უსიყვარულოდ? არ არსებობს თავი 9
დილით ავდექით თავი მოვიწესრიგეთ და მისაღებში ჩავედით სადაც პატარა ანამარიას ფოტოებს უღებდნენ. - დილამშვიდობისა. - შენც ასევე. - თავს როგორ გრძნობს ჩემი პატარა? ღელავს? - ცოტათი. ცოტა ვიპოზიორეთ და შემდეგ ეკლესიისაკენ წავედით პატარას ნათლობამ კარგად ჩაიარა, ყველაფერი ისე იყო, როგორც გავთვალეთ. მე და დიმიტრიმ მოვითათბირეთ და ანასტასია ეკლესიაში დავაბრუნე ათი წუთის შემდეგ, მე კი პატარასთან ერთად ეკლესიის ეზოში ვიღებდი ფოტოებს. ...................................................................... - დიმიტრი? - ანასტასია, დღეს ძალიან ლამაზად გამოიყურები. - მადლობა, შენც. ვინმეს ველოდებით? - არა არავის. - მაშინ ჩვენც გავსულიყავით. - იცი, რაღაც მინდა, რომ გითხრა მაგრამ არ ვიცი როგორ დავიწყო. - ისტორიას ყოველთვის თავიდან იწყებენ. - მოკლედ გახსოვს როცა პირველად ვნახეთ ერთმანეთი. - დაბადების დღეს გულისხმობ? - ხო, შენ მე მაშინ პირველად მნახე მე კი რამოდენიმე თვიანი ძიების შედეგად გოპოვე, სიტყვებით ვერ ავხსნი იმ გრძნობას რაც მაშინ ვიგრძენი. ძალიან მომწონხარ ანასტასია, მომწონხარ ვამბობ მაგრამ ჩემი გრძნობები მოწონებაზე მეტია. ვამბობ მომწონხარ, მაგრამ ვგულისხმობ მიყვარხარს, მინდა ვიცოდე მაქვს თუ არა შანსი? შენც იგივეს გრძნობ თუ არა? ანასტასია გიორგაძე გახდები ჩემი მეგობარი გოგონა? - ვაუ, დიმიტრი იცი მე... - არ გაჩქარებ, მართლა ანასტასია დაფიქრდი. ვიცი, რომ ჩვენს შორის არის რაღაც მაგრამ, მაინც... - დიმიტრი ჩვენ კარგი მეგობრები ვართ და მინდა იცოდე, რომ მეც ძალიან მომწონხარ, როგორც შენ თქვი ვამბობ მომწონხარ და ვგულისხმობ მიყვარხარს. ასე, რომ თუ შენი წინადადება კიდევ ძალაშია, თანახმა ვარ. - არ ვიცოდი, რა ჯობდა შენთვის რომ მეყიდა ასე, რომ იმედია მოგეწონება. პატარა კოლოფი მომაწოდა, გამიკვირდა პირველივე ბეჭედზე გავიფიქრე, მაგრამ შიგნით პატარა გულის კულონი აღმოჩნდა. - ძალიან ლამაზია. -მიხარია, რომ მოგეწონა. - დამეხმარები? - რათქმა უნდა. ყელსაბამი ამოვიღე და დიმიტრის მივაწოდე. მან ნელ-ნელა შემაბა ყელზე კულონი და ნაზად მეამბორა შემდეგ კი თმა ხელით გადმომიყარა. - მადლობა. - ეს შენ მადლობა, რომ არსებობ თუ ნებას დამრთავ მე შენ გაკოცებ. ნელა მომიახლოვდა და წელზე ხელები შემომხვია, ნაზად დაეწაფა ჩემს ტუჩებს, მკოცნიდა და მეც ნელ-ნელა მას ვყვებოდი, ასე ვიყავით რამოდენიმე წუთი შემდეგ კი ხელ გადახვეული ეკლესიიდან გავედით. ცოტა ხნით ქალაქში ვისეირნეთ, ფოტოები გადავიღეთ იქიდან კი რესტორანში წავედით. სუფრას მივუჯექით, ვცეკვავდით, მივირთმევდით და დროს კარგად ვატარებდით. იქიდან სახლისაკენ წავედით, საძინებელ ოთახში ავედით ტანზე გამოვიცვალეთ და საუბარიც დავიწყე. - აბა? -რა აბა? - რა ხდება? -არაფერი. - როგორ? -ისეთი არაფერი უბრალოდ ერთმანეთს ვხვდებით. - უბრალოდ? რაო რა გითხრა? - მითხრა, რომ ვუყვარვარ. - და შენ? -მეც იგივე ვუპასუხე. - ანუ მალე დაქორწინდებით? - ჯერ არა. უნდა ვისწავლო, ასე გადავწყვიტეთ. - ანუ ერთად ხართ? - დიახ, ნახე რა მაჩუქა. კულონი დამანახა და გამიხარდა, რომ დამიჯერა. - ლამაზია. - ხო მეც მომეწონა ძალიან. ცოტა ვისაუბრეთ მერე კი მორფეოსის სამყაროში გადავეშვი. .............................................................................. დილით მოუსვენრობას, ვგრძნობდი, რაღაც არ მასვენებდა და ყველაფერ ამას ბაბუას სახეც ემატებოდა. როცა ვხედავდი მის სახეზე გამარჯვებას ვკითხულობდი, მაგრამ მე ხომ ალექსანდრე ბარათაშვილი ვარ. განა ვინმე იტყვის ჩემთან ურთიერთობაზე უარს? არა არარსებობს ნებისმიერი დამთანხმდება, რატომ უნდა იყოს ის გამონაკლისი. მართალია ასე ვფიქრობდი მაგრამ ეჭვი მაინც და მაინც არ მასვენებდა. იყო რაღაც ამ გოგოში რაც ჩემს წაგებას მიწინასწარმეტყველებდა. მოუსვენრობას ვერაფერი ვერ მოვუხერხე, ოთახშიც აფორიაქებული დავდიოდი აქეთ-იქით. ტელეფონი ავიღე და ნატალისთან დავრეკე, რამოდენიმე წუთის მერე მიპასუხა. -ალექსანდრე. - ძვირფასო, როგორ ხარ რას აკეთებ? -კარგად არაფერს და შენ? - რავი მეც ვარ რა. - დღეს მოხვალ კლუბში? -კი მოვალ. - კარგია შენთვის ახალი ამბავი მაქვს. ტელეფონი გავთიშე, შხაპი მივიღე და მისაღებში ჩავედი სადაც ჩემები საუბრობდნენ, ცოტა ხნით მათ შევუერთდი შემდეგ კი კლუბისაკენ წავედი. მისვლისთანავე სასმელი შევუკვეთე და ნატალის დაველოდე ნახევარი საათის შემდეგ ისიც მოვიდა გადამეხვია და ნაზად მეამბორა ტუჩებზე. - მშვენივრად გამოიყურები. - მადლობა ძვირფასო შენც. ხელი მოვხვიე და ჩემსკენ მოვიზიდე. - ძალიან მომენატრე. - მეც მენატრებოდი, ისე გადაიკარგე ამ ბოლო დროს. - სამსახური, ძვირფასო იმდენი საქმე მქონდა, რომ... -სამსახურზე გამახსენდა, შენთვის ახალი ამბავი მქავს. - რა ამბავი? რა ხდება? - პარიზში მივდივარ... - პარიზში? -ჰო გახსოვს გიყვებოდი რამოდენიმე თვის წინ პარიზში, რომ ვიყავი. - მერე? - გუშინწინ მომწერეს, ერთ წლიან კონტრაქტს მთავაზობენ, ერთ-ერთი პრესტიჟული ჟურნალის სახე გავხდები. -ვაუ... - ისეთი სახე გაქვს თითქოს და სულაც არ გიხარია. - არა ნატალი რას ამბობ, ძალიან მიხარია, რომ საუკეთესოებში მოხვდი მაგრამ... - ვიცი პუფსიკ მეც მომენატრები. - და როდის მიდიხარ? - ერთ კვირაში მივდივარ. - კარგია, იმედია ოცნებებს აისრულებ. - იცი ალექსანდრე მართალია ერთმანეთს დროებით ვშორდებით, მაგრამ მაინც მინდა იცოდე, რომ ძალიან მიყვარხარ. - მეც ნატალი. - ხშირად მოგწერ, ხომ მიპასუხებ? - და რატომ არ უნდა გოპასუხო? - რავი აბა შეიძლება ნაწყენი იყო ჩემზე იმიტომ, რომ მე მივდივარ და გტოვებ. - გულახდილად, რომ გითხრა ოდნავ ნაწყენი ვარ, მიზეზიც იცი, ძალიან მიგეჩვიე. - მეც. სახლამდე მივაცილე, დავემშვიდობე შემდეგ კი ფიქრების კორიანტელში გადავეშვი, სახლში მისვლისთანავე ჩემს ოთახში ავედი, შხაპი მივიღე ფილმის ყურება გადავწყვიტე, მაგრამ მალევე გადავიფიქრე და სკაიპით დიმიტრის დავურეკე. - ანუ? - დამშორდა წარმოგიდგენია, კარიერის გამო დამშორდა. - მოიცა და შენ ეს გაცოფებს, ნუთუ როგორც იქნა დაიწყე სერიოზულად ფიქრი მასზე. - რა სისულელეა დიმიტრი, მე თვითონ ვაპირებდი დაშორებას, მაგრამ იმან მომასწრო. - და მერე აქ რა არის გასაბრაზებელი ვერ ვხვდები. - ის არის, რომ მან და არა მე. მან მომატოვა ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ რაღაც სულელური კარიერისთვის. - კარგი დამშვიდდი ყველაფერი მოგვარდება. - როდის ბრუნდები? - რამოდენიმე დღეში ჩამოვალ. - კარგი გასაგებია. - მომიკითხე სუყველა. - შენც. ერთმანეთს დავემშვიდობეთ, ფოტოებს გადავყევი და დასაძინებლად საწოლზე წამოვწექი. ესეც ასე მომდევნო თავი, იმედია მოგეწონებათ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.