შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაყინული წუთები.თავი 7


16-04-2018, 04:59
ავტორი zia-maria
ნანახია 2 585

თავისუფლად ძილს არაფერი არ სჯობია,მაგრამ ზოგჯერ ძილს გვიფრთხობს ან ეშმაკები,ან საყვარელი ადამიანები.
-თუ რაიმე სერიოზული არ გჭირს,თუ ცეცხლი არ გეკიდება,თუ მოსაკლავად არ მოგდევენ და კიდევ რამდენი თუ,თუ,თუ და ბოლოს თუ სასწრაფოდ გადმოფრენა არ მჭირდება,არ არის ჩემი მანდ ყოფნა საჭირო იცოდე მე მოგკლავ ჩემი ძილის დაფრთხობისთვის.
-ნუ იღრინები,სასიხარულო ამბავი უნდა გითხრა.
-თუ სასიხარულოა,მხოლოდ ამ შემთხვევაში გაპატიებ სხვაგვარად ერთი თვე აკრძალული გაქვს ჩემი შეწუხება.
-ანკა არ იცვლები,იზრდები მაგრამ ჭკუა არ გემატება.
-თქვი რა გინდა ადამიანო,მეძინება და უნდა დავიძინო.
-დღეს ბილეთი უნდა ავიღო და უნდა წამოვიდე.
-აგეღო ჯერ ბილეთი,ის ხომ უფრო სასიხარულო იქნებოდა.მოიცა,მართლა მოდიხარ?უეცრად გამოფხიზლდა.
-როგორც იქნა გამოფხიზლდი,ხო მოვდივარ.ნაცნობ ექიმს დაველაპარაკე,ჩემი ავადმყოპფობის ისტორია გადავუგზავნე უკვე და ჩემს ჩამოსვლამდე გადახედავს,შეისწავლის და მომზადებული დამხვდება.
-ეს კარგია,მომწონს შენი შემართება მაგრამ რომ გაპატიო ერთ შეკითხვაზე უნდა მიპასუხო.
-აბა გისმენ,რა გინდა რომ მკითხო.
-ჯერ მითხარი,დამიანე ჩემი ხომ გჯერავს.
-კი,რატომ მეკითხები იმას რაც კარგად იცი ანკა.ცოტა არ იყოს გაბრაზდა დამიანე.
-ნუ ბრაზობ,გეკითხები იმიტომ ერთი რაღაც არ მასვენებს,რაც ძალიან მტკივა არა მარტო მე,შენც და ყველას.
-ოხ,მივხვდი დემეტრეს ეხება.
-მიპასუხებ თუ არა გულწრფელად.
-ნუ მივლი შორიდან,იცი ახლა რას გავს შენი გამოხედვა? ზალაში დადგმულ მიცვალებულს რომ უვლიან შეშინებული თვალებით სწორედ ისე იხედები.
-ავადმყოფი ხარ.გაეცინა ანკას და შემდეგ უეცრად დასერიოზულდა.
-შენი სერიოზული სახე ყოველთვის მაშინებს ანკა.
-დამიანე რა მოხდა იმ ღამით,რატომ დალია და დათვრა დემეტრე ასე უგრძნობლად,რომ ვერ შეძლო მისი თავის გაკონტროლება.ის ხომ არასოდეს არ სვამდა,ის ხომ სასმელს ყოველთვის გვერდს უვლიდა.
-ანკა რად გინდა ამის ცოდნა,დამიჯერე გეტყვი,მაგრამ არა ახლა.
-ახლა,ახლა მითხარი დამიანე სხვა დრო არ მინდა.მკაცრი იყო ანკა და დამიანეს ასეთი ანკა არასოდეს არ ენახა.
-ანკა...............
-დამიანე გთხოვ მითხარი,რა მოხდა იმ ღამეს.რა იცი,რატომ გავარდით შენ და მამა ფერდაკარგულები.იცი როგორ მტკივა?განვიცდი,ის ხომ შვილს ელოდა.
-არა,დემეტრე შვილს არ ელოდა ანკა.იღრიალა დამიანემ და ანკამ გაშტერებულმა მიაჩერდა.
-რა თქვი?
-დემეტრე შვილს არ ელოდა,ის არ არის ჩვენი ძმიშვილი.ანკამ დამიანეს გაბრაზებულ სახეს შეხედა და მიხვდა,რომ სიმართლეს ამბობდა რადგან მისი თვალები სიბრაზისგან ელავდნენ.
-ამიხსენი ეს სიტყვები რას ნიშნავს.ჩურჩულით თვა ანკამ და თან ცრემლი უჭერდა ყელში.
-ორი წლის წინ,როცა დემეტრემ ქეთის შესახებ მითხრა გამეხარდა.შემდეგ რომ დავბრუნდი ახლოდან გავიცანი,საერთოდ არ მომეწონა ეს გოგო.
-რატომ,რა დაგიშავა ასეთი რომ შეიძულე.
-დემეტრეს გვერდით იდგა და მე მეფლირტავებოდა,შემდეგ კი მითხრა რომ ერთად ვყოფილიყავით,რადგან მე უფრო მამაკაცური ვიყავი და მე უფრო ვიზიდავდი.მისი თქმით,ამას ვერავინი ვერ გაიგებდა.
-ღმერთო ეს,ეს,ეს რა ზნედაცემულობაა,ეს რა თავხედობაა.
-ქეთი ეძებდა მდიდარ საქმროს ანკა და დემეტრე იპოვა,თავისი საქმიანობა კი არ შეუწყვეტია,მას საყვარელი ჰყავდა და ის ბავშვიც იმ კაცისგან ჰყავს.
-რაააა?და ეს გაიგო დემეტრემ იმ ღამით,ამიტომ დალია ასე უნორმოდ.
-მე ვუთხარი დემეტრეს მივანიშნე,მაგრამ მითხრა,შენ ჩემი გშურსო.აღარ მელაპარაკებოდა,არ უნდოდა საერთოდ არაფლის მოსმენა და როცა ფაქტის წინაშე დადგა ბოდიში მომიხადა და სასმელში უნდოდა ჩაეხშო ტკივილი,დალია იმდენი რომ ვეღარ გააკონტროლა და თავიც შესწირა.ანკა მე თუ ჩუმად ვარ,არ იფიქროს არავინ ასე დავტოვო დემეტრეს სიკვდილი.
-ღმერთო რა უნამუსობაა,დამიანე დედამ სახლი ქეთის სახელზე უნდა გადააფორმოს,შენ გქონდეს აქაურობაო ასე უთქვამს.
-შენ რა იცი,ჩემთვის არაფერი არ უთქვამს.
-ნანკამ მითხრა გუშინ,თუმცა არც ნანკას არ მოსწონს ეს აზრი.
-მამამ იცის?მამუკას გარეშე ვერ გააკეთებს ამას ნუ გეშინია, არ დავუშვებ დემეტრეს სახლი ქეთის დარჩეს.კარგად იცი არ ვარ ბოროტი,მაგრამ ჩვენს შენმთხვევაში საქმე ჩემს ძმას ეხება და ქეთიმ არ უნდა ისარგებლოს დემეტრეს სიკვდილით,საკმარისია მისით როგორც ისარგებლა
-ღმერთო ვერ ვიჯერებ
-დამიანე მე გავდივარ,საქმე მაქვს.
-სად მიდიხარ,დღეს ხომ შაბათია.
-გუშინ ინგამ ადრე წასვლა მთხოვა,პატარას სიცხე ჰქონია და გავუშვი,სამაგიეროდ დღეს მისულა რადგან მე ვთხოვე დემეტრეს კაბინეტი მიელაგებინა,მისი ნივთები ერთ მუყაოს ყუთში ჩადეთქო და დამირეკა ახლა,რაღაც მნიშვნელოვანი ვნახე და უნდა მოხვიდეო.
-რა უნდა იყოს,რა არის არ გითხრა?
-არა,კონვერტია დაკეტილი და ზემოდან აწერია ,,გადაეცით მამას''.
-მალე მოხვალ?აწრიალდა დამიანე.
-სხვა საქმე არაფერი არ მაქვს და თუ დამაგვიანდა დაგირეკავ.
-კარგი შენს ზარს ველოდები.
-შენ ვის ელაპარაკები.
-ანკა არის,წამოვაგდე საწოლიდან ისევ ისეთი ძილისგუდაა.გაეცინა დამიანეს.
-ანკა?ანკა ჩემო გიჟო მოგვენატრე მა როგორ ხარ,აფრთხობ ინგლისელებს?
-უუუუფ,იცოცხლეთქვა.გაეცინათ სამივეს.
-კარგი გავდივარ,გაკოე მა.
-მეც გაკოცე ყელში.მამუკა გავიდა და ანკამ შეეხვეწა.
-დამიანე მეც მომწერე რა რას გეტყვის მამა.
-კარგი უნდა გავიდე,ვერ გავჩერდები სახლში.აწრიალდა დამიანე და გაჭირვებით წამოჯდა საწოლზე,შემდეგ მძღოლს დაურეკა და თხოვა ჩაცმაში მოხმარებოდა.ერთი საათის წვალების შემდეგ ჩაცმული და მომზადებული გამოვიდა მძღოლთან ერთად სახლიდან,კომპანიაში მივიდა მაგრამ მამუკა იქ არ დახვდა.
-ჩემი მშრომელი,არ შევმცდარვარ შენში და ეს მიხარია.
-ვაიმე,დამიანე აქ რა გინდა შემაშინე.
-მამუკა სად არის,არ მოსულა?
-დავურეკე,მაგრამ ჯერ არ მოსულა მამაშენი.უთხრა გაოცებულმა დამიანეს და თვალებს აცეცებდა.
-რას ეძებ.გაუკვირდა დამიანეს.
-რას არა ვის,ბავშვი არ ყოფილა აქ რომ მოდი?
-არა,არ დამინახავს.
-ღმერთო სად წავიდა,გარეთ ხომ არ გასულა.
-მოიცადე აქ იქნება სად წავიდოდა,გარეთ დაცვა არ გაუშვებდა.უეცრად მიიხედა დამიანემ და პატარას შეხედა ჩასძინებოდა მდივანზე შემოსასვლელში და გაბრაზებულმა შეხედა ინგას.
-შენ კარგად ხარ?ბავშვი გამოუძინებელი წამოაგდე ფეხზე და აქ მოიყვანე?
-გუშინ ადრე წავედი და ვერ მოვასწარი დემეტრეს კაბინეტის დალაგება,დღეს კი ვიფიქრე არავინი არ იქნება და მარტო უფრო კარგად დაუდებ გულსთქო,აბა ვისთვის დამეტოვა.
-ინგა პატარა შენი შვილია და არა შენი ძმა,ხომ სიმართლეს ვამბობ.ინგამ შეხედა გაოცებულმა დამიანეს და შემდეგ თავი ჩახარა.
-შემიძულებ?შენ ხომ ტყუილები არ გიყვარს.
-არა,არ შეგიძულებ რადგან შენ გქონდა მიზეზი დაგეფარა შენი ტყუილი.მამა?სად არის მამა.
-არ ვიცი,მე მის მერე არ მინახავს ის.
-იცნობ?
-არა,მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი.
-ბავშვის შესახებ იცის?
-არა და არც მინდა გაიგოს.
-მე მინდა გავიგო ვინ არის.
-არ ღირს, დამიანე მე მადლობელი ვარ რომ ჩემი შვილისთვის შემიძლია ვიყიდო ის რაც მას უნდა,შემიძლია ვატარო ბაღში.ეს კი შენი დახმარებით გაკეთდა,შენ რომ არა მე ვერასდროს ვერ მივცემდი ამდენ სიხარულს ჩემს შვილს.
-ბინად სად ხარ,შენია ის ბინა სადაც ცხოვრობ?
-არა,ქირას ვიხდი.სახლი მაქვს სამ ოთახიანი ბინა,მაგრამ იქ ვერ მივდივარ მეშინია,მეშინია კიდევ არ მომაკითხოს.
-გაყიდე და დაგეხმარებით,ახალი იყიდე.
-დიდად დამავალებ თუ გამაყიდინებ ისე,რომ მე არ გამოვჩნდე,არ მინდა იქ მისვლა.მაგრამ ხუთი წელია რაც დაკეტილია,მე ახალი გარემონტებული იყო რომ დავტოვე იქაურობა.
-მაგას ეშველება ყველაფერი,რატომ უნდა იხადო ქირა როცა შენი გაქვს.მშობლები?
-მშობლები დარდით დაიღუპნენ,დედას ინფაქტი დაემართა როცა გაიგო ფეხმძიმედ ვიყავი,მამამ კი თავად გამოუტანა მის თავს განაჩენი.
-რატომ მოხდა ასე,რატომ მოექცნენ შენს ოჯახს ასე მკაცრად.
-როგორც შემდეგ გავიგე,მამა თამაშობდა ვალი ჰქონდა უამრავი და ჩემით გამოისყიდა ვალიც და თავის სიცოცხლეც ამ ყველაფერს შესწირა.
-კარგი გასაგებია ყველაფერი,ეს თემა აქ დაიხურა და აღარ განმეორდება.მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები,მიგულე როგორც შენი უფროსი ძმა.
-მადლობა დამიანე ყველაფრისთვის.
-მოდი ახლა აქ რისთვისაც ის ვნახო.
-არა მარტო შენ,ვფიქრობ რომ ეს ყველამ უნდა ნახოთ.ინგა წამოდგა,დემეტრეს მაგიდასთან მივიდა და კონვერტი აიღო და დამიანეს მისცა.ხელში შეატრიალა კონვერდი,სინათლეზეც გახედა და ინგას უთხრა.
-გავხსნა?
-ნუ ხარ სულწასული,დაელოდე მამაშენს და ერთად ნახეთ,დამიჯერე ასე აჯობებს.
-კარგი დაველოდები,ყავა მომიდუღე რა.
-ისე წამოდი ყავაც არ დაგილევია.
-ნწუ,შენი მოდუღებული ყავა მომენატრა.
-გუშინ არ მოგიდუღე?
-გუშინს მერე 24 საათი გავიდა გოგო,ნუ მაყვირებ ბავში გაიღვიძებს და რამე გადააფარე ბავშვს ასე გაცივდება უარესად.ინგა წამოდგა და ღიმილით გავიდა დამიანეს ყავის მოსადუღებლად,მამუკა კი ამ დროს დემეტრეს სახლის კართან იდგა და ხელი უკანკალებდა,როგორც იქნა და შეძლო ფრთხილად დააკაკუნა კარი ქეთიმ გაუღო,ჯერ კიდევ საღამური ეცვა და მამუკას არ ელოდა ასე ადრიანად.მამუკამ სახლს მოავლო თვალი და დემეტრეს ფოტო აიღო ხელში,შემდეგ ქეთის მიუბრუნდა და კისერზე ძარღვებდაბერილმა,სიბრაზით სავსემ უთხრა.
-თავს ვიკავებდი მთელი ეს დრო,მაგრამ არ შემიძლია აქ ამ სახლში გიყურებდე,ამიტომ დღესვე დატოვებ ამ სახლს და წახვალ აქედან.
-დარწმუნებული ხართ რომ დემეტრეს სიკვდილში მე ვარ დამნაშავე?
-1000%-ით,ნუ ისარგებლებ იმით რომ ახლა შენს წინ ვდგევარ და წყნარად გესაუბრები,გამოიყენე ეს ჩემი სიმშვიდე და ასევე მშვიდად დატოვე ეს კედლები რომელიც შენ არ გეკუთნის.შენ ყველა ჩვენთაგანს აბრმავენდი და ამას ვერ გაპატიებ.
-ვინ გითხრა ეს ტყუილები,დამიიანემ?
-არა,არაფერ შუაშია დამიანე.შენ,შენ თავად გაყიდე შენი თავი შენი დაუკვირვებლობით.
-კმარა,კმარა ვიცი რომ არ მოგწონვართ,მაგრამ ეს უკვე მეტის-მეტია.მე დემეტრე დემეტრაძის ქვრივი ვარ და ეს სახლი ჩემია,მე მეკუთნის სახლიც და ასევე კომპანიის აქციებიც მე უნდა გადმომცეთ.ახლა კი გთხოვთ ჩემი სახლი დატოვოთ.კარი გააღო და მამუკას უბრძანა სახლიდან გასვლა.ცრემლი,სისხლი ერთდროულად მოაწვა ყელში,სახლიდან გავიდა მაგრამ გულზე მოიკიდა ხელი,ცუდად გახდა რადგან იმ ქალმა გამოაგდი მისი შვილის სახლიდან,ვის კისერზეც დემეტრეს სიცოცხლეა ცოდვად.ვერ შეეხმიანებოდა ასე დამიანეს,ის გაიგებდა და მიუხვდებოდა,ამიტომ პირდაპირ კომპანიაში წავიდა მაგრამ დამიანე იქ დახვდა სიურპრიზის სახით.
-სად იყავი,ხომ მითხარი კომპანიაში მივდივარო.
-საქმე მქონდა და ჯერ ის მოვაგვარე.
-მოაგვარე კი?შემომხედე მამა,შენ რა იტირე?
-არა გეჩვენება,სად არის ის რის გამოც მოვედით აქ.
-მამა.იღრიალა დამიანემ და მამუკამ თვალებში შეხედა.
-არ მითხრა,რომ იმ ქალთან მიხვედი.
-უნდა მივსულიყავი,თავს ვიკავებდი აქამდე და დღეს მივედი.
-მერე?
-თვალებში ჩავხედე,დამიანე იქ იცი რა დავინახე?სიცივე და სიცარიელე.
-რატომ მიდი,ხომ გითხარი მე მოვაგვარებ ყველაფერსთქო.რატომ,რატომ მიდი თავდახრილი რატოოომ.ყვიროდა დამიანე და რასაც კი მიწვდა ყველაფერი ძირს გადაყარა.მამუკამ შეხედა და არანაკლები სიბრაზით უთხრა.
-არასოდეს,არასოდეს არ დაარტყა ხელი მაგიდაზე.იცი ეს რას ნიშნავს?შენს სისუსტეს აჩვენებ სხვას,ეს კი აღარასოდეს აღარ გააკეთო.შენ დამიანე ხარ,გესმის?ჩემი შვილი,დამიანე დემეტრაძე ხარ რომელიც არასოდეს არ იხევს უკან და რომელსაც ვერასოდეს ვერავინი ვერ დააჩოქებს.
-უნდა გავიდე და მალე დავბრუნდები.დამიანე გავიდა,მუჭით ამოწმინდა თვალებში ჩამდგარი ცრემლი და ინგას შეხედა რომელიც გაოცებული უცქერდა მამა-შვილს.
-ინგა მალე დავრუნდები და არ მიატოვო,გთხოვ.ინგამ თავი დაუქნია და მკრთალად გაუღიმა.ასევე მკრთალი ღიმილით მოუხადა მადლობა და წავიდა,კომპანიიდან გასულს კი ღიმილი გაუქრა სახიდან და ცოტა ხანში მოურიდებლად დააბრახუნა იმ კარებზე საიდანაც ცოტა ხნის წინ მამუკა გამოაგდეს.შეშინებულმა გააღო კარი ქეთიმ და არც კი შეეკითხა შეეძლო თუ არა სახლში შესვლა დამიანეს.
-აქ რა გინდა,გინდა შენც მამაშენივით შეურაცყოფა მომაყენო?
-არავინ გაყენებს შეურაცყოფას,ის გითხრეს რაც ხარ.
-გაეთრიე ჩემი სახლიდან და თან ახლავეს.
-შავები გაგიხდია,ქმარს აღარ გლოვობ არადა მხოლოდ ხუთი თვეა გასული.
-ფეხმძიმე ქალებს შავი ფერი ცუდ აურას უტოვებს.
-აააა,გასაგებია არ გამახსენდა შენი ორსულობა.
-ირონიას მოეშვი და თქვი რისთვის მოხვედი,ან წაეთრიე აქედან.
-სასიხარულო ამბავით მოვედი,ვიცი რომ გაგახარებ.დღეს ყველასათვის შოკისმომგვრელი იყო ის ფაქტი,რომ დემეტრეს სიკვდილიდან ხუთი თვის შემდეგ გავიგეთ მისი დატოვებული ანდერძის შესახებ.ეს ანდერძი უნდა გაიხსნას სადღაც ერთ საათში,იქ ხარ საჭირო და სახლი როგორც შენ ამბობ შენია,დღეს გაირკვევა ვისია,შენია თუ სხვისი.ამის სათქმელად მოვედი და ხო კიდევ,დღევანდელ დღეს როგორც მოექეცი მამას ამას არ გაპატიებ,გეფიცები თუ ქუჩაში არ დაგტოვო.ქეთი გაშეშებული იდგა და უკვე დახურულ კარს მისჩერებოდა,დამიანე კი კმაყოფილი სახით დაბრუნდა ისევ კომპანიაში იქ ნანკაც მოსულიყო და დამიანეს ელოდნენ.ანკაც ჩაერთო ოჯახს კომპიუტერით,დიანა ამშვიდებდა და შემდეგ გავიდა,რადგან არ უნდოდა იქ ყოფილიყო,ეს ხომ მხოლოდ ოჯახის საიდუმლო იყო.ხელის კანკალით გახსნა მამუკამ კონვერტი და თვალებ-გაფართოებულმა ჩაიკითხა,დამიანემ ვეღარ გაუძლო და ხელიდან ააცალა ქაღალდი და თავადაც გაოცებულმა ჩაიკითხა.შემდეგ კი ერთი ხმამაღლა გადაიხარხარა და სული რომ მოითქვა თქვა.
-მაშ ასე,ფული რაც კი აქვს დემეტრეს დაუტოვა დედმამიშვილებს,სახლი კი ანკას დაუტოვა.
-ქეთის?მამა ქეთის არაფერი არ დაუტოვა?იკითხა ნანკამ.
-არა,ქეთის არაფერი და იმ სახლსაც დატოვებს.თქვა დამიანემ სიცილით.
-შენ რა გაცინებს.შეუბღვირა ნანკამ.
-რა გგონია მე დემეტრეს ფული გამიხარდა?არა დაიკო,მე ის გამიხარდა რომ ის ქალბატონი გარეთ გამობრძანდება და ქუჩაში დარჩება.
-რატომ არ მოვიდა,საერთოდ იცოდა ანდერძის შესახებ?
-იცოდა,თავად ვიყავი ამ ამბის მახარობელი.
-და არ მოვიდა?
-როგორც ხედავ არ მოვიდა,ალბად ეგონა ტყუილი ვუთხარი.
-ეს,ეს,ეს ამდენი თანხა საიდან აქვს დემეტრეს დამიანე.
-რააა,რამდენია.
-350,000$ აქვს ანგარიშზე და საიდან.
-ბ-ნო მამუკა ესენიც ნახეთ,ვფიქრობ რომ მნიშვნელოვანია და თქვენს კითხვაზე ეს საქაღალდე გასცემს პასუხს.მამუკამ გამოართვა საქაღალდე ინგას და გაოცებულმა ჩაიკითხა.შემდეგ თავი ასწია და დამიანეს შეხედა შეშინებული თვალებით.
-გაუყიდია,დამიანე დემეტრეს მისი აქციები გაუყიდია,მისი პაკეტი სხვის სახელზეა.
-რაააა?ყველამ ერთდროულად წამოიძახა.
-გაუყიდია,როგორც მივხვდი წასვლა ჰქონდა გადაწყვეტილი.
-შენ იცოდი?შეხედა ინგას დამიანემ.
-არა,საიდან. მივხვდი ქაღალდები რომ ვნახე,მე ხომ სათითაოდ გადავხედე ყველა ქაღალდს და დავალაგე კარადა,ეს კი არ იყო იქ დასადები.ისე ჰქონდა დადებული,ვიღაცას უნდა ენახა და ასე გაიგებდით ყველაფერს.
-ვინ არის ახალი მეწილე,ნაცნობია ან ცნობადი პიროვნებაა არაფერი არ ვიცით?
-არაა უცხო,იოანე ლეშკაშელი
-უუუფ,კიდევ კარგი არ არის უცხო.
-მართლა კიდევ კარგი,რომ უცხო არ არის.ჩაილაპარაკა მამუკამ.ყველა მისთვის იჯდა ჩაფიქრებული,რომ კაბინეტი მარინამ შემოაღო.
-რა ხდება,დღეს შაბათ დღეს რა თვყრილობა გაქვთ აქ,მაგრამ კარგია ყველას ერთად რომ გხედავთ რაღაც უნდა გითხრათ და იმედია დამთანხმდებით.
-რა მოხდა,რაზე გინდა ჩვენი თანხმობა.უთხრა მამუკამ მარინას და გაოცებულმა შეხედა.
-ყველა საჭირო ქაღალდი შევაგროვე და მხოლოდ შენი თნხმობა მჭირდება,რომ დემეტრეს სახლი ქეთის სახელზე გადავიდეს.
-ბოდიში დედიკო,მაგრამ ეს არ მოხდებაა.უთხრა დამიანემ.
-რატომ?
-იმიტომ,რომ იმ სახლის მფლობელი უკვე ანკაა.თუ მისი სურვილი არის დაუთმოს, მე პრეტენზია არ მაქვს.უთხრა მამუკამ.
-არანაირი სურვილი არ მაქვს,იმ სახლში იცხოვროს ქალმა,რომელმაც ერთი ძმა მომიკლა და მეორე დამიინვალიდა,მე მოვითხოვ დღესვე დატოვოს ის სახლი.
-რას ამბობთ,ყველამ ერთად გაგიჟდით?პირი შეკარით მის წინააღმდეგ?მესმის არ გინდათ რადგან დემეტრე აღარ არის,მაგრამ ბავშვი?ბავშვი როგორ გავაგდო ქუჩაში.
-თუ ასე გეცოდება,შენც მას გაჰყევი უკან და დედობა გაუწიე.უღრიალა მამუკამ და მარინას ხელი კრა,რომელიც იქვე მდივანზე დავარდა.შეშნებულმა და გაოცებულმა მოავლო სათითაოდ ყველას თვალი და ჩუმად თქვა.
-ჩემს ტკივილზე გინდათ ყველამ გადაიაროთ?
-გამოფხიზლდი დედა,ტკივილით მაშინ უფრო გეტკინება მწარედ როცა ის ბავშვი გაიზრდება და გაიგებ ერთი წვეთი სისხლი არ აქვს შენი შვილის,ის ბავშვი არ არის შენი შვილიშვილი,არ არის დემეტრეს შვილი,არ არის ჩვენ ი ძმის შვილი,ნეტავ იყოს ყველაფერზე თვალებს დავხუჭავდი და ყველაფერს მივცემდი.უთხრა დამიანემ.
-როგორ დაამტკიცებთ ამას,გვაქვს რაიმე ისეთი რაც სიმართლეს შეესაბამება?მამუკა წამოდგა,სეიფიდან სიდები გამოაღო და ყველამ მოისმინა ჩანაწერი,მარინას ფერებმა გადაუარა სახეზე და თავი ხელებში ჩარგო,ტიროდა და ტირილით თქვა.
-როგორ მინდოდა მისთვის მიმეცა ყველაფერი რასაც კი დემეტრეს სახელი ჰქვიოდა.როდის მოასწრო ანდერძის დაწერა და მისი წილის გაყიდვა.
-წილის გაყიდვა ალბად ჰქონდა გადაწყვეტილი და ისე გაყიდა არც კი გაგვიგია,ანდერძი იმ ღამით არის დაწერილი,ავარიამდე რამოდენიმე სათით ადრე.
-გააგზავნე მამუკა ხალხი რომ ის სახლი დატოვოს,იქ ერთი წუთითაც არ უნდა გაჩერდეს.
-ეს მე უნდა გავაკეთო,დავპირდი და უნდა შევუსრულო.თქვა დამიანემ და კაბინეტიდან გავიდა.ისევ მეორედ მივიდა იმ კართან სადაც ეძნელებოდა შესვლა და სანამ დააკაკუნებდა მთელი მასში არსებული ძალა მოიკრიბა.
-ისევ შენ ხარ?რა გინდა,რატომ არ მანებებ თავს.
-გითხარი,ერთ საათში ანდერძი უნდა გაიხსნასთქო და არ მოხვედი,შენ რა გგონია გეთამაშები?
-რა გინდა დამიანე შემეშვი,შემეშვიიიით.
-არა,დამიანემ რომ შეგიცოდოს და შეგეშვეს რაშიც არ ვარ დაწმუნებული რომ ოდესმე ეს მოხდება,მე არ შეგეშვები ქეთი და იცი რატომ?
-დედა აქ რა გინდა.დამიანემ მკაცრად შეხედა კარებში მდგარ მარინას და ნანკას.მარინამ კი ხელით ანიშნა გაჩუმდიო და ქეთის წინ დამდგარმა გააგრძელა საუბარი.
-შენ მე მომატყუილე,დემეტრეს საყვარელი ყავს და მღალატობსო,არადა ეს კი პირიქით ყოფილა.ასეთი სულ-მდაბალი ხარ?დამიანე აქ მეც იმაზე მოვედი რაზედაც შენ,რადგან შენ ერთი ძალიან მნიშვნელვანი ქაღალდის წამოღება დაგავიწყდა,აი ეს.მარინამ ანდერძის ასლი ჩაუდო ხელში და მკაცრად უთხრა.-დღესვე დატოვე ეს სახლი,ხვალ აქ არ დამხვდე.ქეთიმ ანდერძი ჩაიკითხა და ფერი დაეკარგა ხან დამიანეს უცქერდა,ხან მარინას და ხან ნანკას.
-არა,ეს დემეტრეს დაწერილი არ არის,ეს თქვენ შეადგინეთ,რადგან თქვენ არცერთს არ გინდოდათ დემეტრეს გვერდით ჩემი ყოფნა.
-მორჩი ტირილს?შეეკითხა დამიანემ
-არ მჯერავს,ეს დაწერეთ და ახლა აქ შემომესიეთ.
-მეც არ მჯეროდა და ყველას გადაუდექი წინ შენს გამო,მაგრეამ დეტექტივის მიერ მოგროვებული მასალა სულ სხვას ამბობს.ამის შემდეგ რაც ჩემი ყურით მოვისმინე,სურვილიც კი აღარ მაქვს საერთოდ შეგხედო და ადამიანად აღგიქვა.
-ყველაფერს ტყუილს ამბობთ.
-შეგიძლია გადაამოწმო შენს ადვოკატთან,მანამდე კი ეს სიდები მოგეხმარება აღიდგინო შენი მეხსიერება როდის,ვის და სად ელაპარაკე შენს გრძნობებზე.დამიანემ სიდები იქვე მაგიდაზე დაუწყო და გასვლისას ისევ შემოუბრუნდა.
-თუ გგონია,რომ ამ სიდებს დაამტრევ და გადაყრი, გაანადგურებ არ იჯავრო ორიგინალი შენახული მაქვს,იქ დევს სადაც შენ ხელიც კი არ მიგიწვდება.სახლის კარები გასვლისას ისე მოიხურე უბრალოდ,გასაღები მიმაქვს.ყველამ ერთად გავიდა გარეთ და ჩაჯდა თუ არა მანქანაში ღრმად ამოსუნთქვის შემდეგ თქვა.
-ესეც ასე,ერთით ნაკლები ჭირი მოვიშორეთ,წილი მომთხოვა გოგომ და მოინდომა კომპანიაში წამომიჯდეს ფეხი-ფეხ გადადებული.
-ახლა საით ბ-ნო დამიანე.
-ახლა ისეთ ხასიათზე ვარ შიო კიდევ ერთხელ დამიძახებ ბატონოს და არც დავფიქრდები ისე წაგაცილებ წიწილივით თავს.შიოს გაეცინა და დამიანეს შეხედა.-საით წავიდეთ.
-სახლში,დავიღალე უნდა დავისვენო.მძღოლმაც სახლისაკენ აიღო გეზი.
-დედააა,გადავწყვიტე წავიდე.
-სად,სად უნდა წახვიდე შენს მდგომარეობაში.
-სწორედ ამიტომ მივდივარ,რომ ჩემი მდგომარეობა შევცვალო,მინდა ლონდონში გავაგრძელო მკურნალობა.
-მართლა გადაწყვიტე?
-მართლა გინდა რომ იმკურნალო?კითხვები დააყარა მარინამ და ნანკამ ერთად.
-მინდა ძალიან,რადგან ვიცი წინ ძალიან დიდი სიურპრიზი მელოდება.
-რა სიურპრიზია.დამიანემ ერთი გადახედა დედას და მანაც უთხრა.-კარგი,კარგი აღარაფერს გეკითხები,ისიც საკმარისია რომ გადაწყვიტე სამკურნალოდ წასვლა.
-ბილეთები უკვე დაჯავშნულია და ამ კვირაში წავალთ.ხომ შიო?
-კი ხუთშაბათ დილით არის ფრენა.
-შენც ჩემთან ერთად მოდიხარ,ხომ იცი უშენოდ არაფერი ვარ.შიომ გაოცებულმა შეხედა და დამიანეს გაეცინა.-ნუ გიკვირს, შიო შენ ჩვენთვის ოჯახის წევრივით ხარ ამდენი წელია აქ მუშაობ,თითქმის აქ გაიზარდე.მე ერთი წელია რაც მიცნობ,მაგრამ ჩემთვის საკმარისია რომ ჩემი ოჯახი გიცნობს და დიდი ნდობა გაქვს მათ წინაშე.მოემზადე ხუთშაბათს გავფრინდებით.ანკამ ძალიან ბევრი იტირა და ტირილით დაღლილს ჩაეძინა,დიანამ გადააფარა პლედი და ფეხაკრებით დატოვა ანკას საძინებელი,კარებში გასვლამდე კი ანკას მესენჯერში ზარი შემოვიდა,რა სიჩქარითაც შეეძლო გადაკვეთა მანძილი კომპიუტერამდე და უპასუხა.
-ანკა?სად არის ანკა.დიანა დაიბნა,ხმა ეცნო მაგრამ იფიქრა მეჩვენებაო და ჩუმად უპასუხა.
-ძინავს ანკას ძალიან ინერვიულა და ჩაეძინა,მოგვიანებით დაურეკეთ.დამიანეც დააბნია დიანასთან საუბარმა და დაბნეულად უთხრა.
-მადლობა,რომ გაიღვიძებს უთხარი თავად დამირეკოს.
-გადავცემ აუცილებლად.კომპიუტერი გათიშა და გავიდა.გაახსენდა რომ ანკას არაფერი არ ეჭამა და მისი საყვარელი ბლინების კეთება დაიწყო,თავად კი ძალიან მოუნდა ქართული აჯაფსანდალი და ცალკე აკეთებდა პატარა ქვაბში.ანკამ გამოიღვიძა და ძილბურანში მყოფი გამოვიდა საძინებლიდან,სუნს გაყვა და სამზარეულოში შევიდა,ბლინების შეხედვაზე გაახსენდა რომ მთელი დღის მშიერი იყო და დიანას ლოყაზე აკოცა.
-იქ რას აკეთებ იმ ქვაბში?ვაიმე რა კარგი სუნია მეც მინდა.
-აჯაფსანდალია გინდა შეჭამ?
-რატომაც არა?დაუსხა და დააჯინა.
-დაჯექი,ჭამე და შემდეგ კომპიუტერში გელოდებიან.
-მე?ვინ მელოდება.
-ალბად ძმა,არ ვიცი მამაკაცის ხმა იყო თვალი არ ჩამირთია.
-ააა,არ შეგიხედავს?
-არა,ავტო-ბიოგრაფია არ გაგვიცვლია ერთმანეთისთვის რა გჭირს.ორშაბათს გაყოლა მინდა გამყვები?
-ააა,სად.დილის სათებში მცალი მერე 2-ზე მაქვს ლექცია.სად მიდიხარ,რატომ მეკითხები?
-ექიმთან მივდივარ,წამოხვალ?
-მეკითხები?რა თქმა უნდა წამოვალ.სქესის გაიგებ?უკვე ხომ უნდა გამოჩნდეს?
-უკვე კი მეექვსე თვეში ვარ,მალე აქედანაც წავალ.
-აუუუ,არა რა გთხოვ.მოდი ერთად წავიდეთ.
-მიდი,მიდი ჭამე და მაგაზე მერე ვილაპარაკოთ.ჩქარა,ჩქარა ჭამა და ისევ თავის საძინებელში გაიქცა,ერთი სული ჰქონდა დამიანეს როდის დაურეკავდა და გაიგებდა ამბებს.დაასრულა და მაგიდის ალაგება დაიწყო,რომ დიანამ შეუბღვირა გაეცინა და გაიქცა.ჯერ კიდევ პირმოთხუპნული იყო როცა დამიანეს დაურეკა და დამიანემ იქედან სიცილი დააყარა.
-ისევ ისე ითხუპნები გოგო?
-დამიანე რა ხდება,დამეძინა ვერ შევძელი ლოდინი მომიყევი რა.
-ყველაფერი კარგადაა დატოვებს სახლს.
-სანამ არ გავა სახლიდან,მანამდე ვერ დავიჯერებ.
-დაიჯერებ,ახლა კიდევ ერთი ექიმმა დამირეკა და მითხრა 78% არის შანსი რომ ფეხზე დავდგე.
-აუ რა კარგია და ახლა რას აკეთებ?
-ხუთშაბათს მოვფრინავ ჩემს მძღოლთან ერთად,ჩამოვალ თუ არა შეგეხმიანები,მოგწერ.კომპიუტერი გათიშა,გვერძე გადადო და მის საწოლთან მდგარ ნანკას შეხედა.
-დამიიიი წამიყვანე რა,მეც შენთან ერთად მინდა რომ ვიყო.ტირილით თხოვა ნანკამ და საწოლში შეუწვა დამიანეს.
-ნანკა რა გჭირს,საგულაოდ ხომ არ მივდივარ სამკურნალოდ მივდივარ და შესაძლებელია თვეები გავჩერდე იქ,შენ აქ სწავლას რას უშვები.ექიმმა მომწერა ჩამოხვალ თუ არა ოპერაციისათვის იყავი მზადო.
-მოწერა რად უნდოდა,იქ ვერ გნახავდა?
-მითხრა იმიტომ,რომ ფსიქოლოგიურად ვიყო მზად.
-დამიანე მეჩვენება თუ საერთოდ არ ნერვიულობ?
-არ ვნერვიულობ,რადგან ანკა იქ არის.
-ხოდა მეც მინდა თქვენთან ერთად რომ ვიყო,რა ეს ცუდია?
-მორჩი წუწუნს,არ ვრჩები იქ და მალე დავრუნდებით იქედან.
-როგორ მალე,კი როგორ არა.
-ნანკა ნუ ბუზღუნებ დაღლილი ვარ დღეს ძალიან,დავბრუნდები 5-6 თვეში ან შეიძლება მეტი გვიან ან მეტი ადრე.განა ვიცი რამდენი დაჭირდება მკურნალობას?აქ წვები?დაისვენე და შენი ხმა არ გავიგონო,მე მეძინება.დამიანემ თვალები დახუჭა და შეეცადა დაძინებას,მაგრამ სახეზე ბედნიერი ღიმილი გამოესახა,თითქოს საოპერაციოდ კი არა იქ თავისივე ბედნიერების დასაბრუნებლად მიდიოდა.



№1  offline წევრი mia15

ძალიან კარგი თავი იყოსუპერ.ყოჩაღ.ველი შემდეგ თავს

 


№2  offline მოდერი zia-maria

mia15
ძალიან კარგი თავი იყოსუპერ.ყოჩაღ.ველი შემდეგ თავს

როგორც ყოველთვის პირველი ხარ,გაიხარე საყვარელო.

 


№3 სტუმარი სტუმარი მაყვალა

ძალიან კარგია გაიხარე როგორც მე მახარებ და მილამაზებ ყოველ დღეს შენი რომანებით ველოდები გაგრძელებას გეფერები კალამატიდან

 


№4  offline მოდერი zia-maria

სტუმარი მაყვალა
ძალიან კარგია გაიხარე როგორც მე მახარებ და მილამაზებ ყოველ დღეს შენი რომანებით ველოდები გაგრძელებას გეფერები კალამატიდან

როგორ მიხარიხარ ქ-ნო მაყვალა გაიხარეთ და გამძლეობას გისურვრბთ უცხო მიწაზე,უცხო ჭერს-ქვეშ.მიხარია,რომ ცოტა რამოდენიმე საათით რომ გავიწყებთ პრობლემებს. kissing_heart kissing_heart

 


№5 სტუმარი marina

zalian kargia momsons.damianes gadaskvetileba da imedia kvelaperi kargad sava.sarmatebebi korisimu.❤❤

 


№6  offline მოდერი zia-maria

marina
zalian kargia momsons.damianes gadaskvetileba da imedia kvelaperi kargad sava.sarmatebebi korisimu.❤❤

მადლობა მარინა დეიდა,გაიხარეთ. kissing_heart kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent