შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეპყრობილი /8/


16-04-2018, 21:38
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 4 792

გავიდა ხუთი დღე, მეექვსეც მიილია,მაგრამ კონსტანტინე ისევ ვერ ბრუნებოდა. მორწყვის გარეშე დარჩენილ ყვავილს დაემსგავსა ლილია, მეოთხე დღე მიიწურა მას შემდეგ რაც ბოლოს ორანჟერეას ეწვია. სახლიდან არ გასულა, მხოლოდ ანასთან მიდიოდა და იქაც სული ეხუთებოდა უკვე. საწოლზე იწვა და მობილურს უყურებდა,ელოდა როდის დაურეკავდა მეტრეველი
-დეე...შეიძლება ?- ოთახში იამ შეიხედა და მკრთალად გაუღიმა შვილს. თანხმობა რომ მიიღო ოთახში შევიდა და საწოლზე ქალიშვილის გვერდით დაწვა .ზუსტად ისე როგორც ლილია იწვა , ლოყა ხელის ზურგზე დადო და თაფლისფერთვალებას შეხედა
-მოგენატრა?
-იმაზე მეტად ვიდრე თავიდან ვფიქრობდი...
-გიგი პირველად რომ წავიდა ქალაქიდან რამდენიმე დღით არც კი მინახავს წასვლამდე, ვფიქრობდი წავა და რამდენიმე დღეში დაბრუნდება თვით ხომ არ მიდის-თქო. ერთი დღე რომ გავიდა მივხვდი რომ რაღაც ისე ვერ იყო. მაშინ მობილური სად იყო, ისეთ ადგილას იყო სახლის ტელეფონის ნომერი საერთოდ არ ვიცოდი, ალბათ არც იყო იქ სატელეფონო ჯიხურიც კი. სანამ დაბრუნდა ჭკუიდან გადავედი, შემდეგ სკოლის ეზოში რომ დავინახე ბიჭებთან მოსაუბრე მეგონა მეჩვენებოდა. ჩვეულ ამპლუაში იყო, ისე საუბრობდა როგორც ყოველთვის ,იცინოდა და ჩემკენ არც გამოუხედავს.
-არ მიხვედი ხომ?
-არა , მას არ ვენატრებოდი და მე მივვარდებოდი ყელზე ჩამოვეკიდებოდი და ვეტყოდი მომენატრე-თქო? თავის ძმაკაცებთან იდგა შუა ეზოში ვის ვაჩვენებდი ჩემს გრძნობებს
-არ გითქვამს რომ მოგენატრა?
-პირველ გაკვეთილზე დავაიგნორე, რომ შემობრძანდა და კოცნა დააპირა თავი გვერდით გავწიე. მასწავლებელს ვუსმენ-თქო ვუთხარი და მისკენ არც გამიხედავს, ის კი იჯდა კედელთან და მიყურებდა. მეორე მახსოვს ფიზკულტურა ჩასვეს რაღაც გვიცდებოდა და ყველას ქვემოთ ჩასვლა გვიწევდა. ჩანთაში წიგნებს ვალაგებდი უკნიდან რომ მომეპარა და ლოყაზე მაკოცა „ იმაზე მეტად ვერ მოგენატრებოდი ვიდრე მე მენატრებოდი და ნუ მიბრაზდები ყვავილო“ მითხრა და წავიდა
-ასე უბრალოდ წავიდა? მამა სხვანაირი მეგონა
-ახლაა სხვანაირი თორემ შენ არ იცი როგორ მაწამებდა...მაშინ სულ სხვანაირი იყო ურთიერთობები .ახლა მეტი თავისუფლებაა , იმას გააკეთებ რაც გინდა და არ გაქვს კოცნის,ჩახუტების, ემოციის გამოხატვის კომპლექსი
-როდის მიხვდი რომ გიყვარდა? ალბათ ძნელია როდესაც ადამიანი სულ შენს გვერდითაა ,რაც კი მეხსიერება გაქვს ისიც იქ არის და იმის გადაწყვეტა რომ უბრალოდ ნაცნობი ან მეგობარი კი არა ის ერთადერთი სიყვარულია რთული არ იყო?
-მე და გიგი არასდროს ვყოფილვართ მეგობრები,და-ძმასავით რომ არიან და მერე უცებ აღმოაჩენენ რომ თავიანთ მეგობრობას უღალატეს, ანდაც მტრებივით რომ არიან და ბოლოს ეს ქიმია სიყვარულამდე მიიყვანთ ....ამაზე დიდხანს არ ვსაუბრობდით, არც არასდროს გვისაუბრია უბრალოდ ვიცოდით რომ ჩვენ რაღაც მეტი ვიყავით, ყველაფერი ერთად და კიდევ უფრო მეტი ის რასაც ვერასდროს ამოვწურავდით
-ვგიჟდები თქვენზე
-შენც ხომ გრძნობ ამას
-მეორე უფრო სწორად მესამე შეხვედრის შემდეგ მივხვდი რომ კონსტანტინე ჩემთვის ყველაფერს დაიტევდა...ძნელი არ არის უყურებდე მის მზერას და ხვდებოდე რომ ისიც იგივეს განიცდის, იქნებ მეტსაც კი
-ბედნიერი ვარ დე , როგორიც არ უნდა იყოს მისი განვითარება ნამდვილი სიყვარულის განცდა მთელს შენს არსებას ავსებს ,თითქოს თავიდან იბადები იმ წამიდან როდესაც საყვარელ კაცთან ყოფნის საშუალება გაქვს . მე საშინლად ეჭვიანი გავხდის მას შემდეგ რაც ჩემად გავიხადე, რაც ჩემი დავარქვი იმ წამიდან მაგიჟებდა იმის გაფიქრება რომ შეიძლებოდა ოდესმე ვინმე სხვას შეხებოდა, სხვისთვის შეეხედა ისე როგორც მე მიყურებდა ყველაზე მეტად კი მისი ფიქრებიდან გაქრობის მეშინოდა,ჩემზე ფიქრისას გული თუ არ აუჩქარდებოდა დავკარგავდი და ვერაფერს გავაკეთებდი , ვიცოდი გავუშვებდი თუ ისე აღარ ვეყვარებოდი
-როდის გაგიქრა შიში დე
-არ გამქრალა...არასდროს გამიქრება ,მაგრამ წლები გადის და უფრო იშვიათად გამოვხატავ ჩემ ეჭვიანობას. ადრე ,სანამ შენ გაჩნდებოდი თვე ისე არ გავიდოდა რომ არ ამოვფრქვეულიყავი ის კი ხომ იცი როგორია, უარესად მაგიჟებდა არაფერს უარყოფდა, არც მამშვიდებდა, არც თავს იცავდა იდგა ან იჯდა, იცინოდა ირონიულად და ხალისობდა ჩემი სასოწარკვეთით
-კონსტანტინე მამას არ ჰგავს, არავის ჰგავს...ის ვერ აიტანს მე რომ ცუდად ვგრძნობდე თავს,ამით ვერ გაერთობა.იცი მეც მეშინია...მეშინია რამე რომ დამემართოს მხოლოდ შენ არ ჩაიცვამ შავს
-შენს გაჩენამდე მეც ასე ვფიქრობდი, შემდეგ ვიცოდი,რომ რაც არ უნდა მომხდარიყო გიგი შენ არ დაგტოვებდა . სულ არ ეჭვიანობ? ის იქ უამრავი ლამაზი გოგოს გარემოცვაშია, ნახევრად შიშველი ლამაზმანები რომლებიც დარწმუნებული ვარ შანსი თუ მიეცემათ შენს ბიჭს ხელიდან არ გაუშვებენ
-ლამაზმანები მის გვერდით ჩემამდეც იყვნენ,მაგრამ მან მე ამირჩია . ის მათ ისე უყურებს როგორც საქმიან დოკუმენტებს...საქმეს რომლის სწორად ჩვენებაც უნა შეძლოს .მე არ მიყურებს, მე მხედავს და თუ მალე და არ მოვა , ლოყაზე არ შემეხება თავისი,ჩემი თითებით არ გამიღიმებს, თავის ნაცრისფერ ,გამჭვირვალე თვალებს არ გამისწორებს ,არ მაკოცებს და თავისი ბოხი, ხრინწიანი ხმით ჩემს სახელს არ იტყვის გავქრები, მგონია რომ მერე ვეღარავინ დამინახავს მხოლოდ ჩემი სხეული დარჩება - თვალები დახუჭა და ამღვრეული თვალები დაუმალა დედას
-ჩემო პატარავ...- წითელ თმაზე ეგებოდა დედის თბილი და საყვარელი თითები,მაგრამ ახლა სულ სხვა სჭირდებოდა ის სხვა კი რამდენიმე საათის შემდეგ გამოჩნდა. ძლივს ჩაძინებულ ლილიას მობილურის ხმამ დაურღვია ძილი. თვალები რომ გაახილა და განათებულ ეკრანზე მისი სახე დაინახა გულისცემა აუჩქარდა, იქ იყო სადღაც ახლოს ძგერდა მეტრეველის გული.
ხმაც კი აუთრთოლდა ეკრანს რომ შეეხო.მისი ხმა უნდა გაეგო
-კონსტანტინე -სახელი რომ წარმოთქვა და ინსტიქტურად გაეღიმა გათავისუფლდა
-ჟღალო გარეთ ცივა, თბილად ჩაიცვი და ეზოში გამოდი - გგონიათ დაუჯერა>? მხოლოდ ის გაიგო რომ ეზოში იყო კონსტანტინე. გარეთ რომ ყინავდა ეგ არაფერს ნიშნავდა,პიჟამაზე ხალათი ეცვა და ესეც საკმარისად მიიჩნია. კიბე სწრაფად ჩაირბინა და ეზოში გავარდა. მაღალი სილუეტი რომ დაინახა გული უფრო აუჩქარდა, ისე მოეხვია ბიჭს გამოფხიზლება არ აცადა, აშკარად არ ელოდა ასე მალე თუ ჩავიდოდა. თავად აკოცა პირველმა კაპიშონი მოაშორა და თავზე გადაუსვა თითები
-ახლა უფრო მენატრები, ეს ნორმალური არ არის - ამოთქვა და თვალებგაბრწყინებულ ბიჭს ისევ მიაწება ტუჩები ლოყაზე
-ლილია...
-კონ-სტან-ტი-ნე - გაუღიმა ,მკლავები ყელზე მოხვია და ისე უყურებდა მის ნაცრისფერებს.
-გამეყინები-თქო არ გაგაფრთხილე ,ჟღალო?- ლოყაზე შეახო თითები და მანაც წამსვე მინაბა თვალები
-გამაფრთხილე? არ მახსოვს
-ვიცოდი რომ არ მომისმენდი და ამიტომ დავიწყე გაფრთხილებით
-იცოდი?
-ხო ვიცოდი- უკვე სახესთან ახლოს გრძნობდ ამის ცხელ სუნთქვას, იმ ადგილას სადაც წამის წინ თითები ეხებოდა ახლა ტუჩებ უტოვებდნენ კოცნის კვალს
-კიდევ რა იცოდი ,კონსტანტინე?
-იმაზე მეტად მენატრებოდი ვიდრე მონატრება შეიძლება - წვერიანი ლოყა ეხებოდა კანზე , თმის სურნელს ისრუტავდა მეტრეველი. სიმძიმე იგრძნო მხრებზე ქურთუკი რომ მოახურა ბიჭმა, თავზე კაპიუშონი წამოაფარა და მთლიანად მის სურნელში გაეხვა ,თავბრუსხვევას გრძნობდა , უთუოდ წაიქცეოდა რომ არა წელზე მოხვეული მეტრეველის მკლავები
-მე კი ასე არასდროს ვყოფილვარ, მონატრებისგან მტკიოდა -ისევ ჩუმად თქვა და კიდევ ერთხელ შეახო თითები ლოყაზე -ცივა , გამეყინები -ხმამაღლა გაეღიმა მეტრეველს, ჯერ კიდევ ლილიას თმებში თავჩარგულს -გამეყინები და მე ვერ გაგათბობ , ჩაიცვი ქურთუკი
-შენზე მეტად ვერავინ და ვერაფერი გამათბობს ,ლილია
-როდის ჩამოფრინდი
-ერთი საათის წინ
-აეროპორტიდან მოდიხარ?
-ვიფიქრე რომ ყვავილებთან იქნებოდი, მერე გამახსენდა ანასთან რომ რჩებოდი და აქეთ წამოვედი . გვიანია უკვე ხო?
-უნდა წახვიდე?
-ნწ...გიგის ვეტყვი ამაღამ შენი პეპელას გვერდით დავიძინებ-თქო
-ნუ იცინი...კანი მეხორკლება
-ღმერთო მაღალო ...- უცებ ამოიოხრა და მოშორდა- ხვალ გნახავ
-რომ გაიღვიძებ დამირეკავ? - ქურთუკი თავად მოიშორა და ფეხისწვერებზე აიწია მხრებზე რომ მოეფარებინა -დაისვენე , ოჯახთან ერთად გაატარე დრო, ალბათ საქმეებიც გექნება და მერე შევხვდეთ
-ახლა დაიძინე და ეგ ხვალ გავარკვიოთ - ქარისგან აერია ისევ ჟღალი თმა, კონსტანტინემ ხელით გაუსწორა და შუბლზე აკოცა -ტკბილი ძილი ჟღალო
-ხვალამდე კონსტანტინე
იმ ღამით უშფოთველად ეძინა, დილიდან კი ლილია დაბრუნდა, ისეთივე როგორიც ყოველთვის იყო. მეტრეველის ხმა გაიგო გაღვიძებისთანავე და ღიმილით დაიწყო დღე
-საქმეები თუ გაქვს მე რომ შემხვდები მალე წახვალ და არ მინდა
-ლილიააა
-რააა
-პატარა ბავშვს ნუ ემსგავსები,ვგიჟდები
-მე რომ მოვიდე შენთან შეძლებ მუშაობას?
-ვერ შევძლებ
-რატოომ?
-შენ იქნები ჩემთან და იმიტომ
-ხომ თქვი რომ ფოტოები უნდა დაამუშაო და მეც იქვე ვიქნები
-იქვე იქნები და ამირევ თავ გზას
-მე აგირევ?
-დიახ შენ
-თავ გზას?
-ყველაფერს
-როგორ ყველაფერს
-შეპყრობილი რომ ვარ დაგავიწყდა?
-მაშინ არ მინდა!
-რას ნიშნავს არ გინდა
-ცოტა ხნით არ მინდა
-დიდი ხნით რომ დავრჩე?
-მერე საქმეს ვერ დაასრულებ დროულად, გათენება მოგიწევს და არ მინდა
-რა უნდა ლილიას?
-შენ !
-ლილია - ერთხელ წარმოთქმული სახელი და ერთად გადმოცემული ყველა ემოცია-მისამართს მოგწერ , ჩემ კაბინეტი მიმღებში იკითხე და გაჩვენებ-დუმილის შემდეგ მაინც დასთანხმდა და ასე გაიმარჯვა ქალბატონმა ლილიამ.
კაბინეტში იჯდა და ლილიას ელოდა. თავიდან წინააღმდეგი იყო არ უნდოდა იქ ლილიას გამოკეტვა ,მაგრამ შემდეგ მოუთმენლად ელოდა, არ ეყო ეზოში გატარებული რამდენიმე წუთი. ქალბატონი იგვიანებდა, იცოდა რომ იმ წამსვე ვერ მივიდოდა ,მაგრამ შეთანხმების წამიდან აფორიაქდა ,ყველა რომ დაცოფა ირგვლივ ბოლოს მიხვდა რომ გადააჭარბა და გაჩერდა
-ყავას მომიტანს ვინმე?
-რა გჭირს რა ხდება
-ყავა მინდა ქეთინო ,პირველად გესმის?
-არა,მაგრამ რაღაც აღგზნებული ხარ და
-ყავა მინდა!
-უიმე უჟმური ,ერთხელ რამეს ჩაგიყრი და დავტოვებ თბილისს ფოტოგრაფის გარეშე
-რომ მწყევლი შენი ძუძუები მლოცავენ, ვიცი მე
-უკაცრავად? მე რასაც გამწარებულზე გწყევლი,გლანძრავ და გემუქრები მაგას ჩემი მკერდი არ ეყოფა
-მართლა ამდენს მლანძღავ გოგო? გადი გამეცალე არ გამაგიჟო ახლოს არ გაიარო მთელი დღე...თან გაიყოლე ყველა ჩემი გამწარებული თანამშრომელიც
-ანუ დღეს ვისვენებთ? ყველა წავიყვანო?
-ქეთინო
-რა ქეთინო ... ყველას ამწარებ, ეჩხუბები და არავინ მოგწონს შენ
-შენ რო გისმინოს ადამიანმა ნამდვილი ეშმაკი ვარ
-ეშმაკი ერთ დროს ანგელოზი იყო...შენ ბავშვობაშიც ასეთი იქნებოდი
-ქეთინო გაგაგდებ იცოდე
-არა სულ რო სიცილით მემუქრები ვგიჟდები...წავედი მოგიტან ყავას
-მაჭანკლები რომ მოვლენ ვეტყვი ქეთინო კარგი გოგოა-თქო
-ბოროტოოო ჯერ 30 წლის ვარ ნუ დამცინიიი
-ჯერ ყველაფერი წინ გაქვს ...მიდი ჰე ყავა მინდა
-დედა მშიას დამიძახებ ერთ დღეს - ქალი წამოდგა და კაკუნით გავიდა ოთახიდან.კონსტანტინე სავარძელში იჯდა, ერთხელ დატრიალდა და გაიცინა. მაგიდაზე თითები აათამაშა და საქმე განაგრძო,თვალით საათს ამოწმებდა ,კარს უყურებდა ,ყოველ მოძრაობას უსმენდა ,მაგრამ ლილია არ ჩანდა. ქეთოს მომზადებული ყავაც დააგემოვნა და ისევ უმტყუნა ნერვებმა ,ის იყო კაბინეტიდან უნდა გასულიყო ლილიამ კარი რომ გააღო და წამსვე გაანათა იქაურობა, წამებში მოახერხა კონსტანტინეს დამშვიდებაც ,ისე შეიცვალა თითქოს უმწეო ბავშვი იყო რომლის ყოველი ნაბიჯი ლილიაზე იყო დამოკიდებული
-ლილია
-მგონი დამაგვიანდა ...ანასთან გავიარე და
-არაუშავს...მთავარია მოხვედი თორემ აშკარად გადავიმტერებდი ჩემს თანამშრომლებს - მკლავები მოხვია და ლოყაზე აკოცა-გაყინულხარ
-ცივა გარეთ ...მგონი მალე იწვიმებს კიდეც
-ქურთუკი მომეცი ... დავკიდებ - ჩანთა გამოართვა და ქურთუკის გახდაშიც მიეხმარა, თმებზე ახლაც ჩამოუსვა თითები და მხარზე აკოცა. ჯინსის შარვალი და თეთრი ნაქსოვი ზედა ეცვა
-მომწონს აქაურობა,სულაც არ არის ისეთი როგორსაც აღწერდი
-მე როდის გავალ ხოლმე გარეთ გადასარებად ერთი სული მაქვს...ასე მგონია აქ ჟანგბადი არ არის
-აქური დიზაინი ვის ეკუთნის
-მე...ჩემი კაბინეტის და ამ სართულის სადაც გადაღებები მიდის
-შენივე დამოკიდებულების გამო გიჭირს აქ სუნთქვა ... ისე მოაწყვე ყველაფერი როგორც ხისტი ხასიათის მქონე კონსტანტინე მეტრეველს შეეფერებოდა, ყველაფერი მუქ ფერებშია, ყველგან ის ნივთებია რაც უშუალოდ გჭირება, მოწესრიგებულია ყოველი კუთხე და არსადაა ფერები ,მაშინ როცა ყველაზე მეტად ეს გიყვარს
-რა უნდა მექნა...აქაურობას ორანჟერეად ვერ ვაქცევდი, ვერც ჩემ საყავრელ ფოტოებს გამოვფენდი ამ ადგილას,სადაც ატას რამეს ვუკეთებთ რეკლამას და ვუღებ ამ გრძელფეხება მოდელებს,რომლებიც თითო გრამს ითვლიან რომ არ გასუქდნენ და უსაშინლესი გრაფიკით ცხოვრობენ, საკუთარი პროფესია რომ შეინარჩუნონ.ვხედავ დიზაინერებს თავიანთი საოცარი მოთხოვნებით და როგორ შეიძლება ამ საგიჟეთში თავისუფლად ყოფნა, ამას მხოლოდ შენ თუ შეძლებდი
-თავისუფლების პოვნა ყველგან შესაძლებელია, თუ საჭირო გახდება საკუთარი სივრცე უნდა შექმნა...რომ მოვდიოდი ყველა მიყურებდა, დარწმუნებული ვარ აქ ასე უბრალოდ არავინ მოდის
-რიგში ეწერებიან ,ზოგს არ ვუშვებ საერთოდ
-უჟმური ხარ იცი? საშინელი ხასიათი გაქვს
-ამას ღიმილით რომ მეუბნები ვერ ვიაზრებ რას ამბობ,განგებ მიკეთებ ხომ?- ხელისგულზე აკოცა და თვალები დახუჭა- დარჩი ჩემთან და ყველაფერი გაფერადდება
-მე რომ არ მივეკუთნები იმ ეგოისტ ქალთა რიცხვს რომელსაც საკუთარი სესაზლებლობების დემონსტრირება სურთ? მე მინდა რომ სულ ასეთი იყო,მოდუნებული,მშვიდი და თავისუფალი და არა მაშინ როდესაც მე ვარ ახლოს
-მე არ მინდა...შენნაირი არავინაა ირგვლივ, ყველას ის ემოცია უნდა უწილადო რასაც იმსახურებს .ყველა ადამიანთან სხვადასხვაგვარად უნდა დაამყარო ურთიერთობა ,შენც ხომ კარგად იცი ეს
-ვიცი,მაგრამ მაინც შენი სულის გაუფერულების უფლება არ უნდა მსიცე გარემოს...ახლა მე გყავარ - ეს რომ უთხრა ისე გაუღიმა მეტრეველს გული გაუჩერდა. იმ წამს რომ დაუკაკუნეს და კარი გაიღო ლამის გაგიჟდა
-შეიძლება?
-რა ხდება
-არაფერი... სხვა დროს შემოვალთ- წამსვე უკან დაიხია გოგონამ და კარი მიხურა
-კონსტანტინეე
-მალე გავგიჟდები! გავაფრთხილე დაკავებული ვიქნები ნუ შემაწუხებთ-თქო - თავი უკან გადასწია და თვალები დახუჭა
-ასეთი გაღიზიანებული რატომ ხარ?
-ვერ ვიტან ქვეყნიდან 2 დღეზე მეტხანს რომ მიხდება წასვლა... ყველაფერი ირევა სახლში. მაინცადამაინც მაშინ ხდება ყველა უბედურება
-მამას ეხება?
-არა ,ნუ ღელავ მამა კარგადაა ,როგორც ვვარაუდობდი ამჯერადაც გამოძვრა. მნიშვნელოვანი არაფერია...ჩემი ძმა და რძალი ჭედავენ ზოგჯერ
-და შენ რას გააკეთებდი აქ რომ ყოფილიყავი?
-ასე ნუ იცხადებ, ჩემი ძმა ისეთია თუ არ ჩაერიე მის ქცევაში ისე არაფერი გამოვა. რომ არ ვიცოდე სიგიჟემდე უყვარს ,ძირითადად მე ვეცხუბები სანამ რძალი გაიგებს ,მაგრამ ახლა ვერაფერი მოვახერხე...ამაზე დედამ ინერვიულა და ყველაზე მეტად ეგ მაცოფებს
-ყველაფერი მოგვარდება, დალაგდება თუ უყვართ და ცოტა მაინც ესმით ერთმანეთის
-ერთხელ ვკითხე თათა რომ შენნაირს გაჰყვეს ცოლად რას იზამ-თქო და არც დაფიქრებულა ისე მიპასუხა არ გავაყოლებ, უკან წამოვიყვანო ! მას მერე არაფერი მითქვამს ამ თემაზე ... დავიღალე და ამას შენ გარდა ვერავინ იგებს
-უნდა დამშვიდდე და ისე მიხვალ სწორ გადაწყვეტილებამდე, აჩვენებ შენს ძმას მიმართულებას. გადაღლილი და გონებაარეული ვერაფერს მოიფიქრებ- თმაში შეუცურა თითები და ლოყაზეც გადავიდა
-ვიცი,მაგრამ ძნელია ყოველთვის დამშვიდება ზოგჯერ ისე მიჭირს მგონია რომ ვეღარასდროს გავუგებ სიმშვიდეს გემოს ისეთს სხვა რომ არაფერი შემაწუხებს,რაღაც მიზეზის გამო რომ არ დამჭირდება დამშვიდებ , ასე უბრალოდ ვიქნები შენ გვერდით და სხვა არავისზე და არაფერზე მექნება სადარდებელი
-ეგ დღეც იქნება ,აუცილებლად. ღამეს დღე ყოველთვის ცვლის...მთვარე აუცილებლად ჩადის და მზე ამოდის , ნელ-ნელა ანათებს ყველაფერს და არა ერთბაშად
-ჩემი მზე წამსვე ანათებს მთელ ჩემ არსებას , გამოჩენაც კი არ არის საჭირო, მხოლოდ ფიქრიც კი იწვევს ღიმილს ,როგორი რთულიც არ უნდა იყოს მდგომარეობა შენი გამოჩენა ჩემს ფიქრებში ყველაფერს ცვლის
-კონსტანტინე დამოკიდებული ხდები , ის კი არასდროსაა კარგი
-ნუ მეუბნები...შენზე დამოკიდებულება ყველაზე კარგი რამაა
-არ უნდა არსებობდეს დედამიწაზე რაიმე რისი დაკარგვაც გაგანადგურებს, ვისი ტკივილიც ჭრილობებს გაგიჩენს
-ეს ხომ შეუძლებელია...ყველას ვისაც ოჯახი ჰყავს დამოკიდებულია მათზე . დამოკიდებულების ხარისხს გააჩნია მხოლოდ
-შენ ჩემი არასდროს გესმის, ჯიუტი ხარ
ის იყო ლილიას თმაში უნდა ჩამალულიყო კარი რომ გაიღო და ერთმანეთზე აკრული წყვილი დააშორა. იმდენად სწრაფად გამოჩნდა გოგონა ორივე გაკვირვებული დარჩა,მაგრამ უფრო ლილია
-კონსტანტინე უნდა მიშველო...გეფიცები გავაფრენ ,მარტო არ ხარ? მე მითხრეს საქმე აქვსო და ვიფიქრე
-რა ხდება თათა? მშვიდობაა?- წამსვე მასთან მივიდა და აღელვებულს ხელი მოხვია
-მერე გეტყვი...მარტო რომ იქნები
-მითხარი ახლავე ლილიასთან შეიძლება
-ლილია ? როგორც წყლის ნიმფა -უცებ გახედა გოგონას და გაეღიმა-მე თათა ვარ , კონსტანტინეს უმცროსი და
-ვიცი ვინც ხარ, მე
-ლილია ჩემი ჟღალია ...ახლა კი მითხარი რა ხდება
-ჩვენი არანორმალური ძმა მიუვარდა გაგას და თავ ყბა გაუერთიანა, ჩემ დას სიტყვასაც აღარ ეტყვი თორემ დედა ვეღარ გიცნობსო ...ბიჭს თვალი საერთოდ აღარ უჩანს
-ღმერთო ჩემო,მე კიდე რა არ ვიფიქრე ... მე რა გავაკეთო თვალი მოუშუშდება და თუ აღარ დაგელაპარაკება მეტიც არ მოხვდება. რატომ არ უთხარი ,რომ არ ჩარეულიყო
-როგორ არ ვუთხარი, ისიც ვუთხარი კონსტანტინე რომ ჩამოვა თუ საჭირო გახდება ის დაელაპარაკება-თქო ,მაგრამ ყვავილები რომ გამომიგზავნა უნახავს და გაგიჟდა როგორც იცის ხოლმე, ახლა ხომ საერთოდ შეშლილია და იმ საწყალზე იყარა ჯავრი. რომ გენახა როგორ იყო , გული მეტკინა
-დამშვიდდი ,გთხოვ .მეტჯერ არ განმეორდება ,ხომ იცი ახლა როგორაა არეული თვითონაც არ იცის რას სჩადის
-ძალიან კარგადაც იცის...შეუგნებელია უბრალოდ, ვერ შევასმინე რომ არაფერს არ მიშავებდა რა ჯანდაბააა სიყვარული დანაშაულია? ახლა რა რამდენი ვინმეს მოვეწონები ყველა უნდა ცემოს მეც თუ არ მეყვარება და არ ვეტყვი მასთან ვარ და არ შეეხო-თქო? რომ მეთქვა მიყვარს-თქო მერე რას გააკეთებდა
-პატარავ ახლა ხომ ვერაფერს შეცვლი,რატომ უნდა მოგეტყუებინა ეგ რომ გეთქვა მერე როგორ მოიქცეოდი? გგონია მშვიდად იქნებოდა ?
-შენ ვერ ხვდები ახლა როგორ ვგრძნობ თავს ...მისი და ისე მიყურებდა მეგონა კეთროვანი ვიყავი ..ჯერ რა უბედურებაა 17 წლის ბიჭს რომ დააცხრა თავს ამხელა კაცი .ასე ნუ მიყურებ ,ვიცი რომ საკუთარ თავს არ ვგავარ. აღშფოთებული ვარ კონსტანტინე
თათას ყორნისფერი თმა და გიშრისფერი თვალები ჰქონდა. სრულიად ნორმალური ხმით საუბრობდა, ტემბრს წამითაც არ უმატებდა მაგრამ თვალებიდან ნაპერწკლები სცვიოდა .კონსტანტინეს უყურებდა და თითქოს შვებას ეძებდა
-დაველაპარაკები და მეტჯერ აღარ გაიმეორებს იგივეს, შენ კი იმ ბიჭს აუხსენი სიტუაცია ანდაც შეეშვი და მე დაველაპარაკები . აქამდე რომ გეთქვა ჩემთვის ამ მდგომარეობამდე რომ არ მივიდოდით ხომ იცი
-შენ არ მეუბნებოდი ის მიამბე რაც გინდა რომ ვიცოდე , გინდა რომ გამინდოო? ამ ამბავს ჩემში განსაკუთრებული ემოციური ფონი არ გამოუწვევია არც დადებითი არც უარყოფითი და ამიტომ არ მითქვამს . საერთოდაც 16 წლის გოგონებს არ აცოფებთ ის ფაქტი ,ვიღაც ნორმალურ ბიჭს რომ მოსწონს და სრულიად ცივილიზებულად გამოხატავს თავის გრძნობას
-თათა - წამსვე შეამჩნია გოგონას აფერადებული ღაწვები და ზემოდან დახედა ლილიას გვერდით მჯდომს- მისი დახვეწილი ჟესტები მოგწონს თუ გაგა
-რა ტონალობით კითხულობ ?
-აბა არ მომწონსო?
-ბრაზდები თუ მეჩვენება
-მე კი არა შენ ბრაზდები და ჩვენ ძმაზე ამოსანთხევ ბრაზს ვატყობ ჩემკენ გამოუშვებ
-თვალებს ნუ მიბრიალებ კონსტანტინე
-თათა ადგილზე დაბრუნდი ,ნუ წიოკობ
-კონსტანტინე- ლილია აქამდე ჩუმად იყო,არ თვლიდა საჭიროდ და-ძმის დიალოგში ცარევას და საერთოდ ოთახიდან გასვლაც უნდოდა,მაგრამ უკვე გვიანი იყო .თანაც იცოდა კონსტანტინე რასაც ეტყოდა.ახლა კი არ მოეწონა სიტუაციის ასეთი ცვლილება- ხომ შეიძლება შემდეგ მოსწონებოდა, თუ ამდენი რამ გააკეთა,ასე კარგად იქცეოდა იქნებ დამოკიდებულება შეაცვლევინა თათას, რა არის აქ გასაოცარი
-ერთია როდესაც იმ ბიჭს სცემენ რომელიც შენს შებმას ცდილობს და მეორე როდესაც შენი ძმა იმ ბიჭს ულურჯებს თვალს , რომელიც მოგწონს
-შენ როდის გამოსცადე ეგ
-ლილია !
-ახლა თქვენც ნუ იჩხუბებთ რა ...
-ჩვენ არ ვიჩხუბებთ საყვარელო,შენი ძმა დამშვიდდება უბრალოდ
-დავმშვიდდები რა პრობლემაა...იკითხოს შეყვარებულმა გოგონამ
-შეყვარებული არ ვარ ,ნუ აჭარბებ ...უბრალოდ არ მინდა ასე იყოს
-გადაუვლის რამდენიმე კვირაში სილურჯე და თვალების ჟუჟუნს ისევ განაგრძობს შენი ცოსფერთვალება რომეო
-მეღადავები კონსტანტინე? - სავარძელში მიწოლილ ძმას გახედა და წარბები მაღლა აზიდა
-როგორ გეკადრება...წარმოვიდგენ როგორი გრძნობაა შენ ბიჭს თვალს რომ უსინიაკებენ
-წარმოდგენა არაა საჭირო გეტყვი ... გინდება რომ მოეფერო ,აკოცო და როგორმე გაუყუჩო ტკივილი
-თათააააა ,ტყუილად ცდილობ მაინც ვერ ამაგდებ
-ისე მიყურებდა ,მართლა მომინდა ჩავხუტებოდი და პატიება მეთხოვა ასეთი იდიოტი ძმა რომ მყავს ,მაგრამ გადავიფიქრე
-მაინც რაოო ...ეშინოდა დალაპარაკების თუ როგორ იყო
-გაგა ვიღაც მშიშარა კურდღელი ხომ არ გგონია, უბრალოდ უტყდებოდა ასეთი ნაცემი რომ იყო
-ამას უყურეთ რაა ...შენ ძმას ლანძღავ და ისეთი ბიჭი მოგწონს ცოტა ხანში შენ ძმას რომ არ ჩამორჩება ჩხუბისთაობით?
-არ არის ჩხუბისთავი, უბრალოდ არც ასე ცემა-ტყეპას არის მიჩვეული
-შენ მგონი ის გადარდებს მაგ ბიჭს რომ შეხვდე და ისევ სცემოს ჩვენმა ძმამ ამიტომ გინდა დაველაპარაკო .ხომ ასეა თათა?
-უხეში ინტერპრეტაციაა
-მაგრამ ზუსტი
-ასეც ვერ ვიტყოდი ,მაგრამ მაინც დაზღვეული უნდა ვიყო
-თავიდანვე გეთქვა იცი ჩემი მომავალი სეყვარებული ჩვენმა ძმამ სცემა, მიდი უთხარი რომ ნაცემი რომეო მომეწონა და მეტჯერ აღარ გაიმეოროს იგივეო
-ნუ იცინიკოსობ კონსტანტინე
-ლილია , მე ვერ ვიტან როდესაც შორიდან იწყებენ სათქმელს და შენ ეს კარგად იცი არაა აქ საჭირო ეს ქალური სოლიდარობა
- როგორ იცი ხოლმე ადამიანის გაწამება, მე მაინც ხომ ვიცი ბოლოს რასაც გააკეთებ. ხოდა ახლა მაკოცე და დამშვიდებული გამიშვი სახლში, სამეცადინო მაქვს
-წამის წინ ცეცხლს აფრქვევდი და ახლა როგორ მიჟუჟუნებ თვალებს.რომეოს გავლენაა?
-რომეოს ნუ ეძახი ,არ მომწონს
-ნუ გაგა რომეოს აშკარად ჯობს
-რა ეჭვიანი ძმასავით იქცევი ,რა გჭირს?
-წადი სახლში,იმეცადინე და მოფერება არაა საჭირო, ისედაც მოურჩება ის თვალი - აკოცა და ბოლოს წარბები შეკრა,თათამ ხმამაღლა გაიცინა და მერე ლილიას დაემშვიდობა
-გამიხრდა შენი გაცნობა, იმედია კიდევ შევხვდებით და ჩემი ძმა ეგოისტურად არ მიგისაკუთრებს
-მეც გამიხარდა,იმედია ყველაფერი მოგვარდება
-ნახვამდის...
კონსტანტინემ თავი უკან გადასწია და ღრმად ჩაისუნთქა . ფეხები გაშლილი ჰქონდა და თითებს მუხლებზე ათამაშებდა
-საგიჟეთია რა ...
-ნუ აზვიადებ, ლამაზია ძალიან და რომ მოეწონებათ ვერ ხვდები? იქნებ საერთოდ არ აპირებს სერიოზული ურთიერთობსი წამოწყებას 16 წლისაა მხოლოდ
-ეგ ყველაზე ნაკლებად მადარდებს, თათა გაართმევს თავს პირად ცხოვრებას თანაც ვიცი ის ბიჭი როგორია . ჩემი ძმა როგორც იქცევა ეს მაგიჟებს...საცემი რომ ყოფილიყო ის ბიჭი მე ასე მშვიდად ვიქნებოდი?
-შენ რომ წასული იყავი?
-კარგი რა ლილია, გგონია არ ვიცოდი ჩემი და ვის მოსწონს? სკოლაში რომ ვაკითხავ ხოლმე მარტივად ვიღებ ინფორმაციებს უბრალოდ რამდენიმე წუთი უნდა დააკვირდე ,უსმინო და თვალი ადევნო ყველას
-„ძმები“ საოცარი ფენომენი ხართ ყველანი განსხვავებულები ,მაგრამ მაინც ერთნაირები. არ შეიძლება რაიმე დეტალი გამოგრჩეთ საყვარელი დის ცხოვრებიდან
-საერთოდ არ ვფიქრობ რომ ცუდი ჩვევაა...მთავარია რომ ზედმეტად არ ჩაერიო, ცოდნა კი არაფერს აშავებს
-ვერ შეგედავები ,მთავარია საკუთარ თავზე ზედმეტი არ აიღო და იქ არ ჩაერიო სადაც ამის საჭიროება არ არის... ისე კარგი არ არის შენ ძმას რომ ეჩხუბები
-ამას ჩხუბი არ ქვია...სრულიად განვსხვავდებით ერთმანეთისგან ,მაგრამ მაინც ერთმანეთზე ახლობელი არვაინ გვყავს . ზოგჯერ თვითონ მეჩხუბება , ბავშვობაში რამეს რომ ვაშავებდი თავზე დამადგებოდა და ისე მიბრიალებდა თვალებს სადღაც ჩაძვრომა მინდებოდა
-რამდენი წლითაა უფროსი
-სამი წლით ,როდესაც რაღაცის ახსნას ვცდილობ სულ ამ სამ წელს მახსენებს
-მუშაობას როდის დაასრულებ?
-ცოტა დამრჩა...შენ მოსვლამდე თითქმის დავასრულე. ახლა გავაგრძელებ და ერთად წავიდეთ,თუ სადმე არ გეჩქარება ,კარგი?
-კარგი...
ჩუმად იჯდა და უყურებდა საქმეში ნახევრად გართულს, ბოლომდე კონცენტრირებას ვერ ახერხებდა ლილიას იქ ყოფნა აფორიაქებდა. მაქსიმალურად ეცადა და თავს მოერია, როგორც კი დაასრულა მაშინვე წამოდგა და ლილიასთან ერთად დატოვა იქაურობა.
გასეირნება მაინც ვერ მოახერხეს, ლილიას დაურეკეს და გეგმები აურიეს კონსტანტინეს
-სად მიდიხარ?
-სოფელში ...ხვალ ბებოს და პაპას ქორწინების თარიღია და სიმბოლურად ყოველ წელს ავღნიშნავთ ამ დღეს. ყველა შვილი და შვილიშვილი ერთად ვულოცავთ უკვე სამოცი წელია სარეცელს იყოფენ და ჯვარი არ აქვთ დაწერილი...ხოდა ახლა გვინდა რომ ჯვარი დაიწერონ .ბაბუა უარზეა რა დროს ჯვრისწერააო ,მაგრამ ბებო დაარწმუნებს
-60 წელი ჭირსა და ლხინში ... საოცარია
-გარიგებით დაქორწინდნენ, შორიდან იცნობდნენ ერთმანეთს და ბაბუს რომ ჰკითხო გეტყვის საერთოდ არ მომწონდაო ,თვითონ მოვწონდი და ჩააწყო საქმეო
-აუუ მართლა ეგრე ამბობს?
-ბაბუას იუმორის გრძნობა და ბებოს გაგიჟება ჩვეული ამბავია ჩვენს ოჯახში...ბებო ძირითადად მასხარას ეძახის და ბაბუ ახსენებს რომ ლამის ოთხმოცი წლისაა და დროა ზედმეტსახელი შეუცვალოს
-არ გინდა ჯვრისწერაზე დამპატიჟო?
-გინდა რომ დაესწრო მათ ჯვრისწერას?
-ძალიან ოჯახური გარემოს თუ არ დავარღვევ რატომაც არა
-არა რას ამბობ...მე უბრალოდ
-კარგი , ჯერ ადრეა ნათესავებთან შენთან ერთად გამოჩენა მით უმეტეს გიგისთან საუბარიც გამიჭიანურდა. სხვა დროს გავიცნობ იმედია...მოვედით. თავისუფალ დროს დამირეკე და დიდხანს არ დარჩე ხო?
-ორ დღეში დავბრუნდებით და აუცილებლად დაგირეკავ ... შემიძლია დაგპატიჟო
-ხო ,მაგრამ უარის თქმა მომიხდება . ახლა ამის დრო არ არის, მეც საქმეები მაქვს და ქალაქიდან ვერ გავალ
-ხომ მომიყვები თათას და მისი შეყვარებულის ამბებს?-ლოყაზე აკოცა და გაუღიმა
-შეყავრებული არ არის და არ მოგიყვები
-ჰმ,კარგი ხო . წავედი...ორ დღეში გნახავ-კიდევ რამდენჯერმე აკოცა და მანამ გადვაიდა მანქანიდან სანამ გონს მოვიდოდა კონსტანტინე
-არ მაკოცნინა ისე წავიდა...ოხ ლილია მალე გულს გამიჩერებ- ღრმად ჩაისუნთქა ,ერთხანს თვალს ადევნებდა შემდეგ ისევ დაუბრუნდა საკუთარ პრობლემებსა და ფიქრებს. ლილიასთან განშორების შემდეგ თითქოს პრობლემების უზარმაზარ მთას ეჯახებოდა და ფიქრობდა მწვერვალზე როგორ აღმოჩენილიყო ....
.........................
ლილია სოფელში რომ წავიდა გვანცას გამოცდა ჰქონდა და მასთან ერთად წასვლა ვერ მოახერხა, ვინაიდან მარტო იყო ქალაქში და დილით აპირებდა სოფელში წასვლას გადაწყვიტა საღამოს განსატვირთად ბარში წასულიყო . ბიჭებია დგილზე იყვნენ,ამჯერად მაგიდასთან ისხდნენ და სვამდნენ, ჯერ კიდევ ცოტა ხალხი იყო ირგვლივ . პირდაპირ მათკენ დაიძრა და თავზე დაადგა
-მივესალმები საუკეთესო მუსიკოსებს ...როგორ ხართ ბიჭებოოო
-ვაა გვანცაა ,შენ როგორ ხარ? სად დაგვეკარგე
-გამოცდები მქონდა , ხან ქალაქში არ ვიყავი სამაგიეროდ ახლა მოვედი. აბა როგორ ხართ? თქვენ არ გაქვთ გამოცდები თუ მაგისტრები ისვენებთ
-გიო ჯერ კიდევ ბაკალავრისთვის იბრძვის
-რას დამცინი შე ჩემა ჩემი გამჭირვებია თქვენ მალე მაგისტრები იქნებით და მე ჯერ კიდევ ვერ ავიღე დიპლომი
-რას აბარებდი მერე ვინ გაძალებდა
-რომ დაგჭირდები გაგახსენებ
-მიდი ახლა ასეთ ექიმთან...შენ რა ქენი გვანციკო დაწერე კარგად?
-აჰაამ...შევაკვდი წუხელ და შრომამ შედეგი გამოიღო კიდეც . მერე სამსახურში ვიყავი და დავიღალე
-დალევ?
-დავლევ...ბევრს და მაგარს, იცოდეთ სახლის მისამართი ტელეფონში მიწერია და გასაღები ჩანთის წინა ჯიბეშია
-მიგიტანთ ,ჩვენი იმედი გქონდეს
-უუჰ დავმშვიდდი ...
დალია,თანაც საკმაოდ ბევრი. ბიჭებთან საუბრობდა, ბარი გაივსო, ახმაურდა და ყველაფერი აირია. იდგა მათ წინ როცა უკრავდნენ და ცეკვავდა ჭიქით ხელში, მოდუნდა, ყველაფერი დაავიწყდა და უბრალოდ მელოდიას მიანდო მთელი არსება. გათიშული ნამდვილად არ იყო, მაგრამ გრძნობებს რომ ჰყვებიან სწორედ იმ ეტაპზე იყო. გიორგიმაც ზუსტად ამ დროს დატოვა სცენა და წინ აესვეტა მიკროფონით ხელში .ცდუნებას ვეღარ გაუძლო გვანცამ, მისამღერი გაიმეორა და ყველას ყურადღება მიიქცია. დაიწყო და ვეღარ გაჩერდა,თითქოს ტვინის ნაცვლად სიმღერა მართავდა მის სხეულსა და სულს. ეს იყო ნამდვილი ბედნიერება და სხვა არაფერი, თავისფლება ყოველგვარი დაღლილობისგან, სიხარული სულისა და გულის... შეძახილები, ტაშის ხმა და უამრავი ადამიანისთვის განაწილებული ემოციები პირველად ეკუთნოდა გვანცას, ეს კი ნარკოტიკს ჰგავდა , რომელიც ძლიერ დამოკიდებულებას იწვევდა ....
მართალია გამოფხიზლდა,წაყვანაც არ სჭირდებოდა მაგრამ ბიჭებმა მაინც გააცილეს და კიდევ ერთხელ აავსეს კომპლიმენტებით.
ლიფტშიც გაღიმებული შევიდა, ისე გრძნობდა თავს თითქოს პირველ ნაბიჯებს დგამდა, ყველაფერი თავიდან დაიწყო და ცხოვრებას ახალი ფერი შესძინა. საწოლზე დაეცა და მიშოს დაურეკა , მანაც დიდხანს არ დააყოვნა და წამში გაიგო საყვარელი ხმა
-ამ დროს რომ გოგოს არ ეძინება
-მიშოოო ....მიშიკოოო
-მთვრალი ხარ გვანციკო? გამოცდის ჩაბარება აღნიშნეთ კურსელებმა?
-ნწ...მარტო ვიყავი ბიჭებთან ერთად
-ვინ ბიჭებთან
-გიორგისთან,გიგუნასთან,ზურიკელასთან და შაკუნასთან ერთად
-კარგია ,ყოჩაღ...დაათვრე თუ მარტო შენ დათვერი
-ნწ ...იმათ ცოტა დალიეს
-რა გაცინებს გოგო...ვიღაც ოთხ ბიჭთან ერთად სვამდი ?
-მომწონს შენი ბრაზისგან გაგიჟებული ხმა...ყელზე მოისვი თითები ძარღვები გამოგებერებოდა აუუუუ მანდ კოცნა მინდააა ,მინდა მინდა მინდააააააა
-ღმერთო ამას ვის გადავეყარე
-ნუ ღელავ...კარგი ბიჭები არიან,სახლამდეც მომაცილეს ლილიას კოსტას მეგობრები არიან
-დავმშვიდდი
-წარბებს ნუ კრავ ... რა უბედურებაა ეჭვიანი მზარეული...ჩემი შეფ-მზარეულის მომზადებული ვახშამი მომენატრა სხვათაშორის
-შეფ-მზარეულს გაბრაზებულია და არაფერს მოგიმზადებს
-რომ ვნახავ შემოვირიგებ და შეიძლება საუზმეც კი მომიმზადოს
-ვინ ,მე?
-დიახ,დიახ თქვენ ბატონო მიხეილ
-ნერვებს მიშლია გვანცა და გავგიჟდები მალე
-რას ხვნეში ჩარკვიანო? რატომ გინდა ისედაც აგზნებული ტვინიდან სხვაგან გადაინაცვლოს ამ აღგზნებამ? მცხელა ისედაც ,არადა გარეთ ცივა
-გვანცა შხაპი მიიღე და დაიძინე,ხვალ დავილაპარაკოთ
-დილით სოფელში უნდა წავიდე,იქ არ მეცლება მთლიანად უნდა ჩავიძრო ემოციებში.მობილური ნორმალურად არც იჭერს ,ადგილის პოვნაა საჭირო
-წასვლამდე დამირეკე ...
-მაგ დროს გძინავთ თქვენ
-გვანცა დაიძინე ... გელოდები
-სად მელოდები მანდ?
-ხო აბა რა ვიცი იქნებ ცუდად გახდე
-არ მაქვს ცუდი სიმთვრალე არ იცი რა საყავრელი ვარ მთვრალი?
-კიდევ კარგი რომ დამშვიდება არ გჭირდებოდა ,ისევ
-უკაცრავად მომესმა და მომეჩვენა თუ ის იგულისხმე რაც მგონია
-არაფერი მიგულისხმია გვანცა, დაიძნე და ხმას ნუ უწევ
-სულ კარგად ბრძანდებოდე! არ გაბედო და არ დამირეკო თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ...რომ დამჭირდება დამშვიდება სხვას ვიპოვნი ვინმეს ,ჩემთვის ხომ სულ- ერთია
-გვანცა არ გათიშო ...გვანცაააა-მეთქი
რა თქმა უნდა გათიშა,მობილური საერთოდ ისროლა და კივილიც მიაყოლა
-როგორ მეზიზღები ...როგორ ვერ გიტან იდიოტო გვანცა .როგორ ვერ გიტან დაწყევლილო ჩემო ბედო ......რატომ არ შეიძლება ცხოვრებაში ერთხელ მაინც შევირგო ბედნიერება .მეტის ღირსი ხარ ხომ მიენდე, სულით და გულით ხომ გაშიშვლდი , ხომ იფიქრე რომ იპოვნე ადამიანი რომელიც გაგიგებდა
-ბალიშში თავჩარგული მოთქვამდა, საბანში გაეხვიანახევრად შიშველი სხეულით და ასე ტირილისგან,ემოციებისგან გამოფიტული გაითიშა...
დაიწყო დღე , რომელიც ვიღაცისთვის ერთად გატარებულ მესამოცე წელს უდრიდა
კარზე კაკუნის ხმამ გამოაფხიზლა, თვაებდახუჭული წამოდგა და ისე გამოაღო კარს ეყრდნობოდა.მკლავებში რომ ჩაავლო ვიღაცამ და უკან გასწია თვალები შემდეგ გაახილა, ცივ კარს შიშველი ზურგით ეყრდნობოდა , გაფართოებული თვალებით უყურებდა გაცეცხლებულ მიშოს
-სულ გაგიჟდი ხომ? არანორმალურო შენ! გირეკავ არ მპასუხობ, ლამის შევიშალე , გამოვვარდი , ერთი საათია კართან ვარ და შენ შიშველი მიღებ კარს?
-ხომ გითხარი არ დამირეკო-თქო...- წამსვე გამოფხიზლდა , ინსტიქტმა სძლია, ხელი მკერდზე ჰკრა და მოიშორა- რატომ რეკავდი, ან საერთოდ რამ შეგშალა,რას წამოხვედი და რას დაეყუდე აქ... შიშველი ? როგორ შიშველი ამათ ვერ ხედავ?- საცვლებზე მიუთითა და გაიცინა-შენ ხომ არ გგონია რომ მთვრალს დამავიწყდა ,ერთი სიტყვაც არ დამვიწყნია და არც დავივიწყებ! მთვრალს მშვენიერი მახსოვრობა მაქვს შენ წარმოიდგინე - თითი მკერდზე მიარტყა და მისკენ დაიძრა
-გახსოვდეს მერე რა ... დიახაც შიშველი ხარ და საერთოდ ვიღაც სხვა რომ ყოფილიყო გათიშული,ნახევრად მძინარე ხვდებოდი ამ ფორმაში? საერთოდ რატომ მიბრაზდები ვერ ვხვდები, დავიჯერო არ იცი ჩემი შენდამი დამოკიდებულება და ის თუ
-მხოლოდ ის ვიცი რაც თქვი , მახსოვს და გავიგე მშვენივრად. ახლა კი უკაცრავად ,მაგრამ სტუმრობისთვის არაშესაფერისი დროა...თენდება და გამოძინება მჭირდება ჯვრისწერაზე მისვლამდე
-გვანცა ჭკუიდან ნუ გადამიყვან! არ შეიძლება მე და შენ უბრალო სიტყვების გამო ვიჩხუბოთ
-გგონია ვჩხუბობთ? ღმერთო ჩემოო მორჩა ! ახლა კიდევ თუ გააგრძელებ დამშვიდება დამჭირდება და ზედა მეზობელი უსიმპათიურსი ბიჭია ავალ ,თან დილაა უარს არ მეტყვის დარწმუნებული ვარ- ირონიული იყო,გამაღიზიანებლად,გამაგიჟებლად იქცეოდა
-ასე ნუ მექცევი...ნუ მაგიჟებ გვანცა
-ხოდა ნუ გიჟდები...უკვე სახლში შემოჭრის ფორმატში გადავდივარტ ჩარკვიანო?
-გვანცა...გვანცა- ხელი მოხვია და თავისკენ შეაბრუნა ისე უყურებდა გვანცა წამით შეჩერდა-მითხარი რომ დაივიწყებ იმ სიტყვებს, რომლებიც არაფერს ნიშნავს. მითხარი რომ ხვალ სოფლიდან დაბრუნებული ჩემთან მოხვალ , ისევ ისე როგორც ადრე
-სულ ტყუილად საუბრობ ამ მშვიდი ხმით, ნუ მიყურებ ასეთი მზერით და შემეშვი ! მე ასე მარტივად არაფერს ვივიწყებ, არ არსებობს უბრალოდ ნათქვამი სიტყვები, შეიძლება დუმილით გამოთქმული გრძნობები,მაგრამ რასაც ამბობ ის აუცილებლად გამოხატავს აზრს. სადღაც ტვინის რომელიღაც წილში დაბუდებულ აზრს.... ახლა თუ არ წახვალ გეფიცები კონტროლს დავკარგავ
-ხოდა დაკარგე კონტროლი,ასე ნუ მელაპარაკები და ნუ მეუბნები იმას რაც მაგჟებს. შენ ვერც კი წარმოიდგენ ჩემთვის რამდენს ნიშნავ, ვცოფდები რომ ისევ ვერ ხედავ ჩვენ შორის კავშირს და ეჭვი შეგაქვს ჩემ გრძნობებში, გავგიჟდი წუხელ ...გიჟი ვარ, ეჭვიანი ,არანორმალური და ვერ შევიცვლები .რომ წარმოვიდგინე ბარში იჯექი და სვამდი , ათასი ვინმე გიყურებდა და მე იქ არ ვიყავი, ჭკუიდან შევიშალე . ყველა სულელურ დეტალზე შეიძლება ვიეჭვიანო, ახლაც ვბრაზობ იმაზე რომ შიშველმა გააღე კარი ...ასე გიყურებ და ნერვები მეშლება რომ მოფერების ნაცვლად ვკამათობთ ამ სისულელეზე. სისულელეა იმიტომ რომ ჩემსა და შენს შორის ჯაჭვია ,რომელსაც ვერაფერი გაწყვეტს. ახლა რომ წავიდე, ხვალაც, ზეგაც....კიდევ დიდხანს რომ გამიბრაზდე, შენი სიჯიუტე,თავმოყვარეობა არ ვიცი რა კიდევ რომ არ დაივიწყო და არ შემირიგდე ბოლოს ხომ მაინც ჩემთან იქნები...ეს ხომ ორივემ ვიცით გვანცა , არ მინდა, არ ვაპირებ და არც შევეგუები შენთან ასეთ ურთიერთობას. მშვენივრად ვიცი რომ შენ ჩემი ხარ, მაგრამ მაინც ვეჭვიანობ ყველაზე ვინც გიყურებს, ვეჭვიანობ არა შენგამო , მინდა ყველას ავუხვიო თვალები და მხოლოდ მე გიყურებდე ვიცი ვნ ვარ და საკუთარ თავში ეჭვი არც მეპარება მაგრამ მაინც ბევრი მაგრამ იქნება და ამას უნდა შეეგუო...უნდა მიმიღო ისეთი ავადმყოფი როგორიც ვარ, რადგან მეც შენი არანორმალური სულით ვარ შეპყრობილი....
-მსოფლიოში ყველაზე სულელი ქალი ვარ, მაგრამ არ მადარდებს ...ამ სიტყვებს სულ გაგახსენებ და ჩემგან თავს ვერ დააღწევ. სწორედ მაგ ჯაჭვით დაგაბავ თუ დამჭირდება- პერანგის საყელოში წვდა და თავისკენ მიიზიდა
კოცნა ძლივს შეწყვიტა, ვერ სწყდებოდა გვანცას სხეულს,მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა
-სალიო...სალიო მელოდება მანქანაში
-რააა? ბავშვი წამოიყვანე ამ დროს? სულ გადაირიე? - უცებ მოშორდა და გარდერობისკენ გავარდა- ახლავე ამოიყვანე ალბათ სძინავს სავარძელზე ...არანორმალუროოო ძიძას ვერ დაურეკე ან საერთოდ რა მოგარბებნინება
-10 -ზე მიდიოდი დაგეპასუხა მობილურზე
-ამ მობილურზე?- იატაკზე დავარდნილ მობილურზე ანიშნა და თვალები აატრიალა-რას ელოდები მანდ?
-ჩაცმული აღარ მომწონხარ - საწოლს იდაყვებით ეყრდნობოდა და ისე უყურებდა - დაიძინე, მერე უნდა იმგზავრო ,ჯვრისწერაზე ფორმაში ხომ უნდა იყო . მე და სალიო დავბრუნდებით სახლში და დაგელოდებით - ისევ აკოცა და თმაზე მოეფერა- მალე დაბრუნდი ხო?
-ხოო -ქვემოდან უყურებდა და წამწამებს ახამხამებდა - ხვალ მოვალ ან ზეგ დილით ,თუ საუზმეს დამახვედრებ დავრჩები
-ნწ,საუზმეს ქორწინების პირველი ღამის შემდეგ გამთენიისას მოგიმზადებ
ისევ აკოცა და წავიდა. გვანცა კი სრულიად არეული გრძნობებით სავსე იდგა ისევ იმ ადგილას სანამ გონს არ მოვიდა და ისევ საწოლში არ დაბრუნდა. ბალიშს ჩაეხუტა და ისევ დაიძინა , ამჯერად დადებითი ემოციების ზღვაში.....


გელით
გელით
მოგელით



№1  offline წევრი Indigo

მ ა რ ი ა მ ო !
ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამიხარდი.
თან დღეს, მაშინ როდესაც ესე მჭირდებოდი.
საოცარი გავლენა გაქვს ჩემზე, შეგიძლია წამებში დამამშვიდი და დამავიწყო ყველაფერი.
ძალიან ვგიჟდები მე შენზე, მარიამო, და გელი,
გელი,
მოგელი...
პ.ს. ლუკა და ანიკო დამაკლდნენ.
პ.პ.ს. თვალები რო არ მეხუჭებოდეს, როგორც ყოველთვის, დეტალურად გაგიშიფრავდი ყველა იმ პასაჟს, რომელმაც გადამრია.
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№2  offline მოდერი Mathew

იცი შენ ჩემი დამოკიდებულება შენ მიმართ და არაფრის თქმაა საჭირო.
მუდამ გავიმეორებ იმას,რომ შენი ისტორიის კუთხვის დროს სხვა სამყაროში გადავდივარ.ეს მუდამ ასეა.
ხოდა,მიყვარხარ რა :)))
ყველა მათგანი მიყვარს და მატყვევებს.მიპყრობს და მაგიჟებს :)))
მეტს არ ვიტყვი რადგან ამ სიტყვებიდან მიხვდები ყველაფერს :)) <3

 


№3  offline მოდერი sameone crazy girl

Indigo
მ ა რ ი ა მ ო !
ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამიხარდი.
თან დღეს, მაშინ როდესაც ესე მჭირდებოდი.
საოცარი გავლენა გაქვს ჩემზე, შეგიძლია წამებში დამამშვიდი და დამავიწყო ყველაფერი.
ძალიან ვგიჟდები მე შენზე, მარიამო, და გელი,
გელი,
მოგელი...
პ.ს. ლუკა და ანიკო დამაკლდნენ.
პ.პ.ს. თვალები რო არ მეხუჭებოდეს, როგორც ყოველთვის, დეტალურად გაგიშიფრავდი ყველა იმ პასაჟს, რომელმაც გადამრია.


მეც მიხარიხარ
სულ რო ჩემთან ხარ მიხარიხარ
ლუკა და ანიკო მომდევნო თავში იქნებიან აქ უბრალოდ ვეღარ ჩავსვი
heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart

Girl with pretty smile
იცი შენ ჩემი დამოკიდებულება შენ მიმართ და არაფრის თქმაა საჭირო.
მუდამ გავიმეორებ იმას,რომ შენი ისტორიის კუთხვის დროს სხვა სამყაროში გადავდივარ.ეს მუდამ ასეა.
ხოდა,მიყვარხარ რა :)))
ყველა მათგანი მიყვარს და მატყვევებს.მიპყრობს და მაგიჟებს :)))
მეტს არ ვიტყვი რადგან ამ სიტყვებიდან მიხვდები ყველაფერს :)) <3

ვაიმეე რა კარგი გგო ხარ შენ
როგორ მიხარია სულ რომ მიზიარებ ემოციას
სულ რო მახარებ მადლობა ამისთვის kissing_heart რო არ გეზარება და მიზიარებ აზრს
heart_eyes

 


№4  offline წევრი bobga

მიშოოო ❤❤ ❤❤❤❤

მარიაამ????????????????????????????????????????????????

 


№5  offline მოდერი sameone crazy girl

bobga
მიშოოო ❤❤ ❤❤❤❤

მარიაამ????????????????????????????????????????????????

მიშო ჩემია smile smile

 


№6 სტუმარი Tamuna

მიყვარხარ მე შენ <3 ჩემი გულების დედოფალი ხარ <3 შენ ხო იცი ვერ მოვითმინე უშენოდ
ამ ერთხელ რა უბრალოდ
აქ მინოდა
ეხა
ჩემი სიყვარული ხარ
იქ უდიდეს დვწერ
უბრალოდ მაბედნიერებ რო ჩემი ხარ
მიყვარხარ
რა ხო იცი ყველაფერი
სიტყვები
ზედმეტია როცა შენ გიწერ
გულების დედოფალო
მაფერადებ
ჩემი სასწაული ხარ

 


№7  offline მოდერი sameone crazy girl

Tamuna
მიყვარხარ მე შენ <3 ჩემი გულების დედოფალი ხარ <3 შენ ხო იცი ვერ მოვითმინე უშენოდ
ამ ერთხელ რა უბრალოდ
აქ მინოდა
ეხა
ჩემი სიყვარული ხარ
იქ უდიდეს დვწერ
უბრალოდ მაბედნიერებ რო ჩემი ხარ
მიყვარხარ
რა ხო იცი ყველაფერი
სიტყვები
ზედმეტია როცა შენ გიწერ
გულების დედოფალო
მაფერადებ
ჩემი სასწაული ხარ

თაუსიააა ჩემო მარწყვის გოგოოოვ
ვერ მოითმინე გოგონი?
ვერაოოო ვერააოოო
მიყვარხარო მე შენოოო

 


№8 სტუმარი სტუმარი დარინა

რომ მოხვალ საღამოს სამსახურიდან და ეს ორი უთბილესი და უტკბილესი ლილია და კოსტა დაგხვდებააა მეტი რაღა უნდა ინატროოო, ვგიჟდები ისეთი არარეალურები არიან, თავისი გრძნობებით მეც მატყვევებენ, ალექსანდრე ახვლედიანის შემდეგ კოსტაზე ვარ შეყვარებული და იცოდე მარტო ჩემია მარიამ, აი მიშო და გვანცა სულ სხვა განზომილებააა, ზე წყვილია რააა თავისი ამოფრქვევებით.ვგიჟდები მარიამ შენზეეე.

 


№9  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი დარინა
რომ მოხვალ საღამოს სამსახურიდან და ეს ორი უთბილესი და უტკბილესი ლილია და კოსტა დაგხვდებააა მეტი რაღა უნდა ინატროოო, ვგიჟდები ისეთი არარეალურები არიან, თავისი გრძნობებით მეც მატყვევებენ, ალექსანდრე ახვლედიანის შემდეგ კოსტაზე ვარ შეყვარებული და იცოდე მარტო ჩემია მარიამ, აი მიშო და გვანცა სულ სხვა განზომილებააა, ზე წყვილია რააა თავისი ამოფრქვევებით.ვგიჟდები მარიამ შენზეეე.

როგორ მიყვარს განტვირთვას რომ ახერხებთ ჩემი ისტორიებით ვგიჟდებიი სიხარულისგან
ოო ალექსანდრეზე შეყვარებული ხალხი მაგიჟებს smile smile smile smile smiling_imp
კოსტა საჩემო ტიპაჟი არა დაე გიყვარდეს

 


№10 სტუმარი Qeti qimucadze

Vaimee, geficebi ragac amoucnobi grznobit savsem vitire mariam, esiyo shuri? Albat ho, martalia siyvarulit davojaxdi, magram lilias da konstantines dialogs rom vkitxulobdi shurma shemipyroo, ai ra moaxdinee, es tavi saocreba iyo, mariam yifiani chemtvis ho ideali gaxda, magram lilia siyvarulia chemi, mabedniereb shen me, madloba am cutebistviss

 


№11  offline მოდერი sameone crazy girl

Qeti qimucadze
Vaimee, geficebi ragac amoucnobi grznobit savsem vitire mariam, esiyo shuri? Albat ho, martalia siyvarulit davojaxdi, magram lilias da konstantines dialogs rom vkitxulobdi shurma shemipyroo, ai ra moaxdinee, es tavi saocreba iyo, mariam yifiani chemtvis ho ideali gaxda, magram lilia siyvarulia chemi, mabedniereb shen me, madloba am cutebistviss

ვერ ვიფიქრებდი ამ ემოციას თუ გამოვიწვიე, უცხო იყო მართლა და მიხარია რომ ასეთი პერსონაჟი შევქმენი.ლილია სრულიად განსხვავებული ტიპაჟია ჩემგან და მაინც ზალიან მიყვარს და ვბედნიერდები რომ გამომივიდა ეს წყვილი smile მარიამ ყიფიანი თუ უყვარდა ვინმესდა იდეალად მიაჩნდა ნამდვილად არ მეგონა და ამან უსაზღვროდ გამახარა,რადგან მარიამი ჩემშია მთლიანად ეგ პერსონაჟი heart_eyes heart_eyes

 


№12  offline წევრი tatiko.1995

saocreba xar mariam ❤️❤️❤️

 


№13  offline მოდერი sameone crazy girl

tatiko.1995
saocreba xar mariam ❤️❤️❤️

თათიკოოო მადლობა heart_eyes heart_eyes

 


№14 სტუმარი სტუმარი anano

საოცრება ხარ უბრალოდ <3 არც კი ვიცი საიდან როგორ რანაირად იფიკრებ და ქმნი ასეთ პერსონაჟებს შენი ყველა ისტორია უამრავჯერ მაქვს წაკითხული მაგრამ ყველაზე მეტად ისინი მიყვარს სადაც უამრავი წყვილი გყავს სხვადასხვა ისტორიებით <3<3 მიყვარხარ და ველოდები შემდეგს<3 <3 ხო და შემდეგში ჩემი ლუკა და ანიკოს ისტორიაც ჩაამატე აუცილებლად ძალიან დამაკლდნენ დღეს <3

 


№15  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი anano
საოცრება ხარ უბრალოდ <3 არც კი ვიცი საიდან როგორ რანაირად იფიკრებ და ქმნი ასეთ პერსონაჟებს შენი ყველა ისტორია უამრავჯერ მაქვს წაკითხული მაგრამ ყველაზე მეტად ისინი მიყვარს სადაც უამრავი წყვილი გყავს სხვადასხვა ისტორიებით <3<3 მიყვარხარ და ველოდები შემდეგს<3 <3 ხო და შემდეგში ჩემი ლუკა და ანიკოს ისტორიაც ჩაამატე აუცილებლად ძალიან დამაკლდნენ დღეს <3

მეც ა რვიცი საიდან როგორ და რანაირად ვწერ უბრალოდ მიყვარს რომ ვწერ
heart_eyes heart_eyes
აუცილებლად დავწერ მომდევნო თავებში და ბევრს დავწერ ანაზე და ლუკაზე

 


№16 სტუმარი სტუმარი nanuka

ძალიან მომწონს ლილიას და კონსტატინეს წყვილი<3 მესმის რომ მთავარი წყვილი მაინც ესაა მაგრამ სხვებიც არ დაივიწყო და ხშირად და დიდი ხნით გამოაჩინე ხოლმე გთხოვ ისინიც არანაკლებ კარგები არიან <3

 


№17  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი nanuka
ძალიან მომწონს ლილიას და კონსტატინეს წყვილი<3 მესმის რომ მთავარი წყვილი მაინც ესაა მაგრამ სხვებიც არ დაივიწყო და ხშირად და დიდი ხნით გამოაჩინე ხოლმე გთხოვ ისინიც არანაკლებ კარგები არიან <3

მთავარია სამივე ჩემთვის,უბრალოდ ყველას ურტიერთობა სხვადასხვა ეტაპზეა და რომელზეც მეტია დასაწერი ჩემი აზრით და ჩემი მუზა რასაც მეუბნება ისე ვწერ... ანა და ლუკა მომდევნოში იქნებიან აუცილებლად .მადლობა დიდი heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№18 სტუმარი სტუმარი თამო

ძალიან მომეწონა.კოსტა და ლილია ვგიჟდები მათზე.მიშო და გვანცა სულ სხვა განზომილებაა.ველიი შემდეგს

 


№19 სტუმარი სტუმარი მარიამოო

რამდენი შემოვდივარ ამსაიტზე იმდენი "ყველა გზა შენთან მოდის მარიამ"
????????

 


№20  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი თამო
ძალიან მომეწონა.კოსტა და ლილია ვგიჟდები მათზე.მიშო და გვანცა სულ სხვა განზომილებაა.ველიი შემდეგს

kissing_heart kissing_heart მადლობა
მიხარია რომ მოგწონთ ჩემი ორი რადიკალურად განსხვავებული წყვილი heart_eyes

სტუმარი მარიამოო
რამდენი შემოვდივარ ამსაიტზე იმდენი "ყველა გზა შენთან მოდის მარიამ"
????????

heart_eyes heart_eyes kissing_heart

 


№21  offline აქტიური მკითხველი La-Na

აი ამ თავში იყო ნამდვილი სიყვარულის პიკი.მომეწონა მიშოს გამოსვლა smile გამაბედნიერა ახალმა თავმა.როგორც კი დავინახე.ვგიჟდები შენზე.
--------------------
ლანა

 


№22  offline მოდერი sameone crazy girl

La-Na
აი ამ თავში იყო ნამდვილი სიყვარულის პიკი.მომეწონა მიშოს გამოსვლა smile გამაბედნიერა ახალმა თავმა.როგორც კი დავინახე.ვგიჟდები შენზე.

kissing_heart
მადლობა ლანა
მიხარია რომ მოგწონს
heart_eyes heart_eyes

 


№23 სტუმარი სტუმარი nuki

მარიაამ <3<3 ვგიჟდები ამ მოთხობაზე <3 შემდეგ თავს როდისთვის უნდა ველოდოთ?? ვეღარ ვითმენ

 


№24  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი nuki
მარიაამ <3<3 ვგიჟდები ამ მოთხობაზე <3 შემდეგ თავს როდისთვის უნდა ველოდოთ?? ვეღარ ვითმენ

ხვალ დავდებ შემდეგს
დიდი მადლობა <3 heart_eyes heart_eyes

 


№25  offline წევრი Mary_dreamer

მეცხრეს მალე დადებ??♡ მოუთმენლად ველიიიიი♡♡




უადგილოა მაარა რაღაც უნდა ვთქვა ???????????? მართალია მიშოს დას არ ვიცნობთ ჯერ და არც ლუკქს უფროსს მაგრამ აიი გული მიგრძნობს რომ საუკეთესო წყვილი იქნებაა მაგათ ვშიფავ მეეეე
;დდდდ და ილიკოსთვის კაი ხოშიქნი გოგო გვინდაა ;დდდ

 


№26  offline მოდერი sameone crazy girl

Mary_dreamer
მეცხრეს მალე დადებ??♡ მოუთმენლად ველიიიიი♡♡




უადგილოა მაარა რაღაც უნდა ვთქვა ???????????? მართალია მიშოს დას არ ვიცნობთ ჯერ და არც ლუკქს უფროსს მაგრამ აიი გული მიგრძნობს რომ საუკეთესო წყვილი იქნებაა მაგათ ვშიფავ მეეეე
;დდდდ და ილიკოსთვის კაი ხოშიქნი გოგო გვინდაა ;დდდ


დღეს არ იქნება ახალი, სამწუხაროდ ვერ მოვახერხე დაწერა. ხვალ საღამოს დავდებ აუცილებლად.
რაც შეეხება ახალ წყვილებს მინდა გაგაფრთხილოთ რომ არ ელოდოთ ამ სამი წყვილის გარდა სხვას. ეს არ იქნება სხვა ისტორიების მსგავსი ისტორია და იმ ემოციას რაც მინდოდა მხოლოდ ამ სამი წყვილით გადმოვცემ heart_eyes heart_eyes

 


№27  offline მოდერი D-roni

ოოო ახლა თავიდან შებიპყარი შენი ისტორიებით და როდის იქნება მომდევნო თავი?!
მგონი ზედმეტი სიტყვები არაა საჭირო და კარგად ხვდები ახლა მე რომ საიტზე ვარ შემოსული და რაღაც ვკითხულობ , თან კომენტარს ვწერ და უფრო თან მომდევნო თავზე ვწუწუნებ რასაც ვგრძნობ და როგორც მომწონს!
ყველაზე განსხვავებული ისტორიია რაც კი დაგიწერია , მგონია რომ წიგნს ვკითხულობ და საოცრად დახვეწილი ხარ ჩემო სიყვარულიკო!
ველოდები შემდეგ თავს და მეტი ლილია და კოსტიუშა მინდა !
ყველა წყვილზე ვგიჟდები და ილიკუნა ისე მომწონს ლამისაა შემოვხტე და გავაშიშვლო!
ერთი მაგის სიყვარულს მომასწრო და მეორე ლილიას და კოსტიკოს პირველ კოცნას!
მეტი ვნება მინდააააააააააა!
ესააა ჩემი კომნეტარი!
მიყვარხარ და გელი! ❤️

 


№28  offline მოდერი sameone crazy girl

D-roni
ოოო ახლა თავიდან შებიპყარი შენი ისტორიებით და როდის იქნება მომდევნო თავი?!
მგონი ზედმეტი სიტყვები არაა საჭირო და კარგად ხვდები ახლა მე რომ საიტზე ვარ შემოსული და რაღაც ვკითხულობ , თან კომენტარს ვწერ და უფრო თან მომდევნო თავზე ვწუწუნებ რასაც ვგრძნობ და როგორც მომწონს!
ყველაზე განსხვავებული ისტორიია რაც კი დაგიწერია , მგონია რომ წიგნს ვკითხულობ და საოცრად დახვეწილი ხარ ჩემო სიყვარულიკო!
ველოდები შემდეგ თავს და მეტი ლილია და კოსტიუშა მინდა !
ყველა წყვილზე ვგიჟდები და ილიკუნა ისე მომწონს ლამისაა შემოვხტე და გავაშიშვლო!
ერთი მაგის სიყვარულს მომასწრო და მეორე ლილიას და კოსტიკოს პირველ კოცნას!
მეტი ვნება მინდააააააააააა!
ესააა ჩემი კომნეტარი!
მიყვარხარ და გელი! ❤️

ჩემი სიყვარული ხარ შენ
როგორ მომნატრებია ეს შეგრძნება
ჩემი სიხარულიკოოო ნუციკოოოო
მიყვარხარ მე შენ უზომოდ ჩემოოო გოგოოო heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes ეს არი ჩემი კომენტარი smile

 


№29  offline წევრი Mariammmo

რამდენი ხანია ვერ მოვიცალე აქ ისტორიების წასაკითხად და ეხლა შენი ახალი ისტორია რომ ვნახე ისე გამიხარდა <3
როგორც ყიველთვის შეუდარებელი ხარ <3
გვანცას და მიშოს მსგავსი წყვილევი არის შენი!!! აი მანდ იხსნები ხოლმე ბოლომდე ასე მგონია. განსაკუთრებულად მაგრები გამოგდის ეგეთი ეპიზოდები ^_^
გელოდებიი <3

 


№30  offline მოდერი sameone crazy girl

Mariammmo
რამდენი ხანია ვერ მოვიცალე აქ ისტორიების წასაკითხად და ეხლა შენი ახალი ისტორია რომ ვნახე ისე გამიხარდა <3
როგორც ყიველთვის შეუდარებელი ხარ <3
გვანცას და მიშოს მსგავსი წყვილევი არის შენი!!! აი მანდ იხსნები ხოლმე ბოლომდე ასე მგონია. განსაკუთრებულად მაგრები გამოგდის ეგეთი ეპიზოდები ^_^
გელოდებიი <3

მადლობა ჩემო კარგო
მიხარია რო წაიკითხე დ ამოგეწონა kissing_heart kissing_heart heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent