შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Serendipity


13-04-2018, 19:20
ავტორი NeNe127
ნანახია 1 172

თავი 2
^^^
დილით მზის სინათლემ გამომაღვიძა და ჩემი თავი გამოვლანძღე წუხელის ფარდების გადაწევა რომ დამავიწყდა.თვალებს თითქოს ჯინაზე არ ვახელდი და მთელი ძალით ვიფარებდი მეორე ბალიშს სახეზე.
-მოიცა მოიცა, მე მარტო ერთი ბალიში არ მქონდა? მახსოვს რომ დანარჩენები ნიამ გაზიდა როგორც კი ჩემთან გადმოვიდა.ამის გამო მთელი ერთი თვე ჩხუბი გვქონდა.აბა რა ხდება ვითომ მისაღებში ვწევარ დივანზე? - თავის წამოვწიე რომ ჩემი ადგილსამყოფელი დამედგინა და თვალები გავახილე თუ არა უზარმაზარ,პირდაფჩენილ,თვალგაშტერებულ დათვის ფიტულს შევეჩეხე ზედ ჩემი საწოლის თავზე რომ ეკიდა.ამ სანახაობამ იმდენად შემაშინა რომ წამოვიყვირე,გვერდით გადავბრუნდი და იატაკზე გავადინე ზღართანი.არა ადამიანი ასეთი მოუხერხებელი როგორ უნდა იყო რომ ძირს გაიშოტო და ნატკენი ხელიც ქვეშ მოიყოლო.
-ვაიმეეე.....ვაიმეე ხელი ვიტკინეე....-ვყვიროდი და თან ცრემლების შეკავებას ვცდილობდი.ამ ყველაფერს თავის ტკივილიც ემატებოდა და ადგილიდან განძრევის საშუალებას არ მაძლევდა.გავიგონე ვიღაცამ კარი მთელი ძალით რომ შემოგლიჯა და ოთახში ნერვიულ სიარულს მოჰყვა.
-აქ ვარ მიშველეთ ვინმემ რა გთხოვთ-ამოვიკვნესე ხმა აკანალებულმა.
-რა გინდა გოგო მანდ,რას გატყიპულხარ იატაკზე,მე კიდე რამის გულმა დამარტყა სად გაქრა თქო-სიცილ შეპარული ხმით მომიახლოვდა ნაცნობი ხმის პატრონი და წამოდგომაში დამეხმარა.როდესაც საწოლზე ჩამოვჯექი და მიწაზეც ფეხი მყარად დავდგი მხოლოდ მაშინღა ვინებე თვალების გახელა.ჩემს წინ უცნობი მამაკაცი იდგა,თხელ სვიტრში კარგად ეტყობოდა ნავარჯიშევი სხეული.კუპრივით შავი თმები უსწორმასწოროდ აჩეჩვოდა და დიდრონი,ლურჯ-ცისფერი თვალებით შემომყურებდა. „არა ეს თვალები სადღაც მინახავს“-გავიფიქრე თუ არა იმწუთას მომაწყდა მოგონებების ტალღა და სისხლი გამეყინა.შავი აუდი.ნია.გაქცევა.ჩემზე შემოჭდობილი ტორები და ბოლოს ნატკენი ხელი. ამ ყველაფერს ჩემმა ტვინმა ვერ გაუძლო,იმწუთასვე საგანგაშო სიგნალები დაგზავნა მთელს სხულში და საპასუხო რეაქციამაც არ დააყოვნა როდესაც მე ხელმეორედ მოვრთე ღრიალი და საწოლზე ავხტი.
-რა გაყვირებს გოგო შენ სულ გადაირიე?!დამშვიდდი დროზე თორე კიდე უფრო უარესად შეგერყა ტვინი.-მითხრა ლურჯი თვალების პატრონმა და ჩემსკენ წამოვიდა.ამის დანახვაზე უფრო მეტად გავგიჟდი,უცნობს აქეთ მივვარდი და ჩხუბი დავუწყე.
-ვინ ხარ შე ცხოველო?სად ვარ ამიხსენი დროზე?სად არის ნია?ნიას დაუძახე სასწრაფოდ იცოდე თორე ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ-ასათიანში დასაწვენი გიჟივით ვღრიალებდი და ახლა ჩემი თავისთვის შორიდან რომ შემეხედა როგორც ექიმს ალბათ მართლაც რომ გიჟად შევრაცხავდი საკუთარ თავს.
-ვაიმეე ვინაა ეს ალქაჯი. ეს ვის გადავეყარე ტო-თვალები გადაატრიალა ჩემს გარდა იმ ოთახში მყოფმა ერთადერთმა ადამიანმა.თავისი ტორები მძლავრად მომხვია წელზე,ხელები გამიკავა და მოძრაობის საშუალება საბოლოოდ მომისპო-სანდრო ამოდი აქ დროზე და დააწყნარე ეს ალქაჯი სანამ მეორე სართულიდან გადამიგდია.-კარებიდან გასძახა აშკარად პირველ სართულზე მყოფ ბიჭს თან ისე რომ ჩემთვის ხელის შეშვება არც უფიქრია,პირიქით,უფრო და უფრო მაგრად მიკავებდა ხელებს ზურგს უკან,რაც ჩემს ნატკენ ხელშიც უფრო და უფრო აძლიერებდა ტკივილის გრძნობას.წამიც არ იქნებოდა გასული პირველი სართულიდან მაღალმა,შავთვალება ბიჭმა რომ ამოირბინა,სირბილის დროს ქერა კულულები სასაცილოდ აქეთ-იქით დაუხტოდა ხოლო თვალებში შიში ჩასდგომოდა.ამ ბიჭმა პირველივე ნახვისას რატომღაც ჩემში ნდობა გამოიწვია,რასაც ამ „ტორების პატრონზე“ ნამდვილად ვერ ვიტყოდი.
-რა ხდება დიმა, რა გაღრიალებს-შემოსვლისთანავე იკითხა უცნობმა,რომლის სახელიც სავარაუდოდ სანდრო უნდა ყოფილიყო.ბიჭმა ჩემი ტკივილნარევი სახე დაინახა თუ არა მაშინვე ჩემკენ წამოვიდა და ჩვენი ახლანდელი მდგომარეობის გაანალიზების შემდეგ სასწრაფოდ ძმაკაცს მიუბრუნდა.-ბიჭო გაუშვი ხელები შენ შ*გ ხო არ გაქ სტკივა ბავშვს ვერ ხედავ ისედაც ნაღრძობ ხელზე რო უჭერ?
-გამიგიჟდა აქ მე ეს "ბავშვი". მისახმარებლად ამოვედი რამე ხო არ სჭირდება თქო ყვირილი რო გავიგე ამან კიდე გამიმართა ისტერიკები.სახეში რო მირტყამდა მაშინ არ სტკიოდა ხელი ჰო?!-ისეთი გამყინავი თვალებით შემომხედა სახელი დიმას პატრონმა რომ ენა მუცელში ჩამივარდა და ხმის ამოღება ვეღარ შევძელი.
-კაი კაი გაუშვი ეხლა ხელები და დავილაპარაკოთ ხო მირა,აღარ იყვირო კარგი?-მუდარანარევი თვალებით შემომხედა სანდრომ და ისე დამიმარცვლა წინადადება თითქოს ზრდასრულ ადამიანს კი არა ბაღის ბავშვს უხსნიდა რამეს.
-კარგი ხო,დავწყნარდები თუ ეს ველური მომცილდება- ბღვერით გავხედე ჩემზე მოწებებულ ბიჭს.მანაც მაშინვე შემიშვა ხელები და ნერვიული ნაბიჯით გამშორდა.საყრდენ გამოცლილმა თავი ვეღარ შევიმაგრე და ახლა საწოლზე გავიშხლართე. ყოჩაღ მირა რა. ერთ დღეში უკვე ორი მარცხი მოასწარი,თან ჯერ მხოლოდ დილაა.ჩემს თავზე ვბრაზდებოდი ასეთ მდგომარეობაში რომ ავღმოჩნდი.თუმცა საბედნიეროდ სანდრომ ხელი შემაშველა და წამოდგომაში დამეხმარა.
-როგორ ხარ მირა? ხელი ხო არ გტკივა ძაან?-გაკვირვებული ვუყურებდი ბიჭს რომელიც აგერ უკვე მეორეთ მეძახდა სახელს.თუმცა მახსოვს რომ ერთმანეთი ოფიციალურად არ გაგვიცვნია.
-არაუშავს ტკივილს გავუძლებ,მაგრამ შენ საიდან იცი ჩემი სახელი?
-აა ეგ...იცი...არ გადაირიო ისევ და...-რაღაცეებს გაურჩევლად ბუტბუტებდა და თან თავის ქერა კულულებს იწვალებდა.
-ერთი სიტყვა არ მესმის რას მეუბნევი,მორჩი ბურტყუნს და ამიხსენი რა ხდება აქ,სად ვარ ან თქვენ ვინ ხართ?-რაც შემეძლო მკაცრი ხმით ვუთხარი და უკანა კედელზე დაკიდებულ დათვის ფიტულს ამრეზით გადავხედე ასე კარგად რომ გამოუვიდა ჩემი შეშინება.
-წყნეთში ვართ ეხლა ჩვენ და არ ინერვიულო, არ ვართ ჩვენ მანიაკები კი არ მოგვიტაცებიხარ- მომხიბლავად გაიკრიჭა სანდრო.არა უნდა ვაღიარო რომ მართლაც შესაშური გარეგნობა ჰქონდა.სწორი ცხვირი და თხელი ტუჩები მშვენიერ კონტრასტს ქმნიდა მისი სახის მოყვანილობასთან.ამასთან ასეთი სწორი ფეხების პატრონი ნებისმიერი გოგოს მოწონებისა თუ შურის ობიექტი ადვილად გახდებოდა.-მე სანდრო ცერცვაძე ვარ, ის ბიჭი კიდე ცოტა ხნისწინ რო გავიდა დემეტრე დადიანია,მის სახლში ვართ ახლა ზუსტად.
-კი მარა როგორ ავღმოჩნდი აქ აღარ მეტყვით ხალხო?ან ნია,ნია სადაა? - საყვარელი ენაწატლეკილი ბიძაშვილის გახსენებაზე ცრემლები უფრო მაგრად მომაწვა თვალის უპეებზე.ეს კი აშკარად ჩემს გვერდით მყოფმა პირმაც შეამჩნია.
-აუ არ იტირო რა გეხვეწები,ასეთ ლამაზ გოგოს არ მოგიხდება ცრემლები-მეხვეწებოდა სანდრო და თავზე ხელს მისვამდა.-ნია და გიგა მოდიან უკვე აქეთ და ალბათ 2 საათში იქნებიან უკვე.გახსოვს გუშინ დიმას რო ეჯიკავებოდი დაეცი და გონება დაკარგე.დიმამ კიდე რო არ იცოდა რა ექნა აქ ამოგიყვნა,ექიმიც გვყვავდა ნუ გეშინია, გაგსინჯა და თქვა ხელი ნაღრძობი აქვსო,ამდენი ხანი ძილი კი თავის დარტყმის ბრალი იქნება და სანერვიულო არაფერიაო.მარა ამდენ ხანს რო არ ფხიზლდებოდი გიგასთან დავრეკეთ და ვუთხარით ახალი რძლიანად ამოსულიყო აქ.
-ვაიმე,ანუ გათხოვდა ნია?!და ეგ ვიღაც გიგაა იმ უჭკუო კვატის ქმარი?ვაიმეე იციან ნიასებმა უკვე?-კითხვების კორიანტელი დავაყარე საწყალ ბიჭს.
-არა არვისთვის არ უთქვამთ ისე გაიპარნენ.მარტო გიგას ძმაკაცებმა ვიცოდით რასაც აპირებდნენ.გუშინ არ შევაწუხეთ ახალ დაქორწინებულები მარა დღეს მაინც დავურეკეთ.ნიამ რო გაიგო ჩვენთან იყავი ძალიან უნერვიულია ამიტომ სასწრაფოდ წამოსულან.-მიღებული ინფორმაციის გაანალიზება გამიჭირდა.ანუ გამოდიოდა რომ ჯერ ოჯახმა არაფერი იცოდა,ამიტომ საშიშიც არაფერი იყო ლაშასგამ მოსალოდნელი.
-ნეტა უკვე იქორწინეს?კიმარა რატო არ მითხრა ნიამ ასეთი სერიოზული ნაბიჯის გადადგმას თუ აპირებდა?დავიჯერო ამდენად დაკარგა ნდობა ჩემს მიმართ?- თავში ყველაფერი ერთიანად მიტრიალებდა და არ ვიცოდი ამ აურზაურისთვის ბოლო როგორ მომეღო.სანდროს ვთხოვე ცოტა ხნით მარტო დავეტოვებინე რადგან ახლა ძალიან ვიყავი გაღიზიანებული ნიაზეც,მასზეც,იმ ცხოველზეც და საერთოდ მთელ სამყაროზე.არა ასე როგორ მომექცა მაინც არ მესმის,რა პასუხი უნდა გავცე ახლა ბიძაჩემს,ან თვითონ რა ნამუსით შეხედავ საკუთარ ოჯახს თვალებში მაშინ,როცა ისინი ნიას თვალისჩინივით უფრთხილდებოდნენ და ანებივრებდნენ,თუმცა ალბათ ზუსტად მაგ განებივრების ბრალია ასე რომ დაჰკრა ფეხი და შედეგებზე არც უფიქრია ისე გაიპარა.
აკანკალებული სხეული რომ გამეჩერებინა საწოლზე უკუღმა წამოვწექი და დათვის ფიტულს ავხედე ფიქრებმაც უცებვე შეიცვალეს გეზი და ახლა ნადირობის საშინელებაზე დავფიქრდი.აი ჯერ ის რა საშინელებაა ადამიანი ცხოველს ცივსისხლიანად რომ კლვას და ამაზე უარესი ხო კიდე მისი ფიტულის დამზადებაა.მიდი და ახლა ადარე შენ რომელია მართლა ცხოველი და რომელი ადამიანი.ან საერთოდ ნეტა მანახა რომელ იდიოტს მოუვიდა აზრად ასეთი სიბოროტის გაკეთება.იმ მომენტში საოცრად შემეცოდა საწყალი არსება.ნეტა მას რაღას ერჩოდნენ.იყო თავისთვის ბუნების წიაღში და არსებობისთვის იბრძოდა,ვინ იცის იქნებ კარგ საქმესაც კი აკეთებდა ბუნებისთვის,ლეშით იკვებებოდა და დაბინძურებულ ტყეს ასუფთავებდა. ჩვენ კი,ადამიანებმა ჩვენი სიძლიერის დასამტკიცებლად ტყვია დავახალეთ უდანაშაულო ცხოველს. სიცოცხლე წავართვით და წამებისთვის გავწირეთ,მერე ესეც არ ვიკმარეთ,ტრაბახის საშუალება რომ მოგვცემოდა ავდექით და კედელზე ჩამოვკიდეთ.საბრალო ახლაც ისეთი თვალებით იყურებოდა,მის შემხედვარეს სიბრალული და შიში ერთად დაგრევდა ხელს.მართლაც რაღაცნაირად საშიში იყო.თითქოს შურისძიების წყურვილი ჩასდგომოდა თვალებში,საცაა გაცოცხლდებოდა,გადმოხტებოდა და თავის ტკივილს შენზე ანთხევდა...იმდენად გავითავისე ეს "შურისძიების" სცენა რომ როდესაც კარებში დიმა შემოვიდა ლანგრით ხელში ვეღარ მივხვდი რა სიტუაციაში ვიყავი,ალბათ წარმოვიდგინე რომ ვიღაც თავს მესხმოდა ამიტომ თავდაცვის მიზნით ბალიში გავუქანე სახეში ახალშემოსულს(დიდი თავდაცვის საშუალებაც ეგ არ ყოფილიყო) და ლანგარი ძირს დავაგდებინე.წყლით სავსე გრაფინი გატყდა და მის ახლოს მყოფი თავიდან ფეხებამდე გალუმპა.
-"ღმერთო შენ მიხსენი ამ ცხოველისგან" ამის გაფიქრებაღა მოვასწარი გაგიჟებული რომ მომვარდა,კედელთან ამაყუდა და ერთი ხელი ყელზე მომაბჯინა,მეორე კი ჩემსა და კედელს შორის მოათავსა.დამუნჯებული ვიდექი და არ ვიცოდი რა გამეკეთებინა.
-"ღმერთო ოღონდ ახლა გადამარჩინე და გპირდები ნიას ყველაფერს ვაპატიებ,აღარც ლაშას დავუძახებ ხოლმე ჭკუა სუსტს და ყველა მეყვარება საერთოდ,ოღონდ ახლა მიშველე ღმერთო რა"-გაზეპირებული ლოცვასავით ვიმეორებდი გულში ამ სიტყვებს და თვალებგაფართოებული შევყურებდი ნახევრად სველ,თვალებ დახუჭულ ცხოველს,რომელიც აშკარად საკუთარი თავის ხელში აყვანას და სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა.-"ისე როგორი დაძარღული ხელები აქვს,ალბათ მართლა ძალიან ნავარჯიშევია...თანაც უკვე მერამდენედ მეხებიან ეს ხელები ვეღარც ვითვლი,თუმცა ყოველჯერზე ტკივილს მაყენებენ"-ღმერთო მირა რეებზე ფიქრობ,მართლა ტვინის შერყევა გაქვს შენ მგონი,ქენი რამე,გადაირჩინე თავი თორე ვერ ხედავ რამხელაა?ნამდვილი გორილა,თან ისეთი გაბრაზებულია მთელი სხეული უკანკალებს,ისე მოგიღებს ბოლოს არც გაუჭირდება,მიდი მერე შენ და იფიქრე როგორი დაკუნთული იყოვო.მირა ამოიღე ხმა სანამ მართლა რამე დაგიშავა რას დამუნჯებულხარ სხვა დროს ვერ გაჩერებენ ხოლმე და ახლა როცა საჭიროა ქართული დაგავიწყდა/
-ბოდ..იში,არ..მინდ..ოდა ძალ...ით- ძლივძლივობით ამოვიხავლე სუნთქცა შეკრულმა და მხოლოდ ახლა ვიგრძენი როგორ მტკიოდა ყელი.ჩემი ხმის გაგონებისას ეს ფაქტი აშკარად მანაც შეამჩნია და ხელი ცოტა შემიშვა.ის-ის იყო ვიფიქრე გადავრჩითქო მთელი სხეულით რომ მოიწია ჩემკენ და მხოლოდ მილიმეტრიღა დატოვა ჩვენს სხეულებს შორის.მის მწველ სუნთქვას საფეთქელზე ვგრძნობდი,ხოლო სველი სვიტრის სიგრილე კი ოდნავადაც არ მიგრილებდა მკერდზე აგიზგიზებულ ხანძანრს.იმ წამს ვიფიქრე რომ ახლა მთელი ცხოვრება თვალწინ ჩამივლის და ეგ იქნება სულთქო,მაგრამ მის თვალებს შევხედე თუ არა მაშინვე ყველაფერი სადღაც გაქრა.მთელი ჩემი აზროვნება დაიბურა.თითქოს ყველა საღი აზრი ბურუსში გაეხვა.ღმერთო როგორი ლურჯი თვალები ჰქონდა.და როგორი მეტყველი,დაბურული,ტკივილიანი,თუმცა მის თვალებში მაინც მთელი სამყაროს ამოკითხვა შეგეძლო.
-ჩემს ნერვებზე თამაში არაა კარგი საქციელი,უკვე ბევრჯერ გაპატიე და მეყო-უცებ ზედ ყურთან მიჩურჩულა და გავარვარებული ტუჩები ყურის ბიბილოზე წამატანა.ამ შეხებისგან მთელ სხეულში გამაკანკალა,რამაც ცოტა აზროვნების უნარი დამიბრუნა და ხელები მთელი ძალით მკერდზე მივაჭირე.
-რა...რას აკეთებ...მომშორდი...ახლავე გაიწიე- ნაწყვეტ-ნაწყვეტ ვლუღლუღებდი და სათქმელს აშკარად ვერ ვაბამდი თავს მისი ასეთი "პოზიციით" გამოშტერებული.
-შენ შეცდომა დაუშვი.შეცდომებისთვის კი ისჯებიან დაიმახსოვრე -თავი გრეის 50 ელფერში მეგონა ცხელი სუნთქვა ტუჩებისკენ რომ წაიღო, ხელი კი უკვე ჩემს წელზე ედო ოთახში ერთდროულად რომ შემოიფინნენ სანდრო,ჩემი გამოშტერებული ბიძაშვილი და სავარაუდოდ მისი ქმარი,თან აურზაური და ხმაური შემოიტანეს.გორილა იმწამსვე გამშორდა და გარეთ დამდუღრებულივით გავარდა.იმ წამს ალბათ პირველად ვიყავი მადლიერი ნიასი და თავისი მეუღლის,რომლებმაც გარდაუვალი საფრთხისგან მიხსნეს.კი მარა რა იყო ეს?!ღმერთო მართლაც რომ ეს რა იყო?!-ვუმეორებდი ჩემს თავს და დარწმუნებული იმაში რომ ამ შოკისგან თავს კიდევ კარგა ხანს ვერ დავაღწევდი ახალ დაქორწინებულებს მივვარდი მისალოცად და დასატუქსად.თანაც ვეცადე სიტუაცია განმემუხტა რათა ჩემი შეფაკლული ლოყები არავის შეემჩნია.
^^^
როგორც წყვილის მონაყოლიდან გავიგე გიგა უკვე დიდი ხანია რაც ნიას ცოლობას სთხვოდა,ეს კი თურმე სულ უარს ეუბნეოდა,იმდღეს კი ჩვენი სახლის კართან რომ მოგვადგა უთქვამს გადაწყვიტე ახლა ან ნებით მომყვები ან გიტაცებო,ამასაც თავი ვეღარ შეუკავებია-"ჩემს სიყვარულს მივენდეო"-ხოდა ამდგარა და ჩახტომია მანქანაში.სულ მარტოები სიღნაღში წასულან და ხელი მოუწერიათ,იქიდან კიდე საფრანგეთში აპირებდნენ გაქცევას მაგრამ ჩემი მდგომარეობა რომ გაუგიათ სასწრაფოდ დაბრუნებულან უკან.
-ანუ დაქორწინდით უკვე?-მაინც ვერ ვიჯერებდი მათ მონაყოლს და ფაქტების გადამოწმებას ვცდილობდი
-კი მირა,დავქორწინდით...ძალიან მიბრაზდები?-შრეკის კატის თვალებით შემომხედა ჩემმა ბიძაშვილმა და თან თავის რომეოს ხელი მოკიდა.
-გიბრაზდები?!გოგო მე კი არ გიბრაზდები თმებით გითრევდი ეხლა ჩემი ნება რო იყოს.გათხოვება თუ გინდოდა მამაშენისა და შენი ძმის ამბავი არ იცი?ჯერ უნდა გაგეცნო ოჯახისთვის გიგა როგორც შენი შეყვარებული და ასეთ სერიოზულ ამბავზე მერე გეფიქრა.აბა ახლა რას აპირებ მიადგები ბიძიას კარზე და როგორ წარადგენ ამათ-"გაიცანით ეს ჩემი ქმარიაო?"-სარკაზმით გავუღიმე ჩემს წინ მდგომებს და თვალები დავუჭყიტე.
-აუ კარგი რა ცოლის და ნუ გვიბრაზდები ეგრე ძალიან.მთავარია ეხლა ვართ ერთად და დანარჩენს ეშველება.-გამიკრიჭა ჩემმა სიძემ,თავის ცოლს ხელი მაგრად მოხვია და ისეთი სითბოთი გადახედა მათ შემხედვარეს მეც უნებურად გამეღიმა.-უფფ ეგრე არ ჯობია გაიღიმე და დავმშვიდდებით ჩვენც თორე ძაან ინერვიულა ნიამ.
-იმისდა მიუხედავად რომ ჯერ ისევ გაბრაზებული ვარ თქვენზე მაინც ძალიან მიხარია ასეთი კარგი ბიჭი რომ აარჩია ამ სულელმა,გილოცავთ მეტი რაღა მეთქმის, მარა ეხლა მთავარია ლაშას გადავურჩეთ ამ ამბებს რო გაიგებს- ამოვიოხრე გულდაწყვეტილმა და გადავწყვიტე სიძე ცოტა შემეშინა ასეთი ბედნიერი სახით რომ იჯდა,ნიას თვალი ჩავუკარი და ვანიშნე ამყევითქო.-შენ ხო არ იცნობ სიძე ნიას ძმას არა?აუფ მაშინ გირჩევ შესახვედრად რომ წავალთ აბჯარი აისხა და თან გასაქცევი გეგმაც მზად გქონდეს თორე ვინ იცის,ვინ იცის...-თითქოსდა დანანებით გავაქნიე თავი,ამდროს კი სიცილს ძლივს ვიკავებდი ბიჭების გაშტერებულ სახეებს რო ვხედავდი.არა ლაშა კი მართლაც საშიში ხდებოდა როცა საქმე ოჯახზე მიდგებოდა ხოლმე,განსაკუთრებით კი ნებიარა ნიაზე,მაგრამ იმაშიც დარწმუნებული ვიყავი რომ ის ჩემი ჭკუასუსტი ბიძაშვილი გიგას არაფერს დაუშავებდა რადგან ამით ნიაკოს ატკენდა გულს.ის კი მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი იყო.
-კაი რა მირა გვეღადავები ხო-სანდრომაც ხმა ამოიღო და გამომცდელი თვალებით შემომხედა.
-არა სერიოზულად გეუბნევათ,მოიცა მოგიყვეთ ჯერ.ერთხელ ერთმა თაყვანისმცემელმა ვარდები მომართვა და ლაშას შეეჩეხა სახლის კარებთან.ამას არც უკითხია ვინ ხარ ან რა გინდაო,მშვიდად გამოართვა ვარდები და სახლში შევიდა ნიას გამოვიყვან ეხლავე შენ აქ დამელოდეო,იქიდან დაბრუნებულს კიდე ხელში დიდი სანადირო ორლულიანი თოფი ეჭირა დიდი პაპის დროინდელი და სროლასაც არ მოერიდებოდა ეს ბიჭი თავპირისმტვრევით რო არ გავარდნილიყო სახლიდან,ჩემი ძმა კი არც შებრუნებულა სახლში,პირიქით ესეც გამოუდგა და მთელი დღე სდია იარაღ მომარჯვებულმა,რამდენჯერმე გაისროლა კიდეც და იმ ბიჭს მხარი გაუკაწრა.აი ასე იყო ზუსტად,ჩემი ძმა იმ ბიჭს დასდევდა დანარჩენი სოფელი კი ჩემს ძმას და ცდილობდნენ როგორმე დაიეწყნარებინათ,არც კი ვიცი ეს ამბავი როგორ დამთავრდებოდა მირა რომ არა-ჩემსკენ გამოაპარა მზერა ნიამ და თან ღიმილს ვერ იკავებდა ძველი მოგონებების გახსენებისას.
-გაჩუმდი ნია,არ თქვა იცოდე-გავაფრთხილე მე
-მოიცა ცოლის და მოიცა დაამთავრებინე მოყოლა,მიდი აბა გააგრძელე რა მოხდა ბოლოსო?-მთელი გულისყურით უსმენდა გიგა ცოლის მონაყოლს და ვატყობ თან გონებაში სიტუაციის სიმძიმეს აფასებდა..
-რადა ლაშას უკვე დაჭერილი ჰყავდა ის საწყალი მირა შუაში რომ ჩაუხტა გაგიჟებული და რაღაც ჩასჩურჩულა ლაშას,ის იყო და ის,მთლად გადაუფითრდა ჩემს ძმას სახე მკვდრის ფერი დაედო,საკუთარი ხელით გადააბარა სანადირო თოფი მირას და ხმის ამოუღებლივ გაშორდა.დღემდე ვერ გავიგეთ რა უთხრა ეგეთი.არც ერთი ცოცხალი თავით არ ამხელს თავიაანთ საიდუმლოს.მარა ყველაზე სასაცილო ის იყო იმ ჩემს თაყვანისმცემელს რომ მიუბრუნდა და
-ნიაა!!!გაჩერდი აღარ თქვა აღარაფერი თორე განანებ გეფიცები.-უკვე ყვირილზე გადავედი როგორმე რომ დამეწყნარებინა დაქოქილი საათივით ატიკტიკებული გოგო.
-კაი რა ცოლის და უცხოები ხო არ ვართ თქვას გავხალისდებით ჩვენც ცოტას.-ახლა ქმარი გამოესარჩლა,ვითომ მარტო ნიას მოგერიება არ მიჭირდა და ახლა ესეც დაემატა.
-ხოდა მიუბრუნდა იმ ბიჭის აი ძაან სერიოზული სახით აეყუდა წინ,თან ამდროს ხელში ისევ ის თოფი უჭირავს და სრული სერიოზულობით ეუბნევა-"შენისთანა უტრაკო მეტრაკე კი იყავი ღირსი მომეშვა ლაშა შენამდეო"-ეგ თქვა და იმის მერე სოფელში კი არა საერთოდ შემოგარენში არ მოგვიკრას იმ ბიჭისთვის თვალი.ეს ამბავი კი კაი ხანი დადიოდა სოფელში ლეგენდად და ყველა ბიჭი უფრთოხოდა მირას.-ამბის თხრობა დაასრულა ჩემმა ძვირფასმა ბიძაშვილმა და სიცილში აჰყვა დანარჩენ საზოგადოებასაც.
-ვაიმე მუცელი ამტკივდა ჩემი-ხარხარში ძლივს გავარჩიე სანდროს ბლუყუნი.ნია და გიგა კი ერთმანეთზე მიწოლილები ცრემლებსღა იწმენდნენ სახიდან. აი რომ ამბობენ ფერი ფერსა მადლი ღმერთსაო ამათზეა ნათქვამი ზუსტად ერთნაირი სულელები რომ არიან კარგად გაუგებენ ერთმანეთს.ეჰჰ მე კი ჩემი სიძის შეშინება მინდოდა მარა საბოლოოდ მე დავრჩი ისევ დაცინული.სამივე ისეთი ტემბრით იცინოდა ალბათ მალე დიაფრაგმას ამოაყოლებდნენ უცებ ოთახში ისევ ის ცხოველი რომ გამოჩნდა.
-უმაღლეს ქულას კი იმსახურებ ბილწსიტყვაობასა და სხვის ნერვებზე თამაშში-ბოლო სიტყვები განსაკუთრებით გამოკვეთა და თვალი უცნაურად ამაყოლ ჩამაყოლა.უზრდელი.ეს რა მთელი ეს დრო აქვე იყო და მთელ ამბავს ჩუმად უსმენდა თუ რახდება?-მაგრამ რა ვქნათ ახლა აღარ დავბრუნდეთ ქალაქში?თუ თქვენ ისევ გააგრძელებთ აქ სიცილ-ხარხარს, - გამომცდელად გადახედა სიცილისგან ერთმანეთზე მიწყობილ ტრიოს-არ დაგავიწყდეთ რომ ჯერ არც გიგასებმა იციან არაფერი და რძლის ოჯახშიც ასასვლელები ვართ ასე რომ გადაწყვიტეთ რას იზამთ-წინადადება დაასრულა თუ არა მაშინვე მალულად ისევ ჩემი შესწავლა დაიწყო,მეკი დამუნჯებული ვიდექი და ხმა ვერ ამომეღო,ან კი რა უნდა მეთქვა თვითონაც არ ვიცოდი მითუმეტეს დილანდელი ამბების გახსენებისას ხო სულ ჩამივარდა ენა და აშკარად ვიგრძენი სისხლის ნაკადი სახეზე ერთიანად როგორ მომაწვა.ახლა ალბათ ისე ვიყავი აწითლებული რომ პამიდორს აღარაფრით ჩამოვუვარდებოდი და ჩემი ეს თეორია ცხოველის ტუჩებზე გამკრთალმა ირონიულმა ღიმილმაც დამიდასტურა.ფუ როგორი თვითკმაყოფილი სახე აქვს,გინდა რო რაღაც შემოარტა,როგორ ვერ ვიტან ასეთ ადამიანებს თავი ყველაფრის მმართველები რომ ჰგონიათ...მაგრამ ისეთი ტკივილი ედგა თვალებში...უკვე ავიბენი,აღარ ვიცოდი რა უნდა მეფიქრა,უნდა შემეძულებინა თუ უნდა მეთანაგრძნო "ტორების პატრონისთვის"
-დიმა ვიყოთ ეს ღამეც აქ და დილით წავიდეთ ქალაქში კარგი,თან უკვე დაღამდა და დავიღალეთ ჩვენც ძალიან-მუდარანარევი თვალებით გადახედა ნიამ შემოსასვლელთან მდგომ ბიჭს.
-კარგი რა პრობლემაა ტო.ახალი რძლის ხათრით რას არ ვიზავ ოღონდ ამის ამჟავებული სახე აღარ დამანახა და-ჯერ ნიას გაუწელა ლოყები გორილამ შემდეგ კი გიგას წაჰკრა მხარი.მისი ეს ქცევა ძალიან უჩვეულო იყო ჩემთვის,ალბათ უფრო იმიტომ რომ მისი პიროვნება ჩემს აზროვნებაში თავიდანვე მკაცს უხეშ და ველურ ადამიანად წარმოვიდგინე,ახლა კი შთაბეჭდილების შეცვალა ვატყობდი ძალიან გამიჭირდებოდა.ან კი რატომ უნდა შემეცვალა რამე,როდესაც ეს ველური ჩემთან მართლა ცხოველივით იქცეოდა და საერთოდაც არ ცდილობდა როგორმე ჩემთვისაც დაენახვებინა თავისი კარგი მხარე.არა და ნუ იყვეს თავისთვის საერთოდაც ნუ მომეკარება ორივესთვის უკეთესი,გაუგებრობესა და კამათს ავიცილებთ ასე თავიდან.
^^^
ასე გადაწყდა რომ ამ ღამესაც აქ გავატარებდით და დილით ადრე დავეშვებოდით ქალაქში,მერე კი მე სამსახურიდან ერთ კვირიანი შვებულება უნდა ამეღო და ახალდაქორწინებულებს სოფელში გავყოლოდი ბიძასთან მოსალაპარაკებლად.ვინაიდან მდგომარეობის სირთულე ყველამ კარგად ვიცოდით წყვილს მარტოებს ვერაფრის დიდებით ვერ გავუშვებდით ამიტომ ჩვენც ყველანი მათთან ერთად მივდიოდით რომ სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში იქვე ვყოფილიყავით.
ვიწექი ჩემთვის განუთვნილ ოთახში სრულიად მარტოს და დაძინებას ვერაფრისდიდებით ვერ ვახერხებდი.მომავალზე დარდი,დღევანდელი ამბები და ეს საშინელი დათვის ფიტული არ მაძლევდა საშუალებას თვალი თუნდაც ერთი წუთით მომეხუჭა.ვინ იცის რამდენ ხანს ვიწექი ასე თვალდაჭყეტილი და ათასი აზრებით გარემოცული ძილის საბოლოოდ რომ შემომეპარა და ნელ-ნელა გამაცილა მორფეუსის საუფლოში.

***
პირველი თავის დადების შემდეგ აღარ ვაპირებდი კიდევ დამედო ეს ისტორია მაგრამ როდესაც თქვენი ნახვები და კომენტარები ვნახე აი თქვენ ხომ ვერც წამოიდგენთ როგორი ბედნიერი და აჟიტირებული ვიყავი.იმდენს ნიშნავს ეს თუმდაც მცირე მცირე ნაბიჯები ჩემთვის.თქვენი თითოეული კომენტარი ისე მიჩქარებს გულს თითქოს მართლა პირველად ვწერდე რამეს.
***
იმედია არ დამიგვიანებია ახალი თავის დადება.ყოველშემთხვევაში ყველანაირად ვეცდები ხოლმე კვირაში 2-3ჯერ მაინც დავდო ახალი თავები.იმედია პატარა თავი არ ყოფილა.



№1 სტუმარი geg

male dade ra shemdegi

 


№2 სტუმარი manana

კარგია, საოცრად კარგად იკითხება, ველოდები შემდეგ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent