შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაზაფხულის წვიმა (ნაწილი 9)


11-04-2018, 17:38
ნანახია 1 548

ორ დღეში სრულიად გამოჯანმრთელებული, სავახშმოდ კაფეტერიაში ჩავყევი ბავშვებს, მაგრამ მაგიდასთან ჯდომით მოწყენილებმა, სამზარეულოს მეპატრონეს ვთხოვეთ, უფლება მოეცა და ვახშამი ჩვენ მოგვემზადებინა. წვალება-მუდარის შემდეგ, რაც მუხლებზე მგდარი ბიჭები ორი წლის ბავშვებივით დატუქსეს-რას აკეთებთ, თქვენ კაცები გქვიათო?!, თანხმობაც მივიღეთ და წინსაფარს ხელი დავტაცე. მხოლოდ შემდეგ შევამჩნიე, რომ ყველა ნამდვილად არ აპირებდა მზარეულობას. მე მხოლოდ დემეტრემ მომბაძა, თვალი ჩამიკრა და წინსაფარშემოკრული გვერდით მომიდგა, მაგრამ ჩემი მარჩიელობა მხოლოდ მაშინ დამთავრდა, ანდრო რომ საქმიანი და ამაყი სახით შემოგვიერთდა. არ მინდოდა, მაგრამ მისი ამპარტავანი იერის დანახვისას სახეში გამომაფხიზლებლად შემოტყლაშუნების სურვილმა მძლია.
-ტკბილეული მოიფიქრე-ანდრომ მე გადმომხედა.
-ბრაუნები?
-იყოს ბრაუნები.
-თეთრი შოკოლადით.
თავი დამიქნია, მერე კი მაცივართან მივიდა კარაქის გამოსაღებად.
თვალს ვადევნებდი, როგორ თქვეფდა კარაქს და შაქარს, სანამ დემეტრე მთავარ კერძის რეცეპტს იაპონურ სამზარეულოში ეძებდა.
-ანა, საშიმი მოგიმძადებია?-ბიჭმა მე გადმომხედა. თავი გავაქნიე.-გინდა მოვამზადოთ?
-მოვამზადოთ-მხრები ავიჩეჩე და ბოლოჯერ გავხედე საქმეში გართულ ანდროს ძლიერ ხელებს. შეფხიზლება ნამდვილად მჭირდებოდა, მაგრამ არ ვიცოდი როგორ, როცა ჩემი გონება სხვა რამეზე იყო გადართული..
-წითელი ორაგულით თუ თინუსით? ორივე გვაქვს.
-ორაგული ჯობია-გაყინულ უმ თევზს მზერა შევავლე და თბილ წყალში ჩავდე გასალღობად, მაგრამ თხუთმეტ წუთზე ნაკლები ნამდვილად არ დასჭირდებოდა-სოიო გვაქვს?
-ვნახავ, მგონი პირშუშხაც გვჭირდება.
-პირშუშხა?-სახელმა გამაკვირვა და დამაინტერესა. დემეტრეს გავხედე პასუხის მოლოდინში.
-არ გაგისინჯავს?
თავი გავაქნიე და თვალი ანდროსკენ გავაპარე. ბიჭი უკვე ათქვეფილ ყავისფერ მასას თეთრ შოკოლადს და ნიგოზს უმატებდა, როცა შეშფოთებულმა წამოვიძახე:
-ნიგოზი არ უქნა.
ანდრომ უემოციოდ გამომხედა და მერე ჯამში ჩაყრილ ნიგოზსაც იმავე სახით დახედა.
ამოვიოხრე და მივუახლოვდი.
-ვერ ამოვაცლით?
-ანა, გატარებულ ნიგოზს თუ ამოაცლი, ძეგლს დაგიდგამ-ანდრომ თვალები გადაატრიალა- თეთრი შოკოლადით და ნიგვზით ბრაუნი არსად გინახავს?
-ალერგია მაქვს ბოროტო-დაბღვერილმა და გაგულისებულმა შევძახე და ჩემს გამლღვალ თევზს მივუბრუნდი. აბა, ვინ მაცადა აზრის გამოთქმა და მერე ტკბილად ცხოვრება? ვიქნებოდი ჩემთვის, გემრიელი, ტკბილი და საუცხოო შოკოლადიანი ბრაუნების გარეშე. მაგრამ არა, ვინ მისცა ანდროს მაგდენი ჭკუა, რომ თავიდან ბოდიალი არ დაეწყო ჯიუტად.
-კარგი, თავიდან გავაკეთებ-მხრები აიჩეჩა და სანამ ჯამის წართმევას მოვასწრებდი, ნაგავში გადაუძახა მოქნილი ხელებით. კარგი, ენა ჰქონდა გრძელი, მაგრამ ხელებიც?!
-რა ქენი?-თვალები გაოცებისგან გამიფართოვდა-სულელი ხარ?
-კარაქი, შაქარი და კვერცხი მომაწოდე-უდარდელად დამავალა ისე, რომ არც შემოუხედავს ჩემკენ.
გაბრაზებულმა მაცივრიდან გაყინული კარაქი გამოვიღე და დანარჩენ პროდუქტებთან ერთად წინ დავუდე ვაჟბატონს. ერთი შემომხედა, გამიღიმა და ისეც ნამცხვარს მიუბრუნდა.
ნერვები მეშლებოდა, რომ ყველაფერი ერთი პატარა ფაქტის გამო შეწყვიტა და თავიდან დაიწყო. ვის, ვის და ჩემს თავს ნამდვილად ვერ დავაჯერე, რომ რეალურად ეს პატარა ფაქტი ანდროსთვის მე ვიყავი.
ორაგულის წითელი ხორცი გამთბარიყო, რბილი და ადვილად დამყოლიებელი მეჩვენა. გრძელ და ბრტყელ ნაჭრებად დავჭერით მე და დემეტრემ და სალათის ფოთლების შუაში კრევეტებთან ერთად დავალაგეთ.
მერე, ანდროს დახმარება გადავწყვიტე (აბა, ჩემმა კეთილმა გულმა ვერ გაუძლო, ბიჭის ტანჯვა და წვალება, მიუხედავად ადვილი რეცეპტისა) და სანამ დემეტრე ყველს ჭრიდა, ბისკვიტის ჯამში, სადაც ჯერ კიდევ დაუსრულებელი მასა ედო, ჭიქით ფქვილი ჩავუყარე. ანდრიამ უცნაური თვალებით გამომხედა, მაგრამ ვერ მივხვდი, რას ნიშნავდა მისი ეს მზერა. თითქო თბილად, თუმცა სერიოზული, ღრმა შავი თვალებით მიყურებდა. ვერ ვხვდებოდი, როგორ ახერხებდა, ღამითაც და დილითაც, ყველგან ასეთი ბნელი და მუქი თვალები ჰქონოდა.
ნამცხვრისთვის დამზადებული მასა ღუმელში დადო და სასურველ საცხობ ტემპერატურაზე დააყენა. დახლს მიყრდნობილმა მხოლოდ მაშინ გამიყარა თვალი თვალში, მერე, ხელი ფრთხილად ასწია ჩემი სახის სიმაღლეზე და ლოყაზე ნაზად ჩამომისვა. სიამოვნებისგან განაბულმა, ვერ გავიაზრე, რა სისულელეს აკეთება (თუმცა მე უფრო მეტად გამოვიყურებოდი სულელივით), სანამ მისი ფქვილიანი ხელი და შემდეგ სახეზე ათამაშებული ირონიული ღიმილი არ შევნიშნე.
გაბრაზებულ და ბოღმისაგან აწითლებულ სახეს ვერაფერი მოვუფიქრე, სანამ ახალმა იდეამ არ ემაწუხ და ეშმაკური ღიმილით არ შემეცვალა მზერა.
წინ მდგარ ანდროს, რომელიც მორიგ ტრიუკს მხოლოდ თვალებით ეძებდა და გონებრივ ზეწოლაზე არაფერი სმენოდა, მოშიშვლებულ მკლავზე ხელი ავუსვი და დავინახე, როგორ დაეხორკლა კანი.
-რას აკეთებ?-ხმაც ისევე დაეძაბა, როგორც მთელი სხეული და ნერწყვი ისე გადაყლაპა, მეც შევამჩნიე მისი ხორხის ფორმაცვალება.
გულში გამეცინა და სანამ ფინიშს მივაღწევდი, კიდევ ერთხელ გავხსენი გზა ანდროს გულისაკენ.. თითით წრეებს ვხაზავდი, როცა სამაგიეროს დაუოკებელმა წყურვილმა მძლია და ხელზე მწარედ ვუბწკინე.
-აუ ჩემი-ანდრო მზერა შეეცვალა, ხელი ნატკენ მკლავზე იტაცა და გაცეცხლებული მზერა მომაგება, ჩემთვის კი გამარჯვების გზა ხსნილი იყო, ამას ბიჭის მოჭუტულ თვალებშიც ვამჩნევდი.
-რაო, ვის სტკივა ხელიო?-მხიარულად ჩავიცინე და გვერდის ავლა დავაპირე, როცა მკლავში ხელი მტაცა მოულოდნელად და შემაჩერა. მის წინ ვიდექი, თუმცა მხარი მის მკერდზე მიმებჯინა. ანდრიამ ყურში რბილად ჩამჩურჩულა-ფრთხილადო და ხელი შემიშვა ისე, თითქოს ჩვენ შორის მუხტი არც შეუმჩნევია.
მერე, თვითონ მიბრუნდა და ხელები გადაიბანა, მე კი ფქვილიანი ლოყა მოვიბანე და ბავშვებთან დაღლილი სახით გავემართე. შორიდანვე შევამჩნიე, რომ თეას და ალექსის მკლავჭიდი გაემართათ და ძალოსნობაში ვარჯიშობდნენ. თეას ეშმაკურ სახეზე მეც ალექსივით ამეცინა, რადგან სამივემ-მეც, თეამაც და ალექსიმაც, ვიცოდით, რომ ბიჭი ნებით აგებინებდა გოგოს.
თუმცა, ნინის უკმაყოფილო სახეს ხომ ვერსად წავუვიდოდით.
-ნუ ღელავ ნინი, დიდი სიყვარული ჩხუბით იწყება-გვერდით მივუჯექი და მიზანი "დაიმედება" წარუმატებლად განხორციელდა.
-თუ ფიზიკურ ჩხუბს გულისხმობ, რათ მინდა მე ამათი მკლავმომტვრეული, ან ხერხემალამოგდებული სიყვარული?!
ცოტა ხანში, სუფრა ყოჩაღი დიასახლისებივით ხალისით გავაწყვეთ და თეთრშოკოლადიანი ბრაუნები თითქმის ყველამ გავსინჯეთ. ანდროს ხელს რა ვუთხარი, ისეთი გემრიელი იყო!
გავხედე, მაგრამ ტკბილეულისთვის პირიც არ დაუკარებია, ერთი-ორჯერ გამომხედა და მერე ისევ ბიჭებისკენ მიაბრუნა თავი (თუმცა, ფიქრი-ძმაკაცები არსად დაგეკარგოს-თქო, თავიდან რის-ვაი-ვაგლახით ამოვიგდე).
-ნუ იმორცხვები, ვიცი, რომ მოგეწონა-თეამ თვალი ჩამიკრა და ჩემგან მუჯლუგუნიც მიიღო-სხვათაშორის, ანდროს კარგი ხელები აქვს, როგორც ჩანს, თავის საქმეში პროფესიონალია, რას ვერჩოდით...
-რომელ საქმეში?-გონებაგაფანტული უემოციოდ მივუტრიალდი. თეას თვალები გაუფართოვდა და მივხვდი, ჩემი ნათქვამი როგორ გაიაზრა. არა, ნამდვილად დირთი აზრები აწუხებდა ამ გოგოს, ყოველ სიტყვაში რაღაც "ისეთს" როგორ იჭერს?
-არ მითრა, რომ...-გადმომჩურჩულა ეშმაკურად-სხვა რა საქმეშია პროფესიონალი?
-ნერვების მოშლაში-მხრები უდარდელად ავიჩეჩე, მისი ეჭვები რომ გამექარწ....ბინა და გაღვიძებული ცხონისმოყვარეობაც შეუმჩნევლად ჩამეხშო, მაგრამ თეას დაწვრილებულ, ეჭვიან თვალებს ვერსად გავექეცი.
-რაზე ლაპარაკობთ?-ნინიმ ღიმილით შეგვავლო მზერა და ხმა ჩავიკმინდეთ, როგორც ორმა მხდალმა, რომლმაც არ იცის, რა სად დამალოს. არა, თეამ ისიც არ იცის, ენის გაჩერება რას ნიშნავს.
-შენს სიმპო ბიძაშვილზე-გადაულაპარაკა ჭორიკანამ და წარბები შეათამაშა, რომელიც მომინდა, სათითაოდ გამეწიწნა. მშვენივრად დავინახე, როგორ მიანიშნა ჩემზე ქალბატონმა და ჩუმად ჩაიცინა.
-რამეს გვიმალავ?-ნინიმ ეჭვისთვალით შემათვალიერა, თითქოს რაიმე ახლის აღმოჩენას ცდილობდა ჩემს გარეგნობაშ. არადა, როგორ მეგონა, რომ შეყვარებული ქალები უფრო დაბნეულები იყვნენ, ვიდრე მათი დაქალები?! იმდენი რამე მოოხდა და არც ერტის მოყოლას ვაპირებდი ნინისთან, მიტუმეტეს თეასთან. იმიტომ, რომ სტაბილური არც არაფერი ხდებოდა და მშვენივრად ვიცოდი ანდრიას მექალთნე ხასიათი, რომელიც ჩემთან ერთ საათსაც ვერ ძლებდა შესვენებების გარეშე ( შესვენებაში სხვა ქალი იგულისხმება). როცა მე მოვბეზრდდებოდი, სხვას მონახავდა. ამ ქვყნად ქალების მეტი რაა, მთავარია, შენ დაიოკო სურვილი, თორემ ან თავად მოგეხვევიან, ან შენ გძლევს სურვილი მათთან მიახლოების. როგორ არ მინდოდა, ამას შევჩვეოდი, მაგრამ მისი გამოხედვაც კი ნარკოტიკივით მოქმედებდა ჩემზე, ჩემს გონებაზე, გულზე და მთელ სამყაროზე, რომელსაც ჩემში ვინახავდი.
-ჰეი, გამოფხიზლდი-თეაკომ ხელი დამინიავა ცხვირთან
-გაიწი გოგო, ცხვირი არ მომიპირკეთო-შევუღრინე და იოგურტით გავითხაპნე-გოგო, თეა, მომხედავ ახლა?
-ჰო რაიყო ახლა, ჭამა არ დამაცადო!
-შემომხედე-ყბებში ხელი ჩავავლე და გაოცებულს თავი მოვატრიალებინე ჩემკენ-ახლა სრული სიზუსტით მითხარი, იოგურტი სად მისვია.
-წვერებზე-გამიცინა და შოკოლადის დესერტს მთელი გრძნობით ჩაეხუტა-გიხდება, გესვას.
-ოო, შენ ხომ ადამიანი ვერაფერში გამოგიყენებს!
-არა, ჩემო ლამაზო, მე სულ მზად ყოფნაში ვარ.
-გააჩნია ვისთვის-ჩავიცინე-თუ ალექსის მიმართებაში გულისხმობ, როგორ შეგედავო, ხელები ამიწევია დაო.
არანაირი წივილი, კივილი და ცემა-ტყეპა. სიამოვნებისგან ჩაიღიმა და ფიქრებში გადაეშვა. ვაი შენს საწყალ თავს-თქო-ჩემს თავს ვუთხარი და ანდრო გვერდით ატუზულ ქალს ავხედე.
-გნებავთ რამე?-დეკოლტეს სწორებით ჩეგვათვალიერა და ანდროზე იმდენ ხანს შეაჩერა მზერა, უკვე მივხვდი, რაც ხდებოდა. იმის ინტერესი, უკვე ხდებოდა რამე თუ არა, ანდროს კმაყოფილმა, ქალისკენ მიმართულმა მზერამ დამიკმაყოფილა.
-გმადლობ, არა და თქვენ?-ცინიკური ღიმილით ავხედე ქალს და მაგიდას იდაყვებით დავეყრდენი. "არანაირი ეჭვიანობა, სცენები და თავის გამოააშკარავება, გესმის ანა?" ჰო, ეს ის მე იყო, ზოგჯერ გონიერ აზრსაც რომ მომაწვდიდა ხოლმე.
გოგომ კითხვა გაიკვირვა, ანდროს გაუცინა და გატრიალდა. ნერვებმოშლილმა, თავის დაოკება გადავწყვიტე და ხილის წვენი მოვიყუდე. რა მიშლიდა ნერვებს? არა, ამის აღირებას მერჩივნა, ანდრო ისევ იმ ქალთან წასულიყო (მორიგი ტყუილი).
-ახლა გაწითლდი. მალე გაიბერები და გასკდები-ისე გადაიკისკისა თეამ, თითქოს რაიმე კარგი გაეგო.
სამზარეულოდან ერთად გამოვედით, მაგრამ ანდრო და დემეტრე ნომერში არ ამოსულან და დავეჭვდი. თუმცა, დრო იყო, უსიამოვნო და ზედმეტი ფიქრებისთვის კარი მიმეხურა და ტკბილად დამეძინა.


მოკლედ... შემდეგი თავიც. ველოდები შეფასებას და კომენტარებს (ხომ იცით, როგორ მიხარებს გულს თქვენი ყურადღება ^ ^ ) მაპატიეთ, თუ თავების დადებას ვიგვიანებ (ყველაფერი განრიგის ბრალია! :დ ) იმედი მაქვს, მოგეწონებათ.



კარგია.ხვალ ველოდები იციდე ახალ თავს❤

 


მწვანეთვალებაგოგო
კარგია.ხვალ ველოდები იციდე ახალ თავს❤

წარმომიდგენია, რამდენი ხანი მელოდე pensive მალე გამოქვეყნდება ახალი თავი და იმედი მაქვს დაკარგულ მოლოდინს აგინაზღაურებს kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent