შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამის აჩრდილი (1თავი)


14-04-2018, 18:47
ავტორი Mathew
ნანახია 2 718

მზე მიცნობს მე,მაგრამ მთვარემ იცის ყველაფერი ჩემ შესახებ.მიცნობს იმაზე უკეთ ვიდრე მეგობარი,იცის ყველა საიდუმლო და წვრილმანი.იცით რატომ? რადგან მან იცი საიდმულოების შენახვა და არასდროს გაანდობს ჩემ ნათქვამს უცხოს თუ ნაცნობს.ამიტომ,მიყვარს ღამის თბილისში ბოდიალი.დავდივარ და თან მთვარეს ველაპარაკები.ირგვლივ კი არავინაა,სრულიად მარტო ვარ.მხოლოდ ლამპიონები და ვარსკვლავები მიკვლევენ გზას.
ერთხელ ზუსტად მთვარესთან საუბარის დროს გამოჩდა ჩემი ღამის აჩრდილი.გამოჩდა და დედამიწამ ტრიალი მის ირგვლივ დაიწყო.დაივიწყა ყველა და ყველაფერი,გადაეშვა სხვა სამყაროში სადაც მხოლოდ ღამის აჩრდილი ბინადრობდა.
ცხოვრობდა მისი ამოუცნობი და მომაჯადოვებელი ფერის თვალებით და ულამაზესი სახის ნაკვთებით.
მხოლოდ ერთი წამი დამჭირდა იმისთვის,რომ შემყვარებოდა.
მხოლოდ ერთხელ ჩავხედე თვალებში და უკვე მისით ვიყავი შებყრობილი.
მის თვალებში ჩანდა ყველაფერი,ყველა გრძნობა და განცდა.ტკივილი თუ სიყვარული,ბედნიერება თუ უბედურება.ერთი სიტყვით ყველაფერი.

თბილისის ქუჩებში დავბოდიალებდი როგორც მჩვეოდა და მთვარეს ველაპარაკებოდი.
იქვე პარკში დავჯექი სკამზე და ცაში ავიხედე.ვაკვირდებოდი ნაცრისფერ,სავსე მთვარეს რომელიც კუპრივით ბნელ ცაზე დაცურავდა.დაცურავდა მხოლოდ მაშინ როცა მე სიარულს ვიწყებდი,თითქოს მე მომყვება ცურვა-ცურვით და სახლამდე მაცილებს.კომპანიონობას მიწევს,თავს არ მაწყენდა და ჩუმად მისმენს.
ვფიქრობ რაზე ვესაუბრო მაგრამ ვერაფერს ვიგონებს.რადგან ამ დღემ უჩვეულოდ ჩაიარა,არანაირი დრამა ან ინტრიგა.არანაირი ცრემლი და სიხარული,მხოლოდ მოწყენილობა.
-მთვარე,შენზე მომიყევი რამე-მინდა,რომ ავალაპარაკო.ისიც თითქოს ხვდებოდეს ჩემ თხოვნას,ციმციმს იწყებს.მე კი ვჩუმდები ისე თითქოს მისი საუბარი მესმოდეს და მორჩილად ვუგდებ ყურს.
-რაო,რას გეუბნება?-უეცრად ბოხი და ამავდროულად საშინლად სასიამოვნო ბარიტონი ხვდება ჩემ სმენას.ვიბნევი და ვკრთები რადგან ახალა არავის არ ველოდი.არ ჩამდა რადგან ჩემგან მოშორებით სიბნელეში იდგა,თუმცა სიჩუმეში მისი ხმა ძალიან კარგად ისმოდა.
-შეგაშინე?-ისევ თვითონ არღვევს დუმილს,მე კი ჯერ მთვარეს ავყურებ შემდეგ კი ისევ სიბნელისკენ ვაპარებ თვალს და ვცდილობ გავარკვიო რომელ კუთხეში დგას უცნობი.უჩვეულოა,რომ ახლა არ ვკანკალებ და შიშისგან არ ვკრთი მაგრამ რატომღაც ჩემში ამ გრძნობას არ გაუღვიძია.არ შემშინებია უცნობის რომელიც შეიძლება მანიაკი ან ვინმე საშინელი ყოფილიყო.
-ოდნავ-ჩუმად ვამბობ და ისევ ვცდილობ მისი სილუეტის დანახვას.
-აბა რაო მთვარემ.
-მთვარემ? აჰა,აი თურმე რა გაინტერესბთ.ის ადამიანებზე მესაუბრება.
-მოწონს მთვარეს ადამიანები?
-ზოგი-მოკლე და კონკრეტულ პასუხს ვაძლევ.
-მაინც როგორი ადამიანები მოსწონს მთვარეს?შევდივარ მე მათ სიაში?
-არ ვიცი შედიხართ თუ არა რადგან არ გიცნობთ.მას კი გულახდილი და კეთილი ადამიანები მოსწონს.არ უყვარს მატყუარები და აფერსიტები,ვერც მოღალატე ხალხ იტანს.
-ესეიგი მეც მოვწონვარ მთვარეს.
-არ ვიცი-მხრებს ვიჩეჩ.
-მეტი არაფერი უთქვამს?
-კი,უკვირს რატომ ხართ აქ და რატომ ესაუბრებით სრულიად უცხო გოგონას.
-უცხო აღარ იქნებით თუ თქვენ სახელს მეტყვით.
-მხოლოდ სახელის გაგებით ვერ გამიცნობთ.თქვენ ვინ ხართ?
-ჯერ-ჯერობით ღამის აჩრდილი დამიძახე.
--სასიამოვნო იყო შენი გაცნობა აჩრდილო.- დავიჩურჩულე მე.- კარგად.
-შეხვედრამდე.- თითქოს ნათქვამს მისწორებს და მემშვიდობება. მე კი ფეხზე ვდგები და სულელივით მეღიმება. სახლის გზას ღიმილით მივუყვები. მთვარეს კი ღამის აჩრდილზე ვესაუბრები.
დილით როგორც კი გავიღვიძე საათს გავხედე.შემდეგ ნელა წამოვჯექი,გავიზმორენდა საბანი გადავიძვრე.ფეხები თბილ ოთახის ჩუსტებში გავუყარე და ფეხზე წამოვდექი.
ტანსაცმელი ჩავიცვი,ოთახი მივალაგე და მისაღებში გავედი.ტელევიზორი ჩავრთე,შედეგ აივნის კარები გავაღე და გარეთ გავედი.იქვე სკამზე დავიკავე ადგილი და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე.
მოლოდინი არ გამართლდა,სუფთა ჰაერის ნაცვლად ფილტვებს დაბინძურებული ქალაქის ჰაერი მოხვდა.მაგრამ რას მოველოდი? ეს ხომ თბილისია.
ეზოში ჩამწკრივებულ და აყვავებულ ხეებს გავხედე.
როგორი ლამაზია გაზაფხულის თვეში მოყვავილე ხეები.ლამაზი ფერის და უჩვეულო ყვავილებით მორთული,თითქოს ქორწილისთვის იკაზმებიანო.
ზოგჯერ ქარი დაუბერავს და ყვავილებს გვირგვინს უშლის,ირგვლივ აფრიალებს რათა ყველამ დაინახოს მათი სილამზე.მაგრამ შემდეგ ყვავილს წყდება გული,რადგან ქარმა თავისი ლამაზი გვირგვინი მოპარა.
ხეებიდან მზერა ეზოში მორბენალ პატარა ბავშვებზე გადამაქვს.ზოგი გაბრაზებულია რადგან არ ათამაშებენ ან ბურთს არ თხოვნიან,ზოგიც კი არხეინად დარბის და სულ არ აინტერესებს გვერდით მდგომი მომტირალი თანატოლი.
მათაც მოვაშორე მზერა და ახლა სამზარეულოში შევედი.
გაზქურაზე წყალი დავადგი და საუზმის მაზდება დავიწყე როცა კარებზე კაკუნის ხმა ისმის.ყველაფერს ვტოვებ და კარებთან მივდივარ.
გასაღები გადავატრიალე და ნელა ჩამოვწიე სახელური,შემდეგ კი კარებში მდგარ მოცინარ დაქალს მივესალმე.
-თამუსი როგორ ხარ-შიგნით შემოვუშვი და კარები ჩავკეტე.
-ნელ-ნელა ქეთუსი,შენ?
-არამიშავს-მოკლედ ვუჭრი და უკან მივყვები-ჩაის დალევ?
-კი-იქვე ჯდება და თვალს მადევნებს.
-ლიმონი გინდა?
-რავი,არა-უარის ნიშნად თავს მიქნევს.მეც ცხელ სითხეს ჭიქებში ვასხამ და მაგიდაზე ვდებ.თითებს ვუჭერ თეთრ ჭიქას და ჩაის სიმხურვალეს ვიზიარებ.სიმოვნებისგან თვაკებს ვხუჭავ და კისერს გვერდით ვწევ.
-აკაკისთან არის რამე ახალი?-თვალებს ვახელ და ვსწორდები.
-აკისთან ყველაფერი ძველებურადაა.
-ვატყობ მეჯვარეობას არ მაღირსებ.-ვიღუშები და ჩაის ვწრუპავ.
-მე კი არა შენ როდის იპოვი ვინმეს? 24 წლის გოგო ისევ მარტო დაბოდიალებ.
-სულაც არ ვარ მარტო.
-აბა,გამოჩდა ვინმე?!
-მთვარე და …-სათქმელს ვწყევტ რადგან ღამის აჩრდილი მახსენდება და უნებლიე საღეზე ღიმილი მესახება.
-და?-თამო თვალებში მაშტერდება და ცდილობს ინფორმაცია გამომტყუოს.
-არაფერი.
-ქეთო.
-გისმენ.
-მითხარი რა.-თვალებს სასაცილოდ მიჟუჟუნებს.
-კარგი…-ჭიქას მაგიდაზე ვდებ და თითებს ისევ ვუჭერ.მართალია ისეთივე ცხელი აღარ არის მაგრამ,სითბო მაინც აქვს შენარჩუნებული.ჩუმად ვიწყებ გუშინდელი ისტორიის მოყოლას და საღიდან ღიმილს ვერ ვიშორებ.
-ღმერთო ჩემო როგორ არ შეგეშინდა?-თამუნა როგორც ყოველთვის ირგებს თავის როლს და დარიგებას იწყებს მაგრამ,ტუჩის კუთხეში ეპარება ღიმილი.
-წამომყვები დღეს?
-სად ქეთუსი?
-მთვარესთან სალაპარაკოდ,თან შენი და აკის ისტორიის ამბები გაანდე.დამიჯერე მოგეწონება.
-მთვარესაც დაველაპარაკები და ალბათ აჩრდილსაც გავიცნობ-ეშმაკურად მიღიმის მე კი უბრალოდ თავს ვაქნევ და ვუცინი.თამო როგორც კი წავიდა სამზარეულო მივალაგე და მისაღებში შევედი.სავარძელში კომფორტულად მოვკალათდი და ბალიში ჩავიხუტე.ფიქრში შევიჭერი და ვერ გავაანალიზე როგორ დავიწყე აჩრდილზე ფიქრი.დავიწყე იმის წარმოდგენა თუ ვინ იყო,როგორი იყო,რა ერქვა და კიდევ სხვა მრავალი.ვცდილობდი მისი ხმის ტემბრიდან გამომდინარე პორტრეტი შემექმნდა მაგრამ რამდენად იქნებოდა ის რეალობასთან მიხალოვებული არ ვიცოდი.ამიტომ მეშინოდა ამის გაკეთება.მეშინოდა,რომ მე მას სრულყოფილად წარმოვიდგებნდი.მიუხედავად იმისა,რომ სრულყოფილი არავინაა მე შეიძლება ის ასე დამეხატა.ხოლო მეშინოდა იმის,რომ ეს ჩემი მოლოდინი არ გამართლდებოდა,ჩაიშლებოდა და რაღაც საშინელებად გარდაიქმნებოდა.
ამიტომ ახლა ფიქრი მის სახელზე დავიწყე.ვიხსენებდი ყველა ბიჭის სახელს რაც კი აქამდე გამეგო მაგრამ მაინც არცერთს ვარქმევდი აჩრდილს რადგან ახლაც მეშინოდა იმედგაცრუების.
ბოლოს როგორც იქნა მივატოვე ფიქრების სამყარო და რეალობას დავუბრუნდი.გადავწყვიტე მშობლები მომენახულებია.ოთახში შევიკეტე და გამოვიცვალე.შემდეგ ქურთუკს დავავკე ხელი და სახლიც დავტოვე,გასაღები კი ჯიბეში ჩავიგდე.
ნელი სვლით დავუყევი კიბეებს,სადარბაზო დავტოვე და ასევე ნელა მივაპობდი ყვავილბით გადაჭედილ ქუჩას.
ნაცნობ ადგილსაც მალე მივუახლოვდი.კიბეები ჩქარი სვლით ავიარე და კარებთან შევჩერდი.წამებში კი დავაკაკუნე,დედაჩემმაც არ დააყოვნა და მალე გამიღო კარები.გადამეხვია,მომესიყვარულა როგორც ჩვევია და სახლში შემიპატიჟა.
-როგორ ხარ ქეთევან?
-კარგად ნელი,შენ?
-რავიცი შვილო,მამაშენის და შენი ძმის ხელში როგორ ვიქნები-ისევ წუწუნს იწყებს და ხელებს წელზე მოხვეულ წინსაფარზეე იმშრალებს.
-ვინაა ნელი?-მისაღებიდან მამაჩემის ხმა მესმის.მეც იქითკენ ვიღებ გეზს და კარებში ვდგები-მამიკოს ანგელოზი მოსულა-ხელებგაშლილი შემეგება.მეც წამში გავუჩინარდი მის დიდ და ძლიერ მკლავებში.
არც ისე დიდი ხანი გავჩერებულვარ მათთან.ცოტა წავიჭორავეთ,შემდეგ გიგიც ვნახე და ისევ ჩემთან დავბრუნდი.
დრო კი ნელა გადიოდა,საშინელი მოწყენილობა იყო.ველოდებოდი როდის დაღამდებოდა,რომ თამოსთან ერთად წავსულიყავი მთვარესთან სალაპარაკოდ.
დროის გაყვანის მიზნით წიგნის კითხვა დავიწყე.
ვცდილობდი კონცენტრირება მხოლოდ წიგნზე მომეხდინა მაგრამ ეს არ გამომდიოდა.ერთი და იმავე მონაკვეთი მინიმუმ ათჯერ წავიკითხე მაგრამ ზრი მაინც ვერ გამოვიტანე.მხოლოდ მოახლოებულ ღამეზე ვფიქრობდი და იმაზე თუ რას ვეტყოდი მთვარეს.მაგრამ მთვარეზე უფრო უცნობზე,ჩემ ღამის აჩრდილზე ვფიქრობდი.
მე ის უკვე მივისაკუთრე მაგრამ,შეიძლება ის სხვისი იყოს.თუმცა ამას ახლა მნიშვნელობა არ აქვს.მე მხოლოდ მისი დანახვა მინდა.
უცებ კარებზე კაკუნის ხმას ფიქრებიდან გამოვყავარ.ვუახლოვდები და ნელა ვაღებ,იქ კი თამო დგას გაკრეჭილი სახით.
-რა ხდება თამუსა?
-უკვე 10 საათია.საათს არ უყურებ?-გაკვირვებული მიმზერს,შემდეგ კი სახლში შემოდის.
-სიმართლე გითხრა არა.
-არადა ახლა შენ უნდა გეჩქარებოდეს ყველაზე მეტად.
-რატომ ვითომ?
-შენ აჩრდილს ნახავ-თვაკს მიკრავს და გამოკვეთს,რომ აჩრდილი ჩემია.მაგრამ შეიძლება ეს სულ არ იყოს ასე.
-ქალბატონო თამო,აჩრდილი სულაც არ არის ჩემი.-მკაცრი ტონით ვეუბნები.
-მაგასაც ვნახავთ ქეთუს-თვალს მიკრავს და მისაღებში შედის-აუ ყავა გამიკეთე რა,არ მინდა იქ ჩამეძინოს.
-კარგი-სიცილით ვბრუნდები სამზარეულოსკენ და ყავის მოდუღებას ვიწყებ.
შემდეგ ორი ჭიკით ხელში მისაღებისკენ მივიკვკევ გზას და თამოს წინ ვიკავებ ადგილს.ნელა ვსვამ ცხელ სითხეს რათა ენა არ დავიწვა.ლაპარაკით თავს არ ვიღლით,სიჩუმეს ვუსმენთ და ველოდებით როდის გავა დრო.
ბევრი ლოდინი არ მოგვიხდა.თერთმეტი სრულდებოდა სახლიდან როცა გავედით.კარები ჩავკეტე,გასაღები ისევ ჯიბეში ჩავიგდე და ჩქარისვლით დავუყევი კიბეებს.
-სად გეჩქარება გოგო-თამო გვერდით მიდგება და ჩუმად მსაყვედურობს.
-შენ დადიხარ ნელა თორე მე ჩვეულებრივად ვმოძრაობ.
-დღეს რაზე უნდა ილაპარაკოთ შენ და მთვარემ?-საუბარი სხვა თემაზე გადაქვს.
-დღეს შენ ესაუბრე რადგან სხვების თანდასწრებით ვერ ვესაუბრები ხოლმე-ჩუმად ვამბობ და გზაზე გადავდივარ.
-კარგი.
როგორც იქნა მივედით დანიშნულების ადგილას.ისევ იმავე ადგილი დავიკავე და მთვარეს ავხედე.თამოს ვუბიძგე და ვუთხარი,რომ საუბარი დაეწყო.ჯერ მე შემომხედა,შემდეგ ცას ახედა და გაწითლა.მივხვდი,რომ მასაც რცხვენოდა სხვების თანდასწრებით მთვარესთან საუბარი ამიტომ თავი მხარზე ჩამოვადე და თვალები დავხუჭე.
-თუ გრცხვენია არ გააკეთო-ჩუმად ვუჩურჩულებ და ცალ თვალს ვახელ.
-კარგი.-ისიც მეთანხმება და ჩერდება.
ასე იქამდე ვზივართ სანამ ჩაბნელებულ არეს მანქანის ფარები არ ანათებს.ორივე ფეხზე ვდგებით და უკან ვბრუნდებით.
თამო მაშინვე მშორდება და მანქანიდან გადმოსულ ბიჭს ზედ ეკვრის.მათ დანახვაზე კი მეღიმება და სურვილი მიბყრობს,რომ მეც მყავდეს ვინმე ასეთი.
-დამიჯერე მალე შენც გეყოლება ასეთი ადამიანი გვერდით-ყურს ნაცნობი ბარიტონი წვდება და ტანში ჟრუანტელი მივლის.თავს ვაბრუნებ და ისევ იმავე ადგილისკენ ვიყურებდი სადაც გუშინ ღამის აჩრდილი იდგა.მაგრამ ამჯერად ის ჩანდა.ჩანდა მხოლოდ მისი სხეული,შავებში მოსილი ტანი.მაგრამ სახე ისევ დამალული ქონდა.არ ვიცი ამას როგორ ახერხებდა მაგრამ ვერ ვხედავდი მის სახეს,რომლის დანახვაც ძალიან მინდოდა.
-ისევ შენ.
-ისევ მე ქეთო-ვხვდები,რომ იღიმის და ტანში ჟრუანტელი ორმაგდება.



№1 სტუმარი სტუმარი shalo

mishvelet....

 


№2 სტუმარი ნოა

ძალიან საინტერეაო ჩანს . ზოგადად შენი ყველა ისტორია ჩემთვის საინტერესო დაკარგია ველდოები შემდეგ თავსმოუთმენლად . წარმატებები ????

 


№3  offline მოდერი Mathew

ნოა
ძალიან საინტერეაო ჩანს . ზოგადად შენი ყველა ისტორია ჩემთვის საინტერესო დაკარგია ველდოები შემდეგ თავსმოუთმენლად . წარმატებები ????

როგორ გამიხარდა ვერ წარმოიდგენ )) ძალიან დიდი მადლობა,იმედია იმედებს არ გაგიცრუებ )))

 


№4 სტუმარი Ani gafrindashvili

დიდება შენს დაბრუნებას თავი მოგვანატრეე რა იქნება როგორ იქნება არ ვიცი მაგრამ ვიცი ერთი აჩრდილი და ქეთო მალე დიდი სიყვარულის მორევში დაიკარგებიან წარმატებები

 


№5  offline მოდერი Mathew

Ani gafrindashvili
დიდება შენს დაბრუნებას თავი მოგვანატრეე რა იქნება როგორ იქნება არ ვიცი მაგრამ ვიცი ერთი აჩრდილი და ქეთო მალე დიდი სიყვარულის მორევში დაიკარგებიან წარმატებები

სულაც არ დავკარგულვრ .2 დღით არ გამოვჩენილვარ :P მაგრამ მაიმც მიხარია ჩემ გამოჩემას ასე,რომ ელი. იმედია მოგეწონება სხვა თავებიცც )) მადლობა საყვარელოო))

 


№6  offline წევრი teengirllove

dzalian kargi iyo,dasasrulshi chemdauneburad gamegima kidec ..moutmenlad velodebi shemdegs :)))

 


№7  offline მოდერი Mathew

teengirllove
dzalian kargi iyo,dasasrulshi chemdauneburad gamegima kidec ..moutmenlad velodebi shemdegs :)))

ჩემო გოგო )) მკხარია თუ მოგეწონაა და შენი ღიმილიც მახარებს )))

 


№8 სტუმარი სტუმარი სალომე

ძალიან სასიამოვნო წასაკითხია ყოჩაღ ახალგაზრდა მგოსანო !

 


№9  offline მოდერი abezara98

ძალიან კარგი იყო blush

 


№10  offline მოდერი Mathew

abezara98
ძალიან კარგი იყო blush

მიხარია თუ მოგეწონა))

 


№11  offline მოდერი N1penguin

ოუუ, ვინ არის ღამის აჩრდილი და საიდან იცის ქეთოს სახელი? sweat_smile sweat_smile ველი დიდი მოლოდინით blush relaxed

 


№12  offline მოდერი Mathew

N1penguin
ოუუ, ვინ არის ღამის აჩრდილი და საიდან იცის ქეთოს სახელი? sweat_smile sweat_smile ველი დიდი მოლოდინით blush relaxed

გამახარე აქ გამოჩენით.შევეცდები პასუხები მალე მიიღო ))

 


№13  offline წევრი Mtirala

ანა, დაგპირდი შენს ისტორიას წავიკითხავ-მეთქი, მაგრამ დროს არ ქონის გამო ვერ მოვახერხე. :(
პირველ რიგში, მინდა გოთხრა, რომ ჩემ მიერ მოცემული რჩევა გაგითვალისწინებია და ეს ფაქტი უზომოდ მახარებს. <3
პატარ-პატარა შენიშვნები კიდე მაქვს :))))
პირში და დროში "დახტიხარ" (ბოდიში ამ სიტყვისთვის :დდ)
ხან წარსულში წერ, ხან აწყმოში, ხან პირველ პირში წერ, ხან მესამეში.
მართალია, მარტო დასაწყისში შევამჩნიე, მაგრამ
აღარ ქნა ასე, რა, გთხოვ.
ძალიან ბევრი მექანიკური შეცდომა გაქვს, სანამ დადებ უმჯობესია გადახედო.
რადგან-ის, რათა-ს, როცა-ს წინ მძიმე იწერება.
მიაბყრო არა - მიაპყრო.
კიდე იყო შეცდომები, მაგრამ გადამავიწყდა უკვე :დდდ
ბევრი წარმატება შენ! <3
პ.ს. იმედია შენი სახელი სწორად მახსოვს და არ შევრცხვები :დდდ
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№14  offline მოდერი Mathew

Mtirala
ანა, დაგპირდი შენს ისტორიას წავიკითხავ-მეთქი, მაგრამ დროს არ ქონის გამო ვერ მოვახერხე. :(
პირველ რიგში, მინდა გოთხრა, რომ ჩემ მიერ მოცემული რჩევა გაგითვალისწინებია და ეს ფაქტი უზომოდ მახარებს. <3
პატარ-პატარა შენიშვნები კიდე მაქვს :))))
პირში და დროში "დახტიხარ" (ბოდიში ამ სიტყვისთვის :დდ)
ხან წარსულში წერ, ხან აწყმოში, ხან პირველ პირში წერ, ხან მესამეში.
მართალია, მარტო დასაწყისში შევამჩნიე, მაგრამ
აღარ ქნა ასე, რა, გთხოვ.
ძალიან ბევრი მექანიკური შეცდომა გაქვს, სანამ დადებ უმჯობესია გადახედო.
რადგან-ის, რათა-ს, როცა-ს წინ მძიმე იწერება.
მიაბყრო არა - მიაპყრო.
კიდე იყო შეცდომები, მაგრამ გადამავიწყდა უკვე :დდდ
ბევრი წარმატება შენ! <3
პ.ს. იმედია შენი სახელი სწორად მახსოვს და არ შევრცხვები :დდდ

ნუ ღელავ სახელი სწორად გახსოვს)) მადლობა,რომ წაიკითხე და რჩევებს აუცილებლად გავითვალისწინებ ))

mirandaa31
აუ რა კარგი იყოო <3 მიყვარს თქვები ისტორიები ველოდები შემდეგ თავს <3 <3

ძალიან დიდი მადლობა ))

 


№15  offline მოდერი ენემი

ძალიან საოცრება ხარ heart_eyes მიყვარს შენი თIთოეული ისტორიის თითოეული თავი და წინადადება (სიტყვაც :დ) heart_eyes kissing_heart კარგად წერ და სურვილს უჩენ ადამიანს რომ მუდამ იკითხოს, მიყვარს შენი ტკბილი ისტორიები, და მიყვარხარ შენ kissing_heart kissing_heart

 


№16  offline მოდერი Mathew

ენემი
ძალიან საოცრება ხარ heart_eyes მიყვარს შენი თIთოეული ისტორიის თითოეული თავი და წინადადება (სიტყვაც :დ) heart_eyes kissing_heart კარგად წერ და სურვილს უჩენ ადამიანს რომ მუდამ იკითხოს, მიყვარს შენი ტკბილი ისტორიები, და მიყვარხარ შენ kissing_heart kissing_heart

შენი გამოჩენა მუდამ მახარებსს ენნ ^^ ჩემი ტკბილი ხარ შენ ^^ რა მეშველებოდა უშენოდ?? ვერ წარმოიდგენ როგორ მიხარია ასეთ სიტყვებს ჩემ ისტორიაზე,რომ ამბობენ.
ყველანაირად შევეცდები არასდროს გაგიცრუოთ იმედებიი )) !!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent