გზა უფლისკენ მიმავალი.(სრულად)
არიიშვიათად ს შესაძლებელი ვინმემ იპოვოს თავის თავში ისეთი დიდი ძალა,რომ თავად აღუდგეს წინ მისთვის ბოძებულ სიცოცხლეს.უკან მიუხედავად გვერძე მისდოს მისი პირადი ცხოვრება და 33 წლის ასაკში მტკიცე ნაბიჯებით დაადგეს გზას უფლისაკენ მიმავალს.ასეთი მტკიცე ძალა,მხოლოდ უფლის წმინდანებს შესწევთ.ადამიანმა,რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება განსაკუთრებულ მოღვაწეობაში განვლო და თავი მიუძღვნა მხოლოდ უფალს,დღეს დიდი თეთრი წვერით დგას და მის წინ თეთრ დაკლაკნილ გზას მიუყვება ნელი,მაგრამ მტკიცე ნაბიჯით.ყოველი მისი ქადაგების დროს, მონასტერში მრევლი გრძნობს, რომ როდესაც წმინდანი სათნოების ძალასა და თვისებებს აღწერს, იგი არაფერს გადმოსცემს უცხოს და ყველას გასაგებად აღწერს თავისი პირადი ცხოვრების გამოცდილებას.მრევლის წინაშე იგი წარმოაჩენს ცხოვრების იმ ნირს,რომლითაც თავად ცხოვრობს.ყოველი საუბრისას მრევლი აგრეთვე გრძნობს,ამ ადამიანის ძლიერი გულის ძგერას,საკუთარ თავს ხატავს თითოეულ სიტყვასა თუ წინადადებაში.წმინდანის ცდუნება ვერ მოახერხა ვერც მისმა სულიერმა ღირებულებამ და ვერავინმა.მას ჰქონდა თავისი ძლიერი სულის ტკივილი და იბრძოდა, რომ მას მისი ტკივილი აღმოეფხვრა,განთავისუფლებულიყო ამ დიდ ტკივილისგან და სულიწმინდის მადლით მიმსგავსებოდა ღმერთს.იცოდა,რომ ძნელი იყო ცხოვრება სიყვარულის გარეშე,მაგრამ უნდა გადაელახა ყველა სირთულე.ისიც კარგად იცოდა,სული უძლურდება იმისათვის, რომ ეზიაროს სიყვარულის ღმერთს.არ კმარა მხოლოდ სათნოება იმისათვის, რომ იყო უფლის მატარებელი პიროვნება. იგი აგრძელებდა ღმერთთან ერთობას სუფთა და მოუწყვეტელი ლოცვის საშუალებით, რაც მას ენით აღუწერელი სიხარულით ავსებდა.ტაზარში ყოფნისას,ხალხთან ურთიერთობისას და ლოცვისას ის თავს გრძნობდა თავისუფლად და ყველა მდიდარზე უფრო მდიდრად. მისმა ლოცვებმა და უფალთან სიახლვემ ის ძლევამოსილად აქცია,მასში უფალმა ჩადო უზარმაზარი სულიერი ძალა და დიდი მოთმინება.როგორც ჭეშმარიტი შვილი უფლისა,უფალმა დაუტკბო ტკივილით დაავადებული გული და ასე უბოძა ხალხს საყვარელი მოძღვარი ,,წმინდა გიორგი.''ის ყოველთვის ხალხის წინ დგას თავმდაბლობის უტყვი გამოხატულებით რათა კვლავ სიხარულით აუწყოს ყველას თავისი გამოცდილება ყოვლად წმინდა რწმენის სიდიადეზე.გულდასმით უხსნიდა ყველას და ასწავლიდა ღვთის სათნო წინაპართა ისტორიას, უნდოდა რომ საფუძვლიანად გაცნობოდა მრევლი წმიდათა ცხოვრებას, რათა ვისწავლოთ, როგორ განვლოთ საწუთრო და როგორ შევხვდეთ აღსასრულს. იმდენად იყო მომავალი ცხოვრების იმედით სავსე,რომ ყველა მის შემოსავალს ღარიბ-ღატაკებს ახმარდა და ამით სულიერ სიმშვიდეს ჰპოვებდა.წმინდანი ძალიან მოკრძალებული ცხოვრების წესით ცხოვრობდა,მის უმეტეს დროს კი შრომასა და მდუმარებაში ატარებდა.თურმე როგორი რთული და დამღლელი ყოფილა ცხოვრება,თუმცა როცა დაღლას,ტკივილს,უიმედობას უბრალო ბედნიერება ცვლის და ტკივილი მტვერივით გაიფანტება ქარში,შენ გრძნობ უსასრულო სიმსუბუქეს და შვებას.რა თქმა უნდა იქამდე თითქოს ეკლიან ვარდს ეჭიდები და სანამ ეკლებს მოიცილებ შენ ხელებზე ნაკაწრებს ითვლი.დრო კი შეუმჩნევლად გადის და აი უკვე მორჩა ახლოს ხარ მიზანთან,ნაკაწრიც აღარ ჩანს და მხოლოდ რწმენა გაქვს ხელთ.მთავარია გჯეროდეს და აუცილებლად აიხდენ ოცნებას, უბრალოდ გჯეროდეს და არ შეუშინდე ეკლებს,ეს ყველაფერი ხომ დროებითია. ჰოდა მიდის,მტვრით სავსე გზას მიუყვება ჯოხზე დაყრდნობილი თეთრწვერა მოხუცი,ფეხზე თხელძირიანი სანდლები ჩაუცვამს და სიარულისაგან ძირიც გაფუჭებოდათ სანდლებს და უჭირდა სიარული, მაგრამ მიდიოდა ისე მტკცედ და სიხარულით სავსე,რომ არაფერი არ ანაღვლებდა იმ წუთებში.შეჩერდა,ხელით მოიჩრდილა თვალები და მის წინ ჯერ კიდევ გრძელ გზას გაჰხედა,შეხედა რომ წინ კიდევ ძალიან ბევრი ჰქონდა გასავლელი.გზა უფლისაკენ სავალი მრავალფეროვანია,ის გზა მდიდარია როგორც ადამიანთა სულები.უკან არ იხევს,არ ჩვევია უკან დახევა.უჭირს,მაგრამ წინ მიიწევს ჩქარი ნაბიჯებით,უნდა მალე მივიდეს რადგან გრძნობს,რომ რაღაც სასწაულიც და უცნაურიც ელოდება.უხარია კიდეც მაგრამ სიხარულთან ერთად მის სახეზე გაოცებაც იკითხება.გაიარა ხრიოკი ადგილები და შეჩერდა, წყალი მოსვა,მაგრამ დაღლილი და ძალა გამოცლილი ძირს დავარდა.საშინელი სიცხეა და მისი გრძელი ანაფორა ერთიანად სველია ოფლით,ეცადა წამოდგომას მაგრამ თითქოს ამდენი წლიანმა მისმა გამოცდილებამ დაკარგა ძალა,გახდა გამჭირვალე და შეუძლია თავისი თავი გასცეს.ტკივილი რომელიც მის გულშია თავი იჩინა 25 წლის შემდეგ და მთელი მისი შინაგანი ორგანო აკივლდა.უნდა გაიგოს,უნდა გაარკვიოს რა ხდება მის თავს,მაგრამ სულის სიმტკიცე უნდა მოიკრიბოს.ჯერ კიდევ სავსეა ყველა იმ მოლოდინით და განცდებით,რომელიც მასში ღვივის.ეს არის განცდა უხილავი ხელით ხელშეუხებელი,ის ღრმა განცდა რომელიც მასშია თავმოყრილი და ეს არის სიყვარული,სიხარული და ამავე დროულად დიდი ტკივილი,ტკივილი რომლის მოგონებებში არის ჩაძირული,ტკივილი რომელიც მასში დარჩა მკვდარ გონებრივ მოგონებად.სწორედ ამ დიდმა ტკივილმა მიიყვანა მამა გიორგი ტაძრის კარამდე,ტაძარში ცხოვრებამ კი შეჰმატა უდიდესი ცოდნა და კიდევ უფრო განუმტკიცა უფლისადმი სიყვარული.თვალებში დაუბნელდა და ირგვლივ ყველაფერი გაშავდა,ნელა ნელა კი გონი დაკარგა და უგონოდ დაეცა მიუვალ ადგილას.რამოდენიმე წუთში უგონოდ მყოფს ორი გველი მიუახლოვდა,გარშემო შემოუარა მამა გიორგის და მოშორებით გაჩერდნენ,რადგან ჯერ კიდევ შორს მგზავრი გამოჩნდა,მგზავრი ნელა ნელა მიუახლოვდა და გაოცებულმა შეხედა 13 წლის პატარა ბიჭმა ძირს უგონოდ მწოლიარე მოხუცს.აქლემზე იჯდა და ცოცხლად ჩამოხტა ძირს,მოხუცთან მივიდა ჯერ წყლით მობანა პირი და შემდეგ გამოფხიზლებას თხოვდა,მაგრამ ვერაფერს ვერ გახდა.ტირილი მოერია,არ იცოდა რა გაეკეთებინა და ტირილნარევი ხმით ითხოვდა შველა,მაგრამ იმ უკაცრიელ ადგილას არავინი არ იყო მოკვდავი რომ დახმარებოდა,დაიხარა თავი წამოუწია და თავის ფეხებზე დაადებინა,ტირილით მოეფერა თავისი პატარა ხელებით თეთრ წვერზე. -მამაო გიორგი,მამაო გიორგი გთხოვთ თვალი გაახილეთ.ისევ წამოდგა,ფეხშიშველა ფეხით გზაზე გავიდა იქნებ ვინმე დავინახო სულიერიო და პატარას გაუმართლა,დაინახა გზაზე მომავალი მოხუცი,დიდი სისწრაფით გაიქცა მისკენ და ტირილით შესჩივლა. -გთხოვ დამეხმარეთ,იქნებ აქლემზე შევსვათ და წავიყვანოთ მონასტერში.მოხუცმა ბავშვთან ერთად მივიდა უგონოდ მყოფ მამა გიორგისთან და ორივემ ერთმანეთის დახმარებით შესვეს მოხუცი აქლემზე და წავიდნენ წმინდა ეკატერინეს მონასტერში. წმინდა ეკატერინეს მონასტერი ეგვიპტეში სინის მთაზეა,იგი აღმართულია არაბეთის დასავლეთ სინის სექტორში,.სინის მთის კალთაზე მდებარეობს 1528 მეტრის სიმაღლეზე. სინის მთის ძირში ძნელად მისადგომ ხეობაში. სავარაუდოდ უძველესი დროიდან დღემდე უწყვეტად ფუნქციონირებადი ქრისტიანული მონასტერია. 2002 წლიდან შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.ეგვიპტე არაბების ქვეყანაა,მიუხედავად იმისა სინის მთის ბუნება მკაცრია,ძალიან ბევრი ქრიატიანი-მართლმადიდებელი აფარებს თავს ამ მონასტერს და არ ეპუება არაბების სისასტიკეს.სინის მთა წმინდა ადგილი იყო,იქ ღმერთი გამოეცხადა ებრაელთა წინამძღვარს მოსე წინასწარმეტყველს.მე-2-ე ს-ის დასაწყისში სინის უდაბური და მიუვალი ტერიტორია ქრისტიანი ბერებისთვის გახდა საინტერესო,307 წელს რომის იმპერატორის მაქსიმინეს ბრძანებით წმინდა ეკატერინე აწამეს,ცემეს და შემდეგ ბორბალზე გააკრეს,რადგან უარი განაცხდა ქრისტიანობის უარყოფაზე.იმპერატორის ბრძანებით კი მას თავი მოკვეთეს.ძველ აღთქმაში მოსემ ათი მცნება ამ ადგილას მიიღო.ისლამში ეს მთა ცნობილია როგორც (ჯუბელ მუსა)რაც ნიშნავს (მოსეს მთა).პატარა ბიჭი მოხუცს ესაუბრებოდა მამა გიორგიზე. -მე კარგად ვიცნობ მამა გიორგის ის ხშირად მოდის ჩვენთან და გაჭირვებულებს გვეხმარება. -სახელი რა გქვია პატარავ.შეეკითხა მოხუცმა. -ჯორჯი,ჯორჯია ჩემი სახელი.უპასუხა და მოხუცს გაუღიმა რომელიც თავადაც ღიმილით უცქერდა პატარას. -აი ამ საუბარში მოვედით კიდეც,აბა მიდი კარზე დააკაკუნე.პატარა არ იყო მონასტერში ნამყოფი და გაოცებული იყო მონასტრის დიდი და უზარმაზარი შემოგარენით, მარდად მიირბინა დიდი რკინის კართან და ზედ დააკაკუნა,კარი გაიღო და ორი მცველი გამოვიდა,მაგრამ შეხედეს თუ არა აქლემზე გადადებულ მამა გიორგის,ორმა ახალგაზრდამ სასწრაფოდ ერთმანეთის დახმარებით მამა გიორგი ფრთხილად ჩამოსვეს აქლემიდან,შეიყვანეს საყდარში და ღვინო მიაწოდეს.ცოტა სული რომ მოითქვა და მხედველობაც დაეწმინდა იქ მყოფებს შეეკითხა სუსტი ხმით. -ვინ მომიყვანა,აქ როგორ მოვედი ან ვინ დამეხმარა. -გარეთ ერთი პატარა ბიჭი იცდის მამაო. -შემოიყვანეთ,დააპურეთ ბავშვი.მცველები გავიდნებ კართან და ბავშვი უკვე წასასვლელად ემზადებოდა,აქლემზე შემჯდარიყო. -მოიცადე,პატარავ ვინ მოგეხმარა მამა გიორგის აქ მოყვანაში,მარტო როგორ შეძელი აქამდე მოსულიყავი. -მარტო რატომ,არ მოვსულვარ მარტო აი ის მოხუცი მომეხმარა იქ რომ დგას.ხელი გაიშვირა მის ახლოს მდგარ მომღიმარ მოხუცზე,მცველებმა თვალი გააყოლეს მის ხელს,შემდეგ ერთმანეთს შეხედეს რადგან იქ ვერავის ხედავდნენ,მათ წინ მხოლოდ პატარა ბიჭი იდგა. -აქ არავინი არ არის ჩვენს გარდა.უთხრა ერთ-ერთმა მცველმა გაოცებულმა. -როგორ არ დგას,განა ვერ ხედავთ ამ სათნო მოხუცს?თავად პატარასაც გაუკვირდა მცველების გაოცებული სახეებს რომ შეხედა. -აი,აი ვერც ახლა ხედავთ?ის ხომ ჩემსკენ მოდის ღიმილით.თითს იშვერდა პატარა და უეცრად ზეციდან თვალის მომჭრელი შუქი განათდა და მათ წინ აღიმართა წმინდა გაბრიელის ხატი. -პატარავ ეს ხომ,ეს ხომ წმინდა გაბრიელია.შენ წმინდა გაბრიელი დაგეხმარა მამა გიორგის აქ მოყვანაში.მუხლი მოიყარეს წმინდანის წინ და წმინდანის გამოსახულებაც გაქრა.ხელი მოჰკიდეს პატარას და მამა გიორგისთან წაიყვანეს მონასტერში.რა მოხდა 25 წლის წინ,რატომ აირჩია მამა გიორგიმ მონასტერში ცხოვრება და ვინ იყო ის 25 წლის წინ. 25 წლის წინ. შავი პრიალა და ახალთახალი მოტოციკლეტი დიდი სიჩქარით მიჰქრის ლამპიონებით განათებულ ცარიელ გზა ტკეცილზე.არავის არ უყურებს,მხოლოდ გზას და ერთადერთი რაც უნდა ყველაზე ძალიან სახლში მივიდეს და მის საყვარელ ქალს ჩაეხუტოს,მის ჯესიკას ის ხომ ერთადერთი ნათელი წერილია მის ცხოვრებაში.როგორც იქნა მიაღწია სახლს და თავისი გასაღებით გააღო კარი,გააოცა სახლში გამეფებულმა სიბნელემ და სიჩუმემ, მაგრამ ადგილზე გაშეშდა ამ სიჩუმეში გაგონოლმა ქალის ვნებიანმა კვნესამ და ხმას გაჰყვა.ვერ მიხვდა რა ხდებოდა,არ სჯეროდა უფრო ვერ გაანალიზა თუ მისი საყვარელი ქალი მის ზურგს უკან სხვასაც ეხვეოდა ისე როგორც მას,ისე კოცნიდა სხვა მამაკაცს როგორც მას,სასწრაფოდ აირბინა კიბეები და მისი საძინებლის კარს მიუახლოვდა,ადგილზე გაშეშდა,გაიყინა და ვეღარც წინ წავიდა და ვეღარც უკან გადადგა ნაბიჯი.არ უნდოდა,მაგრამ ვეღარ დაიკავა გული და მოულოდნელად გულს აღმოხდა მტკივნეული კვნესა და მის ირგვლივ გახშირებული კვნესაც შესწყდა.ჯესიკამ უკან მოიხედა და გაოცებულმა შეხედა ოთახის შუა გულში, მასთან რამოდენიმე ნაბიჯში ცრემლიანი თვალებით მდგარ თომასს და თავადაც დაიკვნესა. -თომას? -ჯესიკა?ჯესიკა საწოლიდან წამოხტა და კარებში გასულ თომასს უკნიდან ჩაეხუტა. -შემიშვი შენი ბინძური ხელები ჯესიკა. -თომას არ წახვიდე. -რატომ?ხომ არ აპირებ თქმას მითხრა,ეს ის არ არის საყვარელო რაც შენ გგონია. -ყველაფერს აგიხსნი თომას.თომასმა მიუბრუნდა ჯესიკას და ვერ შეკავებული სიბრაზით მთელი ძალით მოქნეული ხელი გაარტყა ჯერ კიდევ დილით მის საყვარალ ქალს,ქალს რომელიც წუთებში შეზიზღდა. -მივდივარ და რომ დავბრუნდები,ამ სახლში შენი კვალიც არ ვნახო,თორემ არც დავფიქრდები ისე გამოგწვავ და ამ სახლთან ერთად გავაქრობ შენს კვალს.სიბრაზისაგან ანთებულმა შეხედა იქვე მდგარ უცხო მამაკაცს და სახლიდან გავიდა.ვისთვის დაერეკა,არც უნდოდა არავინთან შეხვედრა,მხოლოდ მარტო უნდოდა ყოფნა,რადგან ჯერ კიდევ ემოციებში იყო. -სიყვარული,არ ყოფილა ეს სიყვარული.არც ვიცი რა ვუწოდო ჩვენი ერთად ცხოვრების 7 წელს,ნუთუ მარტო ვნება იყო მასში, რომ აფორიაქებული ჰორმონები დაეხშო?მარტო ვნება?სად გაქრა ურთიერთობა,გულისხმიერება,თანადგომა,თანაგრძნობა.ახლა ვხვდები,რომ არც არასოდეს ყოფილა მასში ეს გრძნობები და თვისებები.ესენი მხოლოდ მეორე ხარისხოვანი იყო მისთვის,სიყვარული კი რომელიც მე ვეთაყვანებოდი ისინი მხოლოდ კინოებშია და წიგნებში,ჩემში კი ჩაკვდა დღეს ეს გრძნობა.მიდიოდა და ფიქრობდა,არც იცოდა კონკრეტულად სადამდე მივიდოდა,ბოლოს ერთ-ერთ სასტუმროსთან შეჩერდა,აიღო ნომერი და უხმოდ ავიდა ნომერში,იქვე სასმელს შეხედა და პირდაპირ ბოთლიდან დაიწყო სმა. -წუთი,წუთი დასჭირდა ჩემი ცხოვრების შეცვლას,ცხოვრება რომელიც განვლილი ლამაზი დღეები და წუთები ერთიანად დაიმსხვრა და ნაწილებად ყრია უკვე ძირს იატაკზე.ტელეფონი აიღო და ჯესიკასთან გადაღებული ყველა ფოტო ამოშალა. -აქ წაგშალე,მაგრამ გული როდის წაგშლის.ნელა-ნელა ვერკვევი რაც მოხდა,რაც ჩემი თვალით ვნახე ვცდილობ წავშალო ეს წუთები და წავშლი დაგივიწყებ სამუდამოდ, დაგივიწყებ ჯესიკა.ბოლოს ტელეფონი გათიშა და თავადაც შეეცადა დაძინებას.გათიშული ეძინა რამოდენიმე საათი,გაიღვიძა და პირველად ვერ აღიქვა სად იყო მაგრამ ისევ გაუახლდა ტკივილი,არც შეუხედავს ტელეფონისათვის,იწვა და ერთ წერტილს მიშტერებული სამი დღე და ღამე გაუნძრევლად იყო.მეოთხე დღეს ტელეფონი ჩართო და მისი მეგობრის უამრავი ზარები ნახა.გადაურეკა და დაელოდა. -თომას სად ხარ,სახლში მოვედი და არ ხართ,სად წახვედით ასე გაუფრთხილებლად.განმარტოვება მოგინდათ გვრიტებო?აკისკისდა გოგონა. -ნაილი არ ვარ სახლში,სასტუმროში ვარ მოდი რა ჩემთან,მჭირდები. -თომას რა ხდება,ჯესიკა სად არის. -არ ვიცი და არც ვკითხულობ,მოდი. -მომწერე სად ხარ და მოვდივარ.ნაილი სახლიდან გამოვიდა და უკვე მიღებულ მისამართისაკენ აიღო გეზი,რომ მისმა ტელეფონმა ისევ ახმაურდა. -ნაილი სად ხარ,თომასს ვეძებ და ვერ ვპოულობ. -ჰარი?რაღაც სერიოზულია მომხდარი,თომასი სასტუმროშია და იქ მივდივარ. -ნაილი სანამ თომასის ნახავ უნდა გნახო,ესეც სერიოზულია და არ ვიცი როგორ ვუთხრათ თომასს.მეგობრები შეთანხმდნენ თუ სად შეხვდებოდნენ ერთმანეთს და ნაილი ჯერ ჰარის შესახვედრად წავიდა,შეხედა ჰარის და არ მოეწონა მეგობრის სახე,მის წინ დაჯდა და პირდაპირ თვალებში ჩახედა. -ნაილი არ ვიცი რა გავაკეთო,არ ვთქვა არც ეს შემიძლია თომასი სიბნელეში იდგეს,ვთქვა და რომ არ დაიჯეროს ან რომ ეწყინოს? -თქვი რა მოხდა.ჰარიმ შეხედა ნაილის თქვა. -ჯესიკა,ჯესიკა ღალატობს თომასს. -შეუძლებელია,არ მჯერავს. -დაიჯერე,რადგან ეს სიმართლეა.მოიცადე,თომასი რატომ არის სასტუმროში,ნუთუ გაიგო და სახლიდან წამოვიდა? -შეიძლება და ვინ იცის როგორ ცუდად არის,ალბად ახლა მის თავს ებრძვის.წავედით ჰარი ის იქ მარტოა და ცოდოა.ორივემ წავიდა თომასთან და მეგობრებმა თომასი პირველად ნახეს ასეთი განადგურებული. -თომას რა გჭირს.უთხრა ჰარიმ და თომასი გულში ჩაიკრა.არ შერცხვენია ცრემლების მეგობრების წინაშე,რომლებმაც პირველად ნახეს ატირებული თომასი.გული რომ იჯერა ტირილით ყველაფერი მოყვა და იგრძნო,როგორ მოეშვა გულზე.ჰარიმ ნაილის შეხედა და შემდეგ ჩაახველსა,ეს იმას ნიშნავდა,რომ რაღაც სერიოზული უნდა ეთქვა. -არ ვიცოდი,როგორ მეთქვა შენთვის თომას მეც დღეს გავიგე,რომ ჯესიკა და ჯორჯი უკვე ორი წელია რაც სერიოზული ურთიერთობა აქვთ და რამოდენიმე თვის წინ ჯესიკამ აბორტი გაიკეთა. -რას ამბობ,ჰარი ჯესიკა ორსულად იყო?შეეკითხა გაოცებულმა. -ღმერთო ეს როგორ შეძლო.გაოცებას ვერც ნაილი ფარავდა. -სამწუხაროდ სიმართლეა,მეც გამიკვირდა მაგრამ დღეს ისიც მითხრეს ერთად მიდიან ორივე ქვეყნიდან. -ეს კარგია,წავიდეს თვალში აღარ მომხვდება.თქვა თომასმა.-მაგრამ რა ვუყო იმ გრძნობებს რაც გულშია,სიყვარულს ვერ გააქრობ ასე უეცრად,მაგრამ ვეცდები შევძლო და გავაქრო ჯესიკა როგორც ცხოვრებიდან ასევე გულიდანაც.ნდობა დავკარგე,არ ვიცი,აღარ ვიცი ვის ვენდო,ვის დავეყრდნო,სულ მარტო ვარ.მე ხომ ოჯახი მინდოდა მყოლოდა,მიყვარდა და ყველაფერს მისთვის ვაკეთებდი,მაგრამ თურმე ჩემს სიყვარულს იყენებდა,დასცინოდა ჩემს გრძნობებს და მე კი ჩემს თავს დავსცინოდი.მიყენებდა,ჰარი მე ის მთელი ეს წლები მიყენებდა. -გაგივლის,ტკივილი გაივლის და ყველაფერი კარგად იქნება,ჩვენ აქ ვართ და ერთად გადავიტანთ ამ ტკივილს.უთხრა ნაილიმ და მხარზე ჩამოადო თავი. -ისე მე თუ მკითხავთ,თქვენ უფრო კარგი წყვილი ხართ,ჯესიკა არასოდეს არ მომწონდა,ის არ იყო შენი შესაფერისი.თქვა ჰარიმ და მეგობრების გაოცებულ თვალებს რომ შეხედა გაეცინა. -რას ამბობ ხვდები?უთხრა თომასმა. -ჩემი აზრი ვთქვი თომას.ქორწინება არ არის ადვილი,ზოგისთვის ქორწინება თავშესაფარი ადგილია,ზოგისთვის თამაში,ზოგისთვის მთელი ცხოვრება და თავსაც კი გასწირავს მისი ქორწინების დასაცავად.თქვა ჰარიმ. -მაგ ჩამონათვალიდან ჯესიკასათვის ქორწინება იყო თავშესაფარი,მისი აზრით ძალიან კარგ ადგილას იყო თავშეფარებული.თქვა თომასმა და ჭიქაში ჩარჩენილი კონიაკის ბოლო წვეთიც შესვა. -დასვენება გჭირდება,თომას წამოდი სახლში აიღე გამოსაცვლელი და გაერიდე ცოტა ხნით აქაურობას.გჭირდება დაფიქრებაც და გჭირდება დასვენებაც. -არა,აქ საფიქრალი არც არაფერია ნაილი მაგრამ იმ სახლში არ მივალ,არც ვიცხოვრებ,ამიტომ დაფიქრებაც არ მინდა ისე გავყიდი ყველაფერს,სანამ რამეს ვიყიდი აქ ვიქნები.დაუფიქრებლად დავწვავდი ნახევარი ლიტრა ბენზინი უნდა,მაგრამ რას ვერჩი იმათ,ვინც ჩემს გვერდით ცხოვრობს უდანაშაულო მეზობლები. -მე ცოტა ხნით გავალ და მალე მოვალ.თქვა ნაილიმ და წავიდა. -კარგი რა 28 წლის ხარ თომას ცხოვრება სიურპრიზია მეგობარო,წინ დიდი გზა გვაქვს,მომავალი თავად გვიჩვენებს ვისთან უნდა იცხოვრო და ვინ არის შენი ღირსი.არ გაბრაზდე და მე რომ შენს ადგილზე ვიყო,ნაილის ხელს მოვკიდებ და აქედან წავალ. -გაჩუმდი,აღარ გაიმეორო ჰარი. -ნუთუ ვერ ხვდები როგორ გიცქერს და რამხელა სიყვარული აქვს გულში დამალული შენს მიმართ.ვერასდროს ვერ ამჩნევდი ნაილის თვალებში ვერც სიხარულს და ვერც ტკივილს.იცი რამდენი წელია რომ უყვარხარ? -კარგი რა,როგორ გიყვარს ჰარი ყველაფრის გაბუქება ხოლმე,შენ ზედმეტ ლაპარაკს თავი დაანებე და მიხედე ჩემს სახლს,როგორც არის ისე გაყიდე. -არაფერს არ წამოიღებ სახლიდან? -არა,იქ დარჩენილი არაფერი არ მინდა.შემდეგ უეცრად გაეცინა და ჰარიმ გაკვირვებულმა შეეკითხა. -რა გაცინებს თომას. -რა მაცინებს?ახლა მეცინება,ყველგან ყველა ჩვენს სიყვარულზე ლაპარაკობდა. -ისევ იქნები ბედნიერი,ნაილის უყვარხარ და შენც შეეცადე ახლოს დადგე მასთან. -ნაილს როგორც კარგ მეგობარს ისე ვუყურებ ჰარი და არ შემიძლია,ვერ შევძლებ მას შევხედო როგორც ქალი.ნაილი ძალიან ნაზი არსებაა და ვერ შევძლებ გავაბედნიერო. -შეეცადე,ახლა გტკივა მაგრამ იმედი მაქვს დაგიამდება ტკივილი და შეძლებ. -ვნახოთ,ჯერ მართლა არ შემიძლია ვიფიქრო ახალ ურთიერთობებზე.აჰა სახლის გასაღები და გაყიდე,რაც შეიძლება ჩქარა. -დრო ყველაფრის მკურნალია,დრო მოგეხმარება ყველაფერი მის ადგილზე დადგეს და დალაგდეს,ბედს ვერავინი ვერ გავექცევით მეგობარო,არავინ ვიცით ხვალ ბედი ვის რას გვიმზადებს,მაგრამ მე ვფიქრობ,რომ ბედი არ არსებობს,ბედს ჩვენ თავად ვქმნით ისე როგორც ჩვენ გვაწყობს.ყველაფერს როგორც დასაწყისი ასევე აქვს დასასრულიც და აი დასრულდა თქვენი ურთიერთობა,შეწყდა აღარ გაგრძელდება თქვენი გზები გაიყო და ამას უნდა შეეგუო. -უნდა შევეგუო,სხვა გზა მაქვს ჰარი. -კარგი წავედი მე და შეგეხმიანები,ნაილის გიტოვებ მოვა ალბად ცოტა ხანში.მხრებზე დაარტყა მსუბუქად ხელი თომასს და წავიდა,სულ ცოტა ხანში კი ნაილის ზარს უპასუხა. -სად ხარ,სად წახვედი ნაილი მე წამოვედი,თომასი მარტოა. -აეროპორტში ვარ,ჯესიკა უნდა ვნახო. -ჯესიკა ხომ წავიდა დღეს დილით. -არა,არ წასულა რეისი გადაიდო. -არ მიხვიდე მარტო,დამელდე მეც მალე მოვალ.ჰარის რაც შეეძლო სიჩქარეს მოუმატა და ნაილისთან წავიდა,ანერვიულებული შევიდა აეროპორტში და თვალებით დაუწყო ძებნა.იპოვა,იპოვა და ჩქარი ნაბიჯით დაფარა მათ შორის არსებული მანძილი,მიუახლვდა და მკლავში წაავლო ხელი მაგრამ დააგვიანდა,ჯესიკა უკვე მათ წინ იდგა. -რა ხდება,რატომ ხართ აქ.იკითხა ჯესიკამ უტიფრად. -გავიგეთ ქვეყნიდან მიდიხარ და დასამშვიდობებლად მოვედით,აქამდე ვიცოდი რომ ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვიყავით ახლა?რა ხდება ახლა ჯესიკა.იკითხა ნაილიმ. -შეგიძლიათ თავისუფლად მითხრათ და მკითხოთ რა გინდათ. -გვეკითხები კიდეც თუ რამ შეგვაწუხა?რატომ ჯესიკა.რატომ მიაყენე ასეთი დიდი ტკივილი თომასს მას ხომ უყვარდი,ახლაც უყვარხარ და შესაძლებელია ადამიანი სიყვარულისთვის დაისაჯოს?შენ რა გგონია ადვილია ოჯახის და შვილების მიტოვება?ცოტა ხნით იქნება შენთან და ისევ მის ოჯახს,მის ცოლს და შვილებს დაუბრუნდება. -რას მთხოვ ჰარი დავბრუნდე თომასსთან?ეს არ შეიძლება,არ მოხდება.მესმის თქვენი მეგობრის ტკივილი გულთან მიიტანეთ,მაგრამ ეს ჩემი და თომასის გადასაწყვეტია და არა მისი სამეგობროსი.პატივს გცემდით ყოველთვის,მაგრამ თქვენ ჩემი მეგობრები არასოდეს არ ყოფილხართ. -კარგად გიცნობ ჯესიკა წლებია ერთად მოვდივართ,თვალები გაქვს დაწითლებული,იტირე?ჯერ არა,მაგრამ ვიცი რომ დაფიქრდები ეს ფიქრი ძალიან გვიან დაგრჩება,რომ მიხვდები რა გააკეთე,სინანულიც გვიან იქნება ყველაფერთან ერთად და ტირილიც.წავედით ნაილი აქ სალაპარაკო აღარაფერია,ჩვენ თურმე არც არასოდეს არ ვყოფილვართ მისი მეგობრები,ხოდა რა აზრი აქვს ჩვენს აქ ყოფნას.წამოვიდნენ და ნაილიმ გამოსაცვლელი ტანისამოცი წაუღო თომასს და ისევ სასტუმროში წავიდა,ჰარიმ კი შეუდგა თომასის სახლის გაყიდვას.სულ რამდენიმე დღეს დასჭირდა სახლის გაყიდვას და სულ მალე თომასი ახალ სახლში გადავიდა.ნელა ნელა დრომ მართლა დაალაგა ყველაფერი მის ადგილზე ჯესიკას გარეშე,მაგრამ ცხოვრება გრძელდება.თვეები გავიდა,ტკივილი დაუამდა თომასს მაგრამ მისთვის ბნელი ღამეების მარტოობაში გატრებაა ყველაზე ძნელია,რადგან ფიქრები ახსენებს თავს და მის გარშემო რეალურ ცხოვრებაც კი ეძნელება.ჯესიკა ასე თუ ისე დაავიწყდა,მისგან მიყენებული ჭრილობები კი ნელა ნელა შეხორცდა და ფიქრები ჰარის რამოდენიმეჯერ განმეორებით ნათქვამს უტრიალდება,ის უკვე ნაილის გარშემო იწყებს ჯერ ფიქრს და შემდეგ ტრიალებს ერთ წერტილზე,ასეთ დაძაბულმა განვლო სამმა წელმა,ერთ დღესაც როცა ყველაფერი კარგად აწონ-დაწონა,როცა რამდენჯერმე დააწყო არეულ დარეული ფიქრები,როცა დარწმუნდა მის გრძნობებში და თავად იყო მზად ნაილის დალაპარაკებოდა,თავად ნაილი გამოუტყდა თომასს. -ნაილი უნდა გნახო,მინდა დაგელაპარაკო. -მეც მინდა თომასს შენი ნახვა,მინდა დაგელაპარაკო.დრო და ადგილი დათქვეს და სამუშავო საათების შემდეგ შეხვდნენ ერთმანეთს. -გამარჯობა,როგორ ხარ ნაილი. -გამარჯობა როგორ ვარ?არ ვიცი როგორ ვარ თომასს. -როგორ არ იცი როგორ ხარ,გჭირს რამე,ავად ხარ? -კი ავად ვარ,მაგრამ მე შენით ვარ ავად. -რააა?როგორ,მე რა შუაში ვარ. -მომისმინე თომას.მე ჩემით დავიხიე უკან,როცა არჩევანი ჯესიკაზე შეაჩერე.თავიდან ვერ ამჩნევდი ჩემს გრძნობებს,რადგან ჯესიკათი იყავი შეპყრობილი,მაგრამ არ შემიძლია თავს ვერ ვერევი.არ ინერვიულო,ვიცი რომ შეუძლებელია ჩვენი ერთად ყოფნა,შენ ქრისტიანი ხარ,მე მუსლიმანი და ბევრი წიააღმდეგობები შეგვხვდება,მაგრამ სურვილს ვერ ვერევი შენი სურვილი მკლავს,შენს ტუჩებს მინდა შევეხო და სულ არ მაინტერესებს რას იტყვის ხალხი,მინდა ჩაგეხუტი და ჩემი სითბო შენში დავტოვო თუ შენ წინააღმდეგი ხარ და ჩემი სურვილის უარყოფ,მე წავალ და აღარასოდეს აღარ შეგაწუხებ,ვეღარასოდეს ვეღარ მნახავ.თომა იჯდა მდუმარედ და თვალს არ აშორებდა ნაილის რომელსაც რსცხვენოდა თომასის და თვალს ვერ უსწორებდა.თომასმა ნაილის ხელები დაიჭირა ხელში და უთხრა. -მეგონა მხოლოდ მე მიფრთხობდა ძილს შენზე ფიქრები,მართლა რა ბრმა ვყოფილვარ რომ ვერ შეგამჩნიე ადრე.მეგონა ჩემს ფიქრებს მომავალი არ ჰქონდა და მე გაყინული ვიყავი მარტოდ-მარტო.ახლა რომც არ შეგეხო,მე შენმა სიტყვებმა გამათბო.რამოდენიმე თვე ხვდებოდნენ ერთმანეთს და შემდეგ გადაწყვიტეს ერთად ეცხოვრათ,მაგრამ მართალი იყო ნაილი როცა თქვა წინააღმდეგობები შეგვხვდებაო,ძალიან რთული გასაგები იყო თომას დედისთვის ქედმაღალი და მაღალი საზოგადოების წარმომადგენლის ქ-ონ ნიასთვის მიეღო ნაილი როგორც რძალი.მან ძალიან ცუდად მიიღო შვილის გადაწყვეტილება და მისი სახლის კარი მჭიდროდ დაკეტა,ვერ გაუგო შვილის გულს და კატგორიულად მოთხოვა ყოველგვარი ურთიერთობა გაეწყვიტა ნაილისთან.თომასი გაბრაზდა და პირველად 31 წლის მანძილზე აუწია ხმას დედის წინაშე. -ნორმალურმა და განათლებულმა ადამიანმა უნდა გაიაზროს,რომ როცა შვილი გაიზრდება ის შექმნის ცალკე ოჯახს და არ იქნება ამოფარებული დედის კალთას,ამის სრული უფლება აქვს 25 წლიდან ყველა მამაკაცს.მაგრამ მე არ ვარ 25 წლის,მე 31 წლის ვარ.მაგრამ შენ არ გესმის და შენამდე არ დადის ეს აზრი,დედაჩემო გინდა არ გინდა ეს ცხოვრების კანონია,გინდა შეეგუე და არ გინდა არ შეეგუო.მე კი მზად ვარ ნაილის გვერდით ვიცხოვრო და მთელი ჩემი ცხოვრება მის გვერდით გავატარო.ნაილი უხერხულ მდგომარეობაში იყო,ერთი მხრივ მის გვერდით იდგა მამაკაცი რომელიც სიგიჟემდე უყვარდა და მეორე მხარეს იდგა ქალი,ქალი დედა რომელმაც გააჩინა და გაზარდა მისი საყვარელი ადამიანი,ნამდვილად არ უნდოდა თავად ყოფილიყო მათ შორის კომფლიქტის მიზეზი და ძალიან მძიმე და ასევე რთულ მდგომარეობაში იყო თავად,ამიტომ ერთწლიანი ურთიერთობის შემდეგ ნაილი მოულოდნელად გაქრა,გაუჩინარდა.ქ-ნმა ნიამ კარგად იცოდა ნაილის გაუჩინარების მიზეზი,მაგრამ ჩუმად იყო.ის თომასისგან დაფარულად შეხვდა მის ყოფილ რძალს ჯესიკას რომელიც ისევ დაბრუნდა ქალაქში და თომასის და ნაილის ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია ყოფილ დედამთილთან ერთად.ერთ საღამოს მოულოდნელად თუ განგებ დახვდა ნაილის ქუჩაში და საშინელ დღეში ჩააგდო,ხმამაღალი ხმით გაჰყვიროდა ქუჩაში ყველას გასაგონად,რომ მას ამ ქალმა ქმარი წაართვა და ოჯახი დაუნგრია.ნაილი ყველა მის შემოტევას გონივრულად ხვდებოდა,თომასს ვერ ეუბნებოდა მისი მესაიდუმლე მხოლოდ ჰარი იყო,რომელიც აფრთხილებდა რომ თომასისთვის ეთქვა ყველაფერი,მაგრამ ის თომასსთან დალაპარაკების ნაცვლად ერთ დღეს გაუჩინარდა.სად არ ეძება,სად არ იყო მაგრამ მის კვალს თომასმა ვერსად ვერ მიაგნო.დაღონებული და დადარდიანებულს კი ახალი ფიქრი და ჯავრი მოემატა,როცა ერთ საღამოს დედა დაელაპარაკა. -უცხო ადამიანი როდესაც ოჯახში შემოდის,ფიქრობენ რომ დამნაშავე მხოლოდ დედამთილები არიან,მე გაფრთხილებდი მაგრამ არ გამიგონე,არ იყო ის გოგო შენი შესაფერისი.არ მინდოდა მეთქვა თავს ვიკავებდი, რადგან არ მინდოდა გული გტკენოდა,მაგრამ სიჩუმეც არ შეიძლება. -რა მოხდა,გინდა რამე მითხრა და არ იცი როგორ თქვა?გისმენ თქვი რა უნდა მითხრა. -ჩემი საძინებლიდან ჩემი ნივთები დაიკარგა,ვფიქრობ რომ წავიდა ისინიც ხელს გააყოლა ყველა ჩემი ძვირფასი ნივთი. -ეს როგორ,ძვირფასეულობა დაკარგე? -დავკარგე,ხომ გითხარი არ მინდოდა გული გტკენოდა,არ მინდოდა გენერვიულა. -შეუძლებელია,ყველაფერი ცუდი რომ თქვა ნაილიზე ვერ დამაჯერებ,რომ ნაილი ქურდია.ან რად უნდოდა ნაილის შენი ნივთები. -ვიცი ძნელია დაიჯერო,როცა საყვარელ ადამიანზე ცუდს გეტყვიან,მაგრამ ეს მაინც დამიჯერე შვილო,ეს სიმართლეა.არ ვიცი შენ რას ფიქრობ,მაგრამ მე გადავწყვიტე საჩივარი შევიტანო და დავიჭირო ის ძუკ...ა. -არ გაბედო,მე თავად გავარკვევ.თქვა გაბრაზებულმა.თომასს არც დაუჯერებია დედის ნათქვამი არც ერთი სიტყვა და გადაწყვიტა თავად გარკვია რა ხდებოდა მის სახლში,ამ ამბავს რაღაც ცუდი სუნი ასდიოდა,მართლაც რამოდენიმე კვირაში გაოცებული იდგა და შორიდან უცქერდა მის საყვარელ დედას და ყოფილ ცოლს როგორ დასცინოდნენ თვით თომასს და ნაილის თუ როგორ დაარწმუნა საყვარელი ქალის სიცუდეში.დაელოდა მათ წასვლას და ერთი საათის შემდეგ ყველა ის ძვირფასეულობა წამოიღო ბანკიდან რომელიც გასაყიდად მიეტანა ნაცნობ ბანკირთან. -გამარჯობა ძია ჯორჯი. -თომასის გაუმარჯოს,სულ ცოტა ხნის წინ წავიდა დედაშენიც აქ იყო,შენ როგორ აქ? -ვიცი აქ რომ იყო,ვერ მოვუსწარი.მინდა მისი ძვირფასეულობა ყველა ისევ უკან წავიღო,არ მინდა გაყიდოს და მინდა სანამ ის იცოცხლებს თავად ჰქონდეს შენახული. -გასაგებია,მეც ეს ვუთხარი დაფიქრდი ასეთ კარგ ნივთებს ვერ იყიდი იმ ფასში როგორც ყიდითქო და არ დამიჯერა თომას.კარგია შენ რომ ყავხარ და არ აძლევ გაყიდვის საშუალებას,კარგი შვილი ხარ შენ. -მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს. -გისმენ,მითხარი რა უნდა მთხოვო. -ხვალ დედას დაბადების დღე აქვს და მინდა ყველა ეს ნივთი საჩუქრად მივუტანო,დამავალებთ თუ არ დაურეკავთ და არაფერს არ ეტყვით. -ძალიან კარგი,გქონდეს ჩემი იმედი.თომასმა სახლში წავიდა და ამჯერად სახლში დახვდა სიურპრიზი,სახლში გაეგრძელებინათ მათზე დაცინვა ყოფილ რძალს და ქ-ონ ნიას.თომამის სახლში შესვლაზე კი მათი მხიარული სახეები გაოცებამ შეცვალა და ღიმილი ორივეს სახეზე მიეყინა როცა ყველა მისი ძვირფასი ნივთი დედას ფეხებთან დაუყარა და გაბრაზებულმა უთხრა. -ერთხელ მაინც დაფიქრებულხარ რამხელა ტკივილი მომაყენე?დედა რატომ,რატომ დაგჭირდა ამ თეატრის მოწყობა,შენ ხარ დედა გქვია დედა და ხარ ღირსი დაგიძახო დედა? -თომას შენ არასწორად გაიგე.უთხრა ჯესიკამ და თომასისკენ წაიწია. -არ მომეკარო,შენ?შენ ნუთუ ვერ მიხვდი რომ ჩემთვის იმდენად შეუმჩნეველი არსება ხარ არც კი მოგესალმე.აქ რა გინდა,რატომ მოდი,საერთოდ რატომ დაბრუნდი,მოხვედი და ტვინიც აურიე დედაჩემს,შენ შეაძულე მას ნაილი. რა ხომ არ ფიქრობ აქ არის შენი ადგილი და უნდა დაბრუნდე არასოდეს,ეს არასოდეს არ მოხდება,სიყვარული რაც მქონდა შენს მიმართ ზიზღმა შეცვალა,შენს მიმართ მხოლოდ ზიზღის გრძნობასღა ვგრძნობ და მეტს არაფერს.მე ვიპოვი ნაილის და ჩვენ ერთად ვიქნებით მთელი ცხოვრება,შენ კი დაიმახსოვრე დღეიდან შვილი არ გყავს.გაფრთხილებ არ მომიახლოვდე,არც მომაკითხო.თომასმა მისი ნივთები წაიღო და თავის სახლში წავიდა სადაც ნაილისთან გაატარა ბედნიერი ერთი წელი.დრო არავის ელოდება, და დროის სვლასთან ერთად სულგრძელობაც საჭიროა.რამდენიმე თვე იყო გასული ნაილის გაუჩინარებიდან,თომასი და ჰარი ერთად იყვნენ ერთ-ერთ ბარში და მოულოდნელად გზის მეორე მხარეს თომასმა ნაილი დაინახა,საკმაოდ გამობერილი მუცლით და ხელში უამრავი ჩანთით სახე ბედნიერი იდგა ზებრა გადასასვლელზე,წამოდგა უნდოდა დაწეოდა და ენახა,მიზეზი ეკითხა,რომ უეცრად ნაილის გაფითრებულ სახეს შეხედა რადგან მათი თვალები ერთმანეთს შეეჩეხა.უკან შებრუნდა,უნდოდა საპირისპირო მხარეს გასულიყო,ატყდა მანქანების სიგნალი და მძღოლების ყვირილი,ზოგი აგინებდა,ზოგი ლანძღავდა,ზოგი თავაზიანი კი გზას უთმობდა ფეხმძიმე ქალს,გადავიდა მეორე მხარეს და ამოისუნთქა,შეძლებისდაგვარად გაჰყვა ქუჩას და ერთ ერთი ქუჩიდან უეცრად გამოვარდნილმა მანქანამ ნაილის დაარტყა და რამოდენიმე მეტრით მოისროლა,არც გაჩერდა,ერთი მოუხედა და წავიდა.თომასმა ყველაფერი მიატოვა და სირბილით გაიქცა,ხელით მისწი-მოსწია ცნობისმოყვარე ხალხი და ნაილი ხელში აიყვანა,სირბილით გადაკვეთა გზა და თავის მანქანამდე მიაღწია,ჰარი რომელიც გაოგნებული იდგა და უცქერდა თომასს მხოლოდ თომასის ხმამ გამოაფხიზლა,როცა უყვირა უახლოეს საავადმყოფოში წასულიყო.დაძაბული მიდიოდა ჰარი,თომასს კი ნაილი ჰყავდა ჩახუტებული და სახეზე ეფერებოდა,როგორ მონატრებოდა ეს კაფანდარა სხეული,სახე და ცრემლიანი თვალებით დასჩერებოდა ზემოდან. -თომას დავიღალე და აი,დროც მოვიდა რომ წავიდე. -გაჩუმდი არ შეიძლება შენი ლაპარაკი,შენ შეძლებ გადარჩები,იბრძოლებ და გადარჩები ერთად გავზრდით ჩვენს შვილს. -ჩვენ დავიბადეთ ადამიანები,რომ ერთ დღეს უნდა მოვკვდეთ.ჩემს ირგვლივ სულები დაფრინავენ,იცი?ეს რამდენიმე ღამეა ჩემს სიზმრებში შავი ღრუბელია,წუხელ კი სისხლის გუბეში ვიყავი.თომას მე თუ ვერა ჩვენი შვილი გადაარჩინე.მერე რა რომ მე სასტიკ სამყაროში აღმოვჩნდი,ალბად ასეც უნდა ყოფილიყო,ალბად აქამდე იყო დაწერილი ჩემი ცხოვრების დღეები,დასრულდა ჩემთვის მხიარული დღეები,მე მკვეთრად მესმის უკვე ჩემს ახლოს სიკვდილის სუნთქვა.მივდივარ,მაგრამ იცოდე რომ ბედნიერი მივდივარ რადგან შენ გნახე ჩემი სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში.ჯესიკამ,ჯესიკამ მაიძულა წავსულიყავი შენგან და რადგან მაინც არ გაგვახარებდა,წავედი შენგან მაგრამ გახსოვდეს,რომ მიყვარხარ თომას და ეს სიყვარულიც თან მიმაქვს.ტიროდა ჰარი და ტიროდა თომასი ხელით შეიყვანა საავადმყოფოში და სისხლში ერთიანად ამოსვრილი იდგა ჰარისთან ერთად საოპერაციოს კარებთან.ერთი საათი გავიდა არაფერი ინფორმაცია არ ჰქონდათ,არავინი არაფერს არ ამბობდა და აი გაიღო კარი,ექიმი გამოვიდა და თომასმა მავედრებელი თხოვნით სავსე თვალებით შეხედა ექიმს,ხმის კანკალით შეეკითხა. -როგორ არიან. -მეშინია რომ ვერ გადავარჩენთ,გული სუსტი აქვს და სისხლიც ბევრი აქვს დაკარგული. -უნდა გადაარჩინოთ,ისინი უნდა გარჩნენ.თქვა თომასმა სასოწარკვეთილმა. -ვფიქრობ საკეისრო უნდა გაკეთდეს,რომ პატარა გადავარჩინოთ თუ უკვე გვიან არ არის. -გააკეთეთ რაც საჭიროა,ექიმო უნდა გადაარჩინოთ ორივე,დედაც და შვილიც უნდა გადარჩეს. -შევეცდებით,რაც შეიძლება გავაკეთოთ ყველაფერს გავაკეთებთ.უთხრა ექიმმა და საოპერაციოში შევიდა,რამოდენიმე საათში კი თომას დამწუხრებულმა აცნობა რომ ვერც დედა და ვერც შვილი ვერ გადაარჩინა.თომასისთვის სამყარო გაჩერდა,ასევე ჰარისთვის ისინი ხომ საუკეთესო მეგობრები იყვნენ.ნაილი მშობლრემა წაიყვანეს და დაასაფლავეს,ყველაზე ბოლოს დარჩა თომასი და ნაილის გულზე დაყრილ მიწას ხელით ეფერებოდა.ერთი კვირა გარეთ არ გადიოდა,საღამოობით მხოლოდ ნაილის საფლაავზე მიდიოდა,ერთი კვირის შემდეგ ადგა სახლის კარი გამოიხურა და მონასტერში წავიდა სამი თვით,მაგრამ სამი თვის ნაცვლად ექვსი თვე გაჩერდა.ხალხი ცდილობს პრობლემების მოგვარებას როგორც შეუძლიათ დღევანდელ თანამედროვე სამყაროში,თომასმა აირჩია გზა სადაც არის უფლის ძალა და უნდა ახლოს იყოს სულის წმინდასთან და მამა ღმერთთან.თომასი მისი დამძიმებული სულის სალოცავად წავიდა,რათა უფალთან ახლოს ყოფნით უმკურნალოს მისი სულის ჭრილობებს.ექვსი თვის მანძილზე ყოველ დღე ლოცვაში და ღვთის მორჩილებაში გაატარა იმდენად მოეწონა და დაამშვიდა ეკლესიურმა ცხოვრებამ მტკიცედ გადაწყვიტა გაჰყოლოდა უფლის გზას, ,,გზა რომელიც უფალთან მიდის''.ექვსი თვის შემდეგ დაბრუნდა მონასტერიდან მტკიცე და ურყევი გადაწყვეტილებით,რომელიც პირველად ნაილის მშობლებს გაანდო. -რა ჩაიფიქრე თომას შვილო. -მე გადავწყვიტე ჩემს არჩეულ გზას ღირსეულად გავყვე. -რა გზას,თომას სად მიდიხარ. -გადავწყვიტე მონასტერში წავიდე,როცა საშუალება მექნება გინახულებთ. -ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა შენი და არ შეიცვლება? -არა,ასე უფალთან ახლოს ვიქნები და ასევე შემეძლება ახლოს ვიყო ნაილისთან და ჩვენს შვილთან. -თომას კარგად იცი ჩვენი დამოკიდებულება შენდამი,არასოდეს არ ვყოფილვარ წინააღმდეგი და მიგიღე ისე როგორც ჩვენი შვილი.შენი ადგილი აქ ამ სახლში ყოველთვის არის და იქნება.შენი გადასაწყვეტია რას იზამ და რას გააკეთებ,მაგრამ როცა მოგინდეს აქ მოსვლა,თავისუფლად შეგიძლია მოხვიდე. -წასვლამდე მინდა გავყიდო ყველაფერი რაც მაქვს და ობოლთა თავშესაფარს დავურიგო.მართლაც თომასმა გაყიდა მისი სახლი და ობოლთა თავშესაფარს გადასცა.დედამ გაიგო თუ არა თომასის გადაწყვეტილება მუდარით დაუდგა წინ და თხოვდა ეს არ გაეკეთებინა,მაგრამ ისევ შეძლო თომასის გაბრაზება. -სიყვარული,სიყვარული ეს ავადმყოფობა,ბედნიერების ნაცვლად უბედურება მოგიტანა. -არ დაგავიწყდეს,რომ შენ შეუწყვე ხელი ბედნიერება უბედურებად გადამქცეოდა. -კიდევ იქნება ბედნიერი დღეები,ჯერ ცხოვრება წინ გაქვს. -უკვე აღარ მინდა,ძალა აღარ მაქვს. -იპოვი,თუ ეძებ შენში გაბნეულ ძალას იპოვი შვილო. -ჩემში რაც დარჩა,მხოლოდ სიბნელეს ვხედავ და სხვა არაფერს. -დარჩი, დარჩი აქ ჩემთან იყავი. -რატომ,რატომ დავრჩე აქ რატომ,შეგიძლია ამიხსნა?დიდხანს ინარჩუნებდა სიმშვიდეს,მაგრამ ვეღარ მოითმინა და პირში მიახალა მის წინ მჯდარ დედას.გინდა შეგახსენო რა გაუკეთე ნაილის?იმ ეშმაკ ჯესიკას შეეკარი და როგორც მას სურდა ისე გათამაშა.ჯერ სახლიდან გააგდე როცა მარტო დაიგულე,დამაშორე,შემდეგ ეს არ იკმარე ქურდობა დასწამე და კიდევ რამდენი შეურაცხოფა მიაყენე რაც მე არ ვიცი,რაც ვერ მოაწრო და ვერ მითხრა.შენს გულში ჩაიხედე ქ-ნო ნია და იქ ნახავ შენი კითხვების პასუხებს. -ქ-ნო ნია?ექვსი თვეა დედა არ გინახავს და ქ-ნო ნია უნდა მითხრა? -ვწუხვარ,მაგრამ მე დედა არ მყავს.მიტევება და პატიება უნდა შევძლო ჩემთვის ტკივილის მოყენებისთვის და გპატიობ. -ვწუხვარ,მართლა ძალიან ვწუხვარ.თქვა ჩურჩულით. -არა,არ წუხარ,არც გტკივა რადგან შენ არ იცი რა არის ტკივილი და რა არის წუხილი.მამამ ადრე მიხვდა რა სულის ადამიანი იყავი და დროიზე უშველა თავს,მე ვერ გაგერიდე,ვერ მიგატოვე და მე ვიგემე ყველა ის ტკივილი რაც მომაყენე.ამიტომ მივდივარ,ამიერიდან ჩემი ადგილი მონასტერშია და თავს მიხედე. -არ წახვიდე,არ დამტოვო მოვკვდები მარტო,უშენოდ მოვკვდები. -უჩემობა არ გაგტანჯავს დიდად რადგან ჩემი ბედნიერება შენ არასდროს გდომებია. -ტყუილია,მართლა მიყვარხარ მაგრამ ჩემებურად. -მე ვერ ვხედავ აქ სიყვარულს ქ-ნო ნია.თომასი ადგა და კარებში გავიდა. -თომას არ წახვიდე,მოვკვდები. -ყველა მოვკვდებით დედა. ,,გზა უფლისაკე მიმავალი''აი ესაა ჩემი ბოლო გადაწყვეტილება,მაგრამ მშვიდად რომ იყო მე მაინც გპატიობ.გპატიობ დედა,ყველაფერს გპატიობ.ჩემი სული ვერ იქნება მშვიდად და ვერ მოისვენებს თუ არ გაპატიებ,ამიტომ გპატიობ.ბოლოს დაემშვიდობა ნაილის მშობლებს,ჰარის და დაადგა გზას სადაც სიმშვიდეს ჰპოვებდა.ადგილი შეარჩია ერთ-ერთ კლდეში და დაიწყო თავისი ხელით მისი თავშესაფრის კეთება.თავისივე ხელით გამოტეხა უზარმაზარი ქვის კლდე,ქვის სამტეხლოთი,რამდენიმე თვეში შედეგი გამოიღო მისმა დაუღალავმა შრომამ და მშვენიერი ოთახები გამოჭრა კლდეში,ასევე პატარა შემოგარენი გააკეთა სადაც ცხვარიც ჰყავდა,შინაურ ცხოველებიც და მფრინველებიც.ყოველი თვის ბოლოს კი თომასი ქალაქში ჩადიოდა და ეხმარებოდა ღარიბებს და აპურებდა ქუჩაში შიმშილით ძალა გამოცლილ ბავშვებს.თომასი აღარ იყო თომასი,ის მონათლეს როგორც მამა გიორგი და მას ყველა მამა გიორგით იცნობდა.ღარიბების უბანში ღიმილით,ტაშით და ოვაციებით ხვდებიდნენ ბავშვები მამა გიორგის რომელსაც წვერიც კი გათეთრებოდა,ყველას შემოიჯენდა ირგვლივ და სათითაოდ მოეფერებოდა ყველას,შემდეგ კი დააპურებდა და საჩუქრებსაც გადასცემდა.ყველას უყვარდა კეთილი და თბილი მამა გიორგი და ყველა მოწიწებით უკრავდა თავს.წლებმა მოტეხა სახე დაეღარა,თმები გაუთეთრდა 58 წლის არის და უკვე თეთრწვერა მოხუცს დაემსგავსა.33წლის ასაკში დაადგა უფლის გზას და დღეს 58 წლის თეთრწვერა მამა გიორგი დგას ჩვენს წინ. უკუნი ღამე,ცაზე არცერთი ვარსკვლავი არ ჩანს ან როგორ გამოჩნდება ვარსკვლავიანი ცა,როცა შავ ღრუბლებს დაუფარავს ის.ქარია,არა უფრო სწორად ქარიშხალია რომელიც კარს აღებს ფართოდ დრო და დრო,ისე რომ თითქოს სტუმარს უთმობს გზას მამა გიორგის სამლოცველოში შესასვლელად,თავად მამა გიორგი შრომისაგან დაღლილმა ხელ-პირი დაიბანა და იქვე ჩამოჯდა.აღდგომის წინა დღეებია,ძლიერ მარხვაზეა მხოლოდ პურის ნატეხი და ერთი ცალი ზეთის-ხილი მიირთვა და დაწოლის წინ მხურვალედ წაიკითხა ლოცვა.უკვე უნდა დაწოლილიყო,რომ კარზე ფრთხილი კაკუნი შემოესმა.ადგა,გაოცებული და გაკვირვებული მივიდა კართან სადაც ნაცნობი ბერი იდგა,რომლის დანახვაც ძალიან გაუკვირდა და შეეკითხა. -დიდი გზა გამოგივლია მამაო აქ მოსასვლელად,ხომ მშვიდობაა.მობრძანდით,ცუდი ამინდი დაგიდგათ მგზავრობისას. -ნამდვილად ცუდი ამინდია მამა გიორგი მაგრამ აუცილებლად უნდა მენახეთ. -გისმენთ მამაო. -ეპისკოპოსმა გამომგზავნა და ეს კონვერტი გამომატანა რომ თქვენთვის გადმომეცა მამაო. -ასე საჩქარო იყო?მობრძანდით,დაბრძანდით. -უკვე ხუთი წელია ერთი კარგი ახალგაზრდა ცხოვრობს ჩვენთან და მისი სახელის ნათლობაზე უნდა რომ თქვენც იყოთ. -ვინ არის,მე ვიცნობ? -არ ვიცი იცნობთ თუ არა,მაგრამ კარგი ბავშვია და მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი უფლის გზას გაჰყვეს. -კარგი ვნახავ,აქ მოისვენე დღეს ცუდი ამინდია და ვერ გაგიშვებ. -კარგი დავრჩები,მამა გიორგი როგორ გახდით განდეგილი. -ცხოვრებამ მიქადაგა თავად ეს გზა ამერჩია,ამ კედლებს მიღმა ისეთი საზიზღარი ცხოვრებაა სულის სიმშვიდეს,მხოლოდ აქ ამ სენაკში ვპოვებ.სამი წელი მკაცრი ცხოვრებით ვიცხოვრე და ამით დავამტკიცე ჩემი არჩევანი ეპისკოპოსის და ყველას წინაშე.როცა ყველა გამოცდა კარგად ჩავაბარე ეს ადგილი ავირჩიე საცხოვრებლად და უკვე 25 წელია აქ ვცხოვრობ,მე გავხდი განდეგილი ყველასგან.ჩემს გადაწყვეტილებას დაეთანხმა ეპისკოპოსიც და მიტროპოლიტიც.განსაკუთრებულ დღეებში ჩემთან მოდის ხალხი სალოცავად და კურთხევისთვის,ასევე რჩევისთვის.დროთა განმავლობაში მრევლის რაოდენობა გაიზარდა და აი ის მღვიმე გვერდით რომ არის სალოცავ ტაძრად გადავაკეთე და სენაკი გავაფართოვე. -როგორც გავიგე არ მიიღეთ მინიჭებული მღვდელთმსახურება და არანაირი წოდება,თქვენ დარჩით მხოლოდ ხალხის სულიერ მოძღვრად. -მართალია მამაო,მე არ მაინტერესებს არც სიმდიდრე და არც რაიმე ტიტული.მე ვცხოვრობ განუწყვეტლივ ლოცვაში და მკაცრ მარხვაში,ჩემთვის ჩემს სიმშვიდეში.ხორცისა და ვნების მოკვდინებაში,ასევე ეშმაკთან ბრძოლაში.თვეების მანძილზე მე შემიძლია შევწყვიტო ყველასთან ურთიერთობა და ვიყო სრულ მარტოობაში მხოლოდ სეფისკვერსა და წყალზე.ტაძრიდან მოდიან,ფანჯარასთან ტოვებენ სეფისკვერს და წყალს,აი ის არის ჩემი საზრდო.მამა გიორგი წამოდგა,სტუმარს მოსასვენებელი ადგილი უჩვენა და თავადაც დაწვა.ფიქრებმა წარსულში გადაისროლა,მაგრამ თავი გააქნია და ღრმად ამოიღვნეშა.მისცა ძილს უფლება მასთან მისულიყო და ცოტა ხანში მშვიდად სუნთქავდა.უამრავი ადამიანის მოძღვარი,სიყვარულისთვის,მოყვასისთვის თავგანწირული,გულღია მაგრამ უფრო თავის თავში ჩაკეტილი,თითქმის ყველასათვის კარგად ნაცნობი,მაგრამ მაინც იდუმალი მამა გიორგი.ამ ადამიანმა უდიდესი ტკივილით სავსე გზა გაიარა.როცა ეკითხებიან თუ რატომ მიიყვანა ის უფალმა ტაძრის კარამდე,ის მხოლოდ რამდენიმე ფრაზას ამბობს. ,,ვისაც სიყვარულისთვის ახსნა სჭირდება,ის სიყვარულისთვის არ არის მზად.რადგან ამ გრძნობას ძალიან დიდი თავგანწირვა შეუძლია,ეს უნდა შეგეძლოს,ბრძოლის უნარი უნდა გქონდეს.''ზოგიერთ მოკვდავს კი არ აქვს ძალა დაიცვას თავისი ძლიერი გრძნობები.ზოგი დიდ ტკივილს მიჰყავს უფლის სახლში,ზოგი იქ მისული ვერც იქ ჰპოვებს შვებას და თავის თავის ძიებაში ასრულებს სიცოცხლეს.მამა გიორგიმ კი ჰპოვა ძალა მასში და მთელი 25 წელი ცხოვრობს ყველასგან შორს მარტოდ-მარტო. საშინელი ქარიშხლის შემდეგ დილა შედარებით მშვიდი და თბილი იყო.სტუმარი გააცილა მამა გიორგიმ და თავად ეზოში ქარიშხლისგან მინგრეულ-მონგრეული შემოღობილის გასწორებას მიჰყო ხელი,ისე თავგამოდებით მუშაობდა სულ დაავიწყდა ბერის მიერ მოტანილი კონვერტი.მოსაღამოვდა და ისევ ლოცვაში გაატარა უმეტესი დრო და შემდეგ დაღლილი გასწორდა სასთუმალზე.მალე ჩაეძინა და სიზმაში ნაილი ნახა. -მალე ნახავ,მალე ნახავ.მხოლოდ ეს სიტყვები უთხრა და წავიდა.დაფიქრებულმა გაახილა თვალები,მტრედისფერი შეპარვოდა დილას,დილის ლოცვა წაიკითხა და გარეთ გავიდა ვერ ისვენებდა რაღაც აწუხებდა შინაგანად,მაგრამ რა ეს ვერ აეხსნა.საყდრის ეზო მიალაგა და დაღლილი ჩამოჯდა იქვე კუთხეში,ზეცას ახედა ცა მშვიდი იყო,შემდეგ მის განვლილ გზებს გადახედა და რამოდენიმე წუთის შემდეგ ჩურჩულით თქვა. -თავიდან რომ მომიწიოს ცხოვრების დაწყება,ალბად ისევ დაუფიქრებლად ავირჩევ ამ გზას რომელ გზასაც ვადგივარ 25 წელია,მაგრამ უამრავი მოკვდავი ვერ გაიგებს ამ გზის აზრს და არსს.წამოდგა კვერცხი აიღო და საყდარში შევიდა მაგიდაზე დააწყო,უნდოდა ღარიბებისთვის მიეცა და ფრთხილად ჩააწყო იქვე დადებულ ჯამში.ერთი კვერცხი ხელში დაიჭირა ,უცქირა და თქვა. -რა არის კვერცხი,კვერცხი არის სიმბოლო აღდგომისა და ახალი ცხოვრების დასაწყისი.წითელი ფერი-ჯვარცმული ქრისტეს სისხლია,რომელიც დაიღვარა კაცობრიობის ხსნისთვის.როგორც ბრძენნი ამბობენ, ,,კვერცხი სამყაროს ნიმუშია,მისი ნაჭუჭი ცას ჰგავს,გარსი-ჰაერს,ცილა-წყალს.გული-დედამიწაა,წითელი ფერი კი განასახიერებს იმას რომ სამყარო ქრისტემ სისხლით გამოისყიდა და ჩვენ კაცობრიობა წითელი კვერცხის ხელში აღებით ვაცხადებთ ჩვენს გადარჩენას''.უეცრად კარი გაიღო,ჰაერი შემოიჭრა სახლში და კონვერტი მაგიდიდან ააფრიალა და ძირს დაეცა მამა გაბრიელის ფეხებთან,გული აუჩქარდა და არა მარტო კონვერტისაკენ წაწეული ხელი აუკანკალდა ერთიანად აკანკალდა,მთელი სხეულით ცახცახებდა.უცნაურად მოეჩვენა ეს ყველაფერი,მაგრამ ხელი უკან არ გაუწევია,აიღო კონვერტი და გახსნა იქ თეთრ ქაღალდთან ერთად ახალგაზრდა მამაკაცის ფოტო იყო რომელსაც გაოცებული უცქერდა,ფოტო გადმოატრიალა და ზედ წარწერა წაიკითხა,თომას დურანდო. დაბარბაცდა,ხელით მაგიდას დაეყრდნო და გაოცებული ახრიალდა. -ღმერთო ჩემო,ნუთუ ეს შესაძლებელია?ყველაფერს მიანება თავი,მხოლოდ ჯოხი აიღო ხელში და ისე როგორც იყო აფორიაქებული,გახარებული და გაოცებული დაადგა გზას.მიდის,მიდის და გზა არ ილევა,მიდის და ეჩვენება რომ გზა უფრო გრძელდება,არადა როგორ მალე უნდა რომ მივიდეს,რომ ნახოს,რომ შეხედოს,შეეხოს და დარწმუნდეს მის არსებობაში,რომ ის ცოცხალია,რომ ის არსებობს და ის მასთან ახლოს არის.როგორც იქნა მიაღწია ტაძრამდე ჯერ მოისვენა დაღლილმა,ნამგზავრმა და დიდი გზის გამოვლილმა.ფიქრებში იყო წასული რომ ზარების გუგუნი ჩაესმა,წამოდგა და სამლოცველო დარბაზში გავიდა ხელში კი ის ფოტო ეჭირა რომელმაც აუფრიალა გული და ზედ დასჩერებოდა ბედნიერებით სავსე თვალებით,დარბაზს მოავლო თვალი,სავსე იყო წირვა იწყებოდა და ყველგან უამრავი სანთელი ენთო ირგვლივ კი ,,ქრისტე აღსდგა''-ს გალობა ისმოდა.თვალები დახუჭა და გულში ლოცულობდა,იგრძნო,სუნით მიხვდა რომ მის წინ მისი მეორე მე იდგა,25 წლის ასაკში თავისი ახალგაზრდობას ისევ თავიდან შეხედა და ცრემლით აევსო თვალები,მაინც არ აშორებდა მის წინ მდგარ ახალგაზრდას თვალს,უეცრად ერთმანეთს შეხედეს და ახალგაზრდა ბერი მისკენ დაიძრა ღიმილით და მისივე ხმით უთხრა. -ქრისტე აღსდგა მამა. -ჭრეშმარიტად აღსდგა, შვილო.უთხრა და ორივე ერთმანეთს გადაეხვია.მამა გიორგიმ იპოვა მისი დაკარგული სულის ნაწილი,მისი მეორე მე,მისი შვილი,მისი სულის მთლიანი შინაგანი სამყარო.ხელი მოხვია და ხალხისაგან ცოტა მოშორებით გაიყვანა,აინტერესებდა ეს როგორ მოხდა.თომასმა უთხრა ის რაც იცოდა გადმოცემით ნაილის მშობლებისგან. -ექიმმა როცა საოპერაციოში შევიდა,იქ დედას სუსტი ხმა გაიგონა და მასთან მივიდა,რომელმაც უკანასკნელი თხოვნა გაანდო. -ექიმო მე ვიცი რომ ვერ გადავრჩები,გთხოვთ ჩემებს შეატყობინეთ და ჩემი შვილი მათ გადაეცით მკვდარიც და ცოცხალიც. -თქვენი მეუღლე გელოდებათ გარეთ,მას რა ვუთხრათ ნაილი. -უთხარი,უთხარი რომ ბავშვი დაიღუპა.მინდა ჩემებმა გაზარდოს ჩემი შვილი ჩემს გარდა არავინი არ ჰყავთ და ისინი მიხედავენ პატარას,სახელი კი თომასი დაარქვან მამის სახელი,გთხოვთ ეს გააკეთეთ.გაიზრდება და მამას თავად ნახავს.როგორც მითხრეს ექიმი ნაცნობი იყო პაპასი და პირობა აღუთქვა დედას და რამოდენიმე საათში თქვენ გაცნობეს რომ დედაც და შვილიც დაიღუპა. -რატომ,რატომ დამსაჯე ასე ნაილი.ვიცი რომ ცხოვრება მწარეა და ტკივილით სავსე,გზა კი ამ ცხოვრების უსასრულოდ გრძელდება,მიდის და მიდის ტკივილთან ერთად,ამ სვლასთან ერთად კი ცხოვრება იდეალურ მწერლად ყალიბდება,რადგან მან იცის თუ სად დასვას თეთრი საბოლოო და ლოგიკური წერტილი. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ ყველას უფლის მადლი და ძალა გიფარავდეთ ცხოვრების სავალ ბილიკებს თუ შარა გზებს.ქრისტე აღსდგა. დასასრული. 20.30.2018. ავტორი მზია ფერაძე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.