შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება ახალგაზრდების წესებით [6]


17-04-2018, 16:13
ნანახია 1 644

უაზრო ბოდიალის შემდეგ, იმედგადაწურული, ხეს მივეყრდენი. შიშისგან ძალა მერთმეოდა და ვიცოდი, ახლა რომ დავმჯდარიყავი გავითიშებოდი. რამდენი ვიარე, მაგრამ ვერაფრით ვიპოვე ბანაკისკენ ან თუნდაც ნებისმიერი ცივილიზაციისკენ მიმავალი გზა. ვატყობ, ღამის გატარება ტყეში მომიწევს. ცოტაც და სრულიად დაბნელდება.
უცებ შრიალი გავიგე და გავიყურსე. ხმა იმ ხის უკნიდან მოდიოდა, რომელთანაც მე ვიდექი. გული გასკდომაზე მქონდა. ადრენალინის მოზღვავებისგან თვალთ დამიბნელდა და გონებაც დამიცარიელდა, სტრესისგან გული წამივიდა.
მეორე დღეს.
თვალები ელვის სისწრაფით გავახილე და ჰაერის ყლაპვით წამოვჯექი. სუნთქვა აჩქარებული მქონდა. პანიკის შეოტევა ვიგრძენი, მანამ, სანამ ჩემს საწოლზე ჩამომჯდარი დემეტრე დავინახე.
-რა მოხდა? არაფერი მახსოვს...ბოლოს ტყეში ვიყავი...
-დამშვიდდი. ყველაფერი კარგადაა! ჯერ ბოდიში უნდა მოგიხადო. გუშინ ზედმეტი მომივიდა... ალკოჰოლის ბრალია-კისერზე ხელი მოისვა დემემ.-შენი წასვლიდან მალევე გამოვფხიზლდი. თავიდან ვიფიქრე, დაბრუნდებოდი. მაგრამ როცა დაბინდდა ავნერვიულდი და ძებნა დაგიწყე. რომ ვეღარ გიპოვე ერთადერთ ვარიანტად ტყე დამრჩა. არ არის დიდი ტყე, ამიტომ არ ჩავრიე სხვები.
-მადლობა...-ძლივს ამოვთქვი. ისე, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ დემეტრეს ოდესმე მადლობას გადავუხდიდი. უხერხულობა ჩამოწვა. უცებ მარჯვენა ხელზე წვა ვიგრძენი და ხელს დავხედე. როგორც შევატყვე ტყეში დაცემისას დამეკაწრა და ოდნავ შესიებულიც იყო. შეუმჩნევლად საბნის ქვეშ შევყავი, რომ დემეს არ შეემჩნია.
-კარგი. შენ წადი. მე დღევანდელ დღეს გამოვტოვებ.-ვუთხარი. დემეტრემ თავი დამიქნია და წავიდა. კოტეჯში მარტო დავრჩი. ისე ცუდადაც არ ვყოფილვარ, როგორც მეგონა. გადავწყვიტე ხელისთვის მიმეხედა. თუმცა, საბოლოოდ მხოლოდ ჩემი წამოღებული ბინტით შევიხვიე, რადგან პირველადი დახმარების ყუთი კოტეჯში არ გვქონია. მეოთხედმკლავიანი, ფრიალა მაიკა ჩავიცვი და შემდეგ ისევ სახლის დალაგებას შევუდექი. გუშინ, ჩემი არყოფნისას დემეს თავისი ნივთები გადაუტრიალებია...ნეტავ, რას ეძებდა?

დემეტრე იმაზე მალე დაბრუნდა, ვიდრე ველოდი. სამზარეულოში ვიყავი, როცა ზურგს უკან მომესმა:
-როგორ ხარ?
შევხტი.
-ვაიმე! გული გამიხეთქე!-დემეს გაეღიმა.-და ჰო, კარგად ვარ. დიდი არაფერი იყო.-მარჯვენა ხელით ჩამოშლილი თმა ყურთან გადავიწიე. დემე ხელზე მომაშტერდა. მეც გავშეშდი, როცა გავაანალიზე, რომ ჩემი პატარა საიდუმლო ასე მალე გამჟღავნდა. მაღლა აწეული ხელის გამო მაიკის სახელო ჩამოიწია და ნატკენი ხელიც გამომიჩნდა. სწრაფად ჩამოვიქაჩე სახელო, მაგრამ ვიცოდი, უაზრო მოძრაობა იყო.
-ეს რა... მე გაგიკეთე?-დემეს ტონზე გულში ჩხვლეტა ვიგრძენი.
-არა..არა! რა შენ?! ტყეში წაქცევისას ვიტკინე. ისეთი არაფერია.
-დამანახე.-მკლავში ხელი ჩამავლო და როცა გამოქაჩვა ვცადე დაამატა:
-გთხოვ.
"ვაი გული!!" სახვევი ნელ-ნელა მოვიხსენი და იმედი მქონდა, რომ სასწაულებრივად აორთქლდებოდა. მაგრამ არა! რა თქმა უნდა, ისევ ისე იყო. დემეტრეს ხმა არ ამოუღია, ისე შეათვალიერა.
-ოუ....ძალიან ცუდად გამოიყურება. წამოდი, ექიმს ვაჩვენოთ!
-არ მინდა, ჩემითაც მოვუვლი.
-ჰო, გეტყობა როგორც მოუარე.-ჩვეული ირონია დაუბრუნდა ხმაში დემეს.
დანებების ნიშნად ამოვიოხრე და სკამზე დავჯექი. ის კი საძინებელში შებრუნდა და 5 წუთში სპირტით და ბამბით ხელში დაბრუნდა.
-რა..? საიდან?
-მე წამოვიღე. ხანდახან მჭირდება ხოლმე.-ჰოომ, ამაზე ის გამახსნედა, მთელი სკოლა ჩხუბში რომ იყო ჩართული. ამიტომ არ გამიკვირდა.
ჩემთან ახლოს საკმზე დაჯდა და სპირტიანი ბამბით ნელა დამიწყო ნაკაწრების გაწმენდა. ხელი ამეწვა. თან ძალიან! კბილები ერთმანეთს დავაჭრე და ხელებიც მოვმუშტე. დემემ როგორც იქნა შეწყვიტა ჩემი ბამბით და სპირტით წამება და ფრთხილად შემიხვია ხელი.
-მადლობა!-ეს სიტყვა ამ დილას უკვე მეორედ ჩავიბურტყუნე.
...............................................................................................................................................................

როგორც ჩანს მე და დემე ერთმანეთს შევეწყვეთ. ნუ ყოველ შემთხვევაში სერიოზულად აღარ ვჩხუბობთ. ყოველდღე ერთმანეთს ნერვებს ვუშლიდით და ვამასხარავებდით.პატარა წაკინკლავებები მაინც მოგვსვლია, მაგრამ მაგას არაუშავს :დ
უკვე 10 დღე გავიდა, რაც ბანაკში ვართ. მოსაწყენი სიტუაციაა, მაგრამ მეგობრებთან ერთად ყველაფერი ნეიტრალდება.
................................................................................................................................................................

*flashback* ბანაკი. დღე 4.
სასადილოში ვიყავი გიგასთან ნიასთან და ელენესთან ერთად. მე და ნია მაგიდის ერთ მხარეს ვიჯექით, ხოლო გიგა და ელენე-მეორე. გიგას საერთოდ არ აწუხებდა ის, რომ გოგონების გარემოცვაში იყო. ძალიან მიყვარს ჩემი ძამიკო! არასდროს ყოფილა პონტის ადამიანი და ყოველთვის ძალიან გულწრფელია. ნიას და გიგას ერთმანეთის დანახვაზე თვალები უციმციმებდათ. მე კი ელენესთან ერთად ძველ ამბებს ვიხსენებდი და თან შიგადაშიგ გადავხედავდი ხოლმე თითქმის შემდგარ წყვილს, რომლებიც ცალკე ბაასში იყვნენ გართულები. მე და ელენემ გამომეტყველებით ჩავუნამიოკეთ ერთმანეთს. ცოტა ხანში დემეც შემოგვიერთდა. მაგიდის კიდეს მიუჯდა, ანუ, მარჯვნივ ელენე, ხოლო მარცხნივ ნია ეჯდა. გიგამ გაკვირვებული სახით შემომხედა, მეც მივხვდი, რისი დროც იყო, მსუბუქად ჩავახველე და დავიწყე:
-გაიცანით, დემეტრე მაისურაძე. ერთ ნომერში რომ შეგვასახლეს. ნია და დემე და-ძმები არიან. მე და გიგაც და-ძმები ვართ.-ჯერ გიგას შევხედე, მერე კი დემეტრეს. მარტო ამ ორს ჭირდებოდა გარკვევა თორემ ელენეს დიდი ხნის წინ მოვუყევი ყველაფერი.-და ელენე. ჩემი ბავშვობის მეგობარია.
-სასიამოვნოა!-ერთად თქვეს ელენემ, გიგამ და დემემ. ამის შემდეგ ჩვეულებრივ, საუბარი განვაგრძეთ. რამდენიმე წუთში კი ვიღაც გოგოს წივილი გავიგონეთ.
-დემეეეე!!!
ყველამ თავი ხმის პატრონისკენ გავაბრუნეთ. რიჟა გოგო იყო. ხუჭუჭათმიანი. ნეკა თითის სიგრძე შორტები ეცვა, არაადამიანურად წიოდა და მაღალქუსლიანებით მოკაკუნებდა....
შუა. ტყეში. მაღალქუსლიანი.რომელ. ნორმალურს. დააქვს?!
მოკლედ ეს გოგო დემეს კისერზე ჩამოეკონწიალა.
-რა გინდა, ნუცა?!-მობეზრებულმა დემეტრემ ძლივს ჩამოიხსნა მისი მკლავები კისრიდან და რატომღაც წამით ჩემკენ გამოიხედა. სახის დალაგებას შევეცადე. არ მინდოდა ოდნავი ემოციაც დამტყობოდა. ამ დროს ჩემი ტელეფონი აზუზუნდა.
-ჰო, სანდრო.-იმით გახარებულმა, რომ ვაჟბატონს გავახსენდი მაშინვე სახე გამინათდა.
-რას შვები, მარუს?-სანდრიკას მხიარული ხმა მესიამოვნა.
-აუ რავი...ცოტა მოვიწყინე...და მომენატრე!
-მეც ძალიან! და დანარჩენები არ მოგენატრნენ?-სიცილით მკითხა.
-დამირეკონ და მაშინ კი.-გამეღიმა.-კაი უნდა წავიდე, გკოცნი!!
ელენეს და გიგას გავხედე, რომლებიც სიცილს იკავებდნენ. დემეტრესაც გავხედე და ისეთი მჟავე სახით იჯდა, რომ ლამის მეც გამეცინა. დემე წამოდგა და ჩვენი კოტეჯისკენ წავიდა. ყველამ თვალი გავაყოლეთ მას და რიჟას, უფრო სწორად ნუცას, რომელიც განაზული ხმით და ვითომ აქცენტით ელაპარაკებოდა.
როცა თვალს მიეფარნენ ჩავიფხუკუნე. ნიამ გაკვირვებულმა შემომხედა. მერე კი ახსნა დავუწყეთ.
-არაფერი უცნაური.-დაიწყო გიგამ.
-უბრალოდ შენმა ძმამ ყველაფერი არასწორად იფიქრა.-ჩავიცინე.
-ჰო! ჰო! სანდრო ჩვენი ბავშვობის მეგობარია.-დაამატა ელენემ.
-აუუ!-ჩაეცინა ნიასაც.-ნუ მიწვალებთ ძამიკოს!
ამაზე ოთხივემ სიცილი ავტეხეთ.

რამდენიმე დღის შემდეგ.
კოტეჯისკენ წავედი, რათა გამომეცვალა და მე, ნია, დემეტრე, ელენე და გიგა ტყეში წავსულიყავით. გასაღები ამოვიღე, მაგრამ კარები ღია დამხვდა. "ალბათ დემეა" გავიფიქრე და უდარდელად შევაჭერი საძინებელში. მაგრამ ვაი ამ შეჭრას! დემეტრე დამხვდა რომელიც ბოქსერების ამარა ფეხშიშველი და წელსზემოთ შიშველი დატანტალებდა. ისევ ვიგრძენი სახე როგორ ამიხურდა. დემეტრეს ნაცნობი ეშმაკური მზერა შევამჩნიე და მან ვითომ აქ არაფერიო, სამზარეულოში გავიდა.
-რამე რომ ჩაიცვა, არა?-ძლივს შეკოწიწებული სწერვობით გავძახე.
-არა, ცხელა.-იმანაც გამომძახა და ქილა კოლით დაბრუნდა.
-სხვა გოგოსთან, ერთად ნომერში ასეთი ჩაცმულობით რომ ხარ, შენი ნუცა არ გაბრაზდება?
-მოდი ყველამ ჩვენ-ჩვენს სატრფოებს მივხედოთ.-წამკბინა დემემ. როგორც ჩანს, ცოტა ხნის წინ მომხდარი გავახსენე. მისი ნათქვამი არ მესიამოვნა. მართალია ეჭვიანობა ძალიან უხდებოდა, მაგრამ მე ჩემსას მაინც არასდროს ვთმობ. ამიტომ ზურგი ვაქციე და დავიწყე:
-ჰო, მართალი ხარ! მგონი ყველაზე კარგი ის იქნება, თუ შენ და ნუცა გადმოხვალთ ერთ ნომერში. იმას ვგულისხმობ, რომ, ისედაც 4 დღე დარჩა ჩვენი ბანაკში ყოფნის და არამგონია დირექტორმა დაგვიშალოს, რადგან უკვე "გამოვსწორდით" და ერთმანეთს "შევეწყვეთ". მე კი ნუცას ნომერში რომ სიმპატიური ბიჭია, იმას გავიცნობ. მაინც ჩაწყობით ყავს ის ბიჭი საუთარ ნომერში შეყვანილი და მგონი გაცვლაზე მოვრიგდებით.-სინამდვილეში, აზრზე არ ვიყავი ნუცასთან ნომერში ვინ იყო, მაგრამ დაძაბული მზერა, რომელსაც ზურგიდან ვგრძნობდი იმაზე მიმანიშნებდა, რომ მიზანს მივაღწიე.
უცებ კისერზე თბილი სუნთქვა მომელამუნა. შევტრიალდი, კატასავით უკან გადავხტი. დემეტრეს დაძაბულ სახეს თვალს ვარიდებდი.
-კიდევ არ ჩაგიცვამს?!
დემეტრე ჩემკენ წამოვიდა. მე კვლავ უკან დავიხიე და კედელს უკნიდან მივეჯახე.
-აუ!-თავზე ხელი მოვისვი და ის იყო, კედელს უნდა მოვშორებოდი, რომ დემეტრე ჩემ წინ აისვეტა.
-მე და ნუცას ერთმანეთთან არაფერი გვაკავშირებს!
-ჰო, ჰო. დავიჯერე.-თვალები გადავატრიალე და ნაბიჯით გავეცალე.
მაგრამ დემეტრემ კვლავ კედელზე ამაკრა და ტუჩებზე ველურივით დამაცხრა. ავწითლდი. ვცადე მომეშორებინა, ხელის კვრით ძვრაც ვერ ვუყავი, არც მკერდზე მუშტების დაშენამ იმოქმედა. რკინასავით იყო ჩემზე მოკრული და მასა და კედელს შორის ვყავდი მომწყვდეული. ამ დროს ისიც გამახსენდა, რომ მხოლოდ ბოქსერების ამარა იყო, და ამ ყველაფერმა სრულიად ამრია. მისი მოშორების უაზრო მცდელობა შევწყვიტე. ნეტარებისგან მუხლებში სისუსტე ვიგრძენი. ბოლოს, როგორც იქნა, ამოსუნთქვის საშუალება მომცა და თვალებზე ბინდგადაკრულმა დემეტრემ ხმადაბლა მითხრა:
-მე არასდროს ვიტყუები. და არც არავის ვკოცნი თუ არ მინდა. იმედია, ეს მაინც არის კარგი პასუხი.-მაიკა გადაიცვა და კოტეჯი დატოვა. მე ისევ იმავე ადგილას ვიდექი. ქვედა ტუჩს თითები გადავატარე და ახურებული იქვე ჩავიკეცე. ჩემი პირველი კოცნა.....ეს....საოცარი იყო! ასეთი განცდა ჯერ არასდროს მქონია....და მე დავუჯერე დემეს სიტყვებს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მაკოცა. არამედ იმიტომ, რომ ამ კოცნაში ნამდვილი გრძნობები იყო. არ ვაჭარბებ, ვიგრძენი, რომ ამ კოცნაში სიყვარული იყო ჩაქსოვილი.



№1 სტუმარი სტუმარი ანუკა

აწწწ მალე დადეეე <3 რამაგარიი იყოოო <3 <3 ცვენი დემეე იოო :დდდ <33333

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent