შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება ახალგაზრდების წესებით [5]


16-04-2018, 16:48
ნანახია 1 528

ბიჭებს მაგრად მოუწყვიათ საიტი.
ამ რამდენიმე დღეშიც ბევრი სიახლე დაუდიათ. უკვე 900 მომხმარებელი ყავს. ჩვენს სკოლაში კი 3000 მოსწავლეა, ანუ, ყველაფერი წინაა. სიახლეებს ჩამოვუყევი და ერთი პოსტი თვალში მომხვდა: "სკოლის აიდოლების სასიყვარულო დრამა!" სათაურზევე თვალები გადავატრიალე და გავაგრძელე პოსტის კითხვა. ჩემი და დემეტრეს ფოტოც იდო, როცა დემეტრემ თავისი საჭმელს ძირს დაახეთქა.ამ მომენტში მე ჯერ კიდევ გაბრაზებული გამომეტყველება მქონდა და შიში არ მემჩნეოდა. ცოტა ხნით ჩემს გამწარებულ სახეს მივაშტერდი, მერე კი ტელეფონი ჯიბეში ჩავიდე და გადავდე ჭორების კითხვა. ელენეს ცოტა კიდევ ველაპარაკე, ბოლოს გადავკოცნე და კოტეჯისკენ გავემართე. "ჩვენი" კოტეჯის კიბეებზე დემე იჯდა და ტელეფონს ჩასჩერებოდა. ნაბიჯების ხმა გაიგო და თავი აწია.
-აჰა.-გასაღები გადავუგდე და მანაც ჰაერში დაიჭირა. წამოდგა. ბარგი გამომართვა და კარები გააღო.
-უკვე მთელმა სკოლამ იცის ჩვენს ჩხუბზე.-სხვათაშორისოდ გამომძახა დემემ ზღურბლზე გადაბიჯებისას. მე ისევ სკოლის საიტზე ვიქექებოდი.
-ჰო, თან პოსტის სათაურიც მაგრადაა შერჩეული.-ტელეფონიდან არ ამომიხედია, სარკაზმით ვუთხარი.
უცებ შუა ოთახში შევჩერდი და გაოცებისგან პირი დავაღე. რამოდენიმე წამის წინ დადებული პოსტი ამომიხტა, სათაურით: "პოპულარული წყვილი ცალკე კოტეჯში გადასახლდა." ქვემოთ კი ისევ ჩემი და დემეს ფოტო დევს. ზუსტად წუთის წინ გადაღებული ფოტოა.
დემეტრემ ბარგი დადო და შემობრუნდა.-რამე მოხდა?
ხმა არ გამიღია. უბრალოდ ტელეფონი გავუწოდე. დემეს სახე შეეცვალა.
-არა, ეს უკვე ზედმეტია!
კარების მხარეს მყოფ ფანჯარას მივვარდით. ახლომახლო არავინ იყო. ამოვიოხრე. ფანჯარას ფარდები ჩამოვაფარეთ და ახლაღა გამახსენდა ოთახის დათვალიერება. დანარჩენი კოტეჯებივით მყუდრო იყო, ყველაფერი ხისგან დამზადებული. საძინებელში, რომელიც შემოსასვლელი კარებიდანაც ჩანდა ორი ერთადგილიანი საწოლი იდგა, შეტყუპებული. ამის დანახვახე გული გადამიქანდა. სასწრაფოდ დავაშორე საწოლები ერთმანეთს. ტუმბოს დრო რომ მოვიდა, ვერ დავძარი და მხოლოდ მაშინ შევამჩნიე კარის ჩარჩოზე მიყრდნობილი დემე. რომელიც ალბათ კარგა ხანია, რაც მიყურებდა.
-რას მიყურებ? მომეხმარე რა!-თხოვნის თუ წუწუნის ნოტები შევნიშნე საკუთარ ხმაში.
დემეტრეც თითქოს თხოვნას ელოდაო. მაშინვე მოაწესრიგა ყველაფერი.
-ჰო... ისა... ბოდიში დღევანდელზე.-ჩემს სიტყვებზე დემეტრე წამით გაშეშდა, შემდეგ კი განაგრძო ავეჯის გადადგმა.-საშინლად მოვიქეცი! ამას გულწრფელად გეუბნები.
-არაუშავს...მეც ზედმეტი მომივიდა.-თქვა და რადგან მორჩა ავეჯის გადაადგილებას, საწოლზე ზურგით გადაწვა. მეც ჩემთვის განკუთვნილ საწოლზე წამოვწექი. ვერ მოვისვენე და ისევ სკოლის საიტზე შევედი.
"ჩვენი ქერა შარშია" და ვხედავ ფოტოს, სადაც ვიღაც ბიჭს კატო მკლავით ყავს დაჭერილი. გვერდით ფოტოში კი ვხედავ გაცოფებული სანდროს, რომელიც ამ ორს შორის დგას, და მუშტებშეკრული უბღვერს ბიჭს. ახლა გამახსენდა! ეს ის ბიჭია! დემეტრეს ძმაკაცი. მაშინ, ცოტა დაძაბული სიტუაცია რომ იყო... ნეტავ, რა ეტაკა?
გაბრაზებულმა კატოს დავურეკე.
-ჰო, მარ.
-"ჰო, მარ." კი არა, რა მოხდა მალე მითხარი! ერთი ორშაბათი არ ვიყავი და უკვე მოასწარი ასეთი რაღაცეები?-წამოვდექი და სამზარეულოში გავედი. რადგან დემეტრეს გამოხედვა ვიგრძენი.
როგორც კატომ მითხრა-იმ ვიღაცამ, დემეს ძმაკაცმა, კატოს დაკერვა ცადა. კატო კი ესწერვა და ამაზე კამათი დაუწყიათ. ამოვიოხრე და უკან ოთახში გავბრუნდი. საწოლზე გულაღმა წამოვწექი. კატოზე ვფიქრობდი და ტელეფონი გვერდით მივაგდე.
-რა სჭირს შენს ძმაკაცს?-ახლა დემეტრეს გავხედე.
-რომელს?-ისიც ჩემსავით გულაღმა იწვა, გვერდზე გადმოაბრუნა თავი და ისე გამომხედა.
-აი მოიცა...-წამოვდექი.-გაჩვენებ.-დემე წამოჯდა. მე კი მის საწოლთან, იატაკზე დავჯექი და ფოტო დავანახე.
-ოოჰ...-მოწყვეტით გადაწვა საწოლზე.-აზრზე არ ვარ...

დაახლოებით 5 საათისთვის დემე წამოდგა და თქვა:
-დღეს აღარ მოგვიკითხავენ, ამიტომ ცოტა ხნით გავალ.
-კარგი.-სამზარეულოდან გავძახე. მართალია საჭმელი არაფერი გვქონდა, რადგან სასადილო ბანაკს ცალკე ჰქონდა გამოყოფილი, მაგრამ უსაქმოდ ყოფნას მერჩივნა იქაურობისთვის ხელი წამევლო. თან დემეც გასული იყო და თავისუფლად დავალაგებდი.

1 საათის შემდეგ:
ჯერ კიდევ არ დაბნელებულიყო. ყველაფერი დავაწკრიალე და კარადაში ტანსაცმელები შევალაგე. გაუაზრებლად იქვე გახსნილი დემეს ბარგიც მივაყოლე. როცა გავიაზრე, რაც გავაკეთე, მისი ტანსაცმლის უკან ჩაბრუნება ვიფიქრე. მაგრამ დემემ ზუსტად მაშინ შემოაღო კარი და მეც მისი მაიკით ხელში შევრჩი.
მან ეშმაკური ღიმილით მითხრა:
-რაო, უკვე ითვისებ დიასახლისობის ხელოვნებას?
-ოჰ, კარგი რა!-თავისივე შავი მაისური ვესროლე, რომელიც ჰაერშივე დაიჭირა.
-კაი დროსია! დასვრილი მქონდა მაიკა...-თქვა და გადაიძრო მაისური. აი სად დამერხა...უცებ შევტრიალდი მაგრამ ყველა მიხვდება, რომ წელსზემოთშიშველი დემე მაინც დავინახე. ამიტომ შებრუნების მიზეზი უმეტესად ჩემი უკვე გადახურებული სახე იყო. ასეთი მაგარი პრესი პირველად ვნახე... ზუსტად ვიცოდი დემეს თვითკმაყოფილი გამომეტყველება ექნებოდა. დარწმუნებული ვარ, ახლა რაც გავიფიქრე, ისიც იცოდა. ამიტომ სამზარეულოში გავედი. ისიც უკვე გამოცვლილი მაიკით უკან გამომყვა, სკამზე ჩამოჯდა და მომაშტერდა. უხერხულობა ვიგრძენი, მაგრამ ყურადღება ალკოჰოლის სუნმა გამიფანტა.
-შენ რა, დალიე?
-მმ...საშუალოდ...-ბლუყუნით მიპასუხა. აქამდე ვერაფერი შევატყვე. არც სიარული უჭირდა და არც ქცევაზე ეტყობოდა (მაისურის გაძრობას თუ არ ჩავთვლით).
-ჰო, გეტყობა.-ცივად ვუპასუხე.-ლოთიღა მაკლდა.-ეს, წინა სიტყვებზე უფრო ხმადაბლა, თითქმის ჩემთვის ჩავილაპარაკე.
-ოოფ ნუ იკბინები რა!-მობეზრებული ტონით მიპასუხა. რაც ძალიან არ მესიამოვნა. ავდექი, ჭიქა ოკანის წყლით ავავსე, შემოვბრუნდი და დემეტრეს სახეში შევასხი.
-ფუ ამის..!! რას აკეთებ?!-წამოხტა.
-გაფხიზლებ!-მტკიცედ ვუპასუხე.-არ დაგავიწყდეს სად ხარ და რას აკეთებ. თუ გამოთრობას აპირებ ჯობს აქედან წახვიდე.
გაგიჟებულმა დემეტრემ მაჯაში ხელი ძლიერად ჩამავლო.-შენ, ცოტა ზედმეტები ჰომ არ მოგდის? რა ჭკუას მარიგებ?!
-დემეტრე...მტკენ!-ბოლო სიტყვაზე ხმა გამებზარა.

ბავშვობიდანვე ვერ ვიტანდი ლოთებს. პატარაობაში, სანამ ჩემი მშობლები გაშორდებოდნენ მამა სულ სვამდა. ელემენტარულზე ბრაზდებოდა... ყვირილი და ნივთების მსხვრევა კი არასდროს ბეზრდებოდა.
ამის გახსენებაზე და მამაჩემის გახსენებამ შემაშინა და თვალები ამიცრემლიანდა. დემეტრემ ხელი გველნაკბენივით გამიშვა. აქამდე ბიჭს ჩემთვის არასდროს არაფერი უტკენია. რაც, ალბათ ჩემი ძმის და მეგობრების დამსახურებაა. ახლა კი, არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. ჩემი სუსტი მდგომარეობის შემრცხვა. წამებში გარეთ გავვარდი. ორიენტაციადაკარგულმა ტყეში შევირბინე. დიდხანს ვიარე, რომ დავმშვიდებულიყავი. შემდეგ ცოტა დასასვენებლად ერთი ხის ძირში ჩამოვჯექი.
არ ვიცი რამდენი დრო გავიდა, მაგრამ აშკარად დაბინდდა. მარტო ყოფნამ აშკარად დამამშვიდა. ვცადე უკან დავბრუნებულიყავი, მაგრამ შუაგულ ტყეში აღმოვჩნდი და მივხვდი, რომ უსაფრთხო ადგილი ნამდვილად არ იყო. ყმუილის გაგონებაზე კი, საერთოდ გადამეკეტა. გარშემო მიმოვიხედე...არაფერი ნაცნობი. დავიკარგე.



№1  offline მოდერი N1penguin

ვაიმეეე, როგორ დაასრულეე? რა მოიცდის ახლაა scream scream ისე, ძაან მაგარი ბანაკია, მომწონს, ერთ ასეთს ავიშენებდი joy joy

 


№2 სტუმარი mariami

dzaan magari iyo momewona da male dade shemdegi tavi torem ver vitmenn dzaan momewons es motxrobis kidev tavebi cota Rom daagrdzelo ar mewyineba saertodXD'D<3<3<3<3

 


mariami
dzaan magari iyo momewona da male dade shemdegi tavi torem ver vitmenn dzaan momewons es motxrobis kidev tavebi cota Rom daagrdzelo ar mewyineba saertodXD'D<3<3<3<3

:D :D :D <3 კარგი შევეცდები გავადიდო

N1penguin
ვაიმეეე, როგორ დაასრულეე? რა მოიცდის ახლაა scream scream ისე, ძაან მაგარი ბანაკია, მომწონს, ერთ ასეთს ავიშენებდი joy joy

აუ ჰოო :D ძაან მაგარი იქნებოდა მსგავსი ბანაკი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent