შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Serendipity


15-04-2018, 18:45
ავტორი NeNe127
ნანახია 1 215

თავი 3
ადამიანები,რომლებსაც რაღაც ნაკლი აქვთ სწორედ ამისგამო იზიდავენ სხვა ადამიანებს-ან გარკვეული ტიპის ადამიანებს.რაღაც გიზიდავს,გიპყრობს,პროვოკაციაზე გაგებს და გაიძულებს მისი საიდუმლო,მისი ნაკლი ამოიცნო.შენც აზარტულად ერთვები თავგადასავალში,ბოლოს კი თავს ვეღარ აღწევ,მნიშვნელობა აღარ აქვს როგორ შეეცდები,თავს მაინც ვერ დააღწევ,ვერასოდეს!
^^^
მთელი ღამე საშინლად მოუსვენრად მეძინა,ათასნაირ სიზმარს ვხედავდი და ხშირ-ხშირად მეღვიძებოდა.გული უცნაურად მქონდა დამძიმებული თუმცა კი მიზეზს ვერ ვიგებდი.საწოლზე წამოვჯექი და საბანი მაგრად შემოვიხვიე ადრე გაზაფხულს მოყოლილი სიცივისგან თავი რომ დამეცვა.ყელი საშინლად მქონდა გამომშრალი.აქეთ იქით ვაცეცებდი თვალებს და იმედს არ ვკარგავდი რომ სადმე წყალს მოვნახავდი,თუცა იმედები საშინლად გამიცრუვდა როდესაც ვერაფერი ვნახე.ჩემი ოთახისთვის განკუთვნილ აბაზანაში გავედი,მაგრამ ონკანის წყლის დალევა მაინც ვერ გავრისკე და საბოლოოდ ხელჩაქნეულმა გამოვაღე დერეფანში გასასვლელი კარი.სახლი მართლა ძალიან ლამაზი აღმოჩნდა.ნელ-ნელა მივუყვეოდი თითქმის სრულიად ჩაბნელებულ დერეფანს და თან იქაურობას ვსწავლობდი.აშკარად ეტყობოდა რომ სახლი ძველი იყო,თუმცა თანამედროვე სტილის ვარინტები ისე კარგად ეხამებოდა ყველაფერს რომ სტუმარს ნამდვილად აღტაცებუს დატოვებდა.ამ სართულზე სავარაუდოდ 3 საძინებელი უნდა ყოფილიყო.პირველ სართულზე ჩასულს კი თვალი მისაღებმა და სამზარეულომ წამართვა.“ქალის ხელი აკლია აქაურობას“-იმწამსვე გამიელვა თავში როგორც კი არეული ოთახი მოვიარე."ჯანდაბა ამის თავს მაინც არ მეძინება მივალაგებ ცოტას"-ჩემთვის გავიფიქრე და არეული სამზარეულოს მაგიდის დალაგება დავიწყე.შევამჩნიე რომ ბუხარში ჯერ ისევ ნაკვერჩხალი ღვიოდა,ცოტა ხნის წინ ალბათ ცეცხლი ენთო,რაც იმას ნიშნავს რომ რომელიღაც "ღამის შვილი" ჩემსავით ფეხზე იყო და დაბოდიალებდა.ბუხარს შეშა შევუმატე რომ არ ჩამქრალიყო.იქიდან წამოსული სითბო სასიამოვნოთ მომელამუნა შიშველ მხრებზე.ასეთ ცივ ამინდში შეგრძნებულმა სიმხურვალემ მიმიჯაჭვა და სიამოვნება მოცული ბუხრის წინ დადგმულ სავარძელზე ჩამოვჯექი,გაყინული ფეხები შემოვიკეცე და საბანიც უფრო ძლიერად მოვიხვიე.იმისდა მიუხედავად რომ ზამთარი საშინლად არ მიყვარს,ასეთ პოზიციაში ყოფნა ყოველთვის სითბოთი მივსებს ხოლმე გულს,რაღაცნაირად სახლის შეგრძნება მეუფლება.თითქოს პატარა გოგონა ვიყო დედის კალთას შეფარებული და მასზე დაყრდნობილი,რომელსაც არაფერი ადარდებს.არადა,პარადოქსია მაგრამ ასეთი არასოდეს ვყოფილვარ.დედაჩემი სვადმყოფობამ მაიძულა დამოუკიდებელი გავმხდარიყავი, გადაწყვეტილებები თავად მიმეღო და ამ გადაწყვეტილებებით გამოწვეული ზიანიც თავადმე მომემკო. ვერ ვიტყვი ბიძამ და ბიცოლამ რამე მომაკლეს ან ცუდად მექცეოდნენ თქო,პირიქითაც კი იყო,მაგრამ მშობლის სიყვარული ადამიანისთვის სულ სხვაა.ჩემები კი ხანდახან თვეობითაც იყვენენ წასულები,მეც თვეობით ვიყავი მათ გარეშე მიტოვებული,დედის სუნს მონატრებული.მაგრამ უნდა ვაღიარო იმ მოვლენებმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემი ხასიათის ჩამოყალიბებაზე და ალბათ იმაზეც რომ დღეს მე ჩემი შრომით ვცხოვრობ,ჩემი შრომით ვიყალიბებ კარიერას და ყოველთვის ვცდილობ წინ წავიწიო.
ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდა და ოთახშიც უფრო და უფრო მეტ სითბოს ანაწილებდა,მეც ვიწექი გატრუნული გადასაშლელ სავარძელზე და ნეტარებას ვეძლეოდი,ჩემმა უძილობამ თავი მალევე შემახსენა და თვალები მიმელულა.თუმცა გონება რისი მაქნისია მისი გაცურება რომ შევძლოთ.ჩემი ტვინი ისევ არ ნებდებოდა და საშინელ სიზმრებს მიგზავნიდა...ვხედავდი ვითომ დაბურულ,უღრან ტყეში ფეხშიშველი ვიდექი,ყინვა ყოველი მხრიდან გარს მერტყა,მავიწროებდა,ირგვლივ საშინელი ხმები ისმოდა,მგლების გულმოსაკლავი ყმუილი,რაღაც მიწას ჩიჩქნიდა.ხეზეც ფაჩაფუჩი ისმოდა.უცებ არსაიდან უზარმაზარი დათვი გამოჩნდა,საშინლად გაბრაზებული ჩანდა,ჩემკენ თავდახრილი,ნელი ნაბიჯით მოდიოდა და ნესტოებიდან გამხეცებული უშვებდა ცხელ ორთქლს,უფრო და უფრო მიახლოვდებოდა,უზარმაზარი თათებით მიწას გლეჯდა.გარშემო არავინ ჩანდა დახმარება რომ მეთხოვა,საერთოდ არავინ,სრულიად მარტო ვიყავი და განძრევასაც ვერ ვახერხებდი,სულ ცოტაც და დამეტაკებოდა გამძვინვარებული ცხოველი და ბოლოს მომიღებდა,უცებ გვერდიდან მზერა ვიგრძენი,გავიხედე,ლურჯი თვალები დაჟინებით მაჩერდებოდნენ,მზერით შუბლს მიბურღავდნენ."დამეხმარე"-ძლივძლივობით წარმოვთქვი დახმარების სათხოვნელი სიტყვა და იმ თვალების პატრონს შევხედე.ის იყო.მეორე ცხოველი.იდგა და ირონიული ღიმილით მიყურებდა,მიყურებდა დათვი როგორ მიახლოვდებოდა,ერთი ნაბიჯიც და ჰოპ....შეშინებულს გამომეღვიძა და დამდუღრებულივით წამოვიწიე რეალობას რომ დავბრუნებოდი.მთელი სხეული ოფლიანი მქონდა.აჰაა ესეც შენ და შენი დათვის ფიტული.
-კოშმარი გესიზმრა?-უცებ გაისმა ნაცნობი ხმა და მეც მაშინვე თვალები ვჭყიტე.
-შენ?შენ აქ რა გინდა?-გაოცებული და შეშინებული უპრაგუნოდ ვისროდი სიტყვებს.გვიანღა გამახსენდა რომ მეთვითონ ვიყავი მისაღებ ოთახში.
-მეკითხები ჩემს სახლში რა მინდა?თანაც პირველად მე დაგისვი კითხვა ასე რომ ნება იბოძე და გამეცი პასუხი.-თითქოს ოდნავ ნაწყენი ხმა ჰქონდა.ბუხრის წინ პირდაპირ იატაკზე დამჯდარიყო და ხელში ლუდის ბოთლი ეკავა.ერთიც იქვე გვერდით ედო უკვე დაცარიელებული.
-ხო კოშმარი იყო.-ვუპასუხე და სავარძელზე წამოვჯექი.
-გეტყობა,სულ გაოფლილი ხარ-ნელ ნელა შემათვალიერა-თანაც რაღაცეებს ყვიროდი ძილში.-მზერა ერთი წამით გამისწორა და შემდეგ ისევ ბუხარზე გადაიტანა.ამ შემოხედვაზე ისევ მთელ სხეულში გამაჟრიალა.კვლავ დავინახე ხასხასა ლურჯ თვალებში ჩამალული ტკივილი.ამ გრძნობამ ჩემში რაღაც გააღვივა.ავდექი და გვედით მივუჯექი იატაკზე.მხრით ოდნავ ვეყუდებოდი.ამ ფაქტმა აშკარად გააკვირვა და ჩემს შეხებაზე ოდნავ შეკრთა.
-შეიძლება?-ხელით ბოთლზე ვანიშნე.უხმოდ გამომიწოდა ლუდის ნახევრად ცარიელი ბოთლი ისე რომ არც კი შემოუხედავს.ერთი ყლუპი მოვსი და უკმაყოფილოდ დავიჭყანე.ამაზე გაეღიმა.
-თუ არ გინდა ნუ სვამ,არაა საჭირო სოლიდარობა გამომიცხადო.
-მოკეტე რა-ერთი შევუღრინე და მაშინვე ვინანე მისი გამწვავებული მზერა რომ ვიგრძენი.
-წესივრად მელაპარაკე გოგო,ნუ მიტლიკინებ ენას ეს პატარა ბავშვი,თორე ხო არ დაგავიწყდა სასჯელი ძალაში ჯერ ისედაც არაა მოყვანილი.-ისევ ირონიულად ჩაიცინა,მართლა როგორი თვითკმაყოფილია,ნამდვილი ნარცისის საუბარი აქვს,მაგრამ მისი თვალები სხვა რამეს ამბობს.ოო რას გადაეკიდე მირა ამ თვალებს,იქნებ სულაც შენ გელანდება რაღაცეები და არაფერიც არ სჭირს.
-იცი შენ გნახე სიზმარში-სასწრაფოდ ვეცადე თემა შემეცვალა.-მე დათვი მესხმოდა თავს,შენ კი გაყინული ღიმილით იდექი და შემომყურებდი როგორ ვკვდებოდი.არა განა განიკვირდება მართლა ეგრე რომ მოხდეს ან რამე,უბრალოდ...
-რა უბრალოდ?გული დაგწყდა რომ არ გადაგარჩინე?-ეშმაკურად ამითამაშა თვალები.-აი შენ ხო სულ ცხოველს მეძახი და მაგიტო ალბათ,მეც ჩემნაირს გამოვუცხადებდი სოლიდარობას და მაგიტო არ გადაგარჩინე ალბათ.ან კი რატო უნდა გადამერჩინე ერთი მითხარი? რამდენჯერაც განხე იმდენჯერ მუშტი მივიღე მუცელში და.
-თქვენ თუ მუშტი მიიღეთ ბატონო "ცხოველო" მე სამაგიეროდ ნაღრძობი ხელი მხვდა თქვენგან წილად-ამრეზით ვუთხარი და შევამჩნიე ხმაში წყენა და ბრაზი როგორ შემეპარა.
-ანუ ბარი-ბარში ვართ ეგრე გამოდის ხო? კიდევ უფრო უკეთესი,აწი საერთოდ აღარ გადაგარჩენ დათვისგან რამე ვალი რომ არ დამადო კიდე.ანდა თავი რატო უნდა ჩავიგდო საფრთხეში ერთი გაიჩხინებული გოგოს გამო.
-აი მართლა ცხოველი ხარ! რას გელაპარაკებოდი საერთოდ.მე მეგონა ადამიანი იყავი შენ კიდე!გაბრაზებული წამოვხტი,ლუდის ბოთლი იქვე მივუგდე და საბან შემოხვეული მკიბეებზე ავვარდი.ისეთი გამწარებული ვიყავი ჩემი სულელური საქციელის გამო დაბლა არც კი ვიყურებოდი რამაც ჩემი ფეხის საბნის კიდეზე დადგმა გამოიწვია და თავპირისმტვრევით დავეშვებოდი უკან პირველ სართულზე ძლიერ ხელებს რომ არ დავეჭირე ქვემოდან.
-შენ გოგო ორი მარცხენა ფეხი გაქ თუ როგორაა საქმე,სულ მიწისკენ როგორ უნდა მიილტვოდე ტო-გაეღიმა "ტორების პატრონს" აგერ უკვე მერამდენედ რომ ვგრძნობდი ჩემს სხეულზე უპარდონოდ შემოხვეულს ამ 2 დღის განმავლობაში.
-გამიშვი ხელები.გამიშვი ზევით უნდა ავიდე,დებილი ვარ საერთოდ ხმა რომ გაგეცი და ვიფიქრე გული გქონდა,თუმცა ცხოველებს აბა სად აქვთ გული.-ძალიან ვიყავი გაღიზიანებული და სიტყვებს ვერ ვაკონტროლებდი.
უცებ ხელები უფრო მჭიდროს მომიჭირა და ხელში ამიტაცა.ნელა აუყვა კიბეებს ისე რომ ზედაც არ მიყურებდა და მთელ სიფრთხილეს იჩენდა კიბეებზე თვითონაც არ წაქცეულიყო.ასეთ ახლო მანძილზე მყოფს კიდე უფრო მეტად მომხვდა ცხვირში ალოკოჰოლის მწვავე სუნი.
-რას აკეთებ შენ სულ გადაირიე?!დამსვი ძირს მეთვითონაც შემიძლია სიარული ინვალიდი კი არ ვარ.-ყურადღება რომ არ მომაქცია მუცელზე მწარედ ვუჩმიტე.ამან შეაფრთხო და კინაღამ მართლა გამისროლა ხელებიდან.
-გოგოო! შენ თავში ყველაფერი რიგზე გაქვს?კინაღამ დამივარდი და მოიტეხე მეორე ხელიც,მერე ხო დამრჩებოდი კმაყოფილი.
-დამსვი თორე ვიყვირებ იცოდე და ყველას გავაღვიძებ.
-უკვე მეორედ მემუქრები მაგ უნიათო ხუმრობით თუ ხვდები.მიდი იყვირე,თუ გგონია მაგით შემაშინებ ძალიან ცდები.მაცალე მიგიყვან ოთახამდე და მერე რაც გინდა ის გიქნია.
-დათვს რო აჭმევდი ჩემს თავს მაშინ არ ნერვიულობდი ძალიან და.-ნაწყენმა შევატრიალე სახე.
-აუ შენ რა სულელი ხარ ტო.ყველაფერი გწიყნს ხო? ეგ იმიტო ვთქვი რო ისეთი გამხდარი ხარ,დათვს რათ უნდა საჭმელად ცარიელა ძვლები.-უკვე ჩემს კუთვნილ ოთახში ვიყავით და ნელა დამსვა საწოლთან რომ არ წავქცეულიყავი.
-სულაც არ ვარ გამხდარი,აბა შენნაირი ახმახი ხო არ ვიქნები-მივაყოლე კარებთან მდგომს.უკან შემობრინდა და საწოლთან ახლოს დადგა
-ერთხელაც იქნება აგისრულებ მე შენ სასჯელს გატლეკილო გოგო და გასწავლი ჭკუას-კარებიში გავიდა და თან ის ამაზრზენი თავის ფიტულიც გაიყოლა.მარტო დავრჩი ოთახში,საწოლთან,საკუთარ თავთან და ტვინის მხვრეტავ ფიქრებთან.
^^^
დილით გვიან გამეღვიძა.ავდექი,ჩაცმულზე ზემოდან კიდევ პლედი მოვიხვიე და ქვემოთ ჩავედი.უკვე ყველა ფეხზე დამხვდა.სასტურმო მაგიდასთან ისხდნენ და გემრიელად შეექცეოდნენ საუზმეს.საჭმლის დანახვაზე პირველყოფილი ინსტიქტები ამიმოქმედდა და მეც სასწრაფოდ შევუერთდი საზოგადოებას.
-ადექი მირა?-ღიმილით შემხვდა სანდრო და მის გვერდით ადგილი გამითავისუფლა.
-აუ შენ რა მძინარა ყოფილხარ ცოლის და სადა ხარ აქამდე.
-მირა ხო კარგად ხარ?ხელი ხო არ გტკივა ისევ ასე გვიანობამდე რომ გეძინა ცოტა შემეშინდა-მზრუნველობა არ დამაკლო საყვარელმა ბიძაშვილმაც.
-რავიცი ჩამეძინა.ღამით ხშირად მეღვიძებოდა და-თითქოს თავს ვიმართლებდი და ყველანაირად ვცდილობდი ცხოველის დაჟინებული მზერა დამეიგნორებინა მაგიდის მეორე მხარეს რომ იჯდა და ხელში გაუხსნელ ლუდის ბოთლს ათამაშებდა.
-რას არ ჩაგეძინებოდა,ერთ ამბებში იყავით შენ და დადიანი წუხელ და.-ეს თქვა თუ არა ჩემმა სიძემ მაშინვე ვინატრე მიწა გამსკომოდა და შიგ ჩავეტანე,მითუმეტეს ახლა ალბათ ისე ვიქნებოდი გაწითლებული რომ ეს ფაქტი არავის გამორჩებოდა.
-რეებს ბოდიალებ .შენ ცოლიც ვერ გიშველის ისეთი ჭკუა სუსტი ხარ რა-დაუბღვირა დადიანმა და თან თავში მუშტიც უთავაზა.
-კაი რა იყოთ გეხუმრეთ,პროსტა წუხელ თქვენი ჩხუბის ხმა ისმოდა და მაგ პონტში რა.-დამნაშავის გამომეტყველებით შემომხედა გიგამ თავჩახრილი რომ დამინახა.
-კაი გეყოთ ეხლა აცალეთ ბავშვს ჭამა და წავიდეთ მალე-მხარი დამიჭირა სანდრომ.აი რატომაც მომწონდა ეს ბიჭი.ჯერ მართალია ახალი გაცნობილი მყავდა მაგრამ ვატყობდი რომ კარგი მეგობრები გავხდებოდით.
ვისაუზმეთ ჩავლაგდით და მანქანებისკენ დავიძარით.ცხოველი ზედაც არ მიყურებდა და ხმასაც არ მცემდა.გარეთ გასულმა ახალდაქორწინებულებმა ჯიპი დაიკავეს ჩვენ კი "იმ" შავ აუდში განგვაწესეს.გამოვედი თუ არა მაშინვე უკან ჩავჯექი და ველოდებოდი მძღოლი როდის მოვიდოდა.ძალიან გამიკვირდა როცა საჭეს დადიანი მიუჯდა,სანდრო კი მის გვერდით განთავსდა.
-ეს რა შენი მანქანაა?-ხმა ვეღარ დავიმორჩილე და ცნობისმოყვარეობამ მაჯობა.
-ხო რა იყო მოგეწონა?-ისევ ცინიზმი...
-უბრალოდ,ნია და გიგა ხომ ამ მანქანით გაიპარნენ და რავიცი...ვიფიქრე გიგასი იყო.
-არა. ჩემია უბრალოდ იმ დღეს ვათხოვე.-ეგ იყო და ეგ მთელი გზა ხმა აღარ ამოუღია ისე მიყავდა მანქანა.მე და სანდრო კი ათას რამეზე ვჭორაობდით.გავიგე რომ 25 წლის ყოფილა და 1 უმცროსი ძმა ჰყოლია,რომელიც ახლა საზღვარგარეთ იყო სასწავლებლად წასული.ოჯახს პატარა ბიზნესი ჰქონია და ახალა სანდრო მის გაფართოებას აპირებდა.როცა სასიყვარულო ამბებზე ვკითხე თავი მოხერხებულად დაიძვრინა დრო არ მრჩება მაგისთვისო მაგრამ მაინც შევატყე რომ იტყუებოდა.
-და გიგას რამდენი ხანია იცნობთ?
-უფფ რავიცი ვეღარც ვითვლი უკვე სკოლიდან ალბათ.დიმა და გიგა ბავშვობის მეგობრები არიან.სხვაობა სულ ორი წელია და ერთმანეთს კარგად უგებდნენ,თან ოჯახებიც ძალიან ახლოს იყვნენ.მერე მეც გამოვჩნდი 3 კლასიდან ალბათ და ვართ ასე.იმის მერე ერთმანეთის გარეშე აღარაფერი ხდება.დიმა მერე ცოტა ხნით კი ჩამოგვშორდა საზღვარგარეთ რომ იყო...-სარკეში შევამჩნიე ამ სიტყვის გაგონებაზე გამომეტყველება რომ შეეცვალა სახელის პატრონს-მარა ეგ იყო და ეგ.ეგეც ჩვენი დამსახურებაა იაშვილი აგერ უკვე ცოლთან ერთად რომ მოგვყვება უკან მანქანით.აუ შენ ხო არ იცი რა სახით დადიოდა რძალი უარსო რო ეუბნეოდა დაქორწინებაზე.აი იმენა კიტრის მწნილი.ეგ და დიმა ზუსტად ერთნაირი სახეებით გადაადგილდებოდნენ და გული შეგიწუხდებოდა რო შეხედავდი.
-ცერცვაძე მოკუმე პირი სანამ გაგისროლე მანქანიდან.
-ოო მოიცა რა დიმუშ გავაცნoთ მირას ჩვენი სასტავი.მოკლედ ეს ხო რაც გავიცანი სულ დაღრენილი დადის სულ და ორი ეგეთის ყურება უკვე აუტანელი იყო.თან გიგას ოჯახიც ხვდებოდა რაღაც რო ვერ იყო რიგზე."აქამდე სულ პირი ჰქონდა დაღებული და ახლა რა დაემართა აღარ ვიციო"-მეწუწუნებოდა ხოლმე სალომე.
-სალომე ვინაა?
-გიგას დაა,შენი ტოლი იქნება რამდენის ხარ შენ?
-23-გამეცინა მის მეამიტურ გამოხედვაზე.
-ხო ვთქვი ტოლებნები ხართ თქო.ძალიან კარგი გოგოა სალომეც აი რო გაიცნობ მიხვდები.დარწმუნებული ვარ რო რძალ-მულიც მაგრად გაუგებენ ერთმანეთ.ხოდა რო ვეღარ მოვითმინეთ სიძე ბატონის უხასიათობა შევთავაზეთ ავდგეთ და მოვიტაცოთო.ისე ექსპრონტად რა.ხოდა ესეც გამოგვყვა წავიდეთო.დანარჩენი აწი შენც კი იცი.მოგადექით კარებთან ნია და მანქანა გავატანეთ გიგას და შენ ხელმოტეხილი წამოგიყვანეთ წყნეთში.მორჩა ამბავიიი!-ხელები თეატრალურად გაშალა და მაღალ ნოტაზე დაამთავრა თხრობა ცერცვაძემ,თან სიცილს ძლივს იკავებდა საჭესთან მჯდომის გამომეტყველებაზე.
ასე სიცილ-ხარხარში ჩავედით ქალაქში და მე სადარბაზოსთან გადმომსვეს.ამ დღეებმა რაღაცნაირად სულიერად დამღალა და ახლა ერთი სული მქონდა სახლში როდის ავიდოდი.თან ღმერთს მადლობას ვწირავდი რომ სამსახურიდან შესვენება მქონდა და არ მომიწევდა ახლა საავადმყოფოს კედლებში ყურყუტი.ნიაც გადმოხტა მანქანიდან ქმარი ხელის ქნევით გააცილა და ჩემთან ერთად ამოვიდა ახალ სახლში გადასასვლელად ბარგი რომ ჩაელაგებინა.
სახლში შესულს ნაცნობი სურნელი რომ მომეგება ამოვისუნთქე,ჩემს ოთახში შევედი და საწოლში გაუხდელად შევწექი.ახლა მაინც დავიძინებდი ჩემს გემოზე.



№1  offline მოდერი ენემი

ამ გოგოს სულ სძინავს რა joy კარგია გააგრძელე

 


№2 სტუმარი მარი. ელ❤

ძალიან მომწოონს❤❤❤

 


№3 სტუმარი სტუმარი shalo

xashuri unda gavanadguro

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent