მიშო ჯორდიანზე გსმენიათ? (თავი 9)
რადგან მიშოს მანქანა არ ჰყავდა,სულ ორი მანქანით აპირებდნენ წასვლას,ერთი ვაჩესით სადაც თავად მძღოლი,ქეთათო და მიშო უნდა ჩამსხდარიყვნენ,მეორე ლევანის, სადაც თვითონ და ცოლი იქნებოდნენ.12 საათისთვის თითოეულს თავისი ადგილი დაეკავებინა და ბორჯომისკენ მიემართებოდნენ. - თქვენ რას აპირებთ? - ჰკითხა წყვილს ვაჩემ. - რას უნდა ვაპირებდეთ? - ენისბორძიკით,ძლივს მოაბა სათქმელს თავი ქეთათომ. - ქეთოს იმის თქმა უნდოდა ვაჩე,რომ დინებას უნდა მივყვეთ. - ერთი ეგ შენი დინებები რაა,გეგმებიც არ გაქვთ მომავალთან დაკავშირებით? შენ იქ და ეს აქ უნდა იყოს? - საერთოდ არ ვთვ... - გეგმებს კარგი არაფერი მოაქვს ვაჩე - უკვე მეორედ შეუცვალა ქეთათოს სათქმელი და გვერდით მჯდომს ნირწამხდარმა გადახედა. - ოთხი წელი სახუმარო არ არის. - არ ცხრებოდა უფროსი ჯორდიანი. - უკვე სამი წელი..და გეთანხმები,სახუმარო არ არის. - შენთან საუბარს ისევ ქვას ედუდღუნო ჯობია რაა. - აბა, რა ჯანდაბა გინდა ვაჩე? - რაც გკითხე იმაზე მიპასუხე,ამ გოგოსაც აქვს ოცნებები და მიზნები. - ეს გოგო ჩემი მომავალი ც ო ლ ი ა ვაჩე! და როგორღაც თვითონაც ვხვდები მიზნები აქვს თუ ოცნებები..და გეყოფა ახლა! - არანაირი აღშფოთება არ გამოუწვევია ჯორდიანის სიტყვებს,არც გაკვირვება,მომავალმა ცოლმაც და ძმამაც იცოდა მისი ხასიათი,მიშოსთვის,თქვენ "შეყვარებულს" რომ უწოდებთ,აი,ეგ წოდება ან მეორე ნახევარს,ან მომავალ ცოლს ნიშნავდა. - ანუ გეგმები გაქვთ მაინც - ჭინკები აუკიაფდა თვალებში. - ბიჭო,დედამ გაგაქეზა?თუ რა გჭირს?! - ქეთათო,მე მეგონა ამაზე დადებით გავლენას ახდენდი..უფრო დაგინერვოზებია..ნწნწნწ -სასაცილოდ გააქნია თავი და უკვე ორი წყვილი,განრისხბული თვალის უკუგდებას შეეცადა. - ისე,გათხოვებას არ ვაპირებ - ჩუმად უჩურჩულა ყურში და პასუხის მოლოდინში გაირინდა. - აბა თეთრი კაბის ჩაცმა მინდაო? - ჩავიცვამ მერე,ჯვარიც დავიწეროთ...ხელს ნუ მოვაწერთ უბრალოდ. - ანუ ცოლის სტატუსი არ გინდა შენ - დაეჭვებით ჩააჩერდა თვალებში. - ხო..ანუ ცოლი/ქმარი არ მიყვარს ამ სტატუსების მირტყმა რა - ქეთათო მაგით რას მინამიოკებ ქორწილამდეც შეგვიძლიაო? - შე..ნ.შენ რას ბოდავ?! სად ვახსენე საერთოდ ეგ...მე,იმის თქმა მინდოდა რომ - მთლიანად აჭარხლებული ორივე ლოყას მონდომებით იზელდა და თან ბურტყუნს განაგრძობდა. - ვაიმე,ცუდად ვარ,მოდი გამიცვალე ბიჭო ადგილი,გადაგჩეხავთ სადმე თქვენი რომელიმე დიალოგის მოსმენის შემდეგ. - აუ ვაჩეე,ახლა საერთოდ ჯვარს დავიწერ თუ არა იმაზეც დავფიქრდი - ბევრი არ იფიქრო,ჩემო "ცოლო" მაინც ერთ დასკვნამდე მიხვალ და ტყუილად არ გადაიღალო ტვინი. - შემეშვი რა - ზურგი აქცია და ფანჯარაზე დაცემულ წვეთებს გულმოდგინედ დააკვირდა.თებე ადრე ამდგარიყო და უკვე სოფლის მთავარ გზაზე საათობით დასეირნობდა,თითქოს ახლიდან შეიგრძნობდა ბუნების სიდიადესო,მერე ტვინში საკმაოდ ჭკვიანურმა აზრმა გაუელვა და გალიანების სახლისკენ აიღო გეზი.გალიანებში სულ ოთხი დედ-მამიშვილი ცხოვრობდა,სამი გოგო და ერთი ბიჭი,თორნიკეზე სამი წლით დიდს ნინია ერქვა,შემდეგ თავად თორნიკე მოდიოდა,მერე 15 წლის თათია და 7 წლის ნანა.ჭიშკართან შეჩერდა და თეკლა ბიცოს ძახილით დაარღვია გამეფებული,გარშემოს მოდებული სიჩუმე. - ვაიმე თებეა,შვილო შენ ხაარ? როგორ გალამაზებულხარ,დაქალებულხარ - ხელი მოხვია და ასე საუბარ-საუბარით შეუძღვა მისაღებისკენ. - რამ შეგაწუხა დედი? - მეე..მეე თათ.. - ჩემ სანახავად მოვიდა დე,დამავიწყდა გამეფრთხილებინე. - სამზარეულოდან გამოსული გალიანის დანახვაზე წამით იფიქრა ეშმაკურ აზრებს უკუვაგდებო,ისეთი საყვარელი იყო სახლის ფორმაში,კანის ფერის მაისური ეცვა და მუქი ნაცრისფერი სპორტული,მთლად დაკუნთულს ვერ იტყოდი,მაგრამ შიშველზე ალბათ მკრთალად მაინც შეამჩნევდით კუბიკებს,სისტემატიურად არ ვარჯიშობდა,კალათბურთის თამაშის დროს რა ძალასაც შემატებდა სხეულს იმას ირგებდა ხოლმე. - შენ სანახავად? - ხუმრობს ბიცო,თათიასთან მოვედი. - ძინავს დედი მაგას,ააკითხე იქნებ ახლა მაინც ინებოს ადგომა - კარგი - ნელა აუყვა კიბეებს,შორს მაგრამ მაინც გაიგონა ნაბიჯების ხმა,მარცხნივ,ოთახის კარს მიადგა,სახელური ჩამოსწია და იქვე მდგარ სავარძელში ჩაესვენა,დაბარებულივით,სამ წუთში კარიც გაიღო და ეშმაკურად მომზირალ თვალებს შეეჩეხა. - ესაა, ისე იქნება საჭირო როგორც მე ვიტყვიო? - რა იცი,იქნებ რის სათქმელად მოვედი - ნახევარი ტანით მიტრიალდა,თავი გვერძე გადახარა,ხელები გადააჯვარედინა და მომუშტულ თითებს ლოყით დაეყრდნო. - თებე....რას ცდილობ,რა გინდა ვერ ვხვდები...ვითამაშოთ? თამაში გინდაა? - ნელ-ნელა იძაბებოდა,არტერიები უფრო და უფრო იკვეთებოდნენ,თებე კი იდგა,ისევ ისე. - მარტივად ხვდები ყველაფერს..თამაში მინდა თორნიკე,ჩემი წესებით! - დროს ტყულად დაკარგავ თებე..მერე,მაგრად ინანებ. - მაგას მე გადავწყვეტ,ოღონდ საბოლოოდ...მაინც დამკარგავ,ან იქნებ პირიქით,ღმერთო! მერე ჩვენი გზები გაიყრება და ოჯახითურთ სუპერმარკეტში შევხვდებით ერთმანეთს...ოღონდ,გვიანი იქნება - სასაცილოდ იმანჭება,ზემეტად იგრძნობა მის ხმაში ირონია და ცინიზმი ერთად. - არამგონია,ვფიქრობ უფრო სწორი ვარიანტი მაქვს,შენ ჩემ გარეშე ვერ გაძლებ თებეა,ვერც სხვა მამაკაცს მიიკარებ..მაგ მხრივ დაზღვეული ვარ,შესაძლოა შევხვდეთ,მაგრ... - მე ვერ გავძლებ? შენ..შენ თავში დარწმუნებულო ეგოისტო! - არ ვიცი რამ გააცხარა ასე,იქნებ თორნიკეს ნათქვამმა ან იმან რომ რისი მოსმენაც უნდოდა ის არ წარმოთქმულა გალიანის ბაგეებიდან,იქნებ ახლოს არ მიუზიდიათ, არ უთქვამთ რომ მის გარდა სხვას არ მიეკარებოდნენ,იქნებ თებეას უნდოდა ცოტა ბანალური გამხდარიყო თორნიკე,თუნდაც ეს ღრიალის ფასად დამჯდარიყო,მაგრამ ვაჟი ზედმეტად დარწმუნებული იყო გოგონას გრძნობებში,ეს კი იმის მომასწაებელი იყო,რომ მათ ურთიერთობაში ნდობა ბატონობდა. - ინტერესი ღვივდება ნელა,აუჩქარებლად,სხეულის ყველა ნერვს ეხება,მკაფიოდ იდგამს ფესვებს და ამოძირკვის საშუალებას აღარ გაძლევს...თებე,არ ვიცი რას გეგმავ,რას აპირებ მაგრამ გახსოვდეს..იმ კოცნით,ინტერესები საბოლოოდ ჩავასახლე ჩვენში! და ვერანაირი ძალა ვერ გააქრობს მათ! - სწრაფად გადიოდა დრო,უკვე შექმნილი წყვილი გამუდმებით კამათში იყო,მანძილი თავისას შვრებოდა მაინც,ამას ისიც დაერთო რომ ქეთათომ ჩააბარა,თავისუფალ უნივერსიტეტში მოეწყო ბიზნესის ფაკულტეტზე,თბილისში გადმობარგდა და რიტმულად ააყოლა ფეხი ცხოვრებას,მერე იყო ავარია და ვერ ჩამოსული მიშო....ცხოვრებამ დინება შეწყვიტა,გაუფასურება იწყო ჯორდიანის სიტყვებმა,ქეთათო ფიქრობდა ჩემთვის და ჩემ გამო სუსტიაო,მერე ეჭვიც მოვიდა,კუპიდონმა ამჯერადაც ვერ უშველა,მოვიდა ეჭვი,მოფრინდა..გაცრიცა გრძნობები,ჩემ ადგილას სხვა რომ ყოფილიყო იქნება მაშინ მაინც მენახაო,ვერავინ იგებდა მიშოს ასეთი გარდასახვის მიზეზს,ჩამოუსვლელობის თუ არ დარეკვის? მრავლად იყო კითხვები.თებეამ მართლაც დაკარგა თორნიკე,როცა კაფეში ყოფნისას უნებლიედ თუ ნებით მეგობარ ბიჭს აეკრო და ვაჟის მწვანეებს გაუსწორა მზერა,გალიანის მწვანეებს,წამოდგა,გაეკიდა მაგრამ გვიანი იყო,ღრმად შეეტოპა ჯორდიანების ასულს.დღეს ვაჩეს დაბადების დღე იყო,უი,თეკლასა და მის ამბავზე დამავიწყდა თქმა,ქეთათო მალე მეჯვარე უნდა გამხდარიყო და ნატრობდა ყავარჯნებიდან მალე განთავისუფლებულიყო,ხო,სწორად მიხვდი მკითხველო,თეკლასა და ვაჩეს ქორწილიც მალე მოაკაკუნებდა გაზაფხულის კარზე,10 აპრილი,ვერძი გახლადთ იუბილარი,საცოლემ დაიჟინა დაბადების დღე უნდა გადავიხადოთო და სამეგობროც მარტივად დაიყოლია. - თეკლააა,მოდი ეს ყავარჯნები აიღე რა,კისერზეც მომხსენი ეს საშინელება და ცოტახნით ისე ვიქნები - თავი რამეს გლიჯე ისეევ? მაგას ასე კი არ ხსნიან და ამაგრებენ - ჰოდა ფოტოს არ გადავიღებ,საერთოდ არც წამოვალ და მასეთი სახით ნუ მიახლოვდები,დავიღალე რა,როდემდე ველოდო? ახლაც არ ჩამოდის,ზარებზე არ მპასუხობს,ლევანი და ტყუპები მეუბნებიან ყველაფერი კარგად არისო,არ ვენატრები? მითხარი თეკლა,საერთოდ არ ვენატრები? რომ მომვკვდარიყავი? - სლუკუნი აუვარდა და ყავარჯნები გამწარებულმა გაისროლა კარისკენ. - ჩუ,ქეთათო ცოტაც მოვიცადოთ სიყვარულო,სულ ცოტაც,ახალ წლებზე ხომ იყო... - მერამდენე წელია ხვდები? ორი წელია,თეკლა ორი წელია მხოლოდ დღესასწაულებზე ვხედავდი და ახლა საერთოდ აღარც ჩამოვა მგონი...კარგი,რას ვბღავივარ დრო გვიჩვენებს ყველაფერსო გაიძახოდა და ჰა აბა,გვიჩვენოს - სიცილით წამოდგა და სიცილის თანხლებითვე გაიშხლართა ძირს. - აუუ,ამ ყავარჯნებმა ხომ შემიწირეეეს რაა ,მიდი მომიტანე,რა გაცინებს გოგო - მალე გაემზადნენ,ნაცრისფერი,უხეში ქსოვილის კაბა ეცვა,წელზე მომჯდარი,ზუსტად მუხლის ზოლამდე იყო,ქვრილი ბრეტელებით,ამ ფერისვე ფეხსაცმელი და გაგეცინებათ...ნაცრისფერი ყავარჯნებიც,ამაში მართლაც გაუმართლა.შვიდი იყო დაწყებული სახლიდან რომ გავიდნენ,რესტორანში მისულმა ყავარჯნები სკამზე მიალაგა და ახლად მოშორებული თაბაშირის ფეხი მეორე სკამზე შემოდო,ქინძმარაულს წრუპავდა მამაკაცების საპირფარეშოდან გამომავალი ლევანი და ტყუპი რომ შენიშნა,ერთი-ორი უცხო ბიჭიც იყო,ალბათ ვაჩეს ძმაკაცები,მათ თვალიერებაში იყო სულ უკან მომავალს რომ წააწყდა,ფეხი მტკივნეულად დადგა მეტლახზე და ხველება აუტყდა,შავი ჯინსის შარვლის ფერთხვით,თმის სწორებითა და რეზისთან ლაქლაქით მოიწევდა წინ ჯორდიანი,უმცროსი ჯორდიანი! მიშო ჯორდიანი...სასწრაფოდ დასწვდა ყავარჯნებს,კარებში შეჩეხილ ვაჩეს სწარაფად მიულოცა დაბადების დღე,მალე მოვალო დაუბარა და მთავარ მაგისტრალზე სულ კისრის ტეხვით გავიდა,ტროტუარზე ჩამოჯდა,ტელეფონს აკანკალებულ ხელებში ძლივს იჭერდა,თან თორნიკეს ნომერს გამწარებული ეძებდა,დარეკა კიდეც,თავით მუხლებს დაეყრდნო და ემოციებისგან დაცლაც იწყო,გამეტებით ეშვებოდნენ ცრემლები ასევე ნაცრისფერ გზაზე,ბედის ირონია იყო რა...მერე შარფი ამოაძვრინა ჩანთიდან და ღრმად შეიგრძნო სანატრელი სურნელი,წამებს ითვლიდა,თორნიკეს მოსვლა ასე არასდროს ნდომებია. - ქეთათო... - ბუნდოვნად არჩევდა მისკენ მიმავალ ჯორდიანს. - არ მომეკარო,შებრუნდი მიშო - ქეთო.. - გადი-მეთქი,გაეთრიე,ისევ უკან დაბრუნდი! შემეშვი! დამანებე თავი! - ფეხებთან მანქანა გაჩერდა ,სწრაფად გადმოვიდა თორნიკე და ხელიც შეაშველა - ქეთო..- ამღვრეული თვალები მიანათა და საბოლოო ძაფს წაეთამაშა. - ქეთო,ქეთო,ქეთო,მეტი არაფერი არ იცი? რას ჩაიხვიე,საერთოდ რა უფლებით მიახლოვდები! - რა უფლებით? ჩვენ ურთიერთობაში უუფლებოც ვარ? მოახლოებაც ამეკრძალა ქეთათო? - ნაძირალა ხარ! ვკვდებოდი და დარეკვაც გაგიჭირდა?!......წავიდეთ თორნიკე - დანანებით გააქნია თავი და ზურგი აქცია. - ახსნა შემიძლია - სიჩუმე ჩამოვარდა,უკან,ვაჟისკენ მიბრუნდა და გამომცდელად დააკვირდა. - ვკვდები ისე მაინტერესებს,მიდი,გისმენ,გვიამბე რატომ ვერ რეკავდი მაინც მიშო - მოდი აქ და საერთოდ მოეშვი ამ ისტერიკებს,ნახევარი საათი მაინც დამითმე - ხელის შეხება სცადა, საპასუხოდ კი ცივად ათვალიერრბა მიიღო. - დავუთმო ნახევარი საათი თორნი? - გვერდით მდგარ მეგობარს გადახედა და ნაღვლიანად დააკვირდა,მერე გადაეხვია და ჩუმად დაიწყო ბუტბუტი - დავუთმო თორნი? დავუთმო? - მიდი ქეთათო,აახსნევინე,შესაძლოა მიზეზი ჰქონდა - როგორიც შენ თებეასთან? ამიტომ დამთანხმდი? - აი მაგას იქამდე ვერ გაიგებ სანამ არ მოისმენ - დარეკვაც გაუჭირდა,დარეკვაც - ბურდღუნს აგრძელებდა,უცბად მიტრიალდა,ჯორდიანს მხარზე დაეყრდნო და დაელოდა როდის მოეგებოდა გონს. - გაშეშდი? გადაიფიქრე ახსნა თუ? - ჯერ თორნიკესკენ გააპარა მზერა,უკვე მანქანაში მჯდომი ადევნებდა თვალყურს,მერე ახლოს მიიზიდა სხეული,შუბლით შუბლს მიებჯინა და ძლივს გასაგონად ამოიხრიალა - მომენატრე - ეჰ,კარგი მიშო,აღარ მჯერა უკვე მაგეების,ერთხელ გითხარი ჩვენში ყველაზე მეტად მე მეყვარება-მეთქი და ნახე? დაგიმტკიცე - ხელოვნურად დაეკრიჭა და წინ წასასვლელად უბიძგა.მანქანაში ჩასვა,ყავარჯნები უკან გადადო და ღვედის გადასაჭერად დაიხარა,ისევ იგრძნეს ერთმანეთი,ვინ მოთვლის უკვე მერამდენედ,დაუკითხავად შეეხო ჯორდიანის ბაგეები ამაღლობლისას,ქეთათომ კმაყოფილად ჩაიცინა,აციმციმებული თვალებით გადახედა გვერდით მჯდომს,გემრიელად მოკალათდა სავარძელზე და ნაცრისფერ მთვარეს გაუშტერა მზერა. - საით? - ბაკურიანში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.