შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მომეცი ხელი ...6...


14-04-2018, 20:05
ავტორი kethrine
ნანახია 1 167

დილით გაღვიძებისას მაშინვე ტელეფონი შევამოწმე და ნიკას დილამშვიდობისას პირველი ღიმილი შევაგებე. მხოლოდ შემდეგ დავხედე საათს და თვალები მართლა გამიფართოვდა 10:30 რომ მივაწოდე ტვინს.
"დამაგვიანდა :( " სმს მივწერე და სწრაფად ავდექი, შარვალი და მაისური სწრაფად გადავიცვი და სარკეში ჩახედვისას სავარცხელს ვეცი.
"მივხვდი და ლევანსაც ველაპარაკე, 12 საათამდე გაქვს დრო. :) "
"შენ... შენ... შენ ..." ვეღარ მოვიფიქრე ამიტომ მხოლოდ ეს გავაგზავნე
"ვიცი ვინც ვარ :) ადექი ახლა და მოდი მალე ;) "
"შენ ხარ ვაფშე მაგარი ბიჭი :დ " მაინც მივწერე და მოწესრიგება გავაგრძელე.
მარკეტში სუნთქვაშეკრული შევარდი და პირდაპირ ნიკასკენ წავედი, რომელიც ნათიასთან რაღაცას არკვევდა.
-როგორ ხართ? -ომახიანად შევსძახე და ორივე გადავკოცნე.
-კარგად შემოგევლე, შენ? -გამიღიმა ნათიამ, პასუხად მხრები ავიჩეჩე და ნიკას შევხედე.
-თავი გტკივა თუუ? -თვალებმოჭუტულმა მკითხა და ხელი გადამხვია
-ნწ... კარგი ლოთი ვარ მე -თვალი ჩავუკარი და ვეცადე მისი ხელის შეხებით გამოწვეული სიამოვნება დამეიგნორებინა. -რაზე საუბრობდით?
-ლექსომ დაიწყო მუშაობა, გაგვაფრთხილა ლევანმა და ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ მისი შვილია და არ დაუშვებს შიდა რომანებს-ჩაარაკრაკა მოახლოებულმა თეომ და გადამკოცნა
-შიდა რომანებს არ დაუშვებს რას ნიშნავს?-გულწრფელად გამიკვირდა-აბა მაგასთან უნდა შეთანხმდეს?- ერთი შემომხედა ნიკამ, გაიცინა, თმები ცალი ხელით ამიჩეჩა და კარისკენ წავიდა. კითხვის ნიშნებიანი თვალებით შევხედე გოგოებს
-გოგო ლექსოსთან მიმართებით თქვა-გამარკვია "წიწილამ"- შენ ისე უშრობ სისხლს ლექსოს, ვეჭვობ ყველაზე მეტად შენ მოეწონები ჩვენ უფროსს... მოკლედ მაგარი ბაბნიკია და სულ არ აინტერესებს ოჯახის შემოსავალი და მუშაობა, მთავარია ფული ქონდეს და საიდან, როგორ არ აინტერესებს. ამიტომ მისმა მამიკომ გადაწყვიტა, რომ აქ მისთვის საუკეთესო ადგილია-თვალი გარემოს მოავლო და გააგრძელა- თავიდან წინააღმდეგი ყოფილა ჩვენი ბიჭი მაგრამ დიდთან პატარა კაცს როდის გასვლია მართალი?! -ისე თეატრალურად გადაატრიალა თვალები, გაგვეღიმა, თუმცა არ იფიქროთ დაამთავრა- ხოდა მოკლედ, ლევანმა გამოაცხადა, სამუშაოზე, ფლირტს და ადგილების გაცდენა-დაგვიანებას მკაცრად შევამოწმებო.
-ცუდად ვარ ქალო, შენს მაგივრადაც მე ვსუნთქავ მგონი, დამაცადე ცოტა-ახლა თეო აბობოქრდა -ტვინმაც ხომ უნდა გაანალიზოს სიტყვები
-კარგი, ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ ამდენი დეტალები შენ საიდან იცი?-ცოტა ხნის შემდეგ ვკითხე. აშკარად შევატყე დაიბნა, ამიტომ თვალები უფრო დავაწვრილე და ჯიუტად შევხედე -ნათიაა!
-ხო კარგი გეგასთან ერთად ვიყავი გუშინ-აღიარა და ორივეს გაფართოებული მზერა მიიღო ბონუსად - მასე ნუ მიყურებთ რა, არაფერი მომხდარა, უბრალოდ სახლამდე მიმაცილა და ცოტა დავილაპარაკეთ-გაიცინა და ჩვენც ამოგვასუნთქა
-აუ ეს მომკლავს მე- განაცხადა თეომ და ხელი მხარზე ჩამოადო-გოგონი, გეგუშა მოგწონს და მე ახლა უნდა გავიგო? უფრო სწორად, ჩვენ.
-არ მომწონს... ნუ ჯერ არა, თუ მომეწონება გეტყვით -თავისებურად ჩაარაკრაკა, გვაკოცა და გაგვცილდა.
-როგორი პატარაა და რა ენირგიით სავსე-აღნიშნა თეომ და მეც არ შემეძლო არ დავთანხმებულიყავი.
ჩემი ადგილი დავიკავე. თაროებს გადავხედე, ცარიელი ადგილი პროდუქტით შევავსე და მაღაზიაში სეირნობა დავიწყე.
-შენზე გავიგე კარგ ყავას ადუღებსო- თითქმის ყურში ჩამყვირა ლექსომ
-მხცოვანებზე არ შეიძლება, დიაბეტი იცის და თირკმელებში ნალექის დაგროვება-სერიოზულად ვუთხარი და გზა გავგრძელე. ჯერ მიყურა, მერე რომ მიხვდა ვხუმრობდი თავის შეცოდება გადაწყვიტა.
-აუ ცის, მთელი სამი საათია აქ დავბოდიალობ, მეგობრულად რომ გთხოვო ყავა გამიკეთე-თქო უარი უნდა მითხრა?... მოიცა მოიცა, შენ ჩემი სურვილი გმართებს. რაღაცაში შენც ხომ უნდა დამეხმარო?!-გაახსენდა ძველი საქმე
-კარგი, წავალ და მაგ სურვილს შეგისრულებ, შემდეგ შენ შენთვის, მე ჩემთვის-საჩვენებელი თითი გამაფრთხილებლად ავუწიე
-არა! აღარ მინდა ყავა. მაგ სურვილს უფრო სარფიანად გამოვიყენებ-გახარებულმა ჩაიდუდღუნა და მოახლოებული გოგონა, თავიდან ფეხებამდე ვნებიანი თვალით შეათვალიერა.
-გოგონი დაგეხმაროთ?-თავაზიანი ღიმილით წავიდა გოგონასკენ და დახლს ისეთი დაინტერესებულმა დაუწყო ყურება, თითქოს ზუსტად იცოდა რომელი "მალაკო" იქნებოდა კარგი.
-შეგიძლიათ ამ სამიდან კარგი ამარჩევინოთ?- გოგოც გაენაზა.
მსუბუქად მიადო ბეჭებზე ხელი ლექსომ და ერთ-ერთს დაწვდა. რომ არ ვიცოდე რას წარმოადგენს, შეიძლება მეც უანგარო სიკეთის გამკეთებელი ბიჭი მგონებოდა. ნელი ნაბიჯით მივუახლოვდი და მხარზე ძველებურად ჩამოვადე ცალი ხელი
-საყვარელო, გთხოვ დამეხმარე ჩვენს პატარას რომელი შოკოლადი ვუყიდო?-"გაბუტულმა" შევხედე და მერე გოგოსკენ გავიხედე ღიმილით, რომელსაც უკვე აერჩია სასურველი პროდუქტი
-უკაცრავად. გმადლობთ- თავის ოდნავ დაკვრით მოგვიბოდიშა გრძელფეხებამ და გაგვშორდა
-გოგო მამაჩემმა დაგიქირავა ჩემი ხასიათის, ნერვების და ტვინის მოსაშლელად?
-კი! -სწრაფად ვუპასუხე
-რა? -აშკარად უარყოფას ელოდა, გაკვირვებულმა შემომხედა და დამელოდა -სერიოზულად?
-ჩემს სექციაში, ჩემს ადგილზე, ჩემს გასაკეთებელს შენ რატომ აკეთებ?!
-გაგიჟდი? -სერიოზული სახით დამაკვირდა
-ბავშვს რა წავუღოთ სახლში?-ვითომც არაფერი ისე ჩავილაპარაკე და ტუჩზე მომდგარი ღიმილი თავის დახრით დავფარე
-გეფიცები არ ხარ ნორმალური... არ შეიძლება ჩემი შენს გვერდით გაჩერება, მეც გამაგიჟებ-თავისთვის ბურდღუნებდა და უკან-უკან მიდიოდა
-მოიცა აქამდე ნორმალური იყავი ვითომ?
-არ მომეკარო!-კატეგორიულად მომთხოვა
-მოვრბივარ -გავუღიმე
-არ მომეკარო-თქო, გიჟო! -თითით გამაფრთხილა და შებრუნდა
-ახლა ჩაგეხუტებიი-ცოტა ხმაღლა მომივიდა დაძახება, თითქმის ყველა იქ მყოფი მე მომიბრუნდა. ჩემს თავზეც გამეცინა და ლექსოზეც. მასთან მართლა სიგიჟეს ვაფრქვევდი და რატომ ვაკეთებდი ამას, არ ვიცოდი.
-გეფიცები თუ მასე გააგრძელებ, აქედან ისე გაიქცევა, ლევანი კი არა შინაგანიც ვერ მოძებნის-სიცილით მომიახლოვდა თეონა. გამეცინა...


-ლექსოს რა გაუკეთე?- მანქანა დაქოქა და ღიმილით მკითხა ნიკამ
-არაა ნორმალური და მე რა ვქნა?-მხრები ავიჩეჩე-გაეცინა
-ხანდახან მაკვირვებ
-რატომ?
-კარგად მალავ შენს გრძნობებს.
-ვერ ვხვდები ნიკა
-ლექსოსთან ძალიან არანორმალური ხარ, ჩემთან ძალიან სევდიანი, თითქოს რაღაცას ისეთს გრძნობ, თითქოს რაღაცის გეშინია. ან... ან.. არვიცი
-მე უბრალოდ...-ვერ მივხვდი რა უნდა მეთქვა, მართალი იყო. ლექსოსთან უბრალოდ არაფერზე ვფიქრობდი, ნიკასთან კი ვცდილობდი არაფერი შემშლოდა.
-არ იფიქრო რომ შენი ეს თვისება არ მომწონს ან შეცვლას გიპირებ. მე ისეთი მომეწონე როგორიც ხარ. უბრალოდ ცოტა მიკვირს.
-არვიცი რა გიპასუხო-ჩუმად ჩავილაპარაკე და ამოვიოხრე- ალბათ იმიტომ, რომ ლექსო შენგან განსხვავებით არ მაინტერესებს. შენ მინდა კარგად გაგიცნო, მინდა შენი ყველა საიდუმლო და თვისება ვიცოდე, აზრი არ აქვს მნიშვნელოვნების რომელ საფეხურზე იქნება. მთავარია რომ მე ვიყო ღირსი მისი ცოდნის...
ალექსი კი... ის უბრალოდ ისეთია როგორსაც ვხედავ და მეტი არც მინდა.
-კარგი...-რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ მითხრა
-ნიკა, ეჭვიანობ?-ცოტა გაკვირვებულმა ვკითხე
-ცის რომ ეჭვიანობდე, ძალიან, ძალიან უნდა გიყვარდეს, იმდენადაც კი რომ ავადმყოფი უნდა იყო, ის ნდობა უნდა გაანადგურო რაზეც თავად სიყვარულს აშენებ... ან არსებობს მეორე კატეგორია, რომლებიც უბრალოდ გრძნობებს ვერ აკონტროლებენ...
მოკლედ რომ ეჭვიანობდე, მინიმუმ უნდა ცოტა სხვა კუთხით გაინტერესებდეს ან მაქსიმუმ "გიჟად" ითვლებოდე
-და შენ თავს სად ხედავ?!-გულწრფელად დავინტერესდი
-სიმართლე რომ გითხრა ეგ მეც არ ვიცი. სადღაც შუაში გავიჭედე. არ ვიცი ალბათ კარგი დაფიქრება მჭირდება...
-აბა რატომ მკითხე ლექსოზე? უბრალო ინტერესის ბრალია?!
-არა. უფრო მინდა რომ შენც დაფიქრდე. შენი ხასიათის ეს ცვლილება ცოტა მომწონს კიდეც. მთავარია შენ მიხვდე, რატომ გრძნობ თავს სხვადასხვაგვარად... და აქვს თუ არა იმ "რატომ"-ს განვითარების საშუალება.
-ხანდახან ძალიან ღრმად ფიქრობ იცი?
-ჰმ... და როცა მე გრძნობების დახარისხებას ვცდილობ, იმ დროის შეგრძნებას ვკარგავ ხოლმე რასაც აწმყო ქვია.
-ასეთი არ წარმომედგინე
-ხო, დამიმახსოვრე, ხშირად არ მაქვს ასეთი გამონათებები ხოლმე-გამიცინა და საჭეზე თითები აათამაშა
-ჰმ. გრძნობების გამოხატვა არ შეგიძლია!-თითქოს ჩემი თავისთვის ვთქვი
-ეს შეკითხვა არ იყო ხომ?! - მოჭუტული თვალებით შემომხედა. უარის ნიშნად თავი გავუქნიე და ორივემ გავიცინეთ.
-კარგი, მოდი ახლა ის მითხარი ოჯახობა როგორი შემადგენლობის გყავს?
-ასე კითხვას ვინ სვავს?!- თავადაც შეაფასა ჩემი ინტერესი და გააგრძელა-დედა, მამა და ძმა.
-ეგ რა არის? სახელები?-უკმაყოფილოდ შევკარი წარბები
-ოხ.. დედა-ნანა, მამა-იოსები, ძმა-ოთო
-სასიამოვნოა...-ჩავილაპარაკე და გავუცინე. ისეთი თბილი, შეყვარებული თვალებით შემომხედა, გამეღიმა. ცოტა ხანი, რამდენიმე წამით მაჩუქა მზერა, შემდეგ კი სადარბაზოსთან გამიჩერა.
-ხვალე იქნები?- ეს არასოდეს მიკითხავს. არ მინდოდა მანქანიდან გადასვლა, მისი საუბარი მაბრუებდა და პატარა ბავშვივით მსიამოვნებდა. ხელები ერთმანეთში ავხლართე და გვერდულად გავხედე. ცალი ხელი ფანჯარაზე ედო, თითებს კი ტუჩებზე იფარებდა. თავი ჩემკენ შემოატრიალა, ოდნავ გამიღიმა და ხელით თმები "გამისწორა"
-ალბათ კი... - ცერა თითით თვალთან მომეფერა და შუბლზე კოცნა დამიტოვა.
-დატოვებულ გრძნობაზე რა აზრის ხარ ცის?-ცოტა ხნის შემდეგ, ისე სევდიანდ მკითხა, დავიბენი
-ვერ გავიგე...
-აი ხომ მიდიან და ტოვებენ. რა აზრის ხარ.
-არ ვიცი ნიკა... გააჩნია წასვლის მიზეზს, სურვილს, სიყვარულს... იმ მონატრებასაც გააჩნია მისი წასვლით რომ დაგღლის.
-და როცა შენ ტოვებ?! ვინც ტოვებს იმისთვისაც მასეა?
-არ ვიცი, ვფიქრობ არც მისთვის იქნევა ადვილი, თუმცა არც ისეთი მძაფრი როგორც დამრჩენისთვის.
-კარგი გოგო ხარ ცისა-პატარა ბავშვივით გამიღიმა და ლოყაზე მომეფერა. გამეცინა...
-რატომ მკითხე?
-ისე, უბრალოდ... მომწონს შენთან ესეთი საუბარი
-მე შენ მომწონხარ ასეთი- გულუბრყვილოდ მომივიდა
-ასეთი როგორი?-დაკვირვებით შემომხედა
-გრძნობებს თითქოს ვერ გამოხატავ, თუმცა აშკარად სხვაზე ბევრს ფიქრობ გრძნობების თემაზე. მეც მომწონს შენთან უჩვეულო საუბარი, მაგრამ შენი საიდუმლო მაბნევს. არვიცი რატომ არ გინდა ოჯახზე საუბარი. რა ურთიერთობა გაქვთ შენ და ლექსოს. რა ხდება შენს პირადში...
-ოჯახზე ზოგადად არ მიყვარს საუბარი ცის, რაიმე კონკრეტული საიდუმლო ან რაიმე მსგავსი არაფერია. რაც შეეხება ლექსოს, ვმეგობრობთ... სხვა არაფერი
-და ლევანთან? მაშინ კაბინეტში...
-ლევანთან შეთანხმებით ვარ, ანუ, დაცვაში ვარ იმიტომ რომ პარალელურად ჯარში ვარ.
-და ასე გვიან რატომ ხარ ჯარში?
-სასწავლებლის მერე წავედი- ისევ გამიღიმა
-გასაგებია... მგონი ჯობია წავიდე-ჩუმად ჩავიჩურჩულე
-ცოტა ხანს იყავი... კიდევ რამოდენიმე წუთი.

უკვე დიდი ხანია მივხვდი რომ ჩემი მოწონება ფარგლებს გაცდა. მიჩვევასაც ვეღარ დავარქმევდი... ვუყურებდი და მინდოდა მოვხვეოდი, მინდოდა ჩავხუტებოდი, მეკოცნა და მეთქვა რომ მის გარდა სხვა არავინ მინდოდა. მინდოდა, მაგრამ ვერ ვბედავდი. ვერ ვბედავდი იმიტომ, რომ მომავლის მეშინოდა. არ მინდოდა სანანებელ მოგონებად დამრჩენოდა ეს მომენტები, მაგრამ კარგად რომ დავფიქრდი, მივხვდი, თუ ოდესმე რაიმე წარსულს უნდა ჩაბარდეს, ჯობია გახსენებით გაიღიმო ვიდრე თქვა -რატომ არ გავაკეთე!
თვალეში შევხედე, გავუღიმე, ხელები გაუბედავად წავიღე მისკენ და ჩავეხუტე. ჩავეხუტე ისე რომ ზუსტად ვიცოდი მომავალში უფრო გამახარებდა ეს ფაქტი. მანაც შემომხვია მკლავები და თავზე მაკოცა.
-მოდი ჩემთან- ყურთან დამჩურჩულა და თავისთან გადამიყვანა. არ ვიცი რამდენი ვიყავით ასე კარგად. მანქანის ერთ სავარძელზე, ერთად მაგრამ საოცრად კარგად.

სახეზე შევხედე, იღიმოდა, მე მიყურებდა და იღიმოდა... თვალები დავხუჭე და ისევ ჩავეხუტე.

-ცის, გაცივდები... გასაღები სად გაქვს?
-ჩანთაში -გაურკვევლად ჩავიდუდღუნე და უფრო ავეკარი-შემცივდა
-ცის -ხმაზეც ეტყობოდა ღიმილი- გაახილე თვალები
-ჰმ...კარგად ვარ, შემეშვი- მხარი ავუქნიე და უფრო მოვეხვიე
-ცისა სულ ასე ვიქნები ჩემი ნება რომ იყოს, მაგრამ უნდა გაახილო თვალები გესმის? გაიღვიძე!-ძლივს ვინებე თვალების გახელა. დამძინებია... თან ისე რომ ვერც გავიგე.
-მეძინა?!-ისე ვიკითხე გაეცინა
-2საათი... ჩაგვეძინა
-შენც გეძინა? აუ შემცივდა-შევიშმუშნე და ისე შევხედე თითქოს არ მჯეროდა.
-რატომ იცინოდი?
-ვიცინოდი? მე? არვიცი-მხრები ავიჩეჩე და დაბნეულმა შევხედე.
-ცოლობა ახსენე და მერე გადაიკისკისე, მაგაზე გამეღვიძა, ცოტა ხანი გიყურე, გისმინე მაგრამ რომ აღარაფერი თქვი მერე გაგაღვიძე-თავზე მაკოცა და გულში ჩამიკრა
-აუ არაფერი მახსოვს. ვბოდავდი ალბათ. რომელი საათია?
-12ის ნახევარია, მიდი ადი სახლში, დაისვენე.-მზრუნველად შემომხედა და თვალი ჩამიკრა
-კარგი, ღამე მშვიდობის-ნელა ვაკოცე ლოყაზე, ოდნავ გავუღიმე და მეორე მხარეს გადავჩოჩდი.
ბინაში შესულმა ცხელი ჩაი დავლიე და მალევე საწოლს მივაშურე.
არც ნიკასთან ნანახი სიზმარი მახსოვდა და არც შემდეგ ნანახი. მთავარი დილის საოცარი განწყობა და მზის მოწითალო სხივები იყო. დაუკითხავად პოზიტიურ მუხტს რომ გიტოვებს და უაზროდ გაღიმებს. ალბათ მეც მხიარულად დავიწყებდი დღეს, ტელეფონზე ნიკას 05:30 წუთზე დატოვებული შეტყობინება რომ არ მენახა
"ცისა, ვეღარ მოგწერ, კარანტინი ცხადდება. არ ვიცოდი. როცა კი მოვახერხებ, გნახავ :* "



______

რამდენჯერაც დაგპირდით, ვეცდები მალე დავდო-თქო, ვერ მოვახერხე. ბოდიშს გიხდით აი არვიცი როგორ... იმედი მაქვს ცოტათი მაინც მოგეწონებათ

მიყვარხართ და მიხარიხართ ❤❤❤



№1 სტუმარი სტუმარი დარინა

საოცრად მიყვარს მე ეს ისტორია, ვერ წარმოვიდგენდი ნიკა ჯარისკაცი თუ იყოოო, უფრო სიამაყით ამავსო ნიკას პერსონაჟმა მიყვარს სამშობლოსთვის მებრძოლი ხალხი, ისტორიის ამ კუთხით განვითარება საოცრად მომეწონა იმედია ყველა დაბრკოლებას გადალახავენ ნიკა და ცისა ისე მომწონს მათი წყვილიიი, ლექსოს და ცისას ურთიერთობაზე გადამეკეთა აუ ლექაოს არ შეაყვარო რა მათი მეგობრობა უფრო მაგარი იქნებააა,. მიყვარს მე შენი ისტორიები და შენც მაგარი გოგო ხარ სულ ველოდები ამ ისტორიას არ მიყვარს მალე დადე და ასეთები მირჩევნია გემრიელი და ტკბილი თავი იყოს როცა შენ დადებ მეც მაშნ ვისიამოვნებ.

 


№2  offline წევრი kethrine

სტუმარი დარინა
საოცრად მიყვარს მე ეს ისტორია, ვერ წარმოვიდგენდი ნიკა ჯარისკაცი თუ იყოოო, უფრო სიამაყით ამავსო ნიკას პერსონაჟმა მიყვარს სამშობლოსთვის მებრძოლი ხალხი, ისტორიის ამ კუთხით განვითარება საოცრად მომეწონა იმედია ყველა დაბრკოლებას გადალახავენ ნიკა და ცისა ისე მომწონს მათი წყვილიიი, ლექსოს და ცისას ურთიერთობაზე გადამეკეთა აუ ლექაოს არ შეაყვარო რა მათი მეგობრობა უფრო მაგარი იქნებააა,. მიყვარს მე შენი ისტორიები და შენც მაგარი გოგო ხარ სულ ველოდები ამ ისტორიას არ მიყვარს მალე დადე და ასეთები მირჩევნია გემრიელი და ტკბილი თავი იყოს როცა შენ დადებ მეც მაშნ ვისიამოვნებ.

დარინა, როგორ მახარებ და მაბედნიერებ მაგ შენი სიტყვებით, მართლა უდიდესი მადლობა შენ. არა ჩემო კარგო, ლექსო და ცისა ცალკე განზომილებას ქმნიან :დდდ ისინი ვერც ერთად იქნებიან და ვერც ერთმანეთის გარეშე :დდდდ მადლობა კიდევ ერთხელ რომ ჩემთან ხარ ❤❤❤ ვიცი რომ დაგვიანებით კარგს არაფერს ვაკეთებ მაგრამ ჩემზეც მოქმედებს შენი/თქვენი ლოდინი. მადლობა და ბოდიში ჩემო ტკბილო❤❤❤❤
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 


№3  offline წევრი შამხათი

ძალიან მომწონს და ველი მოვლენების განვითარებას.

 


№4  offline წევრი kethrine

შამხათი
ძალიან მომწონს და ველი მოვლენების განვითარებას.

მადლობა საყვარელო უღრმესი ❤❤❤❤
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 


№5  offline აქტიური მკითხველი La-Na

გამიხარდა ცისა ცოტათი რომ გაიხსნა ნიკასთან.აი ლექსოზე იმდენი ვიცი ტუჩები მტკიოდა smile ცისა თუ მოარჯულებს მაგას.ოღონდ არ შეუყვარდეს რა.ველი ახალ თავს ტკბილო
--------------------
ლანა

 


№6  offline წევრი kethrine

La-Na
გამიხარდა ცისა ცოტათი რომ გაიხსნა ნიკასთან.აი ლექსოზე იმდენი ვიცი ტუჩები მტკიოდა smile ცისა თუ მოარჯულებს მაგას.ოღონდ არ შეუყვარდეს რა.ველი ახალ თავს ტკბილო

მადლობა ლან სულ ჩემთან რომ ხარ დამახარებ ❤❤❤❤ ერთმანეთს მოარჯულებენ :დდდდ მადლობა ჩემო ტკბილო და თბილო ❤❤❤
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 


№7  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

რამაინტერესებს: ცუდად ამთავრებ ამ ისტორიას :( ?

 


№8  offline წევრი kethrine

ანი ანი
რამაინტერესებს: ცუდად ამთავრებ ამ ისტორიას :( ?

მაგას ვერ გეტყვი საყვარელო იმიტომ, რომ გამოცდილებიდან გეტყვი :) დასასრული რომელი ისტორიისაც ვიცოდი, ბოლოს გამოვიდა ისე, რომ სხვანაირად დავამთავრე :დდდ ახლა არ ვიცი რა მოხდება მაგრამ არ შემიძლია არ გკითხო რატომ დაგებადა ეგ კითხვა? ამ თავიდან გამომდონარე თუ უბრალოდ დასასრულის ინტერესია? ❤❤❤
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 


№9  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

kethrine
ანი ანი
რამაინტერესებს: ცუდად ამთავრებ ამ ისტორიას :( ?

მაგას ვერ გეტყვი საყვარელო იმიტომ, რომ გამოცდილებიდან გეტყვი :) დასასრული რომელი ისტორიისაც ვიცოდი, ბოლოს გამოვიდა ისე, რომ სხვანაირად დავამთავრე :დდდ ახლა არ ვიცი რა მოხდება მაგრამ არ შემიძლია არ გკითხო რატომ დაგებადა ეგ კითხვა? ამ თავიდან გამომდონარე თუ უბრალოდ დასასრულის ინტერესია? ❤❤❤

არა... არა... ეს თავი და ისტორია არაფერ შუაშია უბრალოდ როცა ისტორიის კითხვას ვიწყებ ძალიან დიდი ..ასე ვთქვათ, სიფრთხილით ვარჩევ ისტორიებს :დ იმიტომ რომ როცა კითხულობ ისტორიას მისი ნაწილი ხდები მათ პერსონაჟებთან ერთად ხარ ეჩვევი და როცა ბოლოს ვინმეს მოკლავენ საშინელად დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებაა არასასიამოვნო.. ვერ ვიტან... არადა თავიდან ძალიან მიყვარდება ყველა.. ამიტომ კონკრეტულად შენ ისტორიას არ ეხებოდა :დ ძველ ისტორიებს გადავხედე და შენი წინა ისტორია რომ წავიკითხე, რომლის წაკითხვაც არ მბეზრდება და ძალიან მიყვარს, <3 გადავწყვიტე ახალიც წამეკითხა იმიტომ რომ საინტერესო წერის სტილი გაქ, უბრალოდ ვერ ვწყდები და როგორც არ უნდა დაასრულო ვერც შევძლებ კითხვის შეწყვეტას :დ იმედია მალე დადებ ახალ თავს ველი სულმოუთქმენლად <3
პ.ს ძალიან გავილექსე :/ :დ :დ

 


№10  offline წევრი kethrine

ანი ანი
kethrine
ანი ანი
რამაინტერესებს: ცუდად ამთავრებ ამ ისტორიას :( ?

მაგას ვერ გეტყვი საყვარელო იმიტომ, რომ გამოცდილებიდან გეტყვი :) დასასრული რომელი ისტორიისაც ვიცოდი, ბოლოს გამოვიდა ისე, რომ სხვანაირად დავამთავრე :დდდ ახლა არ ვიცი რა მოხდება მაგრამ არ შემიძლია არ გკითხო რატომ დაგებადა ეგ კითხვა? ამ თავიდან გამომდონარე თუ უბრალოდ დასასრულის ინტერესია? ❤❤❤

არა... არა... ეს თავი და ისტორია არაფერ შუაშია უბრალოდ როცა ისტორიის კითხვას ვიწყებ ძალიან დიდი ..ასე ვთქვათ, სიფრთხილით ვარჩევ ისტორიებს :დ იმიტომ რომ როცა კითხულობ ისტორიას მისი ნაწილი ხდები მათ პერსონაჟებთან ერთად ხარ ეჩვევი და როცა ბოლოს ვინმეს მოკლავენ საშინელად დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებაა არასასიამოვნო.. ვერ ვიტან... არადა თავიდან ძალიან მიყვარდება ყველა.. ამიტომ კონკრეტულად შენ ისტორიას არ ეხებოდა :დ ძველ ისტორიებს გადავხედე და შენი წინა ისტორია რომ წავიკითხე, რომლის წაკითხვაც არ მბეზრდება და ძალიან მიყვარს, <3 გადავწყვიტე ახალიც წამეკითხა იმიტომ რომ საინტერესო წერის სტილი გაქ, უბრალოდ ვერ ვწყდები და როგორც არ უნდა დაასრულო ვერც შევძლებ კითხვის შეწყვეტას :დ იმედია მალე დადებ ახალ თავს ველი სულმოუთქმენლად <3
პ.ს ძალიან გავილექსე :/ :დ :დ

ძალიან ძალიან დიდი მადლობა ანი ❤❤❤❤ გამათბე ❤❤❤ ვცდილობ ძლიერი ხასიათის პერსონაჟები მყავდეს და თუ ამას ვახერხებ ძალიან მიხარია. ძალიან ვეცდები შენი ინტერესი და მოწონება არ დავკარგო ❤❤❤❤❤ მადლობა უღრმესი რომ კითხულობ. ვეცდები მალე დავდო ახალი თავი. ❤❤❤
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent