შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დროებითი ლექტორი #6


12-04-2018, 19:19
ავტორი Blue tears
ნანახია 3 281

არსებობს კი მობილური ტელეფონის ზარით გამოღვიძებაზე უფრო საშინელი წამება? კაეშნით შეზავებული გაბმული წივილი ძლიერდება, იქცევა ჩაქუჩად, მატარებლის მუხრუჭებად, ტკივილით გამოწვეულ ყვირილად, ყურის წამღებ წრიპინად, რომელიც კვეთს დილის სიცარიელის მძიმე მდუმარებას. უნდა ვუპასუხო, სხვა რა გზაა.
- გისმენთ. - ვეკითხები საშინლად ჩამწყდარი და ბოხი ხმით.
- რენე შენ ხარ? - მეკითხება ბაბი სიცილნარევი ხმით.
- აჰაამ.
- როგორხარ.
- აჰაამ.
- აუ ადექი გამოფხიზლდი რა, ნუ ზმუიხარ, იცოდე 30 წუთში რო დავრეკავ გამოფხიზლებული უნდა დამხვდე.
- აჰაამ. - ტელეფონს ვთიშავ და საწოლიდან ზლაზვნით ვდგები. ჩემოდნიდან ჩემი ჰიგიენისთვის საჭირო ნივთებისთვის განკუთვნილ ჩანთას ვიღებ და სააბაზანოში ვიკეტები. 1 საათი მაინც ვრჩები შიგნით, იქიდან გამოსულს მაინც მეძინება, ხალათს ვიკრავ და სამზარეულოში ჩავდივარ, თვალები მელულება მაგრამ თავს ძალას ვატან რომ არ ჩამთვლიმოს. ყავას ვიმზადებ, და მაგიდასთან ვჯდები, ყავაც კი არ მსიამოვნებს თავს ცივ მაგიდაზე ვდებ და თვალებს ვხუჭავ, ცივიც არ მსიამოვნებს, ამ შუა ზამთარში საშინლად მცხელა. ოფლი მასხამს, და ფეხზე მინდა წამოდგომა მაგრამ ისე მეზარება თითსაც კი არ ვატოკებ. თვალები მეხუჭება და მთლიანად ბურუსში ვეხვევი.

................................

- გაიღვიძა... - ჩამესმის ხმა ბუნდოვნად, თვალებს ვახამხამებ მაგრამ ვერაფერს ვხედავ თეთრი ნათურის გარდა, აქეთ იქით ვიყურები, მხოლოდ 3 ექიმი დგას თეთრ ოთახში.
- მოვკვდი? - ვეკითხები ჩახლეჩილი ხმით რასაც მათი სიცილი მოსდევს. - ანუ არა. მაშ რა მჭირს!?
- 1 კვირიანი ძილის შემდეგ როგორც იქნა გაგეღვიძა. - ვერ ვხვდები რას გულისხმობენ. მალევე გამოვფხიზლდი და პალატაში დემეტრე შემოვიდა, საშინლად გამოიყურებოდა, წვერი გასაპარსი, თვალები ჩაწითლებული და დაჭმუჭნილი საროჩკა ეცვა.
- რა დამემართა? ვერ გავიგე ძალიან არეულად საუბრობდნენ.
- შენ... ეს ასე ვთქვათ დროებითი კომა იყო. - ყველაფერი ამიხსნა და იქვე ჩამოჯდა. მალევე ანი და მარიამი შემოვიდნენ და დემე გავიდა.
- რენ იცი როგორ გვანერვიულე? - ორივე მოვიდა და მაგრად მომეხვია.
- ახლა ხომ კარგად ვარ?
- იცი დემეტრე რა ცუდად იყო? ყველაფერს ამტვრევდა რაც ხელში მოხვდებოდა, ეგ კიარა რო გაიგო რო კომაში იყავი კედელს ისე დაარტყა გვეგონა რო დაიმტვრა ძვლებში.
- რაა? არ მეღადავებით?
- აუ რადროს ეგაა მთავარია გაიღვიძე. - შეაწყვეტინა მარიმ და კიდევ ერთხელ მომეხვია.
საავადმყოფოდან მალე გამწერეს, დემეტრეს კი იშვიათად ვხედავდი სულ სადღაც იყო გასული, ერთ საღამო სახლში გვიან დაბრუნდა მთვრალი, მე სავარძელში ვიჯექი და 'წყევლას' ვუყურებდი, ლიფტის ხმამ ისე შემაშინა ადგილზე შევხტი, ოთახში სინათლე არ ენთო, ისე მეშინოდა როგორც არასდროს.
- დემეტრე შენ ხარ? - ცოტახანი ხმა არავის ამოუღია.
- სხვას ელიდი ვინმეს?- მკითხა საშინლად ბოXი ხმით.
- უბრალოდ შემეშინდა.
- ჩემი გეშინია? - ფეხზე წამოვდექი და სინათლის ასანთებად გავემართე მაგრამ გამაჩერა. ხელზე მომიჭირა და თვალებში ჩამაშტერდა.
- შენი რატომ უნდა მეშინოდეს?
- მეც ეგ მაინტერესებს.- სახე ახლოს მომიტანა და ჩემი სურნელი ხარბად შეისუნთქა. - შენი სურნელი... - ხელი თმებში შემიცურა და შუბლი შუბლზე მომაბჯინა. - შენი სურნელი მაგიჟებს. - მთელ ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. - ისეთი სურნელი გაქვს, რომ... მისგან თავს ვერ ვაღწევ. - არვიცი ამას ალკოჰოლი ალაპარაკებდა თუ არა მაგრამ მე საშინლად მსიამოვნებდა მისი სიტყვები. - და.... მიყვარხარ. მე. შენ. - გულმა გაორმაგებულად დაიწყო ფეთქვა. სუნთქვა გამიხშირდა და კანკალმა ამიტანა. ტუჩებზე შემეხო ისე ნაზად, შემდეგ უფრო მომთხოვნად, კოცნაში ავყევი, ამით გახელებულმა ხელში ამიტაცა და ვერც კი გავიაზრე ისე მოვხვდით საძინებელში, უცებ გადამაძრო კაბა და თვითონაც მოიშორა ზედმეტი ნაჭერი. საწოლზე ფრთხილად გადამაწვინა და ჩემს სხეულს კოცნით ჩაუყვა. სათითაო ადგილი მეწვოდა სადაც კი მეხებოდა, შინაგანად ვიწვოდი თითქოს ცეცხლი მეკიდა. ისევ კოცნით გაიკვლია გზა ჩემი ტუჩებისკენ, ნელი ბიძგებით შემოვიდა ჩემში. ტუჩებით მიკოცნიდა ცრემლებს. სიამოვნების 'ზენიტში' ვიყავი.

. . . . . . . . . . .

დილით სახეზე შეხება მაღვიძებს მაგრამ თვალებს არ ვახელ.
ზუსტად ისე მეფერება სახეზე როგორც მაშინ საავადმყოფოში. ის იყო... თვალებს ვახელ და მის მწვანე თვალებში ვიკარგები.
- დილამშვიდობის. - მეუბნება და შუბლზე მკოცნის. უცებ სადღაც წაკითხული მახსენდება. "შუბლზე ანგელოზებს კოცნიან" ჩემდაუნებურად მეღიმება. ხელი მისი სახისკენ მიმაქვს და ფრთხილად ვეფერები, ჩემს ხელს თავისაში იქცევს და ხელის გულზე მკოცნის. უცებ წუხანდელი მახსენდება და მოულოდნელად ვუსვამ კითხვას.
- დემე... მართლა გიყვარვარ?
- 1 ნახვით შეყვარების გჯერა? - თავი უარყოფის ნიშნად გავაქნიე,
- შენს შესაყვარებლად სულ რამდენიმე წამი დამჭირდა. პირველიად როცა შენი სიცილის ხმა გავიგე და მეორედ როცა სათვალე მოიხსენი და შენი ოკენის ფერი თვალები დავინახე. - გულმა გაორმაგებულად კი არა გაასმაგებულად დაიწყო ფეთქვა. მთელი სახე მიხურდა.
- გაწითლდი. - მითხრა სიცილით და გაწითლებულ ლოყაზე მაკოცა.
- არ გავწითლებულვარ.- ვუთხარი და წამოვჯექი.
- არა საერთოდ.
- ასეთი ლოყები მაქვს არ გავწითლებულვარ. - გადაიხარხარა და ლოყები ჩამიკოცნა.

. . . . . .

უკვე 5 თვე გავიდა რაც დემეტრეს ცოლი ვარ და უნივერდიტეტიც აღარაა ჭორების ბუდე, როგორც ყოველთვის ძველი ჭორი მიდის და ახალი მოდის.
უნივერსიტეტთან გავაჩერე მანქანა და გადავედი, ტრადიციულად დამხვდნენ ანი და მარიამი, კოპებივით ჰქონდათ მუცლები.
- რეენ როგორ ხარ?
- მოგვენატეეე - ჩამეხუტა ორივე მაგრამ იმდენიხანი რომ ხალხი გაკვირვებული გვიყურებდა.
- რა გჭირთ პირველად მხედავთ? წამოდით დაიწყო ლექცია. -ანატომიის ლექციაზე ქალბატონი მეგი დაგვიანებით შემოვიდა, ლექცია უაზროდ იწელებოდა. ყველა რომ გავიდა მე დამტოვა ლექტორმა. საკმაოდ ლამაზი იყო, ოდნავ კეხიანი ცხვირი ჰქონდა თხელი ტუჩები, ლამაზი ნაკვთები და თაფლისფერი თვალები მაგრამ რატომღაც მის მიმართ არ ვიყავი კარგად განწყობილი.
- რენე, არ გინდა რომ ეს საგანი ცოტა გამოასწორო? ძალიან დამავალებ თუ უფრო დიდ ყურადღებას მიაქცევ ანატომიას.
- რა? ალბათ გეშლებათ უმაღლესი შეფასება ავიღე გამოცდებზე, მითუმეტეს რომ 3 წელი დავდიოდი ანატომიაზე სანამ უნივერსიტეტში ჩავირიცხებოდი. ეს უსამართლობაა რაღაც გეშლებათ, ალბათ ტესტები აერიათ! - შევჩივლე ლექტორს მაგრამ წარბიც კი არ შეუხრია, ფეხზე წამოდგა და მომიახლოვდა, ზედმეტად ახლოსაც კი მოვიდა. ირონიულად ამათვალიერა და ჩაიცინა.
- დავიჯერო დამუსი ანატომიაში არ გეხმარება? თუ სხვა რამეებით ხართ დაკავებული? - ლექტორმა დარბაზი დატოვა და მეც ასე დავრჩი გაქვავებული. რატომ მოიხსენია ამ ქალმა დემეტრე დამუსი'თი? გულში უცნაურად გამკრა. არმინდოდა მეფიქრა რომ მათ რამე საერთო ჰქონდათ. ლექციები სამზე დამიმთავრდა და მეც მაშინვე სახლში წავედი. დემეტრე არ დამხვდა, გადავწყვიტე დავლოდებოდი, და ასე ველოდებოდი, ღამის 1 საათამდე. რომ არ მოვიდა გადავწყვიტე მომეძებნა. მე და მას საათები გვქონდა რომელშიც ჯიპიესი იყო და საადაც არ უნდა ყოფილიყო, ერთმანეთის ადგილმდებარეობის ნახვა მობილურით შეგვეძლო. ჯერ გადავწყვიტე დამერეკა, რამდენჯერმე გავიდა ზარი მაგრამ ყურმილი არავინ აიღო. ტელეფონი შევამოწმე, ჯიპიესი უნივერსიტეტთან ახლოს მდებარე რაღაც კლუბზე მიმანიშნებდა, ბოტასები ჩავიცვი მანქანის გასაღებიც ავიღე და სახლიდან გავედი. გზაში თავს ვიწყნარებდი რომ არაფერი ცუდი არ იქნებოდა. კლუბში რომ შევედი იქაურობის სუნმა ჩემზე პირველად იმოქმედა ასე ცუდად და გულის რევის შეგრძნება დამეუფლა. იქაურობა მოვათვალიერე და ვერსად დავინახე. გულის რევის შეგრძნება მაწუხებდა და საპირფარეშოსკენ დავიძარი, იქაურობა საშინელ სუნად ყარდა. კარს ფრთხილად მივაწექი, იმწამს ვწყევლიდი მისი მოძებნა რომ დავიჩემე, არ ყოფილა ცუდად. მეგი იქვე მდგარ პატარა ხელსახოცების თაროზე იყო შემომჯდარი, კვნესოდა და დემეტრეს სახელს გაიძახოდა. ისიც ისეთი მონდომებით კოცნიდა. დემეტრემ რომ დამინახა სახეზე ფერები გადაუვიდა მეგის ხელი გაუშვა და ჩემსკენ წამოვიდა.
- რენე მე... - გულს მირევდა მისი დაძახებული რენე.
- არ შემეხო. - ჩემსკენ მომართული ხელი ჰაერში გაუშეშდა და თვალი მომარიდა. იქაურობა სწრაფად დავტოვე და მანქანა ელვის სისწრაფით მოვწყვიტე ადგილს. ქალაქიდან გავედი და მთელი სიჩქარით მივქროდი გზატკეცილზე. ვყვიროდი მთელ ხმაზე რაც შემეძლო. რატომ მომექცა ასე? ხომ ვუყვარდი? მომატყუა? მანქანა გზიდან გადავიყვანე. მანქანიდან გადავედი და მუხლებზე დავემხე. ყველაზე მეტად მატკინა, გული ისე მეტკინა მოგონება იყო ჩემმა მშობლებმა რაც ჩაიდინეს. ვყვიროდი მინდოდა რომ მთელი ტკივილი ამომეტანებინა ამ ყვირილს. მანქანაში ღონე მიხდილი ჩავჯექი ახლა ყველაზე მეტად მინდოდა რომ ვინმესთვის მომეყოლა, პირდაპირ ბაბისთან მივედი, სინათლე არ ენთო მაგრამ ზარი მაინც დავრეკე. მალევე გამომხედა ბაბიმ და ჩემს დანახვაზე სახეზე ფერები გადაუვიდა.
- რენე... რა გჭირს.
- ბაბი. - ისე მჭირდებოდა მაშინ მისი ჩახუტება, ზედმეტი კითხვა არც დაუსვამს იქვე დივანზე ჩამოჯდა. წამოვწექი და თავი მუხლებში ჩავუდე, ყველაფერი მოვუყევი და ისიც წყნარად მისმენდა.
- არ ვიცი რა გითხრა რენე... მეც ასე მეგონა რომ უყვარდი. შენც ისე შეიცვალე ამ 5 თვეში. - ვერაფერი ვეღარ ვთქვი დაღლილს და ღონე მიხდილს მის მუხლებზე ჩამეძინა, დილით როცა გამეღვიძა დივანზე ვიწექი მაგრამ ბაბი არ იყო.
- ბაბი!? - პატარა ბავშვივით დავუძახე რომელსაც სახლში მარტო ყოფნის ეშინოდა. - აქ ვარ. - გამომძახა სამზარეულოდან, ისეთი სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა ვერაფრით დავძლიე სურვილი და ყველაფერი გადავსანსლე.
- რენ რას აპირებ?
- მივდივარ
- რა? გაგიჟდი!? სად მიდიხარ.
- სტამბულში, ხომიცი რომ ახლა არდადეგები დაიწყება. არაფერი დაშავდება რომ გავაცდინო.
5-6 თვით წავალ.
- კარგი როგორცგინდა. კიდე გინდა ბლინები? - თანხმობის ნიშნად თავი დავუქნია და მანაც ბლინებით სავდე თეფში მომაწოდა.
- რენ... იცი?! შენი თვალები ასეთი არასოდეს მინახავს. მაშინაც კი არ გქონია ასეთი მწვანე თვალები როცა დედა და მამა წავიდნენ. გული მტკივა რომ გიყურებ, მინდა რომ ბედნიერი იყო. ხომ იცი არა? - ბარბარეს ხელები მაგრად მოვხვიე და გულში ჩავიკარი.

.. . . . . . .

მანქანას ჭავჭავაძის 49'სთან ვაჩერებ და მანქანიდან გადავდივარ, ლიფტში შევდივარ და 14-15 ვაწვები. ლიფტის კარი იღება და გრძელ დერეფანს მივუყვები. მისაღებში სავარძელში დემეტრე ზის, თვალები ჩასწითლებია და ერთ წერტილსაა მიშტერებული.
- რენე.. - ჩემი დანახვისას მაშინვე დგება.
- გისმენ - ისე ვეკითხები თითქოს არაფერი მომხვდარა.
- აგიხსნი...
- ამიხსენი. - მის წინ ვდგები და თვალებში ვაშტერდები. დემე მძიმე ნერწყვს ყლაპავს და საუბარს იწყებს.
- ხომ იცი რომ მხოლოდ შენ მიყვარხარ, მთვრალი ვიყავი, ვერ გავაკონტროლე თავი. მაპატიე.
- სამწუხაროდ ვერ გაპატიებ... მივდივარ.
- სად.... სად მიდიხარ?!- ხმა უკანკალებს და თვალებში სევდა უდგება.
- გამაგებინეთ როცა კომპანიაში საქმეებს მოაგვარებენ და განქორწინების საბუთებზე ხელის მოსაწერად ჩამოვალ ან გამოგზავნე, როგორც გაწყობთ. - პასუხს არ ველოდები, პირდაპირ საძინებლისკენ მივდივარ. მხოლოდ იმ ტანსაცმელს ვიღებ რასაც ხშირად ვიყენებ 1 ჩემოდანს ვავსებ და ის ისაა უნდა წავიდე რომ წინ დემე მეღობება.
- ვერ წახვალ. შენ ჩემი ცოლი ხარ. შენ მე გიყვარვარ
- არა აღარ მიყვარხარ.- ვინ იცის ამ სიტყვებს რამხელა ტკივილი ამოვაყოლე.
- შენი თვალები სხვა რამეს იტყვიან.
- და რას ამბობს ჩემი თვალები? - თვალებიდან სათვალეს ვიხსნი და ჩაწითლებულ მწვანე თვალებს ვანათებ. ფითრდება და მძიმე ნერწყვს ყლაპავს. ვერაფერს მეუბნება. სათვალეს თავის ადგილას ვაბრუნებ. ლიფტში შევდივარ და ვუყურებ სანამ არ დაიკეტება კარი, ვხედავ როგორ უგორდება ლოყაზე ცრემლი. გული მეკუმშება და მინდა ვიყვირო, საშინლად მტკივა მისი ცრემლი. შეიძლება რომ მასაც სტკივა გული მაგრამ, ასე არ უნდა მომქცეოდა.

. . . . . . . .
მთხრობელი;
. . . . . . . .

იქიდან პირდაპირ აეროპორტში წავიდა, ერთი ბილეთი აიღო თბილი-სტამბულის მიმართულებით. და წავიდა, დატოვა დემეტრე. ვინ იცის როგორ სტკიოდათ ორივეს, მაგრამ ასე სჯობდა, ვერ აპატიებდა ასე უცებ ღალატს. და მაინც რა ბანალური სიტუაცია იყო არა? სტამბულში ჩასვლიდან 1 კვირაში გაიგო რომ ბავშვს ელოდებოდა და იმ წამს ყველაფერი დაავიწყდა, ბედნიერი იყო ამდენი ხნის შემდეგ, სიტყვით როგორ ავღწერთ იმ ქალის ბედნიერებას და გრძნობებს როცა იგებს რომ მის სხეულში პატარა არსებაა რომელიც მალე "დედას" დაუძახებს.
სახლი ჰქონდა ზღვის პირას და მთელ დღეებს პლაჟზე ატარებდა. უკვე 6 თვე გავიდა ახლაც მიუყვებოდა სანაპიროს ნელი ნაბიჯებით და უკვე კარგად წამოზრდილ მუცელს ეფერებოდა, თეთრი ფრიალა სარაფანი ეცვა, თავზე გვირილების გვირგვინი ეკეთა, იმ წამს მართლა ანგელოზს გავდა. ხალხი თვალს აყოლებდა. არავის თვალებში არ იყო არც სიძულვილი არც შური და არც სხვა მსგავსი. მხოლოდ უდიდეს სითბოს და სიხარულს დაინახავდით მათ თვალებში. რენე ფიქრებიდან მობილურის ხმამ გამოიყვანა.
- რენ როგორ ხარ? - მობილურში გაისმა სამი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანის ხმა.
- როგორ ხართ გოგოებო?
- ძალიან ძალიან კარგად. საქმე გვაქვს.
- აბა გისმენთ.
- მოკლედ მე და მარი ჩვენი ქმრებით და შვილებით ჩამოვდივართ ამერიკიდან და პირდაპირ ბაბის ქორწილში ვიქნებით.
- მოიცა ვის ქორწილში?- ყურმილში ჩაჰკივლა რენემ. - ბაბი არ მითხრა რომ....
- რატიმ ხელი მთხოვა 1 თვეში ქორწილი გვაქვს.

ისეთი ბედნიერი იყო რენე რომ შეეძლო დემეტრესაც კი შეხვედროდა იმ დღეს.
ქორწილამდე 2 კვირით ადრე იყიდა ბილეთი სტამბული-თბილისი. იქ ჩასულს ბაბი და რატი დახვდნენ აეროპორტში, რენე ცრემლებად დაიღვარა. ქორწილის სამზადისში იყვნენ ჩაფლულები და გადარბენაზე იყო ყველა რენეს გარდა.
- აუ ბანანი მინდა
- ახლავე.
. . .
- ვაშლი მინდა მწვანე.
- ახლავე.
. . .
- ხაში მინდა
- ახლავე.... რააააა?
- რა იყო ხაში მინდა.
- ოო კაი რენე რა გადარბენაზე ვართ ისედაც შენი ხუმრობების დროა?!. - ცოტა უხეშად გამოუვიდა დაღლილ ნიკუშას. რენეს თვალები აუწყლიანდა და ტუჩები პატარა ბავშვივით დაპრანჭა.
- ყველას თავი მოგაბეზრეთ ხო? - თქვა და ცრემლები გადმოსცვივდა ლურჯი თვალებიდან. ნიკა გაფითრდა მისი ცრემლიანი თვალები რომ დაინახა და მაშინვე გულში ჩაიკრა.
- არა სიხარულო უბრალიდ დაღლილი ვარ და მეგონა რო ხუმრობდი წავალ მოგიტან გინდა?
- გადამინდა. - სლუკუნით უთხრა ბიჭს და ფეხზე წამოდგა. - გავისეირნებ თქვენ მიხედეთ საქმეს მოვიწყინე სულ სახლში ვარ. - ნიკამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.

ხანდახან ფიქრობდა რასაკეთებდა იმ დროს დემეტრე, მაგრამ არ იცოდა და ვერც მიხვდებოდა, აი მე კი ვიცოდი რას აკეთებდა ყოველ დღე და ყოველ ღამე დემეტრე. მთელი დღე ან კლუბებში სვამდა ან სახლში, ისეთი მექალთანე გახდა როგორიც არასდროს ყოფილა. ყოველ დღე სხვადასხვა გოგოსთან ერთად იყო, თითქოს იმ ერთს ეძებდა.
სახლში სხვა გოგო არასდროს მიუყვანია, არც ძილით იძინებდა სხვა ქალთან. ფხიზელს ვერ ნახავდით, სამსახურსაც შეეშვა. ახლაც იჯდა ოთახში საწოლზე სადაც რენეს ეძინა მას მერე არ გაფკარებია რაც რენე წავიდა, იჯდა და მისი კაბის სუნს შეიგრძნობდა. უკვე ქრებოდა მისი სუნი და ეს უფრო აგიჟებდა. თავის თავს ვერ პატიობდა იმ შეცდომას რაც ჩაიდინა. ქურთუკს ხელი დაავლო და სახლიდან გავიდა, მთაწმინდას მიუყვებოდა, და ახსენდებოდა ყოველ საღამოს როგორ ამოდიოდნენ აქ თვითონ და რენე და როგორ ისხდნენ ერთერთ კაფეში საათობით. ნელი ნაბიჯებით მიიწევდა წინ, იქვე ხალხი დაინახა შეკრებილი რაღაცის გარშემო მაგრამ ყურადღება არ მიაქცია გვერდის ავლა უნდოდა მაგრამ გოგონას ხელი დაინახა ცივ ასფალტზე და მისმა საქორწინო ბეჭედმა მოსჭრა თვალი. კანკალით მიუახლოვდა. ახლა უკვე კარგად არჩევდა მის ტატუს ხელზე.
- რენე. - წარმოთქვა და ხალხის ბრბოში შევიდა.


მგონი გამომივიდა ხო თავის გაზრდა. რას იტყვით? შემიფასეთ როგორია.



№1  offline მოდერი N1penguin

ეს რა ინტრიგაა scream გავგიჟდი, რა მოიცდის ახლა შემდეგ თავამდე scream scream ძალიან მაგარია heart_eyes heart_eyes დიდხანს არ გვალოდინო, გთხოვ kissing_heart

 


№2  offline მოდერი ენემი

არაფერი დამართო რა რენეს kissing_heart

 


№3 სტუმარი ლია

კარგი თავია მომწონს.

 


№4  offline წევრი Blue tears

N1penguin
ეს რა ინტრიგაა scream გავგიჟდი, რა მოიცდის ახლა შემდეგ თავამდე scream scream ძალიან მაგარია heart_eyes heart_eyes დიდხანს არ გვალოდინო, გთხოვ kissing_heart

Madloba ❤ ara male davdeb

ენემი
არაფერი დამართო რა რენეს kissing_heart


Arvici jer magram vecdebi. ❤

 


№5  offline წევრი მართაა

აი ეს მაგიჟებს საოცარი ინტრიგა და გასაოცარი წერის მანერა <3 სუპერ გოგო ხარ!
რომ გითხრა რომ მომდევნო თავამდე მშვიდად ვიქნები მოგატყუებ , ასე რომ შეგვიცოდე და დროულად დადე :*

 


№6  offline წევრი Blue tears

მართაა
აი ეს მაგიჟებს საოცარი ინტრიგა და გასაოცარი წერის მანერა <3 სუპერ გოგო ხარ!
რომ გითხრა რომ მომდევნო თავამდე მშვიდად ვიქნები მოგატყუებ , ასე რომ შეგვიცოდე და დროულად დადე :*

მეკიდევ მგონია რომ წერის მანერა მაქ ცუდი, შემდეგ თავს დღესვე დავდებ ისედაც მალე დავდებდი უბრალოდ მხოლოდ 24 საათში 1ხელ მაქ უფლება, ვეცფები რომ ცუდად არ დავამთავრო. მადლობა დიდი ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent