შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყინულისფერი (ნაწილი 4)


13-04-2018, 18:12
ავტორი tamarka
ნანახია 994

ის მართლაც უნიკალური ქალია. სახეც ისეთი ლამაზი ჰქონდა, ტანი, გონება, ემოციები, და ის რაღაც ამოუცნობი რაც აუცილებლად დაგაფიქრებდა მის არაამქვეყნიურ წარმომავლებაზე. ისე შემეყარა თითქოს ვირუსი იყო, ამიმიბრუნნა მთელი სამყარო და თვალსაწიერი, გამიჩინა მისი უკმარისობის გრძნობა. ჩვეულებრივ ადამიანებს ეს არ შეუძლიათ.
ქალი ეშმაკია, ეშმაკი კი ალბათ ქალია. უმრავლესობა ცდილობს მიიღონ სარგებელი და ამ დოგმის იქით აღარ აინტერესებთ რა და როგორ იქნება. მსგავსები ბევრი მინახავს, და სიმართლე გითხრათ თავიდანვე ვერ ვიტანდი. ღმერთმა ისინი მათივე გაუმაძღრობის გამო მიატოვა, ეშმაკმა კი დიდად დააჯილდოვა ფულისადმი სიყვარულით და ამპარტავნობით. უგემოვნოები არიან ისინიც და მათი მოდაც, ჩაცმის სტილიცა და საუბრის მანერაც. მე კი ასეთ ქალს არ ვეძებდი და დანახვისთანავე შემეძლო ამომეცნო მათში ეს დამპალი,გაცნვეთილი და ყალბი თვისებები. ის კი ასეთი არ იყო.
მალევე დაგვიბრუნდა და პირდაპირ ჩემსკენ წამოვიდა, მომიახლოვდა თუ არა გამიღიმა და უკვე დავიდს აღარ ვუსმენდი. ისევ გვერდით დამიდგა და დავიდს მიაპყრო ყურადღება.
„თამარა, თქვენ მართლაც ძალიან ლამაზი ბრძანდებით...ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ სასმლის ზეგავლენაა. გულწრფელად ვამბობ.“-თქვა დავიდმა და ვისკი მოსვა, რომელსაც აქამდე აშკარად ხელის გულით ათბობდა.
„დიდი მადლობა“-ეს უთხრა და გაიღიმა. სიტყვაძუნწობდა და ეს მარტივი შესამჩნევი იყო. ცდილობდა ყურადღება არ მიექცია და რაც შეიძლება ახლოს ყოფილიყო ჩამთან.
ამასობაში დავიდის მეუღლე მოგვიახლოვდა და აღფრთოვანება ვერ დამალა. ჩემმა გოგონამ კი დრო იხელთა და ყურში ჩამჩურჩულა: „არ ვიცი რას იზამ ან რას იფიქრებ მაგრამ, მინდა იცოდე, რომ შენი პარტნიორი ამ საღამოს კაბის ქვეშ სრულიად შიშველი დადის და ეს მხოლოდ შენ იცი.“
„ღმერთმანი რომა, ეს რა ლამაზ გოგონასთან ერთად ხარ. დავიდ შეხედე, იცი ვის გავს? გოგონას, გეიშას დღიურებიდან... გაგვაცანი რომა...“
„ეს თამარაა, ჩემი პარტნიორი ამ საღამოს“- ეს ვთქვი და მემგონი აქ დავუშვი შეცდომა. თუმცა მას არ მიუღია შეურაცხყოფად მე კი დღემდე მგონია, რომ ეს არ უნდა მეთქვა.
„გამარჯობა,სასიამოვნოა“-თამარამ გაიღიმა. მე კი ისევ მის ნათქვამზე ვფიქრობდი და თან არც ვიცოდი რა მექნა.
„ჩემთვისაც სასიამოვნოა.“-უთხრა დავითის მეუღლემ და გვითხრა დამელოდეთ ჩემს შვილს ვიპოვი, მინდა გაგაცნოთო.
პირადად არ ვიცნობდი ჯუნიორს, თუმცა ბევრი კი მსმენოდა მასზე. თამარას ვატყობდი, რომ სასმელი ეკიდებოდა და არც მე ვრჩებოდი დიდად ფხიზელ მდგომარეობაში. წასვლით ჯერ ვერ წავიდოდით.
დავინახე ლილიას როგორ მოჰყავდა ახალგაზრდა ბიჭი ჩვენთვის წარსადგენად, თუმცა დიდად ვერ დავაკვირდი. უკეთესად დავაკვირდებოდი მეტი დრო რომ მქონოდა, თუმცა ტელეფონის ხმა გაისმა, დავხედე და დედა იყო. ზარის უპასუხოდ დატოვება არ იქნებოდა, კიდე დარეკავდა. თამარას მოვუბოდიშე და ვუთხარი ზარს ვუპასუხებ და მალევე დავბრუნდებითქო. თავი დამიკრა ნაზად და დავიდს ტელეფონის ჩვენებით მივანიშნე გავალ და დავბრუნდებითქო.
სასწრაფოდ გამოვედი გარეთ და დედას ვუპასუხე.
„გისმენ“
„როგორ ხარ?ხო არის მშვიდობა?“
„კი, რატო არ უნდა იყოს?“-გამიკვირდა ეს რომ მკითხა, ზოგადად ასე არ ვიწყებთ ხოლმე საუბარს.“
„როდის ჩამოხვალ?ან კიდე რამდენი ხანი უნდა იყო მანდ?“-გაბრაზება ხმაში ეპარებოდა და ვატყობდი, რომ აშკარად სერიოზულად უნდოდა რაღაცაზე დალაპარაკება.
„არ ვიცი, მართლა არ ვიცი. აქ არ დაგვიმთავრებია საქმე, რელიზი გავქავს გასაშვები, სისტემას გადავაწყობთ,გავასწორებთ და ჩამოვალ.“-ნასვამზე აშკარად ისტერიკაც დავაყოლე ამ ყველაფერს.
„დრო არ იცდის რომა, არ იცდის. ყველა სხვადასხვა რამეზე.მანდ ვინმე გყავს?“-ტონს ისე მოულოდნელად აუწია შეშინებისგან ოდნავ შევხტი.
„და უნდა მყავდეს?“-გაოგნებულმა ვიკითხე.
„არ ვიცი, ეგ შენ მითხარი.“
„ხომ კარგად იცი დღეს სადაც ვარ, უკვე სირცხვილია და მირჩევნია შევიდე.“-ეჭვი გამიჩნდა ვინმეს შეიძელოდა ჩემი და თამარას სურათი გაეგზავნა და სანამ ჯერ კიდევ დრო მქონდა მინდოდა საუბარი დამესრულებინა.
„რომა გელოდებით. გამორიცხულია რამდენიმე დღით მაინც, რომ არ ჩამოხვიდე. ის გოგო დიდი ხანი არ დაიცდის. მისი ოჯახიც შენ გელოდება. არ გაგაშვებინებ ხელიდან. მამას ბიზნესისთვისაც ძალიან მომგებიანია ეს შემოთავაზება, და მითუმეტეს უნდა გადარდებდეს, იმიტომ, რომ მაინც შენ გრჩება...“-კიდე გააგრძელებდა, რომ არ მეთქვა მეძახიან და უნდა წავიდეთქო.
შევაბიჯე დარბაზში და გული გამინათა თამარას მომღიმარმა სახემ თუმცა მერე დავაკვირდი და მივხვდი, რომ ჯუნიორთან ერთად მარტო იდგა და რაღაც, აშკარად საინტერესოზე საუბრობდნენ.
ფეხს ავუჩქარე და მალევე მასთან გავჩნდი. მისვლისთანავე წელზე შემოვხვიე ხელი და მანაც მომენტალურად ამომხედა. მიზიდავდა ის, როცა თვალებს მომაპყრობდა მე კი მისი თვალებით სულის სიწმინდეს ვუყურებდი და ისე მითრევდა, მეგონა ზოგჯერ ჰიპნოზის კეთება შეეძლო.
„რომა ეს ჯუნიორია, ჯუნიორ, ეს რომაა“-ძალიან უბრალოდ წარგადგინა.ხელი ჩამოვართვით და ამ დროს დავაფიქსირე, რომ ხელში ღვინის ახალი ფუჟერი ეჭირა. მიმტანს მეც გამოვართვი ახალი ვისკი და ვიკითხე:
„რაღაც საინტერესოზე საუბრობდით და მე ხელი შეგიშალეთ?-ნაძალადევი ღიმილი დავაყოლე და პასუხს დაველოდე.
„ჯუნიორი თავის კატაზე მიყვებოდა, რომელიც, შემდეგ თბილისის ზოოპარკს აჩუქეს.“
„კატა აჩუქეთ ზოოპარკს?“-ეს ვიკითხე გკვირვებულმა და საუბარში ჯუნიორი ჩაერთო. მე კი ხელი თამარას უფრო ძლიერად მოვხვიე და თვითკმაყოფილი მზერით განვაგრძე მოსმენა.
„ჰო, კატისებრთა ოჯახიდან კი იყო, მაგრამ საბოლოოდ ვეფხვი იყო და ვუყვებოდი, როგორ აღმოჩნდა ჩვენი ფრიდა, ფრიდონი და ბოლოს ვეფხვი“
გამეცინა და მერე მათაც გაეცინათ.
„მომავალ სამშაბათს დაბადების დღე აქვს მამას და ჩემი მეგობრებიც იქნებიან, მინდა ორივე მოხვიდეთ. რომა თქვენი სასტუმროდან შორს არაა ჩვენი სახლი და მარტივად მოაგნებთ. თუ არადა მითხარით საათი და მძღოლს გამოგიგზავნით.“-განაგრძო ჯუნიორმა და ხან თამარას უყურებდა ხან მე.
„მე ოთხშაბათს გამთენიისას ფრენა მაქვს და არ ვიცი რამდენად გამოვა“-თქვა თამარამ და მე ამომხედა.
„მე თავისუფალი ვარ, მთავარია თამარამ ნახოს დრო.“
„ბარგი წამოიღე და მძღოლი წაგიყვანს პირდაპირ.“-შესთავაზა ჯუნიორმა. სიმართლე გითხრათ ჯუნიორის ინტერესი მომენტალურად დავიჭირე თუმცა ის მიხვდა, რომ თამარა ჩემთან იყო და არ გამოუვიდოდა მისი ყურადღების მიქცევა.
„ბარგი დიდად არ მაქვს მხოლოდ ჩანთა მაქვს და ქეისი.“
„მითუმეტეს. მოდით და მძღოლი წაგიყვანს წაგიყვანს აეროპორტში“- უთხრა კუნიორმა.
„დიდი ალბათობით მეც გავყვები გასაცილებლად.“-ეს ვუთხარი და მიმტანს კიდევ ერთი ვისკი გამოვართვი. სასმელი უკვე კარგად მიმეკიდა და ნელ-ნელა ვგრძნობდი რომ სასტუმროში მინდოდა.
„არ არის პრობლემა. დავიდმა მთხოვა ორივე დამეპატიჟეთ და ძალიან გაგვიხარდება თუ მოხვალთ. არა უნდა მოხვიდეთ. დედასაც გაახარებთ.“-გაიღიმა ჯუნიორმა და თამარას შეხედა.
„მოვიფიქრებთ და გეტყვით. ზუსტად არ ვიცი. მაპატიეთ მაგრამ ვერ დაგპირდებით“-ეს თქვა და ღვინო მოწრუპა.
„ნუ დიდი იმედი მაქვს მოვალთ.“- მინდოდა ამით დამემთავრებინა სათქმელი მაგრამ როცა მივხვდი, რომ თამარა მალე დამითვრებოდა გავაგრზელე „ძვირფასო, საკმარისია, სასტუმროშიც გვაქვს წითელი ღვინო.“
„საყვარელო, ხომ იცი როგორ მიყვარს, საფერავი.“-საყვარელო, აშკარად ცინიკურად მითხრა და თან გამიღიმა.
წასვლა ნამდვილად არ იქნებოდა ურიგო, უბრალოდ მალევე ჩემი თანამშრომლები შემოგვიერთდნენ და საუბარი კიდევ გაგვიგრძელდა.
„ბურბონის დინასტია არაა?“-იკითხა ერთ-ერთმა. თამარას მიმართულებით იყურებოდა და ამით მივხვდი, რომ მასთან საუბრის დაწყება სურდა.
„დიახ, სწორად გამოიცანით“-ღიმილით მიუგო და კიდევ მოწრუპა ღვინო.
„ოჰჰ, რას ამბობ, გვიჟდები ამ სუნამოზე.“
უკვე ჩემი ჩარევა გახდა საჭირო, და უნდა გამეცნო ერთმანეთისთვის.
„თამარა, ესენი ჩემი თანამშრომლები არიან. არიანა-მოსკოვიდან და დაშა-ვარშავიდან“
თამარა მიელასმა და საუბარი განაგრძეს. ჯუნიორი დიდად არ ერეოდა საუბარში მხოლოდ უსმენდა.რამდენიმე თემას შეეხნენ, თუმცა დიდად არც თამარა აქტიურობდა. სასმელი თავისას შვრებოდა.
„ძალიან მოგვეწონა საქართველო, კარგი ხალხი...“-საუბარი თამარამ შეაწყვეტინა თავისი მოკლე და ჩუმი სიტყვით.
„მაპატიეთ“-ტელეფონი შემომიბრუნა და მივხვდი, რომ თავისი და ურეკავდა.
გავიდა და მეც თვალი გავაყოლე. ღმერთმანი როგორ უხდება ეს კაბა და ქუსლიანი ფეხსაცმელი, სასმელი მისი სილამაზის აღქმას მიმძაფრებდა და მაფიქრებდა იმაზე, რომ ამის დატოვება მომიწევდა, და ვაი რომ სამუდამოდ.
არიანამ სათქმელი გააგრძელა თუმცა ახლა უკვე ჯუნიორს მიუბრუნდა.
„ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს. კარგი ღვინო გაქვთ და გადასარევი ბუნება.“
„კი ნამდვილად კარგი ბუნება გვაქვს, და თქვენ კიდევ ბევრი რამ არ გინახავთ. იმედია კიდე ჩამოხვალთ და უფრო ზაფხულის პერიოდში. მამას ვთხოვდი და ყველა ერთად წავიდოდით გონიოში აგარაკზე.“-სიტყვა ჩამოართვა ჯუნიორმა.
„ვნახოთ რა იქნება. რელიზი ჯერ არ გაგვიშვია და შევხედოთ ქსელი როგორ იმუშავებს, იქნება მოგვიწიოს კიდეც ჩამოსვლა.“-გააგრძელა დაშამ.
ნაკლებად ვუსმენდი რას ამბობდნენ და აშკარად ჯუნიორის გასვლაც ვერ შევამჩნიე. თუმცა როცა დავიდი მოვიდა მალევე გამოვფხიზლდი. გვერდით გამოდიო მანიშნა და მეც მოვუბოდიშე გოგონებს და გავყევი.
„ჯუნიორმა გითხრათ ალბათ ხო?“- მკითხა დაბალი ხმით.
„კი, გვითხრა.“
„ძალიან კარგი, ხოდა გელოდებით მაშინ.“- ღიმილით მომიგო და თვალი ჩამიკრა.
„თამარა არ ვიცი როგორ წამოვა.“
„არა, არა, ეგ არ გავიგო. თამარაც მოდის. აუცილებლად...არ განიხილება მისი არ წამოსვლა.“-პაუზის მერე კი განაგრძო. „უზომოდ დადებითი აურა აქვს და გაგიმართლა.ნამდვილად გაგიმართლა ახალგაზრდა ყმაწვილო.“
სწორედ ამ დროს მოვკარი თვალი თამარას და ჯუნიორს. ერთად მოდიოდნენ. დიდი ალბათობით ერთად შემოვიდნენ შენობაში. ის იღიმოდა და აშკარად თვალებით ცდილობდა ჩემი სახე მოეძებნა. დაბნევა არ შეიმჩნია და მაინც განაგრძობდა ჟუნიორის, აშკარად საინტერესო ისტორიის თუ ამბის მოსმენას. მალევე შემამჩნია და ჩემსკენ წამოვიდა.
„თუ შეიძლება წავიდეთ. უკვე გვიანია.“
„კი, კი წავიდეთ“
ყველა თბილად დაემშვიდობა მას და მეც რა თქმა უნდა. თუმცა ახლაც, როცა ვიხსენებ მკაფიოდ მახსოვს თუ რამდენად დადებითად ავსებდა ხალხს და როგორ ანათებდა.
მალევე სასტუმროში ვიყავით. და კიდევ უფრო სწრაფად ლოგინში. შევთანხმდით დილით მივიღებდით შხაპს და ძილი მავჯობინეთ.
გვერდით მეწვა. ჩემი ხელი მის ცხელ მკერდზე იდო და მისი გულისცემა იგრძნობოდა როცა მოულოდნელად მკითხა.
„რას დაარქმევდი შვილს?
„დავიძინოთ რა....“
„არა, მართლა, მაინტერესებს...“
„გოგოს თუ ბიჭს?“- ეს ვუთხარი და ის სახით ჩემსკენ გადმობრუნდა.
„ორივე მითხარი“
„გოგოს ალბათ ალისას ან ვივიანას.... არ ვიცი, მართლა არ ვიცი. ბიჭს ალბათ ნერონს ან დილანს... მაგრამ უფრო დილანს.“
„ვივიანა ლამაზი სახელია... და რამდენი შვილი გინდა?“-ხმა ნელ-ნელა უფრო ჩუმი უხდებოდა და ვატყობდი, რომ უკვე ძალიან ეძინებოდა .“
ვუპასუხე მაგრამ ჩემი პასუხი უკვე აღარ გაუგია...
მალევე უკვე ღრმად ეძინა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent