შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაყინული წუთები.თავი 4


13-04-2018, 04:32
ავტორი zia-maria
ნანახია 2 954

-სად ხარ,გითხარი არ შეგაწუხებთქო,მაგრამ მჭირდები უნდა გნახო ჩვენს ადგილზე მოდი.
-ჩვენს ადგილზე მოდი და მეც მალე მოვალ,მაგრამ ბარში და არა სასტუმროში, ბევრი დრო არ მაქვს.დაძაბული ატარებდა მანქანას,ჯერ ინგა მიიყვანა მის მიერ მოცემულ მისამართზე და ოდნავ დამშვიდებულმა უთხრა.
-ხვალ 10 საათზე იყავი კომპანიაში,შენი საბუთები წამოიღე და ბაღის საქმე მოაგვარე.
-არ ვიცი რა მოხდა ძმებს შორის და არც მინდა ჩავერიო,მხოლოდ გხედავ ვერ ხარ კარგად და ფრთხილად იარე.
-ინგა ძალიან მკაცრი ტიპი ვარ,გამიცნობ ახლოს და მიხვდები თავად როგორი ვარ,მაგრამ არც ისეთი ვარ,რომ ვერ გაუგო ადამიანს.მხოლოდ ერთი უჩვეულო ჩვევა მაქვს,ბავშვობიდან ვერ ვიტან ტყუილს და არ ვაპატიებ ტყუილს არავის არაქვს ჩემთვის მნიშვნელობა ვინ იქნება ის ადამიანი,შესაძლებელია ჩემი საყვარელი ადამიანი იყოს,არც დავფიქრდები ისე გავდგები განზე,თუ ნათქვამ ტყუილს რაიმე ახსნა არ აქვს.
-მესმის შენი.ვერ შეხედა თვალებში დამიანეს და ახლა უფრო დარწმუნდა დამიანე რომ ინგას რაღაც ძალიან ტკიოდა და ის ტკივილი არ იყო გასახსენებელი.
-ყველაფერი კარგად იქნება.გაუღიმა მკრთალად და წავიდა.მაინც მიასწრო დიანას და მისი მისვლიდან ორიოდე წუთში დიანაც მივიდა.
-რა სახე გაქვს,რა მოხდა.
-მომენატრე ორი კვირაა არ მინახიხარ და არ შეგხებივარ.
-რატომ ხარ ნერვებ-მოშლილი არ გინდა მითხრა?ამ დროს დამიანესთვის უცნობი მამაკაცი მიესალმა დიანას,რაც დამიანეს არ მოეწონა და წარბ-აწეულმა შეხედა დიანას.
-ვინ არის ან ასე თბილად რატომ გიღიმის,დადნა შენ რომ შეგხედა.
-ჩემი კლიენტია,სალონში ხშირად დადის და იქედან ვიცნობ.რა გჭირს,ეჭვიანობის სცენები უნდა დამიდგა აქ ამიტომ მომიყვანე?
-რა სისულელეა,უბრალოდ ჩემს ნივთებს ვერავინი ვერ ეხება და არც უნდა მოხდეს ეს.
-დამიანე ძალიან გადაღლილი ვარ,გვიანობამდე ვმუშაობ,თან ვსწავლობ და კიდევ სამი გამოცდა მაქვს,შემდეგ კი პრაქტიკა უნდა გავიარო.
-მჯერავს შენი,დღეს უბრალოდ ცუდ ხასიათზე ვარ.
-გეტყობა,რადგან თვალებითაც კი იკბინები.
-მოდი ჩემს გვერდით დაჯექი და გიკბენ იქ სადაც მინდა, თუ გინდა დავმშვიდდე.
-ვერ ხარ შენ კარგად,მართლა ვერ ხარ.გაუბრაზდა დიანა.
-კარგად ვარ,მინდა მალე დასრულდეს ეს ყველაფერი.
-არ მითხრა,ერთ საღამოს მოვალ და თეთრი რაშით მოგიტაცებო.დამიანემ ისე გულიანად გაიცინა ყველა მას მიაჩერდა.ცოტა ხასიათი გამოუკეთდა და დიანა ისევ სალონში მიიყვანა,თავად კი სახლში წავიდა.ინგა კარგად მოერგო მის ახალ სამუშაოს,კმაყოფილი იყო მამუკაც და დამიანეც მხოლოდ დემეტრე ვერ შეეწყო ადვილად ახალ მდივანს.ვერ გაბედა ვერც მამუკამ და ვერც დამიანემ დემეტრესათვის სიმართლის თქმა და ქეთი სარგებლობდა ამათი სიჩუმით,ამაყად დადიოდა დემეტრეს გვერდით ყელმოღერებული,დამიანეს დაინახავდა თუ არა მუცელზე მიიდებდა ხელს და ბავშვს ეფერებოდა თან ეჩურჩულებოდა -ძია დამიანეს არ დაემსგავსო უჟმური,უხეში და უხასიათო რაზედაც დემეტრეს ეცინებოდა.მამუკამ ვერ მოითმინა ერთ დღეს და უთხრა უხეშად.
-გგონია მთელი ცხოვრება შეძლებ შენი საიდუმლოს შენახვას?დაველოდები იმ დღეს,როცა შენი ბინძური ჩანაფიქრი სინათლეში გამოჩნდება და ყველა გაიგებს ვინ ხარ.დიდი იმედი მაქვს,ჩემი შვილი გამოფხიზლდება და მიხვდება სიმართლეს.
-თქვენ ცდებით.............
-შენი ხმის გაგონებაც არ მინდა,აუტანელი ქალი ხარ.იცი ვინ ხარ?მათხოვარი,რომელმაც მსუყე ლუკმა ნახა და ძლიერად ებღაუჭება,მაგრამ დარწმუნებული ვარ იმ მსუყე ლუკმიდან ნამცეცებიც არ შეხვდება.საღამოს გაბრაზებული და ანთებული გადი-გამოდიოდა და სიბრაზე რომ დაემალა დემეტრეს გასეირნება თხოვა,მაგრამ დემეტრემ უარი უთხრა დაღლილი იყო და დასაძინებლად წავიდა.შუაღამით გაეღვიძა და ნახა საწოლი მის გვერდით ცარიელი იყო,ადგა ქეთი სახლში არ იყო გაბრაზებულმა პიჟაკი ჩაიცვა და ნაცნობ ბარში მივიდა სადაც ქეთი ხშირად დადიოდა,მართლი აღმოჩნდა ქეთი ბარში იყო კონიაკს მიირთმევდა და სიგარეტსაც ეწეოდა და მის გვერდით დემეტრესთვის უცხო მამაკაცს ბედნიერი თვალებში შესციცინებდა.უსიამოვნოდ შეიშმუშნა და პირველი რაც თავში მოუვიდა დამიანეს სიტყვები იყო.
-გამოფხიზლდი და სიმართლეს თვალი გაუსწორე დემეტრე.თმებზე გადაისვა ხელი და ბარმენთან მივიდა სასმელი შეუკვეთა.ქეთიმ შეხედა და ახლოს მივიდა.
-დემეტრეეეე ნაწყენი ხარ?ძალიან მინდოდა გარეთ გამოვსულიყავი.
-გასეირნება გინდოდა ქეთი თუ უცხო მამაკაცთან ერთად გაგეტარებინა დრო,დაგელია ალკოგოლური სასმელი რომელიც შენს მდგომარეობაში აკრძალულია,ისევე როგორც სიგარეტი.ქეთი იცი რა გრძნობა გამიჩჩნდა რომ შეგხედე?ვფიქრობ ჩემს ძმას ბოდიში უნდა მოვუხადო,მე მართლა დაბრმავებული ვარ.
-რას ამბობ, დამიანეს გინდა დაუჯერო და ჩემი არ გჯერა?
-ქეთი მომისმინე,მე არავარ ვიღაც ასე რომ გადამიარო და უთქმელად გახვიდე სახლიდან შუაღამით,თუ არ გავიწყდება და გახსოვს მე შენი ქმარი ვარ და მოვითხოვ ისე უნდა დამაფასო,როგორც მე გაფასებ და არ დაივიწყო ისიც,რომ შენს გამო საკუთარ ძმას საშინელი სიტყვები ვუთხარი.
-ვერ გრძნობ ჩემი მხრიდან დაფასებას?
-ვერა,ვერ ვგრძნობ ქეთი.რაც ხელი მოვაწერეთ მის მერე შეიცვალე,თითქოს ელოდი ამ დღეს და ისეთი შეგრძნება მაქვს შენი გაინაღდე.
-რას ამბობ დემეტრე.
-ვამბობ იმას რასაც ვხედავ.
-რომ გითხრა,რომ ცდები?
-არა მგონია ვცდებოდე,უკვე ნელა-ნელა ვერკვევი ჩემი ძმის სიტყვებში.
-ეს პირველი შემთხვევაა და ამის გამო ჯვარზე უნდა მაცვა?
-მინდა ყველაფერი გავაკეთო,რომ ბედნიერი იყო.დაღლილი მოვდივარ სახლში,ვწვები და შენ შუაღამით სახლს ტოვებ და ბარში მოდიხარ,ამას ეძახი შენ დაფასებას?უკვე გადავწყვიტე,ბავშვის დაბადებამდე ერთად ვიქნებით,დაიბადება თუ არა დნმ-ის ანალიზს გავაკეთებ,რომ დავრწმუნდე შენს ერთგულებაში.დღეიდან კი სხვადასხვა ოთახებში დავიძინებთ.
-რას ამბობ,გესმის რას მეუბნები დემეტრე.
-მე მესმის და ახლა დამიანესიც მესმის.სასმელი ბოლომდე დაცალა და წასასვლელად წამოდგა.
-სად მიდიხარ,ამ დროს აქ მარტო მტოვებ?
-მე მგონი უნდა შეგახსენო,რომ აქ მარტო მოდი და აქედანაც მარტო შეგიძლია მოხვიდე სახლშიც.სახლში წავიდა და იმ ღამით და კიდევ უამრავი ღამეები დემეტრეს მდივანზე ეძინა,ქეთი გარშემო უვლიდა და უნდოდა დალაპარაკება,მაგრამ დემეტრეს თითქოს წყალი ჰქონდა პირში და არაფერს არ ამბობდა.დამიანემ მიხვდა დემეტრე რომ შეიცვალა და უფრო დარწმუნდა ქეთის რომ შეხედა რომელსაც მუცელი უკვე კარგად ემჩნეოდა.ერთ დღეს ინგასთან მივიდა და უთხრა.
-ინგა ორსულობა ქალს რომელი თვიდან ეტყობა.
-რა იყო,ვინმე სიურპრიზის გიმზადებს?უთხრა სიცილით ინგამ და დამიანეც გააცინა.
-მეოთხე თვიდან უკვე კარგად ეტყობა ქალს ორსულობა.
-როგორ ფიქრობ ქეთი რამდენი თვის ორსულია?
-ქეთი შენი რძალი ხომ?ვფიქრობ ქეთი სამი თვის მაინც უნდა იყოს,თუ მეტის არა.
-მადლობა,მესამე და ხარ ჩემი ინგუშ.ლოყაზე აკოცა ინგას და თავის კაბინეტში შევიდა.ერთ საღამოს როცა დემეტრე სამსახურიდან მოდიოდა ქეთი დაინახა,რომელიც ტელეფონზე ლაპარაკობდა და სახლში მიდიოდა,დემეტრე მივიდა სახლში და შეეკითხა.
-რას აკეთებდი დღეს,ხომ არ მოიწყინე.
-დღეს მთელი დღე მეძინა,არ შემეძლო.
-გარეთ არ ყოფილხარ გასული,არ გაისეირნე?
-არა,მარტო შემეზარა გასვლა.
-კარგი.უთხრა და გარეთ გავიდა,ჯერ ბარში შევიდა ზედი-ზედ დალია,შემდეგ ტელეფონი ამოიღო შეხვედრა თხოვა დამიანეს.
-რომელი საათია,დემეტრე სად ხარ ან რატომ ხარ ამ დროს გარეთ.სახლში მოდი,ყველას ძინავს და აქ ვისაუბროთ,აქ უკეთესია ვთქვათ ჩვენი სათქმელი.დემეტრემ დაუჯერა დამიანეს და სახლში წავიდა,მივიდა თუ არა დამიანეს ხელი მოხვია და უთხრა.
-ვფიქრობ,შენს წინაშე ბოდიში უნდა მოვიხადო.
-რა ხდება,რატომ ხარ ასე დარწმუნებული რომ ბოდიში გაქვს მოსახდელი,რამე გაიგე?გაუკვირდა დამიანეს დემეტრეს ასეთი პირდაპირი აღიარება.
-დამიანე მე შენს სიტყვებზე იმ დღიდან ვფიქრობ,როცა პირველად შეგეხე ხელით.იმ დღიდან ვეძებ,ვეძებ,ვეძებ და სიმართლე ნაწილობრივ ვიცი.
-დემეტრე შენ ჩემი ძმა ხარ და არ შემიძლია დავუშვა რომ ტყუილში ცხოვრობდეს ჩემი სისხლი და ხორცი ერთი ქალის ამოჩემებული მიზეზის გამო.
-გპირდები,რომ ყველაფერს გავარკვევ.დღეს აქ დავიძინებ და ხვალიდან ისევ შენი დემეტრე იქნება შენს გვერდით.არავის მივცემ უფლებას ძმაო ჩვენს შორის ჩადგეს,არავის.დამიანეს გაუხარდა დემეტრეს გამოფხიზლება და რადგან თავად შეპირდა ამ საქმის მოგვარება,თავად განზე გადგა.ნელა-ნელა ჩადგნენ ფორმაში და გააგრძელეს ისევ ერთად მუშაობა როგორც ძველად,ერთმანეთის გვერდით რაც ქეთის საერთოდ არ მოსწონდა და ვერ ისვენებდა,ვერ იყო მშვიდად.რამოდენიმე დღე ზედიზედ მშობლების სახლში რჩებოდა,ერთ დღეს კი კომპანიაში მიაკითხა ქეთიმ და მოწყენილი ხმით უთხრა.
-რატომ არ მოდიხარ სახლში დემეტრე.
-არ მითხრა მომენატრეო,რადგან ვიცი უჩემოდაც კარგად გრძნობ თავს,უკეთესადაც კი.
-მარტო ვარ,რომ რამე დამჭირდეს გვერდით არავინ მყავს.ტირილით გავიდა დემეტრეს კაბინეტოდან და დამიანეს შეეჩეხა.
-შენი ბრალია ყველაფერი,შენ აურიე ტყუილებით ტვინი.
-ტყუილებით?რატომ ხარ ასე დარწმუნებული,რომ ეს ბავშვი დემეტრესია.ქეთი მეც და მამუკამაც ყველაფერი ვიცით და აღარაა საჭირო თამაშის გაგრძელება,სულ მალე დემეტრეც გაიგებს სიმართლეს,რადგან ნაწილობრივ ხვდება კიდეც ვინ ჰყავს გვერდით.შენ ხარ ქალი სატანა და დროზე უნდა წახვიდე ჩვენი ცხოვრებიდან,სანამ გვიან არ არის.ქეთის ფერებმა გადაუარა სახეზე და კედელ-კედელ წავიდა ნელა-ნელა.დამიანემ თვალი გააყოლა და ირონიულად ჩაიცინა და თან ჩაილაპარაკა.
-რაც დათესე იმას სულ მალე მოიმკი ძვირფასო რძალო.ქეთის წასვლიდან სულ ცოტა ხანში კომპანიაში ტყუპები შეიჭრა და გაიღვიძა კედლებმა.პირველი ინგასთან მიიჭრა ანკა და მკაცრად უთხრა.
-ახალი ხარ?
-კი ახალი ვარ.დაიბნა ინგა.
-ასეთი დეკოლტე რატომ გაცვია,აქ ხომ სამი ულამაზესი მამაკაცია უფროსი.რომელს აწონებ თავს?
-მე,მე,მე არც მიფიქრია.დამიანე გამოვიდა კაბინეტიდან გაკვირვებული და შეხედა ანკა ინგას როგორ მკაცრად უცქერდა,შეეცოდა ინგა.
-რა ხდება აქ,რა ხმაურია.
-ხდება ის რომ არ ვიცოდი ახალი მდივანი თუ გვყავდა.
-ინგა გაიცანი ჩემი გიჟთა სამყაროს ნაწილები,ჩემი ტყუპი დები.ინგამ დააკვირდა დამიანეს და შემდეგ ანკას და მათი მსგავსებამ გააოცა.
-შეგაშინეს?დემეტრეც მიახლოვდა შეკრებილთ.გოგოები კი იცინოდნენ.
-არ მინდოდა შეგშინებოდა.უთხრა ინგას ღიმილით.
-მომწონხარ,კარგია რომ აქ ამ მაგიდასთან ნორმალური ადამიანი დავინახე.თქვა ნანკამ.
-რატომ მოხვედით და ამ დროს რატომ არ ხართ სასწავლებელში.მკაცრად შეუტია დებს დამიანემ.
-დამიანე რატომ ხარ ასეთი მკაცრი და რატომ არ ხარ დემეტრესავით თბილი.
-ჩემს სითბოს მაშინ მიიღებ,როცა დაიმსახურებ დამსახურებულად.უთხრა მკაცრად და თვალი ჩაუკრა ანკას.
-მაშინ გეტყვი რომ რაც მინდოდა ის უკვე მივიღე,გაცვლითი პროგრამით მივდივარ ლონდონში.
-მართლა?უთხრა დემეტრემ და ანკა გულში ჩაიკრა.-ჩემი ნიჭიერი,მონდომებული და დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრს მიაღწევ შენს კარიერაში.
-როდიდან მიდიხარ.შეეკითხა დამიანემ.
-სექტემბრიდან უკვე იქ ვისწავლი.
-ავღნიშნოთ,ბარში წავიდეთ.
-არა,დღეს ოჯახური ვახშამი გვაქვს,ჩვენ უნდა ავღნიშნოთ დედამ მითხრა სიურპრიზი გაქვთ საღამოსო.
-მე ვიცი რა სიურპრიზიც იქნება.თქვა მამუკამ რომელიც იმ წუთას შეუერთდა შვილებს.
-რაააა?ოთხივემ ერთად იკითხა.
-მისი საფიქრმო კერძი,რომელიც არადროს გამოდის კარგი,მაგრამ არ უნდა შევიმჩნიოთ.ოთხივემ დაიჭყანა და მამუკამ ბედნიერი ღიმილით თქვა.-რას იზამთ,დედაა და უნდა მოეფეროთ.
-მაშ წავედით.თქვა დამიანემ.
-ინგა შვილო,თავისუფალი ხარ დღეს ადრე გიშვებ ჩვენც მივდივართ.გოგოებმა კოცნით დაემშვოდობა ინგას და შეჰპირდნენ რომ სხვა დროს უფრო ახლოს გაიცნობდნენ.მიდიოდა ხუთივე და ინგამ სევდიანად გააყლა თვალი ამ სიხარულით და ბედნიერებით სავსე ოჯახს.ზაფხულზე გოგოებმაც მოინდომეს კომპანიაში მუშაობა და მამუკამ ორივე დაასაქმა,ერთი დემეტრეს მიაბარა,მეორე დამიანეს.დამიანეს კაბინეტიდან სულ ისმოდა ჩხუბი და ყვირილის ხმა.
-დამიანე ნახე აბა,შევასწორე შევდომები.
-კარგად დააკვირდი და ნახავ სად გაგეპარა კიდევ შეცდომა,თუ ვერ ხედავ გამადიდებელს გიყიდი რომ კარგად დაინახო.ანკამ დიდი ხნით აკვირდებოდა ნახაზს და როგორც იქნა ბედნიერმა გაიღიმა.
-ვიპოვე,ეს ხომ უმნიშვნელო შეცდომაა.
-ზოგჯერ უმნიშვნელო შეცდომამ, შესაძლებელია ცხოვრება დაგინგრიოს ანკა.
-როგორ გიყვარს გაბუქება დამიანე.შემდეგ მიყვებოდნენ და სიტყვას არ უთმობდნენ ერთმანეთს,განა არ მოწონდა ანკას მუშაობა,მაგრამ უნდოდა უფრო დამაჯერებლად გაეკეთებინა მისი საქმე,უფრო მონდომებით და უფრო მტკიცე ყოფილიყო მისი სამუშაოს მიმართ,ამიტომ არასდროს არ მოუწონებდა და მის თვალწინ გადაუხევდა ნახაზს,რასაც ანკას ხმამაღალი ტირილი მოჰყვებოდა.
-დემეტრე შენთან ვიქნები რა და ნანკა გავიდეს იმ მოსტრთან.დემეტრე გვერდით მიუჯდებოდა ანკას და აწყნარებდა.
-სულ აღარ მოვალ მთელი ზაფხული თუ ასე უნდა მაწამოს.ბუზღუნებდა ანკა მაგრამ მაინც დამიანეს გვერდით უწევდა ყოფნა.ერთ საღამოს ყველა ერთად იჯდა და ხუმრობდნენ,რომ მამუკამ უთხრა დემეტრეს.
-დემეტრე ერთი კარგი საქმე არის,ვფიქრობ შენც დაგაინტერესდება და ხვალ ორივემ გადახედეთ ერთად,შემდეგ დავჯდეთ და ვიმსჯელოთ და თუ მოგეწონებათ არ გავუშვათ ხელიდან.სულ მალე ანკაც შემოგვიერთდება და მასაც მისი ადგილი უნდა კომპანიაში.
-დამიანეს გვერდით კაბინეტიც არ მინდა,რაც შეიძლება მისგან შორს უნდა ვიყო.თქვა ხმამაღლა და ყველას გაეცინა.დამიანემ ხელი წაავლო და სიცილით კალთაში ჩაისვა მასზე გაბრაზებული და უთხრა.
-ბოთე ხარ,განა არ მომწონდა შენი ნამუშევარი,მაგრამ მინდოდა უკეთესი გაგეკეთებინა აი ხომ ხედავ,როგორ გამოგზარდე.
-გველო როგორ მაწვალებდი და მატირებდი,ნუთუ არ გეცოდებოდი.
-რომ შემცოდებოდი და მოგფერებოდი,შეცდომას არ გამოასწორებდი.ისე შენც გადახედე ჩვენთან ერთად იმ საქმეს და ვნახოთ რას გეტყვის შენი ტვინი.
-ხვალ,ხვალ გადავხედოთ ერთად.ვისთან დევს, ინგასთან?
-არა,ჩემს სეიფში შევინახე,რადგან საჩქარო არ არის და სამომავლოდ არის განსახილველი.
-კარგი,უთხარი ინგას ხვალ დამახვედროს მაგიდაზე და ვნახავ.დემეტრე წამოდგა და ყველას დაემშვიდობა,არ უნდოდა სახლში მისვლა და გზაში გადაწყვიტა კომპანიაში წასულიყო.მივიდა კიდეც და პირდაპირ მამუკას კაბინეტში შევიდა და სეიფი გააღო,სქელი საქაღალდე გადმოიღო და დაკვირვებით გადაიკითხა ყველა გვერდი,შემდეგ დაფიქრდა და ტელეფონზე უნდა დაერეკა,რომ მისი ყურადღება მისთვის უცხო სიდმა მიიქცია,გამოიღო და იქვე მამის მაგიდაზე არსებული კომპიუტერი ჩართო,ჯერ გაოცებული უსმენდა შემდეგ კი ნელა-ნელა გაანალიზა რაც მოისმინა.
-მოცადე,ეს ხომ ქეთის ხმა არის,ეს კი დამიანეა.აი რატომ იყო ასე დარწმუნებული და მეუბნებოდა ნუ დავბრმავდებოდი,დამიანე შენ ყველაფერი გცოდნია.ადგა,ბარიდან სასმელი გამოიღო და დალევა დაიწყო.
-ვხვდებოდი,ვიცოდი რომ რაღაც ვერ იყო,მაგრამ თუ ასეთი დებილი ვიყავი ეს კი არ ვიცოდი მე კი მართლა შემიყვარდი ქეთი.შენ,შენ კი მხოლოდ ჩემი სახელი და ფული გჭირდებოდა და არა თვითონ მე.წამოდგა,თავის კაბინეტში შევიდა და მთელი ნახევარი საათი წერდა,თან დრო და დრო სვამდა.
-მამა დემეტრეს რა უთხარი,რომ სეიფში დევს ის მნიშვნელოვანი საქმე და იქ გაუშვი?
-არა,ხვალ ვნახოთ ერთად ყველამო ასე მითხრა.
-ქეთიმ დამირეკა,არ მპასუხობს ტელეფონზე და ვნერვიულობო.
-არა,დამიანე ოღონდ ეს არა.თქვა მამუკამ და ფეხზე წამოხტა,საჩქაროდ ჩაიცვა და დამიანესთან ერთად გავიდა სახლიდან,მარინა და ტყუპები კი გაოცებული დატოვეს სახლში.დემეტრემ კომპანია დატოვა, დაცვის ბიჭებმა რომ შეხედეს ასეთ მთვრალ დემეტრეს მათი ხვეწნის მიუხედავად,არცერთს არ გაუგონა და მაინც თავად წავიდა სახლში.სახლში შესული კი ქეთიმ დაეტაკა და საყვედურებით აავსო.
-არ გრცხვენია?როგორ მითიშავ ტელეფონს,არ მპასუხობ შეიძლება გავიგო რატომ?
-შენ?შენ რას მეტყვი თავად ქეთი და როგორ გაიმართლებ თავს,მაგრამ ვიცი არ გაქვს დრო ახალი ზღაპრების მოსაგონებლად.როგორ გაბედე,რატომ გააკეთე,ჩემს ძმასთან როგორ მიდი შენი ფეხით.მოგწონს?ის უფრო მამაკაცურია არა?კი მართალი ხარ,გემოვნებას ვერ დაგიწუნებ დამიანე მე ბევრად მჯობია,მაგრამ მე ხომ შემიყვარდი.რატომ,რატომ გააკეთე ეს,მე შენთვის ვინ ვარ და რას წარმოვადგენ.დემეტრემ ხელი მოუქნია და ძლიერად გაარტყა ქეთის.
-რას შვრები,გააფრინე?დამიანე ტყუის,ვეზიზღები და ჩვენი დაშორება უნდა.
-ეზიზღები?მიზეზი აქვს და იმიტომ ეზიზღები.
-ტყუის,ტყუის,ტყუის.ტიროდა ქეთი ხმამაღლა.
-ადვოკატიც ტყუის?შენი ტელეფონიდან ამოღებული საუბარიც ტყუის?თურმე რატომ მიშლიდა დამიანე შენზე დაქორწინებას,მე დებილმა კი ყველას ჩუმად ვიქორწინე.გინდა მოგასმენინო შენი ხმა?მაგრამ არა,ისინი ჩემს ძმას აქვს და იქ დევს სადაც შენ ხელი არ მიგიწვდება.ამ შეტყობინებას ვის უგზავნიდი ცოტა ხნის წინ ჩემთან რომ გამოაგზავნე
-რა შეტყობინება,მე არაფერი არ გამომიგზავნია.
-წაიკითხე,წაიკითხე.გინდა მე წაგიკითხავ.-როგორ მინდა თუნდაც ჩემს მდგომარეობაში ერთი ღამე დამიანეს ჩავეხუტო და მისი სურნელით გავძღე,მაგიჟებს მისი სხეული,ჭკუიდან გადავყავარ მის ვიზუალს.ამასაც დამიანე წერს?ამასაც დამიანე ტყუის?აიღე შენი ნივთები და ამ სახლიდან გაქრი,გაქრი თორემ აქ თუ დამხვდი მე გაგაქრობ,გეფიცები არ გაცოცხლებ.დემეტრე სახლიდან გავიდა,ნაცნობ ბარში შევიდა და ერთი ბოთლი ტეკილა იყიდა,მიდიოდა მანქანით და თან სვამდა,ბუნდოვნად ხედავდა გზას,მაგრამ მაინც მიდიოდა სად თავადაც არ იცოდა,მიდიოდა და იქ გაჩერდებოდა ალბად სადაც საწვავი გაუთავდებოდა.დამიანე და მამუკა გიჟებივით შევარდნენ კომპანიაში და ნახეს,რომ დემეტრეს ყველაფერი ნახული ჰქონდა,მამუკას კაბინეტში ყველაფერი ძირს ეყარა,ისევ გარეთ გამოვიდნენ და დაცვის ბიჭებთან მივიდა დამიანე.
-დემეტრე,დემეტრე დიდი ხნის წასულია გუკა აქედან.
-ერთი საათი არ იქნება ასე 40 წუთი,არ დაგვიჯერა და შეიძლება მისაყვედუროთ,მაგრამ ვერ გავუშვი ისე მთვრალი იყო და უკან გავყევი ბ-ნო დამიანე.
-მერე სად მივიდა,სად გაჩერდა.
-დავრწმუნდი რომ სახლში მივიდა და უკან წამოვედი.
-დარწმუნებული ხარ,რომ სახლში მივიდა?
-კი,შევხედე როგორ შევიდა სახლში და მეც უკან წამოვედი.დარეკვა მინდოდა თქვენთან,მაგრამ აღარ ჩავთვალე საჭიროდ რადგან უკვე სახლში იყო.
-მადლობა,გუკა მადლობა.
-რა ვქნათ,სად წავიდეთ.უთხრა მამუკამ.
-შენ ტაქსი გამოიძახე და სახლში წადი,მე კი დემეტრესთან წავალ მამა.
-არ არის ტაქსი საჭირო,მე გაგიყვანთ.უთხრა გუკამ და მანქანის გამოსაყვანად წავიდა.
-კარგი,კარგი დაბნეული იყო მამუკა რადგან გული ცუდის მოლოდინში ჰქონდა.დამიანემ დემეტრესთან მივიდა,მაგრამ არავინ არ გაუღო კარები.გიჟივით დაბრუნდა უკან და ქუჩებში ათვალიერებდა იქნებ სადმე მივაგნოო.დემეტრე კი ამ დროს ისევ სვამდა,თვალებში დაუბნელდა და ვეღარაფერს ვეღარ ხედავდა,მთელი სიჩქარით მიმავალმა გზიდან გადაუხვია და დიდ ხეს შესკდა მთელი მისი სიჩქარით.უკვე სახლთან იყო მისული გუკა,რომ მამუკას ტელეფონზე დემეტრეს ზარი დაფიქსირდა და სიხარულით აივსი მთელი ორგანიზმი,მაგრამ წამი დასჭირდა ამ სიხარულის ჩახშობას,მწუხარება გამოესახა სახეზე და გუკას უთხრა.
-მოაბრუნე მანქანა და საავადმყოფოში წამიყვანე გუკა.შემდეგ დამიანეს დაურეკა და საავადმყოფოში მისვლა თხოვა,რადგან ექიმის თქმით დემეტრე ცუდად იყო.დამიანემ უეცრად გააჩერა მოწყვეტილად მანქანა და ქეთის დაურეკა.
-გისმენ დამიანე.
-იცოდე,ჩემს ძმას რომ რაიმე დაემართოს ჩემი ხელით მოგკლავ,გესმის?ჩემი ხელით.დამიანემ ასევე მოწყვეტით წავიდა და ვეღარ მოზომა წითელზე გაიარა და ამ დროს
გვერდიდან ძლიერი დარტყმა იგრძნო და დარტმა იმდენად ძლიერი იყო,მის ირგვლივ ყველაფერი გაშავდა,ვეღარ გრძნობდა რამდენი ბრუნი გააკეთა ჰაერში მანქანამ,როცა მძღოლმა გააჩერა მის წინ შუაზე გადახსნილი მანქანა ეგდო,არ დაიბნა მივარდა,ქამარი გადაუჭრა და დიდი გაჭირვებით გადმოიყვანა ერთიანად დაჭყენტილი მანქანიდან გათიშული დამიანე.ხალხი მოგროვდა,მაგრამ მძღოლმა იყვირა უკან დაეხია ყველას.
-ბენზინმი წვეთავს და ახლოს არ მოხვიდეთ,საშიშია აქ გაჩერება.პატრულიც მოვიდა და დამიანეს მანქანაც აფეთქდა,ცეცხლის ტემპერატურა იმდენად დიდი იყო,გაანათა ცა და თან გააწითლა ცეცხლის სიმხურვალემ.სასწრაფომ დამიანეც საავადმყოფოში მიიყვანა,მამუკას შიში დაეუფლა და ეშინოდა,კანკალებდა გუკას არ იშორებდა გვერდიდან,დამიანეც რომ დაინახა საკაცით შეიყვანა ექიმებმა,ლამის გაგიჟდა აკანკალებული მიყვებოდა ექიმებს უკან,მაგრამ საოპერაციოს კარები ცხვირის წინ მიუხურეს და ჯერ კარებს უცქერდა,შემდეგ კი იქვე ჩაიკეცა და ხმით ატირდა.ამაზე მძიმე წუთები,არასდროს არ ყოფილა მის ცხოვრებაში,არ უნდოდა დაეკარგა იმედი და რწმენა,რომ ორივე გადარჩებოდა და ორივე კარგად იქნებოდა.
-გუკა რა დავაშავე შვილო.
-ყველაფერი კარგად იქნება ბ-ნო მამუკა.
-რატომ,რატომ ამხელა განსაცდელი,ღმერთო რატომ.
-სიმშვიდე შევინარჩუნოთ,ძლიერი უნდა იყოთ.
-ხო,ხო,ხო მართალი ხარ,სახლში დარეკე გთხოვ ძალა აღარ მაქვს.გუკამ ტელეფონი გამოართვა და ანკას ნომერზე გადარეკა,გუკას ანკას მხიარული ხმა,რომ მოესმა გული ეტკინა რადგან ცუდი ამბის მახარობელი იყო და ეს თავადაც არ სიამოვნებდა.
-ანკა გუკა ვარ თქვენი დაცვის წევრი.
-გუკა რა მოხდა,ჩემები სად არიან.
-ვწუხვარ,რომ ცუდი ამბავი უნდა გაცნობოთ,საავადმყოფოში მოდით.მისამართი უთხრა და სამივე სირბილით გამოვიდა სახლიდან.ნელა-ნელა გაივსიო საავადმყოფო ხალხით,მეგობრებით,ნათესავებით,ნაცნობებით,თანამშრომლებით.ინგა გაშეშებული იდგა და ცრემლები ედინებოდა სახეზე,ამ მოკლე ხანში როგორ შეუყვარდა ეს ხალხი.ქეთი ხმით მოთქვამდა და ყველას ყურადღებას იქცევდა,მამუკა კი თავს იკავებდა არ მივარდნილიყო და არ გაეგდო იქედან.ყველას უკვირდა რა მოხდა,ვინ იყო ამ ყველაფერში დამნაშავე.
-ანკამ მივიდა ქეთისთან და შეეკითხა.
-შეგიძლია მითხრა რა მოხდა?
-ანკა ძალიან გთხოვ,ახლა არა,გთხოვ დაველოდოთ ჯერ კარგად იყოს დემეტრე.
-მარტო დემეტრე?დამიანეზე რას იტყვი.
-არასოდეს არ ამომიღია ხმა და არ მითქვამს ჩემი სათქმელი და იცი რატომ?იმიტომ რომ დემეტრეს უყვარდი,მაგრამ დარწმუნებული ვარ შენ ხარ დამნაშავე ამ ყველაფერში,შენი ბრალია ჩემი ძმების ერთმანეთში წაჩხუბებაც,მაგრამ დაიმახსოვრე დემეტრეს უკან ჩვენ ვდგავართ.უთხრა ჩუმად,მაგრამ გაბრაზებული ხმით ნანკამ რომელიც არასოდეს არ ამბობდა ზედმეტს,მაგრამ ახლა მისი ორი ძმა სიკვდილს ებრძვის და მთელი სხეული ეწვის.
-გავგიჟდები,ოთხი საათი გავიდა და ჯერ არავინი არაფერს არ ამბობს.ექვსი საათი გაგრძელდა ოპერაცია,ექიმი გამოვიდა როგორც იქნა და დამწუხრებულმა უთხრა ლოდინით დაღლილ ახლობლებს.
-როგორ არიან ჩემი შვილები ექიმო.სასოწარკვეთილი ხმა ჰქონდა მარინას.
-ვერაფერს გეტყვით საიმედოს,ვწუხვარ მხოლოდ ლოდინი გვმართებს.
-არააა,არ დამტოვებს ჩემი შვილები.დემეტრე ყოველთვის დაკვირვებული და გაწონასწორებულ იყო,რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი შეუძლია ვინმემ მითხრას?დამიანე?დამიანე შვილოოო.
-მამა ხომ კარგად იქნება ორივე.უთხრა მამუკას ანკამ და მხარზე ჩამოადო თავი.ანკა დაფიქრებული იჯდა და უეცრად გაახსენდა დამიანესთან საუბარი,როცა პირველად დემეტრემ თქვა მისი გრძნობების შესახებ.
-ვაუუუ, დემეტრეეე.დამიანე ადგა და მის საძინებელში გავიდა.ცოტა ხანში ანკა შეყვა უკან.
-დამიანე რატომ გამოდი უხმოდ,არ მოგწონს დემეტრეს არჩევანი?
-სრულებით არა და მაპატიე შენს სიხარულს,მეც სიხარულით თუ არ შევუერთდები და არ ვიზიარებ.
-რა გჭირს,მე მიხარია დემეტრე რომ ბედნიერია.
-გააჩნია ვისთან არის ბედნიერი ის ანკა.
-რატომ ამბობ ასე უხეშად,რამე იცი და არ ამბობ?
-ის გოგო ფულის სუნს მიჰყვება, ანკა აქაც ასე გააკეთა,მას დემეტრე არ უყვარს მას ჩვენი სახელი და დემეტრეს ეკონომიური მდგომარეობა აინტერესებს მარტო.
-დამიანე არ დაუშვა,რომ დემეტრემ შეცდომა დაუშვას.
-პატარაც,ძალიან გთხოვ შენ ნუ ჩაერევი.ფიქრები განდევნა თავიდან და მამუკას შემოეხვია.
-ყველაფერი კარგად იქნება მამიკო,გთხოვ გაუძელი ახლა ძლიერები უნდა ვიყოთ.
-ღმერთმა ჰქნას შვილო,ჩემი ბიჭები,ჩემი ბოკვერები ძლიერები არიან.
-მამა იცი რა მოხდა?რატომ მოხდა ისე,რომ ორივე ერთ ღამეს ებრძვის სიკვდილს.
-მხოლოდ ერთი ვიცი,რომ ძმებს შორის ჩადგა სხვა.
-ვიცი მამა,ვხვდებოდი მაგრამ თქვენ იყავით ჩუმად და მეც აღარ ვთქვი აღარაფერი.დასრულდა დამიანეს ოპერაციაც და ისიც დემეტრესთან ერთად რეამიანაციაში დატოვეს.დამიანეს ექიმმაც ასევე სამწუხარო ამბავი აცნობა პაციენტის ახლობლებს.
-ოპერაცია დასრულდა,ძლიერი ორგანიზმი აქვს.ორივე ფეხები ავაწყვეთ თავიდან,თუმცა ვერ გეტყვით დანამდვილებით რა მოხდება როცა გაიღვიძებს.
-რას გულისხმობთ ექიმო.ორი თვე თაბაშირით იქნება და რომ მოვხსნით გაივლის თუ არა ფეხზე საერთოდ ამას თაბაშირის შემდეგი ეტაპი გვეტყვის.მამუკა ვეღარაფერს ვერ ამბობდა,იდგა და ერთ წერტილს მისჩერებოდა.48 საათი არავინი შესულა არც დემეტრესთან და არც დამიანესთან.ათი დღის შემდეგ იწყო დამიანემ ნელა-ნელა გონზე მოსვლა,მაგრამ დემეტრე რთულ მდგომარეობაში იყო,მას არ ეტყობოდა სიცოცხლის ნიშან-წყალი.ერთ დღეს ანკამ ითხოვა დემეტრესთან შესვლა,ვერ გაუძლო ექიმმა მის უძილობისგან და ტირილისგან ჩაშავებულ თვალებს და შეუშვა.
-დემეტრეეეე,მოვედი ჩემო ტკბილო ძამიკო.დამიბრუნდი დემე ჩვენ ხომ უგებდით ერთმანეთს,ნუ მიმატოვებ ძალიან გთხოვ.ანკა გამოვიდა და მამას მოეხვია.
-მეშინია, ანკა პირველად ჩემს ცხოვრებაში მეშინია და თან ძალიან.
-ექიმო მითხარი რამე საიმედო.
-ბ-ნო მამუკა მართლა ძალიან ვწუხვარ,რომ არ შემიძლია დახმარება.პაციენტის მდგომარეობა ურთულესია,უფრო უარესდება,წნევა ნელა-ნელა ეცემა ყოველ წუთს მზად იყავით ცუდისთვის.მამუკამ ძალა გამოცლილი მივიდა რეამინაციის კარებთან,შესვლა ითხოვა და შეუშვეს.მიუახლოვდა დემეტრეს საწოლს.
-ნუ მიმატოვებ ჩემო ჭკვიანო შვილო,ჩემო იმედო,შენ ძლიერი ხარ დემეტრე.იბრძოლე,იბრძოლე და დაგვიბრუნდი.ექიმმა ხელი მოკიდა და მამუკა გაიყვანა,თავად ისევ დემეტრესთან შევიდა.
-სასუნთქი აპარატი ახმაურდა,რადგან პაციენტმა მამის სიახლოვე იგრძნო,შეეცადა კონტაქტზე გამოსვლა,მაგრამ ვერ შეძლო.
-ექიმო პირდაპირ მითხარი რისი თქმა გინდათ.
-პაციენტის მდგომარეობა ისევ უცვლელია,უნდა დაველოდოთ რადგან მდგომარეობა,შესაძლებელია გაუმჯობესდეს,შესაძლებელია გაუარესდეს.
-იღონეთ რამე,გთხოვთ შვილები გადამირჩინეთ.ანკამ დამიანე მოინახულა და ტირილით უთხრა.
-დამიანე ცუდად ვარ,ნეტავ მე ვიწვე ახლა აქ რადგან აქ წოლა არაფერია,ჩვენ კი ნერვები დაგვაწყდა.კმარა,კმარა დავიღალეთ აღარ გეცოდებით?დამიანე გამოფხიზლდი,მიყვირე,მცემე რაც გინდა მითხარი აღარ მეწყინება მხოლოდ არ მიმატოვო.ფრთხილად აკოცა დამიანეს და გავიდა,მეორე დილით ექიმმა როგორც იქნა სასიხარულო ამბავი აცნობა ყველას.
-ექიმოოო.შეეგება ლოდინით დაღლილი მარინა წინ.
-გადავრჩით,პაციენტი გონზე მოვიდა.
-ღმერთო რა სიხარულია.ყველას გაუხარდა და დამიანემ შეძლო თუ არა საუბარი პირველად დემეტრე იკითხა,მამუკამ არ დაუმალა და სიმართლე უთხრა.ადგომა უნდოდა,მაგრამ ვერ შეძლო,საერთოდ ვერ გაინძრა,ვერ გრძნობდა წელს ქვემოთ კიდურებს და იწვა ასე გაუნძრევლად,თვალებიდან კი ცრემლები სდიოდა,მაგრამ იმ წუთში ვერც იმ ცრემლებს გრძნობდა,მის გარშემო ყველაფერს დაეკარგა ფერი,მის ირგვლივ მხოლოდ ,,გაყინული წუთები''იდგა.მამუკა ჯერ კიდევ დამიანესთან იყო შემდეგ კი დემეტრესთან შევიდა,დამიანემ კი დაჟინებულად მოითხოვა დემეტრესს ნახვა.თვითონ ექიმებმა გაიყვანეს დემეტრესთან,როცა ინვალიდის ეტლით ქეთის მიუახლოვდა,გააჩერა და ქეთის ზიზღით სავსე თვალებით შეხედა
-არ გრცხვენია აქ რომ ხარ?ფიქრობ აქ არის შენი ადგილი?არა,არ არის არც ყოფილა და არც შემდეგში იქნება.
-დამიანე ცუდად ვარ,გთხოვ ნუ მიმატებ.ვწუხვარ,მართლა გულით ვწუხვარ რაც მოხდა.
-არ მაინტერესებს ახლა რას გრძნობ,მაგრამ დაიმახსოვრე დემეტრე რომ დავკარგო არ გაგახარებ,მიწიდან ამოგთხრი და სამაგიეროს გადაგიხდი.ყველა ინტერესით უცქერდა დამიანეს და ქეთის და მათ მარინა მიუახლოვდა,რომელმაც ეჭვნარევი ხმით უთხრა.
-რა ხდება, დამიანე რამე იცი ისეთი რაც ყველამ უნდა ვიცოდეთ?
-არა,ეს მხოლოდ მე მეხება.თქვა მისი შეუვალი და მტკიცე ხმით.დემეტრეს ოთახში შევიდა თუ არა მოულოდნელად მამუკას ნერვებმა უმტყუნა,უეცრად ადგილს მოწყდა და ქეთისკენ გაიწია,რომელიც იქვე მდგომმა ანკამ გააჩერა.
-ახლა არა მამა,გთხოვ ახლა არა.
-გამიშვი, ანკა გამიშვი მხოლოდ ერთ სიტყვას ვეტყვი.
-არა,არ გაგიშვებ.გთხოვ დამშვიდდი,არ ვიცით წინ რა გველოდება,ამიტომ ახლა არა.დაუჯერა და ანკას დახმარებით უნდოდა დემეტრესთან შესულიყო,მაგრამ იქ დამიანე იყო რომელიც ნელა-ნელა მიუახლოვდა დემეტრეს საწოლს,მისი ხელი ხელში აიღო და ტუჩებთან მიიტანა.
-დემეტრე არ დამტოვო,უშენოდ სხეულის ნაწილს დავკარგავ და დავსუსტდები.ვერც კი გააცნობიერა თვალებზე ცრემლი როდის დაედინა.გულით თხოვდა მასთან დარჩენილიყო და ყველა ერთად ზლიერები იქნებოდნენ.მოულდნელად ხელზე სუსტად იგრძნო ხელის მოჭერა,შეხედა დემეტრეს ხელს,შემდეგ მის გაყინულ და უსიცოცხლო სახეს,მაგრამ მიხვდა რომ დემეტრემაც იგრძნო მისი იქ ყოფნა და შეხედა თვალიდან ცრემლი როგორ გადმოგორდა და საფეთქელს დაუყვა,ხელი აიღო და ცრემლი მოწმინდა,ვერ ადგა ფეხზე და მარცხენა ხელი დაუკოცნა ასევე გულზე დაუტოვა მხურვალე კოცნა.ამ დროს აპარატმა აყვირდა და მიახვედრა რომ პაციენტმა სუნთქვა შეწყვიტა.დამიანე ხან აპარატს მისჩერებოდა შეშლილის თვალებით და ხან დემეტრეს,შემდეგ კი მთელი ძალით იღრიალა დემეტრეს სახელი,ეს ხმა გარეთ მყოფებმაც გაიგონეს და ყველა შეშინებული თვალებით მიაჩერდა იმ კარს,სადაც რამოდენიმე წუთის წინ დამიანე შეიყვანეს.ექიმები ერთმანეთის მიყოლებით შედიოდნენ დემეტრესთან,მამუკა ვეღარ დააკავა ანკამ და ისიც შევარდა შიგნით,შეხედა დამიანეს დემეტრე ორივე ხელში ჩაებღუჯა და განწირული,საშინელი ხმით დასტიროდა.უმტყუნა სხეულმა,აკანკალდა და იქვე ჩაიკეცა,გარეთ კი მარინა გაჰკიოდა და შვილს ეძახდა.ექიმები ყოველ ღონეს ხმარობდნენ,არ დაუკლიათ ცდა,მაგრამ ვერაფერი ვეღარ გააწყვეს,ვერ გადაარჩინეს,ვერ შეძლეს უძლურნი აღმოჩნდნენ სიკვდილთან.ანკასათვის ძალიან მძიმე წუთები იყო,როცა შევიდა და შეხედა დემეტრეს როგორ გადააფარეს თეთრი ზეწარი ერთიანად და მისი სახე დამალეს ზეწრის ქვეშ და გაიგონა არასასიამოვნო სიტყვები.
-ჩაინიშნეთ გარდაცვალების დრო 23სთ და 40 წთ.ვერ მიხვდა ვინ მოკიდა ხელი და ვინ გამოიყვანა იქედან,ყველა მიხვდა რომ მათ გარშემო დრო გაჩერდა,ყველამ იგრძნო ,,გაყინული წუთები'' როცა ექიმის ხმამ ამ სიჩუმეში ზარივით გაისმა.
-ვწუხვართ,ვერ შევძელით მისი გადარჩენა,პაციენტი დავკარგეთ.
-ტყუილიაააააა,ეს არ შეიძლება,დემეტრე არ დამტოვებდა,ჩემი შვილი ასე აუხსნელად არ დამტოვებდა.
-ცხოვრებავ რატომ ხარ ასეთი მოკლე და ასეთი სასტიკი,რატომ წამართვი ჩემი მხიარული და უწყინარი ძმა,რატომ მომგლიჯე სხეულის ნაწილი.ტიროდა ნანკა რომელსაც დამიანეს კალთაში ჰქონდა თავი ჩადებული.ყველასათვის მძიმე წუთები იდგა,მაგრამ ყველაზე მძიმედ დამიანე იყო.ძმის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი და მისი ინვალიდობა,არ გაჩერდა საავადმყოფოში და ექიმმაც დროებით გაუშვა სახლში.
-ვიცი რა მძიმე მდგომარეობა გაქვთ,მაგრამ დაიმახსოვრეთ დამიანეს მდგომარეობაც რთულია.მას სრული რეაბილიტაციის გავლა სჭირდება,მისი მკურნალობა არ დასრულებულა.თუმცა შესაძლებელია ეს დღეები თქვენს გვერდით იყოს,ექთანს გამოგიყოფთ და ის გააკონტროლებს მის მდგომარეობას.
-მადლობა ექიმო.მამუკა დამიანესთან ერთად გავიდა საავადმყოფოდან,სახლში მისვლამდე კი ჩაფიქრებულ დამიანეს შეეკითხა.
-რა ვქნათ დამიანე.
-ჯერ არაფერი,მე მივხედავ მაგ საქმეს,იმედია ფეხზე დავდგები.
-კარგი,როგორც შენ იტყვი შვილო.უმძიმესი სამი დღე იყო ყველასათვის და დადგა გამოსამშვიდობებელი წუთები და ბოლოს სასაფლაო.
-თუ იმას ფიქრობ,რომ დემეტრე წავიდა და ის აღარასოდეს აღარ დაბრუნდება,იმაზე იფიქრე ამიერიდან წინ რა გელოდება.ჩურჩულით უთხრა დემეტრეს საფლავთან ჩაჩოქილ ქეთის.
-დამიანე ბოდიში ხომ მოგიხადე.ასევე ჩურჩულით უთხრა ქეთიმ.
-შენს თავხედობას უკვე საზღვარი აღარ აქვს.ნუ დატკბები იმით,რომ დამიანე დროებით ინვალიდია,მე აუცილებლად დავდგები ფეხზე და პირველი რასაც გავაკეთებ შენ მოგძებბნი.ქეთამ ჩაიცინა რაც დამიანეს შეუმჩნეველი არ დარჩენია.
-გაიცინე,ჯერ კიდევ გაქვს დრო იყო დემეტრეს სახლში,მაგრამ პარალელურად დროა მოძებნო ის მამაკაცი ვისთანაც ერთ-ერთ ბარში ყოფნისას ტუალეტში სექსი გქონდა ერთ ნარკომანთან და იმ დროს ჩაისახა ეს პატარაც რომელიც გინდოდა დემეტრესთვის მიგეწერა,სწორედ ამ ტყულების გამო დაგტოვებ შიშველს და ისევ ისეთივე ცხოვრებას გააგრძელებ როგორიც გქონდა დემეტრემდე.არ გაბედო და ჩემებს არ გაეკარო,ჩემს დებს და ჩემს მშობლებს შენი სიახლოვითაც კი წაბილწავ მათ.ჩვენს გვერდით არ არის შენნაირი ქალის ადგილი.ქეთი იდგა და მისგან უკვე შორს წასულ დამიანეს ფერდაკარგული უცქერდა.



№1  offline წევრი mia15

ძალიან კარგი იყო.მომეწონა.ველი შემდეგ შემდეგ თავს

 


№2  offline წევრი naniko mindia

Vaime gili davwyda demetreze, kargad wer kargia veli shemdegs ❤️❤️❤️
--------------------
lomidze

 


№3  offline მოდერი zia-maria

მადლობა გოგონებო ჩემი ძალა და სტიმული ხართ. kissing_heart kissing_heart

 


№4 სტუმარი იზა ფერაძე

კაი რა რატო მოკალი ეს ბიჭი რას ერცოდი

 


№5  offline მოდერი zia-maria

იზა ფერაძე
კაი რა რატო მოკალი ეს ბიჭი რას ერცოდი

kissing_heart გეგმა ასეთი იყო თავიდან საყვარელო. scream scream შენ მე რატო არ მეხმიანები,პასუხებს რატომ არ მწერ ქალბატონო. rage rage rage

იზა ფერაძე
კაი რა რატო მოკალი ეს ბიჭი რას ერცოდი

მაპატიეთ შეცდომაში შევედი,ჩემი იზა მეგონეთ ბიძაშვილი,მადლობა რომ კითხულობთ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent