შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შესაძლებელია ბედნიერების დაბრუნდება! (3 თავი)(Zayn Malik fanfiction)


9-04-2018, 20:18
ავტორი tvildo13
ნანახია 1 184

ბოდიში, რომ ვერ ვდებდი.
ბოდიში,რომ პატარა თავია.
იმედია ისიამოვნებთ <3 .
___________________________________________________________________________________

სახლში მისულს, მალევე მოერია ძილი. ლუისის ეჭვიან თვალებს, ყურადღება არ მიაქცია და მისი ოთახისკენ წავიდა. კარები ნელა შეხსნა და ლოგინზე გაუხდელად დაებერტყა. ჭერს მიაპყრო თვალები.ზეინზე ფიქრები ისევ მოაწვა და მიხვდა, რომ არასწორედ იქცეოდა. ზეინთან ასე მოქცევა არ შეიძლებოდა. მის კარიერას საფრთხეში აგდებდა, მაგრამ არ უნდოდა მისგან შორს ყოფნა. ის ხომ ისეთი კარგი იყო. ისეთი ლამაზი და ბედნიერი. როგორ ცდილობდა,რომ კეტრინიც ბედნიერი ყოფილიყო მაგრამ არ იყო კეტრინი. მის გარეშე არც იქნებოდა. ისინი კი ერთად ვერ იქნებოდნენ. კეტრინმა დაკარგა ბედნიერება. კეტრინმა დაკარგა ზეინი, მაგრამ მას მაინც შერჩენოდა ის მომნუსხველი სიყვარული, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა ზეინს და კეტრინს, მაგრამ ის ისევ იყო უბედური.

ჯიჯისთან ერთად ტელევიზორის წინ მდგარ დივანში იჯდა და უინტერესო თვალებით მისჩერებოდა ფილმს. ხანდახან ჯიჯის გადახედავდა. ჯიჯიც გამოხედავდა მისი მოსიყვარულე თვალებით თავს მხარზე მიაბჯენდა და გაიღიმებოდა. ბედნიერი იყო ჯიჯი ამითაც. ბედნიერი იყო, რომ ზეინი ჰყავდა გვერდით. მასაც ხომ უყვარდა ზეინი, მაგრამ ზეინს არ უყვარდა. ყოველთვის სცდილობდა კარგად მოქცეოდა ჯიჯის, რადგან ჯიჯი უგებდა. ჯიჯის შეეძლო გაეგო მისთვის. ჯიჯის შეეძლო კეტრინთან გაეშვა იგი, მაგრამ მას არ შეეძლო ზეინის გარეშე არსებობა. ის ფიტული იყო, რომელიც სხვის ხარჯზე ცხოვრობდა. ის იყო ბედნიერი, მაგრამ ის არ იყო სრულყოფილი, რადგან ზეინი იძულებელი იყო,რომ ჯიჯი ერჩინა.

ჯიჯიმ თავი წამოსწია ზეინის მხრიდან და მიაჩერდა მის წამოზრდილ პატარა წვერს. ზეინმა თავი მოატრიალა და ფერწასულ სახეში შეხედა ჯიჯის. იღელვა ზღვამ და ცუნამი წარმოიშვა. რამდენიმე ხანში ჯიჯი ზეინის კალთაში იჯდა. თავი გულზე მიედო და ზეინი აწყნარებდა. ჯორჯისაგან წერილი მოუვიდა ზეინს.

-ადექით და გადით სადმე შენ და ჯიჯი. დაგინახონ პაპარაცებმა-სწერდა ჯორჯი.

ჯორჯის მონაწერმა ზეინს პირში ნარწყევის გემო დაუტოვა. თავის კარიერაც სძულდა და ჯორჯიც. ჯიჯის უთხრა მომზადებულიყო. თვითონ სარკის წინ იდგა და თავის თავზე გული ერეოდა. ის, როგორც ჯიჯი იყო ფიტული, რომელსაც სხვა აკონტროლებდა.

კარგად გამოძინების შემდეგ ფეხზე წამოდგა. მხიარულად ჩაირბინა კიბეები და სამზარეულოში შევიდა. ბედნიერად მოავლო თვალი იქაურობას და მაგიდასთან მდგარ სკამზე ჩამოჯდა. იქვე მდგარ ჰარის ახედა. სახე ალეწვოდა. თვალები ჩასწითლებოდა. სიგარეტს ეწეოდა და ნერვიულად ტელეფონში იყურებოდა.

-ჰარი მოხდა რამე?- წყნარად კითხა კეტრინმა

ჰარი უცებ შეცბა, შეხტა. ტელეფონიდან ამოხედა კეტრინს. თვალებში შიში ჩასდგომოდა. კეტრინს დიდ ხანს უყურა შემდეგ კი თავი აქეთ-იქით გააქნია უარის ნიშნად. კეტრინმაც მხრები აიჩეჩა და სამზარეულოდან გავიდა, იმისდა მიუხედავად, რომ ცნობისმოყვარეობა კლავდა. ტელევიზორის წინ მოთავსდა . უაზროდ მიაშტერდა.

ჯიჯი და ზეინი პაპარაცების ქვეშ იდგნენ. ზეინი იღიმოდა. ჯიჯიც მას ეკვროდა ტანზე. მანქანაში,რომ ჩასხდნენ ზეინმა ხელი უშვა ჯიჯის, თავი მინას მიადო და თვალები დახუჭა. კეტრინი. გონება კეტრინს სთხოვდა. გული კეტრინს ითხოვდა. ზეინის სხეული კეტრინს ითხოვდა, მაგრამ კეტრინი არ იყო. კეტრინი არ იყო . იყო ჯიჯი. ჯიჯი, ცრემლიანი ჯიჯი. თვალცრემლიან გოგონას გადახედა ზეინმა. დღეს უკვე მეორედ ტიროდა მის გამო. ამის გამო ძალიან შეწუხებული იყო. ჯიჯის ხელი მოჰხვია და ტანზე აიკრა ისევ. ხედავდა, როგორ აღწევდა ბნელი მანქანის ფანჯრებში კამერების შუქი და მანქანას ნათელს ხდიდა. ხელები კიდევ უფრო მაგრად მოუჭირა ჯიჯის და მიიხუტა. თავი ყელში ჩაუდო და ნაზად აკოცა.ჯიჯის სხეულმაც სწრაფად მოახდინა რეაგირება.

მძღოლმა ახალგაზრდა წყვილი კონოთეატრთან დატოვა, სადაც ისევ ისე უამრავი პაპარაცი დახვდათ. ისევ ისეთი ყალბი ღიმილი. ისევ ისეთი თვალის მომჭრელი ნათება.

დიდი ხანი მისჩერებოდა ეკრანს. ცრემლები გზებს იკვლევდნენ მის სახეზე. უყურებდა მომღიმარ მამაკაცს. მამაკაცს, რომელიც უყვარდა ქალთან ერთად. ქალთან ,რომელსაც მისი საყვარელი მამაკაცი უყვარდა.

გვერდით ჰარი მიუჯდა და ხელი მოჰხვია. მიიხუტა. ასე იყვნენ ჩახუტებულები. თვალი არ დაუხამხამებია. არ აქვითინებულა. შემდეგ ნელა გამოიწია . ფეხზე წამოდგა. ჰარის სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია ისე ავიდა თავის ოთახში. ისევ ლოგინში შეწვა და თვალები ერთმანეთს დააჭირა. გული გაუტეხეს. გული მოუკლეს, მაგრამ მან ხომ იცოდა, რომ მაინც ასე მოხდებოდა. ისინი ვერასდროს იქნებოდნენ ერთად, მაგრამ მაინც ეჭვიანობდა. მაინც სტკიოდა, რადგან მას უყვარდა ზეინი.

ფილმზე დიდი ხანი არ გაჩერებულან. ნახევარი არც კი იყო გასული ზეინი რომ ადგა და გარეთ გამოვიდა. ჯიჯიც მას მიყვა სწრაფი ნაბიჯით. უკვე ჩამობნელებულიყო. გარეთ არავინ არ იდგა. ქუჩა თავისუფალი იყო, ამიტომაც ზეინი სწრაფი ნაბიჯით მარტო გამოვიდა კინოთეატრიდან და ფეხით დაუყვა ქუჩას. ჯიჯი უყურებდა მის ზურგს და იმედი ჰქონდა,რომ მობრუნდებოდა. ჯიჯი ისევ იდგა, მაგრამ ზეინი არ მობრუნებული. ის მიდიოდა. მიდიოდა შორს, სადაც ბედნიერების დაბრუნება კვლავ შეეძლო. ის მიდიოდა კეტრინთან, სადაც შეეძლო ბედნიერებიის ისევ შეგრძნება. ის მიდიოდა იქ სადაც, შესაძლებელი იყო მის კარიერას წერტილი დასმევოდა, მაგრამ ის მაინც მიდიოდა.

ნაცნობ ქუჩაზე ჩაუხვია და გეზი ნაცნობი სახლისკენ აიღო. ათასჯერ სცადა უკან დაბრუნება, მაგრამ გული წინ მიიწევდა. ფეხები წინ მიდიოდა. ორ წუთში უკვე თეთრ კარებთან იდგა. ხელი ნელა აიღო, რომ კარებზე დაეკაკუნებინა, მაგრამ ვერ შეძლო, ვერ გაბედა. გამობრუნდა. უცებ ვიღაცამ მის უკან კარები გააღო და ზეინიც შებრუნა. კარებში დედამისი იდგა. გაჭარაღავებულიყო. ხელებით თვალები მოიჩრდილა. შვილი კარგად აათვალიერა და გაეღიმა. ხელები მოიშორა. თვალებში ცრემლი ჩაუდგა. შვილი 4 წელია არ ენახა. გამოვარდა. გულში ჩაიკრა. ასე იდგნენ 5 წუთი, 10 წუთი, 1 საათი, 1 თვე, 1 წელი და 1 საუკუნე.

დედამ შვილი სახლში შეიყვანა. მოეალერსა. ეფერა. ბევრი იტირა. ბოლოს დედის კალთაში ჩადო შვილმა თავი და გული გადაუშალა. ზეინმა ბოლომდე მოუყვა ტრიშას ყველაფერი. კეტრინიც უხსენა. ჯიჯიზეც ესაუბრა. მის მეგობრებზე და კარიერაზე.ტრიშა უსმენდა და თავიდან არაფერს ამბობდა, ანდა რა ეთქვა შვილისთვის. ტკივილნარევი ხმით, რომ დაასრულა ზეინმა საუბარი წამოჯდა. ტრიშას თვალებში ჩააშტერდა.

-შენს გულს უსმინე ზეინ-უთხრა ტრიშამ და მონატრებულ შვილს ხელი გულზე მიადო.

მის ოთახში საათზე მეტი გაატარა. საათზე მეტი იფიქრა საყვარელ მამაკაცზე. საათზე მეტი მოუნდა, რომ დღევანდელი ამბები გადაეხარშა, მაგრამ მაინც ვერ მოახერხა. საათზე მეტი იყო ცრემლები თვალებიდან სცვიოდა.

კარზე ნელა დააკაკუნა ლუისმა დაა პასუხის გაცემას არ დაელოდა ისე შეაბიჯდა ოთახში. დას ჩამოუჯდა ლოგინზე და წინ გაიხედა.

-ჰარიმ მითხრა- თავი მიაბრუნა ლუისმა და დის ზურგს მიაჩერდა.

კეტრინი ნელა გადმობრუნდა და ძმის ლურჯ თვალებს ჩააშტერდა. გრძობდა, როგორ ედგა ძმა გვერდით. გრძნობდა, როგორ დარდობდა ლუისი მასზე. თავს ძალა დაატანა და ძალით გაიღიმა.

-ყველაფერი კარგადაა. ჩვენ ერთად არც ვიყავით- თქვა კეტრინმა.

ლუისმა ხელი მოკიდა და წამოაჯინა . თავი მხარზე ჩამოსდო და ხელები წელზე შემოჰხვია. ეს იყო ჩახუტება, რომლითაც ორივემ იგრძნო სიყვარული, ერთგულება და მხარდაჭერა. ორივემ შეიგრძნო ერთმანეთი.

კეტრინს მიუწვა. უკნიდან მოჰხვია ხელები და თავი ყელში ჩაუდო. ამის შემდეგ და-ძმას დაეძინა. ეს იყო ტკბილი ძილი ორივესთვის. ეს იყო ორივესთვის ტკივილისგან განთავისუფლება.

კარგა გვარიანათ ჩამობნელებულიყო, როცა ზეინი სახლის გზას მიუყვებოდა. თან გარემოს ათვალიერებდა.ფიქრებით ისევ საყვარელ ქალთან იყო. მაინც ვერ გაექარწ....ბინა დედამისის ნათქვამ სიტყვებს დარდი. ის ისევ დარდობდა. ის ისევ მარტო იყო და მას ისევ საყვარელი ქალი უნდოდა.

სახლში შევიდა. სახლი სიბნელეში ჩაკარგულიყო. ჯიჯის ალბათ ეძინა. სამზარეულოში შევიდა ზეინი. ყავა გაიკეთა და საძინებლისკენ გასწია . არ შემცდარა. ჯიჯის მშვიდად ეძინა. დაწვა . ჭერს მიაშტერდა უაზროდ. ვერ იძინებდა. თვალები ერთმანეთს მძიმედ დააჭირა და ეცადა ქალისკენ არ გაქცეულიყო მისი ფიქრები. წამოჯდა უცებ. ხელი ყავას დაავლო და მისაღებში გავიდა. ბნელ ოთახში ბნელ დივანზე ჩამოჯდა და ტელევიზორის შავ ეკრანს მიაშტერდა.

როცა კეტრინმა გამოიღვიძა ლუისი გვერძე არ დახვდა. ადგა. კიბეებს ჩაუყვა. დაბლა სიბნელე იყო. ყველას ეძინა. სამზარეულოში შევიდა. სენდვიჩი გაიკეთა და ტელევიზორის წინ მოკალათდა. ჭამდა და ფილმს უყურებდა.

როცა ყველაფერი მოათავა. ტელევიზორი გამორთო და დივანზე წამოწვა. უყურებდა ტელევიზორის ბნელ ეკრანს და ზეინზე ფიქრობდა. დღევანდელ ფოტოებზე. დღევანდელ ტკივილზე.

იჯდა ზეინი სიბნელეში. მისჩერებოდა შავ ტელევიზორს . სიგარეტს ეწეოდა. საყვარელ ქალზე ფიქრობდა.

იწვა კეტრინი სიბნელეში. მისჩერებოდა ბნელ ტელევიზორს. საყვარელ კაცზე ფიქრობდა.

იმ ღამეს ორივეს თვალები აწყლიანდა, მაგრამ ორივემ შეიკავა თავი. ორივეს სჭირდებოდათ ერთმანეთი, მაგრამ ცდილობდნენ როგორმე ერთმანეთის გარეშე ყოფილიყვნენ,მაგრამ ეს ორივესთვის ძნელი იყო.



№1  offline წევრი mia15

საინტერესო თავი იყო.მომეწონა.ველოდები შემდეგ თავს

 


№2  offline წევრი tvildo13

mia15
საინტერესო თავი იყო.მომეწონა.ველოდები შემდეგ თავს

მადლობა დიდი <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent