შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაყინული წუთები.თავი 1


10-04-2018, 04:12
ავტორი zia-maria
ნანახია 4 059

-ქეთი ვიცი რომ ძალიან გვიან არის,მაგრამ ხვალინდელი შეხვედრის საბუთები უნდა გამომიტანო სახლში.
-ახლა?ახლა ხომ ძალიან გვიან არის ბ-ნო დემეტრე.
-ვიცი,ვიცი რომ გვიან არის,მაგრამ უნდა გადავხედო რადგან დღეს ვერ შევძელი კომპანიაში მოსვლა დედაჩემის ცუდად ყოფნის გამო,არ შემეძლო მარტო დამეტოვა.
-ვწუხვარ დედათქვენის გამო,კარგით მოვემზადები და გამოვალ.
-ქეთი მადლობა,ტაქსი გამოვიძახე და უკვე გელოდებათ ბინასთან.
-იქნებ არ მოვდიოდი.ჩაილაპარაკა ქეთიმ და ნახევრად მძინარემ წამოდგა საწოლიდან.სახეზე წყალი შეისხა გამოსაფხიზლებლად,თავი მოიწესრიგდა და დიდ სქელ საქაღალდესთან ერთად სახლი დატოვა,სულ რამოდენიმე წუთში კი ბ-ნი დემეტრეს სახლთან იყო.გაოცებულმა შეხედა სიბნელეში მდგარ დიდ თეთრ შენობას და თავისებურად დაუსტვინა,რაზედაც მძღოლმა გაოცებულმა შეხედა.ქეთიმ არ მიაქცია ყურადღება მის გაოცებულ მზერას ყურადღება და ჩაილაპარაკა.
-ჩემი ღამეც დადგა,რა დიდი ხანი ველოდი ამ ღამეს ბ-ნო დემეტრე.შემდეგ კი მძღოლს მიუბრინდა და ამაყად უთხრა.
-არ დამელოდოთ,შესაძლებელია დამაგვიანდეს.
-ვწუხვარ იმედი რომ უნდა გაგიცრუოთ,მაგრამ ნაბრძანები მაქვს უნდა დაგელოდოთ.ქეთის არ მოეწონა მძღოლის ირონიული ტონი და წარბაწეული გადავიდა მანქანიდან,სახლისკენ კი გაგულისებული ნაბიჯებით წავიდა.არ დაჭირვებია კარზე ზარის მისცემა,რადგან კარი მისივე ასაკის გოგონამ გაუღო,რომელსაც ცხვირაბზუებულმა შეხედა და უთხრა.
-საით არის ბ-ნი დემეტრე.
-ბიბილიოთეკაში გელოდებათ.არც მისალმებია გვერდი გაჰკრა და გოგონას მითითებით მივიდა დემეტრეს ბიბლიოთეკამდე.დემეტრე თავდახრილი იყო და წინ უამრავი სქელყდიანი წიგნები გადაეშალა,მარჯვენა ყურზე ფანქარი ჰქონდა გარჭობილი,რომელსაც დრო და დრო ხმარობდა და წიგნში მნიშვნელოვან ადგილებს იმახსოვრებდა.ქეთიმ უცქირა და შემდეგ მედიდური ტონით უთხრა.
-მოვედი,შეგიძლია ერთი წუთით მიანებო თავი საქმეს და შემომხედო?
-ვიცი რომ მოხვედი,გელოდებოდი კიდეც.
-ხოდა შემომხედე.
-აქ შენს საცქერად არ მომიყვანიხარ,იცი რომ დატვირთული რეჟიმით ვმუშაობ როცა არ ვარ კომპანიაში და როგორ ფიქრობ,მაქვს დრო შენ გათვალიერო?
-მე კი მინდა შენი ცისფერი თვალების ცქერით დავტკბე დემეტრე.
-ქეთი შენთვის ბ-ნი დემეტრე ვარ,და მეორე უკვე ზედმეტებში გადადიხარ.მკაცრი იყო დემეტრეს ხმა.
-მე?მე თუ თქვენ.გაიკვირვა ქეთიმ და დემეტრეს შეაჩერდა.
-მე გთხოვე და თუ არ შეგეძლო მოსვლა,გეთქვა არ შემიძლია ვერ მოვალო.
-ჯერ საათზე უნდა შეგეხედა და შემდეგ დაგერეკა.
-ხომ არ გავიწყდება,რომ მე შენი უფროსი ვარ და მე ამ ყველაფერ ზედმეტ შეწუხებაზე,ზედმეტ წუთებზე ხელფასს ორმაგად გიხდი.
-ხო მაგრამ....................
-არანაირი მაგრამ,ხმას დაუწიე და ჩემთან საუბრისას ტონი აკონტროლე.დედაჩემს ძინავს,სულ ცოტა ხნის წინ წავიდა ექიმი.
-ააააა,ესე იგი მართლა ავადაა და აქ არ მომიყვანე რაიმე მიზეზით.დემეტრემ გაკვირვებულმა შეხედა და წარბებ შეკრილმა უთხრა.
-არა ტყუილია,რადგან შენი მოტყუებით მოყვანა მინდოდა აქ,რას ამბობ საერთოდ უფიქრდები და ხვდები?შენთან რაიმე რომ მინდოდეს სახლში მოგიყვანდი სადაც დედა და ტყუპი დები ცხოვრობს?გაცეცხლდა დემეტრე და ქეთიმ მიხვდა რომ ზედმეტი მოუვიდა.
-კარგი,კარგი დაწყნარდი და მითხარი სად უნდა დავწვე,ვერ წავალ ასე გვიან.
-რა უნდა ქნა?უნდა დაწვე და აქ გინდა დაიძინო?ქეთი ძალიან თამამია შენი გადადგმული ნაბიჯები და მაინტერესებს რის მიღწევას ცდილობ,შეგიძლია პირდაპირ მითხრა რა გინდა და ან რას მოელი ჩემგან.
-პირდაპირ გითხრა?
-ხო მითხარი,მაინტერესებს რადგან არასოდეს მომიცია შენთვის იმედი არაფლის და შენ რა ფანტაზიები გაწუხებს ეს სულ არ მაინტერესებს.
-შენ მინდიხარ,ჭკუაზე ვიჭრები ყურადღებას რომ არ მაქცევ.რა აქვს სხვას ისეთი,რაც არ მაქვს მე,რა არ მოგწონს ჩემში დემეტრე.დემეტრე იდგა და ქეთის უცქერდა,ახლოს მივიდა და უთხრა.
-რა არ მომწონს,შენი უაზრო გამოხტომები არ მომწონს ქეთი და იძულებულს ნუ გამხდი სამსახურიდან დაგითხოვო.ახლა კი შებრუნდი და წაფი ტაქსი გელოდება.ქეთიმ უხმოდ შებრუნდა და წელმოწყვეტილი ნელი ნაბიჯებით წავიდა,კარებთან მისული შებრუნდა და დემეტრეს უთხრა.
-ხვალ პირველი რასაც შეხედავ თქვენს მაგიდაზე,ეს ჩემი განცხადება იქნება სამსახურიდან წასვლის თაობაზე ბ-ნო დემეტრე.
-წადი,ტაქსი გელოდება.უთხრა მტკიცე ხმით და კარებზე თვალით მიუთითა.ქეთი გაგულისებული გამოვარდა დემეტრეს კაბინეტიდან და ბუზღუნით მიდიოდა,რომ უეცრად რაღაც მკვრივს შეასკდა.ნელა ნელა აააყოლა თვალი და მასზე სამი თავით მაღალი მამაკაცი იდგა მის წინ,რომელიც წარბაწეული უცქერდა უცნობ გოგონას.
-ვინ ხარ და ამ დროს აქ რა გინდა.ისეთი ცივი ხმით უთხრა ქეთის რომ ტანში ჟრუანტელმა დაუარა.
-ბ-ონ დემეტრესთან ვიყავი მნიშვნელოვანი საბუთები მოვუტანე.უთხრა შეშინებულმა და თან ნელა ნელა კარებისკენ იწევდა წასასვლელად,ბიჭმა ირონიულად შეათვალიერა ქეთის სხეული და ენა გადაისვა ბაგეებზე.ქეთი დარეტიანებული გამოვიდა სახლიდან,მამაკაცმა ჩაიცინა და დემეტრესთან შევიდა მის წინ ღიმილით დადგა.დემეტრეს ეგონა ისევ ქეთი თუ მიუბრუნდა და მზად იყი უხეშად ეთქვა რაღაც,რომ თავი ასწია და ისიც ღიმილით წამოდგა.
-დამიანე,დამი რატომ არ გამაფრთხილე თუ ჩამოდიოდი.ღმერთო რა ბედნიერებაა შენი ნახვა.ერთმანეთს გადაეხვია ორი მამაკაცი და ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ დამიანემ სერიოზულად შეეკითხა.
-დედა როგორ არის,დემეტრე იცი რომ ძალიან ვნერვიულობ მასზე?ვეღარ გავჩერდი და წამოვედი.
-დამიანე დედა ძალიან ცუდად იყო და არის კიდეც,ძალიან ძნელია ამდენ წლიანი ქორწინების დანგრევა,არც რიგდებიან და არც ეთმობათ ერთმანეთი.ისევ ისე ეჭვიანობს,ისევ ისე ნერვიულობს მამაზე და არ ვიცი რა გავაკეთო.
-კარგი რა,არც პირველებია და არც უკანასკნელები.რად ვერ შეეგუია მას შემდეგ ხომ 10 წელი გავიდა.ვიცი ძნელია,მაგრამ ახალგაზრდა ქალია და თავისუფალი,ლამაზი და მდიდარიც შემიძლია ვთქვა,ხომ შეუძლია მეგობარი ჰყავდეს და არ იყოს მარტო.
-შენ ამერიკულად უყურებ ცხოვრებას ძმაო,მაგრამ არ დაგავიწყდეს აქ საქართველოა,აქ თბილისია.
-ტყუპებს სძინავთ თუ დედასთან არიან ოთახში მეც შევალ და ვნახავ დედას.
-არ შეხვიდე,დამამშვიდბელი აქვს გაკეთებული და ხვალ შუადღემდე იძინებს.
-მაშ წავალ ტყუპებთან.თქვა და დემეტრეს წარბები აუთამაშა რაზედაც დემეტრეც კი გააცინა.
-რა გინდა,გინდა ერთად დავიძინოთ ოთხივემ?
-წამოდი რა,მომენატრა დილა მათი ძილისგან გაბუშტული ლოყებს რომ ვაწვალებდი.
-გადასახედი მქონდა მნიშვნელოვან საბუთებზე,მაგრამ დილით გადავხედავ.წამოდი,დავიძინოთ.ერთად შეიპარა ორივე ტყუპი დების საძინებელში და დამიანემ გაოცებულმა შეხედა დემეტრეს.
-რა გაკვირვებული მომჩერებიხარ,რამდენი წელია არ გინახავს გახსოვს მაინც რამდენი წლის იყვნენ შენ რომ წახვედი?
-ღმერთო ესენი როგორ დაზრდილან,დემეტრე რთული ხასიათები აქვთ?დემეტრემ ამოიღვნეშა და დამიანეს უთხრა.
-წარბას არა და რიჟიკელას კი.კარგია,რომ დაბრუნდი შენი შეეშინდება და მოერიდება.
-ისე საუბრობ გეტყობა რომ ვერ უმკლავდები,ესე იგი არ გემორჩილება.გაეცინა დამიანეს.
-არ ვიტყოდი უარს შენს დახმარებაზე.
-აქ ვარ,აღარსად აღარ მივდივარ.მეც თქვენს გვერდით ვიქნები,მამა უნდა ვნახო და უნდა დაველაპარაკო.მაინც ვერ გავიგე მათი დაშორების მიზეზი,არცერთი არ დაქორწინებულა და არცერთს არ შეუქმნია ახალი ცხოვრება.
-მე თუ მკითხავ დამიანე დედამ ძალიან გადააჭარბა.
-რას გულისხმობ,როგორ გადააჭარბა.
-მოსაწყენია ყველა მამაკაცისათვის ეჭვიანობის სცენები,არ იცი დედას რა რთული ხასიათი აქვს?მადლობა უფალს რომ არცერთი არ ვგავართ ხასიათით მას.
-მაინც არ აქვს მამუკას გამართლება.კარგი დავიძინოთ,ხვალ ამათი წივილ-კივილი გამაღვიძებს.დამიანემ შეხედა მის გვერდით მძინარე წითელთმიანს და გაეცინა.
-რა უქნია ეს თმებისთვის,წითლად რატომ შეაღებინე.
-დაუშლიდი თუ არა ხომ დაიშლიდა იმ წუთში,ნერვების კიბოა რა მაგი ყველასი.დამიანემ ხელი შემოხვია ჯიუტ დას და ასე დაეძინა.არ უთქვამს ტყუილი დემეტრესთვის,დილით გოგოების წივილ-კივილმა გააღვიძა.
-დამიანე,დამი,დამიკოოო.კოცნიდნენ მონატრებულ ძმას ორივე დები და თან გულიანად კისკისებდნენ.
-აბა თუ შემჭამთ,თუ დამალურჯებთ ისე რომ გარეთ ვერ გავიდე.იცინოდა დამიანეც და ისიც კოცნიდა მონატრებულ დებს.გაჩერდით ახლა და საღამოს ბარში წავიდეთ.ბოლოს სიცილით უთხრა და ორივე ასე გააჩერა.თამაშით გული რომ იჯერა ბოლოს თავადაც ადგა და დედას შეაკითხა,მაგრამ მას ისევ ეძინა და აღარ გააღვიძა,მოწესრიგდა კლასიკურ ფორმაში გამოეწყო და ყველაზე გვიან გავიდა სახლიდან,პირველი რაც გააკეთა თავიანთ ოჯახურ კომპანიაში მივიდა,სადაც ჯერ კიდევ მთავარი მმართველი ბ-ნი მამუკა იყო.კომპანიაში შესულს ყველამ თვალი გააყოლა და მამუკას კაბინეტის კარი დაუკაკუნებლად შეაღო,რომელმაც სათვალეების ზემოდან გადმოხედა მის წინ მდგარ მონატრებულ შვილს და სიხარულისგან ენა დაება.
-დამიანე,შენ ხარ?მართლა შენ ხარ? წამოდგა,მომღიმარ დამიანეს მიუახლოვდა და მამა-შვილის მკლავები ერთმანეთს გადაეჭდო.
-როგორ ხარ ბოს.შეეკითხა დამიანემ და ეცინებოდა მამუკას დაბნეულობაზე.
-როგორ ვარ,ვერ ხედავ როგორ ვარ?
-ხოდა გეკითხები როგორ ხართქო.
-გგონია კარგად ვარ?ვერ ვარ კარგად დამიანე.
-რატომ დაშორდით ერთმანეთს.
-დედაშენს ჰკითხე და გეტყვის.
-ვიცი,ვიცი მამა დედას რომ რთული ხასიათი აქვს,მაგრამ შენ ეს ქალი შეგიყვარდა,ამ ქალზე დაქორწინდი და ოთხი შვილი რომ გყავთ დაგავიწყდა?ოთხი შვილი გაჩუქა,შენ რა ფიქრობ რომ ეს ცოტაა?
-არაა ცოტა და მიყვარს კიდევაც,ახლაც მიყვარს.10 წელი გავიდა,მაგრამ მე არავინთან არ მქონია სერიოზული ურთიერთობა,არც მანამდე და არც ამ წლების მანძილზე.
-მაშინ რა გიშლის ხელს სახლში რომ დაბრუნდე,რატომ არ ბრუნდები.
-როგორ,როგორ დავბრინდე იქ სადაც ყოველ დღე მხოლოდ ყვირილია,ლანძღვაა და ჩხუბია და თან უმიზეზო ჩხუბი.შენ რა გგონია ეს სკამი აქ რომ დგას და მე ვზივარ ამ სკამს არააქვს რთული მხარეები?იცი საერთოდ რას ნიშნავს ,როცა დაღლილი ხარ და ერთი სული გაქვს მიხვიდე იქ სადაც შენი სამყაროა,შენი საყვარელი ადამიანებია,სადაც შენი შვილებია,შენი ცხოვრებაა,მაგრამ ამ ყველაფრის ნაცვლად მიხვალ და ჩხუბი გხვდება,გეკარგება ყველაფრის ხალისი ისეთი ცივია ირგვლივ ყველაფერი.დავიღალე, დამიანე მარტობით დავიღალე.მისმა ამ საქცილმა გადამაწყვეტინა სახლიდან წამოსვლა და ასე სჯობია ორივესთვის.
-ჩვენ?ჩვენ არ გვეკითხებით არცერთს ჩვენ რა გვინდა?
-თქვნ?თქვენ უკვე დიდები ხართ,თქვენი საქმეები გაქვთ და მე ამიერიდან მხოლოდ დროის გაყვანის მიზნით ვიქნები თქვენს გვერდით,დამიანე თქვენია ეს ყველაფერი.
-ჩვენი სიმდიდრე მამა ჩვენი ერთიანი დიდი ოჯახია და არა მხოლოდ ეს კედლები.ჩვენ ერთად ყოფნით ვიქნებით ბედნიერები,ჩვენ ერთმანეთის ძალაც ვართ და ერთმანეთის სიმდიდრეც.თქვენ ავსებთ ერთმანეთს,მაგრამ ორივე ჯიუტები ხართ არცერთ არ გინდათ პირველი ნაბიჯის გადადგმა.23 წლის ვარ,დემეტრე 25-ის,გოგოები 19 წლის არიან.იფიქრე,იფიქრე მამა და იმ სახლში სადაც შენი სიმდიდრე არის და შენი ტკბილი სამყარო ისევ ისე იღება კარი,იმავე გასაღებით.როგორც ამბობ,თუ მართლა ისევ ისე გიყვარს დედა დღეს .............................
-დღეს მისი დაბადების დღეა.არ დამვიწყებია,არც არადროს დამვიწყებია ყოველთვის მახსოვდა.
-ვიცი,რომ ყველაფერზე მაღლა შენთვის შენი ოჯახი დგას და დაბრუნდი,დაბრუნდი მამა და შეავსე ის დანაკლისი რაც აკლია ოჯახს.გეფიცები,რომ გყავდეს სხვა ოჯახი,გქონდეს სხვა ახალი ცხოვრება შექმნილი არ შეგაწუხებდი,მაგრამ ცოდო ხარ მამა ვერ შეძლებ დიდი ხნით კიდევ მარტო ყოფნას.
-შენ გჯერავს რომ მე არ ვფიქრობ?მე არ ვიტანჯები?არ მენატრება?ის ჩხუბიც კი მომენატრა,ის არეულობაც მაგრამ ვფიქრობ,იქნებ მას აქვს ახალი ცხოვრება და არ მინდა ისევ გამოვჩნდე მის ცხოვრებაში.
-შენ თუ მხოლოდ ეს გადარდებს,მშვიდად იყავი დედამ შენი წასვლის შემდეგ ყველას დაუკეტა გულის კარი და შენსავით ისიც მარტოა მთელი ეს წლები.საკმარისად მოვისმინე და აქ რატომ მოვედი გეტყვი.
-გისმენ,რა ხდება.
-საღამოს ვიკრიბებით,მარტო ოჯახი ვიქნებით და სხვა შენ თავად გადაწყვიტე.დღეს შანსი გაქვს სახლში დაბრუნების,ნუ დაკარგავ ამ შანსს თორემ შემდეგ გვიან დაგრჩება სინანული რადგან მე ყოველთვის მტრად შევხვდები შენს გადაწყვეტილებას.
-არ ვიცი, დამიანე ღირს კი.დამიანე წამოდგა მამუკასთან მივიდა,თვალებში ჩახედა და უთხრა.
-იცი,ჩემზე უკეთესად იცი,რომ კიდევ ერთი შანსი აღარ იარსებებს.თვალი ჩაუკრა მამას და წავიდა,უკვე ლიფტში უნდა შესულიყო,რომ მისი სახელი მოესმა.
-დამიანე.დამიანე შეჩერდა,ნელა ნელა შებრუნდა და შეხედა მასთან მოშორებით გაღიმებული მამუკა იდგა,რომელმაც ხმამაღლა უთხრა.
-მოვალ შვილო,აუცილებლად მოვალ.
-გელოდებით მამა.პასუხი დაუბრუნა თავადაც ღიმილით და იქვე მყოფ გაკვირვებულ თანამშრომლებს გადახედა.არავის ჰყავდა დამიანე ნანახი და არც არავის უთქვამს,რომ ის დაბრუნდებოდა.უკვე კომპანიიდან გადიოდა,სათვალეები გაიკეთა რომ დემეტრე შეხვდა წინ.
-ოჰ,არ გითქვამს დილით რომ მოხვიდოდი.
-მამუკას ველაპარაკე,ვფიქრობ მოგვიწევს ერთ თვიანი შვებულება გავუფორმოთ,მხოლოდ უფასო კომპანიას ვერ დავაზარალებთ და გავუშვათ მშობლები თაფლობის თვის გასატარებლად მყუდრო ადგილას.
-რაააა?არ მეხუმრები და მართლა მასე ფიქრობ?
-არ ვფიქრობ უკვე,რადგან დარწმუნებული ვარ ასე მოხდება.გაეღიმა დამიანეს.
-ძალიან რთული დილა მქონდა,მაგრამ ისე გამახარე მომეხსნა დაღლილობა.
-დემეტრე სახეზე რამე მაცხია?შეეკითხა დემეტრეს სერიოზული ხმით.
-არა,რატომ მეკითხები?
-ვერ გავიგე,რაც აქ შემოვედი ეს ხალხი დებილივით მომჩერებია.
-აააა,არ გიცნობენ და ალბად გაუკვირდათ ასეთი სიმპატიური და უცხო მამაკაცი ასე თავისუფლად რომ შემოდი კომპანიაში.გაეცინა დემეტრეს.
-მასხარა,წავედი მე და საღამოს არ დააგვიანო.
-სახლში მიდიხარ პირდაპირ?
-არა,ტყუპებს გავუვლი და ერთად წავალთ.დამიანემ ტყუპებს გაუარა სასწავლებელში და გარეთ ელოდებოდა,რომ ტყუპებიც ღიმილით მიუახლოვდა მათზე მომლოდინე ძმას და სიმპატიურ ბიჭებზე დახამებული გოგოები ყბაჩამოგდებული უცქერდნენ დამიანეს.
-თქვენს სასწავლებელში შარვლიანი არ დადის?
-როგორ არ დადის.
-აბა მე უცხოპლანეტელი ვარ თუ რატომ მიყურებენ ასე გაკვირვებული და გაოცებული.
-შენ ყველასგან განსხვავებული ხარ,მათ თვალით ჯერ უნახავი სიმპაწიკა ხარ ძამიკო.
-დაჯექით,წავიდეთ სახლში მივდივართ.
-აუუუუ,წიგნი დამრჩა. ბიბლიოთეკაში უნდა შევბრუნდე და ახლავეს მოვალ.თქვა წითელთმიანმა ჩანთა გაუწოდა დამიანეს და სირბილით შებრუნდა სასწავლებელში.
-ანკა ვინ არის ის სიმპატიური ბიჭი?შეეკითხა ანკას დამიანეთ დაინტერესებულმა სტუდენტმა.
-მოგეწონა? მეც ძალიან მომწონს.არა,უფრო სწორად მიყვარს და შენ ვერ წარმოიდგენ როგორ ძალიან მიყვარს.
-ააა,ასე ძალიან?შეხედა გოგონამ ანკას წარბაწეულმა.
-დიახ ასე ძალიან,მაგიჟებს მე ეს სიმპატიური პიროვნება როგორც შენ ამბობ.ანკას გაეცინა,წიგნი აიღო და სიცილით დაბრუნდა უკან.დამიანეს და ნანკას მოუყვა რატომ იცინოდა და მათმაც ძალიან იხალისეს.დამიანემ კი ტყუპებს მისი და მამუკას საუბარი უთხრა და ასე მხიარული სახეებით შევიდნენ სახლში დიდ თაიგულთან ერთად.
-დედააააა.იყვირა დამიანემ ხმამაღალი ხმით.
-დამიანეეეე.მაღალი,სუსტი,ქერა და ცისფერთვალება ქალი გამოვიდა და დამიანეს გადაეხვია.შემდეგ იქვე მდგარ გოგოებს შეხედა და თქვა.
-ისე შენ და ანკა უფრო ჰგავხართ ტყუპებს,ისიც ქერაა ახლა გადაიწითლა ეს თავი.
-რას ერჩი ჩემს თმებს ჩემს თავზეა შენს თავზე ხომ არაა.გაგულისდა ანკა.
-აი აეთი უხეშია,დამიანე ვეღარ ველაპარაკები.
-მე მივხედავ ამიერიდან დედა,რადგან მე და ანკა შეყვარებულები ვართ.
-რას ამბობ შვილო.გაფითრდა ქალი და შვილებს შეხედა შიშით სავსე თვალებით.
-რამ შეგაშინა,ანკამ დღეს თანაკურსელებს უთხრა,რომ მე მისი საყვარელი ადამიანი ვარ და ჩემს სიყვარულს ის სიგიჟის ზღვარზე მიჰყავს.
-ეს სულ გაგიჟდა,ეს სულ წავიდა დამიანე ხელიდან,სულ დაკარგა ჭკუა რაც გაიზარდა.აქოთქოთდა დედა და ანკას გაბრაზევბულმა შეხედა.
-ქ-ნო მარინა ჩემს ლანძღვას თავი ანებეთ და უმჯობესია მოემზადოთ,რადგან საღამოს ოჯახური ვახშამი გვაქვს.ნუ ნერვიულობ,რადგან ამათი აღმზრდელობითი პროგრამას მე შევითავისებ და ჩემი კონტროლის ქვეშ იქნება ორივე.
-აღარ წახვალ,აღარ დაგვტოვებ?
-არა,ამიერიდან აქ ვარ თქვენს გვერდით.
-ჩემი შვილი,ჩემი მონატრება ხარ დამიანე.
-ხოდა თუ ვარ შენი მონატრება,დღეს ყველაფერს გაარკვევთ და წერტილს დაუსვამთ ან განშორება ოფიციალურად ან შერიგება.შემდეგ კი დავჯდებით და ვივახშმებთ,მხოლოდ ოჯახურ გარემოში.სიმართლე გითხრა მომენატრა ოჯახური გარემო,ყველა ერთად რომ ვიყავით.დამპირდი დედა,რომ მშვიდად იქნები.მარინამ მკერდზე მიადო თავი დამიანეს და უთხრა.
-გპირდები არა მარტო შენ,გპირდებით ყველას რომ დღეს მშვიდად ვისაუბრებთ და ასევე მშვიდად ვივახშმებთ.ტყუპებმა დედა დააჯინეს ბიჭების შუაში და თავად გააწყვეს მაგიდა,თავად დაფუსფუსებდნენ ძიძასთან ერთად და თან ხალისობდნენ.უხაროდათ,რომ მთელი ოჯახი ერთად იკრიბებოდნენ ამდენი წლის შემდეგ.მარინა სიყვარულით სავსე თვალებით უცქერდა მის წინ მოცქრიალე შვილებს,მოულოდნელად ანკა გაიქცა და დამიანეს კალთაში მოთავსდა.შეეშინდა დამიანეს ანკას ეს მოულოდნელი საქციელი და გაბრაზებული ხმით უთხრა.
-გოგო შენ ასაკი გემატება და ჭკუა გაკლდება?
-დედამ იცი რა მითხრა?დამიანეს ძალიან გავხარო,ესე იგი რა გამოდის?მე და შენ ერთნაირები ვართ?
-მე და შენ გავნსხვავდებით ერთმანეთისგან.
-ვიცი რომ გავნსხვავდებით,მაგრამ წელს ქვემოთ.უთხრა და გულიანად გაიცინა თან ყველა გააცინა მის სიტყვებზე.
-ნიჭიერო როგორ მიხვდი,დიდი დრი დაგჭირდა დასაფიქრებლად ეს რომ გეთქვა?
-არც კი დავფიქრებულვარ.
-სასწავლებელში რომ ვნახავ როგორ სწავლობ,მერე გაგაცინებ.
-არ მეშინია შემამოწმე,არ ვარ წინააღმდეგი კარგად ვსწავლობ რადგან ძალიან მინდა გაცვლითი პროგრამით წავიდე და ცოდნა ავიმაღლო
-აუფ,სად გინდა წასვლა ან მარტო უნდა წახვიდე?კითხა დამიანემ გაოცებული ხმით.
-შენ მარტო რომ იყავი წასული,შეგჭამა ვინმემ?
-მე სხვას ვჭამდი ანკა და ენას ნუ მიბრუნებ.
-კარგი,კარგი დღეს ნუ გაბრაზდები,მანამდე დროა.
-ჰოდა ადექი და მაგიდას მიხედე,გგონია მარტო ხარ?ფეხზე წამოაგდო ანკა და სამზარეულოში შეაგდო,თავად კი დემეტრეს ანიშნა თვალით გამომყევიო.დემეტრე გაკვირვებული მივიდა დამიანესთან და დაელოდა რას ეტყოდა.
-დემეტრე პატარები არცერთი არ ვართ,მალე ჩვენ ჩვენი კუთხე გვექნება.ოჯახი ეს დიდი სიწმინდეა,ინგრევა ის ოჯახები სადაც სიმტკიცე არ არის,ჩვენი ოჯახი კი მტკიცეა,მყარია და სიყვარულით არის სავსე.მომეხმარე,რომ ეს ყველაფერი შევინარჩუნოთ და არ დავკარგოთ.
-დამიანე შენი კარგად მესმის,მაგრამ ვერც მამას ვერ ვამტყუნებ.მეც რომ ვიყო ასეთ მდგომარეობაში ვერ ავიტანდი ამდენ გულგრილობას და შეურაცყოფას,მაგრამ თუ უკან დაიხევენ და ერთად იქნებიან მეც ეს მინდა,რომ ვიყოთ ისევ ისე ერთიანი და სავსე.მეც მინდა ჩვენი ოჯახი სრულყოფილი იყოს.
-დემეტრე სიღრმისეულად ჩავხედოთ თემას,აქ მიზეზი ხომ სიყვარულისა რომელმაც ჩვენი ოჯახი შეჰქმნა და შემდეგ ჩვენ გავჩნდით.
-მე შენს მხარეს ვარ,ერთს გეტყვი შეუშვი ერთ ოთახში ორივე და კარი ჩაუკეტე,არ მივცეთ საშუალება გარეთ გამოვიდნენ მანამ,სანამ არ გაარკვევენ ერთმანეთში თავიანთ მინუსებს და პლიუსებს.კარზე ზარი გაისმა და დამიანემ ღიმილით თქვა.
-მოვიდა.ჩქარი ნაბიჯებით გადაკვეთა მანძილი კარებამდე გასაღებად,დემეტრე კი უკან მიყვა ღიმილით ჯიბეებში ხელებჩაწყობილმა.
-აბა გამოვცოცხლდეთ,სტუმარი გვყავს.თქვა დამიანემ ხმამაღლა და კარიც გააღო,მამუკა სახლში შემოვიდა დიდ თაიგულთან ერთად,დამიანეს შეხედა და უთხრა.
-იცის რომ უნდა მოვსულიყავი?
-იცის და შემოდი,ყველა შენ გელოდებით.
-ნუ მიყურებ ასე,მოვდივარ მაგრამ განა კი ადვილია?
-შენ ვერც კი წარმოიდგენ ისეთი ადვილია,დაელაპარაკე და დღეს ყველაფერი გაარკვიეთ.მამუკამ ნელი ნაბიჯებით შევიდა მისაღებში,მარინას შეხედა და გული აუფრიალდა,ნელა ნელა მიუახლოვდა და თაიგული მიართვა.
-გილოცავ დაბადების დღეს.
-დამიანემ შეგახსენა ალბად,თორემ გასული ათი წლის მანძილზედაც ამ დღეს იყო ჩემი დაბადების დღე.
-ისევ ჩქარობ და არასწორი დასკვნები გამოგაქვს,მარინა არცერთ წელს უსაჩუქროდ არ დამიტოვებიხარ,მე თუ ვერ ან არ მოვდიოდი საჩუქარი შენთან მაინც მოდიოდა.
-მე არასდროს მიმიღია შენი საჩუქრები.
-სცდბი დედა,კარგად ხვდებოდი რომ ისეთ ძვირიან საჩუქრებს მე ვერ გიყიდდი სკოლის მოსწავლე ვიყავი.ის საჩუქრები რაც შენთან მომქონდა,მამას საჩუქრები იყო რაც ძალიან კარგად იცოდი და არც უარს ამბობდი,შემდეგ საძინებელში იკეტებოდი საათობით და ტიროდი.მარინამ შეხედა დემეტრეს და თვალები დაუბრიალა.
-მორჩი თვალების ბრიალს,როგორც ხედავ შენზე მეტი ვარ სიმაღლეში და შენი აღარ მეშინია,ვერც კუთხეში დამაყენებ და ვერც ტრაკზე მომარტყამ.ახლავეს გახვალთ და თქვენს გაურკვეველ ურთიერთობას გარკვევთ.პირველად დაელაპარაკა მკაცრად დედას დემეტრემ რამაც ძალიან გააკვირვა მარინა.
-დღეს არა,არ შემიძლია.თქვა მარინამ მაგრამ იქვე,მის გვერდით მდგარმა დამიანემ ხელი მოკიდა მკლავში და თავისივე საძინებელში შეიყვანა.
-დღეს,სწორედ დღეს მორჩება თქვენი 10 წლიანი ბუტიაობა,არ მოხდება ისე,როგორც ოჯახს სჭირდება და პირადად მე გპირდები,ისე წავალ ამ სახლიდან არც კი მოვიხედავ უკან და კარგად იცი,დემეტეც რომ ჩემს გზას გამოყვება.
-რას იზამ?შეხედა მარინამ დამიანეს შეშინებულმა.
-ხომ კარგად გაიგონე რაც ვთქვი,რატომ გაგიკვირდა?23 წლის ვარ,დემეტრე კიდევ 25 წლის არის ჩვენც მალე შევქმნით თქვენს კუთხეს,არ ვაპირებ შენს ფეხებში ცხოვრებას და თუ გინდა ეს დღესვე არ მოხდეს,წყნარად და ნორმალურად გაარკვიეთ თქვენი ურთიერთობა და ჩვენი მომავალიც,ჩვენი ერთიანი და მყარი ოჯახიც ამ საუბარზეა დამყარებული რას გადაწყვიტავთ.
-დამიანე იცი რომ რთულ სიტუაციაში მაყენებ?
-არა დედა,ეს შენ ჩაგვაყენე რთულ სიტუაციაში და თუ ჩუმად ვართ და არ გეუბნებით,რომ შენ ხარ დამნაშავე მამას სახლიდან წასვლაში,ეს იმას არ ნიშნავს რომ ვერ ვხვდებით ვერაფერს,უბრალოდ თვალებს ვხუჭავდით,ვყრუვდებოდით კიდეც და თვალებსაც ვიბრმავებდით,მაგრამ დავიზარდეთ,ხომ ხედავ რომ დავიზარდეთ და შენი აღარ გაგივა.შენ კი დღემდე შენი თავი გგონია მართალი,მაგრამ არ არის ეს ასე.მარინამ პირი დააღო რაღაც უნდა ეთქვა,მაგრამ დამიანემ მკაცრად შეხედა და მტკიცე ხმით უთხრა.
-არაფერი არ თქვა,რადგან არაფერიც არ გაქვს სათქმელი იცი რომ ყველა სიტყვა სიმართლეს შეესაბამება.ისეთი გაბრაზებული სახე და ხმა ჰქონდა დამიანეს რომ შეეშინდა მარინას და არაფერი არ თქვა,უხმოდ დაუქნია თავი თანხმობის ნიშნად.დამიანე შებრუნდა და კარი სახეზე შეპარული ღიმილით გააღო,იქვე მდგარ მამუკას კი უთხრა.
-გელოდება და ცოტა მამაკაცური სიმკაცრე მიიღე.
-ნუ მახელებ დამიანე ჩემი გამჭირვებია.
-რა გაჭირვება გაქვს,პირველი ღამე გაქვს?მაგასაც მოახერხებ ოთხი შვილი გყავთ უკვე.
-დამიანე უზრდელი ხარ.
-მადლობა,რომ მიყვარხართ მეც იმიტომ მინდა ოჯახი ერთიანი და სრული იყოს.ისე გააკეთეთ,რომ მეხუთე პატარა დაიბადოს 9 თვეში,ჩვენ გავზრდით თქვენ მეექვსეზე სამუშაოდ გაგიშვებთ.
-შენ სულ გააფრინე?
-ნუ ხარჯავ ჩემთან საუბარში დროს მამიკო,გვშია თქვენს შვილებს და დაგვდეთ პატივი დიდხანს არ გაგრძელდეს თქვენი საუბრი.ხელი კრა და მამუკაც იმავე ოთახში შეუშვა სადაც მარინა იყო და თავად კარი გარედან ჩაკეტა,ბავშვებთან კი სიცილით დაბრუნდა.
-რა ხდება,შერიგდებიან?იკითხა ანკამ.
-ვფიქრობ,რომ სულ მალე სახლში აქ პატარა გვეყოლება.
-ვაიმეეეე,რა მაგარია შენ ვინმესთან იყავი და ის შვილს გიჩენს?
-რა უაზრო ხარ ანკა მე კი არა,პატარა დაიკო ან ძამიკო გვეყოლება და დაიმახსოვრე შენ მიგაბავ მის საწოლთან.ოთხივე იცინოდა და ხან ერთი მიდიოდა კარებთან ხან მეორე.აყურადებდნენ,მაგრამ შიგნიდან ხმა არ ისმოდა,ერთი საათის შემდეგ კი ისევ დამიანემ მივიდა,კართან ჩაახველა და ფრთხილად დააკაკუნა.
-შეიძლება კარი გავაღოთ?არ მინდა უცენზურ სცენას შევესწრო,გავფუჭდები ბავშვი და თქვენი ბრალი იქნება.
-გააღე კარი დამიანე.მოესმა მამუკას დაძაბული ხმა.
-ვაღებ.ჯერ შეაღო კარი და მერე თავად შევიდა.-აბა რა ხდება?რა გადაწყვეტილება მიირეთ,მიდიხარ თუ რჩები.
-წამოდი და ყველას გეტყვი ჩვენს გადაწყვეტილებას.უთხრა მამუკამ და პირველი თავად გავიდა ოთახიდან.დამიანემ იქვე მჯდარ მარინას შეხედა,რომელიც თვალს არ უსწორებდა შვილს.განრაზებულმა დატოვა ოთახი,ბავშვებთან მივიდა და დემეტრეს შეხედა მკაცრი სახით და მტკიცე ხმით კი თქვა.
-მე მივდივარ და არ გაბედოთ ჩემი მოძებნა,არც კი ეცადოთ.
-სად მიდიხარ.კითხა მშვიდად მამუკამ.
-მე ერთიანი და მყარი,მტკიცე ოჯახში მინდა ვიცხოვრო მამა და არა გახლეჩილი იყოს ჩემი ცხოვრება ხან ერთთან ვიყო და ხან მეორესთან.
-და თუ არ მომისმინე,რა იცი რომ გახლეჩილი ცხოვრებით უნდა იცხოვრო.დამიანემ იმ წუთში მის გვერდით მყოფ მარინას შეხედა და ისევ გაბრაზებულმა თქვა.
-ორივეს გეტყობათ რაც გინდათ რომ თქვათ.
-ერთიანია ოჯახი,ყველა ერთად ვიცხოვრებთ.მე ბევრ რამეზე დავფიქრდი და თუ პირველი ნაბიჯი მე არ გადავდგი,იმიტომ რომ მეც ჩემი შეცდომების გამო გავაკეთე ეს,ახლა კი ორივემ ერთმანეთს მივეცით მეორე შანსი.თქვა და შვილებს გადახედა სათითაოდ.
-ეს გამოდის რომ ისევ ერთად ხართ.თქვა დამიანემ და წუთში შეცვალა მისი მკაცრი სახე ღიმილმა.
-ღმერთო მადლობაააა,ძლივს ეს დღე დადგა.იყვირა ანკამ და მამას მოეხვია.
-ჩემი გოგო,ჩემი სამყარო ხართ თქვენ შვილებო.
-ძალიან,ძალიან მიხარია.მინდა ერთიანი ძალა ვიყოთ,ერთმანეთის ვირწმუნოთ,ერთმანეთს მოვუსმინოთ,რადგან ურო ძლიერები ვიყოთ.არ მივცეთ არავის ნება ეს ჩვენი იდილია და მყუდრო სავანე დაანგრიოს და დაშალოს.მადლობა მა რომ დაბრუნდი და ისევ ერთად ვართ.
-თქვენ ხართ ჩვენი ძალა.ხელები მოხვია ანკას და ცრემლიც კი მოერია,მიხვდა თუ რა ძალიან აკლდა შვილებს მამის სითბო და ალერსი.იმ ღამით დიდი სიხარული იყო დემეტაძეების ოჯახში,ის ღამე იყო ბედნიერების ღამე.გვიან აიშალნენ და გაისტუმრეს თუ არა მშობლები თავიანთ მყუდრო სავანეში თავადაც ფეხაკრებით გაიპარნენ სახლიდან და ბარში გაუჩინარდნენ.დამიანემ დიდი ხნის უნახავი ახლობლები ნახა და საღამო უფრო მხიარული გახდა მათთან ერთად,უეცრად თვალი ერთ შავთმიან თვალებ ციმციმა გოგონას დაადგა და მთელი საღამო მისი ცისფერი თვალებით ზვერავდა,ბევრჯერ ჩახედეს შორიდან ერთმანეთს თვალებში და არცერთი არ თმობდა შეუვალ და მკაცრ მზერას.უეცრად გოგონა ფეხზე წამოდგა და მის გვერდით მჯდომ ქერას უთხრა.
-მივდივარ.
-სად მიდიხარ,ნასვამი ხარ აქ დაჯექი არავის არაფერი არ უთხრა.
-არა,თქმით არ ვეტყვი,ისე მივალ და უსიტყვოდ ამოვთხრი იმ თვალებს.
-ვაიმე,გააფრინე?ვის უნდა დაჩიჩქნო თვალები,დაჯექი ძირს.
-მოდის,აქეთ მოდის.
-დაჯექი და არ შეიმჩნიო.
-გამარჯობათ გოგოებო,ვიცეკვოთ?
-არ ვცეკვავართ.პასუხი იყო უხეში.
-დავლიოთ?
-არ ვსვამთ.პასუხი ისევ უხერშია.
-არ ცეკვავთ,არ სვამთ.აბა აქ რისთვის ხართ?გაუკვირდა დამიანეს და თან ეცინებოდა.
-ვართ,დანაშაულია და დაგვიჭერენ?უთხრა შავთმიანმა და დამიანეს შეხედა,დამიანემ კი ჩაიცინა და გოგონას გვერდით დაჯდა.
-შეიძლება აქ დავჯდე?
-გინდა გვაჩვენო,რომ თავაზიანი ბიჭი ხარ?
-არა,უბრალოდ აქ მინდა დავჯდე.
-ხოდა დაჯექი,დაგიშალა ვინმემ?დემნას ეცინებოდა,მაიმც დაჯდა და გოგონას გვერდიდან აკვირდებოდა.უეცრად გოგონამ შებრუნდა,თვალებში ჩახედა და უთხრა.
-აქ რატომ მოხვედი და რატომ სხვაგან არ დაჯექი.
-აქ მინდოდა რომ ვყოფილიყავი.
-რატომ,ნასვამი გოგოები დაინახე ადვილად დაიყოლიებ და სასტუმროში წაიყვან ან სულაც შენს დაკეტილ ბინაში,დილით გაიღვიძებ და იტყვი,მაპატიე მეც მთვრალი ვიყავი და არაფერი არ მახსოვს.დამიანეს თვალები გაუფართოვდა მოსმენილისგან.ჯერ შეეცადა დამშვიდბას და შემდეგ წყნარად უთხრა გოგონას.
-მარტო ხართ თუ გახლავთ ვინმე.
-არ გვჭირდება არავინი,ჩვენ ვიცით ჩვენი თავის დაცვა და სახლამდეც ჩვენით მივალთ.
-ღმერთო,თქვენი მარტო დატოვება არ შეიძლება.ჩაილაპარაკა,ფეხზე წამოდგა,მაგრამ უეცრად გოგონამ ხელი მოკიდა ადგილზე დააბრუნა და მოჭუტული თვალით უთხრა.
-რატომ მიდიხარ,უკვე მოგბეზრდა აქ ჯდომა?დამიანემ ხელი გააშვებინა ბარმენთან მივიდა და ხელით ანიშნა მასთან მისულიყო.
-გისმენთ.
-იქ რომ ორი გოგონა ზის იცნობ?
-კი ვიცნობ,ჩვენი ბარის ხშირი სტუმრები არიან.
-იცი სად ცხოვრობენ?
-კი ვიცი,ქერა აქვე ცხოვრობს ახლოში.
-აქ ორი ბარმენი ხართ,აი ჩემი გასაღები და წაიყვანე ნაცნობი ხარ და უფრო გენდობა,აქ თუ საჭირო იქნება შენი ყოფნა მე შეგცვლი.
-იცი ბარმენობა?
-ვიცი,ამერიკაში ბარში ვმუშაობდი.ახლა წადი და წაიყვანე ესენი.
-კი მაგრამ...............
-დამიანე დემეტრაძე აქ მე მოვაგვარებ საქმეს უფროსთან.
-მათე სვანიძე.მომეხმარე,რომ გავიყვანო აქედან.დამიანემ მიეხმარა მათეს და თავად ბარმენის ადგილზე დადგა,იმ ღამის შემდეგ თითქმკის ყოველ დღე ფიქრობდა გოგონაზე,რომლის არც სახელი იცოდა და არც ვინაობა.
-რა გემართება დამიანე რა შეიცვალა შენში.შეეკითხა ერთ საღამოს დემეტრე.
-დაივიწყე,არაფერია ნუ მომაქცევ ყურადღებას.
-მგონი შეგიყვარდა და ამას ჯერ თავადაც ვერ ხვდები.
-ჯერ არ გავგიჟებულვარ ეს გრძნობა რომ მეწვიოს.
-მე კი ვფიქრობ,უკვე იწყება შენში აპოკალიფსი.გინდა რამოდნიმე დღით გავიდეთ ქალაქიდან?
-არა,მამუკამ ბევრი საქმე არისო და ვერსად ვერ წავალთ.
-წავალთ,ამას მე მოვაგვარებ.გვჭირდება განტვირთვა და ამას მე მოვაგვარებ.
-რაც გინდა ის ქენი,მე ბარში წავალ საღამოს.საღამოს მარტო წავიდა და ერთ-ერთ ბართან მიაყენა მანქანა, ,,დაუვიწყარი გართობა''წაიკითხა და შევიდა ბარში,თვალი მოავლო ახალგაზრდებით სავსე ბარს და იქვე დემეტრეც დალანდა,გაოცებულმა წავიდა მისკენ,მიუახლოვდა და ყურში ჩასჩურჩულა.
-რა ბადეს ქსოვ,რატომ არ მითხარი აქ თუ იქნებოდი.
-მეც მიყვარხარ ძმაო და კარგია რომ მოხვედი.
-რა ხდება აქ.
-გაიხედე უკან და შეხედავ,დატკბები.დამიანე შებრუნდა და ორი გოგონა მაგიდაზე ასულიყო და ცეკვავდა,მაგიდას კი დორბლებ მოყენებული მთვრალი მამაკაცები შემოხვეოდა.
-ვაუუუ,აქ სტრიპტიზიც გვაქვს.
-შენ გგონია მარტო შენ ხარ გაწვრთნილი სექსოლოგიაშია?გაეცინათ ორივეს და გააგრძელეს გოგონების ყურება.
-ნახე,ნახე ახლა ლიფს გაიხდის და შოკი დაგემართება.
-მას არ ვუყურებ,აი პირდაპირ რომ შავთმიანი გოგო დგას ის მაინტერესებს,მეორედ ვხვდები უკვე და სახელი არ ვიცი მისი.
-ვისზე ამბობ,დამიანე რა გემართება იქ არავინი არ დგას.გაუკვირდა დემეტრეს.დამიანემ თვალებზე ხელი მოისვა და ირგვლივ გარემო მოათვალიერა,მიხვდა რომ უკვე მოჩვენებები დაწყებოდა უცნობ გოგონაზე.დილით გამოუძინებელი წავიდა კომპანიაში,მამუკამ შეხედა და უთხრა.
-რა ხდება,ვერ გამოიძინე კარგად?რომელ საათზე მოდით სახლში.
-თითქმის გათენებული იყო,ყავა მინდა ვინმე მომართმევს ამ ბედნიერებას?მამუკამ ქეთის დაუძახა და ყავა შემოატანინა.
-აი თქვენი უშაქრო ყავაც მოგიტანეთ.
-მადლობა,დადგი და გადი.შეუბღვირა დამიანემ.ქეთამ შეხედა და ჩაილაპარაკა.
-უხეში და თან უზრდელი.
-გავიგონე.
-არა უშავს,იმიტომ ვთქვი რომ გაგეგონა.თქვა ქეთიმ და გავიდა.
-დამიანე ეს გოგო შენ გეპრანჭება თუ დემეტრეს.
-როგორც შევატყვე მე,მაგრამ დემეტრეც უნდა.გაეცინა დამიანეს.
-ეს როგორ,ორივე ძმასთან უნდა რომ იყოს?
-ალბად რომელსაც დაკერავს მისი ჭკუით,მაგრამ მე რომ ვერ დამკერავს ამაზე მშვიდად იყავი,დემეტრესი კი რა მოგახსენო.დღეს არ ვარ მუშაობის ხასიათზე.
-წადი,დაისვენე და გამოიძინე.
-წავიდე?
-წადი შვილო,წადი და ეს თმები შეისწორე ან დაივარცხნე მაინც რას გავხარ ყვავის ბუდესავით გაქვს თმები თავზე.მეშინია რომ გიყურებ.
-რა გინდა ჩემს თავთან,მე ძალიანაც მომწონს.
-რა მოგწონს,ადამიანის ფორმა გაქვს დაკარგული.
-აბა,როგორ ხართ?
-დედააა?აქ რა გინდა,რატომ მოხვედი.
-მოვედი,მოგიკითხეთ ასე ხვდებიან საყვარელ ადამიანებს?
-რას ჰქვია რატომ მოვიდა,აქ არის მისი საყვარელი ადამიანები და გულმა გამოუწია ვენახეთ,ეს ხომ სიყვარულია.
-სიყვარულია,სიყვარული მაგრამ შენ რა სახე გაქვს,რამე გტკივა?არ შეგიძლია?
-კარგად ვარ დედა,უბრალოდ უძილარი ვარ.
-ყველაზე საუკეთესო წუთები აქვს ადამიანს,როცა ის შეყვარებულია.
-სწორია მამა,დედიკო მამას უყვარხარ.
-როცა შენს ასაკში ვიყავი და მიყვარდა,იცი რა სიგიჟეებს ვაკეთებდი?ეეე,კარგი წლები იყო ის წლები.
-ვისთვის ჩაგიდენია სიგიჟეები.
-შენთვის,შენით ვიყავი გიჟი და გადარეული.
-წავედი მე ხელს არ შეგიშლით,რადგა ვხედავ აქ ზედმეტი ვარ და თან ვგრძნობ მურმანის ეკალივით ვარ ამოსული თქვენს შუაში,წავედი და საღამომდე.დამიანე გავიდა,მამუკამ ხელი დაავლო მარინას და ბაგეებზე დაეტაკა.უეცრად დამიანემ კარი შემოაღო და ჯერ გაოცდა და შემდეგ გაეღიმა,მაგრამ ვითომ მკაცრად თქვა.
-ჯერ არ წავსულვარ,იქნებ სხვა შემოვიდეს და თავი შეიკავეთ ან სახლში წადით,ან კიდევ სასტუმროში.გავიდა კაბინეტიდან და ღიმილით დატოვა კომპანია.მანქანის სარკეში ჩაიხედა და თმებზე გადაისვა ხელი და ერთ-ერთი სალონის წინ გააჩერა მანქანა და სალონში შევიდა,სათვალეები მოიხსნა და მისი ხავერდოვანი ხმით უთხრა ერთ გოგონას რომელიც ძალიან ეცნობოდა.
-მიმიღებთ?გოგონა დაიბნა და მისი მითითებით თავისუფალ სარკესთან დაჯდა.
-ჯერ აქ არა,იქ უნდა დაბრძანდეთ.
-ააა,მივხვდი და არ არის საჭირო,მაგრამ თქვენი ხელები თუ დამბანს თანახმა ვარ.მიხვდა,რომ გოგონას დამიანე არ ახსოვდა და თავის საქმეს დაკვირვებულად აკეთებდა,შემდეგ მითითებულ სარკის წინ დააჯინა და უთხრა.
-თვალები დახუჭე.დამიანემ დახუჭა თვალები და რამოდენიმე წუთი სიამოვნებდა გოგონას ხელები მის თმებზე რომ დასრიალებდნენ.15 წუთში მზად იყო,გოგონას ხმამ გამოაფხიზლა და თვალიც გაახილა.
-არ გჭირდებათ არანაირი სპრეი და ჟელეები,ნუ გაიფუჭებთ თმას და ნუ დატვირთავ მას ზედმეტად არასასიამოვნო საცხებლებით.ფული გადაიხადა და კმაყოფილი სახით დატოვა სალონი ,სახლში მისულს კი საღამომდე ეძინა და არც შეუწუხებია არავის.მარინამ ფრთხილად შევიდა დამიანეს საძინებელში და ასევე ფრთხილად გამოვიდა,დემეტრეს კი გაკვირვებულმა შეეკითხა.
-დემეტრე ავად ხომ არ არის დამიანე?
-არა დედა,უძილარი იყო და ძინავს.
-იქნებ შეყვარებულია,იცი რამე?
-არ ვიცი,ჩემთვის არაფერი არ უთქვამს.
-რატომ ეძიები მარინა საჭირო რომ ყოფილიყო გეტყოდა,მაგრამ ალბად არაფერი სერიოზული არ ხდება.
-არ მინდა დაიტანჯოს,სიყვარულმა არ უნდა დაჩაგროს.
-უნდა დაიტანჯოს,კიდეც უნდა იტიროს,აბა ისე რა აზრი აქვს სიყვარულს საყვარელო.ცხოვრება ტკივილზე უნდა ისწავლოს,უნდა ეტკინოს,ღამეებიც უნდა ათენოს და მიხვდება,რომ ადვილი არაფერია ცხოვრებაში.
-დამიანეეე რა გჭირს,დღეს მთელი დღე გძინავს.საწოლზე აბობღდა ანკა და გვერდით მიუწვა ძმას.
-ანკა რა გინდა,შემეშვი მძინავს.
-დამიანე რა გემართება,ნუთუ ჩემი ძმა შეყვარებულია?
-ანკა მძინავს და ორ საათში გამაღვიძე.არ გააღვიძა ანკამ და უკვე დაღამებული იყო რომ ადგა,წყალი გადაივლო და მოწესრიგებული სამზარეულოში შევიდა ახლაღა მიხვდა თუ როგორ მოშივებოდა.
-სად მიდიხარ,ისევ გადიხარ?
-გავივლი და მალე მოვალ არ დავაგვიანებ.
-ისევ გამოუძინებელი იქნები და ისევ ვერ იმუშავებ ხვალ.უთხრა მამუკამ მშვიდად.
-გითხარი მალე მოვალთქო,არ არის პანიკა საჭირო როცა გარეთ გავდივაე,არ ვარ ქალიშვილი გოგო რომ გეშინოდეთ ჩემი გარეთ გასვლის.
-ცუდი ცხოვრებაა შვილო,ბოროტებას არ ძინავს ის ყოველთვის ფხიზლად არის.
-ასეთები ჩემგან შორს არის,მაგრამ მაინც ფხიზლად ვარ რადგან მთელი ჩემი გამოცდილებით მინდა ჩემს მკლავებში მოვიქციო ერთი შავთვალა მერცხალი,რაც ჯერ ვერ მოვახერხე.უთხრა მამუკას და თვალი ჩაუკრა.
-რაო?რა თქვა მამუკა დამიანემ გაიგონე?
-გავიგონე და ვფიქრობ,რომ მისი გული ვიღაცამ მოგვპარა დამიანეს კი წინ დიდი ბრძოლა უნდა გაიაროს რომ დაიმისოს ის უცხო მერცხალი.გაეცინა მამუკას და მარინას ხელი მოხვია.
-ამიტომ აქვს მას უძილობა და ვერ ჩერდება ერთ ადგილზე.
-გაიზარდნენ,მარინა ჩვენი შვილები დაიზარდნენ.ჩვენ ნელა-ნელა ასაკში შევდივართ,ახლა მხოლოდ ის მინდა ამ სახლში დამიანესნაირი და დემეტრესნაირი პატარები დარბოდნენ,მე მათ დავდევდე და მათით ვიქცევდე თავს.
-გოგოები?გოგოებიც ხომ გათხოვდებიან.
-დათხოვდებიან,მაგრამ ჯერ ისინი 10 წლის არიან,წინ დიდი დრო აქვთ,უნდა გაიხარონ ცხოვრებით და ახალგაზრდობის წლებით.ბედნიერი ვარ,მარინა ძალიან ბედნიერი.
-მეც ბედნიერი ვარ საყვარელო,ჩემს ხუთ სიყვარულთან ერთად.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent