დროებითი ლექტორი #7
გავაგრძელოთ იქიდან სადაც გავჩერდით? არა მაქედან კი არა იქიდან რენე რომ გავიდა სახლიდან. რენეც მთაწმინდას აუყვა, ნელი ნაბიჯებით მიიწევდა წინ, 3 შავებში ჩაცმული კაცი დაინახა, ძალიან ეცნობოდნენ, გონება დაძაბა და გაახსენდა ქეთის და ზურასთან რომ მოვიდნენ და დაემუქრნენ. ჯერ კიდევ 4 წლისწინ. კაცები რენესკენ დაიძრნენ, შეშინებულმა რენემ მუცელზე მოიხვია ხელები თითქოს ამით ბავშვს დაიცავდა. შუაში მდგარმა ჭაღარა შეპარულმა კაცმა იარაღი ამოიღო და პირდაპირ გულზე დაუმიზნა. ერთი აათვალიერა რენე და მზერა მის მუცელზე შეაჩერა, აშკარად ეტყობოდა სახეზე რომ არ უნდოდა ამის გაკეთება მაგრამ იძულებული იყო. წვა იგრძნო გულში თითქოს მასში რაღაცამ გაიარა, არა კი არ გაიარა შიგნით გაჩერდა. მუხლებზე დაეცა და უგონოდ დავარდა ცივ ასფალტზე. ახლა ისევ დემეტრესთან გადავინაცვლოთ. დემეტრე ხალხის ბრბოში შევიდა, მუხლებზე დაეცა და მონატრებული სხეული გულში ჩაიკრა, კარგად დააკვირდა მის სხეულს, ვარდისფერი სარაფანი მთლიანად სისხლით ქონდა მოთხვრილი ერთი ხელი ისევ მუცელზე ჰქონდა. კანკალით წაიღო ხელი მისი მუცლისკენ. ვერ ბედავდა შეხებას, ხალხი სევდა ჩამდგარი თვალებით უცქერდა. არაადამინური ხმით ყვიროდა და შველას ითხოვდა. ტიროდა... ასე ალბათ ბავშვობის შემდეგ არც უტირია. ვინ თქვა კაცები არ ტირიანო? თქვენი აზრით კაცებს არ სტკივათ? კაცები არ განიცდიან? კაცები არ გრძნობენ? თუ კაცები არ იტანჯებიან ან არ ნანობენ? იდგა მუხლებზე და მის სხეულს მიკრული ტიროდა. - არ დამტოვო.... შენს გარეშე როგორ უნდა ვიცოცხლო?!. - სისხლიან ხელებით ეფერებოდა და შუბლზე კოცნიდა. მალე მოვიდა სასწრაფოს მანქანა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ყველა ექიმი ოპერაციაზე აღმოჩნდა. - მე გავუკეთებ ოპერაციას. გაამზადეთ. - უთხრა დემეტრემ და სწრაფად გაემზადა ოპერაციისთვის. ტყვია გულთან იყო, ისე ახლოს საშინლად გაუჭირდა მისი ამოღება, მაგრამ არ ქონდა უფლება რომ ცუდზე ეფიქრა, ახლა მასში მხოლოდ ექიმის ინსტიქტები იყო ამუშავებული. 10 საათი აკეთებდა ოპერაციას. შემდეგ სასწრაფოდ გაუკეთეს საკეისრო კვეთაც... გოგონა გაჩნდა პატარა ოკეანისფერთვალება. 24 საათი უნდა დალოდებოდნენ რენეს ელოდა 24 საათი იყო მის პალატასთან. ბავშვს ახლოს არ გაჰკარებია, მხოლოდ ერთხელ შეხედა, ისე გავდა რენეს ახალშობილი რომ არ უნდოდა ეფიქრა მის გარეშე რა იქნებოდა. 24 საათი არ მოუხუჭავს თვალი, იდგა მის პალატასთან გაქვავებული და უბრალიდ არ ფიქრობდა. დილით პალატაში შევიდა, რენესთან ახლოს ჩამოჯდა და მისი ხელი თავისაში მოიქცია. - თუ შენ არ იქნები არ მინდა ბავშვი... - უთხრა აკანკალებული და ჩამწყდარი ხმით. თვალები ცფემლებით აევსო და დაბინდული თვალებით შეხედა რენეს რომელსაც სიცოცხლის ნიშანკვალი არ ეტყობოდა. - უნდა გაიღვიძო, თუნდაც არასდროს მაპატიო უნდა გაიღვიძო. გახსოვს რა გითხარი? სულ რამდენიმე წამი დამჭირდა შენს შესაყვარებლად. - ლოყები ცხელმა სითხემ დაუსველა, ხელის გულით უხეშად მოიშორა და ისევ ცოლს მიაშტერდა. - რამდენიმე წამი დამჭირდა... მაგრამ ვერასოდეს შევძლებ შენს გადაყვარებას. - თვალები დახუჭა და თავი მის ხელთან დადო. - მიყვარხარ. მე. შე. სამუდამოდ. - ცრემლების ახალმა ნაკადმა გაიკვლია მის სახეზე და რენესაც დაუსველა ხელი. უცებ აწრიპინდა რენეს აპარატი, გულის ცემა აუჩქარდა. თვალები გაახილა და დემდტრეს ცრემლიან თვალებს შეეჯახა. - გაიღვიძე შენ გაიღვიძე. - უთხრა და ჩაეხუტა რენემ ხელზე მაგრად მოუჭირა და თვალებში ჩააშტერდა. - დ...დემე.... შენ ხომ იცი.... იცი რომ... მე... ყველაფერი გაპატიე. - ისეთი მისუსტებული ხმით უთხრა რომ დემეტრემ სიტყვები ძლივს გაარჩია. და აი ისევ აპარატის წრიპინი რომელიც ახლა სულ სხვა რამეს ატყობინებდა. მისი გული გაჩერდა. აპარატზრ მხოლოდ ერთი მწვანე ხაზი იკვეთებოდა. ვერ გეტყვით რა სჭირდა, მას ან რომელი სულიერი შეძლებდა ამის თქმას. ყველა ადამიანმა ვიცით რა რთულია როცა საყვარელ ადამიანს კარგავ. ადგილიდან ვერ იცვროდა. სახე ხელებში ჩარგო და ღრიალი დაიწყო, არაამქვეYნიური ხმით ყვიროდა ყველაფერის ურტყამდა, პატარა გოგოსავით ტიროდა. გულს ვეღარ გრძნობდა, ისიც იქ მოკვდა მასთან ერთად... რატომ გვტოვებენ საყვარელი ადამიანები? ვინ იცის? ალბათ ასეა საჭირო? არც მე ვიცი. და იმ წამს დემეტრე სულს ეშმაკსაც მიჰყიდდა რომ რენეს ხმა კიდევ ერთხელ გაეგო, ნანობდა ყველა იმ წამს, საათს და დღეს რომელიც მასთან ერთად არ გაატარა. სწყევლიდა იმ დღეს როცა მეგისთან ერთად წაასწრო. ვინ იცის იქნებ ახლა მასთანერთად მჯდარიყო და მისი სულელური მოთხოვნები შეესრულებინა. არ გავდა დემეტრე ადამიანს... და მაინც რა ბანალურია არა? და მე ვიტყვი ეს არაა დასასრული. აი მე, ვიტყოდი რომ ეს იყო დასაწყისი დასასრულის. პატარაა მაგრამ არაუშავს. შემდეგი თავი იქნება დასასრული. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.