ბალთაზარი (წიგნი 2)
თავი მეექვსე რეალობის პარადიგმა - სებასტიან.. სეებააასტიააან.. - სებასტიანმა ცივი, მშვიდი სახით დინჯად შემოაბიჯა სამეფო დარბაზში. ის იყო უნდა გაეღიმა, დამინახა როგორ ვეგდე დაბლა და შავი კვამლი ამომდიოდა პირიდან. შეშინებული მეცა. საერთოდ გაუქრა ცივი გამომეტყველება. შეშფოთებულმა ნახა პულსი. - ო, მოწყალეო ღმერთებო - წამოისროლა ძველ დროში შეთვისებული ფრაზა და ელვასავით გამაქანა. ლაისტი, სინგური და სიგურე ქარზე უსწრაფესად დაგვედევნენ. მივყვებოდი ჩემს სხეულს და დავინახე, როგორ აღმოვჩნდით მწვანეში ჩაფლულ გორაკზე ეულად მდგარ უძველეს პორტალთან. - მომიტევეთ, მილორდ - გამიღიმა შფოთიანად, თითიდან სისხლი ამიღო და პორტალის კიდეზე დააწვეთა. უცნაურმა მწვანე სინათლემ გაანათა იქაურობა და უძველესი დროის კარიბჭე ჩვენ წინ აღიმართა. - ჩანს ვადაზე ადრე მოგვიხდება გამგზავრება - ამოიოხრა ლაისტმა - ჰო - მოიწყინა სიგურემ სებასტიანმა გულისპირიდან ზურმუხტივით მწვანე თავისქალის ფორმის მქონე ბროლისებრი ქვა ამოიღო და კარიბჭის ცენტრში არსებულ ჩუქურთმაში მოათავსა. -პი, ლოს... - წამოიწყო უძველესი შელოცვა, რომლის ყოველ სიტყვაზე ცოცხლდებოდნენ კარიბჭის ცალკეული ნაკვთები და როცა შელოცვა დასრულდა, სიკვდილის უძველესი ღვთაების თვალებმა შემომანათა ყოვლისმმუსვრელი მწვანე თვალები და კარიბჭე გაიხსნა. სებასტიანმა ხელში ამიტაცა და სიმწვანეში გადავეშვით... - არ მეგონა თუ ასე ადრე დაგვჭირდებოდა გამგზავრება - გაიღიმა სებასტიანმა - ბევრჯერ მინახავს ეს პორტალი, მაგრამ მბრძანებელს არასდროს უყვარდა მასზე საუბარი. სებასტიან, როგორ გგონია, საიდან გაჩნდა ან ვინ შექმნა ის? ან მხოლოდ ჩვენ რატომ შეგვიძლია მისი გამოყენება?! - ბევრი არც მე ვიცი - ჩაფიქრდა სებასტიანი - მხოლოდ ის, რაც თავად მბრძანებლისგან მსმენია. ამბობენ რომ ეს პორტალი ლუციფერმა შექმნა, რათა თავისი პრინცები სიკვდილისგან ეხსნა. შემდეგ კი ეს საოცარი არტეფაქტი ადამიანს ჩაუვარდა ხელში. - ყველაფერი კი იმით დაიწყო რომ ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს... *** - მმმ, რა ტკბილად მეძინაა.. აუ, როგორ მტკივა თავი რაა, რამხელა ხმაზე იყო აწეული ის მუსიკა კიდე - დავიჭუჭყუნე და ზარმაცად წამოვიზლაზნე საწოლიდან. - ძაან მაგარი იყო, ნინომ არც კი იცის, რას დააკლდა - გამეცინა უეცრად. ერთი მისი სახე დამანახა, როცა ვეტყვი რომ სიმღერა მომიძღვნეს.. უცნაური კია, პირველი საათია და ნინოსგან არაფერი ისმის. სინდისი ყელში გამეჩხირა, ვიცოდი, რაიმე სერიოზული რომ არ მომხდარიყო, ნინო აუცილებლად შემეხმიანებოდა. ოფლმა დამასხა უნებლიედ. გონებაში გუშინდელი ჩვენი საუბრის დეტალები აღვიდგინე და უარესად შემრცხვა რომ საუკეთესო მეგობარს ასეთი არაადამიანური აზრები მივაფრქვიე. - არა, მაინც რა ხასიათზე ვიყავი, ჰა? - გავბრაზდი ჩემ თავზე - რატო არ იღებს ხმას, დავიჯერო, მართლა კვდება?! არა, სისულელეა, მთავარანგელოზები ასე მარტივად არ კვდებიან, ან მე მასულელებს, ან თავს ისულელებს. - ასე დავიმშვიდე თავი, მაგრამ ნინოს გაქრობამ ძალიან შემაწუხა. ტელეფონი ავიღე და დავურეკე. ვიღაცის ნამძინარევმა, ისტერიულმა ხმამ ნერვიულად მიპასუხა: - გინდა რამე? არ მცალია - აუ ბოდიში რაა, არ მინდოდა, უბრალოდ ცუდ ხასიათზე ვიყავი - ბოდიში საჭირო არ არის - მიპასუხა ცივად - დაასრულე?! - არა. სად ხარ? - რუსთავში, ქალაქის საავადმყოფოში, რეანიმაციაში. - მოიცა, ეგ რა, მართლა კვდებოდა? - შენ გოგო მართლა გაგიჟდი თუ ისევ მთვრალი ხარ, მაგაზე ხუმრობა შეიძლება? არ მაქვს შენი ნერვები ახლა, ისეც ძალიან ცუდადაა საქმე. - ოპერაცია მართლა გაუკეთეს? - უკვე ხმა მიკანკალებდა - ჰო. გაუკეთეს - იყო მოკლე პასუხი - ჩამოვიდე? - რისთვის, ალბათ მალე დაისვენებ - ყრუ გაბოროტებით შემომიღრინა იქიდან და ბოლო სიტყვა რაც გავიგე სანამ გათიშავდა, იყო - იდიოტი. ანგარიშმიუცემლად ჩავიცვი რაც ხელში მომხვდა და დავეშვი კიბეებზე. აღარ მახსოვს როგორ მივედი ტაქსთან. მძღოლს გაოგნებულმა მივაწოდე ოცლარიანი და დავიძარით. აღარ მაინტერესებდა აღარც გზა, აღარც დრო.. თითებს ვიმტვრევდი და მხოლოდ ერთი რამ მინდოდა, მიმესწრო... - სწრაფად - ვუკიოდი მძღოლს და ორმოც წუთში საავადმყოფოში ვიყავი. მახსოვს როგორ მომდევდნენ თეთრხალათიანი ექიმები. მის პალატასთან მისი მეგობრები მოგროვილიყვნენ. კართან მისი ძმა შევნიშნე, თავჩაღუნული ოხრავდა ჩუმად, მაგრამ არ ტიროდა. არავის გაოგნებას და ათვალწუნებულ მზერას არ მივაქციე ყურადღება, ისე შევვარდი პალატაში. მას უკვე ეღვიძა. ფერი არ ედო, ძლივს ატრიალებდა თვალებს და იღიმოდა. რომ დამინახეს გაოცებასთან ერთად სხვადასხვა ემოცია ერთად შეაკვდათ სახეზე ნინოს, დედამისს, ფრეიას და თავად მას. ნინოს ღიმილი შეეყინა, დედამისს მრისხანება, ფრეიას აპათია და მას.. ზიზღი. ჰო, საშინელი ზიზღი დავინახე მის თვალებში. - ტყუილად შეწუხდი, სამწუხაროდ გადავრჩი. - რაღაცნაირი ათვალწუნებით მომაგდო ეს სიტყვები და სახე ირონიულმა, ავმა ღიმილმა მოუღრიცა. წამიერად გავიაზრე რომ მან ჩემ მიერ ნათქვამი ყოველი სიტყვა იცოდა და მუხლი მომეკვეთა. უმწეოდ ამოვიხავლე და იატაკზე დავეცი... არ ვიცი, რამდენ ხანს ვიყავი უგონოდ, მაგრამ როცა თვალი გავახილე, საწოლთან ფერწასული ნინო და ერთიანად გაფითრებული, დასუსტებული, შეწუხებული მისი სილუეტი დავინახე. თავს ძლივს ატანდა ძალას რომ არ წაქცეულიყო. თვალებში სევდა ჩადგომოდა, თავბრუ ეხვეოდა ალბათ ისე მალიმალ ბარბაცებდა. ჩემი თავის შემრცხვა, როცა გავიაზრე რომ ჩემ გამო მძიმე ავადმყოფი ადგა რომ დამხმარებოდა. მიყურებდა სასოებით ეს თავცარიელი, ნახევრად ბავშვი, ჯიუტი, თავნება და ცინიკოსი არსება და ვერ ვხვდებოდი რატომ ვუყვარდი ასე უმიზნოდ, ეგოისტურად და ძლიერ, რატომ არ მესმოდა მისი, რატომ არ შემეძლო მეც ასე უბრალოდ მყვარებოდა?! თვალებიდან ცრემლები უნებურად დაიძრა. - დაგვტოვეთ - ოდნავ გასაგებად თქვა მან - მაგრამ, დე, შენ.. - შეწუხდა დედამისი - გადით, გთხოვთ, დიდ ხანს ვერ გავუძლებ, უნდა დავწვე.. პალატის კარი ნინომ გაიხურა. დიდი ხნის შემდეგ ისევ მარტონი დავრჩით. თითქოს რაღაც მშობლიური დამიბრუნდა და ამავდროულად რატომღაც არაფრით ამოდიოდე მზე ჩაბნელებულ სულში. დუმილი პირველმა მან დაარღვია. - ძალიან ვწუხვარ რომ ასე შეგაწუხე, სულო.. - ლაზი მე. - ვცადე გამეჩერებინა, მეთქვა რომ არასდროს შევუწუხებივარ, რომ გუშინ არ ვიცი რა დამემართა, რაც ვთქვი ეს არ არის სიმართლე, რომ.. ვერაფერი მოვახერხე. უბრალოდ ავტირდი. ასე მეგონა იქცეოდა ისეთი ინერციით გადმოიხარა წინ, მაგრამ ზედ შუბლთან გაჩერდა, ფრთხილად მაკოცა შუბლზე და გამიღიმა. არ ვიცი, როგორ შეიძლება ასე გიყვარდეს ადამიანში რაღაც და მაინც ვერ შეძლო მის გვერდით ყოფნა. - ყველაფერი კარგად იქნება. არ იტირო, ფერია - მიღიმოდა ტკბილად- იმ წუთას წამიერად დავინახე მისი მწვანე თვალები - მაპატიე რომ ამდენ უსიამოვნებას გაყენებ ჩემი არსებობით. ჩვენ ერთმანეთს ბევრი ცუდი რამ ვუთხარით, იქნებ მომავალში უარესიც მოხდეს, მაგრამ მინდა იცოდე რომ მე არასოდეს დამავიწყდები. ვიცი რომ შენთვის ძალიან ძვირფასი ვარ, იმ ყველაფრის მიუხედავად, რაც მოხდა. როგორც არ უნდა გავუფასურდე შენს თვალში, მე არასდროს გავიტან ჩვენს სიყვარულს აუქციონზე. ჩვენი ერთად გატარებული ცხრა თვე ჩემი სამოთხე იქნება ყოველთვის, სადაც ნიავის მაგივრად შენი თმების სურნელი იქროლებს და იერუშალაიმის ლამაზი ხედით დავტკბებით. მინდა იცოდე რომ მიუხედავად იმისა რომ ბევრი რამ მეწყინა და შენც ბევრჯერ გაწყენინე, მე არასდროს გავბრაზდები შენზე. მე პატივს ვცემ შენს არჩევანს, თუკი შენი ბედნიერება შენს თავისუფლებას მოითხოვს, მე უპირობოდ და უსიტყვოდ მოგცემ მას, მაგრამ ვიცი, ვერ გამიგებ, მე ვერასდროს ვიქნები ისეთი, როგორიც გჭირდება, უბრალოდ არ შემიძლია ვიყო კონკრეტული ადამიანი, ან საერთოდ ადამიანი.. ამიტომ, როცა გაიღვიძებ.. - მოიცა - უკვე ვქვითინებდი - მე არ მინდა რომ დამავიწყდე, არ მინდა დამავიწყდეს რომ სულ ჩემთან ხარ, უბრალოდ... - ნუ გეშინია, ფერია, არ დაგავიწყდები - გამიღიმა თბილად - მხოლოდ... ვიგრძენი როგორ შემეხო მისი ტუჩები შუბლზე, როგორ გათბა ჯერ ბალიში, მერე პალატა და მთელი დედამიწა, თვალები დავხუჭე და მოვეშვი... ***** ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, გრაფი მაზარინი განთქმული ფრანგული ბორდოს ხეივანში დარბაისლურად იჯდა გაშლილ სუფრასთან და მართლაც დიდგვაროვანის ღირსეული მოთმინებით ელოდა ავსტრიულად შემზადებულ იხვსა და მუსიე ვოს დაბეგვილ ხორცს მუსკატით, ისევე როგორც სხვა წვრილ ნუგბარსა და საუკეთესო ფრანგულ ტკბილეულს. ლაქიებს რიგ რიგობით შემოჰქონდათ სხვადასხვა კერძები. პირველად განთქმული ფრანგული ტკბილეული დააწყვეს სუფრაზე. - ორმაგად დასაფასებელია, როცა რაიმე გემრიელს დიდი სამზადისი არ სჭირდება - გაიბადრა გრაფი. ცალი ხელით კრუასანი აიღო და ფრთხილად დააგემოვნა. ახლადმოწეული მარწყვის გემო ჰქონდა უგემრიელეს დესერტს. ნეტარებისაგან თვალები მილულა ერთ წამს, მაგრამ მალევე გაახსენდა რომ უჭმელი იყო და ტკბილეულს სევდიანად, მაგრამ მაინც შეელია. მსუბუქი კერძებიც მოეტანათ, მაგრამ გრაფს მათთვის ზედაც არ შეუხედავს. ამ კერძებს სხვა დანიშნულება ჰქონდათ, რომელზეც მოგვიანებით შევჩერდებით. ახლა ორი კერძი იყო მოსატანი, იხვი და მუსიე ვო. პირველობის პატივი მაინც თანამემამულეს ხვდა წილად. გრაფს მუსიე ვო მიართვეს. მშვიდად, აუჩქარებლად დაიწყო ხორცის კუბიკებად დაჭრა. ისე მშვიდად ირჯებოდა, იფიქრებდით ერთობაო. ეს მისი საყვარელი გასართობი იყო. როცა დანაწევრებას მორჩა ახლა ერთგვარი უთავო პირამიდის შენებას შეუდგა. ისე მარჯვედ აკეთებდა საქმეს, ეტყობოდა, დიდი ხნის წინ დაოსტატებულიყო. ბოლოს დაასრულა, საწებელი მოასხა და ჭამას შეუდგა. უნდა ითქვას, მშვენიერი ამინდი იდგა. ხეივანში მათრობელა ბორდოს, ხოლო მინდვრებზე ყვავილების მათრობელა სურნელი ტრიალებდა. ბაჯაღლოს გვირგვინოსანი ცის თაღზე დაბრძანებულიყო და იქიდან აფრქვევდა ოქროსფერ სხივებს დედამიწას. მიუხედავად იმისა რომ პაპანაქება შუადღე იდგა, ხეივანში გრილოდა და გრაფს არაფერი არ აძლევდა აღელვების საფუძველს. - სამაეელ - მოუხმო თავის საყვარელ მეძებარს, რომელიც ელვის უსწრაფესად გაჩნდა პატრონთან და კუდის მორჩილი ქიცინით გაეთამაშა. გრაფმა შემწვარი მწყერი გადაუგდო ერთგულ მეგობარს, რომელმაც ნაბოძები ჯილდო ჰაერშივე დაიჭირა და მხიარული ყეფა ყეფით გაგორდა ხეივანში. სამაელი სამეფო კარზე აჩუქეს მაზარინს. სულ პატარა იყო მაშინ, თვალაუხელელი ძლივს დაბანდალებდა, მალიმალ იქცეოდა და საწყალობლად წკმუტუნებდა. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, მაგრამ მის გარდა არავინ ჰყავდა გრაფს. არც ცოლი, არც მშობლები.. არავინ. ასაკის მიუხედავად საერთოდ არ დარდობდა, რადგან სამაელი იყო მხნედ. აი, ახლაც ერთად სადილობდნენ ორნი. უნდა ითქვას, გრაფის სასახლე მაღალ ბორცვზე იყო აღმართული და ყველაფერი ხელისგულივით მოჩანდა იქიდან. ახლაც მიდამოს გადასცქეროდა და ერთობ გაუკვირდა როცა ჭიშკარზე სტუმრის ეჟვანი დარეკეს. შეშფოთდა რაღაცნაირად: - ნუთუ ფიქრებმა ისე გამიტაცა, მგზავრები ვერ შევნიშნე?! - გაიფიქრა იმ ეჭვით შეპყრობილმა, როგორიც საუკუნე იყო, შფოთიანი და სისხლიანი. დაშნა თან ჰქონდა გრაფს, მაგრამ მსახურებს დამბაჩები მოატანინა და მზაობა უბრძანა. თუმცა ჭამა არ შეუწყვეტია, არც ამდგარა. სტუმრის ეჟვანს კი რეკავდნენ... უცნობი სტუმრის იღბლად, მაინცდამაინც მაშინ მოიტანეს იხვი. გრაფი ძუნწი არ იყო და სუფრაც ხომ სავსე იყო, არ ეამა ეს ამბავი. უფრო მეტად გაოცდა როცა გაიგო რომ სტუმრები უბრალო მგზავრები არ უნდა ყოფილიყვნენ და თავშესაფარს ითხოვდნენ. მაშინვე ბრძანა სუფრაზე მოეწვიათ დიდი პატივით, ისე, საწყენად არა დარჩენოდათ რა. რატომღაც, გუმანმა უკარნახა არ გაენაწყენებინა სტუმრები. მაინტიის შარიშური ისმოდა მთელს ხეივანში და როცა სუფრას სამი უცნობი მოადგა, გრაფი ისე დაიბნა, წამოდგომაც ვერ მოახერხა. ბევრი რამ ენახა ცხოვრებაში, მაგრამ ის რაც თვალწინ ედგა, ნებისმიერს გააოცებდა. უცხო მაგრამ მდიდრულ, აღმოსავლური სტილის აბრეშუმის მანტიამოსხმული მგზავრები მართლაც არ უნდა ყოფილიყვნენ უბრალო აზნაურები, მაგრამ რა ექნა, არც საფრანგეთში და არც ესპანეთში მსგავსი რომ არაფერი ენახა? - ნუთუ ინგლისელები არიან?! გაფიქრებაც ვერ მოასწრო რომ დამტვრეული ფრანგულით მიესალმნენ და აუწყეს რომ ჰოლანდიელი ვაჭრები იყვნენ. დაასრულეს თუ არა სათქმელი, მანტიები ძვირფას სკამებზე მიფინეს და გრაფის წინ ორი ულამაზესი ქალბატონი და ერთი ხმელ ხმელი, მაღალი ჯელტმენი წარმოდგა. ქალებს, გარდა იმისა რომ ალბათ ბოლო მოდის უძვირფასესი ტანსაცმელი ეცვათ, ერთმანეთისგან თვალები და თმის ფერი გამოარჩევდათ. პირველს ცეცხლისფერი თმა ჰქონდა, ასეთივე, ლალის თვლებით გაწყობილი კაბა ეცვა, მეორეს მოშავო თმა და მწვანე თვალები ჰქონდა და შავი, მარგალიტებით გაწყობილი კაბა ამშვენებდა. რაც შეეხება ჯელტმენს, შავი ფრაკი ეცვა, უცნაური ფორმის ქუდი ეხურა, დრაკონსაც გავდა, ლომსაც და ბუსაც, ინგლისური, მოოქროვილი საათი ჰქონდა დრაკონის კლანჭებში მოქცეული დედამიწის გერბით. ორივე დიდი ოსტატობით იყო შესრულებული. ინგლისური მაუდის ჩექმები ეცვა, ვარდის ფორმის ჩიბუხი და მოვერცხლილი მოკლე დაშნა ჰქონდა თან. ეს იყო და ეს მისი აღჭურვილობა. თავად ხმელი პირისახის, ყვავის მზერითა და გველის ღიმილით უტიფრად, დაურიდებლად მისჩერებოდა გრაფს. გაოგნებულმა მაზარინიმ როგორც იქნა დაიბრუნა მეტყველების უნარი და სტუმრები სუფრასთან მიიწვია. მოწვევას სიამოვნებით დასთანხმდნენ. - მოგესალმებით, ჩემს მოკრძალებულ სამფლობელოში - თავაზიანად გაიღიმა გრაფმა - თავმდაბალიც ყოფილხართ, მილორდ, გაიღიმა ხმელხმელმა ჯელტმენმა - გასაოცარი ქვეყანაა, პირდაპირ გასაოცარი, არა, ლუსი?!... *** უზომოდ ბედნიერმა გავიღვიძე. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ცხოვრება მიხაროდა. პირველად იმან გამაოცა რომ ჩემს ოთახში ვიწექი. არადა მახსოვს, ბოლოს პალატაში ჩამეძინა. თავიდან მოვიშორე უაზრო დილემები, ღიღინით წამოვდექი და აბაზანას მივაშურე. - მნია, მნიაა.. - მიხედვაც კი ვერ მოვასწარი ისე შემომაფრინდა გოჭო - პარკში გავისეილნოთ ლაა გავუცინე, ჩავკოცნე, დავპირდი რომ როგორც კი ვისაუზმებდი გავასეირნებდი და ღიღინით შევედი თავის მოსაწესრიგებლად. როცა მოვწესრიგდი და სამზარეულოში შევბაჯბაჯდი, დედაჩემის და ჩემი დის გაოცებული სახეები დავლანდე. ერთი კი შევხედე უაზროდ, მერე მხრები ავიჩეჩე და ავკისკისდი. და ესევე ამყვა, დედამ კი თავი გადააქნია და ღიმილით შეუდგა ჩემთვის საუზმის მომზადებას. დილით კარაქში შემწვარ კვერცხს და ყავას არაფერი სჯობს. ტუჩებს ვილოკავდი გემრიელი საუზმის მოლოდინში და თან ხელებს მაგიდაზე ვუტყაპუნებდი ბავშვივით. - დღეს რაღაც ნამეტნავად კარგ ხასიათზე ბრძანდები, ქალბატონო - ეშმაკურად შემავლო თვალი დედაჩემმა - ჰო, მშვენიერი დღეა - გავეკრიჭე მე და დიდი ხნის ნაგვიანევ საუზმეს ხარბად დავაცხრი. - ჰაა, რა ხდება, ჩვენც გაგვახარე ბარემ - თვალი ჩამიკრა დამ კარის ხმა გავიგე და სამზარეულოში ჩემმა სიძემ შემოალაჯა, ხელში ორნახევრიანი ცივცივი ლუდის ბოთლი და თევზი ეჭირა. რომ დამინახა, ლუდის ბოთლი ცხვირწინ დამამხო მაგიდაზე და რიხიანად შესძახა - ვაა, პრინცესას ვახლავართ, გაიღვიძე, ჩვენო მძინარე მზეთუნახავო?! ნახე როგორი ცივი ლუდი მოგიტანე, დალიე, ხასიათს გამოგიკეთებს. - ისედაც მშვენიერ ხასიათზე ვარ - გავიკრიჭე ისევ და ყინულივით ლუდი ჭიქაში ჩავითქრიალე.. მმ.. მართლა მაგარია რაა... ისე მესიამოვნა, ერთს ვერ დავჯერდი და ცოტა ხანში მე სიმღერის ხასიათზე მოვედი, დედამ კი გოჭო ჩაიყვანა დაბლა, აბა მე აღარ ვინდობოდი და გოჭომ რომ დაინახა რომ ძალაუნებურად მოვატყუე, გასკდა ტირილით. სამაგიეროდ ნაყინის ფული მივეცი და მაინც შემოვირიგე. ასე მშვენივრად გამხიარულებულმა დავურეკე ნინოს. ტელეფონს პირველივე ზარზე უპასუხეს. - ჰოო გოგო, გაიღვიძე უკვე? - კისკისებდა ნინო - ჰო, თან მაგარ ხასიათზე ვარ, მიდი გამომიარე და პაბში წავიდეთ, ცეკვა მინდა - ვაა, შენ აღარ ხუმრობ აი, ისე ცეკვაზე არც მე ვიტყოდი უარს - აკისკისდა ისევ - თან რა ბიჭები დადიან... - აბა, მერე მე შენ გეტყვი არ მოგვდის ქმრის მოძებნის დრო თუ? - ავკისკისდი მეც - კაი, ნახევარ საათში მანდ ვარ, იცოდე დროულად გაემზადე, მაშინდელივით არ მალოდინო - კისკისებდა ისიც. გავთიშე თუ არა მაშინვე გავიპრანჭე, მიმზიდველად, თუმცა სადად ჩავიცვი და ნინოც მომადგა. ერთი საღამოს კაბაღა აკლდა. რომ დავინახე სიცილი ამიტყდა - აუ რა ძაან გდომებია გათხოვება - გენაცვალე, შენსავით ქორფა კი არა ვარ, ვბერდები უკვე - ატეხა იმანაც ისტერიკული სიცილი - მალე დაბრუნდით და არაფერი აურიოთ ცანცარებო - მოგვაძახა დედამ. დავეშვით.. სამარშუტოში ისე ცხელოდა, რომ ჩამოვედით ჯოკერის ასისტენტებს უფრო ვგავდით ვიდრე ლამაზმანებს. პაბი გადაჭედილი დაგვხვდა. სასწრაფოდ მოვწესრიგდით და ხალხს შევერიეთ. როგორც იქნა კუთხის მაგიდა დავჯავშნეთ და კოქტეილის წრუპვა დავიწყეთ რომ შევნიშნეთ როგორ გამოურბოდა ორ ყმაწვილს ჩვენკენ თვალი. ნინომ მუჯლუგინი მაჯახა და გულიანად ავხარხარდით. საწ....ბს შერცხვათ და გაგვეცალნენ. - ჩვენ ორს არაფერი გვეშველება - ვკისკისებდი უაზროდ - არა უშავს რა, მე მაინც შენ მიყვარხარ.. - ამყვა ნინო ჩვენს მეზობლად, ბიჭმა დაუჩოქა გოგონას და სიმღერა მიუძღვნა "ჩემთვის გამოანათებს მაგ თვალებს რომ ანათებს, ასცილდება მთის კალთებს, მზე, სხივოსანი მზეეე.." ტექსტი მენაცნაურა, მაგრამ ვერ გავიხსენე საიდან. ალბათ რომელიმე ცნობილი სიმღერიდანაა გავიფიქრე უნებურად. სიმღერა დასრულდა და ბენდმა გამოაცხადა: - სიმღერა „ჩემო ბეკეკო“ მიეძღვნა ჩვენი მეგობრის შეყვარებულს, ტექსტის ავტორია ცნობილი პოეტი და მწერალი, ყველასთვის საყვარელი ბალთაზარი. მაშ ასე, ჩვენ ვაგრძელებთ მუსაკალურ პროგრამას და ახლა შემოგთავაზებთ ლინქინგ პარკის მელოდიაზე აწყობილ ახალ ჰიტს. ერთი, ორი, სამი, წავიდაა... ეჭვნეული მოვტრიალდი, მაგრამ არაფერი შეცვლილა. ნინოს ცრემლი მორეოდა თვალზე, მაგრამ როგორც კი მიხვდა რომ შევამჩნიე, ხელი ამოისვა, რაღაც ჩამივარდა და მეწვისო. საღამო არაფერს გაუფუჭებია. უნაკლოდ ჩაიარა ყველაფერმა. ბედნიერი და დაღლილი მივედი სახლში. უკვე თერთმეტი საათი იყო. ვივახშმე და დასაძინებლად წავედი. - რა უცნაურია, როდიდან გახდა ასეთი პოპულარული?! ან ნინოს რა ატირებდა?! - ამ ფიქრებში ტკბილად ჩამეძინა. სიზმარში ვითომ მამას მანქანით მივყავდით სოფელში. ჩემს გასახარად მუსიკა ბოლო ხმაზე ქონდა აწეული და ბედნიერი ვცეკვავდი, სამაგიეროდ ჩემი უფროსი და იჯდა გაბუსხული, ეწყინა, მამამ მის საყვარელ მუსიკაზე რომ არ აუწია ხმას და მე კიდე უარი არ მითხრა.. მეღიმებოდა თურმე მძინარეს.. რა კარგი დღე იყო... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.