შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთჯერადი სტუმარი 18+ (თავი 4)


16-04-2018, 08:34
ავტორი naattii
ნანახია 3 472

ამ ბიჭის გამოჩენამ ჩემი ცხოვრება შეცვალა, მაგრამ ჯერ ვერ ვხვდებოდი ეს კარგი იქნებოდა თუ ცუდი. ვხვდებოდი რომ გრძნობები მიბრუნდებოდა, მაგრამ კარგი იქნებოდა ეს თუ ცუდი? ერთ კაცთან ორჯერ არასდროს ვყოფილვარ, მათგან სითბო არასდროს მიმიღია, მხოლოდ გართობა, მის გარდა არავისთან ჩამძინებია, ჩემი კოშმარი არავის გაუზიარებია. ვინ მეტყოდა კარგი იყო ეს თუ ცუდი? ნანო მჭირდებოდა, ჩემ დასთან საუბარი მჭირდებოდა. არ დამიკაკუნებია, ასე ადრე ექთანი მისული არიქნებოდა და ეტლში თავად ვერ ჩაჯდებოდა. გასაღებით გავაღე და მისი ოთახისკენ წავედი. სწორად მივხვდი, რა თქმა უნდა ეღვიძა და წიგნს კითხულობდა. გაუკვირდა რომ დამინახა:
-ნინელი, ხომ კარგად ხარ?
-გთხოვ მაგ კითხვას ნუ დამისვამ რა_გვერდით მივუწექი და თავი კალთაში ჩავუდე, მანაც თმებში დამიწყო მოფერება
-მომიყევი რა ხდება
-სამი დღის წინ ერთი ბიჭი გავიცანი, ბავშვი, სულ რაღაც 22 წლისაა და იმდენი მოახერხა მასთან მეძინა.
-მეთქი რამე მოხდათქო, იმდენთან წვები ეგ უნდა გამკვირვებოდა? სულ აიღე ცხოვრებაზე ხელი.
-არა ნანო ცუდად გაიგე, მეძინა, პირდაპირი მნიშვნელობით მეძინა, მასთან, მისსავე საწოლში და იმის ნებაც კი მივეცი ჩემი კოშმარის მომსწრე გამხდარიყო_აი ახლა კი გაუფართოვდა თვალები.-გთხოვ მასე ნუ მიყურებ მეც არ ვიცი ეს როგორ დამემართა.
-ღმერთო ნინელი მოგწონს?
-ვინ მომწონს გოგო, ალექსანდრე? ის ბავშვი?_ნერვიულად წამოვხტი და წინ და უკან დავიწყე სიარული_უბრალოდ აურა აქვს ისეთი რა, აი რომ წყნარდები.
-დარწმუნებული ვარ მხოლოდ შენთვის, მასაც ექნება სიმპათიები, ნინელი იქნებ...
-რა იქნებ ნანო? გულახდილი ვიყო? ორი შეხვედრის შემდეგ მოვუყვე ჩემი ბნელი წარსული? რომ სინამდვილეში სულით ბო*ი არ ვარ და ასე მხოლოდ საკუთარი სასოწარკვეთილების დამალვას ვცდილობ? როგორ ვენდო კაცს მის მერე? მამრობით სქესს ნდობა როგორ გამოვუცხადო?
-ნინელი, რადგან ბაღში ერთი ვარდი დაჭკნა, ყველა არუნდა მოჭრა.
-კარგი რა ისევ რომელიღაც წიგნიდან ციტირებ? არ გინდა რა ჩემთან არა. და რა ვუთხრა? თუ ახლა ოდნავ მაინც მოვწონვარ რაც მეეჭვება, ჩემი ულახდილობის შემდეგ შემომხედავს? მარტო იმის გაგონების შემდეგ რომ საკუთარ დას ცხოვრება დავუნგრიე? მომავალი წავართვი? ყველანაირი ოცნება რომ დაგიმახინჯე და ოჯახის შანსი დაგიკარგე? მაპატიე არუნდა მომეყოლა, ყველაფერი ჩემი ბრალია და იმის ნაცვლიდან მშვიდად ყოფნას გაცლიდე ჩემ პრობლემებს გიმატებ. პატიებასაც კი ვეღარ გთხოვ უკვე_სანამ ბოლო ხმით დავიწყებდი ღრიალს მანამდე გამოვვარდი და ქუჩაში სიცივეს შევაფარე თავი. ამ წუთას სამსახურიც აღარ მახსოვს დილის 11 საათზე ბარში რომ გავიქეცი.
-დამიანე მიშველე_ჩემს ამ მზერას იცნობდა, ის ერთადერთი იყო მამაკაცებს შორის რომელსაც იმ ამბის შემდეგ ვენდე და ყველაფერი ვუამდე, მხოლოდ მასთან მქონდა კონტაქტი და ახლო დამოკიდებულება.
-ახლავე ნინელი, ჩამოჯექი, ახლავე_მაშინვე დაწვდა დახლის ქვემოთ ჩემს „პირად ბოთლს და ჭიქა ბოლომდე შემივსო. მესიამოვნა მთელი გულ-მუცელი რომ ჩამეწვა, ტკივილი მსიამოვნებდა.
-ცოტა შემსუბუქდი?
-კიდევ ერთი და მერე გიპასუხებ._მანაც უსიტყვოდ შეასრულა. მეორე ჭიქამ უკვე სასიამოვნოდ დამიარა ძარღვებში.
-მადლობა დამიანე, უშენოდ არვიცი რა მეშველებოდა.
-ახლა ჯობია სახლში დაისვენო, გთხოვ რა, რამდენიმე დღე უბრალოდ დაისვენე.
-კარგი დამიანე, ამჯერად დაგიჯერებ, 2-3 დღეში შემოგივლი_თბილად მომეხვია და სევდიანი ღიმილით გამომიშვა.
სამსახურში დავრეკე, როგორც სანიმუშო თანამშრომელი, რამდენიმე დღე გამათავისუფლეს ვითომდა გაციების გამო, თუმცა როგორც კი თანხმობა მივიღე ქობულეთისკენ წავედი. ბათუმი ჩემთვის ზედმეტად ხმაურიანი იყ, მიყვარდა ქობულეთში წყნარად სანაპიროს ქვების გათელვა, თუმცა ამ ზამთარში ისედაც მარტო ვიქნებოდი.
მთელი დღეების მანძილზე სანაპიროზე ვიჯექი, მხოლოდ ნანოს მივწერე რომარ შეშინებოდა, ხმას ვერ გავიგონებდი. რამდენიმეჯერ ალექსანდრეც ამომიტივტივდა, ნეტავ საერთოდ თუ გავახსენდი? ან ბარში რომ ვერ მნახა თუ მომიკითხა? ალბათ ჩემი სახელიც არ ახსოვდა, ალბათ მისთვისაც რიგირთი კიდევ ერთი ერთჯერადი პარტნიორი ვიყავი, თუმცა უკვე ორჯერადი გამოვდიოდი. ჩემივე ფიქრებზე გამეცინა და მივხვდი რაც მაკლდა ამდენი ხნის მანძიზე. ძველი უდარდელი ნინელი.
მესამე დღეს ვეღარ გავძელი და უკვე ჩემოდნის ჩალაგებას ვასრულებდი დამიანეს მესიჯი რომ მომივიდა: „ნინელი ამაღამაც რომარ გამოჩნდე ალბათ ბარს გადამიწვავს, ორი დღეა დილიდან-საღამომდე აქ ზის და გელოდება. ეს თუარა მე შემიცოდე უკვე ყურები მატკინა“.
ღიმილით მოკიდა უკვე ჩალაგებულ ჩემოდანს ხელი და ოთახი დატოვა. თავში მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებდა, მასაც ახსოვდა, არც მას დავიწყებია.
--------------------------------------------

მაპატიეთ, ვიცი რომ ისევ ცოტა პატარა თავია უბრალოდ აზრობრივად ასე მინდოდა დამესრულებინა, ვეცდები გამოვასწორო და კიდევ...
დიდი დიდი მადლობა ასეთი თბილი კომენტარებისთვის, მართლაც დიდი მადლობა <3



№1 სტუმარი სტუმარი nata

au dzaaan magaria,vgijdebi❤️

 


№2  offline მოდერი Queenofmoon

კარგიაა... იმედია დიდ თავს დადებ და გაგვახარებ

 


№3 სტუმარი სტუმარი ქეთი

სულით არ ვარო, ამაზე გადავბჟირდი. მე მეგონა მეძავობა დიდი ცოდვა იყო. მაგრააამ...
თუ რაღაც განსაცდელი შეგხვდება ცხოვრებაში, გამოდის თავი ასე უნდა დაისაჯო, და თან სიამოვნებაც არ უნდა მოიკლო.

 


№4  offline მოდერი naattii

სტუმარი ქეთი
სულით არ ვარო, ამაზე გადავბჟირდი. მე მეგონა მეძავობა დიდი ცოდვა იყო. მაგრააამ...
თუ რაღაც განსაცდელი შეგხვდება ცხოვრებაში, გამოდის თავი ასე უნდა დაისაჯო, და თან სიამოვნებაც არ უნდა მოიკლო.

სულ სხვა რაღაც ვიგულისხმე...
ნელნელა ავხსნი და უფრო მისახვედრი იქნება :))

 


№5  offline აქტიური მკითხველი terooo

შეუყვარდა თუ როგორც პარტნიორი ისე მოეწონა ნეტავ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent