პაპასკირი და ბაბუციძე 2
-მოიცა იმ ერთი ბავშვის გამო ატეხეთ ერთი ამბავი ? გადაიხარხარა ნუკიმ.-ბიჭო მართლა გიყვარს>? მეგონა პროსტა მოგეწონა რააა, შენ კიდე თურმე მართლა გყვარებია. არა მაგრები ხართ რა ეხლა არ მითხრათ ორი მანქნაით ვიყავითო. -ხო აბა , კვარამ დიდი სიამაყით გამოუცხადა, რა იცოდა რო ნუკი უფრო დასცინებდა. -კაი? ! არა შენ მართლა შეყვარებული ყოფილხარ ჩემო ძმაო. -და ვინაა ის ბედნიერი? -კატო ბაბუციძე. -ბაბუციძე? ბაბუცას და?> რააა? ხო არ ღადაობთ? -შენ რაღა იცი? -ეეე მე იმდენი ვიცი ჩემო ძმაო შენ წარმოდგენაც არ გაქვს, გილოცავ , შენ მოიგე ტანჯვა და ბონუსად საწამლავი. -რას ბოდიალობ ნუკი? -აბა ბიჭო ბაბუციძის დას რომ იყვარებ რა გგონია, ზღაპარი გელოდება? თან შენ და ბაბუცა ! -ნუკი მასწავლებელი არ გაქვს? -არა ინდაურო დღეს ვისვენებ. -როდემდე უნდა იყო თავხედი გოგო შეუღრინა დუდუმ. -დუდუ ხო იცი რომ ჩემიც ხოვრების აზრი ხარ არა ? -=აფერისტიც ხარ . -კაი ხო კაი არ ხარ ინდაური , ჩემი შრამიანი რომეო ხარ, შენ იცი რომ გოგოების 80 %ს მოსწონს მამაკაცის სახეზე შრამი ? -მერე? -მერ ე ის რომ მოეწონები იმ შენს ჯულიეტას. -კაი ტო ამრთლა? კვარა მოდი9 ძმურად ეგ დანა აი აქ ჩამომისვი რა? არ ჩუმდება ნიკა დანელია. -შენ ხო არ გაჟრიალებს ბიჭო. შეუღრონა კვარაცხელიამ -ვერ გაიგე ? შრამიანი ბიჭები მოსწონთ გოგოებსო. იქნებ მეც გამიმართლოს. -ბიჭო შენი პირიდან კიდე რო გავიგო სიტყვა გოგო, ან რამე ეგეთი რაც ქალებს და სიყვარულს ეხება ჩემი ხელით დაგჭრი შენ ძმობას ვფიცავარ. ? -აი მაგის თქმას ვაპირებდი ეხლა, კმაყოფილმა დაუქნია თავი კვარაცხელიამ ირაკლი ქებურიას. იმ დღეს დაიშალნენ ბიჭები , დაიშალნენ მაგრამ ვერცერთი ისვერნებდა. ყველა დუდუზე ფიქრობდა , დუდუზე და კატოზე , კიდევ იმაზე რაც წარსულში მოიტოვეს და რისი გახსენებაც არცერთს უნდოდა. ****************** „ დუდუ პაპასკირს თავს დაესხმნენ და მძიმედ არისო გავარდა ხმა , მოყოლილა და თან მძიმედ არისო , ვერ გადარჩებაო, თუ გადარჩა შეიძლება ფეხზეც ვერ დადგესო “და კიდევ ათასი მითქმა მოთქმა . რომელი იყო მართალი და რომელი არა ვერც გაიგებდით. გგონიათ მთქმელთაგან რომელიმეს გულთან ისე ახლოს მიჰქონდა პაპასკირის ამბავი როგორც ლაპარაკობდნენ? რათქმაუნდა არა , მხოლოდ ერთს, მხოლოდ ერთის თვალებში იდგა გულწრფელი შიში და დარდი , მხოლოდ ერთს სტკიოდა მისი ამბავი. სტკიოდა ისე რომ არ იცნობდა, არ იცოდა ვინ და რატომ სტკიოდა. - გოგონა თქვენ მისი ახლობელი ხართ? -ახლობელი არ ვარ აქ მე მოვიყვანე , უფროსწორად სასწრაფო მე გამოვიძახე. -გასაგებია -იცნობთ მის ახლობლებს აქ არიან? -არა ისიც არ ვიცი ვინ არის , გადარჩება? -ახალგაზრდა კაცია და გადარჩება, მძიმეა მაგრამ სტაბილურად , იმედს იშვიათად თუ ვაძლევ ხოლმე ასეთ მძიმე პაციენტებს მაგრამ , ამ შემთხვევაში მჯერა რომ გადარჩება.ძლიერი ორგანიზმი აქვს! -გასაგებია , მე აქ ვიქნები თუ რამე უბრალოდ დამიძახეთ. დამძიმებული დაეშვა სკამზე. გადარჩებაო კი უთხრეს მაგრამ ისიც უთხრეს რომ საკმაოდ მძიმედ იყო და შეიძლებოდა ვერც გადარჩენილიყო. ახლა რა უნდა ექნა? ასე ვერ დატოვებდა იცოდა, წასვლაზე არც უფიქრია. -პაპასკირთან თქვენ ხართ? ექთანი პარკით ხელში გამოვიდა თეთრი კარიდან. -დიახ , ჯერ კიდევ უკანკალებდა ხმა კატოს. -ეს მისი ნივთებია, ტელეფონიც არის, ჩვენ ვრეკავთ ხოლმე ასეთ დროს ახლობლებთან მაგრამ რადგან თქვენ აქ ხართ იქნებ თქვენ დაგერეკათ? -მეე? კი მაგრამ როგორ? -მესმის არაა ადვილი სათქმელი , მაგრამ დამიჯერეთ ახლობლისგან უფრო მსუბუქი მოსასმენია ვიდრე უცხოსგან, დაურეკეთ. მკლავზე ხელი ნაზად მოუსვა ექთანმა და ისევ იმ თეთრ კარში გაუჩინარდა. „ახლობელიო და მე ახლობელი არ ვარ ! ღმერთო ჩემო ეხლა რა ვქნა ? ისიც არ ვიცი ვის დავურეკო“ ამოიღო პარკიდან ტელეფონი და დახედა. „ჩართულია ! არც პაროლი აქვს , უცნაურია, კარგი ვნახოთ , “ ჩამოუყვა პაპასკირის კონტაქტებს და რას ეძებდა არ იცოდა. „დანელია ნიკა აი ამასთან დავრეკავ , რაც იქნება იქნება“ . ბოლოს როგორც იქნა დანელიამაც უპასუხა. -ხო დუდუ სად დაიკარგე ბიჭო გელოდებით. - გამარჯობა - ვააა ! გაგიმარჯოს. აშკარად გაკვირვებული ჩანდა დანელია. -მე დუდუს ტეელეფონიდან გირეკავთ.... დაბნეულად ლაპარაობდა და საერთოდ ვერაფერს აგებინებდა დანელიას. -დუდუს ტელეფონიდან რო მირეკავ ვხედავ მარა რომელი ხარ მაგას ვერ ვხედავ .! დუდუ სად ბრძანდება? - კლინიკაში , თავს დაესხმნენ და მე ვიპოვე. -რა ?რომელი კლინიკაა. კატომ მისამართი უთხრა , ბიჭებიც მაშინვე იქ გაჩნდნენ. ოთხივე ერთდროულად შეცვივდნენ და იქ მჯდომი კატო ბაბუციძე რომ დაინახეს გადაირივნენ. -კატო ! წამოიყვირა კვარაცხელიამ. -ამას აქ რა უნდა ტო? გაბე ხო არ მეჩვენება?! -არა ბიჭო ნაღდად ისაა. როგორც კი მიუახლოვდნენ კატო მაშინვე ფეხზე წამოხტა. -თქვენ დუდუსთან ხართ? იცით მე შემთხვევით ვიპოვე და სასწრაფო გამოვიძახე, არ ვიცი , როგორ მაგრამ მე ვიპოვე. შეშინებულმა და ჯერ კიდევ შოკში მყოფმა კატომ თავი ვეღარ შეიკავა და ახლა უკვე შესამჩნევად აცახცახდა , თავს ვერ იკავებდა.! -კაი კაი დამშვიდდი , ახლა როგორაა? -ექიმმა მითხრა ძალიან მძიმედაა მაგრამ ძლიერი ორგანიზმი აქვს და გადარჩებაო. -უუუუუფ . ამოისუნთქეს ბიჭებმა. -გადარჩება აბა რას იზამს, დუდუა რა .“ პაპრაზდნიკამ“ თუ საჩუქარი არ გაგვიკეთა ისე როგორ იქნება. ჩაიკეცა ქებურია და შემოიწყო თავზე ხელები. -მოდი შენ აქ დაჯექი დამშვიდდი , მადლობა რომ ის ცხოველი გადაარჩინე. საერთოდ დუდუ პაპასკირს უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. გეცოდინება ალბათ . გამომცდელად კითხა კვარაცხელიამ. -არ ვიცი , ისიც კი არ ვიცოდი ვინ იყო, სახელი და გვარიც აქ გავიგე ექიმმა მითხრა. -სად იპოვე ? დანელია პირდაპირ საქმეზე გადავიდა. -ვერაზე დავდივარ მასწავლებელთან და უკან რომ ვბრუნდებოდი იქ დავინახე მანქანასთან იწვა უგონოდ . მერე სასწრაფოს დავურეკე. მერე აქ მოვედით. -შენ მოიყვანე ?პირი დააღო გაბელაიამ. -ხოო, მეც არ ვიცი როგორ მაგრამ იქ რომ დავინახე დაგდებული არაფერზე მიფიქრია მაშინვე მივედი და სუნთქავდა, ჭრიობას ვაწვებოდი მერე არაფერი მახსოვს .! - კარგი კარგი დამშვიდდი შენთან ვალში ვართ. რა გქვია? ვითომ არ იცოდნენ ვინც იყო ! -კატო, კატო ბაბუციძე. - დროა სახლში წახვიდე კატო ჩვენ წაგიყვანთ. -არა რა ექიმი რომ გამოვა მერე წავალ. კიდევ დავრჩები. -არ ინერვიულებენ სახლში? გვიანია უკვე. -არაუშავს გადავიტან რამენაირად აქამდე მოვიყვანე და ბარემ დავრჩები. -ბიჭო ამას მგონი შეუყვარდა ეეეე. დანელია ქებურიას ეჩურჩულებოდა. შოკში იყო , ვერ გაეგო რა ხდებოდა. ათას სისულელეს ლაპარაკობდა , ალბათ იმიტომ რომ მომხდარის გააზრება არ უნდოდა. -დანელია , შენი რომანტიკოსობა ხო ასაკგარეშეა რაა . რადროს სიყვარულია ბიჭო. - ხო გადარჩება მითხარით რო გადარჩება და მერე ჩემი ხელით მოვკლავ. -ექიმი მოდის..... - თქვენ -პაპასკირთან ვართ - სამწუხაროდ კომაშია , თავის სერიოზული ტრამვა აქვს . - და როდის გაიღვიძებს? -ვერ გეტყვით ეგ თვითონ მასზეა დამოკიდებული! მასზე და მის ორგანიზმზე. არ მოგატყუებთ გაუჭირდება სერიოზული დაზიანებაა, ამ ეტაპისთვის მარტო იმის თქმა შემიძლია რომ გაგიმართლათ თავი აქვს დარტყმული და სერიოზული ჭრილობები ცივი იარაღით მიყენებული . გამომძიებელი იყო მოსული,ჩვენგან ჩვენება აიღო, ჩვენ არ გამოგვიძახებია, სასწრაფოს მოყვება ხოლმე ავტომატურად. -ვერ გავიგე ექიმო ნაცემია და დაჭრილი? - დიახ -გასაგებია. -ამ პატარა გოგოს რომ არ გამოეძახებინა სასწრაფო და ჭრილობაზე ხელი არ დაეჭირა ,კიდევ ცოტახნით რომ ყოფილიყო იმ მდგომარეობაში ნამდვილად ვერაფერს ვუშველიდით, ახლა კი დაველოდოთ როდის გაიღვიძებს. დროებით. ! ექიმმა სათქმელი დაასრულა კატოს გახედა და დინჯი ნაბიჯით გაუჩინარდა რეანიმაციის კედლებში. -ბიჭო როო არ გაიღვიძოს? - დანელია გაჩუმდი რაა რა არ გაიგღვიძოს , ხო არ ღადაობ უნდა გაიღვიძოს სხვა გზა არ აქვს. ცოტახანით ყველანი გაჩუმდნენ. ფიქრობდნენ ალბათ წარმოიდგენდნენ როგორ სტკიოდა დუდუს , როგორ უჭირდა , როგორ უნდოდა გაღვიძება და ვერ იღვიძებდა. სინამდვილეში ყველა უშვებდა იმ ფაქტს რომ შეიძლებოდა არც გაეღვიძა , ან დიდხანს არ გაეღვიძა მაგრამ ხმამაღლა ამას მეორედ ვერავინ გაიმეორებდა. დუდუ მათი ბავშვობა იყო, იმედი და არ დაუშვებდნენ რონ ეს იმედი დაეკარგათ. სიჩუმე კატოს ტელეფონმა დაარღვია. -სულ დამავიწყდა ჩემი ძმა გაგიჟებული იქნება .... „ ხო ბაბუც , აუ ვიცი ვიცი ხოო ბოდიში რააა, მასწავლებლიდან რომ გამოვედი ქუჩაში დაჭრილი კაცი ვიპოვე და და ეხლა კლინიკაში ვარ ... ოოოო რა მექნა იქ ხო არ დავტოვებდი? . კაი ხო მოვდივარ . არ გინდა არა ტაქსში ვჯდები უკვე , აი ჩავჯექი , მოვდივარ „ -უუუფ მგონი გადავრჩი. კარგით მე წავალ გამოჯანმრელებას ვუსურვებ . ნახვამდის. აღარაფრის თქმა აცადა კატომ ისევე გაუჩინარდა როგორც გამოჩნდა. - აი ბედიც ამას ქვია ძმაო ! გაბელაიამ თავი ვეღარ შეიკავა. -აბა ბიჭო. კვარამაც გაოეცების ნიშნად თავი გააქნია და კლინიკის კარისგენ გაიხედა. -გადაარჩინა და ისიც არ იცის რო იმ მუტრუკს უყვარს ... დანელიას „ლავ სთორებიდან „ ვერც ერთი მოვა ამასთან. გაიცინა ქებურიამ. -ეხლა რა ვქნათ? არ დავურეკოთ დედამისს? ვქნათ რამე რააა . -ბიჭო ამ კლინიკაში ჩემი ახლობელი მუშაობს იმასაც დავურეკავ , კვარა შენ დედამისს დაურეკე და ნუკი? -ნუკის დანელია დაურეკავს. -ეეე ვითომ რატო ტოოო -მიდი შენ რო აუხსნი ეგრე ვერავინ ახლოს ხართ. -კარგი ხოო . დუდუს ოჯახი მხოლოდ მისი და და დედა იყვნენ. ანუკი 15 წუთში კლინიკაში გაჩნდა და მაშინვე დაიკავა კიდეც ადგილი ერთ-ერთ პალატაში , სტრესის ფონზე გონება დაკარგა, გადასხმა ჰქონდა მეირთებული და მშვიდად ეძინა, დანელიას მოთხოვნით დამამშვიდებელი გაუკეთეს. დედამისი კი რომელსაც უკვე წლები იყო შვილი არ ენახა რუსეთიდან მოფრინავდა. ცოტა არეული ოჯახი ჰქონდა დუდუს. 16 წლის იყო მამამისი რომ მოკლეს და დედამისი მარტო დარჩა ორ ბავშვთან ერთად. ნუკი მაშინ ძალიან პატარა იყო , ვერც გრძნობდა ვერაფერს , მაგრამ აი დუდუსთვის კი ყველაფერი იმაზე ძნელად იყო ვიდრე ეს ვინმეს წარმოედგინა. გარდა იმისა რომ მამა დაკარგა , ბიჭებთანაც მოუხდა დაშორება , ორმოცის შემდეგ დედამისმა მოკიდა ბავშვებს ხელი და რუსეთში წავიდა თავის მშობლებთან. დუდუს რათქმაუნდა არ უნდოდა წასვლა და 18 წლის ისევ უკან დაბრუნდა საქართველოში , 14 წელი რომ შეუსრულდა ნუკიმაც დატოვა რუსეთი და დუდუსთან ჩამოვიდა. მას შემდეგ სულ ერთად არიან და-ძმა და ბიჭები. დუდუ დას ისე უვლიდა როგორც საკუთარ შვილს დედაც იყო მისთვის და მამაც, როცა სულ მარტო აღმოჩნდნენ საქართველოში კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა დაეკისრა ნუკისადმი და ისიც რაღათქმაუნდა პირნათლად ასრულებდა. საერთოდ არანაირ სირთულეს წარმოადგენდა დუდუსთვის რუსეთში ჩაფრენა და დედის მონახულება , მაგრამ ის ამას არა კეთებდა. არც ქალბატონი მარიკა აძალებდა, შესანიშნავად იცნობდა საკუთარ შვილს და მიზეზსაც მშვენიბვარდ ხვდებოდა. ისიც იცოდა რომ დაძალებას აზრი არ ჰქონდა. 12 წლის განმავლობაში მხოლოდ 3 ჯერ შეხვდა დედაშვილი ერთმანეთს ისიც იმიტომ რომ ქალბატონი მარიკა თვითონ ჩამოვიდა საქართველოში და ყველა ჩამოსვლის მიზეზი ის ბიზნესები იყო რომელიც ქმრის სიკვდილის შემდეგ მემკვიდრეობით მას ერგო და იმისთვის რომ დუდუსთვის გადაელოცა ყველაფერი ჩამოსვლა მოუწია. არც ნუკი განიცდიდა მაინცდამაინც უდედობას, ყოველშემთხვევაში აქ ძმასთან ყოფნა ერჩინვა იქ დედასთან ყოფნას. ***************** - კატო შენ მე გამაგიჟებ -დედა უთხარი რამე რააა, რა არ ესმის ვერ ვხვდები -დაგერეკა და გაგეფრთხილებინე გოგო რა ვერ გაიგე?! კინაღამ გავგიჟდი. -ადამიანი კვდებოდა და მე გადავარჩინე გესმის? რა ვერ გაიგე? ვერ მოვიფიქრე მაგდენი აბა წარმოიდგინე შენ რომ ყოფილიყავი იქ ? ! -კარგი რა გიორგი ნუ ატეხე ერთი ამბავი ხომ ხედავ ისედაც განერვიულებულია , წარმოიდგინე რამდენი გადაიტანა. -სულ ხელებს აფარებ ლია სულ. -და რას აშავებს რო? გაიზარდა პატარა აღარააა, გადაარჩინა და ბოლომდე გვერდით დაუდგა ხომ იცი რომ ეგეთია>? ისიც იცი რომ იგივეს გააკეთებდა კიდევ რომ დასჭირვებოდა. -ხო და აი მანდ ვარ მეც.! ეს დედანატირები ვინერვიულე , განა არ გადაარჩინოს ვინმე? მაგას ვამბობ? ნუ გვანერვიულებს რა! -ბაბუც ეხლა უკვე მართლა ძალიან მიშლი ნერვებს , დავიღალე გვიანია ხვალ გავაგრძელოთ. -ბაბუცას მოგცემ შენ ! გაიჯახუნა გიორგიმ კარი და გავიდა. კატო ოთახში იწვა და ფიქრობდა, მომხდარს აანალიზებდა . დააძინებას ცდილობდა ისევ გაცეცხლებული გიორგი რომ შევარდა სახლში კარების ჯახუნით. -რა ხდება დედა? -სადაა შენი შვილი ლია -ოთახში ძინავს გიორგი ხომ მშვიდობაა. -მშვიდობა მშვიდობა, დავაძინებ მე მაგას, გიჟივით ავარდა , შეგლიჯა კატოს ოთახი და დააცხრა თავზე ყვავივით. - ვინ გადაარჩინე? -ვერ გავიგე რა გაყვირებს? -შენ გეკითხები ვინ გადაარჩინე? -დუდუ პაპასკირი! -მერე ეგრე მშვიდად ამბობ? - და რა მერე? -იცი ეგ ვინა გოგო? -გიო ეგ ის პაპასკირია? -ხო დედა ეგ ის პაპასკირია, გადაარჩინა თურმე ქალბატონმა. -რა ხდება აარაფერი მესმის. -რა გესაქმება გოგო პაპასკირთან. - ბაბუც შენ სულ გამოშტერდი>? რას დამჩხავი?! გითხარი მანქანასთან ვნახე შემთხვევით ქუჩაში რომ მივუახლოვდი დავიანხე რომ ვიგაც ეგდო ,მივედი და აახალგაზრდა კაცი დამხვდა , ჭრილობაზე დავაჭირე ხელი და სასწრაფო გამოვიძახე მერე კლინიკაში გავყევი, იქ გავიგე რომ ვინმე დუდუ პაპასკირი ყოფილა , მერე სახლში წამოვედი. ამის გამო ასეთ ამბავს რატომ ტეხავ? გასაგებია რომ დაამავიწყდა დარეკვა და დავაგვიანე მაგრამ ზედმეტი ხო არ მოგდის? -ეს გოგო მე ჭკუიდან გადამიყვანს. -გადადი მერე ვინ გიშლის შენ სულ ეგრე არ ხარ ?! დამფოფინებ თავზე , გასაქანს არ მაძლევ თავი პრინცესა დაიანა მგონია არადა წესით ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ , ხო რამდენადაც მე ვიცი, თუ რამე არ ვიცი კიდე მითხარით რომ მეც ვიცოდე ! თუ არადა აი ბატონო კარი და გაბრძანდით! დამღალე, რომ გემორჩილები იმას არ ნიშნავს რომ მსიამოვნებს , უბრალოდ მიყვარხარ და ვცდილობ არ გაგაბრაზო. 16 წლის ვარ უკვე 16 ის ! *********************** ეს ინციდენტი აქ დასრულდა. „ დუდუ პაპარკისი კომაშია და შეიძლება ვერც გამოვიდესო . ასეთი ახალგაზრდა ცოდოა მაგისთვისო “ და კიდევ ბევრი ძალიან ბევრი რამ ისმოდა იმ დღის შემდეგ ვერაზე. სამწუხაროდ მართალი იყო , დუდუ ნამდვილად კომაში იყო და არც არავინ იცოდა როდის გაიღვიძებდა. ნუკი , დედამისი და ბიჭები გვერდიდან არ შორდებდონენ. უჭირდათ პაპასკირის გარეშე მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდათ უნდა გაეძლოთ. მიყვებოდა დღეები ერთმანეთს და ის კიდევ გაღვიძებას არ აპირებდა. მშვიდი ძილით ეძინა და ალბათ არც კი ესმოდა რას ელაპარაკებოდნენ დანარჩენები. თუმცა ვინ იცის. გამომძიებელიც ხშირად მიდიოდა , ბიჭებს ესაუბრენოდა და ცდილობდა რამე მაინც გაემო მათგან, თუმცა სულ ტყუილად. ბიჭებმა იცოდნენ კიდეც ვის გამო იწვა დუდუ იქ მაგრამ სანამ არ გაიღვიძებდა ვერაფერს აკეთებდნენ, დუდუს გარეშე ვერც იზამდნენ. - რო არ გაიღვიძოს რა ვქნათ ესე დავტოვოთ ეს ამბავი ? ლაშა კვარაცხელია არ ცხრებოდა, ვერ ეგუებოდა რომ ჯერ კიდევ დაუსჯელი დადიოდა ის ვინც დუდუს დაესხა თავს. -ნუ სულელობ ლაშა , გაიღვიძებს თუ ძაან გაუტკბა ძილი მაშინ მივაკითხოთ იმ ნაბოზ********** და ეგ იქნება , აგებს პასუხს ! ***************** უკვე 2 კვირა გავიდა მომხდარიდან და კატო თავიდან ევრ იგდებდა. ვერც ვერასდროს ამოიგდებდა ალბათ , რომ გითხრათ ვიცი რა გრძნობაც არისო , მოგატყუებთ , არასდრროს არავინ გადამიჩიენია , არავისთვის მიმიცია შანსი ეცოცხლა და ებრძოლა . -ვსო ნი რა უნდა მივიდე და ვნახო, გავიგო მაინც როგორაა. - გაგიჟდი? ბაბუცა მოგკლავს. -არაფერსაც არ იზამს იმის მერე რაც გავაფრინე თავი დამანება ცოტა . - აი რისთვის უნდა მიხვიდე? -აუუ მაინტერესებს როგორაა. ვიცი რომ არ გაუღვიძია მაგრამ მე მაინც მინდა მისვლა, აი როგორ გითხრა არ ვიცი , უცნაური გრძნობა მაქვს, ასე მგონია რომ იქ უნდა ვიყო. -იცი რა კიდე დიდხანს გაძელი რომ არ წახვედი , ხოდა ავდგეთ და წავიდეთ/ -გამომყვები? -გაგიჟდი აბა რას ვიზამ. -ჩემი გოგო ხარ , ახლავე წავიდეთ რა. -წავედით. გაბედულად გავიდა სახლიდან , ჩაჯდა ტაქსში და მივიდა კლინიკასთან მაგრამ შესვლისას ისეთივე გაბედული არ ყოფილა. ფეხები უკანკალებდა , ერიდებოდა თან რომ ეკითხათ აქ რა გინდაო რას უპაუხებდა? არ ვიციო ხომ არ ეტყოდა , მაგრამ უკან ნამდვილად ვერ დაიხევდა. აშკარად დიდი უფსკრული იყო კატოსა და მათ შორის , ამას მაშინ მიხვდა მისი ძმა რომ გაგიჟდა როცა გაიგო რომ ის ახალგაზრდა კაცი რომელსაც კატო გადააწყდა მომაკვდავს დუდუ პაპასკირი იყო. სადღაც ყურიც ჰქონდა მოკრული რაღაცისთვის მაგრამ მაინც არაფერი იცოდა, იმის გარდა რომ რაღაცას სწორად არ აკეთებდა. ასე ფიქრობდა მისი ძმა ! ამას შესანიშნავად ხვდებოდა. მაგრამ ის არ იცოდა ისინი რას ფიქრობდნენ. ამიტომ უჭირდა მისვლა და მისი ნახვა. მიმღებში დანელია იჯდა, გარინდული, გეგონებოდათ ამ ქვეყანაზე არ იყო და მასაც დუდუსავით ღრმა ძილით ეძინა. -გამარჯობა. მიუახლოვდა კატო და აკანკალებული ხმით მიესალმა. -გაგიმარჯოს. გაოცება ეტყობოდა დანელიას , კატოს იქ ნახვას არ ელოდა. -როგორ არის? -ისევ ისე. -შეიძლება ვნახო? - როგორ არა წამოდი დანარჩენები ზემოთ ისხდნენ პალატასთან. კატოს დანახვისას ბიჭები ფეხზე წამოდგნენ. -ღმერთო ყველა ისე მიყურებს. -ისე როგორ? -რავიცი სხვანაირად. -შენ ის გადაარჩინე , დაგვიბრუნე , რატო გიკვირს -როგორც ჩანს ბოლომდე ვერა. -არც გაიფიქრო კატო. შენ რო არა ეხლა პალატაში კი არა მიწაში იქნებოდა.... გადაარჩინე და რო გაიღვიძებს მადლობას თვითონ გადაგიხდის. როგორც საჭიროა ისე და როგორც უნდა ისე. მოდი მივიდეთ დანარჩენებთან. -შენ დანელია ხო? შენ გელაპარაკე მაშინ არა ? -ხო ნიკა დამიძახე. -ალბათ მითხარი მაშინ მაგრამ არ მახსოვს , ისე ვიყავი , ბევრი არაფერი მახსოვს . -მაგარი გოგო ხარ შენ . გაიღვიზებს აუცილებლად , ვიცი რა ვიცნობ იმ მუტრუკს, ზეგ 30 წლის ხდება , ჩვენში ყველაზე დიდია , შევპირდით რომ ამ დაბადბეისდღესარასდროს დაივიწყებდა და ასეც იქნება მანამდე გაიღვიძებს ვიცი.! რომ მოგესმინათ იმ წამს ნიკა დანელიას ხმა , გულ-ღვიძლი ჩაგეწვებოდათ. როდისმე მეგობარი თუ არ დაგიკარგავთ , ვერც წარმოიდგენთ. ეს იცით რას ნიშნავს? წარმოიდგინეთ რომ ნახევარ ცხოვრებას კარგავ, ბავშვობას კარგავ და ვერასოდეს დაიბრუნებ. მარტო რომ რჩები წარმოიდგენ მის სახეს, მის ხმას, სიცილს და ფიქრობ ახლა იქ რომ იყოს რას გეტყოდა. მერე საშინლად მოგენატრება და რომ აცნობიერებ, რომ ვერასდროს ნახავ გონება ავტომატურად აგდებს იმ აზრს რომ ის აღარაა და წარმოგადგენინებს რომ სადღაც შორსაა წასული და ადრე თუ გვიან დაბვრუნდება. იმედი გიჩნდება და ამ იმედით აგორებ ყველა დღეს. მერე ერთხელ იმასაც აცნობიერებ რომ მას მიწა მიაყარე და აღარ არის. ! ცივ მიწაში წევს და ყველა მისი ოცნება და სურვილი შეუსრულებელი დარჩა. გული გიკვდება, სული გეწვება , გენანება და მერე გონება ისევ ავტომატურად აგდებს ამ ყველაფერს და ისევ წარმოგადგენინებს რომ ის სადღაც შორსაა და ისევ დაბრუნდება. და ასე ხდება დაუსრულებლად.! დაუსრულებლად ! პაპასკირი კი ცოცხალი იყო და იმ უფერულ პალატაში იწვა მაგრამ , უჭირდათ , რომ წარმოიდგენდნენ რომ შეიძლებოდა არ გაეღვიძა ზუსტად ისე ემართებოდათ. ! იმ განსხვავებით რომ ეჭიდებოდნენ მისი გაღვიძების იმედს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.