შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიშო ჯორდიანზე გსმენიათ? (თავი 5)


20-03-2018, 23:07
ავტორი TrustYourSoul
ნანახია 1 758

გაჩერებასთან ვაჩე დახვდა.გზაში მოკლედ გაცვალეს ახალი ამბები,სმარტში შეიარეს,მიას დავალებული პროდუქტი იყიდეს და ლაპარაკ-ლაპარაკით შეაღეს ჯორდიანების ბინა.
- ქეთათოოოო - ყველამ ერთ ხმად დასჭექა,გემრიელად ჩაკოცნეს და მისაღებში დასვევს,შენ ახლა დაღლილი იქნებიო განუცხადა მია ბიცომ.
- აუ მია,კარგი რაა,ვიფიქრე გემრიელობებს გამოვუხცობ-მეთქი და რას გამამწესე მისაღებში?
- ნეტავ შენნაირი მყავდეს რომელიმე რა - უფრო სხვების გასაგონად თქვა და ინტერესით მოათვალიერა გარემო.
- რა გინდა დედი? - დაბარებულივით შემოიჭყიტა თებემ.
- რა უნდა მინდოდეს..არც არაფერი,ერთი ისაა ცოლი ვერ მოვაყვანინე,მეორე შენი ძმა აღარც მკითხულობს და მესამე რა ვიცი გამოგიჩხრეკ ცოტახანში შენც რამეს - თან ინგრედიენტებს აწყობდა მაგიდაზე და თან ქოთქოთებდა.
- ვაიმეე რას გადაეკიდე ამ ვაჩეს დაოჯახებას!ხომ იცი მასე უფრო არ მოიყვანს და სულ ასე უნდა იკინკლავოთ?
- შვილიშვილი მინდა შვილო მე! შვილიშვილი..არც ერთი არ მაღირსებთ ამ ცხოვრებაში!
- აუ კაი რაა აი რას ამბობ თვითონ თუ იცი! ვაჩემ ხომ თქვა მაშინ მიშოს ყავს ვიღაცო და იქნებ გაეხსნა ბედი იმ ბედოვლათს! ისე ქეთუშ შენც დაისვენებ - სიცილით გადახედა სამზარეულოს ბართან მჯდომს და ქეთათოს ხველება რომ შეამჩნია უცებ წამოხტა სკამიდან - აჰა დალიე - წყალი მიაწოდა და მომლოდინე თვალები მიანათა სულ-მთლად გადაწითლებულს.
- მე..გადამცდა..გადამცდა უბრალოდ - არ ვიცი მოლანდება იყო თუ არა,მაგრამ იქ,რომ ყოფილიყავით შესაძლოა თქვენც შეგემჩნიათ დედა-შვილის ეშმაკურად მომზირალი თვალები.
- მიშოს ჰყავს ვინმე? - ხველებას მორჩა თუ არა მაშინვე იკითხა ენისბორძიკით.
- ზუსტად ჩვენც არ ვიცით,დედას კი არ უნდა იქაური რძლად მაგრამ მოუწევს ალბათ შეგუე...
- იქ ჰყავს ვიღაც? - უცბად წამოხტა სკამიდან,თვალებ გაფართოებულმა რომ მოავლო თვალი გარშემომყოფთ და დამფრთხალ სახეებს შეეჩეხა,მიხვდა,ზედმეტი მოუვიდა. - ანუ...საერთოდ ხომ იცით ცუდად გამოვხატავ გაკვირვებას და..ხო,ინგლისელია გოგო?
- თებე ეს მგონი ძალიან ცდილობს მიშოს მოშორებას, ხომ იცი შენ - სიცილით გადახედა მიამ შვილს.ქეთათოს კი ისევ თებეს სიტყვები უტრიალებდა თავში.
- ანუ მართლა იქაურია? - თვალებ ამღვრეულმა ჩაილაპარაკა და ახლა ზუსტად იცოდა როგორ უყვარდა მიშო.
- რას ჩაიხვიე გოგო..ახლა ეგ ქართველს შეხედავდა? თავიდანვე ვამბობდი მე უცხოელი ძმიშვილები მეყოლება-მეთქი!
- წავალ ხელებს დავიბან და დავიწყებ გაკეთებას ხომ? - ჩუმად ჩაიდუდღუნა და პასუხის მიუღებლად შევიდა ოთახში..წესით სააბაზანოში,მაგრამ ხელში მიშოს ოთახი შერჩა.აქამდეც არაერთხელ ყოფილა მათ სახლში მაგრამ ახლად დამთავრებული რემონტის გამო აერია ოთახები,გამობრუნებას აპირებდა პატარა ქისა,რომ შეამჩნია ლოგინის გვერდით მდგარ კარადაზე,ეცნო,მიუახლოვდა და ხელში შეათამაშა...ამ ქისის გამო ერთ დროს რამის მთელი დედამიწა შეძრა! გააცია,გააცხელა თუ არ ვიცი ეს რა გრძნობა იყო,ქისის გვერდით კასეტები შეამჩნია,სულ შვიდი კასეტა იყო...შვიდივეზე ქეთათოს სურათი ეკრა..ზევით,ერთი და იმავე კუთხეში კი სხვადასვხა წარწერით მშვენდებოდა ( მაგ: ქეთო,13 და ა.შ)..პირველ კასეტაზე 17 წლის ქეთოს სურათი იყო დაკრული,მოცინარი მარცხენა ხელით მწვანე კაბას ჩაბღაუჭებოდა,დაიბნა,როგორც იცოდა მიშო ისე გაფრინდა აქ არავინ უნახავს,ეს კი სწორედ იმ დაბადების დღის ფოტო იყო. მეორე კასეტას დახედა 16 წლის ქეთო ატმისფერ კაბაში,მესამე - 15 წლის ქეთო ბორდოსფერ კაბაში,მეოთხე - 14 წლის ქეთო ნაცრისფერ კაბაში და ასე მეცხრე დაბადების დღემდე! ანუ? რა გამოდიოდა? ცრემლები მუჭით შეიმშრალა და კარისკენ ზურგით,ლოგინზე ჩამოჯდა,დიდხანს ათვალიერა ხელში თითოეული კასეტა მაგრამ...მაგრამ ჩართვა ვერ გაბედა.ცოტახანში ქვემოდან ხმაური მოესმა და სასწრაფოდ გავიდა ოთახიდან,ნელა ჩაუყვა კიბეებს,გულის ძგერა მატულობდა,ხმა ბუნდოვნად სწვდებოდა ყურთასმენას,სისხლი კაპილარებს უმოწყალოდ ეხეთქებოდა და მერე წამით ყველაფერი გაითიშა..თვალი მის ღამესავით შავ სფეროებს გაუსწორა,არ ვიცი რა ძალამ,რანაირად,როგორ მოახერხა მაგრამ მიშო ნელა დაიძრა ამაღლობლისკენ,ტორები ნაზად შეუცურა წელზე და თავისკენ ფრთხილად მოქაჩა,თავი კისერში ჩაურგო....ფილტვებმა მძაფრად შეიგრძნეს მონატრებული სხეულის სურნელი.მიას და თებეს თვალები ისევ ეშმაკურად აციმციმდნენ.23 დეკემბერს ჯორდანიების ბიჭმა მეხუთე ნაბიჯი გადადგა თავისი დიდი გეგმების აღსასრულებლად!

ესეც ახალი თავი❤️
არც მე ვიცი რა გამოვიდა :// ❤️❤️
ველი შეფასებებს.



№1 სტუმარი nini

dzalian kargia .ikneb kiveldge dado da tavebi gazardo

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent