შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პაპასკირი და ბაბუციძე 3


14-04-2018, 12:14
ნანახია 2 397

კატოს დანახვა ყველას გაუკვირდა მაგრამ არავინ იმჩნევდა. ექიმმა ნება დართო ენახა დუდუ და ახლა უკვე მისი პალატის კარში იდგა და შესვლას ვერ ბედავდა . როგორც იქნა შევიდა .
- გამარჯობა დუდუ მე კატო ვარ , ხო ვიცი არ მიცნობ და არც გემახსოვრები, ალბათ ვერც დამინახე . ნეტა ცოტა მალე ჩამომევლო უფრო მალე გიპოვიდი და ახლა გეღვიძებოდა, მაგრამ რას ვიზამთ. ალბათ არც გესმის რას გელაპარაკები, თუ გესმის ალბათ ფიქრობ ეს გოგო სულ გაგიჟდა აქ რას აკეთებსო მაგრამ რომ არ მოვსულიყავი გავგიჟდებოდი.
მაშინ დააკვირდა კატო მის წინ ათას მილზე მიერთებულ დუდუ პაპასკირს და ესიმპატიურა , არ ენახა მანამდე ასეთი სიმპატიური კაცი , ავადმყოფიც კი კარგად გამოიყურებოდა, ფერმკრთალი იყო და მართალია არ ენახა მანამდე, მაინც ეჩვენებოდა რომ მისი სხეული შეცვლილიყო .
-ჯანდაბა , რამდენ სისულელეს ვლაპარაკობ და კიდე უფრო მეტ სისულელეს ვფიქრობ , კიდევ კაი არ გესმის ჩემი ფიქრები თორემ საშინლად შემრცხვებოდა. კარგი მე წავალ , გამოჯანმრთელებას გისურვებ. შეიძლება კიდევ მოვიდე , არ ვიცი თუ გავბედავ მოვალ.
ბოლოს კიდევ დახედა , ცოტახანს თვალს არ აშორებდა , მერე ძალა მოიკრიბა და პალატა დატოვა . დაემშვიდობა დანარჩენებს და სახლისკენ წავიდა.ახლა დაწოლა და დაძინება მისთვის შვება იქნებოდა.
- აბა როგორ ხარ ?
-უკეთ, ნინი, აუუ რაღაც უცნაური გრძნობა მაქვს. იცი ? წამოსვლა არ მინდოდა, იქ მინდა ყოფგნა მის გვერდით, მის პალატაში.
-აუფ , კატო , უცნაურად ლაპარაკობ.
-ხო ვიცი ვიცი და ჩემმა ძმამ რომ გაიგოს ალბათ მომკლავს მაგრამ ეხლა ზუსტად ვიცი რომ კიდევ მივალ მის სანახავდ.
სკოლის არდადეგებიც დაიწყო და კატოც მორჩა მასწავლებლებთან სიარულს. არ უნდოდა შეეწყვიტა ,განსაკუთრებით მათემატიკა მაგრამ თვითონ მასწავლებელს არ ეცალა, ქვეყნიდან გავდივარ სექტემბრამდე არ ვიქნებიო გამოუცხადა და რაღას იზამდა. გიორგიც თავის ნაშასთან ერთად გერმანიში წავიდა და დარჩა დედასთან და ნინისთან ერთად ცარიელ თბილისში მარტო. პირველი ვიზიტიდან მესამე დღეს ისევ მოუნდა დუდუს ნახვა და მივიდა კიდეც. ახლა კლინიკის წინ იდგა და შესვლას ვერ ბედავდა. უკვე ნახევარი საათის მისული იყო და არც სიცხე აწუხებდა და არც ინტერესიანი თვალები კლინიკის მინის კედლებიდან რომ უმზერდნენ. ვერ შედიოდა არადა უნდოდა , გულწრფელად უნდოდა, უფრო მეტიც სჭირდებოდა კიდეც მაგრამ ვერ გაებედა.
ამჯერად გაბელაია რეზის გადაეყარა. რეზი ცოტა გაკვირვებული კი იყო კატოს საქციელით , ცოტა კი არა ძალიანაც, ჯერ იმიტომ რომ უკვე მეორედ მივიდა და ახლა იმიტომ რომ იქ იდგა და არ ინძრეოდა.
-გამარჯობა კატო. ბოლოს მიუახლოვდა რეზი.
-გაგიმარჯოს, კითხვისნიშნიანი თვალებით მიაჩერდა კატო.
-რეზი გაბელაია ვარ დუდუს ძმაკაცი
-აა ხოო, მაპატიე ვერ გიცანი, საერთოდ არ მიჭირს სახეების დამახსოვრება მაგრამ რამდენჯერაც აქ მოვდივარ იმჯენჯერ რაღაც მემართება და ვითიშები.
-გასაგებია. აქ რას აკეთებ ხო მშვიდობა გაქვს?
-მე კიი , მის სანახავად მოვედი ისევ მაგრამ ვერ გამიბედავს შიგნით შესვლა.
-იმიტომ დგახარ აქ უკვე 15 წუთია?
-ერთი საათია უკვე , ეგ შენ მოხვედი ალბათ 15 წუთის წინ თორმე უკვე ერთი საათია მე აქ ვდგავარ.
- ვერ შედიხარ?
-ხოო ვერ შევდივარ.
-რატო?
-არ ვიცი . კარგი ვსოო მორჩა პატარა ბავშვივით ვიქცევი შევდივარ.
„პატარაო “ რომ თქვა რეზის გაეღიმა. გაიფიქრა ისე ამბობს თითქოს ძალიან დიდი იყოსო, სინამდვილეში არც ისეთი პატარა იყო, მაგრამ მათთან შედარებით იყო როგორ არა . მთელი 14 წელი იყო მათ შორის სხვაობა. სხვა შემთხვევაში , აი მაგალითად კატო რომ 20 ის ყოფილიყო და დუდუ 34 ის სულაც არ იქნებოდა გასაკვირი მაგრამ ახლა როცა ის 16 წლის სკოლის მოსწავლე იყო ნამდვილად ართულებდა საქმეს.
- იცი დღეს დუდუს დაბადებისდღეა!
-უი წინაზე რომ ვიყავი ნიკამ მითხრა მაგრამ არც გამხსენებია.
-ხო შენ ხო ითიშები.
-ნეტა შემიშვებს ექიმი?
-შენ თუ გინდა შესვლა შეგიშვებს აბა რას იზამს.
-მინდა.
ზემოთ ასულებს ყველა ისევ იქ დახვდათ. ნიკა უკვე კარგი ნაცნობივით მოიკითხა , დაანარჩენებს მიესალმა და ექიმის გამოჩენას დაელოდა. შესვლაზე უარი არავის უთქვამს, კატო კი იმაზე უფრო გაბედულად შევიდა ვიდრე თავდაპირველად კლინიკაში. მიესალბა უგონოდ მყოფ დუდუს სკამი მიაჩოჩა მასთან ახლოს და ჩამოჯდა.
-გამარჯობა დუდუ. აი მოვედი! ხომ გითხარი ალბათ მოვალთქო ხოდა მოვედი. მართლა სანამ დამვიწყებია, დაბადებისდღეს გილოცავ. გამმოჯანმრთელებას და ბედნიერებას გისურვებ.
ცოტახანს გაჩუმდა, თითქოს სათქმელს თავს ვერ უყრიდა, იმდნეი რამის თქმა უნდოდა რომ ვერ ხვდებოდა საიდან დაეწყო, არც ის უნდოდა უაზროდ ებუტბუტადა . თან სცხვენოდა , თუ ესმის ალაბთ ფიქრობს რომ გიჟი ვარო ფიქრობდა.
-ისე რა არის ამდენი ხანი ძილი ჰა? იცი გარეთ შენი ბიჭები როგორ გელოდებიან? არ ვიცნობ კარგად მაგრამ მეც კი ვხვდები რომ უშენოდ ნელ-ნელა კვდებიან.შეიბრალე რა! გაახილე თვალები,თან მაინტერესებს რა ფერის გაქვს.
ღმერთო ჩემო ! რას ვბოდიალობ შემრცხვეს.
ისევ გაჩუმდა , ცოტახანს თავი ჩახარა და ჩაფიქრდა.
-იცი რატომ მოვდივარ? თუმცა საიდან გეცოდინება შენ ხო მე საერთოდ არ მიცნობ.არც მითქვამს, მაგრამ უნდა გითხრა.მეც არ ვიცი ! მაგრამ ვგრძნობ რომ უნდა მოვიდე და გნახო. ჩემი ნება რომ იყოს და არ მრცხვენოდეს ყოველდღე ვივლიდი , ან საერთოდ არ წავიდოდი აქედან .რაღაც სხვანაირი შემოიტანე შენ ჩემს ცხოვრებაში, არა არ იფიქრო რომ მიხარია ასე რომ დაგემართა, პირიქით ძალიან ვწუხვარ. უბრალოდ უცხო ხარ ჩემს სამყაროში და მადლობა ამისთვის. იმიტომ რომ მგონია კარგია და არა ცუდი.! ახლა მინდა რომ გაიღვიძო, გულით მინდა გეფიცები , მინდა რომ გაგიცნო!
კარგი ბევრს ვლაპარაკობ უკვე , წავალ . და კიდე მოვალ. აქ რომ ვარ შენთან დადებითი ემოციით ვიმუხტები ხოლმე , წარმოიდგინე რომ გაიღვიძებ რამაგარი იქნება.
დროებით , გამოჯანმრთელდი.
პალატიდან გასვლა საერთოდ არ უნდოდა მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა, სულ იქ ხომ არ იჯდებოდა.
-კატო ერთი წუთით შეიძლება? დანელია გამოელაპარაკა.
-კი როგორ არა .
-დღეს იმ მუტრუკის დაბადებისდღეა და გვინდა რომ მის საყვარელ ადგილას წავიდეთ, გაგვიხარდება თუ წამოხვალ.! გპირდები არაფერს დაგიშავებთ.
- მართლა?
-ხო თუ არ გეჩქარება.
-არა არ მეჩქარება გამოგყვებით .
-ესენი ჩვენი ძმები არიან , რეზის ხო იცნობ უკვე ? ეს ლაშა კვარაცხელიაა ეს ირაკლი ქებურია.
-სასიამოვნოა.
-ჩვენთვისაც ბარბი, ქებურია არც ამჯერად კარგავდა თავის გალანტურობას.
კატო დანელიას მანქანაში მოათავსეს და წყნეთის ბავშვთასახლისკნ დაიძრნენ.
-სად მივდივართ?
-რომ მივალთ ნახავ. ხო გვენდობი არა ?
-შენ გენდობი , რატო არ ვიცი მაგრამ მგონი მარტო შენ გიცნობ შედარებით უკეთ.
- კარგი გოგოხარ კატო იცი არა ?
-ნუ მაწითლებ .
-აი მოვედით.
-წყნეთის ბავშვთა სახლი. პატარა ბავშვივით წამოიყვირა კატომ, რაზეც დანელიას და კვარაცხელიას გაეცინათ.
-ხო საბარგული სავსეა , რაღაცები ვიყიდეთ და შევუტანოთ პატარებს.
-ეს დუდუს საყვარელი ადგილია?
- დუდუ წელიწადის ყველა დროს ამოდის აქ ბავსვებთან სეზუნი ტანსაცმელი და ტკბილეული ამოაქვს. აქ მას ყველა იცობს. ეხლა ხო ზაფხულია მის მაგივრად ჩვენ გავახაროთ ბავშვები. კატო აღფრთოვანებული შევარდა ბავშვთა სახლში . წარმოუდგენელ ბედნიერებას გრძნობა იმ წუთებში. შეეძლო თამამად ეთქვა რომ ეს დღე იყო მის ცხოვრებაში საუკეთესო. ბიჭებმაც გაიხარეს , ებედნიერებოდათ კატოს ასე გახარებულს რომ ხედავდნენ ის დუდუს კატო იყო.
რომ გენახათ სათითაოდ ყველა ბავშვს როგორი სითბოთი და სიყვარულით ეფერებოდა და ეთამაშებოდა, იმ წამს თქვენც გაბედნიერდებოდით. მათ გვერდით ისიც 5 წლის ხდებოდა . პატარა რომ იყო რამდენეჯრმე ამოიყვანა აქ დედამ და მას შემდეგ ხშირად ფიქრობდა ხოლმე ამ ბავშვებზე , ეცოდებოდა სულ და უნდოდა რომ გაიზრდებოდა ცოტათი მაინც შეეცვალა მათი ცხოვრება. როგორ გააკეთებდა არ იცოდა მაგრამ უნდოდა.
-შენ რა გქვია? ენის ბორძიკით ეკითხებოდა პატარა ბავშვი კატოს.
-მე კატო შენ რა გქვია? ჩაიმუხლა კატო და ლოყაზე მოეფერა.
-მე დუდუ მქვია.
-ვაიმე მართლა? იცი მე ვიცნობ უკვე ერთ დუდუს.
-მეც ვიცნობ. აქ მოდის ხოლმე.
-იცი რა დუდუ? მგონი მე და შენერთიდაიგივედუდუზე ვლაპარაკობთ.
-შენც იცნობ ჩემს დუდუს?
- ვიცნობ. დუდუ რატომ ხარ მოწყენილი?
-არ ვარ მოწყენილი. თქვა თუ არა თვალები მაშინვე აუცრემლიანდა.
-როგორ არა ნახე თვალებში ცრემლები ჩაგიდგა. იცი ეგ როდის ხდება? როცა ძალიან ხარ ვინმეზე ნაწყენი. თუ გინდა შეგიძლია გამოუშვა ეგ ცრემლები , მე არავის ვეტყვი.
-არა , დუდუმ მითქხრა ნამდვილი მამაკაცები არ ტირიანო.
-მართლა? ასე გითხრა?
-ხოოო, მაგრამ ეხლა არ მაინტერესებს მე იმან რა მითხრა.
-მგონი მივხვდი შენ დუდუზე ხარ ნაწყენი არა ?
-ხოოო .
-რომ არ მოვიდა იმიტომ? პატარამ თავი დაუქნია. მე ვიცი რომ მას ძალიან უნდოდა მოსვლა და ვერ მოვიდა, ავად გახდა და ექიმმა არ გამოუშვა რომ გამოკეთდები მერე წადი შენს დუდუსთანო ასე უთქვამს და ისიც დაემორჩილა . რაც მალე გამოვჯანმრთელდები მით მალე მივალო.
-მართლა?
-აბა შენ გეგონა დაავიწყდი. ?
-ხოო, დედა და მამაც ასე წავიდნენ და მერე აღარ მოვიდნენ ისიც რომ არ მოვიდეს?
-მოვა პატარავ აუცილებლად მოვა. გინდა მე და შენ ვიმეგობროთ?
-არა არ გამოვა.
-რატო ვითომ?
-მე მინდა შენ ჩემი შეყვარებული გახდე?
-უი მე?
-დუდუმ მითხრა თუ ვინმე მოგეწონება მაშინვე უთხარი ჩემსავით სულელი ნუ იქნებიო.
-ასე გითხრა?
-ხო ! იქნები ჩემი შეყვარებული?
- იცი ? უნდა მოვიფიქრო.
-კიდევ მოხვალ კატო?
-აუცილებლად.
-ეხლა უნდა წავიდე ნახე ისინი მელოდებიან. კატომ ბიჭებისკენ ანიშნა პატარას.
-ლუკა გაუშვი გოგონა და მოდი აქ. აღმზრდელმა დაუძახა კატოს წინ მდგარ პატარა ბიჭუნას და ისიც მაშინვე გაიქცა. გაუკვირდა კატოს ბავშვმა უთხრა რომ დუდუ ერქვა ახლა კი აშკარად ლუკაო ასე გაიგო.
-უცნაურია!
-რა ხდება კატო?
-ის ბავშვი მითხრა დუდუ მქვიაო და.
-აა ლუკაზე ამბობ? ლუკა ქვია მაგრამ დუდუ მქვიაო ასე გაიძახის, დუდუს ძმაკაცია ეგ , ძალიან უყვარს და მისი სახელი დაირქვა. ბაძავს !
-აახლა გასაგებია ძალიან საყვარელი ბავშვია.
-იმან ისე დაიმსგავსა პატარა დუდუა იმენა.
სახლამდე ხმა არცერთს ამოუღია. კატო კორპუსთან დატოვეს და ბიჭებიც ისევ კლინიკაში წავიდნენ.
დუდუ ისევ კომაში, გამომძიებელი ისევ სულ ტყუილად ცდილობდა რაიმე მაინც ეთქმევინებინა ბიჭებისთვის . წინ და უკან სულ ტყუილად დადიოდა. ყველა კვალი ცრუ აღმოჩნდებოდა ხოლმე, არც კამერების ჩანაწერები არც მოწმეები, არც დანა და ანაბეჭდები
საერთოდ არაფერი. ერთ ადგილს ტკეპნიდნენ და პრეტენზიასაც არავინ გამოთქვამდა გამომძიებელ გურამ პაპაშვილის გარდა . ზუსტად იცოდა რომ სადღაც რაღაც აუცილებლად გამორჩებოდათ თავდამსხმელებს, იმიტომ რომ უნაკლოდ ჩადენილი დანაშაული უბრალოდ არ არსებობს. იყო რაღაც რაც ან მას გამორჩა და ვერაფრით ხვდებოდ რა ან უკვე დაასწრეს და ის რაღაც უკვე აღარც არსებობდა.
- უკვე გითხარით არაფერი ვიცით. უკვე მერამდნეედ ცდილობდნენ ბიჭები გურამის დარწმუნებას, რომელსაც ახლა ტაქტიკა შეეცვალა და არა დასაკითხ ოთახში , ოფიციალურად არამედ შეხვედრა ვითომ მეგობრულად მათსავე ტერიტორიაზე , ბიჭების ოფისში გაემართა.
-მე ახლა როგორც გამომძიებელი არა როგორც დიდი ხნის ნაცნობი ისე მოვედი. მინდა რომ დამნაშავე დაისაჯოს, რატომ არ გესმით? დამეხმარეთ რა თქვნც დამეხმარეთ და თქვით ის რასაც არ ამბობთ.
-როდის მერე ვართ ძმაკაცები გურამ? გამოსცრა ზიზღით ლაშამ.
-კვარაცხელია ვიცი რომ ვერ იტან პოლიციელებს მაგარმ მორჩი რა , ძმობას მეც არ გეფიცებით. არც მე მომწონხართ , მაგრამ თუ თვითონ აპირებთ შურისძიებას , უკანონოა ეგ თქვენც მოგეთხოვებათ მერე პასუხი, არამგონია იმ თქვენ ძმაკაცს რომ გაიღვიძებს ციხეში თქვენი ნახვა გაუხარდეს.
-ეს მუქარაა თუ ახალი ტაქტიკა გამომძიებელო? დანელიას ირონიას და ცინიზმს უკვე საზღვარი აღარ ჰქონდა.
-როგორც გინდათ ისე გაიგეთ. გურამიც მიხვდა რომ მეგობრულად ვერაფერს გახდებოდა და უკვე მერამდენედ სცადა ტაქტიკის შეცვლა, და ამჯერადაც ამაოდ. ისევ უარაფროდ დატოვა იქაურობა, წყალს ნაყავდა შესანიშნავად იცოდა თვითონაც მაგრამ სხვა გზა არც ჰქონდა. საქმის დახურვასაც არ აპირებდა.
-ამის დედა*************ი , როდის დაიღლება ნეტა და შეეშვება ამ საქმეს? არ ცხრებოდა რეზი.
-მაინც ვერაფერს იპოვის , ხო იცი ჩვენ ძლივს ვიპოვეთ.
-ხო მაგრამ მაინც ნერვებს მიშლის ეს სი****ი.
-დაიკიდე რა ივლის და გაჩერდება რო დაიღლება. ის გამოჩნდა?
-არა ბიჭო ეხლა რუსეთში ეძებენ ბიჭები აქ არ არის. ირაკლიმ სიგარეტის ნარჩენი ფანჯრიდან მოისროლა და აზუზუნებულ ტელეფობნს დახედა.
-ბიჭო რამენჯერ გითხრა გარემოს ნუ აბინძურებ. ნიკამ უკვე მერამდენედ სცადა ლაშას მავნე ჩვევისთვის ხაზის აგსმა.
-აი შენი გარემოს დამცველობაღა გვაკლდა რააა , რომანტიზმის მაამა ხარ იმენა.
- რა შუაშია რომანტიზმი და გარემოსდამცველობა, ხისთავიანო.
-უყ****** ვებ ეხლა .
-უპასუხე ბიჭო გასკდა ტელეფონი.
-ნუკი რეკავს.
-მერე უპასუხე.
-მეხვეწება დათო ნიშნიანიძის დაბადბეისდღეზეწავალცოტას გულს გადავაყოლებო, მე კიდე არ ვუშვებ.
-შეეშვი ბიჭო ცოდაო.
-რა უნდა იმ სი********ის დაბადებისდღეზე სხვა რომ იყოს გავუშვებდი. დუდუ რომ გაიღვიძებს და გაიგებს გავუშვი მომკლავს. ხო იცი არა .
- კარგი ხო მარა ცოდოა, გულს გადააყოლებდა.
-აი უკვე ჭკუიდან გადავყავარ ბიჭო, ეხლა ვხვდები რას უძლებდა დუდუ , ნამდვილი თავსი ტკივილია ეს ბავშვი.
-ეეე არ გესმით რაა, შეეშვი ნუკის მე მივხედავ. ისევ დანელია თუ უშველიდა ნუკი პაპასკირს თორე აბა სხვა ვინ. მომე ტელეფონი.
გამოართვა კვარას ტელეფონი რომელიც უკვე ნახევარი საათი იქნებოდა არ ჩერდებოდა.
-ნიკა ვარ ნუ ყვირიხარ გოგო. რომელ საათზეა დაბადებიდღე? კაი მზად იყავი ნახევარი საათით ადრე გამოგივლი და წავიდეთ. მეც წამოვალ ერთად მივიდეთ მაინც დამპატიჟა იმ პიჟონმა, არ ვაპირებდი წასვლას მარა ჯანდაბას შენი უტვინო თავი და წავიდეთ. იცოდე ნორმალურად ჩაიცვი.
კარგი ნუ აფერისტობ , ვიცი როცა გიყვარვარ .
-რა აკეთებ გამოს************ი?
-მე წავიყვან და მოვიუყვან, მივხედავ რა აღარ გვინდა .
-როგორც გინდა ძმაო ნება შენია, აწია ლაშამ ხელები, ისეთი სახე მიიღო ზუსტად რა აი წარმოდგენა არ გაქვს რა დღეში იგდებ თავსო
ოფისიდან ბიჭები კლინიკაში წავიდნენ დუდუსთან . ექიმი კაბინეტიდან გამოდიოდა ბიწები რომ დაინახა მიუახლოვდა.
-როგორ ხართ ბიჭებო?
-ჩვენ რავი . ისევ ისე, ის როგორაა?
-ახალი არაფერი ისევ ისეა.
უნდა გამაგრდეთ და დაელოდოთ.
-უკვე ერთი თვეა ეგრეა ექიმო, რაღას ელოდება?
-ეხლა შეიძლება გაგეცინოთ მაგრამ მაინც გეტყვით, ზოგჯერ მედიცინა უძლურია და ყველაფერი თვითონ პაციენტზეა დამოკიდებული, ბიოლოგიურად თითქოს ყველაფერი წესრიგშია და გაღვიძებას ხელს არაფერი უშლის , სისხლჩაქცევამაც გაიწოვა, ბოლო ტომოგრაფიისას ერთი პატარა წერტილიღა შევნიშნეთ.
-ანუ ?
-ანუ ზოგჯერ პაციენტს უბრალოდ მიზეზი სჭირდება გაღვიძებისთვის მეტი არაფერი, რაღაც რის გამოც ბრძოლა ენდომება. ისევ იმედიანი თვალებით მიაჩერდა ექიმი ბიჭებს და კლინიკს თეთრ კედლებში გაუჩინარდა.
ბიჭებმ,ა ვერაფერი გაიგეს მისი ნათქვამიდან , ან იქნებ გაიგეს კიდეც და არ უნდოდათ იმის დაჯერება რომ პაპასკირი დაიღალა, უბრალოდ ძალიან დაიღალა და გაღვიძება აღარ უნდოდა.



№1 სტუმარი gggg

Au male dade ra kargad wer getyoba rom nichi gakvs

 


მადლობა , აუცილებლად :-)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent