შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Dark Love


15-04-2018, 23:04
ავტორი kusuna77
ნანახია 1 429

თავი 1
-ბელა ადექი ძვირფასო, მზად ხარ ახალი სახლის სანახავად? - მკითხა დედამ. ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფმა ნახევრად გავახილე თვალები
- მგონი რომ კი, თუმცა მაინც ვერ ვხვდები რატომ გადავდივართ სხვაგან - ვთქვი და წამოვდექი.
- ბელა, არ ვაპირებ კიდევ ერთხელ აგისხნა, ახლა კი ადექი და ჩაიცვი. საათნახევარში მივდივართ - თქვა და ჩემი ოთახიდან გავიდა. მე და დედა სხვაგან გადავდივართ რადგან დედა და მამა გაეყარნენ მე კი დედასთან ვრჩები.
წამოვდექი და სააბაზანოში შევედი. შხაპი მივიღე, კბილები გამოვიხეხე და თმა დავივარცხნე. უბრალო ჯინსი, მაისური და კეტები ჩავიცვი.
- ბელა ვაგვიანებთ მალე ჩამოდი! - გავიგონე დედაჩემის ძახილი ქვედა სართულიდან.
- კარგი მოვდივარ! - საპასუხოდ მეც ჩავძახე. დაბლა ჩავედი და დედას ჩემოდნების გარეთ გატანაში დავეხმარე.

* * *

- ბელა. თვალები გაახილე უკვე მოვედით! - გავიგე დედაჩემის აღფრთოვანებული ხმა. თვალები გავახილე და წინ გავიხედე. ჩემს წინ ორსართულიანი უზარმაზარი სახლი დავინახე. ორი ადამიანისთვის ეს ძალიან დიდია!
- დედა ეს სახლი ძალიან დიდია! - ვთქვი უკმაყოფილოდ.
- მოგწონს ? - ჩემს კომენტარს წაუყრუა.
- ოჰ , კი - თავი დავუქნიე.
- ძალიან მიხარია. ახლა სახლში შევიდეთ და ჩემოდნები შევიტანოთ. - მანქანიდან გადავედი და ჩემს ახალ სახლს მივაჩერდი. ლამაზად გაკრეჭილი გაზონი ჰქონდა, ახალ შეღებილი კედლები კი უფრო ამშვენებდა. ერთ-ერთი ფანჯრიდან ოთახის ლამაზად შეფერადებული ჭერი მოჩანდა. ნელ-ნელა უფრო მომწონდა ჩემი ახალი სახლი.
- აბა, სახლში არ შემოხვალ? - მკითხა დედამ
- აჰ, ჰო წამოდი! - წინა კარისკენ გავიქეცი და გავაღე. სახლი შიგნიდან უფრო ლამაზი იყო. ეს სახლი გასაოცარია! კიბეები ავირბინე და ოთახებში დავიწყე სირბილი. ბოლოს როგორც იქნა ის ოთახი ვიპოვე წეღან რომ შევნიშნე. ეს ოთახი ჩემი უნდა იყოს!
- დედა ამ ოთახში მე ვიქნები! - ჩავძახე დედას.
- ოჰ, კარგი. და რომელში? - ამომძახა მან.
- მაღლა ამოდი და განახებ. - ნაბიჯების ხმა გავიგე. დედა მაღლა ამოდიოდა. რამოდენიმე წამის შემდეგ კი წინ ამესვეტა.
- საყვარელი ოთახია - გამიღიმა.
- კარგი, ახლა კი ჩემოდნები ამოვალაგოთ - დედას გავუღიმე. დაბლა ჩავედით და ჩემოდნები გავხსენით. ჩემი ნივთები უცებ მოვხიკე და ჩემს ახალ ოთახში ავიტანე.
ოთახის კედლები ღია ცისფერი იყო. შუაგულში დიდი საწოლი იდგა, კუთხეში პატარა ზომის კარადა იდგა ხოლო ცოტათი მოშორებით კარები იყო სადაც სავარაუდოდ ჩემი აბაზანა უნდა ყოფილიყო. ღმერთო ეს ოთახი ჩემთვისაა ზედგამოჭრილი!
ფანჯარასთან მივედი, იქ პატარა მოსახერხებელი სარწეველა სკამი იდგა. გარეთ გავიხედე და დავინახე ბიჭი რომელიც სულ შავებში იყო გამოწყობილი, ის მოტოციკლზე იჯდა. მან მე გამომხედა შემდეგ კი მისი ბაიკი დაძრა და ჩემს გვერძე სახლთან გააჩერა. ის ჩემი მეზობელია?გარეთ გავიხედე და დავინახე ბიჭი რომელიც სულ შავებში იყო გამოწყობილი, ის მოტოციკლზე იჯდა. მან მე გამომხედა შემდეგ კი მისი ბაიკი დაძრა და ჩემს გვერძე სახლთან გააჩერა. ის ჩემი მეზობელია? ბელა, არ გშია? - მკითხა დედამ.
- ამ, კი რა გვაქვს? - ვკითხე და მას შევხედე
- სენდვიჩები გვაქვს. წამოდი - მითხრა და მანიშნა დაბლა ჩავყოლოდი. მას გავყევი და თან იმ ბიჭზე ვფიქრობდი წეღან რომ დავინახე.
- ჰეი, ბელე ხვალ სამუშაოს ვიწყებ - მითხრა მან.
- უკვე? - ვკითხე და თან ჩემი სენდვიჩი მოვკბიჩე
- კი, დამირეკეს და მითხრეს რომ შემეძლო დამეწყო - მითხრა და გამიღიმა.- ვიცი რომ დროის მარტო გატარება მოგიწევს რადგან მამაშენი აქ არაა თუმცა შეგიძლია ახალი მეგობრები შეიძინო.
სულ დამავიწყდა. ახალ სკოლაში უნდა მივიდე, ახალი მასწავლებლები ,ახალი გარემო. ჯანდაბაა. ჩემს ძველ სკოლაში მაინცდამაინც ბევრი მეგობარი არ მყოლია. მხოლოდ ორი საუკეთესო მეგობარი მყავდა, ლიზი და ჰოლი. ძალიან მენატრებიან, მაგრამ ახალი ცხოვრება უნდა დავიწყო. ანუ ისინიც უნდა დავივიწყო.

დედაჩემი ექთანია და ძალიან დაკავებულია. მამაჩემი კი ოფიცერია. პატარაობისას სულ მინდოდა მისი იარაღით მეთამაშა მაგრამ არასდროს მიშვებდა ახლოს. ძალიან მომენატრება.
- ბელა, უნდა გავიდე, სამსახურისთვის რაღაც ნივთები უნდა ვიყიდო. თან რაიმე საჭმელსაც გამოვაყოლებ. მალე დავბრუნდები. - მითხრა დედამ.
- კარგი დე - ლოყაზე ვაკოცე და გავაცილე.

მისაღებ ოთახში შევედი და დივანზე ჩამოვჯექი. ისევ იმ ბიჭზე დავიწყე ფიქრი. ვცდილობდი გამეხსენებინა როგორ გამოიყურებოდა. მომეჩვენა რომ წითელი თვალები ჰქონდა თუმცა ეს ალბათ ჩემი მოჩვენებების ბრალია. ანდაც შორი მანძილის გამო კარგად ვერ დავინახე მისი თვალის ფერი. მალე კარზე კაკუნი გავიგონე. წამოვდექი და კართან მივედი და გამოვაღე. ზღურბლზე ლამაზი ქალი იდგა, ხელში კი ნამცხვრები ეჭირა.
- გამარჯობათ - ვუთხარი და თავაზიანად გავუღიმე.
- გამარჯობა ძვირფასო, მე ნინო ვარ, მე ქუჩის გადაღმა ვცხოვრობ. ნამცხვრები მოგიტანეთ, მინდა რომ შენც და დედაშენიც კარგად გაგიცნოთ. - მითხრა და ხელში ნამცხვრები მომაჩეჩა.
- ოჰ მადლობა. ძალიან თავაზიანი ხართ. - ვუპასუხე - შემობრძანდით, დედაჩემი გასულია მაგრამ მალე დაბრუნდება.
- ოჰ არ შემიძლია სახლში საქმე მაქვს. თუმცა გმადლობ მოპატიჟებისთვის. დედათქვენი სადმე მუშაობს? - მკითხა თავაზიანად.
- ამ.. დიახ . ექთანია - გავუღიმე.
- ექთანი? მართლა? მეც ექთანი ვარ! ალბათ დედაშენი ჩვენი ახალი თანამშრომელია. უფროსმა გაგვაფრთხილა. დედაშენი ჩემს მაგიერ მოიკითხე, მალე გვესტუმრეთ. ახლა კი უნდა წავიდე.
- კარგით, ნახვამდის. და კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ნამცხვრებისთვის - მივაძახე ნინოს და კარი დავხურე. ნამცხვრები სამზარეულოში შევიტანე და ერთი ცალი ავიღე. ღრმერთო რა გემრიელია! მისაღებ ოთახში დავბრუნდი და სავარძელში ჩავჯექი. დრო გამყავდა დედაჩემის მოსვლამდე. რამოდენიმე ხანში კარზე ისევ კაკუნი იყო, მაგრამ ამჟამად დედაჩემი იყო. დედა მომესალმა და სამზარეულოში გავიდა. მე ჩემს ადგილს დავუბრუნდი და ტელეფონში თამაში დავიწყე. მესმოდა როგორ ელაპარაკებოდა დედა ვიღაცას ტელეფონზე თუმცა არვიცოდი ვის. შემდეგ ყურმილი დაკიდა და კარისკენ გაემართა. კარში ნინო იდგა გვერდით კი მაღალი შავგვრემანი ბიჭი ედგა. დედამ თავაზიანად გაუღიმა და სახლში შემოიპატიჟა.

- ბელა ეს ნინოა, ეს კი მისი ვაჟი დემეტრე. - მითხრა დედამ და გამიღიმა. უკმაყოფილოდ წამოვდექი და მათკენ გავემართე.
- შენს ქალიშვილს უკვე ვიცნობ - უთხრა ნინომ დედას და მე გამიღიმა.
- მშვენიერია. დემეტრე გაიცანი? - მკითხა დედამ.
- არა - უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე.
- ბელა! ნუ ხარ ასეთი უხეში და დემეტრეს მიესალმე! - გადმომიჩურჩულა დედამ ზუსტად ამ დროს კი დემეტრემ ჩაიფხუკუნა. თვალები გადავატრალე.
- გამარჯობა, მე ბელა ვარ პირველკლასელი ბავშვივით გავეცანი და ხელი გავუწოდე ჩამოსართმევად.
- დემეტრე. - მოკლედ მითხრა და ხელი ჩამომართვა. მისი ხელები ყინულივით ცივი იყო.
- შენი ხელები ძალიან ცივია - გადავუჩურჩულე მას. მან სწრაფად გასწია ხელი და ჯიბეში ჩაიყო. არაფერი მიპასუხა მხოლოდ თავი დამიქნია.
- ბელა, დემეტრე და დედამისი სავახშმოდ ჩვენთან დარჩებიან. წადი დემეტრეს აქაურობა დაათვალიერებინე - 'შემომთავაზა' დედამ თუმცა ეს შემოთავაზება კიარა ბრძანება უფრო იყო. დემეტრეს გავხედე მე მიყურებდა
რა ჯანდაბა გინდა დედა?! არაფერსაც არ დავათვალიერებინებ. -.- დედა და ნინო სამზარეულოში გავიდნენ მე და დემე კი მისაღებში ჩამოვჯექით. რამდენიმე წუთი უხმაუროდ ვიჯექით. ბოლოს გავბედე და ზრდილობის გამო ვკითხე
- აბა, გშია? - რა სულელური კითხვაა? მეტი ვერაფერი მოიფიქრე?
- მჰჰ.. არა - თქვა და მე შემომხედა - ამ სახის საჭმელი არ მომწონს. - დაამატა და ტუჩები გაილოკა.
უბრალოდ თავი დავუქნიე. მალე დედაჩემის ძახილი გავიგონეთ.
- ბელა დემეტრე საჭმელი მზადაა. - სწრაფად წამოვდექი და სამზარეულოში შევედით
- ამ... სიმართლე ვთქვათ არ მშია - თქვა დემეტრემ და თვალები დახუჭა.
- და შენ ძვირფასო ? - მკითხა მე. მე კი თავი დავუქნიე.
- საშინლად მშია! - დავამატე და მაგიდასთან დავჯექი. სულ არ მაინტერესებდა რომ უკულტუროდ ვიქცეოდი! საშინლად მშიოდა..

დემე მისაღებ ოთახში დაბრუნდა. როდესაც ჭამას მოვრჩი მასთან გავედი. ის გაუნძრევლად იჯდა სავარძელში და ტელეფონში რაღაცას წერდა.
- კარგად ხარ? - ვკითხე ფრთხილად.
- არა - მიპასუხა.
- რამე ხდება?
- შენი საქმე არაა. - მოკლედ მომიჭრა.
- კარგი ბოდიში - ამოვილუღლუღე და ფანჯრაში გავიხედე.
- სკოლაში გნახავ ბელა - გამიღიმა და წამოდგა. გავიგე როგორ გაიღო და დაიკეტა კარი.
ახალი სკოლა.. ახალი სახლი.. ახალი მეგობრები.. საშინელებაა!



№1  offline წევრი talia

Guli migrznobs zebunebriv arsebebta gveqneba saqme,male daideba shemdehi tavi?zalian momewona.

 


№2  offline წევრი kusuna77

talia
Guli migrznobs zebunebriv arsebebta gveqneba saqme,male daideba shemdehi tavi?zalian momewona.

მიხარია რომ მოგეწონა ❤ დიახ ხვალ დავდებ შემდეგ თავს❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent