ჩემი დაბადებისდღეა და ამ ამბავს იმიტომ მიმალავდი, მაგრამ არმინდა ამის შემდეგ რამე დამიმალო,
-კუთხეშიც დამაყენე დასჯილი ბავშვივით და ეგაა- ვამბობ ისევ გაბუტული
-ამხელა ბედნიერების ღირსი გავხადე მალე დედა გახდება და აქეთ მე მებუტება-ამბობს და იცინის მეც კი მიყოლიებს
-ამხელა ბედნიერების ღირსი გავხადე მალე მამა გახდება და მაინც არ მეუბნება რა უწერია ჩემს ნომერზე-ვამბობ და სკამიდან ვდგები
-დარეკე და გაიგებ-მეუბნება და ჩემს მობილურს რომელიც ოთახშუ დავტოვე საწოლზე მაწვდის მეც ვრეკავ შემდეგ კი მობილურის ეკრანს დავცქერი
-„შრეკის ფიონა“-ვკითხულობ და ვიცინი
-მე თუ შრეკი ვაარ შენ ჩემი ფიონა ხარ ყველა შრეკს ყავს თავისი ფიონა გამონაკლისი არც მე ვარ უბრალოდ მე ალქაჯი ფიონა შემხვდა მაგრამ ბედს არვუჩივი
-მიყვარხარ-ვეუბნები და ხელებს კისერზე ვხვევ
-მეც მიყვარხარ-მეუბნება დამკოცნის-მამიკოს ბიჭი შენ არ იეჭვიანო-ამბობს და ამაზე ორივეს სიცილი გვივარდება
*****************************




ანი იჩკიტიძე და ანდრეა მახარაძე ამ ისტორიას თქვენ გიძღვნით ორ ერთმანეთზე უარეს გიჟს მიყვარხართ
იმედია მოგეწონათ და ისიამოვნეთ კითხვის დროს ვიმედოვნებ რომ ფუჭად არ ჩათვლით იმ დროს რომელიც კითხვისას დახარჯეთ . ბოდიში შეცდომებისთვის და იმისთვისაც რომ წინა ისტორია ვერ გავაგრძელე



№1  offline წევრი tinatini

რა საყვარლობაა, როგორ მომეწონა, დიდი მადლობა ასე გულიანად დიდიხანია არ გამიცინია. ყოჩაღ ..

 


№2  offline წევრი elena gavasheli

tinatini
რა საყვარლობაა, როგორ მომეწონა, დიდი მადლობა ასე გულიანად დიდიხანია არ გამიცინია. ყოჩაღ ..

მადლობა მიხარია თუ მოგეწონა

 


№3 სტუმარი ნათია...

ცუდი არიყო მაგრამ თავიდან რომ დავიწყე მეგონა ფილმ მაპატიე სიყვარულისთვის ვკითხულობდი ყველა დეტალი იქედან იყო...

 


№4  offline წევრი elena gavasheli

ნათია...
ცუდი არიყო მაგრამ თავიდან რომ დავიწყე მეგონა ფილმ მაპატიე სიყვარულისთვის ვკითხულობდი ყველა დეტალი იქედან იყო...

მხოლოდ ორი დეტალი იყო იქედან დაჯახების და პიცის დანარჩენი არ ყოფილა. მომეწონა და გამოვიყენე ვიფიქრე კარგი იქნებოდა

 


№5  offline წევრი elena gavasheli

Hela
ვაიმე ძალიან მომეწონა
ძალიან სასაცილო და საყვარელი ისტორია იყო
ასე გააგრძელე

მადლობა მიხარია თუ მოგეწონა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent