Fate decided (სრულად)
-ელენ მჭედლიძე, 19 წლის, თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი და ამავე უნივერსიტეტის გაზეთის რედაქტორი თქვენ ბრძანდებით? - სივის ფურცელს გადაავლო თვალი, სათვალე ოდნავ ჩამოიწია ცხვირზე და სკეპტიკურად გამომხედა. -დიახ, მე გახლავართ. -ელენი? ასე გიწერიათ პირადობის მოწმობაში? -დიახ. რუსეთში დავიბადე და ეს სახელი დამარქვეს. -გასაგებია. ჯერ ასეთი ახალგაზრდა ხართ და უკვე უნივერსიტეტის გაზეთის რედაქტორი? -დიახ, მანდ წერია. -ძალიან საინტერესო სივი გაქვთ და ამიტომაც დაგიბარეთ გასაუბრებაზე, ალბათ მიხვდებოდით. -დიახ, - უკვე მეოთხედ ვიმეორებდი დაზეპირებულ ფრაზას და თავს ვუქნევდი. -შეგიძლია უფრო მეტი რამე მიამბო შენს თავზე? -რა თქმა უნდა... - საუბარს ვიწყებ და ისიც რამდენიმე კითხვას მისვამს. -კარგი, ამით დავასრულეთ. თუ თქვენი კანდიდატურა მოგვეწონება, გაგაგებინებთ, - სახეზე აკრული ყალბი ღიმილით გამაცილა კაბინეტიდან. სახლში წავედი. იმდენად გათიშული ვიყავი, რომ ჩემი ბინის მაგივრად, გვერდითა მეზობლის კარი შევაღე. -ვა, ელენე? როგორ ჩაიარა გასაუბრებამ? - თავიც კი არ აუწევია ნიკუშას, ისე მომაძახა და ვიდეოთამაში დააპაუზა. -საზიზღრად. იმ ქალს პირდაპირ ეწერა სახეზე „ძალიან კარგი გოგო ხარ, მაგრამ ნათესავი არ გყავს“. ჰოდა ზუსტად ვიცი, რომ არ ამიყვანენ. -მერე მაგის გამო დარდობ გოგო? კიდევ უამრავი რაღაც გამოჩნდება, თან ჯერ მხოლოდ მეორე კურსზე ხარ. -ტყუილად მამშვიდებ, მე ეგ სამსახური მომწონდა. ჩემი ოცნების სამუშაოა. -ჰოდა დროა ოცნება შეიცვალო, - ქილით გამაგრილებელი სასმელი მესროლა. -აუ არ მინდა, ნიკუშ. -ვაიმეე, ცხვირი ჩამოუშვი გოგო? -ოო, შემეშვი რაა. -არ ვაპირებ. მეგობრები რისთვის არიან? -რისთვის? -ასეთ მომენტში რომ გაამხიარულონ უჟმურები. -უჟმური არა? - ბალიში ვესროლე. მარტივად აიცილა. -ადე, გოგო, ადე. -რა გინდა? - ბუზღუნით ავდექი. -ცოტა ხნით გართობა არ გაწყენდა იცი? -წადი თავი მოიკალი რაა. -ამ ბოლო დროს ძაან გამიუჟმურდი შენ. უნივერსიტეტში გაწამებენ? თუ მაგას გასწავლიან, მეგობრები დაცოფეთო? -ჰაჰა, გამეცინა. თამთას გარეშე ხო არ წავალთ? - მოვიმიზეზე. -შენ თამთას გართობა უხსენე და უარს გეტყვის? განა შენ ხარ, - ენა გამომიყო. -ახლავე დამეკარგე აქედან. უყურე ერთი რას მიბედავს. -აჰა, ამ გოგოს ხო ვერაფერს გამოაპარებ, - მიღიმის და მობილურს მანახებს. - ხო თამთუნია. ნიკუშა სიცილს იწყებს, როცა მობილურიდან თამთას წივილი ისმის. -კაი, რაა, ვიხუმრე, ვიხუმრე, დამაცადე გითხრა რამე, - თვალებს ატრიალებს და მობილურს განზე იჭერს. - ეს მომიღებს ბოლოს, - მე მეუბნება. - საფლავის ქვაზე დააწერეთ, რომ თამთამ ამომიშრო სისხლი. ეჰ, არადა ცოდო ვარ, რა ბიჭი ვიყავი... - დანანებით აქნევს თავს და როგორღაც ახერხებს თამთას ყველაფერი მოუყვეს. -დამშვიდდა? -არც ისე. აბა, დროზე, ჩაიცვი. -აუუ, რა გინდაათ? -დროზე თორე მასე წაგიყვან. -კარგი, კარგი, - ბურტყუნით გავედი ჩემს ბინაში და გამოვიცვალე. - სად მივდივართ? - ვკითხე გამოსვლისას. -ჩვენმა ოქრო თამთამ ახალი კარაოკე ბარი იპოვა. შენ ხო გიყვარს მთვრალზე სიმღერა. -დამეკარგეე! -არა რაა, ვიძახი, სულ გაგიფუჭდა ხასიათი. სასწრაფოდ ბიჭი გჭირდება. -ახლა შემოგარტყამ! -რას ვიძახდი, - ნიშნისმოგებით აქნევს თავს და ქირქილებს. -კარგი, სადაა ის ბარი? -წამო, წამო, მიგიყვან. ნიკუშას „ლევი“ გზებით მივყავარ და 15 წუთში ბართან ვართ. თამთა უკვე შიგნით გვხვდება. შესვლისთანავე გამაყრუებელი ხმაური ისმის. ძალიან ბევრი ხალხია. -ეს ჯანდაბა სად იპოვე? - ტუჩები თამთას ყურთან მიმაქვს და მთელ ხმაზე ვყვირი, მაგრამ მგონი მაინც არ ესმის. სულელივით დგას და მიღიმის. -ხო, ხო, ვიცი რო მოგწონს, - ისიც ბოლო ხმაზე ყვირის. თვალებს ვატრიალებ და სასმლის მოსატანად მივდივარ. რამდენიმე ჭიქის მერე დებილივით ვიკრიჭები. -შენგან ჟურნალისტი არ დადგება, - მეუბნება ნიკუშა. -რატო ვითომ. -მალე თვრები. -ეგ ჟურნალისტის ახალი კრიტერიუმია? თუ მალე თვრები, ჟურნალისტი ვერ გამოხვალ? და საიდან მოიტანე, რომ მთვრალი ვარ? -მაგ სიტყვებს მიკროფონში ყვირი იმის მაგივრად, რომ იმღერო. მეტი არგუმენტი გჭირდება? გონზე მოვდივარ და ვცდილობ მუსიკას ავყვე. სულ მალე კიდევ რამდენიმე ჭიქას ვუმატებ და, როგორც მამაპაპურმა მსმელებმა იციან, ცხოვრების არსზე ვიწყებ ფიქრს. -გამხიარულდი ქალოოო, - მიყვირის თამთა. -მოიცადე რაა, ძლივს მივადექი იმ კითხვას, რატომ დავიბადე. -ამას კოცნა სჭირდება, სასწრაფოდ, - ეუბნება ნიკუშას. -ბოდიში, მე დაკავებული ვარ, - უღიმის და დარბაზს თვალს ავლებს. - ჰე, ახლა, გამოფხიზლდი, ელენეეეე... შენ გელაპარაკები. მოდი ჯეირანი. -შენ სულ გაგიჟდი ხოო? -ჰაა, მიდი, სურვილებზე. ვინც წააგებს, ერთი სურვილი ექნება. ხო გამწარებ, არ გინდა, რომ შური იძიო? -მაწყობს. მოდი აბა. ორჯერ ზედიზედ ვაგებ და ხმამაღლა ვიკურთხები. -რა სიტყვებია? - ცალ წარბს მაღლა სწევს თამთა და დედაჩემს ემსგავსება. -რა ჯანდაბა უნდა შეგისრულო? -ახლა რო გითხრა გამხიარულდი-მეთქი, აზრი არ აქვს. მოიცააა, მოვიფიქრე. -აუ რაა, რაა? - ცმუკავს თამთა. -მოდი აქ, - ყურში რაღაცას უჩურჩულებს. ორივე გაბრწყინებული სახით დგას და საეჭვოდ მომჩერებია. აშკარად რაღაც მზაკვრული ჩაიფიქრეს. -მე ვისზეც განიშნებ, მიხვალ, კალთაში ჩაუსკუპდები და აკოცებ. -ჰო, აბა რა, მერე მოვალ და ხალიჩადაც გაგეგები. -წაგებული გაქვს. მე რომ წამეგო, შევასრულებდი. -მთვრალი მაინც აარჩიე რაა. -მაცადე, ვიფიქრებ. -იმ მოხუცს ნუ უყურებ! ვინმე ჩემხელა. -თითქოს ბევრნი იყვნენ. -...და სიმპატიურიც. -ოჰ, მომინდომა. არ მაიძულო, რომ გადაწყვეტილება შევიცვალო. -კაი, დამანახე ჰაა. ერთ-ერთ ბიჭზე მანიშნებს, რომელიც მაგიდას მარტო მისჯდომია. წინ რაღაც სასმელი უდევს. მეც თმას ვისწორებ და მასთან მივდივარ. შორიდან მგონია, რომ მთვრალია, რადგან უცნაურად მოძრაობს. მერეღა ვხვდები, რომ ეს მე ვმოძრაობ უცნაურად და მის გაორებულ სილუეტს შევყურებ. ტუჩებს თუ ავაცილე, კარგი დღე დამადგება. უკან ვიხედები. თამთა და ნიკუშა მომჩერებიან. ვატყობ, ერთ დეტალსაც არ გამოტოვებენ. თან მამხნევებენ. პომპომებიღა აკლიათ და ჩერლიდერის კაბები. ბიჭთან მივდივარ და კალთაში ვუჯდები. -უი უკაცრავად, - დებილივით ვიცინი. - ფეხი ამერია და შემთხვევით აღმოვჩნდი აქ. ბიჭი ცდილობს მომეშველოს. სანამ გონება გაფანტული აქვს, ვუახლოვდები და ვკოცნი. თვალები უფართოვდება და მალევე მიშორებს. მერე ჩემს მოღუშულ სახეს ხედავს და თვითონ მკოცნის. ოდნავადაც კი არაა მთვრალი. ტვინში რაღაც გადამეკეტა. უცებ წამოვხტი და ის ბიჭი გაოცებული დავტოვე. -მოიცადე, ეს რას ნიშნავდა? - უკნიდან მეწევა ბიჭის გაოცებული ხმა. -დროზე წავედით, - დავუყვირე მეგობრებს, - ხვალ ქვიზი მაქ. როგორ გამოგყევით? -შენ რა საიდუმლო ფორმულა იცი როგორ გაანეიტრალო ალკოჰოლი? ასე მალე როგორ დაიწყე აზროვნება? მეგონა მინიმუმ ხვალამდე გათიშული ეგდებოდი. -ისე, მომეწონა, - გზაში დამიწყო დაცინვა ნიკუშამ. - არ მინდა ეს ვთქვა, მაგრამ აშკარად მოგეწონა ის ბიჭი. -ქვას გესვრი, - ვუბღვერ. -რა იყო, მე კი არ მივვარდნილვარ და ტუჩები დამიკბენია. -თვითონ მითხარი აკოცეო. -ზუსტადაც. გითხარი აკოცე-მეთქი. არ დამიკონკრეტებია სად. შეგეძლო უბრალოდ ლოყაზეც კი გეკოცნა, მაგრამ ეგრევე ტუჩებში ეცი. -თამთა, გაიყვანე ეს აქედან, თორე შემომაკვდება. ხვალ თუ ჩავაფლავე ბაქრაძის ქვიზი, პირდაპირ იარაღების მაღაზიაში მივდივარ და იქიდან შენთან. -თამთა, სწრაფად გამხიზნე თბილისიდან. -ვაიმეე, ეგ არ გიშველის. ნიკასდა საბედნიეროდ, ბაქრაძეს მარტივი ქვიზი შემოაქვს. ჰოი საოცრება! მგონი რაღაცას გვეღადავება ეს კაცი, ან რაღაც აერია. -ეე, დაინახე? - თვალები შუბლზე ასდის მარიამს. -რა უნდა დამენახა? -ბაქრაძეს გახედეე, მარჯვენა ხელის არათითს თუ დააკვირდები, დავალებული დაგრჩები, - სიცილს იწყებს. -შანსი არაა, ჩვენი ტატუნა გათხოვდა? - სიცილში ვყვები. - სარძლო როგორი გვყავს? -აუ იცი რა ქალია? პირდაპირ დაიშოკები. -ეუჰ, ახლა ნახე შენ ნახევარი უნივერსიტეტის გლოვა. აშკარად არ გავრცელებულა ეს ამბავი ჯერ. აი თურმე რატო შემოგვიტანა მარტივი ქვიზი. მოგვილბა ჩვენი სასტიკი ტატუნა. -ხოო, ალბათ სიყვარულის კოცნამ მოალბო. ჯადოსნური ტუჩები უნდა ჰქონდეს იმ ქალს. -ჰა? რა კოცნამ? -რა დაგემართა, ელენე? სულ დაშტერდი? -მაპატიე, ჯერ კიდევ მისკდება თავი. -ეე, როცა არ შეგიძლია, არ უნდა დალიო. მომბაძე რაა დაქალს. -შენი ლექციებიღა მაკლდა. არც სახლში დაუკლიათ. -კაი დრო თუ მაინც გაატარე? -ნუ, ნიკუშას ტრადიციულ სიდამპლეებს თუ არ ჩავთვლით, მაშინ კი. -სულ ეს არის? აბა ყურადღება გაფანტული რატო გაქვს? რა მოხდა გუშინ. -მომწყდი თავიდან რაა. -ელენე მჭედლიძე, - ცალი წარბი ასწია და საჩვენებელი თითი ავისმომასწავებლად დამიქნია. - ნებითა შენითა! -წამო გარეთ, თორე მგონი ზოგს ენა ექავება, - უკანა რიგს ვავლებ მზერას და მარიამთან ერთად გავდივარ დერეფანში. წინ და უკან დავხეტიალობთ. -მერე, მერე? - მოთმინება არასდროს ყოფილა მისი ნაწილი. - მოყევი რაა, ვინ იყო ის ბიჭი? -მე საიდან უნდა ვიცოდე? -აბა მე უნდა ვიცოდე? შენ აკოცე, მე ხო არა. -მთვრალი ვიყავი საყვარელოო, გახსოვს? - თავზე თითს ვუკაკუნებ და ვუცინი. -ჰოდა, სხვა დროს ნაკლებად დათვერი. -სხვა დროს? - წარბს ვწევ. - საიდან მოიტანე, რომ ამ თავგადასავლის გამეორება მსურს? -კაი, ხოო, რო რამე, იმ ბიჭს იცნობ? შემთხვევით რო შეხვდე. -რა გინდა გოგო შენ? მოგზავნილი ხარ? თამთამ დაგარიგა თუ ნიკამ? რომელს მობეზრდა სიცოცხლე? -ეე, ნუ გაუტიე გოგო რაა. ეგენი არაფერ შუაში არ არიან. შენ ძალიან წყნარი გგონივარ ისევ ხო? არა, ერთხელ უნდა წაგიყვანო სადმე და ჩემი რეალური სახე დაგანახო. ოღონდ ჯერ წერილობით დამიდასტურე, რომ ამის ნახვის შემდეგ ამ ქვეყნიდან არ გაიქცევი. -ასეთი რა სახეობის ქაჯი ხარ? -უნიკალური, - მიღიმის და აუდიტორიისაკენ მიმაქანებს. ასე ხუმრობა-ხუმრობაში გადის მეოთხე სემესტრის ნახევარი და შუალედურების დრო დგება. ოოო, ნამდვილად არაა კარგი პერიოდი ჩემთან სალაპარაკოდ. ჩვეულებრივ დღეს დაცოფვა მონაგონია, ლამის თეფში ვესროლო ნიკუშას, რომელიც თავის ბინაში ხმამაღლა რთავს სიმღერებს და უნიჭოდ ცდილობს აყვეს. -აუუუ, რომელ აუდიტორიაში გვაქვს გამოცდა? - მეკითხება მარიამი. -არ ნახე? აბა აქ ვის იმედად მოდიოდი? -შენ ხომ არ გააცდენ გამოცდას. ჰოდა, სად მივდივართ? -უბრალოდ უკან გამომყევი, არსად დამეკარგო, - თავზე ხელს ვუსვამ. - და ძირსნაყარი არაფერი ჭამო. ამ ფრაზით თავში წამორტყმას ვიმსახურებ. -მერამდენედ მიჩალიჩებ. თანაც სიმპატიური ბიჭები რომ გაივლიან ხოლმე, ზუსტად მაშინ. -აქ სულ სიმპატიური ბიჭები დადიან, მერე? -ჰოდა ნუ მარცხვეენ. შეყვარებულის ყოლაზე უარს არ ვიტყოდი. -უჰ, მოგცლია რაა, - ჩანთიდან კონსპექტს ვაძრობ და აუდიტორიამდე თავაუღებლად მივდივარ. -აუ ეს დამკვირვებელი სადღაა? - წუწუნს უმატებს მარიამი. -სქელი რვეულია ეს, - ვანახებ და მაშინვე ისუსება. მხოლოდ ცოტა ხნით. სულ მალე ისევ აგრძელებს. -რა მეშველება? ცუდად რო დავწერო? მერე რა გაუძლებს მიქანაძის თვითკმაყოფილ სახეს? თან წინ ჩამომიდგება და სამი საათი უნდა მაყურებინოს. -დამშვიდდი რაა, ვისაც მართლა აქვს სანერვიულო, იქით ჭორაობს. -თან შეხედე რა აცვია. ისე, გამიკვირდა საერთოდ რომ მოვიდა. -აი, ვიღაც მოდის ტესტებით. უეჭველი დამკვირვებელია. გამოცდას ზედმეტად ადრე ვრჩები და მარიამს ველოდები. ადრე გამოსვლას ნამდვილად არ აპირებს. ფურცელს ჩაჰკირკიტებია და საცოდავი სახით იყურება. როგორც იქნა დაადგა საშველი და მელაძესთან ერთად გამოდის ლაქლაქით. -აუუუ, რა საშინელება იყოო... - დაიწყო წუწუნი. -ხმა არ ამოიღო. არც კი გაბედო განხილვა, მეზიზღება მასე რომ აკეთებ. -იმ შემოსახაზში მესამე გვერდის ბოლოს რა დაწერე? -მარიამ, - წარბები ავზიდე. - მე რა გითხარი? -აუ, ცოტა ფეხით ვიაროთ რაა, აქედან ახლოშივე უნდა გავიდე, - გვთხოვა მელაძემ. -რა პრობლემაა. ჩაგვიარა ერთმა მანქანამ, ჩაგვიარა მეორემ... ყველა გვისიგნალებდა. გავაანალიზე, რომ შუა გზაზე დავდიოდით. -ისა და... შუა გზაზე რატო დავდივართ? - ვიკითხე. -მე რას მიყურებთ? გორელი ვარ, - უცოდველი კრავის სახით შემომხედა მელაძემ, მე კი გადავბჟირდი. -შემდეგი გამოცდა რაში გაქვს? - იკითხა მარიამმა. -ინტერვიუს ტექნიკაში. თქვენ არა? -კი, კი. ერთ დროს ვართ? -შენთან ერთად ვზივარ ჯგუფში, ანუ კი. -მოიცა, ელენე, ეს მართლა ჩვენთან ზის ჯგუფში? -ხოო, ახლა გაიგე? -მერე მე რატო არ მითხრა არავინ. -თვალები სად გაქ გოგო, თვალებიი! -აი აქ, - სულელივით მიიდო საჩვენებელი და შუა თითები. ღამით ვერ მოვისვენე. სიზმარში ისევ იქ, ბარში დავბრუნდი. უკვე მეასედ მაინც მემართებოდა ასე, მაგრამ აქამდე ვაიგნორებდი. აი, საკუთარ თავს ვუყურებ, როგორ მიდის იმ ბიჭთან და ჰკოცნის. ისევ და ისევ, თითქოს ერთსა და იმავე კადრს ატრიალებენ. -რა ჯანდაბაა, შემიყვარდა ეს ვიღაცა, ამდენჯერ რომ დამესიზმრა? – საკუთარ თავს ვეკითხები ახალგაღვიძებული. - ამოიგდე თავიდან, ელენ. ახლა მაგისთვის არ გცალია. თითქოს სპეციალურად მიჩალიჩებდა ტვინი, ისევ მას ვხედავდი სიზმრებში და მართლა დავფიქრდი, ხომ არ მომეწონა. -რამდენი ბიჭისთვის გიკოცნია, ელენ, დამშვიდდი, - ჩემს თავს შევუძახე. -რამდენისთვის? სულ ორია მასეთი, - ჩემს საუბარს მოჰკრა ყური ახალშემოსულმა თამთამ. -მადლობა შეხსენებისთვის. -რა ხდება გოგო? არ მომწონხარ შენ. -აუ წამო რაა, სადმე წავიდეთ, გულის გადაყოლება მინდა. -და ხვალ რო პრეზენტაცია გაქვს ბაქრაძესთან არაფერი? არა, მე კი პრობლემა არ მექმნება... -თამთა, - შევაწყვეტინე. - ცხოვრებაში პირველად გთხოვ საკუთარი ნებით ამას. ასე რომ, პატივი დამდე და თხოვნა შემისრულე. ის ბიჭი მაინც ვერ დავივიწყე. თუმცა ზაფხული დადგა და ყველაფერი ამომიფრინდა თავიდან. რა ხდებოდა შემდეგ? ძალიან მნიშვნელოვანი ამბები. 3 წელიწადში ბრიტანეთში მიმიწვიეს სამუშაოდ. კივილი დავიწყე ამ ამბის გაგებისას. სიამოვნებით დავთანხმდი და ერთ კვირაში გავფრინდი. უკვე 2 წელზე მეტი გავიდა, რაც ბრიტანეთში ვარ. ძირითადად ინტერვიუებს ვწერ მნიშვნელოვან პიროვნებებთან. როგორც იქნა, შესაძლებლობა მაქვს სახელი სწორად დამიძახონ. ახლა ელენ სმითი ვარ. არ მგონია მჭედლიძის წარმოთქმა რომელიმე ბრიტანელისთვის მარტივი იყოს. -ელენ, ვერ წარმოიდგენ რა მოხდა, - კარში თავი შემოჰყო ბელამ. -რაა? ოთახში დონატების ყუთით შემოდის და მაგიდაზე მიდებს. -ჰაა, აღარ იტყვი? - მოუთმენლად ველი. -სასწაული გოგო ხარ. ამწამს დარეკა იმ ბიზნესმენის მენეჯერმა. თქვენმა თანამშრომელმა დამითანხმა და როგორმე ინტერვიუს ჩავაწერინებო. აზრზე ხარ? როგორ მოახერხე? -მართლა? არ მატყუებ? - სკამიდან წამოვხტი და ბელას ჩავეხუტე. -მართლა, მართლა. ზეგ უნდა მიხვიდე კომპანიაში 6 საათზე. ასე თქვა, მაქსიმუმ 30 წუთი გამოვანახინოო. -რას ამბობ, ეგეც კი რაღაცას ნიშნავს. აზრზე ხარ? რა ექსკლუზივი იქნება... -ჩათვალე, რომ წლის მოვლენაა. ჯერ ვერავინ ვერ დაითანხმა ეგ კაცი ინტერვიუზე. -ნუ, მე მათ არ ვგავარ. ეს დონატები საჭმელადაა? -კი, აღსანიშნად მოვიტანე. -აბა ამწამს დარეკაო? - გამეღიმა. -ნუ, ხელცარიელი ვერ გეტყოდი ამ ამბავს. ჯერ მხოლოდ 5 საათია. ნერვიულად ვიღებ შეკითხვების ფურცელს და მანქანაში ვჯდები. -რა გეტაკა ელენ? პირველი ინტერვიუ ხო არაა... - ქართულად ვუყვირი საკუთარ თავს და ღვედს ვიკრავ. სულ მალე ოფისთან ვარ. ცოტა ხნით დერეფანში ვჯდები და შემდეგ მდივანთან მივდივარ. -გამარჯობა, მე ელენ სმითი ვარ. თქვენს უფროსს ინტერვიუ უნდა ჩამოვართვა. -ჩაწერილი ხარ? - ქვედა ტუჩს პრუწავს და ცხვირს იბზუებს. -დიახ. კომპიუტერში რაღაცას ეძებს. მერე უკმაყოფილოდ დგება სკამიდან და ერთ-ერთ კარს აღებს. იქიდან ისეთი სახით ბრუნდება, თითქოს კოღო ვიყო, რომელმაც მისი შეწუხება და კბენა გაბედა. -კარგი, წამომყევი, - მობეზრებით მეუბნება და უკანმოუხედავად მიმიძღვება დიდი შავი კარისკენ. კარს მიღებს და შიგნით მიშვებს. კაბინეტში შესვლისთანავე ნერვიულობა მეხსნება. როგორც იქნა, ნამდვილი ელენ მჭედლიძე დაბრუნდა და მზადაა ინტერვიუს ჩასაწერად. კაბინეტში სიურპრიზი მხვდება. ყოველთვის მეგონა, რომ ეს ბიზნესმენი 50 წელს გადაცილებული ადამიანი იქნებოდა. არაფერია ელენ, მწარედ შეცდი. 30-საც კი ვერ იქნება. საერთოდ შესაძლებელია, რომ ასეთი ახალგაზრდა ადამიანი მართავდეს ამ კომპანიას? რაიმე შეცდომა ხომ არ არის? ან შეიძლება მამამისის კომპანიაა და გადმოაფორმებინა. მაშინ მამამისთან მსურს საუბარი და არა ვიღაც ღლაპთან. -გამარჯობა, - ფიქრებს უცებვე ვიშორებ და ვესალმები. -გამარჯობა. გისმენთ. -მე ინტერვიუერი ელენ სმითი ვარ. რამდენიმე კითხვას დაგისვამთ. -დიახ, დაიწყეთ. -თავდაპირველად, სახელი და გვარი... -მეთიუ ნიკოლსი, - გადაღლილი სახით მითხრა. ამას მოჰყვა ტრადიციული კითხვები. როდის გაგიჩნდათ სურვილი, რომ ამ სფეროში ყოფილიყავით, როგორ მიაღწიეთ ასეთ მცირე დროში ამდენს და ბლა ბლა. -ძალიან დიდი მადლობა, მისტერ ნიკოლს. სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი, - გაზეპირებული ფრაზით ვამთავრებ ინტერვიუს. ვემშვიდობები და ოთახიდან გავდივარ. ჩემი თავით კმაყოფილი ვარ. პირველად მომეცა შანსი, რომ ჩემი შესაძლებლობები დამემტკიცებინა. შენობის დატოვებისას რაღაც უცნაური გრძნობა მეუფლება, მაგრამ ვერ გამირკვევია რა. მალე მობილურზე ზარი შემოდის და მეც ხმამაღალზე ვრთავ. -ეე, დაკარგულო, როგორ ხარ? - ისმის მარიამის ყვირილი. -კარგად, შენ როგორ? -რავი, კატასტროფულად მეძინება. -ჯერ შვიდიც არაა. -ეგ შენთან, ბატო. აქ უკვე 11 ხდება. -ვაიმეე, ძილისპირული ხო არ გამოტოვე, - სიცილს ვიწყებ. -შენ ჯობია წინ იყურო, აშკარად მანქანაში ზიხარ. -საიდან მიხვდი? - ეჭვით ვიყურები უკან. -მანქანების სიგნალის ხმა მესმის. თანაც, ხმამაღლა რომ გაქვს ჩართული, ჩემი ხმა მეორდება. -პირდაპირ პუარო ხარ რაა. -ნუ, მე ბევრად მირჩევნია შერლოკი მიწოდო, მაგრამ მაგასაც დავჯერდები, ჯანდაბას. -თამთუკა და ნიკუშა როგორ არიან? დახოცეს ერთმანეთი? -ჯერ არა, მაგრამ მალე შეიძლება მოსაწვევი გამოგიგზავნო მათი დასაფლავებისთვის და მე ციხეში აღვნიშნო ეს დღესასწაული. -ასე გამწარებენ? - გამეღიმა. -ორივეს თუ ვერ მოვერევი, ერთ-ერთს მაინც გავუჩეჩქვავ თავს ქვით. -აუ, როგორ მომენატრეეთ. სიამოვნებით მოვისმენდი თამთას დარიგებებს და ნიკას სისულელეებსაც კი. -უჰ, ნეტა რა უნდა მოხდეს მე რო ესენი მომენატროს... -ახლა თვალები აატრიალე? -საიდან მიხვდი? -ძველი ჩვევაა, - ვიღიმი და უცებ ვამუხრუჭებ მანქანას. შუქნიშნის წითელ შუქს დროზე ვამჩნევ. -გაგიცვდა საბურავები, - სიცილს იწყებს. -შენი ბრალია, ახლა დარეკვა შეიძლებოდა? -აუუ, მომიყევი რაა, რა ხდება ახალი? -არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ დღეს ერთ მილიონერთან მქონდა ინტერვიუ. -აუ ვისთააან, ვისთააან? -არ გეცოდინება. მეთიუ ნიკოლსი. -არააა, მეღადავები ხოო? ეგ ის არ არის, ყველა რო ოცნებობს ინტერვიუ ჩამოართვას? ეგ შენ როგორ მოახერხე? -4 წელი ტყუილად კი არ ვსწავლობდი გოგოო. -მერე არ აღვნიშნოთ? -კი, თქვენ საქართველოდან დაიწყეთ და მე აქ, ინგლისში დავამთავრებ. ალავერდს რო ჩემთან ხართ, არ დაგავიწყდეთ. -ისევ უკბილოდ ხუმრობ. -იმაზეც მადლობა მითხარი, საერთოდ რომ ვხუმრობ. ამ ბრიტანელების იუმორს ვერ ვწვდები. ნამდვილი, ტრადიციული ქართული ხუმრობები მომენატრა. -ჰოდა ჩამოეთრიე ცოტა ხნით. უშენოდ გაძლებს ლონდონი. -ვიფიქრებ მაგაზე. ახლა შემეშვი, საცობში ვარ და ნერვები დამეგლიჯება მალე. -მერე დროს გაგაყვანინებ, რა პრობლემაა. გინდა ნიკას დავუძახო? -მოიცა, ნიკა მანდაა? აბა ამდენი ხანი რას მელაქლაქებოდი? მიდი, ჰაა. ნიკასაც ველაპარაკე და თამთასაც. სულელივით ვიკრიჭებოდი. ფეხით მოსიარულეები უცნაურად მიყურებდნენ. -აუ, ახლა მართლა წავედი, ეს ინტერვიუ უნდა გავამზადო. -წარმატებები ელენე, იმედია საჩუქარს ჩამომიტან, - შემომძახა თამთამ. -კი, ერთ ბრიტანელ ბიჭს. შენ ოღონდ ის მითხარი, წითელი ბანთი გავუკეთო თუ ოქროსფერი? -ოქროსავით ბიჭი უნდა იყოს, ანუ ოქროსფერი. -კარგად, გკოცნით ყველას. სახლში ძალაგამოცლილი ავედი. რამდენიმე საათი ლეპტოპს ჩავკირკიტებდი. ინტერვიუ ავაწყვე, მაგრამ რატომღაც არ მომეწონა. გადავწყვიტე დილით ხელახლა გადამეხედა. მაღვიძარას ხმამ პირდაპირ ტვინში დამრტყა. ხელი გადავწიე და სასწრფოდ გამოვრთე. ჯერ კიდევ ხალათით მივუჯექი ლექტოპს და ჩემი ინტერვიუ დავარედაქტირე. იცით რა ემართება ადამიანს, რომელიც სახლის დატოვებამდე არ ამოწმებს ყველაფერი უდევს თუ არა ჩანთაში? ახლავე გაიგებთ. გამოსაფხიზლებლად სტარბაქსთან გავჩერდი და მწვანე ჩაის ლატე შევუკვეთე. ჩანთა გავხსენი, რომ საფულე ამომეღო, თუმცა ვერსად ვერ მივაგენი. სამჯერ გადავქექე, ბოლოს დანებების ნიშნად ბოდიში მოვიხადე და მართვა გავაგრძელე. ზუსტად მახსოვს, გუშინ სახლში მისვლისას ჩანთა არ გამიხსნია. გამოდის, სამსახურში დამრჩა. ბედი დამცინის, სამსახურშიც ვერ მივაგენი მის კვალს. არადა ყველაფერი იქ მიწყვია - პირადობა, მართვის მოწმობა, საკრედიტო ბარათები, ხურდა ფული. -იქნებ პოლიციას შეატყობინო? - მთავაზობს ბელა. - თუმცა, პირველ რიგში აჯობებს დაკარგული ნივთების სექციაში ჩახვიდე. და დიდხანს ნუ შეყოვნდები, უფროსს ეგ ინტერვიუ სჭირდება. ინტერვიუ უფროსთან შემაქვს და დებილივით დავრბივარ სართულიდან სართულზე უშედეგოდ. ბოლოს ძალაგამოცლილი შევდივარ ლიფტში, სადაც ფოსტალიონი დგას და მეკითხება: -უკაცრავად, ხომ ვერ მეტყვით სად შეიძლება ვიპოვო ელენ... ერთი წუთით, ამ გვარის წარმოთქმა შეუძლებელია... მჩ... -მჭედლიძე? მე ვარ. -მადლობა ღმერთს, თორემ მეგონა ამ გვარის წარმოთქმა მომიწევდა. აი ეს თქვენს სახელზეა. -მართლა? ვინ გამოაგზავნა? -ვინმე მელანი ოლმენმა. -საინტერესოა, - ამანათს ვართმევ და ჩემს ადგილს ვუბრუნდები. მოუთმენლად ვხევ ქაღალდს და ჩემი საფულის დანახვისას გული მიჩერდება. 10-ჯერ გადამოწმების შემდეგ ვრწმუნდები, რომ ყველაფერი თავის ადგილზეა და შვებით ვისუნთქავ. ახლა ის უფრო საინტერესოა ვინ არის ეს მელანი ოლმენი და ჩემი გვარი საიდან იცის. -რა ბატი ხარ, ელენ, - შუბლში ხელის გულს ვირტყამ, - შენ პირადობაში ხომ ასე წერია? ამანათს ხელახლა ვათვალიერებ და პატარა წერილს ვნახულობ. „ელენ მჭედლიძეს! ეს საფულე მისტერ ნიკოლსთან ინტერვიუს ჩამორთმევისას დაგივარდათ. სხვა დროს უფრო ფრთხილად იყავით.“ ტრადიციული ინგლისური ნაწერი, არც ზედმეტი ზრუნვა იგრძნობა და არც ზედმეტი გულგრილობა. ეს ალბათ მისმა მდივანმა გამომიგზავნა. რა მაგარია, ელენ, მიხვედი ინტერვიუს ჩამოსართმევად და იმდენად იდებილე, რომ საფულე დაუტოვე. ამის მერე რას იფიქრებენ შენზე. -მიაგენი? - მეკითხება ბელა და მიახლოვდება. ძლივს სუნთაქვს და ხელს გულზე იჭერს. -კი, შენ რა გჭირს. -უბრალოდ ვცდილობდი დაგხმარებოდი და მეც შენთან ერთად ვეძებდი. ცოტათი გადავიღალე. -სულ ოდნავ ხოო? - მეღიმება. - დიდი მადლობა, არ იყო საჭირო. წამო, შესვენებაზე მე გეპატიჟები კაფეში. -რა საყვარელი ხარ, - მიცინის. - და სად იყო? -შესვენებაზე მოგიყვები, მგონი უფროსი მეძახის. გაოცებული ვრჩები, როცა უფროსისგან შექებას ვიმსახურებ. აქამდე მეგონა, რომ ამ კაცმა თბილი სიტყვის მნიშვნელობა არ იცოდა რა იყო. ამ ინტერვიუს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ხალხი ჩემით დაინტერესდა. კიდევ უფრო უცნაური რაღაც დამემართა. საღამო იყო, როცა მეთიუ ნიკოლსის მენეჯერმა დამირეკა. -გისმენთ... -მოგესალმებით, ბატონ მეთიუს თქვენი ნახვა სურს, თანაც რაც შეიძლება სწრაფად. ხვალ მოიცლით? -დიახ. შეხვედრა დიდხანს გაგრძელდება? -არა, მხოლოდ 10 წუთი. -მაშინ შესვენებაზე მოვალ. -კარგი, ნახვამდის მის სმით. წარმოდგენა არ მაქვს რა შეიძლება ნდომებოდა მისტერ ნიკოლსს. ნეტავ რაიმე პრეტენზია ჰქონდა ჩემს ინტერვიუსთან დაკავშირებით? თუ სურდა მასზე კიდევ დამეწერა რამე? ვინ იცის? დერეფანში უშედეგოდ ვიცდი. მდივანი არსად ჩანს. არადა ამდენი დრო ნამდვილად არ მაქვს. საბედნიეროდ, გზა უკვე ვიცი. მისტერ ნიკოლსის კაბინეტისკენ მივაბიჯებ. მსუბუქად ვაკაკუნებ და კარს ვაღებ. ვხედავ როგორაა მისი მდივანი გადახრილი მის მაგიდაზე და კოცნას აპირებს. მერჩივნა მიწას ჩავეთრიე, ვიდრე მათ ასე მდგომი დავენახე. ვცდილობ რაც შეიძლება უხმაურად გავბრუნდე უკან, მაგრამ მდივანი მამჩნევს და სწორდება. გეფიცებით, ჩემს მზერით მოკვლას ლამობს. სულ მალე საჯდომის ქნევით გადის კაბინეტიდან. ვახველებ, რომ როგორმე თავიდან ამოვიგდო წეღანდელი ინციდენტი და დაძაბულობა განვმუხტო. -მისტერ ნიკოლს, თქვენ დამიბარეთ, რომ... -დიახ, ვიცი, - მაწყვეტინებს. - ჩამოჯექით. მინდა ჩემს წინადადებაზე კარგად დაფიქრდეთ. მგონი ჩემს მენეჯერთან უკვე გილაპარაკიათ, - თავს ვუქნევ და მის პირდაპირ ვჯდები ტყავის სავარძელში. - ალბათ ისიც კარგად მოგეხსენებათ, რომ მისი დამსახურებით ჟურნალისტები არ მაწუხებენ. ეს წინა კვირამდე ასე იყო, - ახველებს და მეტი დრამატულობისთვის მცირეოდენ დროს მაძლევს დასაფიქრებლად. - არ ვიცი ჯადოქარი ბრძანდებით თუ ვინმე სხვა, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ თქვენ შეუძლებელი შეძელით. თუ ჩემი მენეჯერის დაყოლიება ასე მარტივად, მხოლოდ ერთი ზარის საშუალებით შეძელით, ესე იგი ამის ნიჭი გაქვთ. მსურს ჩემ კომპანიაში შემოგთავაზოთ სამსახური. -უკაცრავად? - გონება ფიქრობს, რომ რაღაც არასწორად გავიგე. - მე ხომ ჟურნალისტი ვარ. რაში დაგჭირდებით? -ვიცი, რომ ეს ნამდვილად არ არის თქვენი პროფესია, მაგრამ თქვენი გაშვება არ შემიძლია. -რომ დავთანხმდე, რა იქნება ჩემი მოვალეობა? -ჩემთან ერთად შეხვედრებზე სიარული და კონკურენტი თუ მოკავშირე კომპანიების გადმობირება/დათანხმება. -მე... მე... შეიძლება პასუხი დღესვე რომ არ გაგცეთ? -დრო ამ კვირის ბოლომდე გაქვთ. -კი, მაგრამ, დღეს ხომ პარასკევია? -ჰოდა აჯობებს იჩქაროთ. გაოცებული ვტოვებ მის კაბინეტს. გონება ჯერ კიდევ ცდილობს მიწოდებული ინფორმაციის გადახარშვას, მაგრამ არაფერი გამოსდის. -მელანი ოლმენი თქვენ ბრძანდებით? - მივდივარ მდივანთან. -კი, რამე მოხდა? - ეტყობა, რომ წეღანდელის გამო ჯერ კიდევ ბრაზობს. -უბრალოდ მადლობის გადახდა მინდოდა. ჩემი საფულე ხომ თქვენ დამიბრუნეთ. -აჰ, მაგას გულისხმობ? კი, მე დაგიბრუნე. სხვა დროს უფრო ყურადღებით იყავი, - მის საუბარში დაცინვის კილო ერევა, - მეორედ პირდაპირ ნაგვის ურნაში ამოყოფს თავს. უხმოდ ვეცლები, როცა ვააანალიზებ, რომ შესაძლოა მალე აფეთქდეს. მოვალეობის მოხდის მიზნით ვბრუნდები სამსახურში და საღამომდე დაპროგრამებული რობოტივით ვასრულებ სამუშაოს. -ელენ, რა გჭირს, ხომ კარგად ხარ? - მეკითხება გასვლის წინ ბელა. -კი, რატომ ფიქრობ, რომ რამე მჭირს? -ნახევარი საათი ეწვალებოდი მაგ პიჯაკს და ბოლოს დანებების ნიშნად ამოტრიალებით ჩაგიცვამს, - თბილად მიღიმის და პიჯაკზე მანიშნებს. -უი, რა სულელი ვარ, რაღაც გადავიღალე დღეს... -მესმის, - თავს მიქნევს და მემშვიდობება. ბინაში რატომღაც ზედმეტად ბედნიერი ავდივარ და ბალიშს ვეხუტები. უბრალოდ წარმოუდგენელია რაც დღეს მოხდა. ასეთ რაღაცას ასე უცებ ვერ გადავწყვეტ. რჩევა მჭირდება. სხვას ვის დავურეკავ, თუ არა მარიამს. ყველაფერს ვუამბობ და მის პასუხს ველოდები. -ვაიმე, ჩემო გოგოო, გული რასაც გეტყვის ის უნდა გააკეთო. მოგწონს შენი სამსახური? -ხომ იცი, რომ მასზე ვგიჟდები. ეს კიდევ ოდნავადაც არ არის ახლოს ჩემს სამსახურთან. -როგორ არ არის. ჩვენ ხომ გვიწევს სხვისი დარწმუნება? -კი, მაგრამ ინტერვიუს ჩასაწერად და არა ინვესტიციებისთვის ან რამე მსგავსისთვის. -ისე ლაპარაკობ, არ გინდა მაგ სამსახურს რომ დათანხმდე? -წარმოდგენა არ მაქვს. ასეთ შემოთავაზებას ოდესმე ვეღირსებიღა? -ჩემი აზრით, უნდა სცადო. ხომ იცი, ვინც არ რისკავს... -არ მიყვარს შამპანური, - გამეღიმა. -კაი, მაშინ არაყი იყოს. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ თავად თქვი, მაგ ინტერვიუმ დიდი პოპულარობა მომიტანაო. ჰოდა, სცადე და დასთანხმდი. თუ არაფერი გამოგივა, უარს არავინ არ გეტყვის, პირიქით - შენს დათანხმებას შეეცდებიან, არა ჩემთან იმუშავე, არა ჩემთანო. -ნუ მთლად მასე არ მოხდება... -მაგრამ სამსახურის გარეშე არ დარჩები. ჰოდა, რას კარგავ? -კარგი, მგონი მართლა დამაჯერე. -მართლა? ჰოდა მე უნდა ავეყვანე მაგ მეთიუს სამსახურში შენ კი არა, - გაიცინა და ყურმილი დაკიდა. მეორე დღესვე მივედი კომპანიაში. -მხოლოდ ერთი წუთით შეგიძლიათ შემიშვათ მისტერ ნიკოლსთან? - უკვე ხელჩაქნეულმა გავიმეორე ალბათ მეოცედ ეს ფრაზა. -ვერაფერს ვერ შევძლებ, ახლა არ სცალია, - სწერვას სახით მიპასუხა მელანიმ. ამ გოგოს ხომ არ ჰგონია, რომ მის ახევას ვცდილობ? -სასწრაფოა. -ვერაფერს ვერ მოგიხერხებ. -და როდის მოიცლის? -უახლოეს მომავალში ვერ მოიცლის, ახლა კი მაცადე მუშაობა, ისედაც თავზე საყრელად მაქვს საქმე, მაცდენ. მაინც არ მოვეშვი. -მელანი, რა ხდება? - ზურგსუკან გავიგონე ცივი ხმა. -მისტერ ნიკოლს... - გოგონა დაიბნა და აღარ იცოდა რა ეთქვა. -თქვენი ნახვა მსურდა და მის ოლმენი ცდილობდა თავისუფალი დრო გამოენახა, - გავუღიმე მისტერ ნიკოლსს. - ახლა გცალიათ? -გუშინდელზე უნდა ვისაუბროთ? -დიახ. -მაშინ ჩემ კაბინეტში შემობრძანდით. მას უკან მივყევი. -პირველ რიგში, მის სმით, არ არის აუცილებელი მელანის დაცვა. ყველაფერი კარგად გავიგონე. მეორე, რა გადაწყვიტეთ? -თანახმა ვარ. როდის შემიძლია დავიწყო მუშაობა? ამ სიტყვების გაგონებისას მისტერ ნიკოლსმა შვებით ამოისუნთქა. -კარგი, ორშაბათიდან შეუდექი საქმიანობას. ყველაფერს მერე აგიხსნი. ორშაბათამდე ეჭვი მაინც მღრღნიდა. თანაც ძველი სამსახურის დატოვებაც მიჭირდა. ბელამ კაი ხნის გარდაცვლილივით დამიტირა, როცა გაიგო, რომ სამსახურიდან მივდიოდი. თავიდან გამიჭირდა მათ რიტმში ჩაჯდომა. ბევრ ტერმინს სულ სხვა მნიშვნელობით ვიგებდი და ათასი წვრილმანი... ამას ისიც დაემატა, რომ მისტერ ნიკოლსთან ხშირად მიწევდა ყოფნა, რაზეც მელანი ჭკუიდან იშლებოდა და ყველანაირად ცდილობდა გავემწარებინე. -მორიგი შეხვედრაა ინვესტორებთან, - გავიგონე მისტერ ნიკოლსის ხმა. -რამდენ ხანში? -ახლავე, სასწრაფოდ საკონფერენციოში წამოდი. მელანიმ ერთად მიმავალი რომ დაგვინახა, საკონფერენციოს კარი გაგვიღო. შესვლისას ფეხი დამიდო და მეც უამრავი თვალი მომაჩერდა. ასე ცხოვრებაში არავის დავუმცირებივარ და ზოგადად ასეთ მდგომარეობაში არასდროს ჩავვარდნილვარ. ომი უნდა? კარგი, იყოს ომი. ამიერიდან ნახოს რას ვიზამ. რაში მდგომარეობდა ჩემი გეგმა? ამიერიდან მართლა შევეცდები მისტერ ნიკოლსის მოხიბვლას. აშკარად ეტყობა, რომ მელანით არაა დაინტერესებული. ჰოდა მიყუროს პირდაღებულმა. კაბის სიგრძე ცოტა უფრო შევამცირე და პერანგიც ერთი ღილით ჩავხსენი. პირდაპირ მისტერ ნიკოლსთან შევედი. -გუშინდელმა ჩვენმა შეხვედრამ ძალიან ცუდად ჩაიარა? - ჯერაც მრცხვენოდა იმის, რაც დამემართა. -არც ისე, სხვა დროს სცადე ფეხი არ აგერიოს. -სინამდვილეში ფეხი არ ამრევია, მაგრამ ახლა ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. აქ მუშაობას რომ დავთანხმდი პირობები უნდა წამომეყენებინა. -რა პირობები? - საბუთებიდან თავი ამოსწია და მე შემომხედა. -პირველ რიგში, მსურს მეთიუ დაგიძახო, ეს პრობლემა ხომ არ იქნება? -მასე არავინ მეძახის. -ჰოდა მე პირველი ვიქნები. და კიდევ, მაინტერესებს, მელანისთან რომანი გაქვს? -რას ამბობ? -შენზე გიჟდება და ჩემთან ერთად რომ გხედავს, ცდილობს ჩამომიშოროს. გუშინდელი ინციდენტიც მას უკავშირდება. -ჩვენ ერთად არ ვართ, თუ ამას გულისხმობდი. დარწმუნებული ხარ, რომ მხოლოდ მაგის გამო გაინტერესებდა? რაიმე პირადი მოტივი ხომ არ გამოძრავებს? -საიდან მოიტანე? -შენი ჩაცმულობით თუ ვიმსჯელებთ... - ამათვალიერა. -ეს ჩემი ხრიკია. ყველაფერს ხომ არ გეტყვი არა? ხალხის დასათანხმებლად კარგად უნდა გამოიყურებოდე. -ზედმეტიც არ უნდა მოგივიდეს... - სულ ორიოდე წამით მის თვალებში ნაპერწკლები შევამჩნიე. - შეგიძლია გახვიდე, ელენ, როცა დამჭირდები, გაგაგებინებ. რამდენიმე დღეში მივხვდი, რომ ჩემი გეგმა ამართლებდა. -მელანი, მეთიუ თავისუფალია? - სპეციალურად გავუსვი ხაზი იმას, რომ შემეძლო სახელით მიმემართა. -სცალია, მაგრამ შენ არაფერი არ გამოგივა. არასდროს შემოგხედავს. -მაგასაც ვნახავთ, - თვალი ჩავუკარი. - ფოტოებს ფაქსით გამოგიგზავნი. კაბინეტში შევედი, სადაც მეთიუ მნიშვნელოვანი ინფორმაციით მელოდა. -ელენ, საღამოს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იმართება. წვეულებაა, სადაც უამრავი კომპანიიდან მოიყრიან თავს ბიზნესმენები. მე და შენ უნდა წავიდეთ. ჰოდა დღეს შეგიძლია გამოავლინო შენი შესაძლებლობები. სცადე დააკვირდე თითოეულ მათგანს და შენებურად მიუდგე... -აღარ გააგრძელო, ყველაფერი იდეალურად იქნება, - გავიღიმე. -8-სთვის გამოგივლი. შავი უზურგო და თეძომდე ჩახსნილი კაბა ჩავიცვი. -ტყუილად არ გადამიხდია შენში ამდენი, რომ ვერ ჩაგიცვა, - ფეხსაცმლის თასმებს ვეჯაჯგურებოდი და ვცდილობდი შემეკრა. თითქმის მუხლამდე მიმწვდა. მეთიუ ლიმუზინით მოვიდა. -სურვილი უნდა ჩავიფიქრო, - გავიღიმე ჩაჯდომისას. -აქამდე არასდროს მჯდარხარ ლიმუზინში? -მაგის პატივი არ მქონია. ზოგიერთებივით უამრავი ფული კი არ მაქვს. -მაგის გამოსწორება შეგვიძლია. დარბაზში შესვლამდე თვალის ხამხამი ამიტყდა. -რა გჭირს, ელენ? -მგონი თვალში რაღაც ჩამივარდა. -მოდი აქ, მაკიაჟის გაფუჭება არ ღირს. ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ნაზად შემიბერა სული თვალში. სუნთქვა შემეკრა. ვერ მივხვდი, ასე რატომ იმოქმედა მისმა შეხებამ ჩემზე. თვალებში შევხედე და ცხოვრებაში პირველად დავინახე ის, რასაც მელანი ხედავდა. სრულყოფილი ნაკვთები, აი, ზუსტად ისეთი, მხოლოდ ნახატზე თუ შეხვდებით. თუმცა ნამდვილად არ ჰგავს ბრიტანელის ნაკვთებს. -ახლა წამოდი. რამდენიმე ადამიანს ველაპარაკეთ. დარბაზის თვალის მოვლებისას აღმოვაჩინე, რომ უმცირესობაში ვიყავი. ამიტომაც არ გამკვირვებია სიარულისას უამრავი თვალი რომ მაცილებდა. -წამოდი, მეცეკვე. დარბაზის შუაში აღმოვჩნდით. ხელი შიშველ წელზე ედო. აქამდეც შემხებია ბიჭის ხელი, მაგრამ ახლა რაღაც შეიცვალა. რა არის მასში ამისთანა? რატომ ვგრძნობ მის ხელს სხვანაირად? რატომ მგონია, რომ ეს ხელი აქამდე უკვე შემხებია და მინატრია, რომ კიდევ უამრავჯერ შემხებოდა? მთელი ცეკვა გაბრუებული ვუყურებდი. ერთხელ ჩავხედე თვალებში და უკვე ყოველ წამს მისკენ ვაპარებ მზერას. ჩემ ნარკოტიკად გადაიქცა. ცეკვის ბოლომდე თვალებში ვუყურებდი. მერე კი სხვა წყვილებს დავუთმეთ ადგილი. უკვე კართან ახლოს ვიყავით, როცა ფეხი რაღაცას დავადგი და წონასწორობის შესაკავებლად მეთიუს ჩამოვეკიდე. ფრთხილად ამწია და თმა გამისწორა. -ელენ, კარგად ხარ? -არ ვიცი, მგონი ფეხსაცმლის თასმას დავაბიჯე ფეხი. -მაშინ თავი უნდა დავიზღვიოთ, რომ არ წაიქცე. ჩაიმუხლა და თასმის შეკვრა დამიწყო. ვუყურებდი როგორ ოსტატურად მოძრაობდნენ მისი თითები ჩემ ფეხზე და მსურდა უფრო ზემოთაც ამოსულიყვნენ. შევამჩნიე როგორ მოიწევდა მისი მზერა თეძოსაკენ. -მეთიუუ, - გავიგეთ ვიღაც კაცის ხმა და ორივე შევხტით. ალბათ ის კაცი რომ არა, მთელი საათი ასე გაუნძრევლად ვიდგებოდით. სანამ მეთიუ მას ელაპარაკებოდა, გარეთ გავედი და იმ მომენტზე დავფიქრდი. შევკრთი, როცა მობილურის ხმა გავიგე. -თამთუკა, როგორ ხარ? - გავიღიმე და ხალისიანად ვკითხე. -რას მეკრიჭები, მაინც ვერ დაგინახავ... -შენ არ უნდა გეძინოს ამ დროს? -არა დეე, ჯერ კიდევ შემიძლია გვიანობამდე ყოფნა. ნებას არ მრთავ? -თამთაა, რა ხდება ამისთანა, რომ გაგახსენდი? -მე კი გამახსენდი, მაგრამ შენ? ერთხელაც არ რეკავ. ეტყობა ძაან მოგეწონა მანდ და ჩვენ სულ დაგვივიწყე. ჩამო ცოტა ხნით საქართველოში. -არ შემიძლია, ახალი სამსახურია, არ მინდა, რომ გამომაგდონ. -სიმპატიური უფროსი გყავს? -ნუ სულელობ... -კითხვაზე პასუხი გამეცი. სიმპატიურია? -საშუალოდ. -ვაიმეე, ანუ სასწაული უფროსი გყავს და მაგაზე გაგვცვალე ხოო? -რას ამბობ გოგო, - წამოვწითლდი. -შენ რას გამომაპარებ, აკოცეთ უკვე ერთმანეთს? -თამთა, თუ ჩემსა და ჩემს უფროსზე მეტი სალაპარაკო არ გაქვს, გაგითიშავ! - დავემუქრე. -კარგი, მაგრამ მერე მითხარი როგორი ტუჩები აქვს. -ვთიშავ. -მეც მიყვარხარ ჰოო, ქორწილს იცოდე საქართველოში იხდით. -კარგად. თამთას ზარიღა მაკლდა. ისედაც ვერ გამიგია რას ვგრძნობ და ამან კიდევ უფრო ამრია. -შეგვიძლია წავიდეთ, - გავიგონე ყურსუკან მეთიუს ხმა. ნეტავ დიდი ხანია იქ იდგა და მელოდა როდის მოვრჩებოდი საუბარს? ლიმუზინში ჩავსხედით და, როგორც ღამის ლონდონს სჩვევია, საცობში მოვხვდით. -მგონია, რომ დღეს ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა. იცი რას ამბობდნენ? -რას? - დავინტერესდი. -რომ თუკი ჩემ კომპანიაში სულ შენნაირი გოგოები იყვნენ, გასაკვირი არ იყო მისი წარმატება. -რა სისულელეა, სილამაზე იმას კი არ ნიშნავს, რომ კარგად მუშაობენ. -ნუ, მთლად ვერ დაგეთანხმები. გოგოებზე არ შემცდარან. -მართლა? - ავწითლდი. - გამოდის, რომ დაგთანხმდებიან? -წამითაც კი არ შემპარვია ეჭვი შენში, - თითქოს ჩემი საუბარი ვერ გაიგოო, გააგრძელა და თან გამიღიმა. - როგორ ახერხებ ასეთ საოცრად ყოფნას? მაგ კაბაში უბრალოდ... - გაჩუმდა. -ჩემი ხრიკები მაქვს, - გავიცინე. მძღოლმა ძალიან ცუდად მოუხვია და მეთიუს დავეჯახე. თავი მის ნიკაპს ავარტყი. ორივეს გაგვეცინა. -დიდი ბოდიში, - თავზე ხელის სმით მოვიბოდიშე, - არ მეგონა თუ ვუხვევდით. -ჰო, არც მე, - ნიკაპზე გადაისვა თითები. -ხომ არ აჯობებს ფეხით წავიდე? მგონი უფრო მალე მივალ. -მასეთ ფორმაში ფეხით არ გაგიშვებ. თანაც, ჩემი ნება რომ იყოს, ამ საცობში სამუდამოდ ვიქნებოდი გაჭედილი შენთან ერთად. მოიცადეთ, მოიცადეთ, რაა? მან რა ახლა ეს ნამდვილად თქვა? არ მომესმა? ეჰ, ელენ, ელენ, კარგად უნდა გამოგეწმინდა დილით ყური, წყალი რომ ჩაგივიდა. ალბათ 10 წუთი ცალ ფეხზე ხტომამ არ გაჭრა. ამის მერე დროს გავაორმაგებ. ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე, რომ მეთიუზე ფიქრები თავიდან ამომეგდო. ტუჩი კბილებს შორის მოვიქციე, რომ მის საკოცნელად არ გაქცეულიყო. -აი, მოვედით, - შვებით ამოვისუნთქე, როცა ნაცნობი ადგილი დავინახე. - მომავალ შეხვედრამდე, - ოფიციალურად დავემშვიდობე და მანქანიდან გიჟივით გადმოვხტი. ვის ადარდებდა, რომ კაბა მეცვა და ღირსეული ლედივით უნდა მოვქცეულიყავი? კიბეებზე რამდენჯერმე გადამიბრუნდა ფეხი და კინაღამ კონკიასავით დავტოვე ორივე ფეხსაცმელი. ყველაზე მეტად მეორე დღეს მეზარებოდა სამსახურში წასვლა. რატომ მექცევა ასე საყვარლად? მკაცრად რომ მომქცეოდა ხომ არ შემიყვარდებოდა? არა რაა, ელენ მჭედლიძე, მარიამის ნათქვამი გიხდება. მოჩვენებით რომ აკეთებ რაღაცას, ბოლოს ყოველთვის გისრულდებაო. ვინ გექაჩებოდა მეთიუს თავი მოაწონეო? აჰა, გაები თუ არა შენ მახეში? ჰოდა იყავი ახლა და იწუწუნე, მაინც ვერავინ გიშველის. მეტის ღირსი ხარ. -მისტერ ნიკოლსს შენი ნახვა უნდა, - გამწარებულმა მომაძახა მელანიმ, როცა დერეფანში შემნიშნა. - და გირჩევნია ეგ კაბა ცოტა დააგრძელო, კ*ხპას ჰგავხარ. -კი, კი, მეც მომწონს, - ნაგლურად გავუღიმე და მეთიუსთან შევედი. -ძალიან კარგ დროს მოხვედი, - დღეს განსაკუთრებით ბედნიერი მომეჩვენა. ნეტავ რა მოხდა? - სულ მალე შეხვედრაზე მოდიან. გუშინდელმა შენმა საუბარმა და არა მხოლოდ... მათი დაყოლიება შეძლო. მოვიდა და მოულოდნელად ჩამეხუტა. -როგორც ჩანს, ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნებები არიან შენი კომპანიისთვის? - მისგან გათავისუფლებულმა და სახეზე ალეწილმა ძლივს ამოვილაპარაკე. -ვერც კი წარმოიდგენ, ელენ, ამაზე ყველა ოცნებობს. -მიხარია, - გავიღიმე და ყურადღების გადასატანად მის სტეპლერს გადავწვდი. ბედი არ გინდა? ხელიდან გამივარდა და იატაკზე მოადინა ზღართანი. გადავიხარე რომ ამეღო და ვიგრძენი როგორ მოიწევდა მისი ხელი ჩემს შიშველ ფეხზე. მაშინვე უკან გავიწიე. რამ გადამრია? თუმცა პირდაპირ ასეთი მანერა ჩემთვის მიუღებელია. თავი ვინ ჰგონია? მიდი, ელენ, რაიმე თქვი, თორემ ყველაფერს გააუარესებ. სწრაფად იფიქრე, სწრაფად იფიქრე! -ჩემთვის მიუღებელია სხვა ეროვნების ადამიანი რომ მეხება... - წამოვაყრანტალე. ჭკვიანურად იფიქრე, ჭკვიანურად იფიქრე! გამომივიდა ესეც ქართველი პატრიოტი რაა. ქართველობაზე მაშინ არ ფიქრობდი აქ რომ მორბოდი? თვითონ არ დაუწყე ფლირტაობა? ღირსი ხარ გაგისროლონ აქედან, ელენ. არაფერი უთქვამს, უბრალოდ გაეღიმა. რა იყო აქ სასაცილო? არა, ახსნასაც რომ არ აპირებს? რა ვთქვი სასაცილო? მიპასუხე, მეთიუ, ნუ დამტანჯე. -წამოხვალ მათთან შესახვედრად? -ახლავე. ასე მარტივად როგორ შეძლო ამ სიტუაციიდან თავის დაძვრენა? რატომ მიყურებს ეშმაკურად და იქცევა ისე, თითქოს არაფერი გაეკეთებინოს? რას გეგმავ მეთიუ ნიკოლს? სახლში მისულმა მარიამის ნომერი ავკრიფე და მისალმების მაგივრად ვაჯახე. -თამთას ჩემ მაგიერ წამოარტყი თავში. -რაა, რატომ? -ახლავე, მერე აგიხსნი. -რა ხდება, ელენე? -მგონი მეთიუ მომწონს. მასაც მოვწონვარ. დღეს იცი რა გააკეთა? -რაა? -ფეხზე წამავლო ხელი და ზემოთ ამოასრიალა. ჰოდა, ვუთხარი უცხოელების შეხება არ მსიამოვნებს-მეთქი, არა, ისე მართლა როგორ გაბედა? -მართალი ხარ, როგორ გაბედა, ერთმანეთი მოგწონთ და ხელი როგორ მოგკიდა ფეხზე, აფსუს, არ ყოფილა ეგ ოჯახში შესაშვები, - ფხუკუნი დაიწყო. -გაფხუკუნებ მე შენ... -ოჰ, ლონდონიდან რას მიზამ? მაქსიმუმ საწვიმარი ღრუბლები გამოუშვა თბილისისკენ. -რა იცი, რომ თბილისში არ ვარ? -დებილო, უცხოეთის ნომრიდან რეკავ, დაგავიწყდა? ეტყობა ძაან ფიქრობ მეთიუზე და ელემენტარულებსაც კი ვეღარ ხვდები. -ოო, მეორე თამთა ხარ რაა. სულ მაგისი ბრალია, მოგეწონა მოგეწონაო. ამდენი ძახილით გახმა ხეო. -სხვას ნუ აბრალებ, შენ უკვე კაი ხანია ეგ მოგწონს მგონი. -აუ, რაღაც უცნაურად ვარ მაგასთან. სულ მინდა, რომ თვალებში ვუყურო და თან მგონია, რომ ძალიან ნაცნობია ჩემთვის. უცხოდ ვერ აღვიქვამ. ნეტავ რატო ხდება ასე? -ეს სიყვარულია... - წაიმღერა. - მეორე ნახევარი იპოვე და მაგიტომ. -ისე განსწავლულად საუბრობ, თითქოს თავად გეპოვოს ვინმე... ალო, მარიამ, მიპასუხე, რას გაჩუმდი? არაა... - წამოვიკივლე. - ვინ არის? დროზე მითხარი ყველაფერი. სად ცხოვრობს? რა გვარია? რომელ უბნელია? რამდენი წლისაა? სად მუშაობს? როდის გაიცანი? ჰააა, დროზე, დეტალური ინფორმაცია მჭირდება. დაწვრილებით დოკუმენტს ჩემ ელფოსტაზე ველი. -დამაცადე და გეტყვი, - ჩაყვირა ყურმილში. ერთი საათი ვუსმენდი მის სისაყვარლეს და გული ბედნიერებით მევსებოდა. მარიამის ბედნიერება ჩემზე უდიდეს გავლენას ახდენდა და თავს სულ სხვა ადამიანად მაგრძნობინებდა. -ჰოდა, ახლა შენი ჯერია ნაბიჯი გადადგა. რას წარმოვიდგენდი მეორე დღეს სამსახურში სურპრიზი თუ მელოდა. არადა, მაშინ მეცვა ყველაზე „ნორმალურად“ - გრძელი ქვედაბოლო და ბოლომდე შეკრული პერანგი. მელანიმ ჯერ სრულიად შემთხვევით დამაცალა საღებავების შეკვრა პერანგზე და მერე ჩემდა გასაოცრად, პეინტბოლის ბურთებით დამისვარა ქვედაბოლო. ისე, საიდან მოიტანა პეინტბოლის ბურთები ახლაც ვერ ვხვდები. პერანგი გავიხადე და ურნაში ჩავაგდე. ქვედაბოლოს ისე მოვახიე, რომ მუხლს ცოტა აცდა. სამაგიეროდ, დასვრილი აღარ ეტყობოდა. დავრჩი ბრეტელიან მაისურსა და დახეულ კაბაში. ასე უნდა შევხვდე იმ ხალხს? მელანის მაინც არ დავანახებ ჩემს გასაჭირს. მის გასამწარებლად რაც შემეძლო გავიმართე წელში და მედიდურად ჩავუარე ცხვირწინ. -ისედაც მცხელოდა, - უბრალოდ ორი სიტყვა ვესროლე და მეთიუსთან შევედი. - მიშველე. -რა მოხდა? -შენი პიჯაკი მჭირდება. ბრეტელიანი მაისურით მათ ვერ შევხვდები. -პერანგს რა დაემართა? და მაგ კაბას? -გრძელი ისტორიაა, მათხოვებ? -მოდი აქ, - პიჯაკი მომახურა და ჩემი გაბრუებაც შეძლო. საღამოს მისი პიჯაკი სახლში გავიყოლე. ალბათ მისი ნივთის ასეთმა სიახლოვემ დამასიზმრა ის, თანაც ზედმეტად ინტიმურ სიტუაციაში. გაღვიძებული ჩემს თავზე გავბრაზდი. -ეს რა საქციელია, ელენ? რაები გესიზმრება? სამსახურში წასვლას ვაპირებდი, როცა მეთიუმ დამირეკა და მასთან მისვლა დამავალა. ვიღაც მნიშვნელოვანი ხალხი უნდა მენახა. რა გავიფიქრე, როცა მეთიუ დავინახე? ნამდვილად დაღლილი უნდა იყო ყველაფრისგან, რასაც ერთად ვაკეთებდით ჩემს სიზმარში. ტუჩზე ვიკბინე და მის სტუმრებზე გადავერთე. მხოლოდ საღამოს წავიდნენ სტუმრები და მეც ძალაგამოცლილი ჩამოვჯექი დივანზე. -უი, ეს შენი პიჯაკია. გიბრუნებ. გავუწოდე და გამორთმევისას მისი ხელის შეხება ვიგრძენი. ისევ ის ნაცნობი გრძნობა. გამაგებინე, ტვინო, რა გინდა? რატომ მტანჯავ? ან გამახსენე, ან საერთოდ დამავიწყე, რას მაწვალებ? -ელენ, ლოყაზე პომადის კვალი გატყვია, ალბათ წეღან რომ გადაკოცნე... მომიახლოვდა და ნაზად გადამისვა ცერა თითი ლოყაზე. ცოტაღა მაკლდა, რომ ავკვნესებულიყავი. ქვედა ტუჩის წვალება დავიწყე. -ჭკუიდან გადაგყავარ, - დაიჩურჩულა. სწორედ მისმა ამ ორმა სიტყვამ გამაშეშა ადგილზე. ტვინო, სად ხარ? შენი დახმარება მჭირდება. დავიჯერო იმდენად მენატრება საქართველო, რომ მომესმა? ჩემმა ტვინმა პირდაპირ გადათარგმნა ეს სიტყვები თუ მართლა ქართულად დაილაპარაკა ახლა ამან? -რას გიშვრები? - გაუაზრებლად ვკითხე ინგლისურად. -რა? რაზე ამბობ? -ქართულად დაილაპარაკე? - უკვე ქართულად ვეკითხებოდი. აღარ უპასუხია, მეორე ხელი კისერში შემიცურა, თავი ამაწევინა და მაკოცა. მის სიტკბოებაში დავიკარგე. ახლა კიდევ უფრო გამიმძაფრდა მისი ნაცნობობის შეგრძნება. -ესე იგი, ქართველი ხარ, - ძლივს მოვწყდი მის ტუჩებს. - ასეა? -კი და ისე ნუ იქცევი, თითქოს ეს აქამდე არ იცოდი. სინამდვილეში მგონი ყველაფერს ვხვდებოდი, მაგრამ ტვინს არ სურდა სინამდვილის აღქმა. -კი, მაგრამ... რატომ მეცნობი... ვინ ხარ? -ის ბიჭი, რომელსაც რამდენიმე წლის წინ კარაოკე ბარში აკოცე და უამრავი პასუხგაუცემელი კითხვით დატოვე. -შენ ის ხარ? - გაოცებისგან პირის დახურვაც კი აღარ შემეძლო. - როგორ მოახერხე ჩემი დამახსოვრება? -ბევრი გოგო კი არ აკეთებს მასე. თავიდან ეჭვი მეპარებოდა, რომ შენ იყავი, მაგრამ იმ წვეულების დასასრულს გავიგონე როგორ ელაპარაკებოდი ქართულად შენს მეგობარს. მაშინ დავრწმუნდი ყველაფერში. -და მეთიუ ნიკოლსი? სინამდვილეში რა გქვია? -მათე ნიკოლაძე. შენ ალბათ ელენე მჭედლიშვილი ან მჭედლიძე იქნები. -ელენ მჭედლიძე, თუმცა ყველა ელენეს მეძახის. -ელენ? -რუსეთში დავიბადე. ყველას რატომ უკვირს? - უსუსურად ვიძახი და ქვედა ტუჩს ვაგდებ. -ახლა კი მითხარი, წეღან რა ჩაილაპარაკე ქართულად. რას ვაკეთებდით შენ სიზმარში? ჯანდაბა, ელენ, უკვე ფიქრიც აღარ შეგიძლია ხმადაბლა, ხოო? ძაან მაგარი ხარ. ყველანაირად შერცხვი მის წინაშე. -მათე... მათე... მათე... - რამდენჯერმე გავიმეორე მისი სახელი, რომ მივჩვეოდი. - გაგიმართლა, რომ ასეთი სახელი გქვია და არა ჯუმბერი ან მსგავსი რამე. მერე რაღას დაირქმევდი? - მეცინება. -გეყო ახლა, მოდი აქ, - წელზე ხელი მომხვია და ახლოს მიმიზიდა. გადმოიხარა და თავისი ტუჩები ჩემსას მოაკრო. სუნთქვა შემეკრა და მოვშორდი. -ახლა კი, შენი ახსნის დროა. -რა? -რა მოხდა მაშინ? რა საქციელი იყო ის? ჩემთვის ვიჯექი და ვსვამდი. -მეც ჩემთვის ვერთობოდი, სანამ ჩემმა ჭკვიანმა ძმაკაცმა ჯეირანში მოგებული სურვილით შენი კოცნა არ დამავალა. -არასდროს მიყვარდა ჯეირანი, - გაიღიმა და რაფაზე ჩამოჯდა. -არ გადავარდე. -შენ გიპოვე და რაღა გადამაგდებს. ერთი კვირა ჩვეულებრივად გავიდა. მელანი უბრალოდ კიდევ უფრო მეტად იბოღმებოდა. -მოდი ჩემთან, - მათემ კაბინეტის კარი ჩაკეტა და კოცნა დამიწყო. -გეყოფა, სამსახურში ვართ, - გამეღიმა. -რა მნიშვნელობა აქვს? მის მაგიდაზე შემომსვა და ყელში კოცნა დამიწყო. თითებს მის თმებში დავატარებდი, როცა მაგიდაზე არსებულ საბუთებს დავხედე. -ვინმეს უშვებ სამსახურიდან? -ეგ მერე იყოს, ჯერ მაცადე, - კოცნა განაგრძო. ვერ მოვისვენე და ფურცელი ამოვაძრე საქაღალდიდან. -მე მაგდებ? - თვალები გამიფართოვდა და მათე მოვიშორე. -ელენე, დადე ეგ ფურცელი. -ჩემთვის თქმას როდის აპირებდი? შენთან რომ დავწვებოდი მერე? -არასწორად გესმის, დადე ეგ ფურცელი. -ყველანაირად გამომიყენე ხო? ინვესტორები მოგიზიდე, ისიც გაიგე რა მოხდა იმ კარაოკე ბარში და შეძელი ჩემს გრძნობებზეც გეთამაშა. -იმიტომ გიშვებ, რომ სამსახურეობრივი რომანის წინააღმდეგი ვარ. -უკაცრავად? რა მესმის? და მელანიზე რას მეტყვი? მასთან არ გქონდა სამსახურეობრივი რომანი? -ის ცდილობდა რაღაცას, მაგრამ მე ყურადღება არასდროს მიმიქცევია. -იმ დღეს რომ არ შემოვსულიყავი, მასე აღარ ილაპარაკებდი. -ელენე, გეყოს ამისგან დიდი ამბის შექმნა. უბრალოდ დაუშვებელია ასეთი რაღაც. -მოიცა, და ახლა რას აკეთებდი? სამსახურში არ მკოცნიდი? იცი რა, მართალი ხარ, სამსახურიდან წავალ, მაგრამ ეს აღარც სამსახურეობრივი იქნება და აღარც რომანი. როგორ შევცდი, როცა შენისთანა არარაობის გულისთვის დავანებე თავი ჩემს საყვარელ საქმიანობას. -ელენე, გაჩერდი! - ხმა გაუმკაცრდა. მაჯაში ხელი ჩამავლო და მისკენ შემაბრუნა. -ელენე, შემომხედე! გესმის ჩემი?ნუ ბრაზდები ასე. უბრალოდ ვხვდები, როგორ გენატრება შენი სამსახური. შენი აზრით, ვერ ვიგებ რას გრძნობ? დარწმუნებული ვარ, ყველაფერზე მეტად გინდა ისევ ჩამოართვა ხალხს ინტერვიუ. ხომ უნდა დაფიქრდე ამაზე, სანამ ლანძღვას დაიწყებ. -მაგას ვერ დამაჯერებ. -არცაა საჭირო, რადგან უკვე გჯერა. თანაც, მინდოდა შენთვის საჩუქარი გამეკეთებინა. -რა საჩუქარი? -თუ წასვლა გინდა, წადი, სხვას ვაჩუქებ. -მათე, რა საჩუქარია? -აი ეს, - კონვერტს მიწვდის. მოუთმენლად ვხევ და იქიდან თვითმფრინავის ორ ბილეთს ვიღებ. საქართველოსია. -მადლობა, შენ მაინც არ წაგიყვან, - ვუღიმი და ბილეთებს კონვერტში ვაბრუნებ. -აბა ვის წაიყვან? - ხელებს წელზე მხვევს და თავზე მკოცნის. -რავი, ვიპოვი ვინმეს. -წარმატებები. -და შენს სამსახურს რას უზამ? -დასვენება არ მაწყენს. იქაურობაც მომენატრა. შენ კი თავისუფალი დრო გექნება, სანამ ახალ სამსახურს იპოვი. ჩემსას ვინმეს ჩავაბარებ. -და ერთი გოგოს გულისთვის უარს იტყვი ამ აწყობილ ბიზნესზე? -არასდროს. ეს ერთი გოგოს გულისთვის არ ხდება. დამნაშავე სიყვარულია. -ყოველთვის მეგონა, რომ ეგ ბანალური სიტყვები იყო, თუმცა შენ მიერ ნათქვამი სულ სხვანაირად ჟღერს. არავის არ ვეუბნები, რომ თბილისში ვბრუნდები. გული არ მიძლებს და პირველი მარიამთან ავრბივარ. -მარიამ, კარს არ გამიღებ? -მგონი მოლანდებები დამეწყო, - მესმის კარის მეორე მხრიდან მარიამის ხმა. - უფრო დიდხანს უნდა ვიძინო ხოლმე. -მარიაამ... - ვმღერი. -ნამდვილად ელენეს ხმაა, - კარს გლეჯს და ზედ მეკიდება. - არ არსებობს, ნამდვილად შენ ხარ? ხელებს მიჩქმეტს, რომ დარწმუნდეს ნამდვილი ვარ. -დამილურჯდა ხელები. აბა, რას შვრები? შემომიშვებ? -მოიცა, აქ რა გინდა? არ მინდა შეგაშინო, მაგრამ უკან ვიღაც სიმპატიური ბიჭი გიდგას, - ჩუმად მეჩურჩლება. -ეს მათეა, მათე, ეს მარიამია. -მოიცა, აბა მეთიუ მომწონსო? - ისევ ყურში მეჩურჩულება. -ესაა, - ვიცინი და ვყვები როგორ გავიგე ვინ იყო მეთიუ. -ვაიმეე, რა რომანტიკულია. ამდენი წლის შემდეგაც კი იპოვეთ ერთმანეთი, - თვალებს გვიფახულებს მარიამი და ეტყობა, ერთი სული აქვს თავად როდის მოჰყვება თავის ამბავს. -კარგი, ახლა შენც მოყევი და მერე მშობლებთან მივდივარ. ვიყავი მშობლებთანაც და მერე ნიკუშასაც შევუარე. თამთაც იქ დამხვდა. -ვაა, ამას როგორ მიაგენი? - მათეზე მანიშნებს ნიკა. -ჰაა? რას გულისხმობ? -ეგ ისაა, მაშინ რომ აკოცე. არ გახსოვს? -და შენ საიდანღა გახსოვს? -ბიჭები არც ისე უტვინოები ვართ, როგორც თქვენ გგონიათ. -ოხ, ნიკაა, - ვიცინი და ვეხვევი. მათე მშობლებთან ადის. მაცნობს თავის და-ძმას და რამდენიმე მეგობარს. ცოტა არ იყოს და უხერხულად ვგრძნობ თავს უცხო ხალხში. თანაც გვეკითხებიან როგორ შევხვდით ერთმანეთს. ხომ ვერ ვეტყვით, კარაოკე კლუბში მაკოცა ელენემ და 5 წელი გაუჩინარდაო? ყველაფერს ბედისწერას ვაბრალებთ და როცა თავს გვანებებენ, შვებით ვისუნთქავთ. -რა იყო ეს ჰა? - ვიღიმი და თავს მხარზე ვადებ. -წამო სასტუმროში, - ხელს მკიდებს და მიმარბენინებს. პორტიეს სასწრაფოდ ართმევს გასაღებს და ნომერში შევყავარ. კოცნას მიწყებს და თან კაბის ელვაშესაკრავს ეწვალება. -ვინ ხართ? - ისმის მოხუცი ქალის წივილი. შეშინებულები ვიხედებით მათკენ და ბოდიშების მოხდას ვიწყებთ. გარეთ გამოვდივართ. ორივეს გვეცინება. -სხვა დროს ჯერ შენს ნომერს შეხედე და მერე ისე შეუვარდი სხვას, - ვიცინი. გვერდით ნომერში შევდივართ და იქ ვაგრძელებთ დაწყებულს. ამჯერად სწორ ოთახში აღმოვჩნდით და აღარავის უწივლია. ჩემი სიზმარი ხდება. ძალაგამოცლილი ვწევარ მათეს გვერდით. -მე საქართველოში ვრჩები, - ფიქრის მაგივრად ხმამაღლა ვამბობ. -მაგის მოგვარება შეგვიძლია. -როგორ? -ჩემი კომპანიის ნაწილი გავყიდე და ახლა მეც აქ ვიქნები. -რა ქენი? - გაოცებას ვერ ვმალავ. - და ახლა რას იზამ? -საქართველოში რამდენიმე მსხვილი დაწესებულების წილი შევისყიდე და პრობლემა აღარაა. -და ეს ჩემ გამო გააკეთე? -რატომ არ უნდა გამეკეთებინა? მიყვარხარ, ელენე. -მეც მიყვარხარ, მათე! მადლიერების გრძნობით ვივსები. წარმოდგენა არ მაქვს რითი დავისმახურე ასეთი თბილი ადამიანი ჩემ გვერდში. ვეხვევი და მის მკლავებში მეძინება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.