Dark Love (თავი 2)
თავი 2 მაღვიძარის ხმამ გამაღვიძა. მაღვიძარა გამოვრთე და საწოლიდან წამოვდექი. დროა სკოლისთვის მოვემზადო. ერთ-ერთი პატარა ყუთისკენ წავედი რომ ტანსაცმელი ამომეღო. შავი ჯინსები ამოვიღე, ნაცრისფერი ზედაც რომელსაც დიდიასოებით ეწერა 'Love', შავი მოსაცმელიც ავიღე და ჩემი შავი ვანსებიც. ის იყო პიჟამას გახდას ვაპირებდი რომ დავინახე დემეტრე თავისი ფანჯრიდან მე მომშტერებოდა. ხელში პატარა ქაღალდი აიღო რაღაც დააწერა და ჩემსკენ მოაბრუნა ' ფარდების დახურვა უნდა ისწავლო თუმცა გმადლობ სანახაობისთვის ' სწრაფად მივედი ფარდებთან და სწრაფადვე დავხურე. შემდეგ ჩემი ჯინსები, ზედა და ფეხსაცმელი ჩავიცვი. სააბაზანოში შევედი კბილები გამოვიხეხე. თმა დავივარცხნე და სააბაზანოდან გამოვედი. ჩემი ჩანთა და მოსაცმელი ავიღე და დაბლა ჩავედი. - დილამშივდობის - თქვა ვიღაცამ. ხმა ჩემს უკნიდან მოდიოდა. ის იყო ... დემეტრე? - რა ჯანდაბას აკეთებ აქ? ვინ შემოგიშვა?! - დავიყვირე მე - დამშვიდდი ბელა დედაშენმა მთხოვა სკოლაში წამეყვანე. უფრო ადვილად რომ მიაგნო ხოლმე.... - მიპასუხა. უკმაყოფილოდ ამოვიხვნეშე და ტოსტი ავიღე. - გინდა? - ვკითხე მე. მან მზერა ჩემსკენ გამოაპარა და იმწამს დავინახე როგორ იცვალეს ფერი მისმა თვალებმა და ყვითელნი გახდნენ. - ზეინ? - გისმენ - შენი თვალები ფერს რატომ იცვლის? - ვკითხე. მზერა მაშინვე სხვა რაღაცაზე გადაიტანა. - ქამელეონი თვალები მაქვს. ახლა კი დროზე ვიგვიანებთ. - თქვა მან. თავი დავუქნიე და გარეთ გავედით. კარი დავკეტე და დემეს გავყევი ის კი ბაიკამდე მივიდა. - მოდი ბელა - მითხრა და ბაიკისკენ მიმითითა - შანსი არაა ამაზე არ დავჯდები. - მაშინ სხვა უფრო გრძელი გზით მოგიწევს წასვლა - ჩაიცინა. ამოვიოხრე და მისკენ წავედი. მოხერხებულად დავჯექი ბაიკზე. - ხელები მუცელზე მომხვიე, ბელა - მითხრა ისე მოვიქეცი როგორც მან მითხრა ბაიკი დაძრა და ადგილს მოსწყდა. საშინლად ჩქარა მიდიოდა მე კი შიშისა და სიცივისგან გამაკანკალა. - ხელები ჟაკეტს ქვემოდა მომხვიე თუ გცივა - მითხრა მეც ასემოვიქეცი. ჩემმა შეხებამ ოდნავ შეაკრთო თუმცა შემდეგ ჩვეულ ფორმას დაუბრუნდა. როგორც იქნა სკოლაში მივედით. დემე ბაიკიდან გადმოსვლაში დამეხმარა. - მოგვიანებით გნახავ, ბელა - მითხრა მან - სკოლაში არ მოდიხარ? - ვკითხე. - უნდა დავ.. ამ საჭმელი უნდა ვჭამო. შიმშილით ვკვდები - მიპასუხა სიცილით - ეი, დემეტრე არ მოდიხარ? - მანამ მე ვუპასუხებდი ერთ-ერთმა ბიჭმა დაუძახა. ქერა თმა და ცისფერი თვალები ჰქონდა. - მოიცადე ნიკ, მოვდივარ - უპასუხა დემეტრემ - დროზე ძმაო თორემ წყურვილით ვკვდები! - დაუძახა სხვა ბიჭმა რომელსაც კულულა თმა და მწვანე თვალები ქონდა. - კლასში წადი ბელა - მითხრა სანამ წავიდოდა. ამოვიოხრე და გეზი სკოლის კარისკენ ავიღე. შემოვტრიალდი რომ მენახა დემე ისევ იქ იყო თუ არა მაგრამ იქ არავინ დამხვდა. სკოლაში შევედი და საინფორმაციო ''დახლთან'' მივედი. - გამარჯობათ შემიძლია დაგეხმაროთ? - მკითხრა ქერათმიანმა ქალბატონმა. - ამ, დიახ. მე ახალი მოსწავლე ვარ, იზაბელა ვალკერი - ვუპასუხე მას. - აჰ, დიახ იზაბელა აი ინებე შენი ცხრილი შენი კარადის ნომერი და კომბინაცია მანდვე წერია. კარგ დღეს გისურვებთ. - გამიღიმა და ხელში პატარა ქაღალდი მომაწოდა. - გმადლობთ - ვუპასუხე და ჩემი კარადის მოსაძებნად წავედი. როგორცკი ვიპოვე მაშივნე გამოვაღე და შიგნით სასკოლო ნივთები შევაწყვე. ჩემი პირველი გაკვეთილი მათემატიკა იყო, ჩემი საყვარელი საგანი! მათემატიკის წიგნი და რვეული ავიღე და 216 ოთახისკენ გავემართე. კლასში გაკვეთილი უკვე დაწყებული იყო, მშვენიერია, დამაგვიანდა. - შემდეგ თქვენ გაა.. - მასწავლებელმა მე შემომხედა და გამიღიმა - შენ იზაბელა უნდა იყო, - თავი დავუქნიე, - ბავშვებო ახალი მოსწავლე გვყავს. იზაბელა გინდა შენი თავი გააცნო მათ? - მკითხა მასწავლებელმა სულაც არ მინდოდა მაგრამ მგონია რომ არჩევანი არც მქონდა. - ამ.. რათქმაუნდა. მე იზაბელა ვალკერი ვარ მაგრამ შეგიძლიათ ბელა დამიძახოთ. - მოკლედ ვთქვი და თვალი კლასს მოვავლე. - კარგი, იზა.. ბელე, მე მისტერ ბეიქერი ვარ. მე შენი მათემატიკის მასწავლებელი ვიქნები. შეგიძლია დაჯდე - მითხრა მან და თავისუფალი მერხისკენ მიმითითა. ჩემი ადგილი დავიკავე და მასწავლებელს დავუწყე მოსმენა. - გამარჯობა ბელე, მე ები ვარ. ძალიან ლამაზი ხარ - გადმომიჩურჩულა გოგონამ რომელიც ჩემს გვერდით იჯდა. - გმადლობ, შენც - მეც გადავუჩურჩულე. მას გრძელი წითელი ხვეული თმა ჰქონდა. შემიძლია ვთქვა რომ ეს მისი თმის ნატურალური ფერია. დიდი ლურჯი თვალები ჰქონდა. რამოდენიმე ხნის შემდეგ ზარიც დაირეკა. - ეი, შემდეგი რა გაქვს? - მკითხა ებიმ. მე ჩემი ცხრილი შევამოწმე და ვუთხარი - გეოგრაფია. შენ? - მეც! წამოდი გზას გაჩვენებ. - ხელი მომკიდა და ჰოლში გავედით, მალე კლასამდეც მივედით. კარგით თქვენი ადგილები დაიკავეთ, ახალი მოსწავლე გვყავს - თქვა მასწავლებელმა და გამიღიმა. იგივე ტექსტი გავიმეორე რაც მათემატიკის გაკვეთილზე ვთქვი და გავჩუმდი. - კარგი ბელა მოხარული ვარ რომ ჩვენთან გადმოხვედი. მე მისს ვი ვარ. შეგიძლია რომელიმე თავისუფალი ადგილი დაიკავო. - მითხრა მან და გამიღიმა. მეც გავუღიმე და ერთ-ერთ თავისუფალ ადგილას დავჯექი, ები უკვე სხვაგან დამჯდარიყო. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ დემე და ვიღაც ბიჭი შემოვიდნენ კლასში. დემეს სხვა ტანსაცმელი ეცვა. - აჰ, თუ დემეტრე და ლუკი ხართ მინდა გითხრათ რომ დაიგვიანეთ - თქვა მის ვიმ ისე რომ ჟურნალიდან თავი არ აუწევია. - თქვენი ნახვაც სასიამოვნოა მისს ვი. - უპასუხა დემემ. ვიმ ამოიოხრა - თქვენი ადგილები დაიკავეთ. - დემემ ჩაიცინა და ჩემსკენ წამოვიდა. - ჩემს ადგილზე ზიხარ ძვირფასო - მითხრა მე. - დემეტრე ახლა მანდ ბელა ზის, სხვაგან დაჯექი - უთხრა მის ვიმ. დემემ ადგილი ჩემს გვერდით დაიკავა. ერთი გაკვეთილიც უცებ გავიდა. ახლა ხელოვნება მაქვს ხოლო შემდეგ ლანჩი. მე და ების ისევ ერთად მოგვიწია წასვლა რადგან მასაც ხელოვნება ჰქონდა! - ჰეი ბელა მინდა დემეტრეს შესახებ გაგაფრთხილო..- მითხრა ებიმ და თვალებში შემომხედა - რა, რა უნდა მითხრა - მოკლედ ის ცუდია. ყოველდღე სკოლას აცდენს და ჩხუბებში ერთვება - განაგრძო ებიმ. - მართლა? - ის და მისი მეგობარი ნიკა, ლუკი, ალექსანდრე და გაბრიელი მისნაირები არიან. მოკლედ მათგან თავი შორს დაიჭირე კარგი? - თავი დავუქნიე და ერთად კლასში. ჩემით დავიკავე ადგილი კლასის უკანა მხარეს, ფანჯარასთან. - ბავშვებო, მინდა იცოდეთ რომ ახალი მოსწავლე გვყავს იზაბელა - თქვა ხატვის მასწავლებელმა და გამიღიმა. მეც გავუღიმე. - იზაბელა, მე მისის ელისონი ვარ. ვიმედოვნებ ეს კლასი მოგეწონება. - დიახ ხატვა მიყვარს, და შეგიძლიათ ბელა დამიძახოთ. შემოკლებით - მან თავი დამიქნია და ტაში შემოჰკრა. - კარგით, დღეს ვაპირებ მოგცეთ დასახატად თემა რომლის სახელწოდებაც იქნება '' რა გვაბედნიერებს ''. წარმატებებს გისურვებთ. მუშაობა დაიწყეთ. - ყველამ დაიწყო თავისი საქმის გაკეთება, მეც. ჩემი სახატავი ფუნჯი ავიღე, იმწამს ჩემი სახელი გავიგე. ვიღაც ჩემს სახელს ჩურჩულებდა. ხმის მიმართულებით გავიხედე და ხელში დემე შემრჩა. ის და მისი მეწყვილე რაღაცას ჩურჩულებდნენ და თან მე მიყურებდნენ. ეს ყველაფერი დავაიგნორე და ყურადღება ხატვაზე გადავიტანე. ზარი დაირეკა და ჩემთან ები მოვიდა. - ჩემთან ერთად ჩამოხვალ ლანჩზე? - გამიღიმა. - რათქმაუნდა - ვუპასუხე ღიმილით და მას გავყევი. როდესაც ჩვენი საჭმელი ავიღეთ ების გავყევი, ის კი ერთ-ერთ მაგიდასთან ჩამოჯდა. აქ მის გარდა სხვა ორი გოგონაც იჯდა. - ეი გოგოებო, ეს იზაბელაა მაგრამ შეგიძლიათ ბელა დაუძახოთ. ის აქ ახალი მოსწავლეა. - თქვა ებიმ. მათ გამიღიმას. - ჯანდაბა, ძალიან ლამაზი ხარ ბელა! მე არიანა ვარ თუმცა შეგიძლია არი დამიძახო - მითხრა არიანამ. მას მოკლე ყავისფერი თმა ჰქონდა და ყავისფერი თვალები. - და მე მედი ვარ, სასიამოვნოა შენი გაცნობა - მითხრა მეორე გოგომ. მას გრძელი ქერა თმა და მწვანე თვალები ჰქონდა. მართლა ძალიან ლამაზები იყვნენ. უცებ შევჭამეთ და ერთმანეთს გამოვემშვიდობეთ, მე კი ჩემი ბოლო კლასისკენ წავედი. * * * - სახლში მე წაგიყვან. დედაშენის თხოვნაა - მითხრა დემემ და მისი ბაიკისკენ მიმითითა. კამათის თავი არ მქონდა ამიტომ უხმოდ დავეთანხმე. - მაგრად მოეჭიდე - გამაფრთხილა თავი დავუქნიე მან კი ბაიკი ადგილს მოსწყვიტა. ბაიკი ჩემი სახლის წინ გააჩერა. - ამ.. თუ გინდა შემოდი.. - ვუთხარი ზრდილობის გამო. - კარგი, რატომაც არა? - გაიცინა და სახლში შემომყვა. მისაღებში შევედით და დავჯექით. უხერხული სიჩუმე მე დავარღვიე. - ასე უცებ ტანსაცმელი როგორ გამოიცვალე? - ვკითხე უხერხულად. - ტანსაცმელი საჭმლით დამესვარა. მიპასუხა მშრალად. - და.. რა ჭამე? - რა შენი საქმეა? - მითხრა უხეშად. - მ-მაპატიე - ვუთხარი მისი უხეშობით გაოცებულმა. ეს უხერხული სიჩუმე საშინლად გაიწელა. აი რა ხდება როცა ადამიანთან სალაპარაკო თემა არ გაქვს! - შენი ნომერი მომეცი - კარგი - მოკლედ ვუპასუხე და სამზარეულოში გავედი. პატარა ქაღალდზე ჩემი ნომერი დავწერე და გავუწოდე. გამორთმევა 'უხეშად' მოუვიდა, ფურცელი თითზე გასრიალდა და პატარაზე გაიჭრა. - აუჩ - ჩავილაპარაკე და ხელს დავხედე. - ღმერთო ჩემო ბელე მ.. - დემეტრემ ვერ დაასრულა. დაძაბული უყურებდა ჩემს ხელს. შემდეგ კი თავი გააქნია და სახლიდა გავიდა. - რა ჯანდაბა ხდება - დავიჩურჩულე, სააბაზანოში ავედი და ხელი გადავიბანე. რამოდენიმე წამში სისხლდენაც შეჩერდა. სააბაზანოდან გამოვედი თუარა ჩემმა ტელეფონმა დაიბზუილა. მაპატიე სასწრაფო საქმე გამომიჩნდა, ხომ კარგად ხარ? დემე იყო. კარგად ვარ ნუ ღელავ უცებ მივწერე და მისი ნომერი ტელეფონში ჩავწერე. ფანჯარაზე კაკუნი გავიგონე. ლოგინიდან წამოვდექი და ფარდები გადავწიე. - დემე?- დაშოკილმა ვიკითხე - ფანჯარა გააღე - მანიშნა მან. უცებ გავაღე ფანჯარა შიგნით შემოვიდა. - გაფრთხილებ თუ დედაჩემმა გაიგო როგორ ამოძვერი ჩემს ოთახში გაგიჟდება. - ხოდა ჩვენც არაფერს ვეტყვით - მითხრა თვითკმაყოფილი სახით. - აქ რას აკეთებ? - ამ, უბრალოდ მინდოდა მეთქვა რომ ამ დღეებში მე და ჩემი მეგობრები გასეირნებას ვაპირებდით. ხოდა.. მინდოდა შენც დამეპატიჟე გაოცებული ვიყავი. მას უნდა რომ მასთან ერთად გავატარო დრო? - ოუ - მხოლოდ ამის თქმა შევძელი. - შენ სხვებს არ გავხარ...და მე მომწონს ეს. - რას გულისხმობ 'სხვებს არ გავხარ'-სში? - ვკითხე მან ჩაიცინა. - სხვა გოგონები გაცნობისდღიდან ჩემთან ფლირტაობას იწყებენ. შენ კი ცდილობ თავი შორს დაიჭირო. რატომ? - მკითხა მან. - კარგი, პირველი - იმიტომ რომ კარგად არ გიცნობ. მეორე - იმიტომ რომ ბიჭებთან კარგი ურთიერთობა არასდროს მქონია. მესამე კი - ... - სიტყვა გამიწყდა. როგორ ვუთხრა რომ ხანდახან მაშინებს? - და..? - მკითხა დემემ და ერთი ნაბიჯი ჩემსკენ გადმოდგა. - არაფერი დაივიწყე - ვუთხარი და მას შევხედე. - მე შენ გაშინებ, ბელა? - გავქვავდი. - არა. - კი. - დაიჩურჩულა. სანამ რაიმეს ვეტყოდი ჩემი საძინებლის კარი გაიღო და ოთახში დედა შემოვიდა. - ბელა მე.. ოჰ დემეტრე არ ვიცოდი რომ აქ იყავი. - თქვა დედამ და ზღურბლზე გაჩერდა. - ამ.. მე მივდიოდი - თქვა მან და ოთახიდან გავიდა. - რამოხდა ბელა? - თავი გავაქნიე. - არაფერი უბრალოდ დაღლილი ვარ. - ვუთხარი და ძალით დავამთქნარე. - არ ისადილებ? არა არ მშია - მან თავი დამიქნია და ოთახიდან გავიდა. ჩვეულებრივ როდესაც საჭმელზე უარს ვამბობ შენიშვნებს მაძლევს და მეუბნება რომ მშიერმა არ უნდა დავიძინო, თუმცა ახლა ასე არ მოქცეულა. ჩემი ტანსაცმლისკენ წავედი რომ ამერჩია ხვალ რას ჩავიცმევდი. მუქი ლურჯი მოტკეცილი შარვალი, თეთრი მაისური და შავი მოსაცმელი შევარჩიე. შემდეგ სააბაზანოში შევედი და შხაპი მივიღე. სააბაზანოდან გამოვედი, პიჟამოები ჩავიცვი და თმა გავიმშრალე. დრო შევამოწმე.საათი 9:56PM. - ს უჩვენებდა. მაგარია, ახლა კი ჩემი წყეული დავალებები უნდა გავაკეთო. ჩემი ჩანთისკენ წავედი რომელიც ფანჯრის რაფაზე იდო. ხელში ავიღე, ფანჯრიდან გავიხედე და დემე დავინახე ოთხ სხვა ბიჭთან ერთად. - იცოდე ყველაფერს გაიგებს ძმაო - თქვა ბიჭმა ქერა თმით, მგონი მისი სახელი ნიკაა - ვერაფერს გაიგებს. და თუ რაიმეს მიხვდება მოვკლავ. - უპასუხა დემემ მშრალად. შევშინდი. - კარგი, საჭმელად არ მოდიხართ? ძალიან მშია. - თქვა ყავისფერთმიანმა ბიჭმა. - კი, მეც ძლიან მშია. მთელ მსოფლიოს გადავჭამდი! - თქვა ნიკამ - კარგით, წავედით - თქვა დემემ და წამებში სადღაც გაუჩინარდნენ. საწოლზე ჩამოვჯექი, ვცდილობდი მივხვედრილიყავი რაზე ლაპარაკობდნენ. რამოდენიმე წამით ჭერს მივაშტერდი. თვალები დამიმძიმდა. საშინლად მეძინება. რამოდენიმე ხნის შემდეგ კი ღრმად ჩამეძინა. * * * მაღვიძარის ხმამ გამაღვიძა. იმწამსვე გუშინდელი ლაპარაკი გამახსენდა. დავაიგნორე და სკოლისთვის მზადება დავიწყე. ჯანდაბა.. დავალების გაკეთება დამავიწყდა. მშვენიერა. დაბლა ჩავედი და სამზარეულოში შევედი. - დილამშვიდობისა იზაბელა- მომესალმა დედაჩემი - საუზმე მოგიმზადე. - გმადლობ. - ვუთხარი და სკამზე ჩამოვდექი. - სკოლა როგორ მოგეწონა? - კარგი სკოლაა. ახალი მეგობრებიც შევიძინე - ვუთხარი და ები, არი და მედი მომაგონდა. - ძალიან კარგი. - თავი დავუქნიე და სკოლაში წასასვლელად მოვემზადე. - კარგად ძვირფასო. - კარგად. დღე მოსაწყენად დაიწყო. ები სკოლაში არ იყო ამიტომ ლანჩამდე მარტო მომიწია ყოფნა. ლანჩზე კი გოგონებს შევხვდი. - ჰეი ბელა- მედიმ ხელი დამიქნია. მათკენ წავედი და სკამზე ჩამოვდექი. - გამარჯობათ - მივესალმე. მთელი ლანჩის განმავლობაში ერთმანეთს ველაპარაკებოდით - ბელე, მგონი რომ დემეტრეს მოსწონხარ - არიმ გადმომიჩურჩულა - საიდან იცი? - ვკითხე ჩვეულებრივ. - მთელი ლანჩის განმავლობაში შენთვის თვალი არ მოუშორებია. - ისევ გადმომიჩურჩულა უკან შევბრუნდი და დავინახე დემე რომელიც ნიკთან, ალექსანდრესთან, გაბრიელთან და ლუკთან ერთად იჯდა რამოდენიმე მაგიდის იქით. მან მე შემომხედა. როგორცკი მიხვდა რომ ვუყურებდი მზერა სხვაგან გადაიტანა. ბოლო გაკვეთილის ზარიც დაირეკა. წიგნები ჩანთაში ჩავალაგე და სკოლიდან გავედი. გეზი ჩემი სახლისაკენ ავიღე. უცებ ვიღაცამ ხელი მტაცა, მეორე ხელი კი პირზე ამაფარა რომ არ დამეყვირა. - დამშვიდდი ბელა, მე ვარ. - უკან შევბრუნდი და დემე დავინახე რომელიც ჩემს უკან იდგა. - აღარასოდეს გაბედო ასეთი რამ! - ოუ. კარგი - ჩაიცინა. - აქ რას აკეთებ. სახლში მარტო მიდიხარ? - დიახ. - მე წაგიყვან. - არა დემე სახლში მარტო წავალ. - ვუთხარი გაბრაზებულმა. - მაშინ შენთან ერთად წამოვალ. - ამოვიოხრე. - კარგი. და შენს ბაიკს რას უზავ? - ნიკას დავურეკავ და ვთხოვ რომ სახლში მომიყვანოს. - მიპასუხა მან. თვალები გადავატრიალე და სვლა განვაგრძე. ვიგრძენი როგორ ჩაიცინა დემეტრემ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.