შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ცხოვრების ნათელი წერტილი (სრულად)


16-04-2018, 23:49
ავტორი lemongiirl
ნანახია 8 285

***
ვინმემ, რომ მკითხოს ვინ არის შენი ცხოვრების ნათელი წერტილიო, არ დავიზარებ და პირდაპირ ასე დავიწყებ მოყოლას.

***
მაღაზიაში „ნისია“ 200 ლარამდე იყო ასული. მრცხვენოდა კიდევ ერთზე შესვლა. დედაჩემს ვეხვეწებოდი მე არ გამიშვა-თქო! მაკომ ისევ წუწუნი დაიწყო და იძულებული ვიყავი ჩავსულიყავი. მაღაზიაში სხვები რომ დამხვდნენ გავწითლდი. ყველას თანდასწრებით თხოვნა შემრცხვა. ლალიკო დეიდამ - ჩვენმა გამყიდველმა, ეჭვის თვალით შემათვალიერა. ადგილზე გავიწურე.
-გისმენ.
-ოთხიცალი კვერცხი მინდა, ლალიკო დეიდა და ერთიცალი ერთჯერადი სუპი.
მშვიდად ჩაალაგა ნაკარნახევი და დახლთან მოიტანა. მაღაზიაში მყოფების მზერას ვგრძნობდი, ან შეიძლება სულაც მეჩვენებოდა.
-ლარი და სამოცი.
ძალიან უხერხულად დავიწყე ტუჩის მოკვნეტა. ლოყებზე სისხლი მომაწვა და ერთ წუთში ისე დამცხა ვეღარ ვსუნთქავდი.
-დედამ მიაწეროსო.... -ამოვთქვი ძლივს. ქალმა ჯერ დაეჭვებით შემომხედა. შემდეგ ცელოფანში ჩადებული პროფუქი უკან წაიღო.
-მაპატიე ელენიკო, შვილო, მაგრამ დედიკოს გადაეცი ძველ ვალებს, რომ გადაიხდის, მერე გავატან ახალს.
თავბრუ დამეხვა, გულისცემა ამიჩქარდა. სირცხვილით აღარა ვიცოდი სად დავმალულიყავი. პირი გავაღე რაღაცის სათქმელად და თავი ვერ მოვაბი. თვალებში მიბნელდებოდა, გასვლას ვაპირებდი, რომ გავიგონე.
-მე გადავიხდი!
უკან მივიხედე. ნეტავ არ გამეხედა. აი, მაშინ დამემართა რაც დასამართნია, სულ მთლად ავირიე. არ ვიცოდი სად დავმალულიყავი. სირცხვილისგან თვალს ვერ ვუსწორებდი. სისხლი მაწვებოდა სახეზე და სუნთქვაც გამიხშირდა.
მაღაზიიდან გამოვედი. გამომყვა.
-აუ, არ იყო საჭირო... -ვუთხარი და თავი დავხარე.
-კაი ღადაობ?... არაფერია.
-არა მართლა, მადლობა ძალიან დიდი.
-კაი დაიკიდე.
წავიდა. სახლში, რომ ავედი ტირილი დავიწყე. მაკომ რა მოხდაო და წიგნი დავამთავრე-მეთქი, მოვატყუე. მოტყუვდა. აღარაფერი უკითხავს.
სკოლაში მისვლა არ მინდოდა, მაგრამ მაინც მომიწევდა. იმდღეს ძილი არ მეღირსა.




***
მეთერთმეტე კლასში ვიყავი და სიმართლე, რომ ვთქვა რაღაც უცნაურად ვგრძნობდი თავს. აი, თან დიდი, რომ ხარ და თან-არა! ბიჭებზე საუბარი ზედმეტი იყო, მაგათი თავი არ მქონდა! დაქალებიც უცნაურები იყვნენ. ყველას სხვადასხვა თემები გვიტაცებდა. სახლის ამბები ცალკე თემა იყო...
ის წელი იყო, რაღაც გადარეულად, რომ მომეწონა სანდრო ახვლედიანი. მარიკუნამ, რატომ ავარდი ასე, ვერ ვხვდებიო. მთელი ცხოვრებაა კლასელები ვართ და რაღა წელს შეამჩნიეო. ვერაფერი ვუპასუხე, თვითონაც არ ვიცოდი. ასაკს დავაბრალე. მაგიტომ ამოვიჩემე-თქო!



***
უძინარი, რომ მივედი სკოლაში, ნუცამ და მარიამმა გამომკითხეს ყველაფერი. ვუთხარი ახვლედიანმა გუშინ ჩემი ნისია გადაიხადა-თქო.
მაგათაც მაგრად გაუტყდათ, მაგრამ არ შეიმჩნიეს.
ახვლედიანი კლასში რომ შემოვიდა ადგილზე გავიყინე. განა რამე? ისევ ისეთი იყო, ჩვეულებრივად ეცვა. თმა მოკლეზე ქონდა შეჭრილი, ავადმყოფურად გამხდარი იყო. ცისფერი თვალები რაღაც სიამაყით ჰქონდა განათებული. თვალი ავარიდე. მარიამისი შემრცხვა გვერდით რომ მეჯდა.
ახვლედიანი თავის ადგილზე დაჯდა და ჩვენსკენ ერთხელაც არ გამოუხედავს. არ ვიყავით ჩვენ სამეგობრო. იმას, კლასში თავისი „წრე“ ჰქონდა. ჩვენ-ჩვენი!
გაკვეთილზე გული ამიჩქარდა. მასწავლებელს თავი გავაშვებინე საჭირო ოთახში. წყალი შევისხი სახეზე და უკან დავბრუნდი. მარიამმა ინტერესით შემათვალიერა და ყურში ჩამჩურჩულა.
-კარგად ხარ?
-კი.
-რამე ხომ არ მოხდა?
-არა, რა უნდა მომხდარიყო?!
აღარაფერი უთქვამს. მეც შევეშვი. ახვლედიანი მეორე გაკვეთილიდან წავიდა. ვიღაცეებმა მოაკითხეს. მეც არაფრის გუნებაზე არ ვიყავი. ავდექი და ექიმს გავაშვებინე ჩემი თავი.


***
მაკომ, რომ მითხრა დღეს სახლში დარჩიო გავგიჟდი. -აბა რა ვქნა? საკეტი გაფუჭებულია და თავისუფლად შემოვა ვინმე!.. გინდა გაგვქურდონ ქალბატონო?
-რაღა უნდა წაიღონ დედა?... მაინც არაფერი გვაქვს.
ეწყინა. პატივს არ მცემო შენ მეო. გაიჯახუნა საკეტ-გაფუჭებული კარი და წავიდა. მარიამს დავურეკე.
-სადხარ?
-სახლში, რაიყო?
-ამოხვალ ჩემთან?
-მოხდა რამე?
-არა, ისე.
-კაი, ნუცასაც დავურეკავ და ამოვალთ.
გათიშვას ვაპირებდი, რომ დააყოლა.
-წამოგიღოთ რამე?
-არაფერი.

ნახევარ საათში ამოვიდნენ. ფილმს ვუყურებდით ნუცას ტელეფონმა, რომ დარეკა.
-ჩემი ძმაა. უნდა წავიდე.
გავაცილე და უკან მოვბრუნდი. მარიამს თავისი “Facabook”-ი ჰქონდა გახსნილი. ფეხაკრეფით მივეპარე. შეშინებას ვაპირებდი. ეკრანს რომ დავხედე. სახე წამეშალა. ეგრევე უკან გამოვიწიე. თითქოს ნანახს დავივიწყებდი.
მარიამი მობრუნდა და ფერი დაკარგა.
-აუ, ელენიკო....
-რა არის ეს? -ხმაჩახლეჩილმა ვკითხე და ეკრანისკენ გავიშვირე თითი.
-კაი, რა იყო. ვღადაობდით პროსტა!... არაფერი სერიოზული.
-რა არაფერი სერიოზული, ნორმალური თუ ხარ შენ?
-კაი, ელენიკო... დამშვიდდი! არ არის ის შენ რაც გგონია-თქო!
-აბა რა არის?
-...
-მარიამ, რა არის ამიხსენი!
-კლასში ვითამაშეთ ისე, სიმართლე და მოქმედება. მოქმედება შეხვდა ამას და მაგიტომ დადო!.. დებილმა ლიპარტელიანმა უთხრა! ხოიცი, ეგ კაის არაფერს მოიფიქრებდა.
ცუდად გავხდი და საწოლზე ჩამოვჯექი.
-როდის იყო ეს?
-გუშინ.
-სკოლაში ვიყავი გოგო გუშინ! რას მატყუებ?! -წამოვენთე უცებ.
-შენ რომ წახვედი, მერე ამოვიდა ახვლედიანი და ვითამაშეთ.
-და ასე უთხრეს, მარიამის ფოტო დადე პროფილზე და სიყვარული აუხსენი საჯაროდო?...
-ხო! დედასვფიცავარ... -გვერდზე მომიჯდა. -არ გეწყინოს შენ, ხოიცი, მე საერთოდ არ მაინტერესებს ეგ!

არ მწყენია-თქო! მოვატყუე. მოტყუვდა. ტყუილებში ფულს რომ იხდიდნენ, მილიარდელი ვიქნებოდი.


***
დილით გვიან გავიღვიძე. გადავიცვი და ეგრევე სკოლისკენ გავემართე. კლასი ცარიელი დამხვდა. დავიბენი, სპორტი ხომ არ გვაქვს-მეთქი, ცხრილი შევამოწმე. ბიოლოგია გვქონდა.
ტელეფონი შევამოწმე. 3 გამოტოვებული ზარი მქონდა ნუცასგან. 11 მარიამისგან. მარიამთან გავუშვი ზარი. იმწამსვე გადმომირეკა.
-ალო?
-სად ხარ?
-სკოლაში.
-რა სკოლაში?
-...
-გოგო, ხომ მოგწერე შატალოზე მივდივართ ყველა-თქო?!
-არ შემიმოწმებია ტელეფონი დილით.
-უხ... -ჩაიდუდღუნა.
-რავქნა, მარტო ხომ არ ვიქნები კლასში?
-პირველ სართულზე მაიას კლასი იცი?
-ინგლისურის მაიასი?
-ხო!... მაგ კლას არ აქვს „გისოსები“ ფანჯრებზე, დასვენებაზე შეიპარე და გადმოხტი. ამოვალთ ჩვენ.
-აუ, არა! შარში გავეხვევი!...
-კლასში მარტო ყოფნას მაინც ჯობია!... ჰა ახლა, გადმოხტები თუ არა?
-კაი, ჯანდაბას. დამელოდეთ ფანჯარასთან!
-ოკი დოკი.
გამითიშა.
ზარს დაველოდე, მერე სწრაფად ჩავირბინე კიბეები. მაიკო მასწავლებელი თავისი კლასიდან რომ გამოვიდა შევვარდი და პირველი კლასელებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია.
იმათმაც ვერ დამინახეს მგონი.
ფანჯარა ფართოდ გამოვაღე. პირველი სართული ეძახე შენ და საკმაოდ მაღალი იყო. ახლა მომიარა სიმაღლის შიშმა. ყველანაირი საშინელება წარმოვიდგინე. მარიამი დავინახე, ბავშვებთან ერთად ხელს მიქნევდა ჩამოხტიო. ახვლედიანიც მადნ იყო. გამაკანკალა. მეთქი, მაგას არ დავანახებ, რომ მეშინია-თქო და გადავხტი!
ასე მეგონა ჰაერში საერთოდ არ ვყოფილვარ. ეგრევე მიწაზე დავენარცხე. ფეხები ამტკივდა. სიმწრის ცრემლებით ამევსო თვალები. ნუცა მომვარდა.
-კარგად ხარ?
-კი, ცუდად დავეცი მგონი.
-ხო!.. ადე სანამ მანდატური მოვიდა!

ავდექი და გავყევი ბავშვებს. ახვლედიანს არცერთხელ არ შემოუხედავს. მეც ვითომ იქ არ იყო, არ ვიმჩნევდი და ვერთობოდი.
მერე ლიპარტელიანმა აიტეხა ჩემთან ავიდეთო. მაგარი სახლი ჰქონდა ლიპარტელიანს, პირველად, რომ შევედი კინაღამ ორი საუკუნის წინანდელ ხალიჩაზე დამრჩა ყბა. ყველა დავთანხმდით და ვაკეში ფეხით გავედით.
მაღაზიაში შევიდნენ სასუსნავების საყიდლად. შემრცხვა. კუთხეში ავიტუზესავით.
-რამე გინდა მაისურაძე?
კინაღამ გული გამიჩერდა.
ახვლედიანი მეძახდა. არა-მეთქი, თავი გავაქნიე. კაი ახლა, ნუ იპრანჭებიო და ამაღებინა მიწის თხილის დიდი შეკვრა და კოკა-კოლა.
გული მქონდა ამოვარდნაზე. ათასი ფიქრი ერთად ამიდუღდა თავში და ლიპარტელიანის სახლში ისე შევედი არც დავკვირვებივარ.
-ელენიკო!...
-რა? -გამოვერკვიე ფიქრებიდან. მარიამი მეძახდა.
-ყავა გინდა-თქო?
-არა. ლიმონათი არის აქ და მაგას დავლევ.

გოგოები სამზარეულოში ვიყავით. ბიჭები მისაღებში. თამთა კაციტაძე თავის შეყვარებულზე ჭორაობდა. მოწყენილობისგან სად წავსულიყავი არ ვიცოდი. უცნაური გოგო იყო თამთა და არ მომწონდა არასდროს. რაღაცნაირი, უჯიშო... საპირფარეშოში გავალ-თქო, მოვიმიზეზე და გოგოების ჭორაობას გავცილდი.
უკან რომ ვბრუნდებოდი ახვლედიანი შემეჩეხა.
-საით?
-გოგოებთან ვბრუნდები.
-წამო, რაღაც უნდა გაჩვენო.
„არ გაყვეო“ მკარნახობდა გონება, მაგრამ დავაიგნორე და მაინც გავყევი.
მეორე სართულზე ავიდა. მეც უკან გავყევი. მერე ერთ-ერთი ოთახის კარი შეაღო და მანიშნა შემოდიო.
ბნელოდა.
კარის ჩაკეტვის ხმა გავიგე და პულსაცია ამიჩქარდა.
-რა ხდება?
-რა ხმა გაქვს, ნერვიულობ? -სიცილით თქვა.
-არა... რატომ ჩაკეტე კარი?
-რაღაც მინდა გაჩვენო და არ მინდა ხელი შეგვიშალონ.
უფრო ავნერვიულდი. რაღაცას მივეყრდენი. ახლოს მოვიდა. მაშინ დამემართა.... გული ხომ ამიჩქარდა, სუნთქვა ხომ გამიხშირდა, თვალებიც რაღაცნაირად ამიწყლიანდა. ისე ახლოს იდგა.... ჩემს უკან რაღაც სანათი ააჩხაკუნა და მერე განათდასავით ოთახი.
აღფრთოვანებული დავაკვირდი სანახაობას. ნახევრად ბნელ ოთახში, ფერადი ვარსკვლავების სილუეტები დაძრწოდნენ. ყველგან... კედლებზე, ჭერზე, იატაკზე, მაგიდებზე, საწოლზე....
-რა ლამაზია!
-ხო, ვიცი.
ახვლედიანს გავხედე მე მიყურებდა. წამოვწითლდი. უხერხულად გადავდგი რამოდენიმე ნაბიჯი გვერდზე, რომ პირადი სივრცე შემენარჩუნებინა.
შემატყო და ჩაახველა.
-არ წავიდეთ?
-ხო! -დავთანხმდი მე.
კარებისკენ წავიწიე. ჩაკეტილი იყო. საკეტს დავეჯაჯგურე და ვერ გავაღე.
-ვერ ვაღებ... -მოვუბრუნდი ახვლედიანს, რომელიც სიცილით იგუდებოდა.
-ეგ კარადის კარია!... -აღმოხდა სიცილისგან ცრემლებ წამოსულს.
უარესად გავწითლდი და გზიდან გავეცალე. საკეტის გაჩხაკუნების ხმა იყო და მერე ოთახში სინათლე შემოიღვარა.
ახვლედიანი გავიდა და მეც უკან გავყევი. უხერხული სიჩუმე იყო. სამზარეულოში შემომყვა. მარიამის მზერა ვიგრძენი.
-თქვენ გოგოები ცალკე სახელმწიფო ხართ? -დასჭექა ახვლედიანმა.
ხომ არაფერი სასაცილო არ უთქვამს? მაინც ყველას გაეცინა! აი ეგეთი ტიპი იყო!... საოცარი!
-გამოთ რამე ფილმს მაინც ვუყუოთ.


***
იმ საღამოს სახლში, რომ ავედი მაკომ გამახარა. დამაწინაურესო! ვალები გადაიხადა ეგრევე და მეც ახალი ზაფხულის კაბა მაჩუქა.
მთელი ღამე ახვლედიანი და ფერადი ვარსკვლავები მესიზმრებოდა.




***
ზამთრის არდადეგებამდე ერთი კვირა იყო დარჩენილი და სკოლაში იშვიათად დავდიოდით. მარიამმა დამირეკა. ამოდიო ჩემთან სწრაფადო. ხმაზე შევატყვე კარგად ვერ იყო. ჩანთა ავიღე და ფეხით გავედი მარიამის სახლამდე. კარი რომ გამიღო ფერი არ ედო სახეზე.
-რაგჭირს, ხომ კარგად ხარ?
-შემოდი!...
მისაღებისკენ გავიდა. გავყევი. ადგილზე გავიყინე. ნუცა, ახვლედიანს და ბექას ედგა თავზე. მის ძმას. ორივეს სისხლიანი სახე ჰქონდა და დახეული მაისურები.
-რატომ დაურეკეთ? -მკაცრად იკითხა სანდრომ და თვალებში მომაჩერდა. ჯერ დავიბენი. მერე გავბრაზდი.
-რა მოხდა? -ნუცას და მარიამს შორის გავაპარე თვალები.
-იჩხუბეს ამ იდიოტებმა!...
-ვისთან?
-დემეტრე რომ არის, პაპუნაშვილი იცი?
-არა.
-შენ რა არავინ არ იცი კიდევ ვა!.. -წყობიდან გამოსულმა ნუცამ ხელები აღმართა. -გადამრევს ეს გოგო.
-გოგო, დემეტრე პაპუნაშვილი, 51ელი რომ არის, როგორ არ იცი?!
-არ ვიცი და რა გიყო!...
გაბრაზებულმა ნუცამ რაღაც ჩაიდუდღუნა და გავარდა სამზარეულოში. მარიამმა თვალები აატრიალა და უკან გაყვა.
-როგორ ხარ ელენიკო? -თვალი ჩამიკრა ბექამ.
ჩვენზე ორი წლით უფროსია. სახალისო ვინმეა, სულ მომწონდა.
-მე კარგად. -ვთქვი და თავი გავაქნიე.
-რა გინდოდათ იმ პაპუნაშვილთან?
-რა და....
-არ არის საჭირო ყველას მოუყვე. -მშვიდად თქვა ახვლედიანმა.
სიბრაზისგან თვალებზე სიმწრის ცრემლები მომადგა. უსიტყვოდ გამოვედი ოთახიდან. ბექა მეძახდა, ელენეო, მაგრამ არ გავჩერებულვარ.
-მე რა მინდა აქ?
მარიამი ჯერ დაიბნა. მერე კარგად დამაკვირდა.
-დამეხმარებოდი მეგონა. მარტო ნუცას და იმ ორ ბედოვლათს ვერ გავუმკლავდები.
კარგი-თქო. მარიამს მარტოს ვერ დავტოვებდი.
-ოღონდ, იმათთან არ შევალ მე. -ვთქვი მტკიცედ. -აქეთ დაგეხმარები ყველაფერში.

ბექას და ახველდიანის დახეული ზედები გავფინე და სამზარეულოში შევედი. ახვლედიანი იჯდა და ეწეოდა.
დავიჯღანე. დაინახა და თვალები აატრიალა. მეც ნევრები მომეშალა და გავედი სამზარეულოდან.
-ელენიკო, რაიყო წეღან გეწყინა? -მხიარულად მკითხა ბექამ და თვალი ჩამიკრა.
-არა!
-რა იყო?
-რა უნდა იყოს?
-მეჩვენება მაისურაძე, თუ მესწერვები?
-არა, რას გესწერვები! ვერ ვარ მემგონი კარგად ახლა და მაგიტომ.
-რაიყო, მოხდა რამე?
-არაფერი.
გამოვბრუნდი სამზარეულოში. ჭიქა ავიღე და წყლით გავავსე. მშვიდად მაკვირდებოდა. მე ნერვები მეშლებოდა. მარიამი შემოვიდა და ორი წუთით გამოდიო.
-გოგო -დაიწყო როცა უკვე ცალკე ვიყავით -რაგჭირს?
-რაზე?
-წეღან ბექას, რომ ელაპარაკე... თუ გინდა, წადი არ მეწყინება.
-არა, რა შუაშია!...
-მართლა, ელენიკო, თუ გიშლის ნერვებს წადი რა, დაისვენებ ცოტას.
-არა გოგო არა!...
აღარ ჩამცივებია. ეტყობა, მართლა ძალიან სჭირდებოდა ჩემი დახმარება.

ნუცა და მარიამი აფთიაქში ჩავიდნენ. მე ჩავალ-მეთქი, დავიჩემე, მაგრამ შენ არ მოგცემენო რეცეფტის გარეშეო. დავრჩი მარტო. ახვლედიანი სამზარეულოში იყო. მე ბექას მივუჯექი დივანზე და ფილმს ვუყურებდით. ბექამ ღიტინი დამიწყო და ავწრიალდი. სიცილი დავიწყე. ვერ ვსუნთქავდი. ერთ ადგილზე ვერ ვჩერდებოდი. ბექასაც ვუპოვე სუსტი წერტილები და ისიც ამყვა.
იმხელა ხმაზე ვიცინოდით ახვლედიანი გამოვიდა კოპებშეკრული. ჩვენ, რომ დაგვინახა სახე დამანჭა და იმაზე უფრო სერიოზული გახდა ვიდრე იყო.
-მაისურაძე!
-რა? -სიცილისგან ძლივს ვითქვამდი სულს.
-წამოდი, მშია.
-ბოდიში?...
-მშია და მაჭამე.
-დედაშენი კი არ ვარ!
-რა შუაშია!
-აბა, შენ თვითონ ვერ შეჭამ?
-არ ვიცი საჭმლის გაკეთება.
-კვერცხის შეწვას ცოდნა უნდა?
-ბექა არ გშია შენ? -თავი აარიდა პასუხს.
-...
-დავიჯერო მარიამს არაფერი აქვს მაცივარში?
გაბრაზებული გავედი სამზარეულოში. რაღაცნაირად ვიყავი. ახვლედიანი ისე მიშლიდა ნერვებს სისხლი თვალებზე მაწვებოდა.
მაცივარი გამოვაღე. სავსე იყო. უკან გავბრუნდი, უნდა გავსულიყავი და პასუხი გამეცა ახვლედიანისთვის!.. გამოლანძღვის ხასიათზე ვიყავი! ვინ გაცადა?...
შემოვბრუნდი და შევეჯახე თბილ სხეულს. მაშინ რა დამემართა არ ვიცი... თავბრუ დამეხვა. სულ ყველაფერი დამავიწყდა სიახლოვისგან. ხარბად ჩავისუნთქე მისი სურნელი... აი, სხვანაირი სურნელი იყო... ყველასგან განსხვავებული!... მისი, რომ იყო მარტო!
თმაზე ხელი, რომ ჩამომისვა მუხლებში სისუსტე ვიგრძენი. მაგიდას დავეყრდენი, რომ არ წავქცეულიყავი. ჩაწითლებული სახე ყურთან მომიტანა და ძალიან ნელა, დაბალი ხმით ჩამჩურჩულა.
„Wifey”
ადგილს მივეყინე. წამოვწითლდი. გულისცემას საფეთქლებზე ვგრძნობდი. ყელშიც. თვალებზეც.
ოდნავ უკან, რომ გაიწია ამოვისუნთქე. თურმე ამდენი ხანი არ ვსუნთქავდი...
-აბა, რაქენი გამიმზადე საჭმელი?
-...
-ე-ლ-ე-ნ-ე -დამარცვლით წამოთქვა ძალიან ნელა. თან თვალებში მაკვირდებოდა.
-მაცივარი სავსეა!.. -ხმა ჩახლეჩილმა ვუპასუხე.
-მე შენი გაკეთებული მინდა. -გაიცინა და მაგიდასთან დაჯდა.
-ვითომ რატომ? -დოინჯი შემოვირტყი.
-მინდა და იმიტომ.
-რატომ იმიტომ?
-აი, იმიტომ.
-ეგ პასუხი არ არის.
-არის.
-...
-ჰა, გამიკეთებ რამეს თუ მოვკვდე მშიერი?
-მოკვდი მშიერი. -დაუფიქრებლად ვუპასუხე.
სახე შეეცვალა. რაღაცნაირი გამომეტყველება დაედო. შემრცხვა, თურმე სერიოზულად ამბობდა.
-კარგი. -დავნებდი. -რა გაგიკეთო?
გაიცინა. ფოსოები გამოაჩინა. მეც გავუცინე.
-რაც გინდა ის. ოღონდ მწარე არა.
-კარგი ვნახავ რა გვაქვს.
მაცივარი ისევ გამოვაღე. დიდ ხანს ვათვალიერებდი.
-აუ... -მოვბრუნდი ლოყებ შეფაკლული. -მე მარტო კვერცხის და კარტოფილის შეწვა ვიცი და აქ არცერთი არ არის!
გაიცინა. თან ისე გაიცინა, რომ სახეზე პამიდვრის ფერი დაედო.
-კაი, გამოდი მე გავაკეთებ.
დარცხვენილი მივუჯექი მაგიდას. დაიწყო ახვლედიანმა სამზარეულოში ტრიალი.
რა მემართებოდა არ ვიცოდი... თვალს ვერ ვაშორებდი. რაღაც საოცრება იყო. ყველა მოძრაობაში გამოკვეთილი, იდეალური.
რომ შემამჩნია ვუყურებდი გაიცინა და თვალი ჩამიკრა.
-კაი, ეგეთი სიმპატიური ვარ, რომ თვალს ვერ მაშორებ?
ხმა არ გამიცია. ჩემი სახე ყველაფერზე მეტყველებდა ისედაც.

მარიამი და ნუცა, რომ ამოვიდნენ ახვლედიანს დამთავრებული ჰქონდა სპაგეტის გაკეთება.
-ვაა, ელენიკო შენ საჭმლის გაკეთება ისწავლე?
-ჩემი ნახელავია. -თავი შემოყო ახვლედიანმა.
-არადა, მეთქი გვეშველა-თქო!
გაბუსხულმა ავხედე მარიამს. კაი ნუ მიბრაზდებიო და გავიდა მისაღებში. ახვლედიანი და ბექა დაისვა წინ და ჭრილობებს უმუშავებდა. შორიდან ვუყურებდი.
სანდროს არცერთხელ არ ამოუღია ხმა. სახე ეჭიმებოდა ხოლმე. ტუჩები უთეთრდებოდა, მაგრამ ხმას არ იღებდა. თვალს ვერ ვაშორებდი. რაღაც მემართებოდა. საკუთარი გულისცემა მესმოდა შორიდან.
დამინახა, რომ ვუყურებდი და თვალი ჩამიკრა. თან ტუჩის კუთხები აეპრიხა. შემრცხვა და თვალი ავარიდე.
მაკომ დამირეკა. სახლში ამოდიო. მარიამს მოვუბოდიშე და წამოვედი. ახვლედიანის გაკეთებული სპაგედი მაინც ვერ გავსინჯე. გული დამწყდა.

***
იმ ამბებიდან ერთი კვირა იყო გასული. მე და მაკო ნათესავის დაბადების დღიდან ვბრუნდებოდით. იისფერი კაბა მეცვა. ძალიან ლამაზი. თითქმის სახლთან ვიყავით მაკოს, რომ დაურეკეს და სამსახურში წავიდა. ფეხით გავაგრძელე გზა. მაღაზიასთან ახვლედიანი დავინახე. თვითონაც დამინახა და ხელი დამიქნია. უნდა მივსალმებოდი მაღაზიაში, რომ შევიდა. მეწყინა. გაბრუნებას, ვაპირებდი მაღაზიიდან იასამნებით ხელში, რომ გამოვიდა. პირდაპირ ჩემსკენ წამოვიდა.
დავიბენი. ახვლედიანი მოვიდა და გადამკოცნა.
-რას შვები ელე?
-რავიცი.
-საით?
-სახლში მივდივარ.
-საიდან?
-რაში გაინტერესებს? -წარბი ავუწიე მე.
-პროსტა... -ჩამათვალიერა.
-...
-არ მეტყვი?
-ასე თუ გაინტერესებს... -ჩავილაპარაკე მე.
გაიცინა.
-ეგ ვისთვის არის? -იასამნებზე მივუთითე.
-ლამაზი გოგოსთვის.
გავშრი. გავბრაზდი. წასვლა დავაპირე ახვლედიანს ეჭვიანობა, რომ არ შეეტყო.
-კარგი, მიუტანე შენ იმ გოგოს ეგ ყვა....
-ლამაზ გოგოს. -სიცილით შემისწორა.
-ხო იმ ლამაზ გოგოს ეგ ყვავილები. -ვესწერვე. სიცილი დაიწყო. სახეზე წითლდებოდა. -წავედი მე.
-საით?
-არ შეგიშლი ხელს, მიუტანე ყვავილები.
-დაიცა, -გამაჩერა - ლამაზი გოგოსთვისაა-თქო!
-მერე?
-არ გამომართმევ?

***
ექსკურსიაზე საუბრობდნენ კლასში. მე ყურსასმენები მეკეთა და თავი მედო მაგიდაზე. ახვლედიანი არ იყო სკოლაში. მაგის გარდა ვერაფერზე ვფიქრობდი. მარიამის ჩართული იყო საყოველთაო კამათში.
„ორდღიანზე სვანეთში“ თუ „ორ დღიანზე ყაზბეგში“ ?!
მესამე გაკვეთილზე გიგა ერისთავი შემოვიდა კლასში და ყველა გადაგვკოცნა.
-სად დაგვეკარგე ბიჭო, გიგა?
-რავი აბა!.. რას შვებით თქვენ?
-ექსკურსიაზე მივდივართ, ხომ წამოხვალ?
-ბაზარი არაა! საით?
-ან სვანეთში ან ყაზბეგში!...
-რა ყაზბეგი ბიჭო, სვანეთში ავიდეთ!
-მეც მაგას არ ვამბობ? -ჩაურთო მარიამმა.
-ეე.... უპონტო ხალხი ხართ რა თქვენ! -თავი გააქნია ლიპარტელიანმა.
-რა უპონდო, შე ჩემა!... ყაზბეგს და სვანეთს, რომ მიდარებ აქ!... სვანეთი და ვსო!
-ეე, იქნებ სხვებს ყაზბეგში უნდათ?!
-ბიჭო!... გაგაყაზბეგებ, გადაწყდა სვანეთი!
დაიწყო ნახევარმა კლასმა სიცილი. ლიპარტელიანი გაწითლდა, წიწაკასავით და უპონტოები ხართო იძახდა. გიგამ ხმამაღლა ხუმრობა დაიწყო. ყველა მუცლის ატკიებამდე იცინოდა.
გიგა ახვლედიანის ძმაკაცი იყო. ბავშობიდან ერთად მოდიოდნენ. ეგ ორი იყო!... რავიცი, ყველას მაგათთან უნდოდა ძმაკაცობა...
მარიამს მხარზე გავკარი ხელი.
-რაიყო?
-მიდი კითხე სანდრო რატომ არ მოვიდა.
-რა?... გაგიჟდი გოგო?
-მიდი რა! -არ შევეპუე.
-ადექი და კითხე!
-მარიამ....
-კაი ხო!
მარიკუნამ ერისთავს დაუძახა. თან იცინოდა.
-შენი ძმაკაცი სად არის?
-ვინა, სანდრო?
-ხო!.. სანდრინიო. მასწავლებელმა ექსტერნი ექნებაო.
-ეგ ვინ თქვა? -დაიბნა თამთა კაციტაძე.
-ქიმიამ, ვერ გაიგონე?... -არ დაიბნა მარიამი.
-ვერა...
-ნუ, ახლა შენ თუ ვერ გაიგე... -თვალები აატრიალა მარიამმა და სუნთქვას ამოაყოლა.
დავიწყე სიცილი. მარტო მე გავიგე და ერთადერთი ვიცინოდი კლასში. მარიამი მიხვდა უხერხული სიტუაცია, რომ იყო და ამყვა თვითონაც.
-ვაა, ვეტყვი მე სანდრინიოს მაგას. აწი აღარ გააცდენს. -თვალი ჩაუკრა ერისთავმა მარიკუნას.
მაინც ვერ გავიგე სად იყო იმ დღეს ახვლედიანი და რატომ არ იყო სკოლაში.


***
პარასკევი საღამო იყო. მე და მარიამი ნუცას სახლიდან მოვდიოდით. ჩემთან უნდა დარჩენილიყო. სახლში ჰქონდა პრობლემები და მირჩევნია იქ არ ვიყო ახლაო. მაკო სამსახურიდან იყო წასული სადღაც.
მარიამს მობილურზე დაურეკეს. -ახვლედიანია!
შემშურდა და ნერვები მომეშალა.
-რაუნდა?
-მე რავიცი, ავიღებ და გავიგებ.
-მიდი მერე!...
-ალო?... ხო!.. რა? გუშინ! კი, ბექაც იქ იყო!
-სპიკერზე ჩართე! -დავიჩურჩულე მე. მარიამმა თავი დამიქნია და სპიკერზე ჩართო ტელეფონი.
-სად არის ახლა ბექა? -დასჭექა ახვლედიანის გაღიზიანებულმა ხმამ ტელეფონში.
-სანამ ჩვენ წამოვიდოდით მანამდე წავიდა. არაფერი უთქვამს.
-ვახ! ნუცას ნომერი მომწერე რა!
მე და მარიამი ავნერვიულდით. გავბრუნდით უკან და ავედით ნუცასთან. ახვკედიანმა სამჯერ დარეკა. მერე ეგ და გიგა ერისთავი ამოვიდნენ ერთად.
გაირკვა, რომ პაპუნაშვილს დაუბარებია ბექა და ისიც მარტო წასულა. ჩემი თემა იყოო, თავი გამოიდო ერისთავმა. ჩემს გარეშე, პროსტა, არ უნდა წასულიყოო!...
ნუცა ისე ნერვიულობდა სახეზე ფერი არ ედო. თვალები ჰქონდა ჩასისხლიანებული. იფიცებოდა ჩემს ძმას რამე, რომ მოუვიდესო, არ ვიცი, პროსტა, არავის გაცოცხლებთო!... მარიკუნამ შეიყვანა ოთახში და დაამშვიდა. ნუცას მშობლები, რომ მოვიდნენ არაფერი შევიმჩნიეთ, მაგრამ იქ ვერ გავჩერდებოდით.
ჩემთან ავედით. ნუცამ ყველასთან დარეკა და არავინ იცოდა სად იყვნენ. მერე ერისთავს დაურეკეს. ცალკე გავიდა. უკან, რომ დაბრუნდა ახვლედიანს ანიშნა და წავიდნენ. ფრთხილად იყავითო, მიაძახა მარიამმა.
აღაც დაურეკავთ და არც გამოჩენილან. მთელი ღამე თეთრად გავათენეთ. ნერვიულობისგან სად წავსულიყავი არ ვიცოდი. სულ იმაზე ვფირობდი, რამე, რომ მოსვლოდა!... კართან დავიწყე წინ და უკან სიარული თან ტელეფონს ვამოწმებდი. მე მაინც არ დამირეკავდა. არასოდეს დაურეკავს ჩემთვის და ახლა რა გადარევდა არა? მაინც იმედი მქონდა.
ნუცამ დაიწყო ტირილი სამისკენ და მარიამმა ცალკე გაიყვანა. მარტო, რომ დავრჩი სულ გავგიჟდი. წამომიარა ყველაფერმა ერთად. გული ამტკივდა. თვალებში დამიბნელდა. ჩავიკეცე კედელთან და თავი ხელებში ჩავრგე. საკუთარ თავს ვუბრაზდებოდი, ასე როგორ ნერვიულობ-თქო?! იმისთვის, „ვაფშე“ არ ადარდებ-თქო?! როგორ გავყავი თავი ამ საშინელ გრძნობაში-თქო?!
წამოვდექი და სახეზე წყალი შევისხი. ცრემლებს ძლივს ვიკავებდი. არ ვიტირებდი!... არაფერის დიდებით! ნუცასთან და მარიამთან გავედი. ნუცა დავამშვიდე. მარიამმა შენ როგორ ხარო. კარგად-თქო. არ მოტყუვდა, მაგრამ აღარ ჩამაცივდა.
მისაღებში გავედით. გოგოებს ყავა გავუკეთე. ჩემთვის ჩაი დავიდგი წინ. ტელეფონმა, რომ დარეკა ნუცა ეცა და წამში აიღო.
-ალო?
-სპიკერზე! -ვიყვირეთ მე და მარიამმა.
-ბექა ვარ. -გაისმა დაღლილი ხმა მეორე მხრიდან.
-როგორ ხარ? ცოცხალი ხარ?... რაზე ფიქრობდი, ვერ ხარ შენ? პროსტა შე იდიოტო!... არ იცი რას გიზავ, მოეთრიე აქ! როგორ მანერვიულე! უნამუსო ხარ შენ! არავისზე არ ფიქ...
-ნუცა! -იღრიალა ბექამ ტელეფონში.
ნუცა გაშრა. გაჩუმდა. ლოყები აუწითლდა.
-სად ხარ?
-ელენიკოსთან ვართ. -წყნარად თქვა ნუცამ.
-მოვდივარ.
სიგნალის ხმა ზარების რეკვასავით გაისმა. მოლოდინად ვიქეცით სამივენი.
კაკუნის ხმაზე წამოვიშალეთ. ოთახში, რომ შემოვიდა საკუთარი რეაქციის შემრცხვა. ხელები თვალებზე ავიფარე და უკან გავბრუნდი. ოთახში შევედი. კარის დახურვამდე გავიგე ერისთავმა, როგორ უჩურჩულა გაყევიო.
საწოლზე ჩამოვჯექი. შემოვიდა. ბნელოდა. გვერდზე ჩამიმიჯდა და მომაჩერდა.
-ინერვიულე?
-არა.
-არადა, ანერვიულებულს გავხარ.
-ნუცაზე ვნერვიულობდი.
-ხოო?
-ხო!
-ჩემზე?
ყურები დამიგუბდა. გულისცემა თითებში დამეწყო.
-სანერვიულო იყო რამე?
სიამაყეს არ ვკარგავდი. არადა... სიამაყე მაშინ დავკარგე, აი მაშინ პირველად, რომ სხვანაირად შევხედე... სანდროს, ახვლედიანს! ჩემს კლასელს, ერთად გაზრდილები, რომ ვიყავით!...
-არა! -გაიცინა -ჩემზე არ ინერვიულო ხოლმე. ასეთ რამეებს ჩემით მოვაგვარებ.
-არ მინერვულია. -გადაჭრით გავიმეორე.
-შენ რა ჯიუტი ხარ...
-...
-ამაყიც.
-კომპლიმენტს მეუბნები თუ?...
-ხოო, აბა!
-რა მოხდა იქ?
-შენ მაგაზე არ ინერვიულო, ელენიკო.
-არ ვნერვიულობ.
-ცნობის მოყვარეობა გალაპარაკებს ხომ? -წარბი აუთამაშდა.
-დიახ.
-ვაახ ბიჭო!... რახართ ეს გოგოები!
-ქალთა რასას რატომ ეხები?
-ახლა ფემინიზმზე არ დამიწყო ლაპარაკი თორემ!...
-ახლა შენ რაც თქვი. იგივეა, როგორც ქალების აკვიატებული ფრაზა „ყველა კაცი ერთნაირია“. კაცებს ხომ არ გსიამოვნებთ მაგის მოსმენა?!
-მერე, შენ არ იცი, რომ ყველა კაცი ერთნაირია?
-ყველა ადამიანი ინდივიდუალურია.
-სამაგიეროდ ერთი და იგივე შეცდომებს უშვებენ. -თვალი ჩამიკრა.
-რას გულისხმობ?
-კაცებზე ვამბობ კონკრეტულად.
-ვერ მიგიხვდი, რა შეცდომებს?
-ყველა კაცს, ჯიუტი გოგოები მოსწონს.
დავიბენი.
შემატყო.
გაიცინა.
-ამაყებიც. -დაამატა.
ენა ჩამივარდა. გაკვირვებული ვუყურებდი. ვერ ვაანალიზებდი მის ნათქვამს. იცინოდა ჩემს რეაქციაზე. კარგად ერთობოდა.
-რა?... -ამოვთქვი ბოლოს.
-ყველა კაცს ჯიუტი და ამაყი გოგოები მოსწონს-თქო! -დაიწყო სიცილი.
-ანუ?...
-ელენიკო, საიდან ხარ შენ?
-რაა? -დავიბენი ისევ.
-წარმოშობით, მაისურაძე, საიდან ხარ წარმოშობით?
-იმერეთიდან.
-უცნაურია... -გააქნია თავი.
-რა არის უცნაური?
-რაჭველი მეგონე!
-რატომ?... -ისევ დავიბენი.
-აქამდე მხოლოდ რაჭველი ვერ მიხვდებოდა, რომ სიყვარული ავუხსენი!

***
მეცხრე ცაზე დავფრინავდი. მარიამს ვარწმუნებდი, დედას ვფიცავარ თუ მჯეროდეს-თქო! განა მჯეროდა? არა! ვერ ვიჯერებდი, რომ ყოველ დანახვაზე მიცინოდა! თბილად მექცეოდა, ხელს მკიდებდა, მეფერებოდა!... ან რა უნდა დამეჯერებინა?!.. ვერასდროს ვიფიქრებდი!... ვერც ვერავინ წარმოიდგენდა!.. სხვა კი არა, მე თვითონ, სიზმარი მეგონა!...
ვერც მაშინ დავიჯერე, შაბათს ჩემი კარების წინ ბედნიერად მომღიმარი, რომ ვნახე. ვერც მაშინ, რომ შემოვიპატიჟე და სპაგეტი გამიკეთა... ვერც მაშინ ჭამის დროს, რომ მიყურებდა.
ვერც კვირა დღეს დავიჯერე. ყავაზე, რომ დამპატიჟა და კაფეში მითხრა, რა ლამაზი-ხარო!
ვერც ორშაბათ დილით. სკოლამდე, რომ გამომიარა ერთად წავიდეთო! კლასში, რომ ხელჩაკიდებული, შემიყვანა... ცოტა დავეჭვდი, მემგონი მართალია-თქო! თამთა კაციტაძის და ნინა ნიჟარაძის გაოგნებული სახეები, რომ დავინახე. მერე უკვე მე თვითონაც დავიჯერე!
ახვლედიანი ჩემი იყო!
ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი მთელს დედამიწაზე!...



***
ლევანიკო ურუშაძის დაბადების დღე იყო და მთელი კლასი დაპატიჟებული ვიყავით. სანდრომ გამომიარა და კომპლიმენტებით ამავსო.
-დავნიძლავდეთ, ყველაზე ლამაზი შენ იქნები! -გაიკრიჭა.
-ახვლედიანი, მორჩი! -აწითლებულმა გავიღიმე და შეფაკლული ლოყები ხელებით დავფარე.
-გრცხვენია?
-რისი?
-ჩემი?
-არა...
-კი. აღიარე.
-მთელი ცხოვრება შენს გვერდით ვარ, რისი უნდა მრცხვენოდეს?! -გავიკვირვე მე. ვიცოდი, რომ ვიტყუებოდი, მაგრამ სიამაყეს არ ვკარგავდი.
-ჩემი გრცხვენია მაისურაძე! აღიარე... -დამიწყო ღიტინი.
ვეწუწუნებოდი სიცილისგან სულის მოთქმას, რომ მაცდიდა. კაბა გამიფუჭდება-თქო! მაკიაჟი ამერევა-თქო! თმა დამეშლება-თქო!
მე შენ ყველანაირი მიყვარხარო.
მანდ გავჩერდი. ინერციულად თვითონაც გაჩერდა. მიხვდა. ცოტა უცნაურად ამომხედა. ზედმეტი ხომ არ მომივიდაო? არა-მეთქი!
მაგაზე სიტყვა აღარ დაგვცდენია.


***
სანდროს ველოდებოდი კაფეში. მარიამი და ერისთავი შემოვიდნენ. რაღაცაზე იცინოდნენ.
-მარიამ! -დავუძახე.
-ეე! ელენიკო! -ერისთავმა გადამკოცნა. მარიამი დაჯდა.
-რას შვები?
-სანდროს ველოდები.
-ოხ, ოხ! გვრიტები... დედას ვფიცავარ ჯერ თუ მჯეროდეს! -წამოიწივლა მარიამმა. თვალები დავუბრიალე. გაჩერდა.
-რას შვებით თქვე, აქ საიდან?
-ისე გამოვედით. ბექას ველოდებით.
-რამე ხდება?
-ნუცას დაბადების დღის სურპრიზს ვუკეთებთ.
თვალები დამივიწროვდა.
-მერე მე რატომ არ მითხარით?
-... -მარიკუნამ პირი გააღო და ისევ დახურა.
-სანდრინიომ მე ვეტყვიო. -წარბი ასწია ერისთავმა.
-არაფერი უთქვამს. -ჩავილაპარაკე ოდნავ ნაწყენმა.
-კაი ახლა! არ დაიგრუზო! -ლოყაზე მიპრწკინა მარიამმა. წამოვიკნავლე.
ახვლედიანი შემოვიდა. ჩვენ რომ დაგვინახა ჩვენსკენ წამოვიდა. ვუყურებდი და ვერ ვიჯერებდი. ერთი თვის წინ ვერც ვიფიქრებდი, რომ დღეს ჩემს დანახვაზე ასე გაუბრწყინდებოდა თვალები.
ლოყაზე მაკოცა და გვერდზე მომიჯდა.
-რას შვებით?
-ელენიკოს ნუცას დაბადების დღეზე არ უთხარი?
ახვლედიანმა სახე ხელებში ჩარგო და ამოიხვნეშა.
-დამავიწყდა ელ, არ გამიბრაზდე რა!
უნდა გავბრაზებულიყავი. უპასუხისმგებლო ხარ-თქო! ასე, უნდა მეთქვა, მაგრამ ისეთი თვალებით მიყურებდა... ისე ეჩვლიტებოდა ლოყები საყვარელ სახეს, რომ იღებდა... ისეთი საყვარელი იყო, ვერაფერი ვუთხარი.
-არ გიბრაზდები.
-მადლობა! -შუბლზე მაკოცა და ყურში ჩამჩურჩულა ნაცნობი ფრაზა.
ავწითლდი. მარიკუნას და გიგას, რომ არ შეემჩნიათ თავი ახვლედიანის კისერში დავმალე.
მარიამმა დაიწყო ხუმრობები წყვილებზე. გვრიტები ხართო... უხდებითო ერთმანეთს... ერთმანეთისთვის ხართო შექმნილებიო... თქვენ აქამდე ერთად როგორ არ იყავითო მიკვირსო...
ეს ის ფრაზები სკოლაში, რომ ვისმენდით ყოველ დღე. კაი დამანებე თავი-თქო! ვუთხარი მარიამს. ერისთავი და მარიამი მალე წავიდნენ.
ახვლედიანი საღამომდე მართობდა. მერე სახლში მიმაცილა და სანამ კარებს დავკეტავდი შუბლზე მაკოცა.


***
ზუსტად მახსოვდა. დილით ადრე გავიღვიძე. მაინტერესებდა თვითონაც თუ ახსოვდა. დავურეკე.
-დამასწარი. -როგორც კი ყურმილი აიღო სიცილით თქვა.
-გახსოვს?
-რა თქმა უნდა! -ისე კატეგორიულად წარმოთქვა, შემრცხვა ეჭვი, რომ შევიტანე.
-აუუ... რაკარგია! საჩუქარი გიყიდე!
-მართლა?
-ხო!
-მეც მაქვს საჩუქარი შენთვის.
-რა არის? -სულმა წამძლია.
-დღეს საღამოს შვიდზე გამოგივლის ერისთავი და პირდაპირ საჩუქართან მოგიყვანს.
-აუ, ნუ მაინტრიგებ...
-აბა ახლა! -დაისერიოზულა ხმა.
-მითხარი სანდრო, გთხოვ...
-არა! გაიგებ ისედაც.
მართლა არ მითხრა.
შვიდ საათზე ჩაცმულიც ვიყავი და გამზადებულიც. კარის წინ ველოდებოდი ერისთავს.
გამომიარა. რა ლამაზი ხარო. მადლობა-თქო. მერე წავედით. გზაში ვეხვეწე მითხარი რა არის-თქო! არ გატყდა.
ადგილი არ მეცნო. რაღაც შენობაში შემიყვანა და აქ დაელოდეო. ბნელოდა და შემეშინდა. უკან, რომ მოვიხედე ერისთავი აღარ იყო.
-სანდრო? -შეშინებულმა ვთქვი.
მერე დაიწყო.... მთელი ოთახი მოციმციმე ვარსკვლავებით განათდა. ფერადი ვარსკვლავები ყველგან დაძრწოდნენ. გამეღიმა.
მერე სცენა აინთო და ახვლედიანიც გამოჩნდა.
ყველაფერი ამერია. გიტარა ეჭირა ხელში. გამიღიმა. თვალები ცრემლებით ამვსო. შიგნეულობა ამეწვა... სადღაც მაღლა, მარცხენა მხარეს სიხარულის ტკივილი ვიგრძნენი.
მერე სანდრომ დაიწყო...
„From the way you smile to the way you look
You capture me unlike no other
From the first hello, yeah, that's all it took
And suddenly we had each other“
ცრემლები მომდიოდა. გაქვავებული ვიყავი ერთ ადგილას. ხელები მქონდა სახეზე აფარებული. იმ მომენტში რაღაც უცნაურს ვგრძნობდი. სიტყვებით, რომ არ გადმოიცემა. რაღაც საოცრებას. თითქოს ჩემში, ჩემზე მეტი სანდრო იყო...
„And I won't leave you
Always be true
One plus one, two for life
Over and over again“
თვალს ვერ ვწყვეტდი. ცრემლებს მიღმა ნახატს გავდა.
So, don't ever think I need more
I've got the one to live for
„No one else will do, and I'm telling you
Just put your heart in my hands
Promise it won't get broken
We'll never forget this moment
Yeah, we'll stay brand-new 'cause I'll love you
Over and over again
Over and over again“
სცენიდან ჩამოტა და გულში ჩამიკრა. ჰაერში დამაბზრიალა.
სულ სხვანაირი გრძნობა იყო!... ყველასგან და ყველაფრისგან განსხვავებული. შემიძლია დავიფიცო, რომ იმ მომენტში ახვლედიანი მთელი ჩემი სამყარო იყო.
„მიყვარხარ“
ჩვენი ერთად ყოფნის ერთი თვის თავზე ჩამჩურჩულა ახვლედიანმა.
“Over and Over again.”


***
ზაფხულის არდეგები იწყებოდა უკვე. ექსკურსისსთვის ყველაფერი გამზადებული და გადაწყვეტილი იყო. მეც ჩაბარგებული ვიყავი და მარიამს ველოდებოდი, რომ გამოევლო. სვანეთისკენ ორი დღით. მაკო ძლივს დავითანხმე.
-სად იყავი ამდენი ხანი? -გავუღე კარები მარიკუნას და შემოვუშვი.
-ამხელა ჩემოდანს თრევა არ უნდა? -მიმითითა დიდ ვარდისფერ გალაკულ ჩემოდანზე.
-გოგო! ორი დღით მივდივართ, ორი თვით კი-არა!
-მერე რა!.. ათასი რამე შეიძლება დაგჭირდეს ადამიანს.
-მაინც?
-... -ამოისუნთა -აბა ახლა, მაისურაძე. აბარგდი და წავიდეთ!
მოვიკიდე ჩემი ზურგჩანთა და ჩავირბინე კიბეები.
-ჩაკეტე რა, ნოხის ქვეშაა გასაღები.
მარიამმა უკმაყოფილოდ დაიწუწუნა. არ მიმიქცევია ყურადღება.
ტელეფონმა დარეკა. დავხედე და სახე გამინათდა.
-ალო?
-სად ხარ?
-სახლიდან გამოვედი ამ წუთას. შენ სად ხარ?
-ავტობუსთან ვართ ჩვენ უკვე.
-მოიცა, ყველა?
-ხო! მალე მოდით-რაა!
-უჩვენოდ არ წახვიდეთ.
-მე არ წავალ -ჩაიცინა. -მაგრამ, მძღოლია გურული და იწევს. უკვე დაქოქა!
-რას მაშინებ, შენ გგონია დავიჯერებ?
ხმაური გავიგე და მერე ახვლედიანის ძახილი.
-ლუარა მას! გააჩერეთ ავტობუსი!... ელენიკო არ მოსულა.
აი მანდ მივხვდი, რომ შარში ვიყავი. მარიამს გავძახე და ისე სწრაფად დავიწყე სირბილი, როგორც შემეძლო. მარიკუნას ჩემოდნის ხრიალი და ჩემი გულისცემა მესმოდა მარტო. უჩვენოდ სვანეთში, რომ წასულიყვნენ სვანეთში ფეხით ჩავიდოდი და გავწეწავდი ყველას!
ათ წუთში ოფლში ამოწურული ვიდექი კოლმეურნეობაზე, ავტობუსის წინ სადაც ბავშვები გარეთ ისხდნენ, მზესუმზირას ჭამდნენ და იცინოდნენ.
ახვლედიანმა, რომ დამინახა თვალები გაუფართოვდა.
-რა ხდება ელე, კარგად ხარ?
-შენ ნორმალური ხარ? -ვიღრიალე ბოლო ხმაზე.
გაუკვირდა.
-რაიყო?
-მომატყუე?
-რაზე?
-ავტობუსი გადისო?...
დაიწყო ყველამ სიცილი. სანდროც ვერ იკავებდა თავს, სახეზე წიწაკის ფერი ედებოდა.
მხარში მუჯლუგუნი დავარტყი და ავედი ამაყად ავტობუსში. უნდა დავმჯდარიყავი ლიპარტელიანმა, რომ ამომძახა ჩვენი ავტობუსი არ არისო ეგ. შერცხვენილი ჩამოვედი. ახვლედიანს არ გავეკარე. ხმას არ ვცემდი.
ჩვენი ავტობუსიც მოვიდა და მე ლაშიკო მიქელაძეს მივუჯექი გვერდზე. ახვლედიანს ვამწარებდი. ლაშიკოც, ცოტა უცნაური ბიჭია, ვერ არის მგონი...
-ელენიკო! -დამიძახა სანდრომ. არ გავხედე. წამომადგა თავზე. -გოგო, რომ გეძახი არ გესმის?
დავაიგნორე.
-იცოდე, მაგრად გამიტყდება!...
დავაიგნორე.
წავიდა. თამთა კაციტაძეს მიუჯდა გვერდზე. თამთა შეყვარებულს იყო ახალი დაშორებული... ეჭვიანობამ გამკრა კბილი, მაგრამ სიამაყე სულ სხვა თემაა. აღარც მიმიხედავს ახვლედიანისკენ.

ოთხ საათში რესტორანში გავჩერდით. მე მარიკუნას და ლაშიკოს შორის აღმოვჩდი. ახვლედიანი ჩემს პირდაპირ, თამთა კაციტაძეს და ნინა ნიჟარაძეს შორის.
თავიდან, მშიოდა და ყურადღებას არ ვაქცევდი. მერე ნინამ ახვლედიანს მხარზე დაადო ხელი და რაღაც უჩურჩულა. მანდ „ამენთო წითელი“ ჩემს წინ დადებული ხინკალი გვერდზე გავწიე და დავისხი ღვინო. არ გამომხედა. დავისხი მეორე ჭიქა ღვინო. ისევ არ გამომხედა.
მეოთხეზე სამყარო ბრუნავდა. მარიამი მაჩერებდა და ვერაფერი ქნა. ლაშიკო დავპატიჟე საცეკვაოდ. თავიდან მანდილოსანივით უარობდა, მერე ადგა და წამომყვა.
მუსიკა, რომ ჩაირთო, ლაშიკო კი არა, საკუთარი თავი აღარ მახსოვდა. დავიწყე ცეკვა. რაღაც არანორმალურად, გიჟურად ვცეკვავდი... ეჭვიანი „მე“ და ხმამაღალი მუსიკა ერთმანეთს შევეწყვეთ.
ცუდად გავხდი. შევწყვიტე ცეკვა და სუფთა ჰაერზე გავედი. ფეხის ხმა გავიგონე ზურგს უკან და გამეღიმა. თავი მხარზე ჩამომადო და ყელში მაკოცა.
-ბევრი დალიე ხო ელე?
-ოთხი ჭიქა.
-წამო, ავტობუსში ავიდეთ.
მომკიდა ხელი და პეპლები ამითამაშდნენ მუცელში. გვერდზე მივუჯექი და მაგრად ჩავეხუტე. მერე თავი ჩამოვადე მხარზე. ბურუსმა მოიცვა გარემო. ჩაძინებამდე ვგრძნობდი როგორ მეფერებოდა თმაზე.

***
მესტიის მუზეუმიდან ვბრუნდებოდით. დაღლილები ვიყავით და დამშეულები. ახვლედიანს ხელი ჰქონდა გადახვეული და ყურში მეჩურჩულებოდა. სიცილისგან მუცელი მტკიოდა.
-გვრიტებო! -ერისთავი ჩვენი სასტუმროს შესასვლელიდან გვეძახდა.
გავხედეთ ჩვენ ორმა და გაანათა შუქმა.
-ბიჭო, რა ბანალური ყოფილა ეს! -ჩაილაპარაკა სანდრომ. დავიწყე სულელივით სიცილი.
-ჩემი ფოტო თუ გინდოდა გეთხოვა. -ჩავუკარი თვალი გიგას.
ახვლედიანი გაჩერდა გამიშვა ხელი და წავიდა წინ.
-ვიხუმრეეე! -გავეკიდე სიცილით. არ გაჩერდა.
შემოვახტი ზურგზე. გაიცინა და დაბზრიალდა. თმები ჩამომეყარა სახეზე. ხელები მხრებზე მოვხვიე და ყელში ვაკოცე.
-ნუ ხარ ეჭვიანი, ხომ იცი შენს გარდა არავინ მაინტერესებს!

***
ეთი კვირა იყო მე და სანდრო ნაჩხუბრები ვიყავით. მე სიამაყეს არ ვკარგავდი და არ ვდგავდი პირველ ნაბიჯს. არც თვითონ თმობდა, საკუთარ პოზიციას.
ვიყავი ცუდად. ზაფხული ჩამშხამდა-თქო! ვეწუწუნებოდი მარიამს. ადექი და ბოდიში მოუხადეო. ხომ იცი, არ იყავი მართალიო.
ჩვენი ჩხუბის მეცხრე დღეს ახვლედიანის კორპუსთან ვიყავი ატუზული. სანდრო პირველი ადამიანი იყო, ვის გამოც სიამაყე დავივიწყე.

***
მთელი ზაფხული ერთად ვიყავით. როცა ერთად არ ვიყავით, ვირტუალურად ვიყავით ერთად. მე ის მიკვირდა, სალაპარაკო თემა, რომ არასდროს გვითავდებოდა...
ხანდახან ვაშტერდებოდი ხოლმე, ასე უბრალოდ ვუყურებდი როგორ ლაპარაკობდა სანდრო. მის სახეს ვსწავლობდი.
მის ყველანაირ მიმიკას ვიცნობდი.
ახვლედიანი ჩემი ცხოვრებაში ჩემზე მეტი იყო! ყველაფერი ის იყო ჩემთვის. დამოკიდებულივით გავხდი. მის გარეშე არ შემეძლო...
ღამით „ძილინებისას“ სანამ არ მეტყოდა ვერ ვიძინებდი.
სანდროც ყოველ დილა-საღამოს მწერდა. ყოველ წუთს. არასდროს არ ვავიწყდებოდი.
ჩემი ცხოვრების ყველაზე ნათელი წერტილი იყო.



***
თვალებში მიყურებდა. ვუღიმოდი, ცალ ხელს ჰაერში ვიქნევდი. მეორეთი ვიდოს ვიღებდი. ჩარკვიანის სიმღერას უბერავდა.
„მე სულს მოგცემ, ამ სიმღერით. რა გაქვს ჩემს სიყვარულზე მეტი?...“
თვალს არ მაშორებდა. ყოველი კონცერტის დროს მასე აკეთებდა. სულ თვალებში მიყურებდა. მაგრძნობინებდა, რომ მისთვის ერთადერთი ვიყავი.
დაიქუხა ტაშმა. მიკროფონი ტუჩებთან ახლოს მიიტანა. გაოფლილ სახეზე ღიმილი დასთამაშებდა.
-ვიცი ბანალურად გამომდის, ყოველ ჯერზე ამას, რომ ვამბობ, მაგრამ... ეს სიმღერაც ჩემი ყველაზე საყვარელი ადამიანისთვის იყო მთელს დედამიწაზე.
ჩამოვიდა და ჩამეხუტა. მეც მოვეხვიე და მისი სურნელი გადმომედო მთელს ტანზე.
შეყვარებული ვიყავი სანდრო ახვლედიანზე.
***
ვჩხუბობდით და ვრიგდებოდით. ასე, ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ჩხუბი არ გვქონია. ვუგებდით ერთმანეთს.
მარიამი მეფიცებოდა ერთმანეთისთვის ხართო შექმნილებიო. იგივეს ეჩიჩინებოდა ერისთავი ახვლედიანს.
ჩვენ მათ „დაჯახებაზე“ „ვჩალიჩობდით“! არეული ხალხი იყო.
ჩვენ უფრო მშვიდი ჰარმონიული ურთიერთობა გვქონდა. სუნთქვაც არ შემეძლო ახვლედიანის გარეშე. იგივე ნაირად იყო ისიც.
ეჭვიანობა? იცოცხლე!
მაინც ერთმანეთს ვუბრუნდებოდით. ჩვენი „ლავ სთორი“ ყველაზე საყვარელი რამ იყო.
ახვლედიანი ძილის წინ მირეკავდა და იმაზე მელაპარაკებოდა ხოლმე, როგორ მოვწონებივარ მეორე კლასში. წრეში ბურთის თამაშის დროს თამთა კაციტაძისთვის კალათბურთის ბურთი, რომ დამირტყავს თავში.
სიცილში ვიძინებდი. ყველაფერი კარგად იყო.
მაკო და მისი სამსახურიც. ლალიკო დეიდას მაღაზიაც. გიგა ერისთავის გრძნობებიც მარიამისადმი. მარიამის ვარდისფრად გალაქული ჩემოდანიც. ბექას უნივერსიტეტიც. თქვენ წარმოიდგინეთ, დემეტრე პაპუნაშვილი, რომელსაც არ ვიცნობდი, ეგეც კარგად იყო.
ყვაოდა თბილისი. ასე მეგონა ჩემს სიყვარულთან ერთად ჩემი ქალაქიც უფრო იზრდებოდა, მშვენდებოდა და ღრმავდებოდა.
რაღაც სასწაულად, უცნაურად მიყვარდა სანდრო ახვლედიანი და ამ სიყვარულით ვცვლიდი გარშემო ყველაფერს.
უკეთესობისკენ.


***
თერთმეტი სექტემბერი იყო. ცხელოდა. ახვლედიანს მაინც ჯიუტად ჰქონდა ხელი გადახვეული ჩემთვის და ისევ ყურში მეჩურჩულებოდა.
-სალამი! -კლასში შესულებს მოგვესალმა თამთა კაციტაძე.
პირველი დღე იყო სკოლის.
გამიკვირდა, ლაშიკო და თამთა ერთმანეთს იყვნენ აკრულები და ‘გადაფსკვნილები’.
-თქვენ?...
-კი ერთად ვართ! -სიხარულით გამოაცხადა თამთამ. გადავკოცნე და მივულოცე გაბედნიერება. სანდრო ცდილობდა არ შეემჩნია, მაგრამ სიცილისგან წიწაკის ფერი ედო.
მარიამი თავის ადგილას იჯდა. ერისთავის გვერდით. რაღაცაზე იცინოდნენ. სიახლოვე მეუცნაურა და წარბი ავწიე.
-ახლა არ მითხრათ, რომ თქვენც...
-კი, ჩემი გოგოა. -არ დამამთავრებინა ერისთავმა.
-შენი საკუთრება არ ვარ. -გაიბუტა მარიამი. თვალები შუბლზე ამივიდა.
-ჩემი შეყვარებული ხომ ხარ?
-ეგ ხო. -გაწითლდა მარიკუნა.
-ხოდა, ჩემი გოგო-ხარ!
-ნუ გადამრევთ... -ჩაიდუდღუნა ახვლედიანმა.

ლიპარტელიანის და ნინას გვერდით დავსხედით. სიცილით გავიხედე მათკენ.
-მოდი გამოვიცნობ, თქვენც ერთად ხართ?
-ბიძაშვილები ვართ ჩვენ! -წარბშეკრულმა დასჭექა ლიპარტელიანმა.
-უი, ბოდიში.
ამიტყდა სიცილი. ამყვა სანდროც.

„რაიყო, დაწყვილების სეზონია, თუ?...“
და მერე ზარი დაირეკა.
დაიწყო ყველაფერი თავიდან. სკოლა. დავალებები. მეცადინეობები. გამოცდები.
მაგრამ იყო რაღაც სხვა.
დიდი და საოცარი სიყვარული. მომავალ ზამთარს, რომ გაგვათბობდა.
ერთმანეთით, რომ გვავსებდა.
საოცრება, რომ იყო.
ყველასგან განსხვავებული!
ეს სიყვარული იყო!...
არ ვიცი, ვინმემ, რომ მკითხოს ვინ იყო შენი ცხოვრების ნათელი წერტილიო, დაუფიქრებლად სანდრო ახვლედიანს დავასახელებდი!

„ჩემი ცხოვრების ნათელი წერტილი“
დაიჩურჩულა სანდრომ და მერე გაკვეთილიც დაიწყო...



№1  offline წევრი Barbare ❤

sayvarloba iyo ❤️❤️

 


№2  offline წევრი მალუ

ძალიან თბილობა და ტკბილობაა მართლა,დიდი ხანია ასეთი მსუბუქი და ლამაზად წასაკითხი არაფერი შემხვედრია
წარმატებები იმედია მსგავსი ისტორიებით გაგვანებივრებ ♡♡♡

 


№3  offline მოდერი N1penguin

რა საყვარლობა იყო heart_eyes ძალიან თბილი. პოზიტიურ განწყობაზე დამაყენა და ახლა კალკულუსის დავალებასაც კი ბედნიერი დავწერ stuck_out_tongue_closed_eyes

 


№4  offline მოდერი ენემი

ვაიმეეე heart_eyes მაბედნიერებ მე შენამ ისტორიით საოცრად თბილი და ტკბილია kissing_heart

 


№5 სტუმარი Xatia xvingia

Saswauli gogo myevxar mamidashvi????????????

 


№6  offline წევრი ♥love love♥

ძალიან საყვარლობა იყო.... მართლა მომეწონა.... მაგრამ პატარა იყო disappointed_relieved ყოჩაღ.. დიდი მადლობა... წარმატებები შემდეგში. heart_eyes

 


№7  offline წევრი krystal

ძალიან კარგია♥

 


№8  offline წევრი Elitsabed

ამ პატარა(პატარა არ არის მაგრამ წიგნთან შედარებით მაინც...) მოთხრობაში იმდენი გრძნობაა გადმოცემული რომ რავი... სასწაულია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent